ფსევდოქრისტიანული კულტები
ფსევდოქრისტიანული კულტები
ოკულტისტური მიმდინარეობები
მას შემდეგ, რაც ევა შეაცდინა გველმა და გაუჩნდა სურვილი, შეეცნო ღვთისგან აკრძალული ხის ნაყოფი, რაც განპირობებული იყო განსაკუთრებული ცოდნის მიღების სურვილით
, იყვნენ და არიან ასეთი ცდუნების მსგავსი სურვილით შეპყრობილი ადამიანები, რომელთაც "აკრძალული ხერხით", ჭეშმარიტი გზის გვერდის ავლით, დამოუკიდებლად და ღვთის გარეშე სურთ გახდნენ ღვთის მსგავსნი. ყველაფერი ეს უკავშირდება უმრავლესობისათვის მიუწვდომელი გარკვეული უნარების მიღების მცდელობას; სწორედ ეს უნარი აძლევს ადამიანს საშუალებას, გახდეს "თანაზიარი" - მიაღწიოს ყოფიერების უმაღლეს დონეს. ამას ამტკიცებს ის ხალხი, ვინც ამ საიდუმლო ცოდნისაკენ ისწრაფვის, ან თვლის, რომ ეს უნარები უკვე შეიძინა. სწავლებას ამ ცოდნის შესახებ, მისი განხორციელების უნარსა და პრაქტიკას ეწეოდება ოკულტიზმი (ლათ. "ოცცულტუს" - დაფარული, გასაიდუმლოებული.

მაგია
ოკულტისტური ცოდნა პრაქტიკულად ყველაზე ფართოდ მაგიაში გამოიყენება. თანამედროვე სამყაროში ის ბიზნესის ერთ-ერთი სფერო გახდა. ურწმუნო (ან ნაკლებად მორწმუნე) ხშირად მიმართავს მაგიას დაკარგული ნათესავების ან რაიმე საგნების საპოვნელად, რათა თავი დააღწიოს ავადმყოფობას ან წარუმატებლობას, ზემოქმედება მოახდინოს სხვა ადამიანებზე: აღუძრას მათ სიყვარული ან მოუტანოს უბედურება. მაგებს (იმავე ჯადოქრებს) სწამთ კეთილი და ბოროტი სულების არსებობისა, რომლებიც მათი (ჯადოქრების, გრძნეულების) სურვილისამებრ ახდენენ ადამიანებზე გავლენას. მეთოდები, რომლებსაც გრძნეულები იყენებენ, რათა დაუკავშირდნენ სულებს და მათი მეშვეობით მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან განსხვავებული და საკმაოდ უცნაურია: შელოცვები, ნასკვები, გაურკვეველი სიტყვების დაწერა ან სქემების შედგენა და ა.შ. ინსტრუმენტის სახით მათ აქვთ თილისმები, დანები, ნემსები, ძვლები, თმა, სისხლი, ბალახეულობა და ა.შ. ჯადოქრობა ტარდება სიბნელეში ან მთვარის შუქზე მაგიური რიტუალის ზუსტი აღსრულებით.

თავად მაგები აცხადებენ, რომ ისინი სატანას ემორჩილებიან.

სპირიტიზმი
მაგიის ერთ-ერთი ნაირსახეობა სპირიტიზმია. ის ფსევდორელიგიური პრაქტიკაა. სპირიტიზმის მიმდევრები მედიუმების დახმარებით, მიცვალებულთა სულებს უკავშირდებიან და ცდილობენ მათგან საინტერესო შეკითხვებზე პასუხების მიღებას. სპირიტიზმის მიმდევრები თავიანთ შეკრებებზე მკითხაობენ და თავისებურად ხსნიან გარკვეულ პარაფსიქოლოგიურ მოვლენებს. სულებთან კავშირის პრაქტიკა უძველესი დროიდან არის ცნობილი, დაახლოებით 1847 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკელთა საზოგადოებაში ინტერესი აღძრა ერთ-ერთ სოფელში მომხდარმა სპირიტულმა მოვლენამ, მოძრაობამ განსაკუთრებულად სწრაფად იწყო გავრცელება.

სპირიტული მოვლენების ასახსნელად შემოთავაზებული იყო შემდეგი თეორიები:

* მატერიალისტების აზრით, სპირიტიზმი მედიუმების თაღლითობის შედეგია; თუმცა, ბევრი ცნობილი სწავლულის მიერ პარაფსიქოლოგიური მოვლენების არსებობის აღიარება საშუალებას არ გვაძლევს, ეს ყველაფერი ხელაღებით უარვყოთ.

* ზოგიერთი მეცნიერი ამ მოვლენას ცხოველური მაგნეტიზმის არსებობით ხსნის. ამ თეორიის თანახმად, ადამიანის სხეული ასხივებს გარკვეულ ძალას, რომელიც ერთგვარი მაგნიტური ველია. ამ ძალის მფლობელებს მედიუმებს უწოდებენ.

* სპირიტიზმის მიმდევრები ამბობენ, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული იწყებს მოგზაურობას, თავისუფლად გადაადგილდება ზეცაშიც და მიწაზეც. როდესაც სულს იძახებს მედიუმი, მას შეუძლია მედიუმის დახმარებით ზემოქმედება მოახდინოს მატერიალურ სამყაროზე. მედიუმები ამტკიცებენ, რომ მიცვალებულთა სულებს შეუძლიათ მათი ხელის გამოყენებით რაიმე ჩაწერონ, ან ისაუბრონ მათი ბაგეების მეშვეობით. გარდა ამისა, სულებს ძალუძთ გადააადგილონ საგნები და გამოსცენ ხმები, გამოიწვიონ ხმაური.

სპირიტიზმით დაკავებულ ადამიანებს სწამთ რეინკარნაციის, ღვთისა და სულების არსებობა. ზოგიერთი მათგანი თავს ქრისტიანს უწოდებს, ზოგიც ინდუისტს და ა.შ.

ქრისტიანობის პოზიცია სპირიტიზმზე ეყრდნობა ღვთის მცნებას: "ნუ მიმართავთ მესულთანეებს და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი!" (ლევ. 19:31)

ქრისტიანობა შეუთავსებელია სპირიტიზმთან, სულები, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ სპირიტულ სეანსებზე, არ არიან მიცვალებულთა სულები. რეალურად ეს ბოროტი სულები, დემონებია, რომლებიც აცდუნებენ მის გამომძახებელს.

ასტროლოგია
ანალოგიური დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანებს ერთ-ერთი უძველესი ოკულტისტური სწავლების, ასტროლოგიის მიმართ. ასტროლოგია ადამიანს უღვიძებს განცდას, თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა და დააკისროს იგი ზეციურ ძალებს. ასეთი დამოკიდებულება კი ბადებს გარდაუვალი ბედისწერის რწმენას. ასევე ცდილობს, წაართვას ადამიანს ყველაზე დიდი ღვთის საჩუქარი - თავისუფლება.

ადამიანის ცხოვრება განისაზღვრება არა ჰოროსკოპით, არამედ ცოცხალი ღმერთისადმი დამოკიდებულებით. ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობაში, მხურვალე ლოცვითა და გულწრფელი სინანულის დახმარებით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, შეცვალოს ღვთის გადაწყვეტილება (იხ. იონა წინასწარმეტყველის წიგნი). პირად ცხოვრებაში ადამიანის მთავარი მიზანია, მიაღწიოს ხსნას (ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია), ღვთის დახმარებით ამ მიზანს ადამიანი თავად აღწევს. ვარსკვლავების განლაგებას არ აქვს ადამიანზე არანაირი ძალაუფლება. "თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს" (გალ. 5:1) მოგვიწოდებს მოციქული პავლე.

სინდისის ქენჯნის, მომავალზე ზრუნვის, სიკვდილის შიშის, საყვარელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული წუხილისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად ქრისტიანი არ შეეცდება გაუგებარ სულებს ან ჰოროსკოპს მიმართოს. ქრისტიანები ლოცვებითა და ეკლესიის საიდუმლოთა აღსრულებით: ლოცვის, მარხვის, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოებების საშუალებით მიმართავენ ჭეშმარიტ ღმერთს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat