დაცემის ყველაზე ცუდი შედეგი ამპარტავნებაა
დაცემის ყველაზე ცუდი შედეგი ამპარტავნებაა
გვესაუბრება წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საავადმყოფოში მდებარე (ყოფილი ჟვანიას სახელობის კლინიკა) წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის სამლოცველოს დეკანოზი შალვა როსტიაშვილი.

- ვიცით, რომ სამოთხეში ადამიანები იყვნენ სრულყოფილნი, იყო ჰარმონიული ურთიერთობა სულსა და ხორცს შორის და ადამიანი მაქსიმალურად ემორჩილებოდა ღმერთს. უფალი პირადად ეცხადებოდა ადამს და ევას და მათ ჭეშმარიტებას ასწავლიდა. მაგრამ როდესაც დაცემულმა ანგელოზმა მოინდომა, შეეცდინა ადამი და ევა, ისინი მოწამლა ამპარტავნებით, ღვთისადმი წინააღმდეგობის სულით. ამიტომაც დაარღვიეს მათ უფლისგან მიღებული აკრძალვა, მათ არ უნდა ეჭამათ ერთ-ერთი ხის ნაყოფი, ხისა, რომელსაც ჰქვია ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. მათ შეჭამეს ეს ნაყოფი. უფალი ეუბნებოდა, თუ თქვენ დაარღვევთ ამას, დააშავებთ, მოკვდებითო. ისინი განიდევნენ სამოთხიდან და თავიანთი დაცემის პირველი ნაყოფი იგემეს, შვილებმა - კაენმა და აბელმა შესწირეს მსხვერპლი ღმერთს. უფალმა შეიწირა აბელის მსხვერპლი. დაცემულმა პიროვნებამ, ამპარტავნებისკენ, ქედმაღლობისკენ, პატივმოყვარეობისკენ გადახრილმა კაენმა, ვერ აიტანა, მისი ძმის მსხვერპლი რომ იქნა შეწირული და მოკლა ძმა, ანუ ადამმა და ევამ ნახეს პირველი შედეგი თავიანთი დაცემისა. მოხდა მკვლელობა, მოხდა სიკვდილი, თანაც ძმამ მოკლა ძმა.

ამპარტავნება
ადამიანის დაცემიდან გამომდინარე, რა ცოდვაზეც არ უნდა ვისაუბროთ, რა კონკრეტულ დანაშაულსა და უბედურებაზეც არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, მათ შორის ერთ-ერთი საშინელი ცოდვაა სასოწარკვეთილება. დაცემის ყველზე ცუდი შედეგი ამპარტავნებაა. ადამიანში ღვთის საწინააღმდეგო სულმა დაისადგურა. ადამი, თავისი დაცემული ბუნებით, ყველა ჩვენგანის მამაა. გენეტიკურად ადამისგან მოვდივართ და ყველა ადამიანი დაცემული ბუნებით იბადება, მემკვიდრეობით ვიღებთ მას, რაც ადამსა და ევაში იყო. შესაბამისად, ყველა ამპარტავანი ვართ. თითოეულ ჩვენგანში მძლავრად აქვს გადგმული ფესვები ამ საშინელ სენს. წმინდა მამა იოანე ოქროპირი გვასწავლის, ამპარტავნება ყველა ცოდვის საწყისიაო. ვინმეს რომ შეეკითხო, - შვილო, შენ ამპარტავანი ხარ? - ის შეიძლება ნაწყენი დარჩეს და თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს. ამიტომ, თქვენი ჟურნალის დახმარებით შევახსენებ ადამიანებს ცოტა მარტივი ფორმით: შენ უკმაყოფილო ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ. ნაწყენი ხარ? ესე იგი ამპარტავანი ხარ. გაბრაზდი? ესე იგი ამპარტავანი ხარ. ნახეთ, რა ადვილად შეგვიძლია გავიგოთ, ვართ თუ არა ამპარტავნები. შეგვიძლია წავიკითხოთ საეკლესიო ლიტერატურა, სადაც მრავლად არის ამ თემაზე მსჯელობა. ცნობილი მამები მსჯელობენ ამ თემაზე. ბავშვი დედის მუცელში მემკვიდრეობით იღებს ამ დაცემულ ბუნებას. შესაბამისად, ამპარტავანია. შეიძლება ჯერ არ დამდგარა დრო, რომ გამოვლინდეს ეს ყველაფერი. ადამიანი ძალიან ხშირად ვარდება სხვადასხვა ცოდვაში, სხვა უმწარებს სიცოცხლეს, უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს, მიდრეკილია ცოდვისკენ.

პატივმოყვარეობა
ქედმაღლობა და ბოროტი თავმოყვარეობა ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა პატივმოყვარეობისა.Pპატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, ყვედრების, შეგონების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსოვნა, გასაჭირი შენდობის თხოვნისა, იოლი გზების ძიება, სხვების თანდასწრებით გამუდმებული თამაში იმ მიზნით, რომ ადამიანს კეთილშობილად მოაჩვენო თავი, ანუ თვალთმაქცობა. პატივმოყვარეობა ყველა ადამიანს გვახასიათებს. ადამიანი რატომ არის გაღიზიანებული? იმიტომ, რომ მას პატივმოყვარეობა შეელახა. ეს არის დაცემის ერთ-ერთი შედეგი.

სასოწარკვეთილება
ეს ის შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მთლიანად შორდება ღმერთს და კარგავს სასოებას. ამ მდგომარეობაში მას სიცოცხლე აღარ მოსწონს, უფრო მეტიც, აღარ სურს. როდესაც სიცოცხლე აღარ გინდა, ეს უკვე სულიწმინდის გმობაა. უფალი ამბობს, სულიწმინდის მგმობელს არც ამქვეყნად მიეტევოს და არც იმქვეყნადო. სასოწარკვეთილი ადამიანები ხშირად სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასოწარკვეთილებისკენ მიმავალი გზა არის სულიწმინდის გმობისკენ მიმავალი გზა. ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს, რა განსაცდელშიც არ უნდა ჩავარდეს და რა ხანგრძლივობითაც, რომ ეს არის გამოცდა და არა ის, რომ უფალმა მიატოვა. ჭეშმარიტად, უფალი ყველას გვეხმარება, ყველას გვშველის. განსაცდელიც დახმარებაა, უბრალოდ, არ გვყოფნის სათანადო სულიერება, რომ მასში დავინახოთ უფლის სიკეთე. უფალი ადამიანს განსაცდელს რომ არ უგზავნიდეს, ის ცოდვაში ჩაიხრჩობოდა. თუკი რაიმეს ადამიანი კეთილად აკეთებს, ეს ღმერთის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, განსაცდელიც აუცილებლობით არის გამოწვეული. ჩვენს ტაძარში ბევრი მოიყვანა შვილის ან ახლობლის ავადმყოფობამ, დიდმა განსაცდელმა. მაგალითად, ერთმა ოჯახმა შვილის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ტაძარში სიარული. შემთხვევით არაფერი ხდება. უფალს ვუყვარვართ. ყოველთვის ვმადლობდეთ ამისთვის მას. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, მათ შორის განსაცდელისთვისაც.

ოჯახური ურთიერთობები
როგორ ეძებს ბედნიერებას საღად მოაზროვნე ადამიანი და როგორ ეძებს არასწორად მოაზროვნე? ზოგიერთი ცდილობს, ღვთის ნებით წარმართოს საკუთარი ცხოვრება, იცის, რომ ღმერთი სიყვარულია და ცდილობს, ყველაფერი სიყვარულით აკეთოს. ადამიანის ცხოვრება ადამიანური ურთიერთობებისგან შედგება. დედაშვილობა, მამაშვილობა, დედმამიშვილობა, ცოლქმრობა, მეზობლობა, მეგობრობა, ნათესაობა, თანამშრომლობა. ადამიანური ურთიერთობები წარმართავს იმ ყოველდღიურობას, რომელშიც გვიწევს ყოფნა. როგორ შეიძლება ბედნიერი ვიყო, თუკი დღეს ერთ ადამიანს ვაწყენინე, ხვალ მეორეს, ზეგ მესამეს? წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ღიმილით გხვდება და წარმოიდგინეთ ის, რომელსაც შენი დანახვა არ სიამოვნებს... თუ კაცი კეთილგონიერია, ნებისმიერ შემთხვევაში თესს სიყვარულს. თუკი მას უსიამოვნოდ და არასწორად შეაჭირვებენ, ცდილობს, მაინც სიყვარულით უპასუხოს. მისი სწორად ანუ ჯანსაღად გადადგმული ნაბიჯები იმით ჯილდოვდება, რომ ის ადამიანიც მიხვდება დაშვებულ შეცდომას და მობრუნდება. თუკი მოვუსმენთ ბოროტს (ყველანი დაცემული ბუნებით ვართ და ყველანი ვუსმენთ ბოროტს) და ვიტყვით, - ჩემი დედმამიშვილი კია, მაგრამ ის თუ არ მსტუმრობს, მე რატომ უნდა ვეწვიო?Kეს ჩემი მამაა, მაგრამ ცუდად რომ მომექცა, მე რატომ უნდა მოვექცე კარგად? ეს ჩემი მეუღლეა, მაგრამ რომ არ მიჯერებს, მე რატომ უნდა დავუჯერო? თუ ასე, ჩვენი დაცემული ბუნების კარნახით დავიწყებთ ამგვარ აზროვნებას, ეს იქნება არაკეთილგონიერი, უგუნური დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, რაც აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე, რომ არც შინ მოგვეწონება ყოფნა, არც ჩვენს ახლობლებთან და საერთოდ არ იარსებებს ჩვენს გვერდით ისეთი ახლობელი, რომელთანაც ყოფნა სიხარულს და სიამოვნებას მოგვანიჭებს. შემდეგ სიცოცხლეც აღარ მოგვეწონება და იქვეა ჩასაფრებული სასოწარკვეთილება.

თუკი ადამიანი ეძებს ბედნიერებას, უნდა ეძებოს სიყვარულში. ის ყოველთვის მზად არის, ნებისმიერ შემთხვევაში უყვარდეს ადამიანი, ითმენდეს და ელოდებოდეს. რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებოდეს, მაინც უნდა ელოდებოდე, რომ ყველაფერი გამოსწორდება... გაჯანსაღებული ადამიანური ურთიერთობები საწინდარია ბედნიერებისა. იგივე ეხება ცოლქმრობასაც. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ფიქრობს, თუ ქმარს არ შეეწინააღმდეგა, ის სუსტად მიიჩნევს და დაჩაგრავს, კაცი, რომელიც ფიქრობს, ცოლი თავზე რომ არ უნდა "დააჯდეს", მკაცრად მოექცეს... თუ ქალი შეაჭირვებს ქმარს, ადრე თუ გვიან ეს კაცი, მშვიდიც რომ იყოს, აგრესიული გახდება. თუ ქმარი შეაჭირვებს ცოლს, მოუწევს, ყოველდღე უყუროს ჩამქრალ, უსიხარულო, უღიმილო, უიმედო თვალებს. როგორ შეიძლება, ყოველდღე შინ გხვდებოდეს ასეთი ჩამქრალი სახე.Aაქედან გამომდინარე, ვერც ის კაცი და ვერც ის ქალი ვერ იგრძნობენ თავს ბედნიერად. თუკი მზად იქნებიან, რომ ყველა შემთხვევაში უყვარდეთ ერთმანეთი და უთმენდნენ ერთმანეთს, ელოდებოდნენ იმ სისუსტეების გამოსწორებას, მაშინ აუცილებლად ბედნიერები იქნებიან და შეძლებენ, მართლაც მშვიდად და ბედნიერად განვლონ წუთისოფელი.

წყარო სიყვარულისა უფალია. უნდა ვცდილობდეთ, უფალთან ვიყოთ ჩვენი ჯანსაღი, ეკლესიური ცხოვრებით. უფალი მოამარაგებს ჩვენს სულს და გულს სიყვარულით. დიდება უფალს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat