სოდომგომორული ცოდვა ადამიანში ღვთის ყველანაირ მადლს კლავს
სოდომგომორული ცოდვა ადამიანში ღვთის ყველანაირ მადლს კლავს
წარღვნის შემდგომ ღვთისგან კაცობრიობის მიმართ აღსრულებული ყველაზე მასშტაბური და მძიმე სასჯელი იყო სოდომისა და გომორი მხარის ზეციდან მოსული გოგირდოვანი ცეცხლის წვიმით განადგურება. იმ დროს, როდესაც მთელი კაცობრიობა კერპთმსახურების წყვდიადში იმყოფებოდა, მხოლოდ მართალი აბრაამი და ლოთი ემსახურებოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს, სწორედ სოდომისა და გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები იქცევა ღვთისგან განსაკუთრებული სასჯელის აღსრულების საბაბად. აქედანაც ჩანს, რაოდენ საძაგელი და საშინელი იყო მათი საქმეები, მათი უსჯულოება ღვთის წინაშე.

სოდომისა და გომორის მცხოვრებნი დაცემულები იყვნენ უკიდურესი გარყვნილებით - მამათმავლობით, ლესბოსელობით, სისხლის აღრევით, პირუტყვთან დაცემით... მამრეს მუხნარში სამი მგზავრის სახით გამოცხადებული უფალი ჯერ აბრაამს, შემდეგ კი სოდომში შესული ორი ანგელოზის პირით ლოთსაც განუცხადებს, რომ უკეთური და უკიდურესად გარყვნილი საქმეების გამო სოდომ-გომორისა და მთელი იმ მხარის მცხოვრებნი მოისპობოდნენ, ეს მხარე ერთიანად განადგურდებოდა: "გავანადგურებთ ჩვენ ამ ადგილს, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაი მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აღხოცად მისსა", - ეუბნებიან უფლის ანგელოზები ლოთს მასთან სტუმრობისას (სოდომისა და გომორის დასჯის შესახებ მოთხრობილია ბიბლიაში, "დაბადების" წიგნის მე-18 და მე-19 თავებში).

გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, ვანის ეპარქიის მთავარხუცესი დეკანოზი პეტრე გიორგაძე.

- სოდომ-გომორის მხარეზე სასჯელის აღსრულებამდე უფალი ჯერ აბრაამს, შემდეგ ლოთსაც განუცხადებს, - ცამდე ამოაღწია მათმა უსჯულოებამო. რით იყო მათი ცოდვები, უსჯულოება იმდენად მძიმე, რომ ზეცას შეღაღადებდნენ შურისგებისთვის?

- ვიცით, ერთმა ცოდვამ როგორ შეცვალა ყველაფერი, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა სამყაროც და ადამიანიც. ბუნება ადამიანისა მიდრეკილი გახდა მიწიერი სიამოვნებებისა და ცოდვისკენ. რაც დრო გადიოდა, მით უფრო ეცემოდა, მით უფრო მიექანებოდა კაცობრიობა დაცემისკენ, ცოდვისკენ. ადამის შეცოდების შემდეგ, როდესაც პირველი უმძიმესი ცოდვა, პირველი მკვლელობა მოხდა, იქვე უთხრა უფალმა კაენს - შენი ძმის სისხლი შემღაღადებს მეო. შემდგომში სხვადასხვა ხალხებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს შორის ახალი და ახალი მძიმე ცოდვები იჩენდა თავს და უფალიც ყოველთვის მიუთითებდა მათ ამ ცოდვების სიმძიმეზე. სოდომ-გომორის მცხოვრებთა შორის გავრცელებული ცოდვები - მამათმავლობა, ერთსქესიანთა აღრევა... რომ განსაკუთრებით მძიმე და საძაგელია უფლისათვის, ჩვენ ვგებულობთ წმინდა წერილიდან, როდესაც უფალი სამი მგზავრის სახით სტუმრობისას ეუბნება აბრაამს, - უდიდესია ცოდვები ამ ქალაქებისა და სასჯელიც უმძიმესი აღესრულება მათზეო. ერთ-ერთი საზვერეც არის სწორედ სოდომ-გომორული ცოდვებისა. უფალი ამით კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორი საშინელი, შეურიგებელია ღვთის წინაშე ეს ცოდვები და წარმწყმედელი, მომაკვდინებელია სულისთვის. ბოროტი ყოველთვის შეეცდება ჩვენს სულში უკეთურების ღვარძლი ჩათესოს, მაგრამ ღვთისგან სწორედ იმიტომ გვაქვს მოცემული გონება, რომ შევიგრძნოთ მისი უკეთურება, უცხო თესლზე რეაგირება მოვახდინოთ და გონებაშივე, ჩანასახშივე აღმოვფხვრათ და მოვიკვეთოთ. თუ ადამიანი ნეტარებას მიეცემა, არაერთ ნაყოფს გამოიღებს, სხვადასხა უკეთურების სახით.

- სოდომ-გომორის მკვიდრთა ერთიანად განადგურება, ამ მხარეზე აღსრულებული უმკაცრესი სასჯელი ალბათ სამაგალითოც უნდა ყოფილიყო კაცობრიობისთვის. უსინანულობის შემთხვევაში ყველა ცოდვა შესაბამის სასჯელს იმსახურებს, მაგრამ ცოდვათა გამო ღვთისგან კაცობრიობის, ან თუნდაც გარკვეული ადგილების, ცალკეული ხალხების მასშტაბურად, ერთიანად დასჯის შემთხვევები რამდენიმეჯერ მოხდა კაცობრიობის ისტორიაში...

- ბიბლიაში გვაქვს მაგალითი, როდესაც უფალი იონა წინასწარმეტყველს ნინევიაში გაგზავნის და განუცხადებს, რომ მათი ცოდვა იყო უდიდესი და სასჯელსაც უდიდესს უმზადებდა მათ, ნინევიას მიწასთან გაასწორებდა, მაგრამ ნინევიელები სინანულმა იხსნა. ნინევიაში ჩასული იონა წინასწარმეტყველი არ ქადაგებდა - თუ არ შეინანებთ, დაისჯებითო, მხოლოდ ამბობდა - სამი დღეც და ნინევია დაიქცევაო, მაგრამ ამის გამო ნინევიელები უდიდეს სინანულს მიეცნენ. უფალმაც შეიწირა მათი სინანული და ნინევია სასჯელს გადაურჩა. ალბათ ვიკითხავთ - რატომ არ მიეცათ ღვთისგან შანსი სოდომ-გომორის მცხოვრებთაც? როდესაც ადამიანში კიდევ დარჩენილა სიკეთის პატარა მარცვალი, მთლიანად არ გამქრალა ღვთის მადლი მასში, როგორც კი შეეხება სიწმინდეებს, ღვთიურ ძალას, იქიდან აუცილებლად რაღაც გაღვივდება და მის სულში სითბო და სინათლე შევა.

უფალი გვანახებს, სოდომგომორული ცოდვა როგორ კლავს ადამიანში ღვთის ყველანაირ მადლს. ისინი სულიერად მკვდარნი იყვნენ, მათი გამოსწორების და ღვთისკენ მიბრუნების შანსი აღარ არსებობდა. მაგალითი, თუ გნებავთ, მათთან უფლის ანგელოზის მისვლა იყო, რასაც მათში სინდისი არ გაუღვივებია. ვიცით, რომ იმ პერიოდის კაცობრიობა კერპთაყვანისმცემლობის წყვდიადში იმყოფებოდა. კერპთაყვანისმცემლობა არის სულის კეთრი, სულის მომაკვდინებელი. ასევეა სოდომური ცოდვებიც, თუმცა ავხორცობა, მამათმავლობა და სხვა სოდომური ცოდვები გაცილებით საძაგელია უფლის წინაშე. როდესაც მოსე ჩამოდის მთიდან და უყურებს რჩეული ერის კერპთაყვანისმცემლობას, იქაც განაჩენს უფალი სასჯელს მოსეს ხელით - მოსეს ბრძანებით ერთიანად მოისრებიან კერპთმსახურების მოთავეები, მაგრამ სოდომ-გომორის სასჯელი უფრო მასშტაბური და უმკაცრესი მართლმსაჯულებით იქნა აღსრულებული და სამაგალითოა ქვეყნიერებისათვის და ჩვენთვის.

სოდომ-გომორის მოვლენა იმ პერიოდში ბევრი ადამიანის მეხსიერებაში ჩაიბეჭდა. შემდგომ პერიოდშიც და დღესაც სოდომ-გომორი უკიდურესი უსჯულოების, საშინელების სინონიმია და საშინელების განცდას იწვევს როგორც ცოდვის, ასევე სასჯელის წარმოდგენის მხრივ. უფალი სასჯელებს უშვებს იმისათვის, რომ გამოსწორებადი იყოს მოვლენა, შემთხვევა და არა განმეორებადი, ვიცოდეთ, რა არის საძაგელი უფლის წინაშე, რა მიამსგავსებს ამ სამყაროს ჯოჯოხეთს და რა მიამსგავსებს ადამიანს ღვთის ხატებას. ეს სასჯელიც ამის გამო დაუშვა უფალმა, თანაც ასეთი მასშტაბური სახით, რომ კაცობრიობის მეხსიერებაში ჩარჩენილიყო და მსგავსი საქციელი მოეძულებინათ.

- იყო თუ არა ღვთის წყალობა სოდომ-გომორის მხარის მცხოვრებთათვის მართალი ლოთის მათ შორის ცხოვრება რათა მართალი კაცის ხილვას, მის მართალ ცხოვრებას მათში სინდისი გაეღვიაძებინა და სიანული აღეძრა?

 

- რატომ აირჩია ლოთმა ეს მხარე საცხოვრებლად? საოცარი მიწა იყო, ნაყოფიერი, მდიდარი... ამიტომაც ჩავარდნენ ისინი ასეთ მძიმე ცოდვებში - ზედმეტი მიწიერი ფუფუნების გამო. თესლი რომ ჩავარდებოდა, ათასს იძლეოდა. ესეც ღვთის წყალობა იყო, მაგრამ როდესაც ადამიანი მზერას მოსწყვეტს ჭეშმარიტებას, ცდომილებაში კი არ მიდის, მიექანება. ცხადია, ლოთი თავიდანვე ღვთის ნებით ირჩევს ამ მხარეს. სახარებაში გვაქვს მაგალითი, როდესაც ღადარინელთა ქვეყანაში უფალმა დატოვა განკურნებული ეშმაკეული, რათა ქრისტეს სიტყვის გამავრცელებელი შექმნილიყო იმ ადგილებში და მამხილებელი ყოფილიყო ღადარინელთა ქვეყნის მკვიდრთათვის, რომლებმაც მაცხოვარი თავიანთი მიწებიდან გააძევეს. ასევე დაუშვა უფალმა ლოთის სოდომ-გომორის მხარეში შესვლა. ლოთის სუფთა, წმინდა ცხოვრება უნდა გამხდარიყო სოდომ-გომორელებისთვის მაგალითი. მის ცხოვრებას მათში სინდისი უნდა გაეღვიძებინა, მაგრამ ავხორცობის კეთრი მთელი იმ მხარის მცხოვრებთ ჰქონდათ მოდებული, რომლის განკურნებაც შეუძლებელი აღმოჩნდა.

- ჰქონდა თუ არა რაიმე მნიშვნელობა ამ მხარის ცეცხლით განადგურებას?

- ცეცხლი განსაწმენდელია, განწმენდასთან ასოცირდება. ამგვარი სახით მოსულ სასჯელში შეიძლება განვჭვრიტოთ, რომ უფალი ცეცხლით წმენდს იმ ადგილს, რომელიც უსჯულოებით წაიბილწა. იქ ახლაც მკვდარია ყველაფერი, - ვიცით, რომ სოდომ-გომორის განადგურების შემდეგ იმ ტერიტორიაზე გაჩნდა მარილოვანი ზღვა, მკვდარი ზღვა, რომელშიც ვერცერთი სულდგმული ვერ ცოცხლობს. მკვდარ ზღვასაც ამიტომ უწოდებენ. მამები ჯოჯოხეთზე საუბრისას ხშირად ასახელებენ გოგირდოვან ტბას, ცეცხლოვან წყალს... რაც სასჯელად აქვთ იქ მოხვედრილებს. გოგირდოვანი ცეცხლის წვიმა ალბათ აქაც იმას მიანიშნებდა, რომ ჯოჯოხეთური სასჯელი მოვიდა, - სოდომ-გომორელებს, რომლებმაც პატარა ჯოჯოხეთი მოაწყვეს ამ მხარეში, სასჯელიც ჯოჯოხეთური დაედოთ, ცეცხლი და გოგირდი აწვიმდათ.

- სოდომისა და გომორის მხარეზე სასჯელის აღსრულებამდე უფლის ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, დაეტოვებინა ქალაქი თავის ოჯახთან ერთად, თან გააფრთხილეს - ქალაქიდან გასვლისას უკან მოხედვა არ გაებედათ. ღმერთმა სოდომს და გომორს ზეციდან ცეცხლი მოუვლინა და მთელი ის მხარე გაანადგურა. ლოთის ცოლმა არ შეარულა ანგელოზის გაფრთხილება, უკან მოიხადა და როგორც ბიბლია გვაუწყებს, მარილის სვეტად იქცა. რაზე მიანიშნებდა ლოთის ცოლის მარილის სვეტად გადაქცევა? რატომ აღესრულა მასზე ეს სასჯელი?

- ბიბლიაშიც არის ნათქვამი, ვინც უკან მიიხედავს, წინ ვერ იაროსო. როდესაც ღვთის გზაზე გადავწყვეტთ სიარულს, უნდა ვეცადოთ, ვიაროთ წინ. ლოთის ცოლზე უშუალოდ ღვთის კურთხევა იყო, უკან არ მიეხედა. ძველ აღთქმაში ღვთის კურთხევის შესრულება ევალებოდათ ადამიანებს, განმარტებები არ იყო. თუ შეასრულებდნენ, მათზე მადლი მოდიოდა. ლოთის ცოლი მიწიერებას ვერ თმობდა - იმ აყვავებულ მხარეს, იმ ყოფას მისტიროდა, რომელიც სოდომ-გომორში იყო და ამიტომაც დაისაჯა. ადამიანს მიწიერზე ზომიერად ზრუნვა არ ეკრძალება, მაგრამ თუ მიწიერი სჭარბობს სულიერს, დაღუპვის გზაზე დგას.

- სახარების თანახმად, უფალი კაპერნაუმის მიმართ წარმოთქმული წინასწარმეტყველებისას ამბობს: სოდომსა და გომორში რომ მომხდარიყო ის ძალმოქმედებანი, შენში რომ მოხდა, იგი დღემდე მოაღწევდა და სოდომელები და გომორელებიც კი ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენო...

- როდესაც ადამიანს ხშირი შეხება აქვს უფალთან, უფლის მადლთან, მასში შინაგანი ცვლილებები იწყება. მცირე შეხებაც თუ გვექნება უფალთან, თუგიდნ განსაცდელის, გაჭირვების ჟამს მივალთ ეკლესიაში და უფალს შევთხოვთ წყალობას, შევიგრძნობთ, რომ ჩვენზე ღვთის მადლი წამოვიდა. ყველაზე მეტი სიტყვა უფალმა კაპერნაუმში თქვა. ყველაზე მეტი ძალმოქმედება, სასწაულიც კაპერნაუმში აღასრულა, მაგრამ ვიცით, რომ იქაურების უმეტესობამ არ მიიღო უფალი. სოდომისა და გომორის მცხოვრებნი ყველაზე უკეთური, ყველაზე გარყვნილი ცხოვრებით გამოირჩეოდნენ. ამის გამო სოდომი და გომორი ისრაელიანებისთვის იყო სალანძღავი სიტყვა, საშინელებისა და უკიდურესი გარყვნილების სინონიმი. უფლის მიერ კაპერნაუმში წარმოთქმული სიტყვები არ ნიშნავს, რომ სოდომს და გომორს რაიმე დააკლდა. უფალი ამ სიტყვებს წარმოთქვამს კაპერნაუმის მკვიდრთა, ზოგადად ისრაელიანთა უმეტესობის სამხილებლად, მათვის მოჰყავს მიწიერად ყველაზე ზნედაცემული ხალხის მაგალითი და იდეურად ეუბნება, სად მიდის ამდენი მადლი, თუ სიტყვის არ გჯერათ, საქმის მაინც დაიჯერეთ. ამდენი სასწაული სადაც არ უნდა მომხდარიყო, ღვთისგან წარმოთქმული ამდენი სიტყვა სადაც არ უნდა მოესმინათ, თუნდაც უკიდურესად დაცემულ ადამიანებს, მათშიც კი უდიდესი სინანული გაიღვიძებდა. თქვენ სინანულზე არც კი ფიქრობთ, თუ ფიზიკურად, ხილულად არ სჩადით ისეთ ცოდვებს, რასაც სოდომელები და გომორელები სჩადიოდნენ, სულიერად მათზე გაცილებით დაბლა დგახართ, თქვენთან მოსული განკაცებული ღმერთის არ გესმით, ვერ ხედავთო. შემდგომში იუდეველები მართლაც აღმოჩდნენ მათზე უარესები, - განკაცებული ღმერთი აცვეს ჯვარს. ამდენად,Eეს არის შედარებითი ფორმა, რათა მათ დაანახოს, რა უმძიმეს მდგომარეობაში არიან სულიერად.

- მიუხედავად სოდომისა და გომორის მხარის და მის მკვიდრთა ერთიანად განადგურებისა, მათ შორის აღმოცენებული ცოდვები შემდგომში მაინც გავრცელდა ადამიანთა შორის, რომლებიც სოდომიად, სოდომ-გომორის ცოდვებად იწოდება...

- მას შემდეგ, რაც უფალმა წარმონაქმნშივე აღმოფხვრა სოდომგომორული ცოდვა, ადამიანს, რომელიც ღვთის შემოქმედების ნაყოფია, გონიერი არსებაა, თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა გადაწყვეტილების მიღება - არ გაჰკარებოდა ამ ცოდვებს, თუმცა დაცემული ბუნების გამო ადამიანი იმდენად მიდრეკილია სიამოვნებისკენ, იმდენად ეძიებს ტკბობას, ისე ეპარება სხვადასხვა ცოდვა და ისე გადადის სოდომურ ცოდვაში, ან ვერ ამჩნევს, ან შეჩერება უჭირს. სამწუხაროდ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ბოლო პერიოდში. გარდა იმისა, რომ სოდომური ცოდვით დაცემული ადამიანები არსებობენ, დღეს მთელი მსოფლიო გულშემატივრობს მათ. სახელმწიფოებმა კანონებიც კი მიიღეს ამ ცოდვაში მყოფი ადამიანების სასარგებლოდ. ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ეს მოვლენა ცოდვად კი არ ჩაითვალოს, ჩვეულებრივ, წესიერ მოვლენად აღვიქვათ. ამ თემაზე ჩვენს მღვდელმთავართან გვქონდა მსჯელობა და საუბარი ასე ჩამოყალიბდა - ქრისტიანობა გვავალდებულებს, რომ არ ვიყოთ მსაჯულნი. მსაჯული მხოლოდ უფალია. ამიტომ ჩვენ ვერ განვსჯით სოდომ-გომორის ცოდვაში მცხოვრებ ადამიანს, მით უმეტეს, ქრისტიანობა არის შემწყნარებლური სარწმუნოება, მაგრამ თუკი ეს ადამიანი იწყებს მორალის სწავლებას და ცდილობს, ეს ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად იქნეს აღიარებული, აქ დუმილი აღარ შეიძლება. ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს, რადგან აქ, ამ სამყაროში ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. არ შეიძლება ჩვენთვის მისაღები იყოს ერთსქესიანთა შორის ქორწინება და ჯვრისწერა თუ სხვა სოდომგომორული გამოხატულებანი. უფალი ბრძანებს - ნუ დაუყრით ძაღლებს და ღორებს მარგალიტებს, რადგან ძვირფას განძს ფეხქვეშ გათელავენო. მართალია, ყველა ადამიანი მსგავსება და ხატება არის ღვთისა, მაგრამ ამ ადამიანებში იმდენად არის დაკნინებული ყველაფერი სულიერი, ვიღაცამ თუ არ უთხრა და მიუთითა, ყველაფერ ფასეულს ფეხქვეშ გათელავენ. ერთ-ერთმა სერბმა მღვდელმთავარმა ბრძანა: მართალია, ჩვენ წუთისოფელს სამოთხედ ვერ გადავაქცევთ, მაგრამ იმდენი მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ჯოჯოხეთად არ ვაქციოთო.

- სრულიად საპირისპირო ვითარებაა ეკლესიური, ეკლესიის წიაღში მყოფი ადამიანების შემთხვევაში. მათ ყველაზე მეტად სწორედ სოდომგომორული ცოდვების აღიარება უჭირთ...

- ამის მიზეზი ამპარტავნებაა. ჩვენ ადამიანისგან არ ვითხოვთ დეტალურად აღწეროს, როგორ ჩაიდინა ცოდვა. მთავარია აღიაროს, რომ სოდომური და გომორული ცოდვით მოუხდა დაცემა, თუმცა ამპარტავნების გამო ადამიანებს ხშირად ამის გაკეთებაც უჭირთ. ადამიანი ფიქრობს, რას იტყვის მასზე მოძღვარი. ცხადია, ადამიანს ბოროტი აწვდის ასეთ აზრებს, რომ მოძღვართან არ მივიდეს და არ აღიაროს მის წინაშე. შეიძლება თავიდან უფრო თქვას ადამიანმა. რაც დრო გადის და ადამიანი ითვლება მრევლის ერთ-ერთ აქტიურ წევრად, მით უფრო უჭირს აღიარება. ასეთი შემთხვევებიც მქონია. რამდენიმე წლის მრევლი მყოლია. ადამიანმა ყველაფერი გაიგო, ყველაფერი ესმის, სარწმუნოების გაცნობიერების საკმაოდ მარალ საფეხურებზე ავიდა, მაგრამ სულ რაღაც უშლიდა ხელს, სულ რაღაც სიძნელე ჰქონდა, ბოლოს იმდენად გამტყდარა განსაცდელის ჟამს, მოსულა და უთქვამს - ამპარტავნების გამო, სირცხვილის გამო ვერ ვამბობდი და უნდა ვაღიარო, რომ სოდომური ცოდვით ვიყავი დაცემულიო. გულში მიფიქრია, რა ადვილი იქნებოდა, თავიდან რომ ეთქვა, ეს ყველაფერი არ დაემართებოდა-მეთქი. სულ ამძიმებდა და ქენჯნიდა მის სულს. აღსარებამდე ბოროტი ჩასძახოდა, რომ არ ეთქვა. ეს ფარავდა ღვთის - სინდისის ძახილს - თქვი, აღიარე ბოლომდე. როდესაც გამოდიოდა, შემდეგ ის აწუხებდა, რომ არ თქვა. ორდება ადამიანი. ამიტომ ჯობია, თავი აიძულო და თქვა, აღიარო. რაც უფრო მცირე ცოდვებს გვეუბნება ღვთისმსახურთ ადამიანი, მით ზედაპირული დამოკიდებულება აქვს დედაეკლესიისა და ჩვენს მიმართ. რაც უფრო მძიმე ცოდვებს გვანდობს, სიღრმეში იძირება, ცდილობს სიღრმისეულად დაგვანახოს თავისი სულიერი მდგომარეობა, შიშვლება სულიერად, მით უფრო, თუ ადამიანი სოდომ-გომორულ და მის მონათესავე ცოდვებზე საუბრობს, წვრილმანებს გვიმხელს, ეს ნიშნავს, რაოდენ სერიოზულად დაფიქრებულა ეს ადამიანი და გვენდობა ჩვენ, რამდენად დიდი იმედი აქვს დედაეკლესიისგან ამ ცოდვებისგან განკურნებისა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat