ჩვენი უწმინდესი ბრძანებს: "ცოდვა არის ისეთი ძალა, ხორცმეტი, რომელიც კლავს ადამიანს".
თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში ცოდვა და მისი შედეგი აღრეულია. ცოდვაში, როგორც წესი, მოიაზრებენ ცუდ საქციელს. სინამდვილეში კი ცუდი საქციელი მხოლოდ ცოდვის შედეგია. თავდაპირველად ადამიანი ეცემა ცოდვით, ცოდვა კი შობს ცუდ საქციელს. ცოდვა ეწოდება ადამიანის ნებისმიერ წინააღმდეგობას ღვთის ნებისადმი. ღვთის ნება კი როგორია ადამიანთან მიმართებით? ადამიანი და ღმერთი – ორი პიროვნებაა, ღმერთს კი ყველა ადამიანის გადარჩენა ნებავს. წმინდა წერილში ნათქვამია: უფალს "სურს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს და შეიცნოს ჭეშმარიტება". ჭეშმარიტება კი თავად ღმერთია. ამდენად, ღმერთს უნდა, რომ ყოველი ადამიანი მივიდეს მასთან. თუ ადამიანი ღმერთთან არ მიდის, იგი ცოდავს, რადგან ხსნას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარადიულ ცხოვრებას, ცათა სასუფეველს, მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ეს სურს.
უფლის მიერ შექმნილ ხილულ სამყაროში ადამიანი უმაღლესი ქმნილებაა. მას აქვს უნარი ფიქრის, მეტყველების და, რაც მთავარია, ღვთის შეცნობისა, რითაც ის ყოველ ქმნილებაზე მაღლა დგას. ღმერთმა ადამიანი ჩაიფიქრა არსებად, რომელიც დგას მიწიერ, მატერიალურ და სულიერ, ღვთიურ სამყაროთა ზღვარზე. მაგრამ ადამიანი გაუუცხოვდა ღმერთს და ამ გაუცხოებამ, რაც ქრისტიანული სწავლებით, არის კიდეც ცოდვა, ადამიანს დააკარგვინა ღვთის განცდა. ადამიანმა გაწყვიტა კავშირი ღმერთთან და თავისთვის დაიწყო ცხოვრება.
როდესაც ადამიანი ღმერთთანაა, მასში ყოველთვის ისმის ღვთის ხმა და მან შინაგანად იცის, რისი გაკეთება შეუძლია და რისი არა, რა არის კარგი და რა - ცუდი. ღვთის ხმა კი ჩვენში არის "სინდისი". ბოროტისაგან ჩვენი გულისა და სულის მთავარი დამცველი ჩვენი სინდისია. იგი ყოველთვის გვიბიძგებს სწორი ქმედებებისაკენ. სუფთა სინდისი ლოცვით მოიპოვება, ხოლო ლოცვა სხვა არაფერია, თუარა ღმერთთან საუბარი. გამოდის, რომ თუკი უფალს ესაუბრები, ცდილობ, დაუახლოვდე მას და დაშორდე ცოდვას.
არსებობს შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა და შესაბამისად მისი მშველელი შვიდი სათნოება:
1. ამპარტავნება - სიმდაბლე
2. ანგარება - მოწყალება
3. სიძვა - უმანკოება
4. მრისხანება - სიმშვიდე
5. ნაყროვანება - მარხვა
6. შური - სიყვარული
7. მიმოწვლილველობა - სასოება
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი