ხშირად დემონის მორჩილნი თავისდაუნებურად, გაუცნობიერებლად ხდებიან
ხშირად დემონის მორჩილნი თავისდაუნებურად, გაუცნობიერებლად ხდებიან
უკეთური ძალები
(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" #4)
გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

- მამაო, ზოგადად რისი უფლება აქვს ეშმაკს?

- ეშმაკის უფლებებზე საუბრისას გავიხსენოთ ერთი სახარებისეული ამბავი: ღადარინელთა ქვეყანაში მაცხოვარს ხვდება ეშმაკეული ადამიანი. ქრისტე შერისხავს არაწმინდა სულს და განაგდებს ამ პიროვნებიდან სატანას, ლეგიონს (რადგან ბევრნი იყვნენ). ამის შემდეგ ეშმაკი სთხოვს მაცხოვარს, ღორის კოლტში შესვლის ნება მისცეს. ქრისტე მისცემს ამის უფლებას და კოლტი უფსკრულში დაინთქმება. ასევე, ძველი აღთქმით - როცა ეშმაკს იობის ცდუნება სურდა, ღვთისაგან აიღო ნება. უფალმა უთხრა: - მიდი, ოღონდ მის სულს ნუ შეეხებიო. აქედან გამომდინარე, ეშმაკს ღვთის უნებართვოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ასე რომ, თუ ჩვენ არ მივეცით ეშმაკს ჩვენში შემოსვლის საშუალება, თავად ვერ შემოვა. პავლე მოციქული ამბობს, - ადგილი არ მისცეთ ეშმაკსო. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას ადგილი ჩვენს ცნობიერებაში, აზროვნებაში, სულში, გულში. თუ გონებაში მაინც დაუშვებ ცოდვას, ეს ნიშნავს, რომ ეშმაკს მიეცი ადგილი. საგულისხმოა, რომ დაცემული, სუსტი ადამიანი ხშირად თავის უძლურებას ბოროტ ძალებს აბრალებს - ეშმაკი მებრძვის, ეშმაკმა შემაცდინაო. საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანზე დაშვებულია სამი სახის ბრძოლა: მას, უპირველესად, ბრძოლა აქვს საკუთარ თავთან, ანუ მას ებრძვის თავისი დაცემული ბუნება, მისი ხიბლისმიერი მდგომარეობა; როცა ქრისტიანი საკუთარ თავზე გაიმარჯვებს, მის ბუნებას უკვე გარშემომყოფნი ებრძვიან: საზოგადოება, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, - რაც, თავის მხრივ, ამ საზოგადოების დაცემულობიდან მომდინარეობს; და როცა ადამიანი ამ ორივეზე გაიმარჯვებს, უკვე ეშმაკი აშკარად, პირდაპირ უწყებს ბრძოლას. ჩვენ, უპირველესად, ვებრძვით ჩვენს თავს. ხშირად საკუთარ თავზე გამარჯვება გვიჭირს და ეს არის სწორედ უმთავრესი დაბრკოლება. ერთი პატერიკი გამახსენდა. ბერი იხილავს მხიარულ, უქმად მყოფ ეშმაკს. გაოცდება, სატანა ხომ დღენიადაგ ადამიანების ცდუნებას ცდილობს, ბუნებით ამაზრზენია, საშინელი სახე აქვს და არც სიხარულს განიცდის. გაკვირვებულმა ბერმა მხიარულების და უქმადმყოფობის მიზეზი ჰკითხა. ეშმაკმა კი უპასუხა: - მე რა უნდა ვქნა, ჩემს საქმეს ადამიანები აკეთებენო. ასეა დღესაც, ადამიანებმა იკისრეს ეშმაკის საქმეთა ქმნა.

ამიტომაც, როცა ვცოდავთ, პირდაპირ ეშმაკს არ უნდა ვეცეთ. ცოდვაში, პირველ რიგში, ჩვენი დანაშაული უნდა დავინახოთ.

- თუკი ეშმაკი მხოლოდ უფლის ნებართვით მოქმედებს, ცხადია, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უშვებს უფალი ამას?

- ამ შემთხვევაში უნდა ვისაუბროთ უფლის ნებაზე, უფლის განგებულებასა და უფლის დაშვებაზე. მათ ხშირად ვურევთ ერთმანეთში. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, თუ რა არის ღვთის ნება, რა - განგებულება და რა - დაშვება, მოვიყვან რამდენიმე მაგალითს. უფლის ნება იყო, რომ აბრაამს ერწმუნა ღმერთი, ყოფილიყო მისი რჩეული. უფლის დაშვებით მივიდა ეშმაკი იობთან, ხოლო უფლის განგებულება იყო იოსების გაყიდვა ეგვიპტეში, რათა აქედან დიდი ერი წარმოშობილიყო. როცა უფალი ეშმაკს ადამიანზე მოქმედების უფლებას აძლევს, ამის მიზეზი უმთავრესად ამ პიროვნების საქციელია. ღვთის ურჩი ვარდება უგუნურებაში და უფალი უშვებს მასზე ეშმაკის მოქმედებას, რათა გონს მოიყვანოს და სულში, გულში ღვთის შიში აღუძრას. ცხადია ისიც, რომ მიზეზს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ყველანაირი განსაცდელი ისევ ჩვენს საცხოვნებლად გვევლინება. კაცთმოყვარე უფალი გვაძლევს კიდევ ერთ შესაძლებლობას, გავაკეთოთ სწორი არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის, განვაგდოთ სატანა და უფალს შევუერთდეთ. მოგეხსენებათ, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. თუ თვითონ არ მოინდომებს ღმერთთან ყოფნას, ვერავინ აიძულებს. ამიტომაც ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი გამოცდაა, უფლისაგან მოვლენილი გამოცდა, რათა სწორი არჩევანით ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ.

- მამაო, ეკლესიაში არიან ე.წ. შეპყრობილი ადამიანები. რას იტყოდით მათ შესახებ?

- წმინდა იოანე კრონშტადტელის სწავლებით, ეს არის ღვთის დაშვება ამ ადამიანებზე, რათა მათი ფაქიზი სული არ დაზიანდეს ამ დაცემულ სამყაროში, არ შეიბილწოს. ასეთ ადამიანებს უმეტესად რაიმე განსაკუთრებული ცოდვა არ აქვთ ხოლმე ჩადენილი, ზოგიერთი ბავშვობიდანვე არის შეპყრობილი. ამ ყველაფერში ღვთის ხელი უნდა დავინახოთ. კითხვაზე სრულყოფილ პასუხს მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში მივიღებთ, მაგრამ ერთი კი ცხადია, ეს პიროვნებები განსაცდელთა დათმენით ღვთისგან უდიდეს ჯილდოს მიიღებენ.

- ეშმაკეულთა დანახვისას ყველას შიშის გრძნობა გვიჩნდება. საერთოდ, რამდენად სწორია ეშმაკის შიში?

- უნდა გვახსოვდეს, რომ "დასაბამი სიბრძნისა არის შიში უფლისა". ვისაც არა აქვს უფლის შიში, მას ეშმაკის ეშინია. არ არის სწორი, გვეშინოდეს ეშმაკისა; შემოქმედისა უნდა გვეშინოდეს, რათა არ განვარისხოთ ჩვენი ცოდვებით და არ დაუშვას ჩვენზე ბოროტის მოქმედება. თანამედროვე "დემოკრატიული" ადამიანი მიიჩნევს, რომ ღვთის შიში გარკვეული შეზღუდვაა, რაც მის თავისუფლებას ხელს შეუშლის. რეალურად კი ასეთები ეშმაკის მონები ხდებიან. უფლის შიში მის სიყვარულამდე მიგვიყვანს. ღვთისმოშიში ერიდება ისეთ საქციელს, რაც უფალს არ მოეწონებოდა. მას ახსოვს, რომ არის ქმნილება, საკუთარი არაფერი არ გააჩნია და ცდილობს, მცნებების დაცვით გამოხატოს მადლიერება შემოქმედისადმი და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. როცა ადამი შეცდა, უფალი მას ეძახდა, - ადამ, სადა ხარო. ამ დროს ადამმა, რომელიც ღმერთს ჭვრეტდა, დაკარგა ღვთისმოშიშება და ბუჩქს ამოფარებული ფიქრობდა, რომ ყოვლისმხედველ ღმერთს დაემალებოდა. უფლის მოშიშმა იცის, რომ შემოქმედს ვერასდროს ვერსად დაემალება. ამიტომაც ცდილობს მისი მცნებების დაცვას. ზოგჯერ ქურდი ძაღლის შიშით ვერ იპარავს. წარმოიდგინეთ, ცხოველის ეშინია, ღმერთისა კი, ვის ხელშიც მისი სულია - არა.

- გასაგებია, რომ ეშმაკისა არ უნდა გვეშინოდეს, მაგრამ საინტერესოა, უნდა გვიყვარდეს თუ არა ის. უფალი ხომ მოგვიწოდებს მტრის სიყვარულისკენ?

- მტრის სიყვარულზე საუბრისას უნდა ვიცოდეთ, რომ იგულისხმება მხოლოდ პირადი მტერი. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნება, საზოგადოება, ერთეული პიროვნებები. მაგრამ ჩვენ არ მოგვეთხოვება მუხლმოდრეკით შევხვდეთ ერის, ეკლესიის, უფლის მტერს. ეშმაკი კი, პირველ რიგში, უფლის მტერია. ის არის პირველი ქმნილება, რომელიც უფალს შეეწინააღმდეგა. თუ გიყვარს ეშმაკი, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი გძულს, რადგან უფალი ამბობს: - ამ სოფლის სიყვარულში არ არის ღვთის სიყვარულიო. ამ სოფლის სიყვარულში კი მისი მთავრის - ეშმაკის სიყვარული იგულისხმება.

- ზოგჯერ ლოცვისას მორწმუნეები ეშმაკის წარმოდგენას ცდილობენ. რამდენად სწორია ეს?

- ეშმაკი არის დაცემული ანგელოზი, რომელიც ფიქრებით აღწევს ჩვენში. მისი წარმოდგენა არაა სწორი. ლოცვისას ეშმაკის გარეგნობაზე კი არა, იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ ლოცვის სიტყვებმა ჩვენს გულამდე მიაღწიოს.

- ჩვენ ვისაუბრეთ სახარებისეულ ამბავზე, როცა ეშმაკი მაცხოვარს ცდიდა. რატომ მოიქცა ასე, განა არ იცოდა, რომ მის წინ უფალი იდგა?

- წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სწავლებით, სამი რამ დაეფარა წუთისოფლის მთავარს: ქალწულება მარიამისა, შობა მაცხოვრისა და ჯვარცმა მისი. დაუკვირდით, ეშმაკმა იცოდა, რომ ღმერთი უნდა შობილიყო ქალწულისაგან. ამიტომ უფალმა ღვთისმშობელი სიმბოლურად დაიცვა - იოსებზე დაწინდა, რაც ეშმაკის თვალში მარიამის ქალწულებას გამორიცხავდა. ეშმაკი ჩასაფრებული იყო ყველა ქალწულთან, გარდა მარიამისა. მოგეხსენებათ, როცა მაცხოვარი იშვა, პირსისხლიანმა ჰეროდემ ყველა ყრმის დახოცვა გადაწყვიტა, თუმცა მაცხოვარი ჯალათებს არც კი უნახავთ. ცხადია, არც ეშმაკმა იცოდა მისი არსებობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰეროდე მასაც გამოასალმებდა სიცოცხლეს. ბოლოს კი, ეშმაკი ფიქრობდა, რომ ჯვარცმით ქრისტეს დაამარცხებდა. პირიქით კი მოხდა - უფლის ჯვარცმით თვით ეშმაკი განიგმირა. აქედან გამომდინარე, ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ეშმაკმა ყველაფერი არ იცის; მან იცის მხოლოდ ის, რაც ღმერთმა გამოუცხადა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ მკითხავები, ნათელმხილველები, ექსტრასენსები გვეუბნებიან ბუნდოვან სიმართლეს, სრულ სიმართლეს მხოლოდ უფალი გვეტყვის, რადგან ყოველივე მხოლოდ მან უწყის.

- ზოგიერთი ამბობს, თუ უფალი მოწყალეა, შეიწყალოს ეშმაკიცო...

- ცხადია, მან რომ პატიება ითხოვოს, ღმერთი აუცილებლად მიუტევებს, მაგრამ ის, უკიდურესი დაცემულობის გამო, ამას ვერ შეძლებს. გარდა ამისა, ჩვენ უნდა განვასხვავოთ ეშმაკის დაცემა ადამიანის დაცემისაგან. ეშმაკის დაცემა არანაირი ფაქტორით არ იყო განპირობებული, მას არაფერი უშლიდა ხელს საღვთო ცხოვრებაში. ეშმაკი დაეცა გააზრებულად, შეგნებულად. ადამის დაცემის დროს სამყაროში უკვე არსებობდა დაცემა. პირველ ადამიანს ეშმაკმა შეუქმნა ასეთი პირობები. ამიტომაც ადამიანის დაცემას აქვს მიტევება, ეშმაკისას კი - არა. ეშმაკს რომ ღმერთმა აპატიოს და ნათელში დააბრუნოს, კვლავ დაეცემა, რადგან პიროვნულად, თავისი არჩევანით დაცემისაკენ მიისწრაფვის. არის ასეთი გამოთქმა - ეშმაკიც კი ნათელში მკვიდრობს, მაგრამ თავად მასში არ არის ნათელიო. წარმოიდგინეთ ქვა, რომელიც სინათლეში დევს. თავზე მზე დაჰნათის, მაგრამ შიგნით სიბნელეა. ასევეა ეშმაკიც, რომელსაც არ შეუძლია უაღმატებულესი ნათლის - ქრისტეს მიღება. ერთი პატერიკით - წმინდა მამას ეშმაკი გამოეცხადა. ბერმა უთხრა: - "წმინდაო ღმერთო" ვთქვათო. დაიწყეს და როცა მიადგნენ სიტყვებს - "შეგვიწყალენ ჩვენ", ეშმაკი გაქრა; იმდენად არის დაცემული, რომ არ შეუძლია წარმოთქვას სიტყვები: "შემიწყალე", "მომიტევე", "მაპატიე".

- მამაო, მორწმუნეებმა ვიცით, რომ ბოროტი სული განსაკუთრებით ეკლესიაში, მონასტრებში მძლავრობს. არაეკლესიური ადამიანები ხშირად ეჭვიანად კითხულობენ - რატომ არის წმინდა ადგილას ეშმაკი, რა უნდა დემონს მონასტერშიო. რას იტყოდით ამის შესახებ?

- წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს მოგიყვებით. ის მიდის ტაძართან და ქვებს უშენს. შემდეგ მიდის საროსკიპოსთან და მის კედლებს ეფერება. როცა ამის მიზეზი ჰკითხეს, მან თავისი საქციელი ამგვარად ახსნა: - როცა ტაძართან მივედი, ეშმაკთა ლეგიონი დავინახე - ეკლესიაში შემსვლელთ აბრკოლებდნენ, მათ ცდუნებას ლამობდნენ, ხოლო საროსკიპოსთან ანგელოზები კედლებს ეფერებოდნენ, ტიროდნენ და უფალს იმ ხალხის შეწყალებას სთხოვდნენ, ვინც შიგნით მრუშობდა. ამიტომაც მოვეფერე საროსკიპოს და ქვები დავუშინე ტაძარსო.

ჩვენ ეშმაკისგან კედლები არ გვიცავს; ჩვენ გვიცავს ცხოვრების წესი და ღვთის მადლი. სად მიდიხარო, - ჰკითხეს ეშმაკს. მონასტერშიო, - უპასუხა. თუ ბოროტი სული მონასტერში, ეკლესიაში არ იქნა, გამოვა, რომ უზრუნველად ვიცხოვრებთ, არ ვიშრომებთ ღვთის მადლის მოსაპოვებლად. სწორედ ყველაზე წმინდა ადგილას არის ეშმაკი მთელი თავისი სიმძაფრით. ამიტომაც დაიწყო მან საქმიანობა მხოლოდ სამყაროს გვირგვინის, ადამიანის შექმნის შემდეგ. ეშმაკის ხელობა ხომ წმინდა, უბიწო ხალხის ცდუნებაა. ასეთები კი ყველაზე ბევრნი ტაძრებში არიან.

- თქვენ ახსენეთ, რომ სოფლის მთავარი ეშმაკიაო. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეს სოფელი უნდა მოვიძულოთ?

- ამ სოფელში ყველაფრის მოძულება არ შეიძლება. უნდა შევიძულოთ ცოდვა, რომელიც ჩვენში ადამისგან შემოვიდა. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ეს სოფელი ეკურთხა და განიწმინდა მაცხოვრის ნათლისღების შემდეგ. სოფელი უნდა გვიყვარდეს. სოფლის სიყვარულში იგულისხმება ახლობლების, ნათესავების, ბუნების, ღვთის ქმნილი არსებების, უმშვენიერეს ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს სიყვარული. მაგრამ არ უნდა გვიყვარდეს ცოდვა, რომელმაც დაარღვია ჰარმონიულობა: ვარდმა აღმოაცენა ეკალი, ცხოველები გახდნენ მტაცებლები და ა.შ. ამ დროიდან დღემდე ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში მიდის ბრძოლა ცოდვასა და მადლს შორის. მთავარია, ამ სოფლის სიყვარულმა უფლის სიყვარული აღგვიძრას. თუ ხილული სამყარო ასეთი მშვენიერია, როგორი მშვენიერი იქნება სამოთხე, უფლის წიაღი!

- ზოგჯერ ახალმოსული გულმოდგინებით იწყებს ეკლესიის კანონთა აღსრულებას, თავის თავზე ზედმეტსაც იღებს და ხიბლში ვარდება. როცა გონს მოეგება, თვლის, რომ აქამდე წესების არასწორმა გაგებამ კი არა, ამ წესების აღსრულებამ მიიყვანა, ამიტომ მეორე უკიდურესობაში ვარდება და ეკლესიიდან მიდის. ალბათ ესეც ეშმაკის ხრიკია. როგორ ვებრძოლოთ ეშმაკს, ის ხომ მზაკვრული გზებით ცდილობს ჩვენს შეცდენას?

- უნდა გვახსოვდეს ძველი აღთქმის სიტყვები: ვიარებოდეთ სამეუფეო გზაზე - არცა მარცხნივ, არცა მარჯვნივ. ამისათვის აუცილებელია, ზედმიწევნით კარგად ვიცოდეთ სარწმუნოების სრული კურსი, ვიცნობდეთ ეკლესიის სწავლებას და სულიერ მოძღვართან ერთად მის აღსრულებას ვეცადოთ. ყველა გადახვევა უცოდინრობის ბრალია. ნუ დაგვავიწყდება, რამდენი ოფლი დაღვარეს წმინდა მამებმა ჩვენთვის, რომ ეს სწავლებები მოეწოდებინათ. ჩვენც შევიმეცნოთ ისინი და მორჩილებით ვეცადოთ მათ აღსრულებას. წმინდა მამების ერთსულოვანი სწავლებაა - მარადის საკუთარ თავზე მაღლა (ეს გამოთქმა IV ს-ის წმინდა მამას, გრიგოლ ნოსელს ეკუთვნის). თუ გვსურს დავამარცხოთ ბოროტი სული, მუდამ უნდა გვახსოვდეს ბიბლიური სწავლებაც - "დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმას და ის გაიქცევა თქვენგან". უფლის დამორჩილებაა სწორედ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა, საკუთარი დაცემული ბუნების აღიარება, დაძლევა, ნების უარყოფა და ღვთის ნების აღსრულება. როცა ნებაზე ვსაუბრობთ, უნდა ითქვას, რომ თუ კაცი ღვთის ნებას არ აღასრულებს, მაშინ ის ეშმაკის ნების აღმასრულებელი ხდება, რაც მისთვის დამღუპველია. ნეიტრალური სულიერი მდგომარეობა არ არსებობს - ან ღვთის მონა ხარ, ან ეშმაკისა. ხშირად დემონის მორჩილნი თავისდაუნებურად, გაუცნობიერებლად ხდებიან. თუ ადამიანი საკუთარ ნებას უფლისას დაუმორჩილებს, ღმერთი შეეწევა და გაიმარჯვებს. მოგვცეს ღმერთმა ამის ძალა. ამინ!

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat