მდუმარება ადამიანს სულის შიგნით, საკუთარი "მე"-სკენ მიმართავს
მდუმარება ადამიანს სულის შიგნით, საკუთარი "მე"-სკენ მიმართავს
ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, დასდევ საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა..." მდუმარება ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა. წმინდა იოანე კიბისაღმწერელი წერს: "კეთილგონიერი მდუმარება არის დედა ლოცვისა, გონების მომკრები გაფანტულობისაგან, საღმრთო ცეცხლის მცველი, საღმრთო გულისსიტყვათა მცველი, საღმრთო გულისსიტყვათა მასწავლებელი და დამმარხველი; გუშაგი, რომელიც მტერს მარად ადევნებს თვალყურს; საღმრთო წუხილის მომნიჭებელი და მეგობარი ცრემლთა. იგი მარად გვახსენებს სიკვდილსა და მომავალ სატანჯველს, მტერია კადნიერებისა და მოყვარეა დაყუდებისა, დიდებისმოყვარეობისგან განგვაყენებს და გულისხმისყოფას განგვიმრავლებს, დაცემათა მტერია და სულიერი ხედვის მომნიჭებელია... მდუმარების მოყვარული უახლოვდება ღმერთს და საიდუმლოდ ესაუბრება მას, განათლდება მისგან". წმინდა ისააკ ასური კი ამბობს, რომ უზომო საუბარი, რა საღმრთო და ღრმაც უნდა იყოს მისი შინაარსი, მაინც შეაშფოთებს და აბნელებს სულს. მაშ, რაღა უნდა ითქვას ყოველგვარი სიბრძნისგან დაცლილ უსარგებლო საუბრებზე, მხოლოდ მოსაუბრეთა ამპარტავნებას, მზაკვრობას, ქარაფშუტობასა თუ სხვა მანკიერებებს რომ ავლენს? წმინდა მამები ვრცლად განმარტავენ, რაოდენ საშიში ვნებაა მრავლისმეტყველება და რამდენად საჭიროა მასთან ბრძოლა. სწორედ ამ საკითხზე გვესაუბრება დეკანოზი დავით ციცქიშვილი.

- დღეს ჩვენ ინფორმაციის არნახულად დიდი ტალღით ვართ გარემოცულნი. ამ ხმაურში ადამიანს, მეტადრე - ერისკაცს, უჭირს განმარტოვდეს, შინაგანი ცხოვრებით იცხოვროს, ფიქრი და გრძნობა მოიკრიბოს. სულიერი თვალსაზრისით რა სარგებლობის მომტანია ცხოვრებისა და მოღვაწეობის ეს წესი - მდუმარება?

- მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ შემთხვევით ისეთ სუფრაზე მოვხვდით, სადაც ნაცნობი ცოტაა და თითქმის ვერავის ვესაუბრებით, მეტწილად ვდუმვართ. შევამჩნევთ, რომ უფრო სხვაგარად ვაყურადებთ იქ მყოფთა საუბარს, უფრო უკეთ ვაანალიზებთ ვითარებას და ვამჩნევთ ნიუანსებს, რომელთაც საუბრისას ყურსაც არ ვათხოვებდით. ამრიგად, მდუმარება ადამიანს საშუალებას აძლევს, უკეთესად შეაფასოს სიტუაცია.

ზოგჯერ უფალი უშვებს, რომ ადამიანი ავად გახდეს, ლოგინად ჩავარდეს და დიდხანს იწვეს. ამ დროს კაცს უფრო მეტად უხდება მდუმარება. მდუმარება და პასიური ყოფა ინტენსიურს ხდის აზროვნებას, უფრო მეტ რამეზე დააფიქრებს კაცს, თავისი ცხოვრების ისეთ მხარეებს ახსენებს და აცნობიერებინებს, რასაც სხვა დროს, სხვა ვითარებაში ვერ შეძლებდა. მდუმარება ადამიანს სულის შიგნით, საკუთარი "მე"-სკენ მიმართავს.

საპირისპირო რამ ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, თუნდაც სუფრაზე. ასეთი საუბრის შემდეგ თავს იჩენს ერთგვარი სიცარიელის, გამოფიტვის, დაოსების უსიამო განცდა. მორწმუნე ალბათ მადლის დაკარგვასაც შეიგრძნობს. ამით უფალი მიგვანიშნებს, რაოდენ არასათნოა მისთვის ზღვარგადასული საუბარი.

- რა ფსიქოლოგიური საფუძველი შეიძლება ჰქონდეს მრავლისმეტყველებას?

- ერთ-ერთი საფუძველი ამპარტავნებაა. ადამიანი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და სხვებს სიტყვის ჩართვის საშუალებასაც არ აძლევს, მეტწილად საკუთარი განათლების, გონიერების, გამოცდილებისა თუ სხვა უპირატესობათა წარმოჩენისკენ მიისწრაფვის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთ ადამიანთან ურთიერთობა უსიამოვნოა.

ძალზე ძვირფასი თვისებაა მოსმენის უნარი - როცა მხოლოდ მოსაჩვენებლად კი არ უსმენ, არამედ ღრმად სწვდები ადამიანის ნათქვამს, მის საფიქრალსა და სატკივარს. მოსმენის კულტურის ქონა სულიერების ერთ-ერთი ნიშანია. სასულიერო პირებს ეს თვისება განსაკუთრებით სჭირდებათ.

- ფუჭსიტყვაობის ერთ-ერთი გამოვლინებაა განკითხვაც...

- განკითხვა იმდენად ვერაგი ვნებაა, რომ ისინიც კი, ვინც კარგად იცის, რას ნიშნავს ეს, არცთუ იშვიათად სცოდავენ ამ ცოდვით. იწყებენ საუბარს და ხშირად ვერც კი ამჩნევენ, როგორ გადაიზრდება იგი განკითხვაში.

თუ ერთხელ ჩაითრია ადამიანი განკითხვის წამლეკავმა ტალღამ, მიაქანებს და მიაქანებს.

- მრისხანების ვნების როგორი გამოვლინებები არსებობს?

- მრისხანების ვნების სხვადასხვა სახეს ვხვდებით, რომელთა შორის პირველი გაშმაგება, გააფთრებაა. ამ დროს ზოგჯერ სიგიჟის ზღვარსაც კი უახლოვდებიან და იმდენად კარგავენ წონასწორობას, რომ დიდი სურვილი უჩნდებათ, არ დაინდონ, გაამწარონ, დასაჯონ თავისი სიბრაზის მიზეზი. ხშირად გაშმაგებისას ისეთი სიტყვები დასცდებათ, იმგვარად შეურაცხყოფენ სხვას, რომ დამშვიდებისას სინანულს, სირცხვილსაც კი განიცდიან.

მრისხანების გამოვლენის ერთ-ერთი სახეა გულღრძოობა, როდესაც დიდხანს გაჰყვებათ წყენა, უჭირთ პატიება, მიტევება, ხშირად იხსენებენ შეურაცხმყოფელ სიტუაციას, საუბრის დეტალებს და ზოგჯერ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გეგმებსაც კი სახავენ.

მრისხანების ვნების სახეებია აგრეთვე სიძულვილი, ადვილად წყენა, ზედმეტი ეჭვიანობა, როცა ხშირად ჰგონიათ, რომ დასცინიან, ზიანის მიყენებას ცდილობენ, ხრიკებს ხლართავენ. ასევე ვნების სახეა წრეგადასული უნდობლობა მეუღლის, ოჯახის წევრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების მიმართ. ასეთ დროს, რა მართალიც არ უნდა ეჩვენებოდეს კაცს საკუთარი თავი, მისი შინაგანი მდგომარეობა უთუოდ დემონური ძალის გავლენის ქვეშაა.

წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მრისხანების დროს საუბარს ვერიდოთ; ჯერ დავმშვიდდეთ და სათქმელი მერეღა ვთქვათ. ამ დროს, რა თქმა უნდა, არც ლოცვა უნდა დავივიწყოთ. იმასაც ამბობენ, რომ თუ ამ ვითარებაში ლაპარაკი აუცილებელია, ჯერ 33-ჯერ უნდა წარმოითქვას იესოს ლოცვა და ადამიანს მხოლოდ ამის შემდეგ გაეცეს პასუხი.

- ისმის კითხვა: ხომ შეიძლება ადამიანი გარეგნულად მდუმარებდეს, მაგრამ ამავე დროს, თავის ფიქრებს, ემოციებსა და ვნებებს გასაქანს აძლევდეს - დუმდეს, მაგრამ არ მდუმარებდეს?

- ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან. მამა ანემპოდისტე თავის ერთ-ერთ საუბარში აღწერს დემონური ზემოქმედების სურათს, რომელიც მრისხანების ვნებით გახელებას შეეხება: ხშირად დემონი კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს: "გუშინ კამათისას სათანადო პასუხის გაცემა ვერ შეძელი!.." ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი: კაცი სკამიდან დგება და გონებაში გაუელვებს: "მართლაცდა, იმწუთას საჭირო სიტყვები ვერ ვიპოვე. არადა, ასე და ასე რომ მეთქვა, შეიძლებოდა, მეჯობნა". იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მუშტების ქნევით წინ და უკან სიარულს იწყებს. მის გონებაში ფიქრთა ქარიშხალი ტრიალებს, ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: "ესა და ეს უნდა მეთქვა! ცუდია, რომ საჭირო სიტყვები თავის დროზე არ გახსენდება! დიახ, საკადრისი პასუხი უნდა გამეცა. ერთი ვიცოდე, რას მიპასუხებდა!" ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება სულ უფრო და უფრო მეტად იპყრობს. იწყება დემონთა მიერ გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ. ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, მეორე დღისთვის შურისძიების გეგმებს აწყობს. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ. შურისძიების ვნების ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ ერთი შეხედვით ცხოვრებისეულ ვითარებაში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, როგორ აბურთავებს დემონური ძალა. აი, სწორედ ეს გახლავთ ის ვითარება, როცა ადამიანი არაფერს ამბობს, მაგრამ მისი მდუმარება დარღვეულია, ვნება ახელებს.

- უთუოდ ვახსენოთ ბილწსიტყვაობა...

- ეს ცოდვა განსაკუთრებით მამაკაცებს შორის არის გავრცელებული... რაც დრო გადის, მით უფრო ამაზრზენი და უშვერი ხდება გინების შინაარსი და ფორმა. ერთი მხრივ, ის მეტისმეტად უსიამოვნოდ ხვდება ადამიანის ყურს, მეორე მხრივ კი მათი მოსმენისას უნებურად ფიქრობ, რომ ღმერთი უსმენს ამ ყველაფერს... მერე კიდევ, რა ძნელი ასატანია ბილწსიტყვაობით შეპყრობილი ადამიანი! როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანში ღვთაებრივმა მადლმა დაივანოს!

- რა ფსიქოლოგიური ხერხები არსებობს მდუმარების მისაღწევად და როგორ გამოვიყენოთ ისინი?

- ერთ-ერთი ხერხია - შევარჩიოთ თანამოსაუბრე. ადამიანი, რომელსაც ბევრი ლაპარაკი უყვარს, ძალაუნებურად ჩვენც გვითრევს ამ ცოდვაში. მდუმარების იდეალი იმასაც გულისხმობს, რომ ჩვენი აზრები და შეხედულებები რაც შეიძლება ლაკონიურად, დაწურულად გამოვთქვათ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ უნდა ვისწრაფოდეთ ამისკენ. პითაგორა მოწაფეებისგან მოითხოვდა, სანამ მასთან სწავლას დაიწყებდნენ, სამი წელი მდუმარებაში გაეტარებინათ - ბრძენმა ჯერ მდუმარება უნდა ისწავლოს და შემდეგ საუბარიო.

ასეთი ადათი ქრისტიანებს შორისაც იყო დამკვიდრებული. მარხვებში (განსაკუთრებით - დიდ მარხვაში) მორწმუნენი იმასაც კი ითვლიდნენ, რამდენი სიტყვა თქვეს ან რამდენი უნდა ეთქვათ დღის განმავლობაში. ზოგიერთი წმინდა მამა ერთმანეთს ჟესტებითაც კი ესაუბრებოდა, რათა მრავალსიტყვაობაში არ ჩავარდნილიყო.

მდუმარებაზე საუბრისას, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ქრისტიანულ იდეალს, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ, თორემ ასეთი ღვაწლის აღება დღევანდელ ვითარებაში ბევრს გაუჭირდება. და მაინც, უნდა ვეცადოთ, ნელ-ნელა დავეუფლოთ მდუმარების ხელოვნებას. "პირველად ვაიძულოთ ჩვენი თავი მდუმარებად და მაშინ მდუმარებისგან იშვება რაღაც ისეთი, რაც თვით მდუმარებამდე მიგვიყვანს. დაე, მოგვმადლოს ღმერთმა ის, რაც იშვება მდუმარებისგან... თუკი შეძლებ დაიცვა შენი ენა, ღვთისაგან მოგეცემა მადლი გულის დალბობისა, რათა მისი მეშვეობით დაინახო საკუთარი სული და ამ მადლით შეხვიდე სულიწმინდის სიხარულში", - ბრძანებს წმინდა ისააკ ასური.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat