ცილისწამება
ცილისწამება
როცა რამეში სავსებით ვართ დარწმუნებულნი, მაშინაც სათუოა, ითქვას თუ არა ეს, არამცთუ მაშინ, როცა თითქმის არაფერი ვიცით ამ ამბის თაობაზე
ცოდვათა უმეტესობა იმ ადამიანს აყენებს ზიანს, ვინც მას სჩადის, მაგრამ არსებობს შეცოდებები, რომლებიც ირგვლივ მყოფებსაც ვნებს. ერთ-ერთი ასეთია ცილისწამება. ცილისმწამებელი ვნებს საკუთარ თავს, მას, ვისაც ცილს სწამებს და მასაც, ვინც ცილისწამებას უსმენს და უნებლიეთ მისი ცოდვის მოზიარე ხდება.

"მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთასა", - ღაღადებდა წმინდა დავით წინასწარმეტყველი... ეს ვნება თითოეულ ჩვენგანს ისე ღრმად აქვს გამჯდარი, რომ ხშირად ვერც კი ვხვდებით, როგორ ვარღვევთ უფლის მცნებას: "არა ცილი სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა".

ადამიანს ადვილად შეუძლია ტყუილის შეთხზვაც და მისი დაჯერებაც. ხშირად მოყვასს ისე ვწამებთ ცილს, იოტითაც არ ვუფრთხილდებით მის პიროვნებას, ჩვენზე ნათქვამი თუნდაც ერთი გადაბრუნებული სიტყვა კი წონასწორობას გვაკარგვინებს...

გვესაუბრება სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ლავრენტი (ბუზიაშვილი).

- მამაო, რა არის ცილისწამება?

- ცილისწამება ნიშნავს ვინმესთვის რამე დანაშაულის დაბრალებას, მაშინ როცა მას ეს არ ჩაუდენია ან დანამდვილებით არ ვიცით, ჩაიდინა თუ არა. ეს ძალიან მძიმე ცოდვაა და უფალი ყველას მოუწოდებს, მისგან თავი შეიკავოს.

- საიდან იღებს ეს ცოდვა სათავეს? როდის წარმოიშვა იგი?

- ამ ცოდვას სამოთხეშივე ვხვდებით. როცა გველი ევას აკრძალული ხის ნაყოფის ჭამისკენ მოუწოდებს, ეუბნება, ეს კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხეა და უფალმა იმიტომ აგიკრძალათ მისი ნაყოფის გემოს ხილვა, რომ ეშინია, თქვენც მასავით ყოვლისმცოდნენი არ გახდეთო. ეს, ცხადია, სიცრუე იყო. უფალს პირველი ადამიანებისთვის შიშის გამო არ აუკრძალავს ამ ნაყოფის ჭამა. ეშმაკმა იცრუა, უფალს ის დააბრალა, რაც მას არ ჩაუდენია. სწორედ ეს გახლავთ ცილისწამება და ამ ცოდვის თანაზიარია ევაც, რადგან ის გაუაზრებლად დაეთანხმა ამ ბრალდებას და ცილისმწამებელს დაუჯერა. ასე რომ, ადამიანის ცოდვით დაცემის ერთ-ერთი მიზეზი ცილისწამება იყო.

- რომელი ცოდვებისგან წარმოიშობა ცილისწამება?

- საზოგადოდ, ყველა ცოდვა საწყისს ამპარტავნებისგან იღებს. დავუკვირდეთ, როგორ ვითარდება ეს ცოდვა, რატომ უჩნდება ადამიანს სურვილი, მოყვასს დანაშაული დააბრალოს. შეიძლება, არ ვაღიარებდეთ, მაგრამ თუ გულში ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ გვსურს, ყველაზე უკეთესები ვიყოთ, ამიტომ მუდამ ვცდილობთ, ისე მოვიქცეთ, საკუთარ თავს მაინც დავუმტკიცოთ, თითქოს მართლაც ყველას ვჯობივართ. ამ დროს, შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც "ჩვენზე კარგია". ასეთ შემთხვევაში მთელი ჩვენი შინაგანი სამყარო ცდილობს, ამ პიროვნებას ნაკლი უპოვოს, როგორღაც ჩვენზე უარესად წარმოაჩინოს, ყოველ მის საქციელში ცუდის დანახვა გვსურს და ხანდახან ეს იქამდე აღწევს, რომ ვთხზავთ კიდეც მასზე სიცრუეს, თავადაც ვცდილობთ დავიჯეროთ და სხვებსაც ვარწმუნებთ.

- თავის მხრივ, რომელ ცოდვებს მოიცავს ცილისწამება?

- ცილისწამებისას მრავალ ცოდვას ჩავდივართ. პირველ რიგში, უდიდესი ბოროტებაა მზაკვრობა, როცა ამა თუ იმ მიზნით ადამიანს ჩაუდენელ დანაშაულს ვაბრალებთ. ცილისწამება მთლიანად სიცრუეზეა აგებული, მას ეფუძნება, ეს კი საშიშია, რადგან თუ ტყუილს დავეჩვევით, მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგვიჭირდება. ცილისწამებისას ვატყუებთ ყველას, ზოგჯერ საკუთარ თავსაც კი.

- შეიძლება თუ არა, ამ ცოდვისაკენ შურმაც გვიბიძგოს?

- რა თქმა უნდა. როცა სხვის კარგს ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ გვიხაროდეს, ხშირად შური გვიპყრობს. ეს ვნება თითქმის ყოველ ჩვენგანს აქვს. შური ძალიან საშიში ცოდვაა, მან შეიძლება ისე დააბნელოს ადამიანის სული, რომ ცილისწამებისკენაც კი უბიძგოს.

- განკითხვა იგივე ცილისწამებაა?

- პირიქით, ცილისწამება თავად გულისხმობს განკითხვას. მეტიც - ცილისწამება თავად არის განკითხვა, ოღონდ სიცრუით განკითხვა; ადამიანს, რომელსაც განვიკითხავთ, შეიძლება მართლაც ჰქონდეს ჩადენილი ესა თუ ის საქციელი, ცილისწამების დროს კი ჩვენ მას არარსებულს ვაბრალებთ. ამასთანავე, განკითხვისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას. შეიძლება, ვინმეზე მართლაც ვთქვათ, ესა და ეს ჩაიდინაო, მაგრამ კი არ ვკიცხავდეთ, მის გამო გული გვტკიოდეს, გვებრალებოდეს. თუმცა უმეტესად სხვისი ცოდვა გვიხარია, ამიტომაც მოვდებთ ხოლმე მთელს ქვეყანას ამ ამბავს. ნამდვილი ქრისტიანი კი სხვანაირი უნდა იყოს. ის მოყვასში ცოდვას არ უნდა ეძებდეს. ეს კი არა, წმინდა მამები გვასწავლიან, საკუთარ თვალებსაც ნუ დაუჯერებთო.

- მაშ, თუკი ჩვენ მიერ განკითხული მართლაც სცოდავს, მას სამართლიანად ვამხილებთ; უბრალოდ, ამას არასწორი განწყობით ვაკეთებთ და ამიტომაც ვცვივდებით განკითხვის ცოდვაში?

- დიახ, განკითხვასა და მხილებას შორის დიდი სხვაობაა. მათ მართლაც შეიძლება, საფუძვლად ერთი და იგივე რამ - ცოდვაში ჩავარდნილის სიბრალული - ედოთ. ამ დროს მთავარი ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა, მთავარია, თუ რატომ აღვნიშნავთ ამა თუ იმ ადამიანის დანაშაულს - იმიტომ, რომ გვიყვარს ის, გული შეგვტკივა, მისი გამოსწორება გვსურს თუ იმიტომ, რომ ენა მოვიქავოთ.

- ესე იგი, თუ ადამიანი ცოდვაშია, ეს უნდა აღინიშნოს? თუ უმჯობესია, ამის შესახებ სიტყვაც არ დავძრათ?

- წმინდა მამები გვასწავლიან, თუ შეგვიძლია, დავფაროთ მოყვასის ცოდვა, ხოლო თუ არ ძალგვიძს, მაშინ მოკრძალებულად მივანიშნოთ მასზე. მაგრამ არსებობს დანაშაულები, რომლებიც, პირიქით, უნდა გაცხადდეს. ზოგჯერ შეიძლება დაფარვამ ზიანიც კი მოგვიტანოს. წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს, როცა ცოდვას ხედავ, საჭირო შემთხვევაში თქვი, ოღონდ მდაბლად, არ იყვირო და ყველას არ გააგებინოო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ არ უნდა გვინდოდეს სხვისი ცოდვების წარმოჩენა, რადგან თვით უფალი ამბობს, ვინც დაფარავს სხვის ცოდვებს, მე მის ცოდვებს დავფარავო. ასე რომ, სხვის დანაშაულზე ხმამაღლა საუბრით ისევ ჩვენს თავს ვვნებთ.

- წეღან ჭორაობა ახსენეთ. დღესდღეობით, ალბათ, ცილისწამების ყველაზე გავრცელებული ფორმა ეს არის.

- ზოგჯერ ადამიანები მხოლოდ იმიტომ იკრიბებიან, რომ სხვებზე იჭორაონ. როგორ ვრცელდება ჭორი? - ვიღაც იტყვის, ამა თუ ამ პიროვნებამ რაღაც ჩაიდინაო, სხვა მის ნათქვამს ოდნავ გადააკეთებს, ცოტას წაამატებს და სხვას მოუყვება, ისინი - სხვებს და ასე გრძელდება, სანამ ახალი ჭორი არ აგორდება. ქრისტიანისთვის შეუფერებელია ასე მოქცევა. ჭორი ცილისწამებისა და განკითხვის ნაზავია.

- მომხდარი ფაქტის გადასხვაფერებაც ცილისწამებაა?

- დიახ, ასეა. როდესაც იმაზე მეტს ვამბობთ, თუნდაც უმნიშვნელოდ, ვიდრე სინამდვილეში მოხდა, ცილისწამებით ვცოდავთ. ბევრი მხოლოდ იმიტომ ამძაფრებს ვინმეს დანაშაულს, რომ მონაყოლი უფრო სასაცილო, შთამბეჭდავი ან დამაჯერებელი გახადოს.

- ფაქტის გადასხვაფერება, გამძაფრება ყოველ ჩვენგანს ახასიათებს. ეს ისე გვაქვს ხასიათში გამჯდარი, რომ ზოგჯერ ვერც კი ვაჩნევთ, რომ ვცოდავთ. ეს უნებლიეთ, თავისთავად ხდება. რატომ მოგვდის ასე?

- სანამ მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, ის მინდა აღვნიშნო, რომ ამაში მასმედიასაც დიდი ბრალი მიუძღვის. დღეს ტელევიზიითა და პრესით ხშირად გაიგონებთ, ამა თუ იმ პიროვნებამ ესა და ეს ჩაიდინა, ამდენი ფული აიღო, ამდენი გაფლანგაო. ჩვენც ვიჯერებთ და იმ კაცს განვიკითხავთ, თუმცა არ ვიცით, მართლა დამნაშავეა თუ არა ის. ამიტომ ყოველდღიურად ცილისწამების უნებლიე თანაზიარნი ვხდებით.

როცა რამეში სავსებით ვართ დარწმუნებულნი, მაშინაც სათუოა, ითქვას თუ არა ეს, არამცთუ მაშინ, როცა თითქმის არაფერი ვიცით ამ ამბის თაობაზე.

რაც შეეხება მიზეზს, თავიდათავი ის არის, რომ უფალს დავშორდით. უფალთან დაშორება მადლთან, სიყვარულთან დაშორებას ნიშნავს. სწორედ უსიყვარულობაა ყველაფრის საწყისი. როცა ადამიანი გვიყვარს, მუდამ მის გამართლებას ვცდილობთ, ძნელად ან სრულებით არ ვიჯერებთ მის ცუდს, ხოლო როცა ვინმე არ გვიყვარს, გვიხარია, დიახ, გვიხარია მისი შეცოდება. აქედან რა გამოდის? - ის, რომ ადამიანის გული ჩაძირულია წუთისოფელში, ჩაფლულია მის საზრუნავში, ამიტომ ამგვარი საქციელი ბუნებრივიც კია. ცოდვისგან თავი რომ დავიცვათ, მთელი გულით, გონებით, სულითა და ხორცით კი არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვულნი ამ სოფელს, არამედ გვახსოვდეს, რომ ჩვენ აქ სტუმრები ვართ და საუკუნო სამყოფელი გველის. ასეთ დროს თუ თავს ვერ შევიკავებთ და რამე წამოგვცდება, იმას მაინც მივხვდებით, რომ ვცოდეთ და უფალს შენდობას ვთხოვთ. თუ არადა, ვერასოდეს გავაცნობიერებთ, რომ უფლის მცნება დავარღვიეთ.

- ზემოთ ბრძანეთ, ევამაც სცოდა, რაკი ეშმაკს დაუჯერაო. მაშ, ცილისწამების დაჯერებაც ცოდვაა?

- როცა ვინმეზე ბრალდებას ვისმენთ, დანამდვილებით არ ვიცით, მართალია თუ არა ეს და მაინც ვიჯერებთ, რასაკვირველია, ცოდვაა. ასე რომ, ცილისმწამებელი მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვებსაც ვნებს.

- როგორ მოვიქცეთ, როცა ჩვენი თანდასწრებით ვინმეს ცილს სწამებენ?

- გააჩნია ჩვენს სულიერ მდგომარეობას. თუ ასეთი რამ მორწმუნეს დაემართა, შენიშვნა გამოაფხიზლებს და მადლობასაც გვეტყვის, მაგრამ როცა დანამდვილებით ვიცით, რომ ჩვენს შენიშვნას არ მიიღებენ, აჯობებს, ვითარება არ გავამწვავოთ, რადგან გაღიზიანებამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, გავჩუმდეთ, არ ავყვეთ მათ საუბარში, ჩვენ თვითონ არავინ განვიკითხოთ და ცილიც არავის დავწამოთ. როგორც სოლომონ ბრძენი ამბობს: ნუ ამხელ ბრიყვს, რადგან შეიძენ მტერს; ამხილე ბრძენი და შეიძენ მეგობარსო. ერთი სიტყვით, თუკი ვხედავთ, რომ მხილებას აზრი აქვს, შეგვიძლია, ვუთხრათ, თუ არა, უმჯობესია, ჩუმად ვიყოთ და თუ შესაძლებელია, გავეცალოთ კიდეც მათ, რადგან ძნელია, იყო იქ და ცოდვისგან თავი შეიკავო.

- არის შემთხვევები, როცა ადამიანი ვინმეს გამორჩენის მიზნით სწამებს ცილს. მაგალითად, თანამშრომელს ან კონკურენტს, რათა ჩირქი მოსცხოს, გზიდან ჩამოიცილოს და თვითონ დარჩეს ბურთი და მოედანი.

- როცა ადამიანს ცილისწამებისას ასეთი მზაკვრული აზრი ამოძრავებს, ძალიან ცუდია. როგორ შეიძლება, ჩვენს ინტერესებს უდანაშაულო პიროვნება შევწიროთ! ასეთ დროს დიდი ყურადღება მართებთ მათაც, ვის წინაშეც სხვას ცილს სწამებენ. მათ მხოლოდ ამ ბრალდებით არ უნდა იხელმძღვანელონ, ყველაფერი გამოწვლილვით უნდა გამოიძიონ და როცა სავსებით დარწმუნდებიან, მერეღა მიიღონ შესაბამისი ზომები.

- ზოგჯერ ადამიანი სხვას საკუთარ დანაშაულს აბრალებს. ესეც ცილისწამებაა, მაგრამ ალბათ უფრო მძიმე და დიდი...

- ბიბლია მოგვითხრობს, რომ ეგვიპტის ფარაონის ციხის უფროსის პეტეფრეს მეუღლემ იოსების შეცდენა მოინდომა, მაგრამ ვაჟმა თავის პატრონს ერთგულება შეუნახა. უარით გამწარებულმა ქალმა იოსებს ქმართან ცილი დასწამა, თითქოს მისი გაუპატიურება სურდა, რის გამოც ჭაბუკი დილეგში ჩასვეს.

- ტყუილი, ცილისწამება, საკუთარი შეცდომების სხვისთვის დაბრალება უმეტესად სასამართლო პროცესზე ხდება ხოლმე. ციხეში ზოგიერთი უდანაშაულო ადამიანი სწორედ ცილისწამების გამოა მოხვედრილი. რას ეტყოდით მათ, როგორ მოიქცნენ?

- რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ხვედრი აქვთ მათ, ვინც ცილისწამებამ ასეთ დიდ განსაცდელში ჩააგდო. მით უმეტეს, თუ ხანგრძლივი პატიმრობა აქვთ მისჯილი. ყველაზე უკეთესი, რაც შეგვიძლია მათ ვურჩიოთ, ის არის, რომ ილოცონ, მორჩილებით აიტანონ ეს გამოცდა; თუ მოთმინებით მიიღებენ ამ განსაცდელს და ღვთის გმობაში არ ჩაცვივდებიან, მათ მიეტევებათ ამქვეყნად ჩადენილი ცოდვები, მაგრამ თუ შურისძიების, სამაგიეროს გადახდის გრძნობით აღივსებიან, ძალიან გაუძნელდებათ ამ ჯვრის ტვირთვა, რადგან მოაკლდებათ უფლის მადლი. სხვათა შორის, მე ვიცნობდი ერთ პიროვნებას, რომელიც ცილისწამებით მოხვდა ციხეში. ის ყველაფერს მადლობით ითმენდა, ღვთის საყვედური არასდროს დასცდენია. ჯანმრთელობაც შეერყა და მძიმედ დაავადდა, მაგრამ სულ იმას ამბობდა, ეს ჩემი ძველი ცოდვების გამოსასყიდად ხდება; მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რადგან მწამს, ცოდვებს მომიტევებსო. ჭეშმარიტად, ასეთებს უფალი ყველა ცოდვას შეუნდობს. მორწმუნე აზროვნებით ქრისტიანი უნდა იყოს, მის მთავარ მიზნად სულის ხსნა უნდა იქცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ასე სულგრძელად მოქცევას.

- სასამართლო პროცესზე გადამწყვეტი როლი მოსამართლეს ენიჭება. მან უნდა გამოიტანოს განაჩენი. მაგრამ შეიძლება, რომელიმე მხარემ სამხილები გააყალბოს, მოწმემ არასწორი ჩვენება მისცეს და მოსამართლემაც არასწორი განაჩენი გამოიტანოს. ჩაეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

- მოსამართლეობა ძალიან რთული პროფესიაა, მაგრამ თუ ადამიანი პატიოსანი, ალალი, გულწრფელი იქნება, ეცდება, სინდისიერად, მიუკერძოებლად განსაჯოს ყოველივე, ილოცებს ამისთვის, უფალი დაეხმარება და ამ ცოდვაში არ ჩააგდებს. ცხადია, მოსამართლე მოვალეა, ძირისძირობამდე შეისწავლოს საქმის ვითარება და როცა სავსებით დარწმუნდება თავის სისწორეში, მერეღა გამოიტანოს განაჩენი.

- როგორ მოვიქცეთ, თუ თავად ვიქეცით ცილისმწამებლის სამიზნედ?

- უმჯობესი იქნება, თუ დავითმენთ. წმინდა მამათა ცხოვრებაში ცილისწამების მრავალი ფაქტია. მაგალითად, წმინდა მაკარი დიდს ქალწულის გაუპატიურება დააბრალეს. ქალი დაფეხმძიმდა. სოფლის მოსახლეობამ მაკარის მასზე ზრუნვა, მისი რჩენა დაავალა. მაკარი 9 თვის განმავლობაში მართლაც ზრუნავდა ორსულზე, ხოლო როცა მშობიარობის დრო მოახლოვდა, ქალმა მანამ ვერ შვა ბავშვი, სანამ ნამდვილი მამის ვინაობა არ დაასახელა. მთელი სოფელი შეცბა, ყველას შერცხვა და მაკარისთან პატიების სათხოვნელად, მის განსადიდებლად მივიდნენ, მაგრამ წმინდანმა არ ისურვა ხოტბის მოსმენა და შორს, უდაბნოში გადაიხვეწა. ასეთივე რამ შეემთხვა წმინდა დავით გარეჯელს. მასაც ქალწულის გახრწნა დასდეს ბრალად. თუ ცრუობ, ქვა შვიო, - მიმართა წმინდა დავითმა ქალს. მართლაც, მან ბავშვის ნაცვლად ქვა შვა. ეს იმ ადგილას მოხდა, სადაც ახლა ქაშვეთის ტაძარია. მისი სახელიც სწორედ ამ ამბავს უკავშირდება. თუმცა ყოფილა შემთხვევებიც, როცა ცილისწამებისას ერთხელ იტყოდნენ, უდანაშაულო ვარო და თუ არ დაუჯერებდნენ, ჩუმდებოდნენ. პატერიკში ერთი ასეთი ამბავია მოთხრობილი: მონასტრიდან წმინდა ჭურჭელი დაიკარგა. ქურდი ვერაფრით იპოვეს. იმ დროს საძმოს ახალი მონაზონი ჰყავდა. იფიქრეს, რომ სწორედ ის იყო ქურდი. უბრალო ვარო, უთხრა მან ძმებს, მაგრამ არ დაუჯერეს და სასტიკად დასაჯეს - ფიცარზე მუხლმოდრეკილი, ანთებული სანთლით ხელში ჭაში ჩასვეს. ამ ჭას კარგა ხანი იყო აღარ ხმარობდნენ და წყალიც თითქმის ფსკერამდე იყო დასული. გავიდა ხანი, ეს ამბავი, უფლის განგებით, ყველას გადაავიწყდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ერთ-ერთ დღესასწაულზე, მამები ტრაპეზისთვის თევზს ამზადებდნენ. როცა მეტრაპეზემ თევზი გაჭრა, მუცელში იმ ჭის გასაღები უპოვა. უმალვე ყველაფერი გაახსენდა და შეწუხებული მამებთან გაიქცა. ყველა დამწუხრდა, ეს როგორ დაგვემართაო. მისცვივდნენ ჭას, ახადეს თავი და საოცარი რამ დაინახეს: წყალი აწეულიყო, ცოტა ხანში ჭის სახურავსაც მისწვდებოდა. მასზე ისევ იდო ფიცარი, რომელზეც მუხლმოდრეკილი მონაზონი იდგა და ხელში სანთელი ეჭირა, რომელიც აქამდე არ ჩამქრალიყო. მიხვდნენ ბერები, რომ ცილი დასწამეს, მუხლებზე დაეცნენ და პატიება სთხოვეს.

- თანამედროვე ადამიანისთვის ყველაფრის დუმილით დათმენა ძნელია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი. რა არის ის უმცირესი, რაც შეიძლება ცილისწამების დროს გავაკეთოთ?

- ყველაფრის მორჩილებით დათმენა შეიძლება ვერ შევძლოთ, მაგრამ ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ შურისძიების სურვილით არ აღვივსოთ ან ღვთის გმობაში არ ჩავცვივდეთ. ერთი რამ ცხადია: ადამიანი დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ შეძლებს განსაცდელთა დათმენას, ამაში მას უფალი უნდა დაეხმაროს. ღმერთს უნდა დავანახოთ ჩვენი სურვილი, სურვილი და მონდომება, დანარჩენი კი მას მივანდოთ. ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს, მაგრამ თვითონვე გვაძლევს მათი დათმენის ძალას.

- ამის საუკეთესო მაგალითი, ალბათ, მაცხოვარია...

- პეტრე მოციქული ამბობს, მადლია, როცა ღვთის გულისთვის უსამართლოდ იტანო განსაცდელს. ეს იგივე ცილისწამების დათმენაა. მოციქული იქვე დასძენს: რა საქებარია, თუ დანაშაულისთვის დაგსჯიან და ამას მორჩილებით მიიღებ; განა ავაზაკებსაც ასე არ ექცევიან?! ხოლო თუ უსამართლოდ ისჯები, ეს მადლიაო უფლის წინაშე. ამგვარად ჩვენ მაცხოვარს ვემსახურებით, რომელმაც ჩვენი გამოხსნისთვის უამრავი ცილისწამება, გვემა, შეურაცხყოფა აიტანა, ხმა არ ამოიღო და ყველაფერი ზეციურ მამას მიანდო. ამით მან უდიდესი მაგალითი გვიჩვენა. ყოველი ქრიტიანი მოვალეა, მიემსგავსოს უფალს, მიბაძოს მას, რადგან ადამიანი სწორედ ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს", - გვასწავლის მაცხოვარი.

- თუ ვინმეს ცილი დავწამეთ, მერე კი მივხვდით ჩვენს დანაშაულს, როგორ გამოვასწოროთ ის?

- პირველ რიგში, შენდობა ვთხოვოთ უფალს, შემდეგ კი, თუ ამის საშუალება არის, თავად ამ ადამიანსაც მოვუბოდიშოთ. ეს ცოდვა უთუოდ უნდა ვთქვათ აღსარებაში და, რა თქმა უნდა, ვეცადოთ, მეტად აღარ შევცოდოთ.

- შეიძლება, ჩვენ მიერ უდანაშაულოდ გაკიცხულმაც გვაპატიოს...

- რაღა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ ლოცვა და დროა საჭირო. ჩვენ სულსწრაფები ვართ - გვავიწყდება, რომ ცოდვით ვცხოვრობდით და თუ მისი დატევება მოვინდომეთ, დიდი მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ. როგორი რთულიც არის მძიმე ფიზიკური სნეულებისგან განკურნება, ისევე რთულია სულიერი ავადმყოფობისგან თავის დახსნა. ამისთვის კი აუცილებელია სინანული, ლოცვა და მარხვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ცოდვებისგან განკურნება თანდათანობით ხდება და არა ერთბაშად.

- ეკლესიის სწავლებით, ადამიანს ცილს ეშმაკებიც სწამებენ, განსაკუთრებით - საზვერეებში გასვლის დროს.

- როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს, უფალი არ არის მიზეზი ბოროტთა, არამედ კეთილისა. ღმერთს ბოროტი არ შეუქმნია, ყოველგვარი ბოროტების მიზეზი ეშმაკია და როცა ჩვენ ბოროტებას ჩავდივართ, ეშმაკს ვემსგავსებით. რაც შეეხება ცილისწამებას, ეშმაკი მართლაც სწამებს ცილს ადამიანებს. და არამხოლოდ - ის ცილს სწამებს უფალსაც. წმინდა კვიპრიანე კართაგენელი ურჯულოდ ცხოვრობდა, მაგრამ ბოლოს მოექცა, იწამა ქრისტეს მოძღვრება და მონათვლა დააპირა. მაშინ ეშმაკებმა შეგონება დაუწყეს, ეუბნებოდნენ, იმდენი სიავე შეამთხვიე ქრისტიანებს, უფალი მაინც არ შეგიწყალებს, უმჯობესია, ჩვენთან დარჩეო. ამგვარად უხვევს თვალს ბოროტი ადამიანებს. საერთოდ, მისი ყოველი ქცევა სიცრუეს ეფუძნება. ასე გრძელდება, სანამ ადამიანი სასუფეველში არ შეაბიჯებს. ცნობილია, რომ როცა წმინდა მაკარი დიდი საზვერეებს გადიოდა, მას ეშმაკები დევნიდნენ, ათასგვარ ტყუილს უგონებდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და უკანასკნელ საზვერეზე შესძახეს: ყოჩაღ, მაკარი, გვძლიეო. წმინდანი მიუბრუნდა და უპასუხა: მე კი არა, უფალმა გძლიათო. დამარცხებულმა ეშმაკებმა თავი დაანებეს და მაკარი სასუფეველში შევიდა. ასე რომ, უნდა ვიცოდეთ: ბოროტი ყოველმხრივ ეცდება ჩვენს შეცდენას. მას არც ცუდი უნდა დავუჯეროთ და არც "კარგი".

- დაბოლოს, როგორ ვებრძოლოთ ცილისწამებას?

- პირველი და აუცილებელი ის არის, რომ მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები. როცა ადამიანი ფიქრით საკუთარ ცოდვებს მოსწყდება, უკვე შორს აღარ არის განკითხვისა და ცილისწამებისგან. ხშირად გავიხსენოთ უფლის სიტყვები - არავის დავწამოთ ცილი, არავინ განვიკითხოთ, რადგან რომელი საწყაულითაც მივუწყავთ, იმავე საწყაულით მოგვეწყვება ჩვენც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ.

მოამზადა
გვანცა გოგოლაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat