ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელია უმოქმედობის გამო
ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელია უმოქმედობის გამო
ფატალიზმი
რა არის ცხოვრებაში გარდაუვალი, რა არის წინასწარგანზრახული და რა - არა? ეს ის კითხვებია, რასაც ფატალიზმამდე მივყავართ.

ფატალიზმი - ეს არის მითი, ეს არის გარდაუვალობის კერპი, ბედისწერა ან ფატალობა. ეს არის ის, რაც უარყოფს ადამიანის ნების თავისუფლებას, ე.ი. მის საქმეებსა და საქციელზე პასუხისმგებლობას.

ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი თავს წინასწარ გაწირავს მოვლენების პასიურ მეთვალყურედ, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მოჩვენებითი უპასუხისმგებლობაა - სინამდვილეში ადამიანი ყოველთვის პასუხისმგებელია უმოქმედობის გამო, რადგანაც არსებობს უმაღლესი სასამართლო. ეს არ არის ჩვეულებრივი სამსჯავრო, როდესაც ადამიანს ასამართლებენ მისი ნამოქმედარის გამო. ეს არის ზნეობრივი სასამართლო, რომელიც განსაზღვრავს იმას, რაც ადამიანს შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთა. ეს არის იგავი ტალანტების შესახებ, რომელიც ქრისტემ თავის მოწაფეებს მოუყვა: "ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისთვის მოუხმო მონებს და ჩააბარა თავისი ქონება. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი და სხვას - ერთი. თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო. ორის მიმღებიც ასე მოიქცა და კიდევ სხვა ორი მოიგო, ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, მიწაში დაფლა ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა ბატონი და ანგარიში მოჰკითხა. ხუთი ტალანტის მიმღებმა სხვა ხუთი მიუტანა და უთხრა: - ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. ორი ტალანტის მიმღებმა უთხრა: - ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორიც მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ, შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს. მიუგო მისმა ბატონმა: ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი. ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს" (მათ. 25,29). ანუ ბატონი თითქოსდა უსამართლოდ იქცევა, მაგრამ ასეა კი სინამდვილეში?

ჩვენ ყველას რაღაც მოგვეცემა, ადამიანი ამაში დებს თავის ცოდნას, თავის ძალებს, მიდის რისკზე, ეს არ არის უმოქმედობა, ეს არის გზა ღმერთთან შესახვედრად. ასეთი ადამიანი ხდება ღმერთის თანამოღვაწე. ფატალიზმი კი უნაყოფო არსებობაა, როცა ადამიანი, უპირველესად, არ იღებს თავის თავზე არავითარ პასუხისმგებლობას, მეორე, უარყოფს, რომ მისი ნება შეიძლება გამოვლინდეს და შეუწყოს ხელი რომელიმე ახალი თვისობრიობის წარმოქმნას, და მესამე, ფატალიზმი არის კერპი გარდუვალობისა, როდესაც ადამიანი ნეტარებს იმით, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ბევრნი იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ სცოდავენ ფატალურობით, რომ არ სურთ აქტიური მონაწილეობა ამ სამყაროში.

რა განსხვავებაა ასეთ უმოქმედო პოზიციასა და უფლის ნებას მინდობილი ადამიანის მდგომარეობას შორის? უფლის ნებაზე მინდობა არის მოლოდინი, რომ უფალი გიპასუხებს თხოვნაზე. ღვთის ნების მოლოდინის დროს ადამიანი ეხვეწება: "ღმერთო, იყოს ნება შენი!" და თუ გარეგნულად არაფერს აკეთებს, აქტიურად მონაწილეობს ღმერთთან ურთიერთობაში, ძალ-ღონეს არ იშურებს, მზად არის მიიღოს უფალი. ადამიანი ცდილობს, თავისი ცხოვრება მცნებების თანახმად ააწყოს, იწყებს სიკეთის კეთებას - ყველაფერი ეს მოითხოვს არა უბრალო აქტივობას, არამედ შინაგანი ძალების მობილიზებას. სრულიად სხვა საქმეა, როდესაც შენს ნებას არანაირად არ ავლენ, მაშინ ამ დუმილში ადამიანი თავის თავში უშვებს დამანგრეველ, სატანურ ძალებს.

შედეგი - უსაშველო, განწირული, დეპრესიული მდგომარეობაა, არავითარი სურვილი რამის შეცვლისა. ფატალიზმი ცოდვაა იმითაც, რომ მას ადამიანი მიჰყავს ყოველგვარი აქტივობის უარყოფამდე, მისი საკუთარი ნების უარყოფამდე, რომლის საფუძველში დევს უარყოფა იმისა, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს ღვთაებრივი ნიჭი ნების და არჩევანის თავისუფლებისა. მაგრამ ხშირად სინამდვილეში არის ისეთი სიტუაციები, როდესაც ადამიანს აღარაფერი რჩება და ამბობს: "მორჩა, არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია!"

და მართლაც, არ შეუძლია შეასრულოს ბოლომდე უფლის მცნებები: ჩვენ რომ შეგვეძლოს, საკუთარ თავს თვითონვე გადავირჩენდით, დავწერდით ზნეობრივ კოდექსს და შევასრულებდით. მაშ, რა საჭიროა ღმერთი? მაგრამ საკუთარ გადარჩენას თვითონ კი ვერ ვახერხებთ, არამედ ქრისტეა გადამრჩენელი და ღვთის წყალობა.

ძალიან ხშირად ადამიანი დაფიქრდება თავის ცოდვებზე, ცხოვრებაზე, შეიძლება აღეძრას უძლურების განცდა, რაღაცის შეცვლის შეუძლებლობა და განწირულობის გრძნობა. ეს არის ადამიანის მიერ ქრისტიანული სათნოების დაკარგვის შედეგი. არსებობს სამი ქრისტიანული სათნოება: რწმენა, იმედი და სიყვარული. სიყვარული მათ შორის არის უმაღლესი, რადგან იგი არასდროს გაუქმდება. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ მიწიერ სამყაროში და გვჯერა ზეციური სამეფოსი, მაგრამ როდესაც იქ გადავსახლდებით, რწმენა აღარ იქნება საჭირო, ჩვენ ხომ შევიძენთ ღმერთის მჭვრეტელობას. ვიმედოვნებთ, როცა იმ სამეფოში გადავალთ, ჩვენი იმედი უკვე განხორციელებული იქნება. რჩება მხოლოდ სიყვარული. ის მარადიულია და თუ გქონდა ამქვეყნად, გექნება იქაც...

ფატალური შეხედულებაა ცხოვრებაზე საკუთარი ძალის და იმის იმედის დაკარგვა, რომ უფალმა იმიტომ მოგვცა იგი, რათა შეგვძლებოდა ჩვენი ცხოვრების შეცვლა. ადამიანი მარიონეტი არ არის, ამიტომ ღმერთი ყოველთვის, სიცოცხლის უკანასკნელ წამშიც კი აძლევს შესაძლებლობას, შეცვალოს ეს ცხოვრება. გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც ჯვარცმულმა მოინანია.

მაგრამ ამისთვის საჭიროა ღმერთის დანახვა. უნდა ირწმუნო მისი, მაგრამ ეს ძალიან ძნელია.

რასაკვირველია, იმიტომ, რომ ეს არის შინაგანი მოქმედება. მაგალითად, რა ძნელია ადგე დილით ადრე და წაიკითხო დილის ლოცვები, თუმცა ამაზე ადვილი რა უნდა იყოს. ხშირად უფრო მეტ ძალას და დროს ვხარჯავთ ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებზე, მაგრამ ლოცვა გვიძნელდება, იმიტომ, რომ აქ საჭიროა შინაგანი ძალისხმევა. როდესაც ადამიანი იბადება, მასში არის უკვე ხატება და მსგავსება ღვთისა. ხატება ტალანტია, რომელიც გვეძლევა, ხოლო მსგავსება - ის მოცემულობა, რომლისადმი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს, რათა თავი გადაირჩინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: ღმერთი ადამიანს ანიჭებს განსაზღვრულ ნიჭს, მის გულსა და სულში წერს რაღაც მიზანს და ადამიანს შეუძლია თავისი ნიჭი მიმართოს ამ მიზნის განსასაზღვრად და შესასრულებლად; ან შეიძლება, იმ მონის მსგავსად, რომელმაც თავისი ტალანტი დაფლა მიწაში, არაფერი განსაზღვროს და არ შეასრულოს. მაგრამ თუ შეძლებ შეიმეცნო ის, რაც ღმერთმა ჩაწერა შენში, შენს სულში, ავტორსაც შეიცნობ. ნათქვამია: "შეიცანი თავი შენი და შეიცნობ უფალს". რასაკვირველია, უფალი იძლევა მოცემულობას და ადამიანმა ის უნდა გამოიცნოს თავის სულში და შეასრულოს. ამავე დროს, იგი თავისუფალია და შეუძლია, არც გამოიცნოს და არც შეასრულოს. თუ გამოიცნობს და შეასრულებს, გადარჩება, რადგან ეს არის ღვთის ნების შესრულება, ადამიანის ნების შეერთება ღვთის ნებასთან. ამ დროს ხდება "განღმრთობა" - მდგომარეობა შემოქმედთან შეერთებისა. მაგრამ როდესაც უარს ამბობ ღვთის ნების შესრულებაზე, მაშინ, ბუნებრივია, ეძებ გამართლებას, ცნობიერებაში იხატება სამყაროს ცრუ სურათები. აქედან არის წარმართების თაყვანისცემა კერპებისადმი, ცრუ ღმერთებისადმი - ცრურწმენებისადმი, ნიშნებისადმი, ფატუმისადმი, ვარსკვლავებისადმი.

ალბათ ყველაზე ძნელია, გაარკვიო ის, რაც შენში ჩაწერა უფალმა.

ეკლესია არის უფლის სახლი დედამიწაზე, ადგილი, სადაც სულიწმინდა განსაკუთრებული სახით მოქმედებს - ეს ის ადგილია, სადაც ადამიანს შეუძლია შეამოწმოს საკუთარი თავი. ჩვენ გვაქვს ბევრი დასაბუთება იმისა, რომ წმინდა მამები, რომლებიც ფლობენ წინასწარჭვრეტის ნიჭს, ადამიანებს ასწავლიდნენ და წარმართავდნენ.

თუკი არსებობს წინაგანგება, როგორ შეესაბამება ის ფატალიზმს?

ხანდახან ხდება, რომ მომავალი გვეხსნება მაშინ, როდესაც უფალი რაღაცისგან გვიფარავს. ჩვენი სული ფლობს ღვთაებრივ თვისებებს - მარადისობას, უკვდავებას, ანუ მას შეუძლია შეიცნოს მომავალი, თუმცა იმის გამო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროებით მონაკვეთში, ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ წინასწარმჭვრეტელობის უნარი ხომ კოლოსალური პასუხისმგებლობაა. ერთი მხრივ, შეიძლება სინამდვილეში ადამიანს ააცილო საფრთხე, მაგრამ მეორე მხრივ - ეს არის რისკი, ამავე დროს შენ მის ნებას აუძლურებ.

სახარებაში ადამიანებს ხშირად ანგელოზების მიერ ეუწყებათ ხოლმე გლობალური შემთხვევების შესახებ: გაბრიელ მთავარანგელოზმა ღვთისმშობელს აუწყა ქრისტეს შობა, მანვე შეატყობინა იოანე წინამორბედის დაბადება.

დიახ, ანგელოზები ზეციურ სამყაროს მიეკუთვნებიან, ამიტომ იციან ადამიანის შესახებ ყველაფერი, ისინი ატყობინებენ მას ყველაფერს. მაგრამ საკუთარი მფარველი ანგელოზის ხმის გაგონების უნარი დამოკიდებულია თვით ადამიანზე, მისი რელიგიურობის ხარისხსა და ეკლესიურობაზე.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
30.07. 2016
AlexLeps89
madloba levan mateshvis. dzalian kargi da yuradsagebi ramaa. amgvar statiebs tu dadebt kidev madlobeli viqnebit. bodishit qartuli klaviaturit ver vcer:D
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat