ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!
ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!
თვალთმაქცობა
"მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ", - ბრძანებს წმინდა წერილი. გავიხსენოთ, როგორ ესაუბრება მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მმარხველებს და ღვთისთვის სათნო მარხვაზე მიუთითებს. "ნუ იყოფით, ვითარცა ორგულნი" - რას ნიშნავს უფლის ეს სიტყვები?

განკაცებული ძე ღვთისა გვმოძღვრავს, რომ არ ვიყოთ ორგულნი, ესე იგი, თვალთმაქცნი, ნუ აღვასრულებთ ღვთისთვის სათნო საქმეებს - მარხვას, ლოცვას, მოწყალების გაღებას, გლოვას საკუთარი ცოდვების გამო - ვითარცა თვალთმაქცნი, რომელნიც მხოლოდ ადამიანების თვალის ასახვევად იქცევიან ვითომდა უფლისთვის სათნოდ, სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიისწრაფვიან - მოიპოვონ დიდება კაცთა შორის.

ამ დროს განდიდების მანიით შეპყრობილებს გვავიწყდება ის, ვინც გვასწავლა სიკეთეთა ქმნა, გვავიწყდება ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი, რომელიც ყოველივეს ხედავს, რომელმაც უწყის ჩვენი გულის ზრახვანი, იცის, რას გეგმავს ჩვენი გონება, როგორია ჩვენი სურვილები. ღმერთი ხედავს, როგორ შევსვარეთ ტალახით ღვთაებრივი სათნოებები... მზრუნველი მამა სევდით გვიმზერს და ცდილობს, როგორმე ჩვენი გული ამ ცოდვილ ქვეყანას მოსწყვიტოს და ზეცისკენ აიტაცოს. ჩვენ კი, პატივმოყვარეობის სენით შეპყრობილნი, ყველანაირ ხერხს მივმართავთ, რომ უპირატესობა მოვიპოვოთ სხვებზე.

როდესაც უფალი ხედავს, როგორ ვცდილობთ, გულწრფელნი ვიყოთ, ღვთიური მადლით გვავსებს, რათა ადვილად მივაღწიოთ სურვილს. აბა, გავიხსენოთ, რამდენჯერ გაგვიცია მოწყალება. ერთი შეხედვით, უფლის მცნება შეგვისრულებია, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ერთხელ გაღებული მცირედი მოწყალებით მრავალჯერ მოგვიწონებია თავი. შემდეგ კი სახარებაში ამოგვიკითხავს მაცხოვრის სიტყვები, რომელიც გვასწავლის, რა არის შეჭმარიტი მოწყალება: "როცა მოწყალებას იქმ, ნუ გაახმაურებ შენს წინ, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რომ ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას იქმ, დაე, შენმა მარცხენამ არ იცოდეს, რას იქმს შენი მარჯვენა, რათა შენი მოწყალება იყოს ფარულად, და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ". რა თქმა უნდა, ძნელია, მიაღწიო ასეთ სრულყოფილებას, მაგრამ ცდა არ უნდა დააკლო და თუ გწამს, რომ უფალი ყოვლისშემძლეა, მიენდე შემოქმედს, აჩვენე შენი მოწადინება და მისი შეწევნით ყველაფერს მიაღწევ.

რამდენჯერ მოგვიწონებია თავი, რომ ეკლესიურად ვცხოვრობთ, წირვა-ლოცვას არ ვაცდენთ. გაგვხარებია, როდესაც ჩვენზე უთქვამთ: შეხედე, რა გულმხურვალედ ლოცულობსო. და მას შემდეგ ყოველთვის ვცდილობთ, თვალშისაცემი მოწიწებით მოვიქცეთ ტაძარში, მეტანიები ვაკეთოთ ხატების წინაშე, რომ ადამიანთა თვალში მოპოვებული "ღირსება" გულმხურვალედ მლოცველისა არ დავკარგოთ. იესო ქრისტე კი გვიქადაგებს: "როცა ლოცულობთ, ნუ იქნებით, როგორც თვალთმაქცნი, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა და ქუჩის კუთხეებში დადგომა და ლოცვა, რომ ხალხს ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, დაკეტე კარი და ილოცე დაფარულში მყოფი შენი მამისადმი, და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ".

სტუმრად ყოფნისას რამდენჯერ გამოგვიცხადებია ხმამაღლა, რომ მარხვაზე ვართ. ამით თითქოს თავიც შეგვიცოდებია სხვებისთვის. თავმომწონედაც გადაგვიხედავს მათთვის, ვინც არ მარხულობს. უფალი კი, აი, რას გვეუბნება: "როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, ვინაიდან ისინი ღებულობენ დამწუხრებულ სახეებს, რომ ადამიანებს მარხულად ეჩვენონ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. ხოლო შენ, როცა მარხულობ, დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ".

ორგულობა ღვთისა და ადამიანის წინაშე ეწინააღმდეგება უფლისგან შენთვის მოცემულ უპირველეს მცნებას: გიყვარდეს ღმერთი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი.

წმინდა მამები გვაფრთხილებენ, არ ვენდოთ უპატიოსნო ადამიანს, რომელიც განუწყვეტლივ პატიოსნებაზე ლაპარაკობს. ნუ გგონიათ, - გვასწავლიან ღვთივგანსწავლული მამები, - რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმის გამო კიცხავენ, რასაც თვითონვე აკეთებენ, თანაც - გაცილებით ხშირად.

სიფრთხილე გვმართებს, თუკი ადამიანი მეტისმეტად გვაქებს. ის ქებით პატივისა და დიდების მოყვარეობას გვიღვიძებს. ამასთანავე, გვეპირფერება, ცდილობს, ცრუ ხოტბის შესხმით ჩვენი გული მოინადიროს. არც მას უნდა დავუგდოთ ყური, ვინც სხვაზე გამუდმებით აუგს ამბობს. მაგრამ მისმა საქციელმა არ უნდა გაგვაღიზიანოს; პირიქით, უნდა ვეცადოთ, ავუხსნათ, რამხელა ცოდვაა თვალთმაქცობა, როცა ადამიანს პირში აქებ, ზურგს უკან კი აძაგებ. უფალი ხომ ყველაფერს ხედავს.

მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ პირუთვნელად დაგვანახა ჩვენი ადამიანური ბუნება, როცა გვამხილა: "დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოსა ღმრთისასა არა ეძიებთ". ყოველგვარი პატივისა და დიდების ღირსს ჩვენს მაცხოვარს უყვარდა გამეორება, რომ იგი არ ეძებდა არც თავის ნებას, არც დიდებას, არამედ მოვიდა, რათა აღესრულებინა ნება მამა ღმერთისა და ამგვარად დაგვანახა, რას უნდა ვესწრაფოდეთ წუთისოფელში.

"ვაი თქვენდა, ფარისეველნო, ორგულნო!" - მუდამ უნდა გვახსოვდეს უფლის ეს სიტყვები და ფხიზლად ვიდგეთ საკუთარი თავის სადარაჯოზე, რომ თვალთმაქცობის სენმა არ დაგვრიოს ხელი. სულ მცირედ ორგულობასაც თუ შევამჩნევთ თავს, მყისვე იესოს ეს სიტყვები გავიხსენოთ და სინანულით ვაღიაროთ ეს საშინელი ცოდვა აღსარებაში, რათა უფრო ღრმად არ გაიდგას ფესვები ჩვენს გულში და იქიდან არ გამოაძევოს ღვთისა და მოყვასის სიყვარული - უმთავრესი არსი ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოებისა.
ბეჭდვაელფოსტა
06.02. 2016
ერთხელ ნეტარ მამას – პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს: - მამაო, შეიძლება მორწმუნეებმა ურწმუნოთა წინაშე აჩვენონ, რომ მარხულობენ? - თუ საუბარია ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილ მარხვებზე, როგორიცაა ოთხშაბათი, პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები, მაშინ მართებთ, რადგან ეს
ერთხელ ნეტარ მამას – პაისი მთაწმინდელს ჰკითხეს: - მამაო, შეიძლება მორწმუნეებმა ურწმუნოთა წინაშე აჩვენონ, რომ მარხულობენ? - თუ საუბარია ჩვენი ეკლესიის მიერ დადგენილ მარხვებზე, როგორიცაა ოთხშაბათი, პარასკევი, მრავალდღიანი მარხვები, მაშინ მართებთ, რადგან ეს რწმენის აღმსარებლობაა. თუმცაღა სხვა მარხვები, მოსაგრეობით შესრულებული ქრისტეს სიყვარულის ან იმისათვის, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილ იქნას რაიმე სათხოვარის გამო, საიდუმლოდ უნდა აღესრულებოდეს... იცით, რა უთხრა ერთმა განათლებულმა ქალბატონმა ერთერთ პარლამენტარს? ქალი თავის მეუღლესთან ერთად იყო სადილზე. მიძინების მარხვის დღეები იყო, სუფრაზე კი მოჰქონდათ ხორცი, თევზი... ცნობილი ქალი მარხულობდა და ამიტომ არაფერს ჭამდა. დეპუტატმა ეს შეამჩნია და თქვა: „უძლურები და მოგზაურები მარხვას არ იცავენ“. - „რა თქმა უნდა, - უპასუხა ქალმა, - და განასაკუთრებით ისინი, ვინც ეტლით მგზავრობენ“. მაინც არ მიკარებია საჭმელს. სადილზე სხვებთან ერთად ერთი ეკლესიის მსახურიც იყო, რომელმაც მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა: „ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა“ და ა.შ... ლაპარაკობდა, ლაპარაკობდა, უამრავი საქები რამ თქვა. მაშინ ქალის ქმარმა მას გააწყვეტინა და უთხრა: „ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს ცხორებაი“(ფს.145). რადგან ეს კაცი სხვების წინაშე თვალთმაქცობდა. დღეს ხალხზე დადებით ზეგავლენას მოახდენს ჩვენი საკუთარი ქრისტიანული მაგალითი და ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება. ქრისტიანები სულიერი მამაცობითა და ღირსეულობით, თავგანწირვით უნდა გამოირჩეოდნენ.
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat