შური ყველაზე მეტად იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამ ვნებას ატარებს
შური ყველაზე მეტად იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამ ვნებას ატარებს
მართლმადიდებლური სწავლებით, იმ საფუძველს, რაზეც ქრისტიანმა თავისი ცხოვრება უნდა დააფუძნოს, სინანული წარმოადგენს. ამიტომ "განცდა თვისთა ცოდვათა" მორწმუნეების მთავარი საზრუნავია. ცოდვილობის დანახვა ყოველ ჩვენგანს ძალიან უჭირს და ხშირად ათასგვარ მიზეზს ვეძებთ საკუთარი თავის გასამართლებლად. დაცემულობის შეგრძნება მით უფრო რთულია, თუ ისეთ ცოდვას ვემონებით, რომელიც ქმედებების ნაცვლად, ზრახვებში, განწყობაში ვლინდება. ერთ-ერთი ასეთ ვნებათაგანი გახლავთ შური. დღეს რამდენადაც ძნელად შეხვდებით ამ ცოდვისგან თავისუფალ ადამიანს, ასევე ნაკლებად იპოვით პიროვნებას, საკუთარ თავში შურის არსებობას რომ აღიარებდეს.

გვესაუბრება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის (ლურჯი მონასტრის) მღვდელმსახური, დეკანოზი გრიგოლ კობელაშვილი.

- მამაო, რას ნიშნავს შური?

- მრავალი ცოდვა განაშორებს ადამიანს უფლისაგან. შურიც ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ის სხვა ვნებათაგან რამდენადმე განსხვავებული, თავისებურია, აქედან გამომდინარე, ძნელად შესამჩნევი, შესაბამისად - ძნელადვე განსაკურნებელი. სულხან-საბა ორბელიანი შურს ასე განმარტავს: "მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა". ვფიქრობ, ეს სიტყვები ნათლად ასახავს შურის არსს - შურიანი ადამიანი სხვისი ბედნიერებითაა უბედური.

- როდიდან იღებს შური სათავეს?

- ამ ცოდვის, ასე ვთქვათ, "ისტორია" უძველესია. ის იმ ცოდვებს მიეკუთვნება, რომელნიც ანგელოზის და შემდეგ ადამიანის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. შურით დაცემის მრავალი მაგალითი არსებობს. ჩვენც ყველაზე მნიშვნელოვნები განვიხილოთ: ადამიანის შექმნამდე მხოლოდ ღმერთი და ანგელოზები იყვნენ და ცოდვა არ არსებობდა. თუმცა ერთ-ერთმა ანგელოზმა ვერ აიტანა უფალთან სიახლოვე, მისი მორჩილება, სურდა თვითონ ყოფილიყო უზენაესი, მეუფე, ყოვლისშემძლე, ყოვლისა მპყრობელი. შურიც სწორედ აქედან იღებს სათავეს - ანგელოზს უფლისა შეშურდა, რის გამოც საშინლად დაისაჯა - ზეციდან განიდევნა. სწორედ ეს დაცემული ანგელოზი გახდა პირველი მაცდურთაგანი, რომელნიც მთელ კაცობრიობას ებრძვიან.

უფალმა შექმნა ადამი და მიუჩინა მას ცოლად ევა, "შემწე მსგავსი მისი". უბრძანა, რომ ერთის გარდა ნებისმიერი ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო. ეს იყო ხე "ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა". ადამიც უხმოდ დაემორჩილა უფლის ნებას და ედემის ბაღში უშფოთველად ცხოვრობდა, მაგრამ დემონს, რომლის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შური იქცა, ახლა ადამისა შეშურდა, კაცის, რომელსაც ყველა სიკეთე ჰქონდა, შეშურდა და მისი შეცდენა გადაწყვიტა. ასე რომ, აქაც თავს ეს ცოდვა იჩენს და ამ შემთხვევაშიც სავალალო შედეგით - ედემის ბაღიდან, სამოთხიდან განდევნით - მთავრდება.

მოგეხსენებათ, კაენმა თავისი ძმა აბელი მოკლა. ამ მკვლელობაში წმინდა იოანე ოქროპირი შვიდ სხვადასხვა ცოდვას ხედავს, მათ შორის ერთ-ერთი შურიცაა, რადგან კაენს აბელის შეშურდა - ღმერთმა შეიწირა აბელის ძღვენი, კაენისგან კი არ მიიღო.

გავიხსენოთ წმინდა დავით წინასწარმეტყველი. სანამ დავითი გახელმწიფდებოდა, ისრაელის მეფე უფლისგან ცხებული საული იყო. როცა დავითმა, ერთ-ერთმა უბრალო მწყემსმა, გოლიათზე გამარჯვება შეძლო, ხალხმა მისი განდიდება მოისურვა. ეს ვერ აიტანა საულმა და დავითს დევნა დაუწყო. შურმა უფლის რჩეულსაც კი გონება დაუბნელა. შურს ყოველთვის ცუდი შედეგი მოჰყვებოდა: მკვლელობა, ღალატი, წამება; თუმცა ყველაზე საშინელი, სადამდეც ადამიანი შურმა მიიყვანა, მაცხოვრის მკვლელობა იყო. მღვდელმთავრებმა ვერ აიტანეს ის, რომ ხალხი მათზე დიდ პატივს იესო ქრისტეს სცემდა და მისი დასჯა გადაწყვიტეს. ცოდვამ იმდენად დააბნელა მათი გულები, რომ ვერც კი შეიცნეს მეუფე, რომელზეც ყველა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ლაპარაკობდა და ხელი აღმართეს იმის წინააღმდეგ, ვინც, მათივე სწავლებით, მთელი კაცობრიობის მხსნელი იყო. ასე რომ, შურმა შეიძლება ადამიანს საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინოს და წარმოუდგენელი საქციელი ჩაადენინოს.

- რა არის შურის წარმოშობის სათავე, მიზეზი?

- საერთოდ, ყველა ცოდვა სათავეს ერთი ვნების - ამპარტავნებისგან იღებს. ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითებით ცხადია, რომ შურის მიზეზი ყოველთვის საკუთარი თავის განდიდება, სხვაზე მაღლა დაყენება იყო, ფიქრი, რომ ყველას მჯობნი ხარ. ეს უკანასკნელი კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება. ამპარტავნება ორი ვნების - ღვთის უზენაესობის, მისი დიდების და საკუთარი უსუსურობის არცოდნისგან წარმოიშობა. როგორც ყველა ცოდვის სათავეს ამპარტავნება წარმოადგენს, ასევე ყველა სათნოების საწყისი სიყვარულია. იოანე მოციქული ამბობს: "ღმერთი არს სიყვარული". ყოველი ცოდვა უფალს, შესაბამისად - სიყვარულს, განაშორებს კაცს. ასე რომ, შურის ძირი ამპარტავნება და უსიყვარულობაა.

- თავის მხრივ შური რა ვნებებს იწვევს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს?

- შური მრავალ ცოდვას განაპირობებს. ყველაზე საშიში ისაა, რაც შეიძლება შურიანმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოს - მრავალი ბოროტება, მათ შორის უსაშინლესი მკვლელობაც კი.

შურიან ადამიანს ყველაზე ხშირად ებადება კითხვა - რატომ აქვს მას ჩემზე კარგი, ჩემზე უკეთესი? ასე რომ, შური თავის თავში უმადურობასაც მოიცავს.

შური ყველაზე მეტად იმ ადამიანს აზიანებს, ვინც ამ ვნებას ატარებს. ხშირად ვერც კი ხვდება, როგორ უჭამს, უღრღნის მას გულს ეს ცოდვა.

- თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ შურის მხოლოდ გლობალურ ფორმებზე, შესაბამისად, მის ასევე მასშტაბურ გამოვლინებებზე. მაგრამ ეს ვნება მეტ-ნაკლებად ალბათ ყველა ჩვენგანს ახასიათებს...

- რა თქმა უნდა. ჩვენს მიერ მოხმობილი ფაქტები ყველაზე უარესი შემთხვევებია. ისე კი, ამ ვნებით ყოველი კაცია დაავადებული.

- ამის თაობაზე არაეკლესიური ადამიანებისგან ხშირად გაიგონებთ, რომ მათ არასდროს, არავისი შეშურებიათ. მათ რას ეტყოდით?

- ამგვარი რამ მეც ხშირად მსმენია. მით უმეტეს, თუ ასეთი ადამიანი იმას გაიგებს, რომ შურმა ანგელოზი დასცა და ხალხს ქრისტე მოაკვლევინა, თავის პოზიციაში უფრო დარწმუნდება, განმტკიცდება, რადგან მსგავსი ბოროტების ჩადენა შეიძლება აზრადაც არ მოსვლია. თუმცა ეს არ არის საბაბი იმისა, რომ თავი შურისგან თავისუფლად ვიგრძნოთ. შური, როგორც ეს უმეტესობას ესმის, შეიძლება სხვისი მატერიალური კეთილდღეობის, ტიტულის ან სხვა ამქვეყნიური დიდებისადმი იყოს მიმართული. ხშირად ასეცაა - ადამიანებს უმეტესად წარმავალი შურთ და ვერც კი ხვდებიან, რაოდენ უსაფუძვლოა ასეთი განცდები. მაგრამ ერში ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან, რომელთაც არასდროს ნდომებიათ სხვისი, დავუშვათ, სახლი, მანქანა, ტანსაცმელი, მატერიალური მდგომარეობა და სრულიად აკმაყოფილებთ თავიანთი შესაძლებლობები. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს შურისგან თავისუფლებას. ამ ცოდვისთვის დამახასიათებელი ნიშანი, ისევე, როგორც იმ სხვა ვნებებისა, რომლებიც ქმედებებში აშკარად კი არ გამოიხატება (მსგავსად მრუშობისა, კაცის კვლისა, პარვისა და სხვა), არამედ უმეტესად შინაგან გადაწყვეტილებაში მჟღავნდება, გულში ფარულად ყოფნაა. ადამიანისთვის ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც მას უნდა, რომ ჰქონდეს, და გარკვეულწილად ამ რაღაცის სხვისთვის ქონა არ სიამოვნებს. ამ ვნებისგან გათავისუფლება ქრისტეს მადლის გარეშე შეუძლებელია, რადგან ის არის სწორედ ის წრფელი და სუფთა სიყვარული, რომელიც ყოველგვარი ცოდვისგან გვათავისუფლებს.

- მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანს მართლაც მოუნდეს რაიმე უკეთესი? სურვილი ყოველთვის შურს ნიშნავს?

- რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა ენიჭება შინაგან განწყობილებას. ორივე შემთხვევას, უბრალო სურვილს და შურს, შეიძლება გარეგნულად ერთნაირი გამოვლინება ჰქონდეს. ამიტომ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით შურის შემჩნევა რთულია. წმინდა მამები ასეთ შემთხვევას ლამაზ, აყვავებულ ხეს ადარებენ, რომელშიც ჭია შეძვრება და შიგნიდან ღრღნას დაუწყებს. ასეთი ხე ძალიან ლამაზი შესახედავია, თუმცა მისი ნაყოფის ჭამა - მომწამლავი. ხე სწორედ სათნოების ანალოგიაა, ჩვენს შემთხვევაში - სურვილისა, გქონდეს უკეთესი. ჭია - ეშმაკი კი ამ სურვილს სულ სხვა რამედ აქცევს. ეს სათნოებაც, ერთი შეხედვით, იგივე რჩევა, თუმცა თავის თავში სულ სხვას, უკვე ცოდვას მოიცავს.

- თეთრ შურზე რას იტყვით?

- ეს სწორედ ზემოხსენებული შემთხვევის მაგალითია. თუ ეს სიტყვა გულისხმობს კეთილ სურვილს რაიმესას, რა თქმა უნდა, ცოდვად არ ითვლება. მაგრამ უმეტესად ასეთი ადამიანები საკუთარ თავს ატყუებენ ხოლმე და "თეთრით" შენიღბულნი გულს შურით იავადებენ.

წმინდა მამების ნაწერებში ხშირად წაიკითხავთ ტერმინს "საღვთო შური", "მოშურნეობა". სახარებაშიც წერია, რომ ერთ-ერთი მოციქულთაგანი, სვიმეონი, მოშურნე იყო. ეს სიტყვები დადებით შეფასებას ნიშნავს... ამ შემთხვევაში ისინი სწორედ იმ სურვილს გულისხმობენ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. უბრალოდ, საუბარია არა სურვილზე, გვქონდეს უკეთესი მატერიალური მდგომარეობა, არამედ სურვილზე - წარვემატებოდეთ სარწმუნოებაში, ვცხოვრობდეთ უკეთ, ღვთის სათნოდ. მოშურნე უნდა იყოს ყოველი მორწმუნე, რადგან ქრისტიანი არასოდეს არ უნდა კმაყოფილდებოდეს მიღწეულით და სულ უფრო მეტს უნდა ესწრაფოდეს. ასეთ დროს მისაბაძ მაგალითად სწორედ წმინდანები და თვით უფალი უნდა ჰყავდეს, რადგან თვით მაცხოვარი მოგვიწოდებს: "იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს".

- როგორ უნდა ვებრძოლოთ შურს?

- საერთოდ, როგორც აღვნიშნეთ, შური ფარული ცოდვაა და უმეტესად ადამიანები ვერც კი ამჩნევენ მის არსებობას. ასე რომ, ბრძოლის დასაწყისში საჭიროა შეცნობა იმისა, რომ ამ ვნებით ვართ დაავადებულნი. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, საკუთარ თავში ცოდვის დანახვით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბრძოლის ნახევარი უკვე განვლილი გვაქვს. ბრძოლა მით უფრო გაადვილდება, თუ ცხადად გავიაზრებთ ამ ვნების არსს, მის საშინელებას.

ეკლესია გვასწავლის, რომ ასეთ დროს აუცილებელია ვილოცოთ იმ ადამიანისთვის, რომლისაც გვშურს. ლოცვა შეიძლება მოკლე იყოს, მაგრამ მთავარია გულით ითქვას. ამ მიზნით სასურველია ხშირად ვიმეოროთ: "აცხოვნე უფალო და შეიწყალე მონა ღვთისა (სახელი) და მისი წმინდა ლოცვებით მაცხოვნე და შემიწყალე მე". ლოცვასთან ერთად უნდა ვეცადოთ, ამ ადამიანს ფარულად სიკეთე ვუკეთოთ.

შურთან, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ცოდვასთან, საბრძოლველად აუცილებლად გვჭირდება ძალა, მადლი უფლისა, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით, ლოცვით და ქრისტეს სისხლთან და ხორცთან ხშირი ზიარებით მოგვენიჭება. აუცილებელია აღსარებაში ამ ცოდვის ხშირი, შემუსვრილი გულით მონანიება. თუ უფალი ნათლად დაინახავს, რომ მართლაც შეწუხებული ვართ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობით და მისგან თავის დაღწევა გვინდა, შეიწირავს ჩვენს ღვაწლს და მოგვცემს ძალას, თავის მადლს, რათა ჩვენ ამ ვნებისაგან გავთავისუფლდეთ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat