მთავრობისმოყვარეობა
მთავრობისმოყვარეობა
ვისაც პირველობა სწადია, უკანასკნელი იყოს
ეფრემ ასურის ლოცვაში ვკითხულობთ: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარეობისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე". ბევრმა ალბათ არც იცის, რომ მთავრობისმოყვარეობა ცოდვაა, ან სწორად არ ესმის მისი მნიშვნელობა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) წერს: ,,მთავრობის მოყვარეობა ის არის, ოდეს კაცი ეძიებს უფლებასა ანუ მბრძანებლობასა სხვათა კაცთა ზედა. ეს ცოდვა ხშირად დაემართება დიდთა ან უფროსთა კაცთა, რომელნიც არიან მთავრობასა შინა... ვისაც ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმე არის მთავრობა, რა დიდს და საშინელს პასუხისგებაში შთავარდება ღვთის წინაშე ის კაცი, რომელიც უმართლოდ ხმარობს მთავრობას, - ამისთანა კაცს არც ექმნება გულში მთავრობის მოყვარეობა".

მთავრობისმოყვარეობის ცოდვაზე გვესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი.

- მამა გიორგი, რას ნიშნავს მთავრობისმოყვარეობა და რატომაა ის ცოდვა?

- მთავრობისმოყვარეობა არის სურვილი პირველობისა, სხვაზე ბატონობისა, მბრძანებლობისა. ეს ამპარტავნების სულია და ამიტომაც არის ცოდვა. უფალი ამბობს, არავინ აანთებს სანთელს და დადგამს საწყაოს ან საწოლის ქვეშ, არამედ ანთებს სასანთლეზე, რომ ყველას უნათებდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უფლისგან ევლინება ადამიანი ქვეყანას, ღმერთმა იცის, რა არის უკეთესი მისთვის. ამიტომ თვითონ უფალი დაადგენს მას იმ ადგილზე, რომელიც მისთვის უმჯობესია. როდესაც პირველობა თვითდამკვიდრების გზით მიიღწევა, პირველობის სურვილი ადამიანში ამპარტავნებას, ზვაობას ასაზრდოებს.

- ხშირად ბავშვობიდანვე აქვთ პირველობისკენ, სხვაზე მბრძანებლობისკენ მიდრეკილება. როგორ შეიძლება ამის გამოსწორება?

- ონტოლოგიურად ადამიანში პირველობის სურვილი იმთავითვე არის, რადგან ღმერთმა კაცი ზეცისა და ქვეყნის შემაერთებლად, მომავალში სასუფევლის მემკვიდრედ შექმნა. ამდენად, ქმნილებათა შორის ადამიანი უპირველესია.

ბუნებრივია, ბავშვშიც არის საფუძველი პირველობისა. საქმე ის გახლავთ, რომ ცოდვით დაცემის შემდგომ გაუკუღმართდა ადამიანის ნება. ბავშვი რომ იბადება, მასში უკვე არის ეს დაცემული ბუნება, უბრალოდ, ან არ ვლინდება, ან ნაკლებად მჟღავნდება. როდესაც პატარას სურვილი აქვს პირველობისა, ეს გამოძახილია ღვთის ხატებისა, რომელსაც სურს სასუფევლის დამკვიდრება, მაგრამ თავისი დაცემული და გაუკუღმართებული ბუნების გამო ის, რაც უნდა, ხშირად მისთვის სასიკეთო არ არის და ცდილობს, პირველობა ძალადობით, ყვირილით, ტირილით ან ხვეწნა-მუდარით მოიპოვოს. სწორედ ამიტომ სჭირდება პატარას სწორი აღზრდა, რომ ნელ-ნელა გამოსწორდეს მისი ნება, გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და აირჩიოს კეთილი. მაგრამ ბავშვი რომ აღზარდოს, თვითონ აღმზრდელი უნდა იყოს აღზრდილი. მაგრამ თუკი ასე არ არის, როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლა? - თვითაღზრდით. თუ ადამიანი გონიერია და თავის ნაკლს ხედავს, საკუთარი თავი, ქცევა ღვთის სიტყვას უნდა შეუჯეროს, ეცადოს, ემსგავსოს უფალს. კაცი ღვთის ხატად იმისთვის შეიქმნა, რომ შემოქმედს ემსგავსოს სათნოებებით. თუ ადამიანი გამუდმებით, დაუღალავად ეცდება, ღვთის მსგავსებას მიაღწიოს - სრულყოფისკენ წავა, შეეძლება, სწორად აღზარდოს სხვაც, ამ შემთხვევაში - ბავშვი.

- მამაო, ხანდახან მთავრობისმოყვარე ადამიანები თავს იმით იმართლებენ, რომ ხალხზე ზრუნვა სიამოვნებას ჰგვრით და სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ მთავრობის სიყვარულიც...

- ხალხზე ზრუნვა კეთილი სურვილია, მაგრამ თუ გინდა, სხვას უმკურნალო, ჯერ თავი უნდა განიკურნო. თავდაპირველად საკუთარი თვალიდან ამოიღე დვირე და დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი მეგობრის თვალიდან. ყველას გვაქვს თვალში დვირე, მორი - მთავრობისმოყვარეობა, თვითნებობა და სხვა უამრავი ცოდვა. ამბობენ, რომ სხვისი დახმარება სურთ და ძალაუფლება მხოლოდ ამისთვის სჭირდებათ. კეთილი, მაგრამ ჩნდება კითხვა: მაგრამ განა იპოვეს გზა, რომ მისით სხვებიც გაიყვანონ?! რომელ გზაზეც არ გივლია, მასზე სხვა როგორ უნდა გაატარო?! რაც თვითონაც არ გაქვს, სხვას იმას ვერ მისცემ. ამიტომ ჯერ თავად უნდა შეიძინო სიბრძნე და გამოცდილება და მერე სხვებს გაუზიარო. უამისოდ მთავრობისმოყვარეობის უკან ზვაობა და ანგარება იმალება.

- ხშირად გვსმენია ამა თუ იმ ადამიანზე, თანამდებობის დაკავებამდე კეთილი და კარგი კაცი იყო, დაწინაურების შემდეგ კი სულმთლად გამოიცვალაო...

- გარკვეულწილად ასეც არის. მას ეძლევა მეტი საშუალება, გამოავლინოს თავისი ბუნება, მაგალითად, მთავრობისმოყვარეობა. სანამ თანამდებობას არ დაიკავებ, მანამდე იბრძვი ამ თანამდებობის მოსაპოვებლად. რით? იმით, რომ ვიღაცას ემეგობრები, გინდა, ასიამოვნო, გულისხმიერება და ყურადღება გამოიჩინო.Mმაგრამ დაწინაურებისთანავე იცვლება შენი დამოკიდებულება მათ მიმართ. ახლა უფროსებთან უნდა გამოიჩინო თავი.

მაგრამ არის მეორე მხარეც: ყველა თავისებურად უყურებს ამა თუ იმ საკითხსა თუ პრობლემას. რაც უფრო მაღლა ადის თანამდებობრივ კიბეზე, მით მეტი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აქვს ადამიანს, ფართოვდება მისი თვალსაწიერი. ვალდებულია, ბევრ რამეს გაუწიოს ანგარიში, ერთმანეთს შეუთანხმოს სხვადასხვა მოთხოვნა... ამიტომ ხშირად ქვემდგომი ადამიანები, რომელთაც განსხვავებული თვალსაწიერი აქვთ, სწორად ვერ აფასებენ თანამდებობის პირთა მოქმედებას.

ასეა პოლიტიკოსების შემთხვევაშიც. ჩვენ იოლად ვაკრიტიკებთ, განვიკითხავთ და განვსჯით პოლიტიკოსს, მაგრამ არ ვიცით, რა საზომით უდგება ის ამა თუ იმ საკითხს, რა ძალებს უწევს აგარიშს, რას ითვალისწინებს. ჩვენ არც მისი შინაგანი მოტივაცია ვიცით. ამიტომ ეკლესია გვასწავლის, არავინ განვიკითხოთ, რამეთუ ერთი და იგივე ქმედება შესაძლოა სიყვარულითაც იყოს გამოწვეული და სიძულვილითაც.

- ძირითადად მედროვე ადამიანები არიან ხოლმე შეპყრობილნი მთავრობისმოყვარეობით და ამის გამო ყველა დროს ერგებიან, დროსთან ერთად იცვლება მათი ღირებულებებიც...

- პირველ ყოვლისა, არ განვიკითხოთ ისინი და არ მივბაძოთ. შემდგომ - ვილოცოთ მათთვის, რომ დაინახონ თავიანთი მდგომარეობა, მოეგონ გონს და გადარჩნენ. ასეთმა ადამიანმა არ იცის, რა არის ცხოვრება. მისთვის ის მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობა, ძვირადღირებული სახლები, აგარაკები, სასეირნო და გასართობი საშუალებებია. ასეთი კაცი გზაზე მიმავალ ადამიანს ჰგავს, რომელსაც გამაფრთხილებელი წარწერები ხვდება - გზა გაფუჭებულია, ახლოს უფსკრულია, ხიდი ჩანგრეულია... ის კი მაინც აგრძელებს გზას და ბრმასავით ხან ორმოში ვარდება, ხან მდინარეში... უნდა ვილოცოთ, რომ ასეთ ადამიანებს თვალი აეხილოთ. თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

გვახსოვდეს ერთი რამ: როდესაც მოყვასს ვერ ვშველით, მივანდოთ ის უფალს, რადგან როცა ვერ ვშველით და მაინც ძალას ვატანთ - უფრო ვაბრკოლებთ მას.

- მამაო, მთავრობისმოყვარეობასთან გვაქვს საქმე, როცა ამა თუ იმ სასულიერო პირს სურს, სასულიერო იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, მაგალითად, ეპისკოპოსი გახდეს, და საამისოდ იღვწის კიდეც?

- უფალი ამბობს: ვისაც პირველობა უნდა, ის უკანასკნელი იყოსო. თუ გინდა, უპირატესი იყო, დაიმდაბლე თავი. რას ნიშნავს სიტყვა უპირატესი? ვინ არის უპირატესი? - ის, ვინც უფალთანაა დაახლოებული, ვინც იღვწის, მეტად ემსგავსოს შემოქმედს. უფალმა შესწირა ყველაზე დიდი მსხვერპლი და ყველაზე დიდი ტვირთი მან იტვირთა. მაცხოვარმა მოწაფეებს ფეხი დაბანა და შეაგონა, თქვენც ასევე მოიქეცით - დაიმდაბლეთ თავნი თქვენზე უფრო მდაბალთა წინაშეო.

მოციქული ამბობს, თუ ეპისკოპოსობა გსურს, კარგია, მაგრამ ეპისკოპოსს შესაბამისი თვისებებიც უნდა ჰქონდეს: იყოს მშვიდი, მდაბალი, მოსიყვარულე, უხვი... ეპისკოპოსობა, თავისთავად, კარგია, ისევე როგორც კარგია სასუფევლის დამკვიდრება, რომლისთვისაც ყოველი ადამიანია მოწოდებული. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს?! მაგრამ თუ არასწორად იღვწის ადამიანი, ვერც სასუფეველს დაიმკვიდრებს და სახელსაც გაიტეხს. ასე დაემართება სასულიერო პირსაც, თუ მას მარტო პირველობის სურვილი ამოძრავებს. თუმცა საეჭვოა, ასე იყოს, რადგან საეკლესიო იერარქია ზევიდან ინიშნება, ზემოთ მყოფნი კი გამოცდილნი და ბრძენნი არიან, ამიტომ ადვილად დაინახავენ, რა ამოძრავებს კაცს.

ვიცით, რომ უფალმა მრავალთაგან თორმეტი მოციქული გამოირჩია, თუმცაღა მათში იუდა გამცემელიც იყო. უფალმა იცოდა მისი ბუნება, მაგრამ არ დაუკარგა კეთილი თვისებები და ბოლომდე გამოსწორების საშუალება მისცა. ასევე შეიძლება მოხდეს საეკლესიო იერარქიაშიც, უნაკლო ხომ არავინაა. შესაძლოა ხედავდე ადამიანის ნაკლს, მაგრამ ნდობა გამოუცხადო და სიკეთე არ დაუკარგო, მეტი მოღვაწეობის საშუალება მისცე. თუკი მან არასწორად გამოიყენა ეს უფლება, მისთვისვეა ცუდი.

- ხშირად მოყვასზე გადაჭარბებული ზრუნვა დამახინჯებულ სახეს იღებს, მბრძანებლობაში გადადის. რადგანაც გამუდმებით ზრუნავ მასზე, თავს უფლებას აძლევ, მართო კიდეც ის...

- ეს ზრუნვა მთავრობისმოყვარეობის ერთ-ერთი სახეა, რომლითაც ადამიანის თავისუფლებას ვზღუდავთ. თუ გიყვარს მოყვასი, რასაკვირველია, უნდა იზრუნო კიდეც მასზე, მაგრამ საშუალებაც უნდა მისცე, თვითონაც გააკეთოს რაიმე საპასუხოდ. ვიზეც მეტისმეტად ვზრუნავთ, სწორედ ის გვეწინააღმდეგება ხოლმე. საპასუხოდ მასაც სურს რაღაცის კეთება, მაგრამ იმდენად ვზღუდავთ, რომ ამას ვერ ახერხებს. მერე, ბუნებრივია, აპროტესტებს ამას, ჩვენ კი გვგონია, რომ უმადურია.

- მამაო, ზოგჯერ მამაკაცები ოჯახში მთავრობისმოყვარეობას ავლენენ, თავს კი იმით იმართლებენ, პავლე მოციქულის თანახმად, თავი ცოლისა ქმარიაო...

- მამაკაცი მთავრობისმოყვარეობას კი არ ავლენს, თავის მოვალეობას ასრულებს. მთავრობისმოყვარეობას დედაკაცი ავლენს. ვინ აიღო პირველად აკრძალული ნაყოფი? - დედაკაცმა და შესთავაზა ადამს. მასში უკვე გაჩნდა სურვილი ხელმძღვანელობისა. ევამ თვითნებურად აიღო აკრძალული ნაყოფი, ისე, რომ არაფერი უკითხავს ადამისთვის და შეცდომაში შესულმა აცდუნა იგი. მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა დაირღვა. აქედან იწყება უსწორმასწორობა ოჯახური ცხოვრებისა. ბრძენია, ვინც ეს იცის და შეუძლია გაითვალისწინოს. ოჯახში სიბრძნე დედაკაცსაც მართებს და მამაკაცსაც. სამწუხაროდ, ხანდახან მამაკაცი ვერ ხდება თავი დედაკაცისა და ძალადობას მიმართავს. ქმარს უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ სიბრძნით შეუძლია გახდეს თავი ცოლისა. ასეთ დროს არც დედაკაცებს ჰყოფნით ხოლმე სიბრძნე, დაუთმონ მამაკაცს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღზარდონ თავიანთი ქმრები.

ცალმხრივად გამოსწორება ოჯახური ურთიერთობისა არ ხერხდება; აუცილებელია, ორივემ დათმოს.

- ალბათ სწორედ მთავრობისმოყვარეობის ცოდვაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. სიტუაციის დაბალანსების თვალსაზრისით, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ კონსტიტუციურ მონარქიაზე, როგორც სახელმწიფო მმართველობის ფორმაზე. თქვენ რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- მე პოლიტიკოსი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რა ჯობია და რა - არა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ იყო დრო, როცა ხალხმა მოითხოვა მეფე. ეს ერის სურვილი იყო და უფალმა შეისმინა ის - მოუვლინა ისრაელს პირველი მეფე - საული... არის კი დღეს ხალხის ცნობიერება ისეთი, რომ მეფე ითხოვოს? არის ჩვენი საზოგადოება მონარქისტულად განწყობილი? ჩვენ საუკუნოვანი რღვევა გვაქვს მონარქიისა, ხალხის ცნობიერება ახალ პირობებში ჩამოყალიბდა, როცა იმდენად გაშარჟებული იყო მეფის ხელისუფლება, იმდენად ცილისმწამებლური ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ ირწმუნა მონარქიის აუცილებლობა. მაგრამ უფალი სასწაულთმოქმედია. თუ ჩვენი ერისთვის ეს უკეთესია, ღმერთი განაგებს და ეს ასეც მოხდება. მე ვერ გავკადნიერდები და ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- მამაო, როგორ ვებრძოლოთ მთავრობისმოყვარეობის ცოდვას?

- ვთქვი და კიდევ გავიმეორებ - გვახსოვდეს უფლის სიტყვები: ვისაც პირველობა სწადია, უკანასკნელი იყოსო. ვეცადოთ, სხვას ისე მოვექცეთ, როგორც გვსურს, ჩვენ მოგვექცნენ. ნუ ვიფიქრებთ, თუ ყველას ვემსახურე, დამჩაგრავენ და წინ ვეღარ წავალო. ნუ გავიწყდებათ, რომ უფალი სუფევს და უფალი განაგებს, უფალი ხედავს და ყველას თავისას მიაგებს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat