რა უნდა ვიცოდეთ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით?
რა უნდა ვიცოდეთ თვითმკვლელობასთან დაკავშირებით?
წმინდა მამათა მოძღვრებით, ღვთის ერთ-ერთი მცნება "არა კაც ჰკლა" არა მარტო სხვის, საკუთარი თავის მოკვდინებასაც კრძალავს. თვითმკვლელობა უმძიმესი ცოდვაა. ცხადია თვითმკვლელობაზე საუბარი ძალზე რთულია, მით უფრო - თვითმკვლელთა ახლობლებისთვის, მაგრამ მეორე მხრივ აუცილებელიც არის - იქნებ წმინდა ეკლესიის მოძღვრებამ, წმინდა მამათა რჩევებმა გონება გაუნათოს სასოწარკვეთილებაში მყოფთ, რომლებსაც ყველაზე ხშირად უჩნდებათ თვითმკვლელობის სურვილი, და აიძულოს, ხელი აიღონ თავიანთ საბედისწერო განზრახვაზე.

გვესაუბრება ბაღდათის ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკათედრო ტაძრის ღვთისმსახური, მამა ბესარიონ მშვილდაძე.

- სიცოცხლე ღვთისაგან ბოძებული, მისგან მონიჭებული წყალობაა და ადამიანს უფლება არა აქვს უარყოს ეს წყალობა - მოაკვდინოს სხვისი ან საკუთარი სხეული, რომელიც ღვთის მიერ განსაზღვრულ დრომდე ინახავს სულს. საკუთარი სხეულის მოკვდინებით ადამიანი უარს ამბობს ღვთით ბოძებულ წყალობაზე - სიცოცხლეზე, უარყოფს ამ წყალობის მომნიჭებელს - ყოვლადმოწყალე უფალს და საკუთარი ნებით აბარებს სულს ეშმაკს, რომლის შთაგონებითაც მიდის ამ საბედისწერო გადაწყვეტილებამდე.

- თავს უმეტესად სასოწარკვეთილების ჟამს იკლავენ. რატომ ვარდება ადამიანი სასოწარკვეთილებაში?

- სასოწარკვეთილება - სრული უიმედობა - იშვება მიწიერისადმი უზომო მიდრეკილებით ანუ შედეგია ამქვეყნიურზე მომეტებული ზრუნვისა. სასოწარკვეთილების მთავარი მიზეზი ურწმუნოება, უფლის მიმართ უსასოობაა. ასეთ ვითარებაში მყოფებს გვავიწყდება მთავარი - ღმერთის არსებობა, რომელიც ყოველგვარ ვითარებაში შეგვეწევა და გვაპოვნინებს გამოსავალს. ღმერთის გარეშე დარჩენილ სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელიც ამ მდგომარეობამდე სიღატაკემ, უიღბლო სიყვარულმა, საყვარელი ადამიანის დაკარგვამ, ავადმყოფობამ თუ სხვა ცხოვრებისეულმა განსაცდელმა მიიყვანა, მიაჩნია, რომ ყველაფერი დასრულდა, საშველი არსაიდანაა, იგი, არქიმანდრიტ რაფაელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "გარემომცველ სამყაროში ხედავს არა ღვთის იმედსა და სიბრძნეს, არამედ რაღაც შავ ქაოსს", მის წარმოსახვაში იმდენად მძიმდება გარემო, რომ ერთადერთ გამოსავალს საკუთარი თავის განადგურებაში - თვითმკვლელობაში ხედავს. ამიტომაც არის, რომ სასოწარკვეთილებაში მყოფთა უმეტესობა სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

თვითმკვლელობამდე ადამიანი შეიძლება ეშმაკისეულ ხიბლში - ცრუ სულიერ მდგომარეობაში - ყოფნამაც მიიყვანოს, რომლის მთავარი მიზეზიც ამპარტავნება, საკუთარ თავზე იმედის დამყარებაა. სწორედ ამპარტავნებამ მიიყვანა იუდა თვითმკვლელობამდე: მას შემდეგ, რაც მაცხოვარი გასცა, ისკარიოტელი მიხვდა საკუთარ დანაშაულს და სინანულის გრძნობა გაუჩნდა, მაგრამ არასწორად შეინანა - თავი ჩამოიხრჩო, რადგან მასში იმდენად მძლავრობდა ამპარტავნება, რომ არც კი უფიქრია, შენდობა ეთხოვა. ის რომ ასე მოქცეულიყო, უფალი მიუტევებდა, მაგრამ ამპარტავნების გამო ეს არ გააკეთა.

თუკი ადამიანი ჭეშმარიტად მორწმუნეა, ის არასოდეს ჩავარდება სასოწარკვეთილებაში და ცხოვრებისეული პრობლემების გამო თავს არ მოიკლავს, რადგან რწმენაში განმტკიცებულ ადამიანს მთელი არსით აქვს გაცნობიერებული, რომ განსაცდელს უფალი უვლენს - ეს ხანმოკლე მიწიერი ტანჯვაა ჩვენივე განწმენდისთვის. ზოგჯერ უფალი განსაცდელებს ჩვენი ცოდვების გამო გვიგზავნის, ზოგჯერ - გამოსაცდელად, ზოგჯერ კი - როგორც მკურნალი წამალს, რათა მათი მეშვეობით განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, გამოვფხიზლდეთ და ცოდვილი მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ამიტომ მორწმუნე არც გასაჭირის დროს ივიწყებს ღმერთს, არამედ მასზე ამყარებს სასოებას. მთავარია, ადამიანის რწმენა, მისი ეკლესიურობა არ იყოს მოჩვენებითი და ზედაპირული - ცრუსულიერი, ხიბლური, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე წინაპირობაა სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა, როგორიც ურწმუნოება - რწმენა ღმერთის არარსებობისა.

- ზოგჯერ ადამიანი თავს იკლავს სხვის გადასარჩენად. მაგალითად, გადაეფარება სასიკვდილოდ განწირულ მოყვასს - მკერდს უშვერს ტყვიას, რომელიც სხვას უნდა მოხვედროდა...

- მსგავსი შემთხვევები არ შეიძლება თვითმკვლელობად მივიჩნიოთ, რადგან ასეთ ვითარებაში ადამიანი შეგნებულად არ იკლავს თავს.

- რა დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას შეგნებული თვითმკვლელობის მიმართ, რომელსაც ქალწული ღირსების დასაცავად, მოსალოდნელი ძალადობისგან თავის დაღწევის მიზნით მიმართავს? ძველად, როდესაც მონასტრებს თავს ესხმოდნენ, აწიოკებდნენ და მონაზვნებზე ძალადობას აპირებდნენ, ისინი უფსკრულებსა და ხევებში ცვიოდნენ...

- თუკი ქალწული ძალადობის დროს მიმართავს თვითმკვლელობას, მის საქციელს კიდევ შეიძლება მოეძებნოს გამართლება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ თუ ადამიანი ღვთის მცნებათა დამცველი და მისი მსასოებელია, ბოლომდე უნდა მიენდოს უფალს და არც ასეთი განსაცდელის დროს დაკარგოს მისი შემწეობის იმედი, გააცნობიეროს, რომ ეს განსაცდელი უფლისგანაა და ევედროს ხსნას. საერთოდ, ქალწულის მიერ უმანკოების შესანარჩუნებლად ჩადენილი თვითმკვლელობის ყველა კონკრეტული შემთხვევისას გარდაცვლილისთვის საეკლესიო წესების აღსრულება-არაღსრულების საკითხი უნდა გადაწყდეს ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ და მასთან შეთანხმებით.

- არსებობს თუ არა საეკლესიო სწავლება თვითმკვლელის სულის იმქვეყნიური მისაგებელის შესახებ?

- ეკლესია ვერც იმას იტყვის, რომ თვითმკვლელის სული წარწყმდება და ვერც იმას, რომ ცხონდება, რადგან, როგორც უფლის მოციქულები ბრძანებენ, ის, რაც ადამიანისთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღმერთისთვის, ამიტომ ეკლესია გვასწავლის, მათი ბედი მივანდოთ ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებას და მის ყოვლადბრძნულ სამართალს. ერთადერთი, რაც თვითმკვლელისთვის შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის მის სახელზე მოწყალების გაღება მისი სახელის წარმოუთქმელად - ყოვლადმოწყალე უფალი ხომ ყველაფერს ხედავს. ეკლესიის მიერ მიცვალებულთათვის დადგენილი წესები - ლოცვით მოხსენიება (საეკლესიო თუ პირადი ლოცვების დროს), ქრისტიანული წესის აგება, კერძო და საყოველთაო მოხსენიება და ა.შ. - თვითმკვლელთათვის არ სრულდება. თვითმკვლელისთვის ეკლესია ლოცულობს და აღასრულებს სხვა საეკლესიო წესებს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საშინელ დანაშაულს შეურაცხადი (ფსიქიკურად ავადმყოფი) ადამიანი სჩადის, მაგრამ ზუსტად უნდა გაირკვეს, ნამდვილად შეურაცხადი იყო თუ არა ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა, რადგან თვითმკვლელთა ახლობლები, გარდაცვლილისთვის ქრისტიანული წესის აგებისა თუ სხვა საეკლესიო წესების შესრულების ნება რომ მიეცეთ, ღვთისმსახურს უმალავენ თვითმკვლელობის ნამდვილ მიზეზს და მიზეზად სწორედ მის ფსიქიკურ აშლილობას ასახელებენ. ამის დასადასტურებლად ხშირად ყალბი საბუთიც კი მოაქვთ, რომელიც თვითმკვლელის შეურაცხადობას ამტკიცებს. ამიტომ ღვთისმსახურთ სხვა გზებითაც, მაგალითად, ხალხში გაკითხვით, უხდებათ იმაში დარწმუნება, ნამდვილად იყო თუ არა ფსიქიკურად დაავადებული თვითმკვლელი.

- სჩადის თუ არა ცოდვას ჭირისუფალი, რომელიც გარდაცვალების ნამდვილი მიზეზის დამალვით თვითმკვლელის ქრისტიანული წესით გაპატიოსნებას ახერხებს?

- ასეთი საქციელი ჭირისუფალს ცოდვად ეთვლება. გარდა ამისა, გარდაცვლილის სულს ამით კიდევ უფრო უმძიმებს ყოფას, რადგან მიცვალებულისთვის ლოცვა თუ სხვა საეკლესიო წესების აღსრულება მაშინ არის მაკურნებელი, თუკი ის მიწიერ ცხოვრებას ღვთის რწმენით, აღდგომისა და მარადიული სიცოცხლის იმედით განეშორა. "ვინ იცის, ეგებ ჩვენმა ლოცვამ კიდევ უფრო შეაშფოთოს ადამიანი, რომელიც გაბოროტებული გარდაიცვალა და გააძლიეროს მასში ღვთისადმი მტრული გრძნობები... ამიტომ მათთვის ლოცვამ, ვინც სასოწარკვეთის ცოდვის მოუნანიებლად და ღვთის გმობით წავიდა ამ ქვეყნიდან, შეიძლება სარგებლობის ნაცვლად მასაც ავნოს და მისთვის მლოცველსაც", - გვმოძღვრავს ერთ-ერთი მართლმადიდებელი მამა.

ამასთანავე, აუცილებლად გასათვალისწინებელია ერთი რამ - ადამიანს უფლისგან ბოძებული აქვს თავისუფალი ნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია ღვთის ნებას დაჰყვეს, მისი სურვილისამებრ იმოქმედოს ან, პირიქით, არ სცნოს იგი და ეშმაკის ნება-სურვილს დაემორჩილოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანი თავს ეშმაკის შთაგონებით იკლავს, გამოდის, რომ მის ნებას ემორჩილება. რაკი მას ჰქონდა თავისუფალი ნება, შეეძლო არ მიეღო ბოროტი სულის შეთავაზება და თავისი ქმედებით უარი არ ეთქვა ღმერთზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარი ნებით უარყო იგი, ამიტომ ეკლესიას უფლება არა აქვს, ილოცოს იმ ადამიანის სულისთვის, რომელმაც საკუთარი სურვილით უარყო ღმერთი - ეს უკვე ძალადობაა. ვერ გავკადნიერდებით, უფალს თვითმკვლელის სულის შეწყალება ვთხოვოთ. ერთადერთი, რასაც ეკლესია თვითმკვლელებთან დაკავშირებით გვირჩევს - გავიღოთ მოწყალება მათ სახელზე და მათი ბედი მთლიანად მივანდოთ ღმერთს, ვიყოთ მისი გულმოწყალების იმედად.

- აქვე კიდევ ერთხელ არის გასათვალისწინებელი თვითმკვლელთა ახლობლების სულიერი მდგომარეობა - ჭირისუფალი, რომელიც ფაქტობრივად ვერ ზრუნავს საკუთარ მიცვალებულზე, ვერ ასრულებს მისთვის ვერანაირ წეს-ჩვეულებას, ადვილი მოსალოდნელია ნაღველმა და სასოწარკვეთილებამ მოიცვას და თავადაც მსგავს საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მივიდეს. მით უმეტეს, თუკი ის არაეკლესიურად ცხოვრობს, არ იცნობს საეკლესიო სწავლა-მოძღვრებას...

- თუ ჭირისუფალს ოდნავ მაინც აქვს რწმენა უფლისა და არ უარყოფს ეკლესიას, აუცილებლად უნდა მიმართოს ღვთისმსახურს - სულის მკურნალს, რომელიც მისცემს ყველა საჭირო და აუცილებელ რჩევა-მითითებას და ყოველნაირად დაეხმარება ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ხშირად მომხდარა, რომ მსგავს ვითარებაში მყოფ ადამიანს, რომელიც საკუთარი ნებითა თუ ახლობელთა რჩევით მისულა ეკლესიაში, შვება უპოვია.

- რა გზებსა და საშუალებებს სთავაზობს ეკლესია ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობის აზრი ებადება?

- ასეთმა ადამიანმა, უწინარეს ყოვლისა, უნდა სძლიოს თავს და გულში განუწყვეტლივ იმეოროს იესოს ლოცვა, ვიდრე არ უკუაგდებს თვითმკვლელობის აზრს. ასეთ დროს კარგია რაიმე საქმის კეთებაც, ოღონდ არ უნდა შევწყვიტოთ გულში იესოს ლოცვის წარმოთქმა.

როდესაც იმდენად მაინც დამშვიდდება, რომ გააცნობიეროს, რაოდენ მძიმე ცოდვის ჩადენისკენ მიისწრაფოდა და რაოდენ მძიმე ხვედრს უმზადებდა საკუთარ თავს, სასურველია იკითხოს ფსალმუნები, რადგან მათ ბოროტი ძალის განდევნის საოცარი ძალა შესწევთ. ძველი აღთქმის მიხედვით, როდესაც მეფე საულს მოწყენილობა ეუფლებოდა, დავით მეფსალმუნე ფსალმუნებს უგალობდა, რაც მეფეს მწუხარებისა და ნაღველის დაძლევაში ეხმარებოდა. მაგრამ არ შეიძლება, მორწმუნემ ასეთ დროს მხოლოდ საკუთარი ნებით იმოქმედოს - აუცილებელია მოძღვართან მისვლა, მასთან საუბარი, რაც ეშმაკის ძლევაში დაეხმარება.

- მაგრამ თუკი ადამიანის სულს იმდენად ეპატრონება ბოროტი სული, რომ ეკლესიური წესების დაცვით სასოწარკვეთილების ვნებასთან ბრძოლა მის ძალას აღემატება?

- ასეთ დროს მასზე მისმა ახლობლებმა უნდა იზრუნონ - ეცადონ მის გამხნევებას, გაძლიერებულად ილოცონ მისთვის და გულწრფელად ევედრონ ღმერთს მის შეწევნას, მის სახელზე შეუკვეთონ სავედრებელი პარაკლისი და შეასრულონ სხვა საეკლესიო წესები მღვდელმსახურთა რჩევა-მითითებების გათვალისწინებით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat