რისხვით ანთებული სახე ძნელადღა ჰგავს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისას
რისხვით ანთებული სახე ძნელადღა ჰგავს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისას
"ყოველი სიმწარე და რისხვაი და გულისწყრომაი და ღაღადებაი და გმობაი მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით" (ეფეს. 4:31), - მოგვიწოდებს სიტყვა ღვთისა და გვასწავლის, რომ სიმშვიდე ცხონების მომნიჭებელია. "ნეტარ იყვნეს მშვიდნი", - გვესმის ყოველი წირვის დროს, მაგრამ შემოგვიტევს ეშმაკი და ჩვენი რისხვით ანთებული სახე ძნელადღა ჰგავს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისას.

მრისხანება სასტიკი და საშიში სენია, რომელსაც ღვთისმოყვარე ადამიანი არ უნდა დაემორჩილოს. როცა სხვათა ცოდვებს განვიხილავთ და ვმრისხანებთ, საკუთარიც გავიხსენოთ. საკუთარი ცოდვის გახსენებამ იქნებ ვერ დაამშვიდოს განრისხებული, მაგრამ იმას მაინც შეახსენებს, რომ არაფრითაა სხვებზე უკეთესი, მათგან გამორჩეული.

გოგა (მასწავლებელი): მრისხანებას ბევრი რამ იწვევს. ხშირად მომხდარა, რომ რაღაც გაუცნობიერებლად შემძვრომია სულში და ნერვები ამშლია... ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არცთუ იშვიათად მიწევს განრისხება და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი სიმშვიდის ფასი, საკუთარ თავთან გამკლავებას ვერ ვახერხებ. საქართველოს ისტორიას ვასწავლი, მიყვარს ჩემი საქმე და მგონია, მომავალი თაობის სულიერ აღზრდას ვემსახურები, რომლის ნაწილიცაა სამშობლოს სიყვარული. მადლობა უფალს, რომ დღეს არის საშუალება, პროცესი შემოქმედებითად წარვმართო! და ამ დროს ხედავ, რომ ვიღაც იცინის ან ისეთ რამეს იტყვის, წინაპართა ხსოვნას შეურაცხყოფს, მრისხანებას როგორ დაიოკებ? მართალია, ლანძღვა-გინებასა და ცემა-ტყეპაზე არასოდეს გადავსულვარ, მაგრამ სიმშვიდე შემინარჩუნებია-მეთქი, ვერც იმას ვიტყვი. მე ვიცნობ მართლმადიდებლობის საფუძვლებს, ვიცი, რომ სიმშვიდე ნეტარებისკენ მიმავალი გზაა, მაგრამ მიჭირს თავის შეკავება. მასწავლებელი, მოძღვარი ვარ და მინდა, როგორმე შევინარჩუნო სულის ძლიერება. ცდას არ დავაკლებ, თუმცა სხვებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული - ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, არ განარისხოს მეორე, რათა მისი ცოდვის თანამონაწილე არ გახდეს.

ლანა (ექიმი): ერთადერთი, რასაც ვერ ვერევი, მრისხანებაა. ერთი შეხედვით მშვიდი ქალი ვარ, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა ხდება ჩემს სულში. იშვიათად, რომ შენიშვნას მრისხანებით შევხვდე, შეურაცხყოფილი ტონით ვუპასუხო, მაგრამ ეს თავშეკავება ძვირი მიჯდება. ხშირად დავდივარ ეკლესიაში, მოძღვრის ქადაგებებსაც ვუსმენ და ვიცი, რას ნიშნავს სხვისი განკითხვა, მაგრამ ჩვენს პროფესიაში უპასუხისმგებლობას შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს, ამიტომაც ვერ ვახერხებ, ყოველთვის მშვიდად შევხედო საქმისადმი არაპროფესიულ მიდგომას, გულგრილობას. ვიცი, რომ უფალი ადამიანის გულს ხედავს და არ გამოეპარება, რა არის ჩემი შინაგანი მღელვარების მიზეზი.

გვანცა (სტუდენტი): როცა სიმშვიდეზე ჩამოვარდება ლაპარაკი, ერთი ჩემი თანაკურსელი მახსენდება. ყველაფრის მიმართ გულგრილია, რაც არ უნდა მოხდეს, ძარღვი არ აუტოკდება, შემოგხედავს და იფიქრებ, სძინავსო. გვიკვირდა, მაგრამ კითხვას ვერ ვბედავდით. მერე გავიგეთ, იეღოველი ყოფილა. ეს ხომ ხელოვნური სიმშვიდეა! მე ვერ ვერკვევი ჩვენი სარწმუნოების ყველა ნიუანსში, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ მშვიდად საკუთარ განსაცდელს უნდა შეხვდე, უნდა ეცადო, მრისხანებამ და ბოროტებამ არ შეგიპყროს, მაგრამ როგორ შეიძლება, არ აგაღელვოს სხვისმა გასაჭირმა, ტკივილმა?! ალბათ, ეს ცნება რაღაც ისეთსაც მოიცავს, რაც მე არ მესმის, სხვაგვარად ღმერთი როგორ გვეტყოდა, მშვიდად იყავი მაშინაც, როცა სხვებს უჭირთო?

ალექსანდრე (პენსიონერი): სიმშვიდე მადლია, მრისხანება, რომელიც ანგრევს ადამიანს - ბოროტება, ბოროტი კაცისგან მოყენებული წყენა კი უნდა დაითმინო, მშვიდად უნდა შეხვდე, მერე კი ილოცო მისთვის. თუკი მრისხანებას სიმშვიდითა და თავმოდრეკით უპასუხებ, ეს ნიშნავს, რომ მოყვასს ხელი გაუწოდე, დაეხმარე. მთელი ახალგაზრდობა სულიერ ფორიაქსა და მოუსვენრობაში გავლიე, ძილის დროსაც საქმეზე ვფიქრობდი, თანამდებობის პირი ვიყავი და ვაი მას, ვისაც რაიმე შეეშლებოდა! იმაზე არ ვფიქრობდი, რომ ადამიანს სამსახურის გარდა პირადი ცხოვრება, ჭირი და ლხინი აქვს. შეუძლებელ და ღვთის გარეგან საქმეს ვითხოვდი - ოჯახზე ხელი აეღოთ და სამსახურში ეთენ-ეღამებინათ. როცა ასაკში შევედი და ჩემი ზეობა დასრულდა, მივხვდი ჩემი საქციელის მთელ საშინელებას, მივხვდი, რა მოკლეა წუთისოფელი და რამდენს ვატკინე გული - იმის ნაცვლად, რომ ჭირსა და განსაცდელში შევხიდებოდი, კიდევ უფრო დავუმძიმე ყოფა. უფალმა მიმახვედრა ამას, დროზე ადრე არ გამიყვანა ამ სოფლიდან და დაფიქრების საშუალება მომცა. ახლა ვიცი სიმშვიდის ფასი, ვიცი, რომ ყურადღებიანი და გულისხმიერი უნდა ვიყო. მშვიდად როცა ხარ, ყველაფერს უკეთ განსჯი, ხოლო თუ მრისხანებას მიეცემი, შენს სიტყვას ფასი ეკარგება. მეტიც - ორმაგ ცოდვას სჩადი: თავად ხომ ეშმაკის კერძი ხდები და სხვაშიც გულისწყრომას ნერგავ. წმინდა ნიკოლოზს, რომელიც "ხატად სიმშვიდისა" მოიხსენიება, ვევედროთ, გამოიჩინოს გულმოწყალება და სიმშვიდისა და ნეტარებისკენ მიმავალ გზაზე წაგვიძღვეს.

გაბოროტება უფლისგან არ მოდის, რისხვა - ეს ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინებაა, მაგრამ გვახსოვდეს - უფალი მოგვიწოდებს, ვემსგავსოთ მას კაცთმოყვარეობასა და სახიერებაში. აკი გვამცნო ლუკა მახარებლის პირით: "როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ" (ლუკა 6:31).
რისხვით ანთებული სახე ძნელადღა ჰგავს ღვთის ხატად შექმნილი ადამიანისას
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat