შური
შური
ღარიბი უპირველესად იმაზე კი არ წუხს, რომ თვითონ არა აქვს, არამედ იმაზე, რომ სხვას მასზე მეტი აქვს
მამათა სწავლებით, ამპარტავნება ცოდვათა ცოდვაა, დასაბამი ყოველი მანკიერებისა. მისი პირმშოა შურიც - ვნება, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს ჩვენს ამპარტავნებასა და დაცემას. სწორედ შური იქცა ჯერ სატანის, შემდეგ კი ადამის დაცემის მიზეზად, მან დაგვაკარგვინა სასუფეველი და სამყაროში ცოდვა, ხრწნილება შემოიტანა. შურის გამო მოკლა კაენმა აბელი, შურის გამო დევნიდა საული დავით მეფეს, შურის გამო გაყიდეს ძმებმა იოსები, შურის გმო ტანჯეს ყოველი წმინდანი. დაბოლოს, სწორედ შურის გამო აცვეს ჯვარს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ეს მანკიერება ყოველ ჩვენგანში ბუდობს. ცოდვას რომ ვებრძოლოთ, უნდა ვიცოდეთ, საიდან წარმოიშობა, რაში ვლინდება, რა უწყობს ან რა უშლის ხელს მის განვითარებას, როგორ მოვიქცეთ, როცა ვისიმე გვშურს ან როცა ჩვენი შურთ. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ წულუკიძე.

- მამაო, რა არის შური?

- სანამ საუბარს დავიწყებდეთ, ალბათ, უმჯობესი იქნება ვთქვათ, რატომ არის ესა თუ ის საქციელი ცოდვა. ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს წმინდა წერილი, ის, რაც მცნებებით გვითხრა უფალმა. შურს მეათე მცნება კრძალავს: "არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა". აქედან ჩანს, რომ შური ერთ-ერთი უდიდესი ცოდვაა, რომელიც უფალმა აგვიკრძალა. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, შური არის მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა. ეს სიტყვები ყველაზე უკეთ გამოხატავს შურის არსს. შურიანი ადამიანი სხვისი ბედნიერებით არის უბედური. ძილად მისვლის ლოცვებში უფალს ვთხოვთ: "შემინდე... გინათუ მშვენიერებისა მქონებელი ვიხილე და მისდამი დავსლბიო". ეს სიტყვები კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ჩვენს სულში შურის არსებობაზე.

შური ერთ-ერთი ყველაზე მძიმედ შესამჩნევი და დასაძლევი ვნებაა. შურიანი ადამიანი, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, მხეცზე უარესია - მხეცს თუ რამე არ დაუშავე, არ გერჩის, შურიანი კი უმიზეზოდ ესხმის თავს მოყვასს.

შურისგან არავინ არის დაზღვეული. ის კი არა, ძმას ძმისა შურს, შვილს - მშობლისა და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მშობელსაც შეიძლება შეშურდეს შვილისა. ბასილი დიდი შურს იქედნეს ადარებს. მოგეხსენებათ, ეს ისეთი ქვეწარმავალია რომელიც, რომ დაიბადოს, დედის მუცელს შიგნიდან ჭამს. წმინდა მამა ამბობს: როგორც იქედნე გამოჭამს საკუთარ დედას და გამოდის გარეთ, ისევე ჭამს შური ადამიანის სულს.

- საიდან იბადება ეს ცოდვა? რა არის მისი წარმოშობის საფუძველი?

- როგორც მამები გვასწავლიან, ყოველგვარი ცოდვის სათავე, ძირი ამპარტავნებაა. შურის საფუძველიც ამპარტავნებაში უნდა ვეძიოთ. მოგეხსენებათ, პირველი ბრძოლა ზეცაში გაიმართა, მაშინ, როცა ნათლის ანგელოზი უფალს აუმხედრდა. მისი ამბოხი დამხობილ იქნა, მეამბოხე კი განდევნეს სასუფევლიდან და ის ბნელეთის ანგელოზად, დემონად იქცა. რამ დასცა ანგელოზი? ამპარტავნებამ და შურმა. მას არაფერი აკლდა, მაგრამ ღვთის სიდიადისა შეშურდა და ამპარტავნებით შეპყრობილმა შემოქმედის დამხობა მოიწადინა. ასევე ყოველგვარი ომის სათავე შურია. რის გამოც სახელმწიფო სახელმწიფოს ებრძვის, ერი ერს, ოჯახი ოჯახს, მოყვასი მოყვასს და ა.შ.

შურიანი დამონებულია ამპარტავნებას და ნაცვლად იმისა, გამოსწორდეს, მზერას სხვებისაკენ მიაპყრობს. ამპარტავანი მიიჩნევს, რომ სხვაზე აღმატებულია და შურს სხვისი კეთილი თვისებები. სხვის თვალში მწვლილს ხედავს, როცა საკუთარში დვირე ვერ შეუმჩნევია.

- თავის მხრივ, რა ვნებებს აძლევს დასაბამს შური, რომელი ცოდვის საფუძვლად შეიძლება იქცეს?

- შურის ერთ-ერთი გამოვლინებაა განკითხვა. მამები გვასწავლიან, მოყვასში სიკეთე ვეძებოთ, მაგრამ შურიანი ასე იშვიათად იქცევა, ამიტომაც სხვას ყოველთვის განიკითხავს.

ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ცდილობს, საკუთარ თავს მიხედოს, დამეთანხმება, რომ ხშირად განკითხვისას გვინანია, ნეტავ არ მეთქვა, თავი შემეკავებინაო, რადგან რა საზომითაც სხვას განიკითხავ, იმავე საზომით განიკითხები.

შურის შედეგია აგრეთვე ცილისწამება.

შურმა შეიძლება სხვა ცოდვებსაც დაუდოს სათავე. მაგალითად, იოსები ძმებმა სწორედ შურის გამო გაყიდეს. ვერ აიტანეს, რომ იოსებს, უმცროს ძმას, მამა განსაკუთრებული სითბოთი, სიყვარულით ექცეოდა. თვით იოსები კი როგორ მოიქცა? ამხელა განსაცდელის მიუხედავად, არ გაბოროტებულა, შური კი არ იძია, არამედ სიყვარულით და სითბოთი მიიღო ისინი და შეუნდო, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილად ღვთის რჩეული იყო. მაცხოვარიც ჯვრიდან ლოცავდა თავის ჯვარმცმელებს, მათ, ვინც შურით გასცა იგი. თუმცა რისი უნდა შეშურებოდათ მათ? იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, სადა იყოფვიო? მან მიუგო: მელთა ხვრელი უჩნს და ფრინველთა ცისათა - საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მოიდრიკოს. მაშ, რა უნდა შეშურებოდათ ადამიანებს ასეთი უფლისა? მისი მოსვლით ხომ აღესრულა წმინდა წერილის სიტყვები, რომ ის, ვისაც ამდენ ხანს ელოდნენ, მოვიდა მათ გადასარჩენად, რომ მესიის მოლოდინი დასრულდა, მაგრამ ადამიანებმა ვერ აიტანეს ეს და შეშურდათ. რამდენჯერ კლდიდან გადაგდება, ქვების დაკრება სურდათ უფლისთვის, რამდენჯერ მოკვლას უპირებდნენ... ხალხის გადარჩენისთვის განკაცებული მათვე გაურბოდა. უდაბნოდ მიდიოდა, სადაც მხოლოდ ისინი მიჰყვებოდნენ, ვისაც მართლა სურდა გადარჩენა.

უდიდესი ბერის, საბა ოსტაპენკოს ამბავი გავიხსენოთ. მამა საბა დიდად მოღვაწე კაცი იყო და დიდძალი მრევლი ჰყავდა. ეს შურდათ მასთან ერთად მომსახურე მღვდლებს და ემტერებოდნენ მას. ამის გამო ეპისკოპოსმა ფსკოვ-პეჩორის ლავრაში გადაიყვანა, რომელიც მიყრუებულ ადგილას მდებარეობდა, თუმცა იქ სულიერი ცხოვრება ყოველთვის ყვაოდა. მამაოს იქაც უამრავი ხალხი მიაწყდა. ამის გამო იქაურმა ბერებმაც აითვალწუნეს. ერთხელ ორი ბერი მის სენაკში შევიდა, სადაც მამა საბას ღვთისმშობლის ხატი ეკიდა. ხატი ასიმეტრიული იყო და დიდი ხელები და თვალები ჰქონდა. ბერებმა ხუცესს ჰკითხეს, რად გინდა ეს უშნო ხატიო. მამაომ შენიშვნა მისცა: განა შეიძლება ღვთისმშობელზე ასე ლაპარაკიო? დიდი თვალები იმიტომ აქვს, რომ ყველაფერს ხედავს, დიდი ხელები კი იმიტომ, რომ ჩვენი შეწევნა შეუძლიაო. შურით დაბნელებული ბერები გონს მაინც ვერ მოეგნენ და როცა მამა საბა სენაკში არ იყო, ხატი მოიპარეს, დაჩეხეს და სადღაც გადამალეს. ეს რომ მამაომ გაიგო, თვალცრემლიანმა უთხრა მათ: შვილებო, ამის გამო საშინლად დაისჯებითო. მართლაც, ერთი ბერი მალევე მოკვდა, მეორე მონასტრიდან გაიქცა და ცოლი მოიყვანა.

- ე.ი. საბოლოოდ შურს ღვთის შეურაცხყოფამდე მივყავართ?

- საუბედუროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. მოდით შევეხოთ ერთ საკითხსაც. გასაგებია, რომ ადამიანისათვის, რომელსაც ჰყავს ოჯახი და სჭირდება საკვები თუ ჩასაცმელი, შეძენის საშუალება კი არ აქვს, ძალიან მძიმეა ამ მდგომარეობის გადატანა. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ხშირად ღარიბი უპირველესად იმაზე კი არ წუხს, რომ თვითონ არა აქვს, არამედ იმაზე, რომ სხვას მასზე მეტი აქვს. სულ დრტვინავს: "რატომ ცხოვრობს ის ჩემზე კარგად? რა დამიშავებია? რით არის ის ჩემზე უკეთესი?" ეს უკვე განსჯაა, განკითხვაა, თანაც არა ოდენ მოყვასისა, ღვთის განგებულებისაც კი.

გავიხსენოთ სახარების იგავი. უფალმა ზოგს ერთი ტალანტი მისცა, ზოგს - 5, ზოგს კი - 10. ყველას - თავ-თავისი ნიჭისაებრ... ადამიანური ლოგიკით თუ განვსჯით, ვის ეკუთვნოდა და ვის - არა, სრული ქაოსი იქნება დედამიწაზე და, რაც მთავარია, ქაოსი იქნება ჩვენს სულში.

ლოცვაში ვამბობთ: "მომიტევენ ჩვენ თანადადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". ხედავთ, როგორი საზომი აქვს უფალს? ისე შეგვინდობს, როგორც ჩვენ ვაპატიებთ და შევუნდობთ სხვებს. ლოცვად რომ დადგები, თუ ძმის მიმართ წყენა გაქვს, პირველ რიგში, პატიება სთხოვე მას და ისე ილოცე, თორემ ღმერთი შენს ვედრებას არ შეიწირავს. ჩვენ კი თუ გული არათუ წყენით, არამედ შურით და განსჯით გვაქვს სავსე და იმაზე ვფიქრობთ, რომ სხვას უფრო მეტი მიეცა, ვიდრე ჩვენ, განა ასეთი ლოცვა შესმენილ იქნება? უფალი გვასწავლის, მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულიაო. ამიტომ თუ მადლიერების გრძნობა არ გვაქვს, რაც არ უნდა დიდი სიკეთე მოგვეცეს, მაინც გულნაკლულნი დავრჩებით და ყოველთვის ვიპოვით უმადურობის საბაბს.

- შური, როგორც მამები ამბობენ, ერთ-ერთი ყველაზე ძნელად შესამჩნევი ვნებაა. რამდენად გავრცელებულია ეს ცოდვა?

- შურს იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი ატარებს, ვიდრე აღიარებს. ბევრია ისეთი, რომელიც თავის თავში შურს ვერ ამჩნევს. ზოგი თვლის, რაკი საქმით ბოროტებას არ ვჩადი, არც შურიანი მეთქმისო. არადა, ყველა ცოდვა ჩადებულია ჩვენს არსებაში და ეს მანკიერებაც მეტ-ნაკლებად ყველას გვაქვს. განსხვავება იმაშია, რომ ზოგი შურს საქმითაც გამოხატავს და აშკარად მტრობს ადამიანს, ზოგი კი ამ ვნებას მხოლოდ ფარულად ატარებს.

სამწუხაროა, რომ თვით ეკლესიურ საზოგადოებაშიც არის ხალხი, ვინც შურისგან თავისუფლად მიიჩნევს თავს. საქმით თუ ბოროტება არ გავაკეთეთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ცოდვას არ ვატარებთ. გონებით შეცოდებაც ცოდვაა, თვალითაც, გულითაც და საქმითაც. უფალი ჩვენს გულებს ხედავს და ამის მიხედვით განგვსჯის. ადამიანი თავის თავს უნდა მიმოიხილავდეს. მაშინ მოიპოვებს საკუთარი თავის განკითხვას და დაინახავს თავის დაცემულ მდგომარეობას. შური ამ მხრივ გამორჩეული ცოდვაა - შურიანი მტრის მიმართ კი არ არის ბოროტად განწყობილი, არამედ მოყვასის მიმართ. სწორედ მოყვასია მისი ბოროტი ზრახვების ობიექტი. ვთქვათ, ვინმემ სიკეთე გაუკეთა. ეს შეიძლება შინაგანად არც კი ესიამოვნოს. გარეგნულად ემადლიერება, მაგრამ გული დახურული აქვს - ეს შურის გამოა. ასევე შურიანს თუ ჰყავს მოყვასი, რომელიც უამრავ სიკეთეს უკეთებს, მაგრამ თუ ერთხელ მაინც შეეშლება რამე, ნებსით ან უნებლიეთ უარს იტყვის მისთვის სიკეთის ქმნაზე, შურიანი ისე განრისხდება, გაბოროტდება, რომ ამ ამბავს მთელ ქვეყანას მოსდებს და ყველა სიკეთეს წყალში ჩაუყრის.

შურის შემჩნევა ზოგჯერ ძალზე ადვილია. აი, მაგალითად, შურიანს შეუძლია მივიდეს განსაცდელში მყოფ ახლობელთან, ანუგეშოს, თანაუგრძნოს და ეცადოს, დაეხმაროს, გულით განიცადოს და წუხდეს, მაგრამ იმავე მოყვასს თუ ბედნიერება ეწვევა, შურიანს არ ძალუძს, მისი სიხარული გაიზიაროს. სიტყვით შეიძლება მიულოცოს, მაგრამ გულით არ შეუძლია გაიხაროს.

- თანამედროვე ცხოვრებაში რა უწყობს ხელს შურის წარმოშობას?

- შური ბავშვებს სკოლიდანვე მოჰყვებათ. რამდენჯერ გაგვიგონია: პირველმა მე დავწერე, ყველას მოვასწარიო. მასწავლებელიც ხელს უწყობს და მოწაფეს მთელი კლასის წინაშე აქებს. დანარჩენებს შური იპყრობს და ცდილობენ, ან კარგი სწავლით დაამტკიცონ, რომ თვითონაც შეუძლიათ, ან გულს იცრუებენ და საერთოდ აღარ სწავლობენ. ყველა შემთხვევაში შური იქცევა ადამიანის თანამდევ თვისებად, რომელზეც აფუძნებს ის თავის ცხოვრებას, ეს კი ქვიშაზე სახლის აგებას ჰგავს.

დღეს ბავშვებს შეჯიბრის კანონით ზრდიან. ცდილობენ, წაჰკიდონ, დააპირისპირონ ერთმანეთს. მშობლები, მასწავლებლები აძლევენ საფუძველს მათ შორის შურის წარმოშობას. მოზარდი სხვების თანდასწრებით მათი დაკნინების ხარჯზე არ უნდა შეაქო. ჩვენვე ვანგრევთ ბავშვებში სწორ ხედვას.

პირველობისკენ სწრაფვა - რა არის ეს? მხოლოდ ის კი არ სურთ, რომ თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ (ამაში ცუდი არაფერია!), არამედ ის, რომ სხვას აჯობონ. რატომ არ ცდილობენ, სულიერებაში იყვნენ პირველები, მონდომებულები? იმიტომ, რომ ამის სანაცვლოდ აშკარა ჯილდოს, სარგებელს არავინ ელის. ამის საფასური უხილავია. პირველობისკენ სწრაფვა კი შურის წარმოშობის უმოკლესი გზაა.

- როგორ მოვიქცეთ, როცა, მაგალითად, ჩვენი ქონება შურთ?

- გავიმეორებ: დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მუდამ აქვს ადამიანს და ის მისი მატერიალური მდგომარეობიდან არ მომდინარეობს. კაცის გული გაუმაძღარია. რა მდიდარიც უნდა იყო, მაინც მეტი და უკეთესი გსურს.

მდიდარი უნდა ეცადოს, შურის მიზეზად არ ექცეს ადამიანებს. უნდა ახსოვდეს, რომ ეს სიმდიდრე იმისთვის მიეცა, რომ სხვებს დაეხმაროს და არა იმისთვის, რომ ფუფუნებაში ჩაფლულმა სული დაივიწყოს. ასევე თვითონაც უნდა ეცადოს, თავისუფალი იყოს შურისაგან.

არც უნდა გაგვიკვირდეს და არც გვეწყინოს, თუ ჩვენი შეშურდათ. ჩვენც ხომ ასე ვართ! შევიბრალოთ მოყვასი და ვეცადოთ, ბოროტებით არ მივუზღოთ. წმინდა იოანე კრონშტადტელის მთელი ცხოვრება დევნა იყო. რატომ დევნიდნენ? იმიტომ, რომ შურდათ. მაგრამ თვითონ ყველას სიკეთით მიუზღავდა. იოანე მაქსიმოვიჩი ავიღოთ, ემიგრანტული ეკლესიის მიტროპოლიტი. მისიც ძალიან შურდათ და ბოლოს, ვერა მიზეზი რომ ვერ უპოვეს, იმის გამო დაუწყეს კიცხვა, წირვის დაწყებას აგვიანებსო. ხანდახან მართლაც აგვიანებდა, მაგრამ იმიტომ, რომ ან მომაკვდავის საზიარებლად, ან სხვა გაჭირვებულის დასახმარებლად იყო წასული.

როცა ჩვენი შეშურდებათ და მრისხანება მოგვეძალება, გავიხსენოთ მაცხოვარი, რომელიც შურის გამო ჯვარზე გააკრეს. როცა მას ასე მოექცნენ, ჩვენ რისი ღირსები ვართ?!

შურთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა. ერთი ბერი სხვა მონასტერში მივიდა. ერთმა გამოცდილმა და მოსაგრე ბერმა დიდი სითბოთი და სიყვარულით მიიღო და თავისი ძველი სენაკი დაუთმო. მოსული ბერი ისე მოღვაწეობდა, რომ მასთან ბევრმა ხალხმა დაიწყო დენა. მონაზონი, რომელმაც მას სენაკი დაუთმო, შურით აღივსო და მორჩილის პირით შეუთვალა, სენაკი დამიცალე, მჭირდებაო. მორჩილი მიხვდა, რომ მისი მოძღვარი შურმა შეიპყრო და ასეთი რამ მოიმოქმედა. მივიდა მოსულ ბერთან და უთხრა: ჩემმა მოძღვარმა დიდი სიყვარულით მოგიკითხათ და კურთხევა გთხოვათო. ბერმაც დიდი სითბო და მოკითხვა დააბარა მორჩილს. მორჩილი წამოვიდა და მოძღვარს უთხრა: შემოგითვალა, სენაკს ერთ კვირაში დავცლიო. გავიდა ერთი კვირა. სენაკი, ბუნებრივია, არ დაცლილა. ბერი კვლავ მრისხანებდა. ისევ გაუშვა მორჩილი პასუხის გასაგებად, მორჩილმა კვლავ მოიკითხა მოსული ბერი და მოძღვარს უკან დაბრუნებულმა უთხრა, ხვალ დაცლისო. მეორე დღესაც რომ არ დაცალა, ისე განრისხდა ბერი, რომ გადაწყვიტა, მეუდაბნოესთან თავად მისულიყო. ასეც მოიქცა. გზაში მორჩილი დაწინაურდა და მეუდაბნოეს უთხრა: ჩემი მოძღვარი მოდის, რათა თავისთან ტრაპეზზე დაგპატიჟოთო. ბერი შეწუხდა, გამოეგება მოსულს და ფეხებში ჩაუვარდა - რატომ შეწუხდი, მე თვითონ გეახლებოდიო. მაშინღა მიხვდა მოძღვარი მორჩილის გონიერებას, მიხვდა იმასაც, თუ როგორ დააბრმავა შურმა და ბერს ფეხებში ჩაუვარდა პატიების სათხოვნელად. და ამის შემდეგ ტკბილად განაგრძეს მონასტრული ცხოვრება.

- სურვილი, ესა თუ ის საგანი გქონდეს, ცოდვაა?

- ცხადია, სურვილი, რომელიც სააქაო კეთილდღეობისთვის ზრუნვით არის გამოწვეული, ცოდვა არ გახლავთ. ეს არის ზრუნვა, საზრუნავი კი ყოველთვის აქვს ადამიანს. ისე არ ვიფიქროთ, რომ ზრუნვა არ შეიძლება. მართალია, უფალმა თქვა, ნუ ზრუნავთ ხვალისათვისო, მაგრამ დღეისათვის არ იზრუნოთო, არ უთქვამს. აქედან გამომდინარე, სურვილი ცოდვა არ არის. უბრალოდ, ის შურისაგან უნდა განვასხვაოთ. ამას კი სინდისი გვიკარნახებს.

ზოგი მთელი დღე მხართეძოზეა წამოწოლილი, ლოცვებს კითხულობს, ტაძარში დადის, ბოროტებას არ სჩადის და ჰგონია, რომ კარგი ქრისტიანია. ასე არ შეიძლება. ადამიანი მოვალეა, იზრუნოს მოყვასზე, ოჯახზე. თუ ხელი არ გაანძრიე, არ გეშველება.

- წმინდა მამები ხშირად ახსენებენ ე.წ. საღვთო შურს, მოშურნეობას. რას ნიშნავს საღვთო შური?

- საღვთო შური, თუ შეიძლება ითქვას, ერთადერთი "შურია", რომელიც ცოდვა არ არის. ეს ნიშნავს, შეიყვარო უფალი მთელი სულით, გულითა და გონებით და სული შენი დასდო მისთვის, აღიღო ჯვარი, დაუტევო ყოველი და შეუდგე მას. მოშურნეობაში იგულისხმება, რომ ადამიანს უფლის სიყვარულით აღეძრა საღვთო შური - მიმსგავსებოდა უფალს, გამხდარიყო ღვთის რჩეული ჭურჭელი - და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რათა მიიღოს უფლისაგან ჯილდო - ცათა სასუფეველი.

- დღეს ხშირად ახსენებენ ე.წ. თეთრ შურს...

- საზოგადოებაში თეთრი შურის ცნება რომ არსებობს, ეს მის უმეცრებაზე მეტყველებს. ეკლესიისთვის ასეთი რამ მიუღებელია, შური ყველა შემთხვევაში შურია.

- როგორ ვებრძოლოთ ამ ვნებას?

- ბრძოლა მეტად რთულია. თუ ადამიანმა თავის თავში შური დაინახა, როგორც მამები ამბობენ, ბრძოლის ნახევარი გარდავლილია. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ქრისტიანი უნდა მიხვდეს, რომ შური ამპარტავნებით არის გამოწვეული და ამ ვნებასაც ბრძოლა გამოუცხადოს. გარდა ამისა, მადლიერება უნდა აღეძრას ღვთისადმი, რომ ეს ცოდვა დაანახა, რომ მას გაღრმავების საშუალება არ მისცა. თუ იმ ადამიანთან, ვისიც გვშურს, ახლო ურთიერთობა გვაქვს, მამები გვირჩევენ ვეცადოთ, ვუკეთოთ ფარული სიკეთე და, რაც მთავარია, ვილოცოთ მისთვის, რამეთუ ლოცვა სასწაულებს ახდენს, და ვევედროთ უფალს გვიხსნას ამ ცოდვისაგან, რამეთუ მის გარეშე "არარაი ძალგვიძს ყოფად არცა ერთი". როცა უფალი ჩვენს მონდომებას დაინახავს, მოგვმადლებს ძალას, რათა გავიმარჯვოთ ცოდვაზე და დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
20.03. 2017
რუსუდანს
სხვა მოძღვარი მოგეძებნათ. მაგაზე ადვილი რა არის?
05.08. 2014
რუსუდანი
მამა მიქაელ, თქვენ და მამა ანდრია, ვაკეში იყავით მოძღვრებად, მე გადმოგყევით პეტრე-პავლეს ეკლესიიდან, მამა არჩილის ყოფილი მრევლი ვარ, ჰაერი არ მყოფნიდა და ხშირად წირვაზე ცუდად ვხდებოდი, ამიტომ გამოგყევით, თქვენ კი როგორ მომექეცით? აღსარების ჩაბარება რომ მოვინდომე, ერთმანეთთან მაგზავნიდით და არცერთმა არ მიმიღეთ. დღეს მე არ დავდივარ წირვაზე. მე ვინ ვარ, ერთი რიგითი ქართველი ვარ, თქვენ კი "არარიგითების" მიღება გსურდათ მრევლში, იმ დღეს ატირებული, აღსარება ჩაუბარებელი გამომიშვით.....
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat