ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად
ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად
ყოველი თქვენ მიერ მოწეული სიგარეტი უფლისთვის ზურგის შექცევა, მასზე უარის თქმაა
მოთმინება ის სათნოებაა, ურომლისოდ ცხონება შეუძლებელია. რომ არა მოთმინება, ვერავინ შეძლებდა ცოდვაზე უარის თქმას. მაგრამ ზოგიერთი ვნება კაცის ბუნებას ისე შეესისხლხორცება, რომ ჩვევად ექცევა და მისგან თავის დაღწევა ბევრს დაუჯერებელიც კი ჰგონია. ასეთი ჩვევები ნათლად მეტყველებენ მოთმინების უქონლობაზე. ერთ-ერთი გახლავთ თამბაქოს მოწევა.

მაინც რატომ არის მოწევა ცოდვა? ამის დამტკიცება არაერთი საშუალებით შეიძლება.

მეტად საინტერესო ამბავი უდევს საფუძვლად თამბაქოს გავრცელებას. მეზღვაურებთან ერთად კუნძულ სან-სალვადორზე გადასული ქრისტეფორე კოლუმბი შეაძრწუნა უჩვეულო, საშინელმა სანახაობამ - აბორიგენები ცხვირ-პირიდან კვამლს უშვებდნენ. თურმე ასე აღნიშნავდნენ ისინი თავიანთ დღესასწაულს. აბორიგენები იმდენს ეწეოდნენ, ვიდრე არ გაბრუვდებოდნენ. შემდეგ წარმოიდგენდნენ ათასგვარ არსებას, კავშირს ამყარებდნენ კერპებთან, რომელთაც ღმერთებს უწოდებდნენ. ეს რიტუალი და თამბაქო კოლუმბმა ევროპას გააცნო. ასე შემოვიდა თამბაქო მსოფლიოში. აქედან ჩანს, რაოდენ საშინელი საფუძველი აქვს ამ ცოდვას - ის სათავეს კერპმსახურებიდან იღებს. ალბათ დღესაც არაერთი მორწმუნისთვის ეს ბალახი ღმერთზე მნიშვნელოვან, საყვარელ საგნად ქცეულა, ურომლისოდაც სიცოცხლეც კი უჭირთ...

თამბაქოს "სატანის საკმეველსაც" უწოდებენ, რადგანაც ის არის ანტიპოდი, დამახინჯებული სახე კეთილსურნელოვანი საკმევლისა, რომელსაც ლოცვის დროს უფალს უკმევენ მორწმუნენი.

თამბაქო არის მკვლელობაც (გარშემომყოფთათვის ჰაერის მოწამვლა), უბედურ შემთხვევათა (ხანძრები და ა.შ.) მიზეზი და თვითმკვლელობაც. მისი მოხმარებით ადამიანები არღვევენ მცნებას "არა კაც კლა". სიგარეტი ვნებს არა მარტო მწეველის ჯანმრთელობას, არამედ, სხვა ნებისმიერი ცოდვის მსგავსად, აზიანებს სულს. თამბაქო აბრუებს, სულს ადუნებს, საფუძველია ცოდვათა გამრავლებისა. ეს ყოველივე ადამიანს ღმერთთან აშორებს, ეს კი სულიერი სიკვდილია.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც თამბაქოს მოწევა ცოდვაა, არის ის, რომ იწვევს ადამიანის ილუზიის ტყვეობაში ყოფნას, თუნდ ამას თავად მწეველი ვერ ხვდებოდეს. მამათა სწავლებით, ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს უფალი, სიკვდილი, ახსოვდეს, რისთვის ცხოვრობს, მაქსიმალურად ყურადღებიანი იყოს, რათა თავი აარიდოს ათასგვარ საცდურს. ეშმაკის მთავარი იარაღი ჩვენში ამ შეგრძნებათა დაკნინება, დაჩლუნგებაა. თამბაქო კი ერთ-ერთი საშუალებათაგანია, რომელსაც ძალუძს, ადამიანი რეალობას მოსწყვიტოს, დაუკარგოს საღი აზროვნების უნარი, დაავიწყოს, რომ ბრძოლაშია, რომ უფალი უყურებს და მოვა დრო მის წინაშე წარდგომისა. თამბაქო ადამიანს აკარგვინებს ნებისყოფას, უმონებს ბალახს, ხელს უწყობს მრავალგვარი ვნების წარმოშობას. ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩნდება კითხვა - ნუთუ იმდენად სასიამოვნოა მოწევა, რომ მილიონობით ადამიანს ბალახი უფალზე მეტად შეჰყვარებია? რით იზიდავს ასე? პასუხი მარტივია - არაფრით. ეს არის წუთიერი სიამოვნება, რომელიც სიზმარივით გაქრება, ეს არის წუთიერი ტკბობა, რომელიც არაფერია მარადიულობასთან, უფალთან სიახლოვესთან, ქრისტეში მყოფობასთან შედარებით...

თამბაქოს შესახებ გვესაუბრება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მსახური, დეკანოზი ზაზა კირვალიძე.

- მამაო, უმეტესად რა შეიძლება გახდეს მიზეზი თამბაქოს მოხმარებისა?


- თამბაქო ისე მოედო მთელ საზოგადოებას, რომ მისი მოხმარების მიზეზად შეიძლება ბევრი რამ იქცეს. თამბაქოს მოწევა პოპულარულია, მიღებულია და ბევრმა შეიძლება სრულიად გაუაზრებლადაც დაიწყოს მისი მოხმარება. ზოგი საზოგადოებაში თვითდამკვიდრების მიზნით, ზოგიც პრობლემის გამო ხდება თამბაქოს მონა. ძალიან ხშირად ბავშვები სკოლებში წამხედურობით იწყებენ სიგარეტის მოწევას, თითქოს ეს იყოს ერთმანეთისთვის "კარგი ბიჭობის" დამტკიცების საშუალება. ერთი-ორი "უწყინარი გასინჯვით" ისე ეჩვევიან სიგარეტს, რომ მერე თავის დანებება ძალიან უჭირთ.

- თქვენს მრევლში თუ არიან მწეველები და როგორ ეხმარებით მათ ამ ჩვევის დაძლევაში?

- ბუნებრივია, მწეველები ჩვენთანაც არიან. საბედნიეროდ, ბევრ მათგანს თავის დანებებაც სურს. ვიცი, რომ ერთბაშად ამას ვერ შეძლებენ და ვცდილობთ, თანდათან გადავაჩვიოთ. როცა ეკლესიაში სიარულს იწყებენ, ვთხოვთ, ნაკლები მოსწიონ. თავიდან კვირა დღეს ვურჩევთ თავის შეკავებას, მერე ოთხშაბათს და პარასკევს, შემდეგ უკვე მარხვების პირველ და ბოლო კვირას. ნელ-ნელა მოწევას თავს ანებებენ.

- მწეველებს ზიარების უფლებას თუ აძლევთ?

- ვაზიარებთ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ზიარებამდე რამდენიმე დღე არ მოსწევენ. მათი ზიარება, ჩემი აზრით, აუცილებელია. ოღონდ არ უნდა იფიქრონ, რადგან ეზიარებიან, ეკლესიის წევრები არიან, თამბაქოსთვის თავის დანებება არ იყოს საჭირო. არ უნდა ტოვებდეთ ფიქრი, რომ მოწევას თავი აუცილებლად დაანებონ. სხვა შემთხვევაში მათ ეკლესიაში სიარულს, ლოცვას აზრი არა აქვს. უფალი ამბობს, ორი უფლის მონობა შეუძლებელიაო. თუ ადამიანს ეკლესიურად, ქრისტეს მცნებებით ცხოვრება აქვს განზრახული, უნდა დაემორჩილოს კიდეც ეკლესიას, მის კანონებს. ქრისტიანობა ნიშნავს დათმობას, რაღაცის დათმენას, რაღაც სიამოვნებაზე უარის თქმას უფლის გულისთვის. სხვანაირად ვერც ქრისტიანად იწოდება ადამიანი.

- თუ ყოფილა შემთხვევები, რომ ასე ნელ-ნელა თავი მართლაც დაენებებინოთ თამბაქოსთვის?

- არაერთი. ზოგჯერ დიდი განსაცდელი გამხდარა თამბაქოსთვის თავის დანებების მიზეზი, ზოგჯერ ღმერთი სასწაულსაც კი უშვებს ამ ადამიანთა განსაკურნებლად. მადლობა ღმერთს, თვითონვე გრძნობენ ამის აუცილებლობას. ამ დროს კი ცოტა მონდომებაა საჭირო და შედეგიც არ აყოვნებს.

- მრევლში ისეთი წევრები თუ გყავთ, რომლებიც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ვერ ანებებენ მოწევას თავს?

- სამწუხაროდ, გვყავს. მათ ვთხოვთ, წირვამდე მაინც არ მოსწიონ... ხომ ვითომ უწყინარი ვნებაა, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში წინსვლას აფერხებს და ამას თვითონაც გრძნობენ. მოგეხსენებათ, ღმერთმა ადამიანს მიანიჭა სული და თავისუფალი ნება. ეს ნება მან ღვთისათვის სათნოდ უნდა მიმართოს, რათა გახდეს "სრული, ვითარცა მამა ზეცათა სრულ არს", ანუ ქრისტიანი უნდა მიემსგავსოს ღმერთს, სრული უნდა იყოს უფლისთვის, უარი თქვას ცოდვით მიდრეკილებებზე და უფალი შეიყვაროს. თავად განსაჯეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც ეს იცის, მაგრამ სიგარეტს მაინც ვერ ელევა. რომელი ცოდვითი მიდრეკილებების ამოძირკვაზეა საუბარი, როცა ადამიანი ბალახის მონა ხდება. ამ პიროვნებათა მდგომარეობა მეტად რთულია. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს ვნებენ, სხვებსაც აბრკოლებენ - როგორია, მორწმუნეს სიგარეტით ხელში რომ დაინახავ?

- ზოგი, იმის გამო, რომ თავს ვერ ანებებს, ეკლესიიდან მიდის კიდეც...

- ამგვარ საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს. ადამიანები, როცა ეკლესიაში მოდიან, იმას კი არ ცდილობენ, საეკლესიო ნორმებს მოერგონ, პირიქით, უნდათ, იქით მოირგონ ეკლესიური კანონები. როცა ხვდებიან, რომ ასეთი რამ მართლმადიდებლობაში შეუძლებელია, სინანულის მაგიერ ეკლესიიდან მიდიან. გასაგებია, რომ თავის დანებება რთულია. ამიტომაც ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და არ ვთხოვთ, თამბაქოს ერთბაშად გადაეჩვიონ. შეღავათს ვუწევთ და ცხადია, მორწმუნემაც უნდა შეძლოს დათმობა (თუ, რა თქმა უნდა, ნამდვილად მორწმუნეა). ეკლესიიდან წასვლით საქმეს როგორ უშველის? ვთქვათ, მოძღვარს ვეღარ ნახავს, დაემალება, მაგრამ ღმერთს სად გაექცევა? ის ხომ ყოველგანმყოფია. განა შეიძლება რამე, მით უმეტეს, თამბაქო გახდეს უფალზე უარის თქმის მიზეზი?

- რამდენად აუცილებელია ეკლესია ამ ვნებისგან განსაკურნებლად?

- ეკლესიის გარეშე ამის გაკეთება დაუჯერებელიც კია. ეს არის ჩვეულებრივი ვნება და როგორც სხვებს ვებრძვით ეკლესიის საშუალებით, ისევე უნდა ვებრძოლოთ მასაც. უფლის გარეშე ვერაფერს გავხდებით. ვახსენე, ზოგს სასწაული ანებებინებს თავს-მეთქი. სასწაული არ უნდა გვეგონოს რაღაც აბსტრაქტული, ირეალური რამ. უფალთან ყოფნა უკვე სასწაულია. მორწმუნე კი მარად უფალში უნდა იყოს და მისთვის ყოველი დღე სასწაული იქნება. უფალი ჩვენი სუნთქვაა. უფალთან გატარებული ყოველი წუთი ადამიანს განწმენდს, მას აახლოებს და ეს, ცხადია, ხელს უწყობს ვნებების დაძლევას.

- ალბათ მომხმარებელზე არანაკლებ სცოდავს ის, ვისთვისაც სიგარეტით ვაჭრობა შემოსავლის, გამდიდრების წყაროა.

- რა თქმა უნდა. თამბაქოს ბიზნესი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია. ჩვენი, ერთეულების, ლაპარაკი ამ ბიზნესზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ერთი კი ცხადია, ეს არის ცოდვის პროპაგანდა. როცა არის საშუალება, იყიდო, ყიდულობ. როცა ფასიც ხელმისაწვდომია და არც შოვნა ჭირს, ბუნებრივია, მომხმარებელთა რაოდენობაც მატულობს. ის, რომ დღეს თამბაქოს მოწევა ყველას ჩვევად ექცა, სხვებისთვისაც დიდი საცდურია. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიიდან ცნობილია, კაცობრიობა ვერანაირი გზით ვერ გადაეჩვია თამბაქოს, - და შეიძლება მისი სრულად ამოძირკვა ვერც ვერასოდეს მოხდეს, - მაგრამ თუ მომხმარებელთა რაოდენობა მაინც შემცირდება, ბუნებრივია, ეს მხოლოდ დადებით შედეგს მოუტანს როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ საზოგადოებას.

თამბაქო იმიტომაც არის საშიში, რომ ხშირად ხდება ნარკოტიკების მოხმარების მიზეზი. დღეს 75% მამაკაცებისა ნარკომანია. იცით, ეს რას ნიშნავს? ფაქტობრივად, მიდის ერის დეგრადაცია. ეს გამოიწვია სწორედ ეკლესიასთან გაუცხოებამ, არასწორი ცხოვრების წესმა, არასწორმა აღზრდამ. ამიტომაც იტაცებენ ასე ადვილად სულებს. ჩვენც იმიტომ ვაძლევთ შეღავათს, რომ ვცდილობთ, როგორმე შევაკავოთ ეს ადამიანები ტაძარში. რომ წავიდნენ, თავს უფრო დიდ განსაცდელს მოიწევენ. შეიძლება დაიღუპონ კიდეც. ამიტომ გვსურს, დარჩნენ უფლის წიაღში და აქ ებრძოლონ ამ ვნებებს.

- რას ურჩევდით მწეველებს, როგორ მოიპოვონ მოთმინება?

- ილოცონ ხშირად. როცა მორწმუნე ღვთისაგან მოთმინებას ითხოვს, ჰგონია, გაიხსნება ცა, ჩამოვარდება მოთმინება და ისეთი გახდება, რომ აწამონ, ხმას არ ამოიღებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რას ითხოვს. შეიძლება მოთმინება ითხოვო და ამის მერე უფალმა შენზე განსაცდელები დაუშვას. უნდა მიხვდე, რომ ეს სწორედ მოთმინების სასწავლებლად მოგივლინა. არადა, უმეტესობა განსაცდელებით გმობაში ვარდება და ეკლესიაზე გული უცრუვდება.

ევედრეთ ღმერთს, მოგცეთ ძალა ამ ვნებისაგან გასათავისუფლებლად. მცირედით დაიწყეთ. ხანდახან მაინც უთხარით თავს უარი და ძალიან რომ მოგინდებათ მოწევა, არ მოსწიოთ. მუდამ გახსოვდეთ, ყოველი თქვენ მიერ მოწეული სიგარეტი უფლისთვის ზურგის შექცევა, მასზე უარის თქმაა. თქვენ ყოველდღე, დღეში რამდენიმეჯერ აკეთებთ არჩევანს ცოდვასა და მადლს, სიკეთესა და ბოროტებას, უფალსა და ბალახს შორის. თავად განსაჯეთ, ღმერთია თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თუ სიგარეტი და ისე იქმოდეთ. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
04.03. 2016
მამა პეტრე
სიგარეტის მწეველთ ნებისყოფა დაქვეიტებული აქვთ,რაც ცოდვას აათმაგებს.მამაო მომიტევე თქვენი ვერნახვა.
სხვა სიახლეები
27.04.2021
იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.
04.02.2020
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) წიგნში "სულის ფარული სნეულებანი" ვკითხულობთ, ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს.
05.12.2013
არ ვილაპარაკოთ იმაზე მეტი, რაც სხვას დააზიანებს
ამონარიდები უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ქადაგებებიდან:
24.10.2013
ყველაზე დიდი გამარჯვება არის საკუთარი თავის დამარცხება
ბილწი და ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
24.10.2013
თეოდორ დოსტოევსკის ერთ-ერთი ნაწარმოების გმირი ამბობს, თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ადამიანისთვის ყველაფერი დასაშვებიაო.
24.10.2013
და მაინც, რა არის თამაში?
სამწუხაროდ, დღეს საზოგადოება მოიცვა ფულის შოვნის დაუოკებელმა ჟინმა.
10.10.2013
"ეშმაკი ხარობს ჩვენი დაღუპვით; თვითონ შურის გამო დაეცა და ჩვენც იმავე ვნებით გვითრევს თავისთან", - წერს ბასილი დიდი.
10.10.2013
განკითხვას ხშირად მოსდევს იმ ცოდვაში ჩავარდნა, რის გამოც სხვას ამტყუნებენ
სახარებაში ვკითხულობთ: "ნუ განიკითხავთ, რაითა არ განიკითხნეთ"
10.10.2013
ბერი იოსებ ვათოპედელი წიგნში "მადლმოსილი მორჩილი - ბერი ეფრემ კატუნაკელი", ბერის განმკითხველების შესახებ წერს და ამგვარი მაგალითი მოჰყავს:
10.10.2013
1. როგორ ვებრძოლოთ განკითხვის ცოდვას და რა უნდა მოვიმოქმედოთ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat