ანანური
ანანური
ანანურში ბევრი ჩვენგანია ნამყოფი, მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის ამ დიდებული ტაძრისა და თავად სოფლის წარსული.

მამა ნეოფიტე დავითაშვილის ლოცვა-კურთხევით, კიდევ ერთხელ ვესტუმრე ანანურს. მამა ნეოფიტე ანანურის ღვთისმშობლის მიძინების, ასევე მუხრანის ღვთისმშობლისა და ციხისძირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარია. მასთან საუბარს ოდნავ ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე სტიქაროსანს, კობა აფციაურს მოვუსმინოთ. კობამ სასულიერო სემინარია დაათავრა. სტიქაროსნად კი უკვე ოცი წელია მსახურობს.

- ანანურის ციხე-ქალაქის მშენებლობა არაგვის ერისთავებმა XIV საუკუნეში დაიწყეს. XVI საუკუნის ბოლომდე შენდებოდა თავდაცვითი მნიშვნელობის გალავანი და კოშკი, ყველაფერი ის, რაც დღეს ამ კომპლექსშია. XVII საუკუნის დასაწყისში კი იწყება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. გალავნის შიგნით სამი ტაძარია. წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია ყველაზე ძველია, XV-XVI საუკუნეებისა. XVII საუკუნეში კი სამრეკლო დააშენეს. შემდეგ აიგო ღვთაების სახელობის ეკლესია. ყველაზე დიდი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ბარძიმ მდივანბეგის თაოსნობით 1689 წელს აშენდა. ტაძრის ხუროთმოძღვარი საერისთავო საქმეების გამგებელი, ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი გახლავთ... ტაძრის შესასვლელში ამოტვიფრული ცხრამეტსტრიქონიანი წარწერა გვამცნობს ეკლესიის მშენებლობის ამბავს, - მე, ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი, ამ დღიდან რაც შეძლება გვქონდა, დღე და ღამე შეუსვენებლად ვმუშაობდით ტაძრის მშენებლობის დროსო. ძილიც არ ეცა ჩვენსა თვალებსა, ღამეებს ვათენებდითო და ღვთისმშობელს ევედრება: "ღვთისმშობელო, შენ მექმენ მცველ და მფარველ სოფელსა ამასა შინა, კეთილად და სინანულით განვასრულო ცხოვრება ჩემი საუკუნოდ". აგრეთვე წერია: "მოვედით, კურთხეულნო ღვთისშვილნო, და დაემკვიდრეთ თქვენთვის განმზადებულსა სასუფეველსა მართალთა თანა". შენდობას ითხოვს: "ვინცა ამას წაიკითხავდე, შენდობასა ბრძანებდე ჩემდა მომართ. ღმერთმა თქვენც შეგინდოთ. 1689 წელი". ამ დროს დასრულდა ტაძრის მშენებლობა.

თავად სოფლის სახელის, ანანურის შესახებ მრავალი თქმულება არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ანანური - ანას სინანულთან არის დაკავშირებული. თავადის ასულმა ანამ ლეკებს კარი გაუღო - ლეკი ყმაწვილი მოეწონა, სიყვარულმა სძლია, მაგრამ როცა ნახა თავისიანების აოხრება, სინანულმა დარია ხელი... მეორე თქმულებით: მდინარე არყალას პირას მტრის ჯარი დაბანაკებულა. სისხამ დილით წყალი მოვარდნილა და მომხდური წაიღო. ამ დროს მთიელი მეომრებიც გამოჩნდნენ და რაც წყალმა დააკლო მტერს, ქართველებმა მოუთავეს. ერთ მთავარს უთქვამს, - ამ საცოდავებს სანანურად დარჩათ აქ მოსვლაო. აქაური კოშკები XVI საუკუნისაა.Eეკლესიის გვერდით ყველაზე ძველი პირამიდული სათვალთვალო კოშკი დგას - გუშაგები ოთხივე მხარეს აკონტროლებდნენ და მეციხოვნეებს ატყობინებდნენ ყოველივეს. იქვეა შვიდსართულიანი კოშკი "შეუპოვარი".

ეს ამბავი 1739 წელს მოხდა. ქსნის ერისთავები არაგვის ერისთავებს მტრობდნენ: შანშე ქსნის ერისთავი ვახტანგ V-ის და აქედან გამომდინარე, რუსთა მომხრე იყო, არაგვის ერისთავი - სპარსული ორიენტაციისა. არაგვის ერისთავის ძემ, უთრუთმა შანშეს ოჯახი დაატყვევა და ირანის ერთ-ერთ ხანს გაუგზავნა. მაშინ თავად შანშე ვახტანგ VI-ს ახლდა მოსკოვს. დაბრუნებისთანავე მან და მისმა ძმამ, იესემ, 12 000 დაქირავებული ლეკი შეიყვანეს ანანურს. მომხდურს ამ შვიდსართულიან კოშკში გამაგრებული 200-მდე მეციხოვნე დახვდა. ბრძოლა ორი კვირა გაგრძელდა. ანანურელები გააფთრებით იბრძოდნენ და იმდენი ლეკი გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ თანამოძმეთა გვამებით სამალავ-სანგრები გააკეთეს ლეკებმა. მეზობელ სოფელ კვირიკედან ამ კოშკში თიხის მილებით შედიოდა წყალი. მტერმა მოახერხა და წყალიGგადაუკეტა ქართველებს. ზაფხულის პაპანაქებაში უწყლობამ დააუძლურა მეციხოვნეები. ბარძიმ ერისთავი იძულებული გახდა, მოლაპარაკება დაეწყო. მაგრამ ქსნელები უთრუთს ითხოვდნენ. უთრუთმა მოსალაპარაკებლად ძმა, გიორგი და მამა, ბარძიმი გაუშვა. მომხდურებმა ორივე დახოცეს. უთრუთმა ოჯახთან და მეციხოვნეებთან ერთად თავი კოშკს შეაფარა. ბრძოლა გაგრძელდა. ლეკებმა შეშა შემოაწყვეს კოშკს და ცეცხლი წაუკიდეს. არაგველები არ დანებდნენ, ამიტომ ხალხმა კოშკს "შეუპოვარი" დაარქვა. 200 წლის განმავლობაში ამ კოშკში საძვალე იყო. 1939 წელს არქეოლოგებმა გახსნეს კოშკი და ჩონჩხები გამოასვენეს...

მიძინების ტაძარი მშვენიერი ორნამენტებითაა შემკული.

მესანთლე ლეილა ბუთხუზი: - კომუნისტების დროს მოქმედი ტაძარი არ გვქონდა. ღვთისმშობლობასღა მოვდიოდით ანანურის ეკლესიაში. ბავშვობა ამ ტაძარში მაქვს გატარებული, აქვე ახლოს იყო სკოლა და ამოვდიოდით ხოლმე აქ. მაშინ მოქმედი არ იყო, არც არაფერი გაგვეგებოდა და შევდიოდით ხოლმე იქ, სადაც არ შეიძლებოდა შესვლა - საკურთხეველში. სარწმუნოებაში გაუთვითცნობიერებელი და გაუნათლებელი ვიყავი. ძალიან მძიმე, ცოდვებით სავსე წარსული მქონდა. ყველაფერი მეშლებოდა. ცოდვილი და უბედური დედა ვარ. ოთხი შვილი შემეძინა, ორი თვეებისა დამეღუპა, ორი - მოზრდილი. ერთისგან ორი შვილიშვილი დამრჩა. სულ ვნატრულობდი ხოლმე, - ღმერთო, ნეტავ ტაძარში დამლაგებლად მამსახურა-მეთქი. უფლის ნებით, მამა ნეოფიტემ შემომთავაზა მესანთლეობა. ჩემი შვილიშვილები დღეს ანანურის ტაძრის სტიქაროსნები არიან. უფლის სახლში სიმშვიდეს ვგრძნობ. დილით რომ მოვდივარ ტაძარში, ყველა ხატთან კანდელს ვანთებ. ღვთის რწმენა და იმედი მაძლევს ძალას, ვემსახურო უფალს.

მამა ნეოფიტე: - მადლობა ღმერთს, რომ ღვთის განგებულებამ 1991 წელს, ნათლისღების ღამეს, ტაძარში მიმიყვანა. ფაქტობრივად დაკარგულია ჩემი ერში ცხოვრების დრო - 30 წელიწადი. სხვა ფასეულობები მიზიდავდა.

...ნათლისღების დღესასწაულზე დიდუბის ტაძარში წავედი სანთლის დასანთებად. დაკეტილი დამხვდა. იქ ცოტა შევყოვნდი, არ წამოვედი. ცოტა ხანში ვიღაც გამოვიდა გარეთ და მკითხა, რა გნებავთო. ვუპასუხე. იმ დღის მერე არ მოვშორებივარ ტაძარს. გიორგობას სტიქარი ჩამაცვეს. უწმინდესმა მორჩილების კაბა დიდუბის ტაძარში, თამარობის დღესასწაულზე ჩამაცვა. დიდუბეში მამა ელისესთან (ახლა მეუფე ელისე) დავდიოდი. სასულიერო სემინარიაშიც ჩავაბარე. თუმცა ყოველთვის წირვისკენ, ღვთისმსახურებისკენ მიმიწევდა გული. ხშირად ვაცდენდი სემინარიაში ლექციებს და ტაძარში მივდიოდი. მონასტერშიც ვიცხოვრე - ზედაზენზე, ჯვარზე. უწმინდესმა ბერობა შემომთავაზა.Mმაშინ ვერ ვუპასუხე, გავჩუმდი. მეორედაც მკითხა ბერობის შესახებ. ვყოყმანობდი. როგორც თევზი წყალში, ისე ვიყავი მონასტერში, დაოჯახებას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა მოძღვარმა, მამა ელისემ დაოჯახებაზე მაკურთხა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ღვთის ნებას მივყევი და დავოჯახდი.

ღვთისმშობლის კურთხევით, მეუფე ზოსიმეს ეპარქიაში აღმოვჩნდი. პირველად რომ ვნახე მეუფე ზოსიმე, გავოგნდი - იმხელა სიწმინდე ედგა თვალებში. ანანურის ტაძარში ვიყავით მარიამობის დღესასწაულზე და მეუფემ ტრაპეზს ხელი სამჯერ დაადო და თქვა, - მოვა დრო და აქ მოხვალო. მართლაც, გავიდა ხანი და უფალმა სამი წლის მერე მღვდლად აქ მაკურთხა. მეუფემ დიაკვნად წილკანში მაკურთხა წმინდა ნეოფიტე ურბნელის ხსენების დღეს და დამარქვა მღვდელმთავრის სახელი. ვმადლობ უფალს, ღვთისმშობელს, რომ ასე მომიყვანა საოცარი, გონიერი, ბრძენი, მლოცველი ადამიანის გვერდით, როგორიცაა მეუფე ზოსიმე. პირადად მე თუ რაიმე გამაჩნია, მეუფე ზოსიმეს დამსახურებაა. მადლიერი ვარ უფლის და დედა ღვთისმშობლის, მასთან რომ მამსახურებს, თანაც ისეთ საოცარ ტაძარში, სადაც თითოეულ ქვაში მადლია ჩადებული. თავს უღირსად ვგრძნობ, სად ვიყავი და სად აღმოვჩნდი. ეს არის დიდი სასწაული ჩემს თავზე. რა გზა გავიარე და რა გზით მატარებს უფალი...

***
მეუფე ზოსიმე მეტად სულიერი ადამიანია. ბევრიც ვერ იტევს მის სულიერებას. ძალიან ზრუნავს ეპარქიაზე. ბევრი ტაძარი აღადგინა, მრავალი სამრევლო სკოლა გახსნა. ღვთისმსახურები ეკურთხნენ. მეუფეს მრავალი ისეთი სულიერი წიგნი აქვს გამოცემული, რომ გულს გაგითბობს, ურწმუნოს მორწმუნეს გაგხდის.

პირველად რომ ვნახე მეუფე ზოსიმე ზედაზნის მონასტერში, ისეთი მადლი დატოვა, გაოგნებული დავრჩი. მონასტრის წინამძღვარიც გაოგნებული იყო. მეუფემ ტრაპეზზე საკუთარი თეფშიდან კიტრის გადაღება შემომთავაზა. შევხედე ამხელა მადლის მქონეს და შემრცხვა. თითქოს სულს ეამა, მისი შემოთავაზებული რომ მივირთვი. მადლობა უფალს, რომ ასეთი ღირსეული მღვდელმთავარი ჰყავს ჩვენს ეკლესიას. ისე ვერ ვემორჩილები, როგორც საჭიროა და ვერ ვარ მისი სიტყვების ცხოვრებაში გამტარებელი, მაგრამ მაინც ვცდილობ, მის გზას გავყვე.

***
მთაში სუფთა ხალხი ცხოვრობს, რაც მახარებს. მართალია, მკაცრია აქ მსახურება, მაგრამ სიწმინდეს ვგრძნობ. სულს უხარია მათთან ყოფნა. მთაში მეტადაა შემონახული პატიოსნება, სიწმინდე. მომწონს, ადამიანში პატიოსნებას, სიწმინდეს და სინაზეს, მოკრძალებას, მორჩილებას, ვაჟკაცურ სიდიადეს რომ ვხედავ.

ანანურის ტაძარშია დაკრძალული წმინდა დოსითეოს ქუთათელი. ანანურის კომპლექსშია XIV საუკუნის წმინდა პანტელეიმონის ტაძარი. მახსოვს, ტრაპეზზე იყო მიშენებული ძველი და ახალი აღვადგინეთ. ძველი ტრაპეზიდან ჩემი ხელით ამოვაბრძანე უამრავი წმინდა ნაწილი და ახალ ტრაპეზში ჩავაბრძანე.

ანანურის ტაძარი მეუფემ 1989 წელს გახსნა. მას შემდეგ აქ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. მოქმედია ანანურის კომპლექსის სამი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პანტელეიმონის ტაძარშიც ვატარებთ ღვთისმსახურებას. წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მეუფე მობრძანდება ხოლმე. როცა ხორციელი და სულიერი უძლურება გვაქვს, იქ ვწირავთ ხოლმე. უფლის წყალობით, მეუფის ლოცვა-კურთხევით და მრევლის ხელშეწყობით, ცოტა ხანში ღვთაების ტაძარიც აღდგება. ნესტი ანგრევს ტაძარს. ჟინვალის წყალსაცავმა დაგვაავადა. თუმცა ამას ავიტანთ, უფრო საშიში სხვა დაავადებაა - სულიერი, ხორციელს კი ეშველება.

- რაში გამოიხატება სულიერი დაავადება?

- რაც ყველას გვაწუხებს, ეს ჩვენი ვნებებია. ყველანი ცოდვილები ვართ. როგორ უნდა შევებრძოლოთ? სიმდაბლით, სინანულით. თუ ტკივილი არ მივიღეთ, ვერ ვმდაბლდებით. როცა კარგად ვართ, ჩვენდაუნებურად ვმაღლდებით. გამიწიერებულია ჩვენი ფიქრი, აზრი. ვიცით, რომ ჩვენი სახლი ზეცაშია, მაგრამ გვინდა, რომ მაინც იქ მოვეწყოთ საუკეთესოდ, სადაც დროებითი და წარმავალია.Uუფალი მოწყალეა და როცა ტკივილი დაეშვება, მაშინვე სინანულს მოგვგვრის და უფლის ერთგულები ვხდებით. ჩვენ რისი ღირსებიც ვართ, იმაზე მეტი გვეძლევა ღვთისგან. სასწორივით არის, ცოდვა-მადლივით. ზოგჯერ მიწიერი გვეძლევა და სულიერი გვერთმევა. ეს სულის სიცარიელეს იწვევს. რაც მეტი გვაქვს ამქვეყნიური, უფრო მეტად მივილტვით მისკენ. ძალიან რთულია ყველაფრის დაბალანსება. თუUუფალი ტკივილით არ მოვიდა, გულით ვერ ილოცებ. თუ უფალი წყალობას მოგცემს და მადლიერებით აღივსები, კარგია, მაგრამ ეს დროებითია. გულით ლოცვა დღეს დაივიწყა ადამიანმა. უფალი თითოულ ჩვენს სიტყვას, თხოვნას ისმენს და წყალობას და სულის სიხარულს გვანიჭებს. უფალს უბრალო ადამიანი უყვარს, რადგან თვითონ უფალი იყო უბრალო.

***
ადამიანები უფრო მეტად აგრესიულები, დაუნდობლები, ნაკლებად მიმტევებლები და გულქვები გავხდით. ხალხს სახეზე ღიმილი გაუქრა. ხანდახან ადამიანი ქუჩაში თავისთვის ლაპარაკობს. ერთგვარი ფსიქოლოგიური სტრესია. ყოველივე ეს ამ დროებამ მოიტანა, პირველ რიგში კი ჩვენმა ცოდვებმა. ჩვენ მეტი მოგვეცა და ალბათ მეტად ვისჯებით ცოდვების გამო. თავად დავივიწყეთ ღვთის სახლი, ტაძარი, სიკეთე. ღვთის იმედი მაქვს, რომ ჩვენი გენეტიკა თავისას იზამს და ნელ-ნელა დამშვიდდება ქართველი ადამიანი. კვლავ გახდება ღიმილიანი, მოსიყვარულე, გულგახსნილი და მადლიც დაისადგურებს ჩვენს სულში, გულში. ამას შრომა უნდა, ისე არ მოვა. მადლობა ღმერთს, რომ ეკლესია მყარად დგას და მიჰყვას ხალხი სულის გადარჩენისკენ. გონიერი მწყემსმთავარი გვყავს, ჩვენი სულიერი მამა, და მისი კურთხევით, ჩვენი მეუფეების კურთხევით ერი წინ მიდის. ღვთის მადლით გავა ქვეყანა სამშვიდობოზე და დაწყნარდება ადამიანი.

სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უფალი ეუბნება თითოეულ ადამიანს: "სიტყვითა შენითა გამართლდები და სიტყვითა შენითა დაისჯები". მოძღვრის სიტყვას კიდევ უფრო მეტად აქვს მნიშვნელობა. პირველ რიგში უნდა ვიყოთ უფლის ერთგულები. სიტყვით კი ვართ ქრისტიანები, მაგრამ საქმეებით არ ვართ ხოლმე ხშირად. ხე კიდევ ნაყოფით იცნობა. ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის და მადლიერებისთვის გააჩინა. უპირველესად, უნდა გისურვოთ ღვთის ერთგულება, სიხარული და სიყვარული.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat