გლდანი
გლდანი
სოფელ გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის უძველეს ტაძარში მრევლი მსახურებაზე დასასწრებად ემზადებოდა... მოძღვრის, მამა თადეოზის (თანდაშვილი) გამოჩენის შემდეგ თითოეული მათგანის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მამაშვილური სითბოთი და სიყვარულით დალოცა სულიერი შვილები. მათთან სტუმრად მისული "კარიბჭეც" გააცნო. მრევლმაც გული გადამიშალა და ჟურნალისთვის საუბარიც შედგა.

ლალი ნარიმანიძე:
ძალიან დიდხანს იყო უმოქმედოდ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი, რის გამოც სხვა ტაძრებში გვიწევდა ღვთისმსახურებაზე დასწრება. სურვილი მქონდა მეცხოვრა ეკლესიურად, რის გამოც სხვა ტაძარში დავდიოდი. გული მწყდეობოდა, ასეთი უძველესი ტაძარი უმოქმედოდ რომ იყო. ღვთის მადლით აღდგა ღვთისმსახურება. მახსენდება, როცა პირველად ამოქმედდა ჩვენი ტაძარი. ამაღლებული გრძნობა მქონდა, როცა მოვიდა მამაო და ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა. ძალიან გვიყვარს ჩვენი მოძღვარი, მამა თადეოზი, ძალიან მადლიანი და საოცარი მამაოა. ყველასთვის ლოცულობს და ფიქრობს ჩვენი მამაო. იცის ვის, რა სჭირდება. უთქმელად გრძნობს ამას. მამაო მუდამ ქადაგებს, რომ ღმერთი სიყვარულია და ყველას უნდა უყვარდეს ერთმანეთი. ძალიან მიხარია, რომ მამა თადეოზი მსახუროს ჩვენს ტაძარში. ის იქნება სასურველი და საუკეთესო, რომ ყველამ გაიაზროს ამ ტაძრის მნიშვნელობა, თუ რა დიდებული ტაძარია ჩვენს სოფელში. მამა თადეოზის დამსახურებაა ისიც, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის ჩვენს ტაძარში. მიხარია, რომ მომავალი თაობა სულიერებით აღიზრდება.

ესმა კოტორაშვილი: ეკლესიური ცხოვრება განსაცდელების შემდეგ დავიწყე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარში ამოქმედებამდეც ხშირად დავდიოდი ხოლმე. ვილოცებდით და დამშვიდებულები სახლში ვბრუნდებოდით. ძალიან კმაყოფილები ვართ ჩვენი მამაოსი. მიუხედავად ასაკისა, 75 წლის ქალი ვარ, სულ დავდივარ ტაძარში. იშვიათად, რომ არ მოვიდე. ფეხები მაწუხებს, მაგრამ ტაძრიდან რომ მივდივარ, ვერ ვგრძნობ ტკივილს. ვთქვი, როგორც კი გლდანში ამოქმედდება ეკლესია, იმ დღიდანვე ვივლი-მეთქი.

მარინე პაპაშვილი:
ეკლესიაში ყოველთვის დავდიოდი, სანთელს ვანთებდი, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი. ტაძარში შესულს მუდამ სიმშვიდე მეუფლებოდა. რაც სოფელ გლდანში ამოქმედდა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარი, უკვე მუდმივი მრევლი ვარ. მადლობელი ვარ ღვთისა, რომ ჩემი შვილები მოვიდნენ ტაძარში, ესწრებიან ღვთისმსახურებას და გახდნენ აღმსარებლები. პირიქით, ახლა მე მასწავლიან, სწორად როგორ მოვიქცე. ასე თუ ისე მოვიპოვე სულიერი სიმშვიდე. ვცდილობ მეტი ვაპატიო შინაურსაც და უცხოსაც. მეტი მივუტევო ყველას. მიტევებასაც მოვითხოვ სხვებისგან. მსახურებას რომ ვერ დავესწრები, მუდამ სინანულის განცდა მაქვს. ისეთი თბილი მამაო გვყავს, რომ შეუძლებელია, არ ვიაროთ ტაძარში. ძალიან გვიყვარს ჩვენი მოძღვარი.

ლია მახარობლიძე: თავიდან გლდანის პოლიციის აკადემიასთან მდებარე ტაძარში დავდიოდი, მამა გიორგი სამსონაძესთან. მერე, როცა ჩვენთან ამოქმედდა ტაძარი, მამა გიორგიმ კურთხევა მომცა გადმოვსულიყავი სოფელ გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძარში. მას შემდეგ აქ დავდივარ. თავიდან აქ მამა აბო მსახურობდა, ძალიან თბილი მოძღვარი. თავიდან ძალიან მიჭირდა აღსარების ჩაბარება. მამა აბო ხომ ძალიან კარგია, მაგრამ მამა თადეოზი კიდევ უფრო მეტად თბილია. ისეთი თვალებით შემოგხედავს ხოლმე, რომც არაფერი გითხრას, ყველაფერი ნათელია.

მარინა მაისურაძე: ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი რწმენა და ღვთის სიყვარული სუფევდა. ხატების კუთხე გვქონდა მოწყობილი. მადლობა უფალს, რომ აღდგა ღვთისმსახურება. შეიძლება ხშირად ვერ მოვდივარ, მაგრამ ვცდილობ, არ გავაცდინო მსახურება. როცა ვერ მოვდივარ, ძალიან განვიცდი ხოლმე. ძალიან მადლობლები ვართ ჩვენი მამაოსი. ყველაზე ძალიან ის მახარებს, რომ ახალგაზრდობა მომრავლდა ჩვენს ტაძარში და ღვთის წიაღში არიან.

ირინე გიორგობიანი: მთელი ჩემი ცხოვრება სულ განსაცდელებითაა სავსე. ვგრძნობდი, რომ ყოველთვის რაღაც მაკლდა, რაღაცას ვეძებდი,Mმაგრამ არ ვიცოდი, რას. ღმერთის შესახებ არასდროს მსმენოდა. ალბათ ეს ჩვენი ათეისტური წყობის ბრალიც იყო. თითქოს ჩიხში ვიყავი მოქცეული. იმდენად განსაცდელებით სავსე იყო ჩემი ცხოვრება, მაგრამ ამ განსაცდელების პარალელურად ვგრძნობდი ინტუიციით, რომ ეს ჩემთვის თითქოს გამოცდის გზა იყო. სოფელ გლდანის სკოლა დავამთავრე, აქვეა, ეკლესიის დაბლა, და არ ვიცოდი, რომ აქ ტაძარი იყო. ყურმოკვრით ვიცოდი მხოლოდ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ტაძრის შესახებ. არასდროს მსმენოდა ჩემს სკოლაში სულიერების შესახებ. ერთი აღდგომა იყო და ისიც გააზრებული არ მქონდა, რა დატვირთვა ჰქონდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ დირექტორი დადიოდა და თუ ვინმეს აღმოუჩენდა წითელ, სააღდგომოდ შეღებილ კვერცხებს, სასტიკად უბრაზდებოდა. რომ იტყვიან, სხვების მიბაძვით დავიწყე მარხვა, აღსარება ჩავაბარე და ვეზიარე კიდეც. სახლში მქონდა სახარება და ყოველთვის მაინტერესებდა, შიგნით რა ეწერა, მაგრამ იქამდე ვერ მივდიოდი. ალბათ არ მიშვებდა ეშმაკი. ბოლოს ისე მოხდა, რომ განსაცდელი შემემთხვა, ავად გავხდი. მას შემდეგ ავიღე წიგნი. ამ განსაცდელმა მიმიყვანა სახარების წაკითხვამდე. ერთი წაკითხვით ძნელია ყველაფრის გაგება, მაგრამ რაც ძირითადია, გავიგე და მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს. მივხვდი, რომ ღმერთს უნდა მივენდო და სხვა დანარჩენი უკან მოვიტოვო. ჩემი ემოციები, ყველაფერი უკან მოვიტოვე და მივენდე ღმერთს. როგორც კი მივენდე ღმერთს, ისე უმტკივნეულოდ და უპრობლემოდ მიგვარდებოდა ყველა პრობლემა, რომ სასწაულის ტოლფასი იყო. ვგრძნობდი, რომ ეს იყო სასწაული. რასაც მთელი ემოციებით ვაკეთებდი და მინდოდა, რომ გამოსულიყო, ეს ყველაფერი ხდებოდა ისე სასწაულებრივად, რომ არ შემიძლია ეს სასწაულად არ ჩავთვალო. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ღმერთს უნდა მივენდო და უპირველესი ღმერთია. ღმერთის რწმენა, ღმერთზე მინდობა, რწმენაში გაძლიერება.

მამა თადეოზი მრევლთან ერთად

ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ გლდანში არ მოქმედებდა ეკლესია.Mჩემი მოძღვარი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობს, მაგრამ ჩემი გული აქეთ მოდის. მამა თადეოზი სიყვარულს აფრქვევს თვალებიდან. თითქოს ვგრძნობ, რომ აქ უფრო არის ჩემი ადგილი. ტაძარი უფლის სახლია და სადაც ითქმება უფლის სიტყვა, ყველა ძვირფასია. ვცდილობ ნაკლები ცოდვები დავუშვა, სხვასაც მივუტევო და მთელი ცხოვრება უფლის წიაღში გავატარო. ღმერთს ვთხოვ, რომ მოგვიტევოს შეცოდებანი ჩვენი. გაგვაძლიეროს და გადაგვარჩინოს.

არჩილ ნარიმანიძე: სტიქაროსნის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. როგორც მამა თადეოზი გვეუბნება ხოლმე, უნდა განირჩეოდე სხვა ადამიანისგან. უკვე სამი წელია სტიქაროსანი ვარ და ვფიქრობ, მომავალშიც გავაგრძელო. ძალიან კარგი და თბილი მოძღვარი გვყავს. ადრე სხვა ტაძარში დავდიოდი, მერე ნელ-ნელა აქეთ გადმოვედი.

ნათია წიკლაური: ძალიან დიდი მადლია ტაძარში სიარული. ჩემი ძმა სტიქაროსანია და ჩვენს ოჯახში ყველა ეკლესიურად ვცხოვრობთ. სამი წელი ხდება, რაც ამ ტაძრის მრევლი ვარ. მამა აბოს დროს დავიწყე ტაძარში სიარული და ახლა უკვე ეკლესიური ცხოვრება ჩემთვის ცხოვრების წესია. რომ არ მივიდე მსახურებაზე, სინდისი მქენჯნის.

მწყემსი კეთილი, მამა თადეოზი
ძალიან პატარა ასაკში მოხდა ჩემი მონასტერში წასვლა. მაშინ 16 წლის ვიყავი, 11 წლიდან კი მაზიარებელი ვარ ქრისტს სისხლისა და ხორცის. მახსოვს პირველი აღსარება, დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში, მამა გრიგოლს რომ ჩავაბარე. ასე დაიწყო ჩემი სულიერი ცხოვრება. დიდებული პიროვნება გახლდათ მამა გრიგოლი. რამ გამოიწვია 11 წლის ასაკში ჩემი გარდატეხა, ვერ გეტყვით. თუმცა, როცა ადამიანს ღვთის უხილავი და იდუმალი ხმა ეძახის, წინ ვერაფერი აღუდგება...

***
ოჯახში დეიდა იყო ძალიან მორწმუნე, მანაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ღვთისკენ მოქცევაში. როცა თბილისში მოვდიოდი დეიდასთან, სახლში ხატების კუთხე ჰქონდათ მოწყობილი. დეიდას დავყავდი ტაძარში. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ღვთის მადლით და წყალობით ჩვენთანაც, კახეთშიც გაიხსნა ტაძრები. სკოლის დამთავრების შემდეგ მოვიდა ჩემში სურვილი, სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. ჩემს ჯგუფში იყვნენ მამები, მათ შორის მამა სერაპიონი (გრიგოლიშვილი). როცა გავიგე, ისინი ბერები იყვნენ და მონასტერში ცხოვრობდნენ, სურვილი გამიჩნდა მათთან ერთად მეცხოვრა მონასტერში. მანამდე მონასტერში ნამყოფი არ ვიყავი. არც ვიცოდი, რა იყო მონასტერი. ადამიანი, რომელიც პრობლემებით მიდის მონასტერში, ორმაგი პრობლემებით ბრუნდება სახლში. მონასტერი ძალიან მკაცრია... დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია, 16 წლის ახალგაზრდამ დატოვო მოსიყვარულე ოჯახი, მაგრამ დამერწმუნეთ, როდესაც ეს მოდის ადამიანში, მას ვერავინ შეაჩერებს, ვერც საკუთარი თავი. ძალიან ბევრი წინააღმდგობა მქონდა ოჯახში, მაგრამ ღვთის წყალობით ეს დავძლიე და გადავლახე. მათ პატივი მიაგეს ჩემს გადაწყვეტილებას. ფიქრობდნენ, რომ ვიქნებოდი თეთრი სამღვდელოება, მეყოლებოდა ოჯახი. ძალიან რთულია თქვა, ადამიანს რატომ სწყურია წყალი, ასევე რთულია თქვა, რატომ უნდება ადამიანს ეს ცხოვრება. ეს ერთი დღის ამბავი არ არის, ეტაპობრივი და ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ხდება ისე, რომ მისი ცხოვრება უფლის გზას უკავშირდება და სურს იყოს უფლის წიაღში.

***
ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში. პარალელურად ვცხოვრობდი თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერში. ღვთის მადლით და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მოგვეცა საშუალება, პარალელურად გვესწავლა და მონასტერში მიგვეღო სასულიერო განათლება. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა. ჩემი მოძღვარია არქიმანდრიტი ბართლომე. მონასტერში პირდაპირ დასარჩენად მივედი. პირდაპირ მივედი მონასტერში, რომ ამ გზას შევდგომოდი. ჩემთვის ახლანდელი გადასახედიდან ძალიან რთულია, როგორ შეიძლება 16 წლის ადამიანმა მიიღოს ეს გადაწყვეტლება. დღეს ჩემთან რომ მოვიდეს 16 წლის ახალგაზრდა და მითხრას, ბერობა მინდაო, არ ვიცი, რა პასუხს გავცემ. ალბათ, უფლის შეწევნით, მოძღვარმა ჩემზე ეს დაუშვა.

თაბორზე როგორ მოვხვდი? მამები, რომლებიც ჩემი ჯგუფელები და მეგობრები იყვნენ, ამ მონასტერში მსახურობდნენ. მათ ვთხოვე რეკომენდაცია გაეწიათ ჩემთვის წინამძღვართან. ასე მოვხვდი მამა ბართლომესთან თაბორის მონასტერში. შემდეგ მოხდა უკვე ჩემი მორჩილების კაბით შემოსვა. 17 წლის ასაკში, 2007 წლის 7 ივნისს, იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე ორი ადამიანი შეგვმოსა მამა ბართლომემ: ერთს დაარქვა იოანე, მე - ზაქარია. ძალიან ლამაზად მახსენდება ეს დღე. ეს იყო ცხოვრების სხვა თვალით დანახვა. წარმოუდგენელია ამაზე ისაუბრო, წარმოუდგენელია ადამიანებთან მიიტანო ეს განცდა და ვერც მიიტან, ვიდრე ადამიანი ამას თავად არ გამოცდის და ამაზე საუბარი ცოტა რთულია.Mმამა ბართლომეს აქვს ძალიან ბევრი მონასტერი და გვაგზავნიდა სხვადასხვა მონასტრებში. სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 19 წლის ასაკში მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა. ღვთის წყალობით ვიტვირთე ეს მძიმე ჯვარი.

- ბერობა ისეთივე აღმოჩნდა, როგორსაც ფიქრობდით?

- ადამიანს ეძლევა აზროვნება და ცნობიერება. 16 წელი ძალიან რთული ასაკია, როდესაც ადამიანს აუცილებლად უნდა შეეცვალოს ცნობიერება, შეეცვალოს ხედვა. ღვთის წყალობით მოხდა ისე, რომ ის გზა, რომელიც თავიდან მქონდა არჩეული, აღმოჩნდა სწორი და თანაც ისეთი, როგორიც ჩემს სულს სურდა. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. როცა ხდება ადამიანისა და ღვთის ნების თანხვედრა, მაშინ უკვე ყველაფერი გამოდის ისე, როგორც ღმერთს სურს. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ძალა, რომ შენ უნდა იყო იმ ადგილას, სადაც შენს სულს უნდა. სხვა შემთხვევაში ვერ გაჩერდები, ვერ გაძლებ, ვერ დაძლევ ამ სირთულეს და სიმძიმეებს.

მამა მაკართან (მამა ანტონი) ურთიერთობა
როცა ჩემი პირველი მოძღვარი მამა გრიგოლი გარდაიცვალა, ჩემი მოძღვარი მამა მაკარი შემდეგ სქემარქიმანდრიტი ანტონი გახდა. ჩემი მეგობრების მოძღვარი იყო მამა ანტონი. როცა ვხედავდი, როგორი სულიერი შვილები ჰყავდა მამაოს, მეც გამიჩნდა სურვილი ჩემი სულიერი მოძღვარი ყოფილიყო. უდიდესი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ მამა ანტონი. ყოველთვის განსჯიდა და ისე მოქმედებდა. ძალიან დიდი სულიერების მქონე პიროვნება იყო. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კიდევ მეტის სწავლა შეიძლებოდა. ალბათ ვერ გამოვიყენე ის დრო, რომელიც უნდა გამომეყენებინა... როცა ბერდიაკვანი გავხდი, მაფრთხილებდა, რომ ძალიან რთულია ბერობის გზა. ალბათ ეშინოდა, რომ ვერ გავუძლებდი. ეშინოდა იმ ტკივილების, რომელიც მონასტერში არსებობს. ამ ტკივილების შესახებ ბევრჯერ მესაუბრებოდა. მან მითხრა, რომ ეს პიროვნებამ თავად უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, მისი კურთხევით მოხდა ჩემი მონასტერში დამკვიდრება.

ახლა ვმსახურობ სოფელ გლდანში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტერში. ადრე ამ ტაძრის შესახებ არაფერი ვიცოდი. მანმადე ბერდიაკვნობაში გარდაბნის რაიონის სოფელ ნაგებში ვმსახურობდი, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. დიდი სითბო და სიყვარული დამკვიდრდა მრევლსა და მოძღვარს შორის. დღემდე გვაქვს ურთიერთობა და და ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

***
ძალიან რთულია სასულიერო პირობა. მით უმეტეს ბერობა. ჩემმა მოძღვარმა მამა ანტონმა მითხრა: ძალიან რთულია ბერობაო და ასეთი მაგალითი მომიყვანა: როდესაც სასულიერო პირს გზაზე ძალიან მძიმე ჯვარი მიაქვს და მას დაინახავთ წაქცეულს, გაიხსენეთ მაცხოვარი, რომელიც იყო ღმერთკაცი, მაგრამ ჯვრის სიმძიმის გამო დაეცა ამ გზაზე. როდესაც მოძღვარს ნახავთ წაქცეულს, ნუ გადაუვლით, პირიქით, მიეშველეთ და მძიმე ჯვრის ტარებაში მიეხმარეთო. როდესაც მრევლს უყვარხარ და ამას ყოველწამიერად გრძნობ, შინაგანი ტკივილების დროს გეხმარება ეს სიყვარული. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ეს სიყვარული გვაჩვენა. მადლობა უფალს, მადლობა მრევლს, თითოეულ ადამიანს.

ღმერთმა დაგლოცოთ, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დედა ღვთისა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat