გლდანი
გლდანი
როცა გავიგე სოფელ გლდანში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარიაო, სურვილი გამიჩნდა, საფუძვლიანად შემესწავლა გლდანის აწმყო და წარსული. ტაძართან ამავე წმინდანის სახელობის მამათა მონასტერია დაფუძნებული, რომელსაც მღვდელმონაზონი თადეოზი (თანდილაშვილი) წინამძღვრობს. მამა თადეოზმა და მისმა მრევლმა სოფელ გლდანის შესახებ კობა ხარაძის მიერ გამოცემული წიგნი გადმომცეს, სადაც ვკითხულობთ: ისტორიულ წყაროებში გლდანი პირველად მოხსენიებულია თამარ მეფის ისტორიკოსის, ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში "ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისა". მასში აღნიშნულია: "გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ხევამდე გრდანისა ტყუე ყოველი".

ამის შემდეგ ეს სახელწოდება არაერთ წყაროშია მოხსენიებული. განსაკუთრებით ხშირად იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში. მათ შორის 1579 წლის საბუთში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ალექსანდრე კახთა მეფემ განუახლა სვეტიცხოველს გრდანში ღაჭიძეების შეწირულობა. გლდანი იხსენიება აგრეთვე XVII საუკუნის საბუთებში ჯანდიერების ყმებისა და ავჭალის წყლის დავაზე. ვახუშტი ბაგრატიონი რამდენჯერმე მოიხსენიებს მას, ოღონდ "გლდანის" სახელწოდებით. მის მიერვე შედგენილ რუკებზე და სოფლების სიაში ორი გრდანი არის აღნიშნული და კიდევ ერთი დასახლება დუმაგრდანი. იოანე ბაგრატიონიც "ქართლ-კახეთის სოფლების აღწერაში" გრდანის სახელს მოიხსენიებს (ორი სოფელი). გრდანი აღნიშნულია 1788 წლის საბუთში (საქართველოს სიძველენი). ჩვენი საუკუნის დასაწყისიდან საბოლოოდ დამკვიდრდა სახელწოდების ფორმა გლდანი. ვახუშტისა და იოანე ბაგრატიონის მიერ აღნიშნული დუმაგრდანი XIX საუკუნეში გამქრალა.

სახელწოდება გლდანი მიგვითითებს მრავლობით ფორმაზე; როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი რამდენიმე დასახლებულ პუნქტს ერქვა, მაგრამ რას ნიშნავს თვით ფუძე?

ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილია თქმულება, თითქოს ვახტანგ მეექვსის ლაშქარს გლდანთან დაემარცხებინოს ლეკების ლაშქარი და იქვე მდებარე "წვეტიან ქვასთან" მოეკლათ ლეკების სარდალი გალდანი, რის შემდეგ ამ დასახლებას გალდანი უწოდეს, რომელიც შემდეგ გლდანის სახელით შეიცვალაო. ამ თქმულების მეორე ვარიანტით, თითქოს ლეკების სარდალს გალდანს თვალებში ბუმბული ამოსვლია და დაბრმავებულა. შემდეგში ბრძოლა ვეღარ გაუგრძელებია. ეს ამბავი "წვეტიან ქვასა" და იქვე მდებარე გამოქვაბულთან მომხდარა, რის გამოც ამ ტერიტორიისთვის გალდანი უწოდებიათ. სახელწოდების თავდაპირველი ფორმა უნდა ყოფილიყო გარდანი (მსგავსი სახელწოდებაა გარდატენი), გარდა ნიშნავს გარდამავალს - მთისა და ბარის თავშეყრის ადგილს. ვახუშტი ბაგრატიონი გრდანის მდებარეობას ასე ახასიათებს: "ამას ქუეით (ჯვრის მონასტერი), გარდანამდე, არს ველი მთასა და მტკუარს შორისი" (ქართლის ცხოვრება). სწორედ მთასა და ბარს შორის გარდამავალ ზოლში მდებარეობს გლდანი. როგორც აღინიშნა, სახელწოდება მრავლობითი ფორმითაა მოცემული, რადგან თავიდანვე რამდენიმე დასახლებული პუნქტი ყოფილა ამ სახელით. შემდეგში სახელწოდება გარდანიდან ჯერ ამოვარდნილა პირველი ხმოვანი ა; შემდეგ რ ქცეულა ლ-დ, რაც ქართულში საკმაოდ ხშირი მოვლენაა. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სახელწოდება გლდანის თავდაპირველი ფორმა გარდანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ გრდანის, შემდეგ კი გლდანის სახელით გარდაქმნილა (გარდანი, გრდანი, გლდანი). რაც შეეხება დუმაგრდანს, იგი რთული სახელწოდებაა და მიღებულია გრდანისა და დუმასაგან. დუმა ნიშნავს ჩუმ, წყნარ ადგილს. ამ ტერმინიდან საქართველოში რამდენიმე პუნქტის სახელია ნაწარმოები; მაგალითად დუმასუბანი (კახეთში), დუმასური (პანკისის ხეობა), დუმანი (ჯავახეთში) და სხვა.

ვახუშტი ბაგრატიონის სოფლების სიაში და იოანე ბაგრატიონის "ქართლ-კახეთის სოფლების აღწერაში" დუმაგრდანი გლდანსა და მამკოდას შორის არის დასახლებული. ასევეა დატანილი ვახუშტი ბაგრატიონის რუკებზე. გამოდის, რომ დუმაგრდანი მდინარე გლდანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაა, ეგერთ წოდებული პატარა მამკოდა.

***
მთავარი მდინარეა გლდანისხევი. მას რამდენიმე სახელი აქვს. ადგილობრივი მოსახლეობა რიყეს ეძახის; ზოგიერთ რუკასა და ლიტერატურაში იგი ლელუბნისწყლის ან გლდანისწყლის სახელით არის მოხსენიებული. მოედინება საგურამო-იალნოს ქედის სამხრეთ კალთებიდან. კურსიკაანთ-ჩრდილის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან (ნასოფლარ ლელუბნის მახლობლად) და ერთვის მდინარე მტკვარს. მდინარე გლდანის შენაკადებია: მშრალხევი, ვეჯინისხევი, ჯოხტნისხევი და სხვა. ყველა ისინი მდინარის მარჯვენა შენაკადებია. ეს მდინარეებიც მცირეწყლიანობით ხასიათება, ზაფხულის თვეებში კი თითქმის შრებიან. გლდანის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე მდინარე ხევძმარა. ეს მდინარე მიჯნავდა ქართლსა და კახეთს. ხევძმარა მშრალი და პერიოდულად მოქმედი ხევია. მისი რეჟიმი დაკავშირებულია ატმოსფერულ ნალექებთან, ამიტომ წყლიანობა ზაფხულის პერიოდში ახასიათებს. მშრალ პერიოდში კი მთლიანად დამშრალია.

გლდანის ტერიტორიაზე რამდენიმე ტბაა. ერთ-ერთ მათგანს დიდი ტბა ჰქვია. იგი მდებარეობს გლდანის დასახლების ბოლოში. კიდევ ერთი ტბა, რომელსაც მლაშე ტბას, ანუ ხოჭა ტბას უწოდებენ, მდებარეობს ნასოფლარ მამკოდასთან.

***
გლდანის მიდამოებში მრავალი ნასოფლარია, არც ისე დიდი ხნის წინათ დასახლებული პუნქტი იყო ვეჯინი, მამკოდა, მშრალხევი, ლელუბანი. გაცილებით ძველი ნასოფლარია - დიდმანიანი, პატარა მანიანი, ზედავაკე, ნატუსები, საყინულე, ხოდაბუნები და სხვა.

მამკოდის ღვთისმშობლის ტაძარი

დიდმანიანი და პატარა მანიანი ჯოხტანისხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ახლა ეს ადგილი ტყით არის დაფარული. აქ გამოვლინდა ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. მცენარეულობით არის დაფარული აგრეთვე ვეჯინისხევის მარჯვენა მხარეზე მდებარე ზედავაკის ნასოფლარი. აქაც ნაპოვნია ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და ნასახლარები. ტყით არის დაფარული ასევე ნასოფლარი ნატუსები, რომელიც ჯვარასხევის მარჯვენა ნაპირზეა. ამავე ხევის მარცხენა ნაპირზე კი მდებარეობს ნასოფლარი ხოდაბუნები, რომლის ძირითადი ნაწილი ამჟამად ტყით არის დაფარული. აქაც ნაპოვნია ნასახლარები და ფეოდალური ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები. ჯოხტანისხევის მარჯვენა ნაპირზე, ბოგირებშია ნასოფლარი საყინულე. აქაც შეიმჩნევა ძველი ნასახლარები და ადრინდელი ფეოდალური ხანის წითლად და ჩალისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ნაპოვნია ფიქლით ნაგები ქვაყუთები.

626-627 წლებში ბიზანტიის კეისარმა თბილისში ილაშქრა. ცხადია, ვერც თბილისის გარეუბნები გადაურჩა ამ უბედურებას. 654 წელს არაბებმა დაიპყრეს საქართველო და აქ დიდხანს ბატონობდნენ. მემატიანე მოგვითხრობს: არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ "მოსრნა ყოველნი ნაშენი ქვეყანასა ზედა". ამ ველურის რისხვას ვერ გადაურჩა გლდანის სანახებიც. კიდევ უფრო მკაცრი იყო ბუღა თურქის 853 წლის ლაშქრობა, რომელმაც ცეცხლს მისცა თბილისი.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, გრიგოლ კახთა მთავრის (787-827) განდგომის შემდეგ გრდანი, ლილო, მარტყოფი გარდაბანში გაერთიანდა. გარდაბანი კი X საუკუნის შუა წლებამდე კახეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა.

გლდანის რეგიონი ხან კახეთის, ხან ერთიანი საქართველოს შემადგენლობაშია. 1122 წელს თბილისი ბრძოლით აიღო დავით აღმაშენებელმა. კახეთის შემოერთების შემდეგ გლდანი სამეფო სახლის განკარგულებაში გადავიდა, რომლის ყმა-მამულის ნაწილი სვეტიცხოველს შესწირა. 1184 წელს თამარის მეფედ კურთხევაც თბილისში დიდი ზეიმით მოეწყო: "აღივსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა... ყუელა ტვირთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თვის-თვისითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომი-შემდგომად. ააწყუეს კირითგან ქალაქისითა ხევამდე გლდანისა ტყუე ყოველი. განიყვანეს თამარ, და შესწირეს, და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თვითცა თაყუანისცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი" ("ქართლის ცხოვრება").

XV საუკუნის შემდეგ, საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის მერე, გლდანი კახეთის სამეფოს შემადგენლობაშია და ყმა-მამულების დიდი ნაწილი კახეთის თავადთა შორის უწარჩინებულეს ჯანდიერისშვილებს გადაეცათ, ხოლო ნაწილი კვლავ სვეტიცხოვლის მონასტერს. 1679 წელს ალექსანდრე II კახთა მეფემ სვეტიცხოველს განუახლა გლდანში ღაჭიძეების შეწირულობა.

***
საგურამოსთან ერთად გლდანი ერთ-ერთი ადმინისტრაციული რაიონი იყო კახეთის სამეფოში. მასში ექვსი დასახლებული პინქტი შედიოდა. ახლა ამ ტერიტორიის საკმაო ნაწილი ქალაქ თბილისის შემადგენლობაშია.

1885 წლის გაზეთ "დროებაში" ზაქარია ჭიჭინაძე წერს: "თბილისის ახლომახლო სოფლებში გლდანისა და დიღომისთანა ნაყოფიერი და სარგებლიანი სოფლები მგონი არც ერთი არ უნდა იყოს.Eეს ორი სოფელი მართლაც ხომ სანაქებონი არიან, როგორც ვენახებით, ისე ჰაერით, ერბოთი და წყლით.

გლდანი ბევრად წინ უსწრებს დიღომს, იგი მდებარეობს თბილისის მარცხენა მხარეს, სოფელ ავჭალის მახლობლად, მთის ძირობაზე, მცხოვრებთა რიცხვი 150 კომლამდის არის, 12 კომლი სომხის სარწმუნოებით არიან, თუმცა ენით, ჩვეულებით, ზნით და საოჯახო მოწყობილობით ქართველებისაგან არ განირჩევიან. ამათში რამდენიმე პირი კი ურევია, რომელთაც ვაჭრობა აქვთ დაწყებული და უნდა ვთქვათ, რომ მეტის მეტად ლაზათიანად ატყავებენ აქაურ გლეხკაცებს. ამ სოფლის მებატონეები არიან: აკიმოვები, სურგუნოვი, თანდილოვი, თამამშოვი და ათულიანცი".

1897 წლის "ივერიაში" კი ვკითხულობთ: აკურთხეს სამონასტრო სკოლა გლდანში და მისთვის შენობა უფასოდ დაუთმია ექიმ სპ. ვაწაძეს. იმავე წლის 8 ივნისის ნომერში აღნიშნულია, რომ სკოლის მეთვალყურედ დაუმტკიცებიათ ექიმი ვაწაძე, აღსანიშნავია სპირიდონ ვაწაძის საქველმოქმედოო საქმიანობა, მისი ზრუნვა სოფელ გლდანისათვის. მას გაუშენებია შესანიშნავი ბაღები. ახლანდელი სკოლა-ინტერნატის მიდამოებში ყოფილა ბაღები გაშენებული, რომელიც მისი შვილის თამარის სახელს ატარებდა.

***
გლდანი ადრეულ პერიოდში (V საუკუნიდან) შედიოდა რუსთავის საეპისკოპოსოსა და სასპასპეტოში. XIII საუკუნის 60-იანი წლებიდან, როცა ოქროს ურდოს ყაენმა მოაოხრა რუსთავი, საეპისკოპოსოს კათედრალი მარტყოფში გადაიტანეს, ხოლო სახელი შემდეგშიც რუსთველის შერჩა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "ამ ხევსა ზედა (ლოჭინი) არს სახმრით ეკლესია ღუთაებისა (მარტყოფში), გუმბათიანი, დიდშენი, გარ ზღუდე-გოდლოსანი, კეთილს შუენიერს ადგილს. ხოლო შემდგომად, რაჟამს მოოხრდა რუსთავი, მუნებური ეპისკოპოზი მოსცვალეს აქა, და ზის აქამდე, და არა შეუცვალეს სახელი, არამედ იგივეს რუსთველს უწოდებენ. მწყემსი არს მარტყოფ-საგურამო-ხერკისა" (ქართლის ცხოვრება). ვახუშტი ბატონიშვილი "საგურამო-ხერკს" სოფლების სიაში უწოდებს "გრდანი და საგურამო". იოანე ბაგრატიონი ასევე უწოდებს: "გრდანისა და საგურამოს ხეობისა". ამდენად, გრდანი და საგურამო ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული იყო და ერთ საეპისკოპოსოში შედიოდა.

გლდანისა და მისი მიდამოების ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ნაგებობის ნაშთები. V საუკუნის ეკლესიის ადგილას არის აგებული გლდანის დასახლების ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც თანამედროვე სახით 1991 წელს აიგო, ძველი ეკლესიიის საძირკვლის ნარჩენებზე.

სოფელ გლდანში, ამაღლებულ ადგილას მდებარეობს დარბაზული ტიპის VIII-IX საუკუნეების ეკლესია. იგი ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით და თავდაპირველი სახით მხოლოდ აღმოსავლეთი კედელია შემორჩენილი.

***
VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება აგრეთვე ვეჯინის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სასახლე. აქვეა ეკლესიები - ნასაყდრალი, წმინდა გიორგის ნიში და სამეურნეო დანიშნულების შენობათა ნაშთები. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზული ტიპისაა. საკურთხეველში ერთი სარკმელია. სატრაპეზოზე გამოსახულია წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი. ეკლესიის მახლობლად მდებარეობს სასახლე-ციხე. მოშორებით დგას ნასაყდრალი და წმინდა გიორგის ნიში.

დასახლება რიყიანში ყოფილა XII საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ნაშთი და წარწერებიანი ქვები აღმოჩნდა 1942 წელს აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის სახლის მშენებლობის დროს.

ნასოფლარ მამკოდასთან დგას ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიები. ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია და XIX საუკუნეშია აგებული. მამკოდის წმინდა გიორგის ეკლესიაც XIX საუკუნეშია აგებული. ღვთისმშობლის ეკლესიას ფილაზე ამოკვეთილი წარწერა აქვს მშენებლის სახელით "თედო" და აგების თარიღით "1850 წ." სერზე დგას პატარა, გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ხალხი მას იყდრიის საყდარს უწოდებს. შეგვეწიოს მათი მადლი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat