"შენ გინახავს სვანეთი - შემოსილი მწვანეთი?.."
"შენ გინახავს სვანეთი - შემოსილი მწვანეთი?.."
ჯერ კიდევ სტრაბონი წერდა: "სვანები ძლევამოსილი ხალხია და ვგონებ, ქვეყნად ყველაზე უფრო მამაცნი და შეუპოვარნი. ყველა მეზობელ ხალხს განაგებენ. ჰყავთ მეფე და 300 წევრისაგან შემდგარი საბჭო... შუძლიათ გამოიყვანონ 200 000 მებრძოლი".

სვანეთზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ქვემო ჭალის საჯარო სკოლის ხელოვნების ისტორიის პედაგოგი, სამთავისის საკათედრო ტაძრის მედავითნე ირმა (ელისაბედ) ზაქარიაშვილი.

- რას ფიქრობთ, რა გამოარჩევს სვანეთს საქართველოს სხვა კუთხეებისგან?

- მიტროპოლიტი ტრიფონი (თურქესტანოვი) სამადლობელ აკათისტოში ბრძანებს: "მადლობა უფალს ადამიანებთან განგებიანი შეხვედრისთვის!" "მადლობა უფალს მეგობართა ერთგულებისთვის!"

გულითადად ვმადლობ კეთილშობილ და-ძმას, ვერას და დავითს, რომლებიც სიყვარულით, სიკეთითა და სითბოთი ავსებენ ადამიანებს. მათ მაჩვენეს საქართველოს ულამაზესი მხარე სვანეთი.

წმინდა ილია მართალი ბრძანებდა: "თუ საქართველო ოდნავ მაინც გიყვართ, სვანეთში უნდა წახვიდეთო". ჩვენც შევიტკბეთ წმინდანის რჩევა და ორი განუყრელი მეგობარი გავუყევით ენგურისპირეთს. შემოგვეგება სითბოთი და სინათლით გაჯერებული ზუგდიდი. დაგვატყვევა მისმა კოპწია სახლებმა. ვესტუმრეთ დადიანების სასახლე-მუზეუმს, მოვილოცეთ ტაძარი და მესტიისაკენ გავეშურეთ.

ზემო და ქვემო სვანეთი. მესტიისა და ლენტეხის რაიონები. ერთის დედამდინარე ენგურია, მეორისა - ცხენისწყალი.

ზემო სვანეთი მაღალია. ცას მიბჯენილი დიდრონი მთები, მწვანით დაფერილი ტყე-ველი, ოლიმპიური, დაუმორჩილებელი, ამაყი და მედიდური.

ზემო სვანეთში კოშკებიც მეტია. მხოლოდ უშგულში (ეს გახლავთ უმაღლესი დასახლებული ადგილი ევროპაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლეზე) 37 კოშკი და 7 ეკლესიაა. უშგული - მუზეუმი ღია ცის ქვეშ ნაკრძალადაა გამოცხადებული.

მესტიის ბუმბერაზი მთების ხილვამ, სვანურ ენაზე საუბრის მოსმენამ, უმალ მურმან ლებანიძის სტრიქონები გამახსენა:

"სვანეთში წავალ: კვლავ მეძახიან,
წელსაც მიხმობენ ჭრელი ზღაპრებით:
სულით ხორცამდე ჩემი ხალხია,
ჩემი მთები და ჩემი ალპები!
ზაფხული პირქუშ მთა-ბარს აჭრელებს,
თეთრ ეცერს თოვლი, მითვლიან, გალხვა,
მაგრამ მე ეცერს რა გამაჩერებს,
სულ მინდა მთელი სვანეთის ნახვა!..
მინდა ჭუნირის ხმაზე ვგალობდე,
სვანური სიმხნე სულში აღვზარდე,
მინდა - გავჯიქდე, მინდა - გავლომდე!
მინდა გავსვანდე, მინდა - გავსვანდე!
ხალდეს ჭალაში ჯიხვებს ავაფრენ,
აღმა შევყვები ჰადიშის ჩრდილებს,
სხვას თუ არაფერს, სხვას თუ არაფერს,
ორს ხომ ვისწავლი - "ზარსა" და "ლილეს".


დავითმა ანტონ ხერგიანის სტუმართმოყვარე ოჯახში დაგვაბინავა. ოჯახის დიასახლისი ქ-ნი ელიზა მესტიის მუზეუმის თანამშრომელია. იგი ოთხ უმშვენიერეს ასულს უზრდის სამშობლოს. გოგონებმა ჩინებულად იციან საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, ჰაგიოგრაფია, სვანური გადმოცემები... ანამ და ნინომ ნაბიჯ-ნაბიჯ შემოგვატარეს მესტია. დავათვალიერეთ კოშკები, მოვილოცეთ ტაძრები (წმინდა დიდმოწამე გიორგის, წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის, ღირსი ილარიონ ქართველის, წმინდა იოანე ნათლისმცემლის, უფლის ფერისცვალების)...

მასპინძლებმა ლაღამის უბნის XII ს-ის ლამარია (ღვთისმშობლის ტაძარი) გვაჩვენეს. ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა მინაშენებით, ფრესკებით შემკულ-შემოსილი. სვანეთში მრავლად არის "ლამარიას" ტაძრები. უშგულის ლამარიას კომპლექსი კი გამორჩეულია (X-XIII სს).

"ირგვლივ ლომკაცების ჯარია,
"ლილეო" მწვერვალებს სცილდება.
- დიდება უშგულის მარიამს!
- დიდება! დიდება! დიდება!"


მესტიაში, ლანჩვალის უბანში, წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარში დავესწარით მწუხრისა და ცისკრის მსახურებას. დილით კი წირვა აღავლინეს მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმსახურებმა.

ახალგაზრდა მოძღვარმა, დეკანოზმა ბასილმა (ფილფანი) მგზნებარედ იქადაგა სულიერებაზე, ზნეობრივ ცხოვრებაზე, ღვთის მცნებების არდავიწყებაზე და სამწყსოს ღვთაებრივი პავლე მოციქულის დანაბარები შეგვახსენა: "სულითა მდუღარენი იყუენით!"

პირველად მოვისმინე სვანი ახალგაზრდების (გოგონების გუნდი) შესრულებით "წმიდაო ღმერთო". სვანური კილო სულში ჩამწვდომი, ზეცაში ატყორცნილი, მარადიული პოლიფონიაა. "წმიდაო ღმერთო" ყველაზე მძლავრად სვანეთის მთებში იგალობება, რადგან აქ ღმერთის სამოსახლოა. "წმიდაო ღმერთოს" მსოფლიო უსმენს!

მშვენიერია მესტიისა და ზემო სვანეთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე ილარიონის რეზიდენცია, ტაძრები. დახვეწილი, მაღალგემოვნებიანი არქიტექტურა. ტაძრის ტიმპანებზე წმინდანთა ბარელიეფები გვაკურთხებენ.

ცრემლი მოგვგვარა სევდიანი, შვილების მოლოდინით დაღლილი დედის სკულპტურამ. ეს ქანდაკება უმალ გახსენებს საქართველოს ისტორიას.

მასპინძლებმა მჟავე წყლებზე წაგვიყვანეს. აგვიხსნეს: - ეს ბეთქილის ბუნებრივი სამკურნალო წყლებიაო.

წიწოვანი ტყის მდუმარებას ენგურის მქუხარება არღვევს.

აქ გსურს დაუსრულებლად შემოქმედი ადიდო. მე და ვერა სამადლობელი აკათისტოს კონდაკს ვამბობთ:

"ვიხილე ცანი, ვით ღრმა, ცისფერი ბარძიმი, რომლის ლაჟვარდში ჩიტები ჭიკჭიკებენ. გვესმა ტყეთა დამამშვიდებელი ხმაური და წყალთა ტკბილხმოვანი რაკრაკი. ვიგემეთ ტკბილი და სურნელოვანი ნაყოფი და თაფლი საამო. კეთილ არს შენთან ამ ქვეყანაზე, სასიხარულოა შენთან სტუმრობა".

- რას გვეტყვით სვანების შესახებ?

- ვახუშტი ბატონიშვილის უწყებით, სვანნი "კაცნი დიდტანოვანნი, ახოვანნი, დიდ მძლედ მუშაკნი" ყოფილან.

აღსანიშნავია, რომ სტრაბონი ოქროს საწმისის ამბავს სვანებს უკავშირებს.

სვანები მურყვამის (სვანური კოშკი) დუღაბივით მტკიცენი, გაუბზარავნი, დაუმარცხებელნი, შეუდრეკელნი, დაფიქრებულნი არიან. სულიერად მაღალნი შემოქმედს სამშობლოს ავედრებენ.

- სვანეთს ცოცხალ მუზეუმს უწოდებენ. რას მოგვითხრობენ ტაძრებისა და კოშკების შესახებ?

- ერთმა მოგზაურმა სვანეთს "ხალხური ხუროთმოძღვრების საოცარი საცავი" უწოდა. აქ უნიკალური, უძველესი ტაძრები და ნატიფი ხელოვნების ნიმუშებია.

იფხი (X ს.), წვირმი, იფრარი, უშგულის ლამარიას კომპლექსი (X-XIII სს.), ლაგურკა (1111 წ.), ფარი, ლაშთხვერი, ნაკიფარი (1130 წ.), მაცხვარიში (1140 წ.), ლენჯერი...

მოუხატავთ და მოუჩუქურთმებიათ ტაძრის კარი (ეცერი, ლატალი, ჩუკული...); მოუჭედავთ უამრავი ჯვარ-ხატი. მოსევადებულია ფილიგრანული ხელოვნების ხანჯლები...

სვანეთს რომანტიკული ელფერით მოსავს 20-25 მ სიმაღლის უძველესი კოშკები. გვირგვინით შემკული, ქონგურებიანი, ოთხკუთხოვანი. ვიწრო სათოფურებიდან გუშაგი მომხდურს ზვერავდა. მზად იყო, ისრითა და ფინდიხით გზა გადაეჭრა.

ახლანდელი კოშკების უმრავლესობა XII საუკუნისაა. თუმცა გვხვდება უფრო ძველი ნაგებობებიც. აქ ყოველ გვარს საკუთარი საგვარეულო კოშკი აქვს.

სიმტკიცით, სიძველით, ფორმითა და დანიშნულებით სვანური კოშკი მსოფლიო ხუროთმოძღვრების სიამაყეა. დღესდღეობით 200 გადარჩენილი კოშკი და 100 ეკლესია აგვირგვინებს სვანეთს.

"კოშკები ცამდე აწვდილი
და შემდეგ გაქვავებული,
ალაგ ხავსმოკიდებული,
ზეცაში გარინდებული!.."


"ცას მილურსმულ კოშკებს" დიდი რუდუნებით შეუნახავს ჯვარ-ხატები, ხელნაწერები... ჰადიშში ავალიანების კოშკი საუკუნეების განმავლობაში ინახავდა უნიკალურ ოთხთავს. კოშკს მტრის სისხლი ამჩნევია.

- როგორც ცნობილია, მესტიაში დაიბადა და აღიზარდა უდიდესი ალპინისტი მიხეილ ხერგიანი. რას მოგვითხრობენ მის შესახებ?

- მესტიის ულამაზესი უბანია ლანჩვალი, ფერდობზე შეფენილი, ზეცამდე ატყორცნილი. აქ უფლის ფერისცვალების სახელობის ეკლესია თეთრად ანათებს, კოშკივით ძველია და ტუფის ქვით ნაშენი. აქვეა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი. მასზე ჩვენი მასპინძელი ანა ივეჩიანი მოგვითხრობს: "მიხეილ ხერგიანის გარეშე ქართულ ალპინიზმს არ ექნებოდა მსოფლიო აღიარება. ის საუკეთესოთა შორის განუმეორებელი იყო. სწორედ ამიტომ ინგლისის დედოფალმა "კლდის ვეფხვი" უწოდა. მუზეუმს ამშვენებს წარწერა: "დაუმარცხებელი კლდეზე მცოცავი!" უცხოელები მიშას შესახებ ერთხმად ამბობდნენ, - მიშა ალპინიზმის ღმერთი და მეფე იყოო. ის იყო ადამიანი-საოცრება, კაცი-ლეგენდა... ძალიან თავმდაბალი, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე.

მიხეილ ხერგიანი 37 წლისა გარდაიცვალა, იტალიაში, დოლომიტებში, სუ-ალტოს მწვერვალზე ასვლისას, ქვათაცვენის დროს თოკი გაუწყდა და მარადიულობას შეუერთდა. ყველამ იცოდა, რომ ჩხვიმლიანი (მიშას მეორე სახელია) მწვერვალებში უნდა გარდაცვლილიყო, თორემ მისი გარდაცვალება უბრალო მოკვდავივით სარეცელში წარმოუდგენელიც იქნებოდა.

***
"...სეტში ღრიალებენ სვანი ვაჟკაცები,
ფარსაგი დამართნია ვიღაცას, ვაგლახ.
გოდებს ლაილაში, გრგვინავს ლაღამი და
ბესარიონი მიჰყვება ცარგვალს.
ცა ჩამოქცეულა სახერგიანოში,
მთელი სვანეთი მოუცავს განგაშს.
სული შეენივთა მუხთალ ბედიწერას,
კავკასიონზე ნისლები გაწვა.
ნაკადულებად დასდინდა ცრემლი
თეთნულდს, ვით დედას, დახოკილ ღაწვთან.
დიაცთა კივილმა მურყვამი გაბზარა,
ავად შეტორტმანდნენ მთები,
უშბამ დაიგმინა: - ჩემს ბეჭზედ გაზრდილო,
რატომ დაიმსხვრიე ბეჭი.
ლეგენდად ქცეულო, მწვერვალნი გიცდიან,
კვლავ გასდე სავალი დირე,
მყინვართა ბეჭებზე შესდექი, ჩხვიმლიან,
შენებურ დასჭექე "ლილე"!"


***
"...სუ-ალტოს მთები იღრუბლებიან,
შხელდას და შხარას მკერდებზე ათოვთ.
კვლავ დაგეძებენ სალ კლდეთა რაინდს,
შენი სახე და სახელი ახსოვთ.
შენი თეთნულდი ისევ მოგელის,
თმაჩამოშლილი დაგეძებს დალი.
დოლომიტებში კლდე ჩაიშალა,
სვანეთის მთებში ჩამოწვა ზვავი".

(რევაზ ავალიანი)

"უშბა და თეთნულდი, შხარა და შხელდა -
სვანეთს დაჰკრიალებს ოთხივე ერთად!"

ქართველი ვაჟკაცის სული, გული, გონება სიმაღლეებს მიელტვის. იმ სიმაღლეებს, სადაც მარადიულობის დედოზარი გუგუნებს. მწვერვალებმა გულზე დაიწერეს ამაყი მთამსვლელების სახელები...

ყველას ახსოვს გურამ თიკანაძე, ჭეშმარიტი ქართველი რაინდი, რომელიც შხარაზე აღესრულა. უცრემლოდ ვერ წაიკითხავ მურმან ლებანიძის სტრიქონებს, რომელიც "კოხტა თიკანაძეს" მიუძღვნა:

"...ვოი!
რა უფერულია სიკვდილი ლოგინში!
ვოი, რა საშინელია სიკვდილი ლოგინში!
ისიც ლოგინში მომკვდარა, ოღონდ -
ყინულის ლოგინში!.."


საქართველოსკენ ცხოველი ინტერესით მოემართებიან უცხოელი ტურისტები. სვანეთი მათ მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს.

მესტიას ყველაზე მეტი უცხოელი სტუმრობს. მათ განაცვიფრებთ საქართველოს ბუნება, ისტორია.

მე კი ვნატრობ: საქართველო უპირველესად ქართველებმა მოვიხილოთ, შევისწავლოთ, მოვილოცოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ, მტკაველ-მტკაველ გავზომოთ, მოვუფრთხილდეთ, დავიცვათ და მოვუაროთ!

და კვლავაც ვნატრობ: ყოველი ქართველი ესტუმროს ქართლს და მოიხიბლოს "ხორბლისფერი სამთავისით", ატენით, უფლისციხით, ქვათახევით, რომელსაც დღესაც ამჩნევია წმიდათა სისხლის ნაღვარევი...

ყოველი ქართველი ესტუმროს მთიულეთს, თუშ-ფშავ-ხევსურეთს.

დატკბეს სამეგრელოს, იმერეთის, გურიის სილამაზით.

გაოცდეს ხევის ალესილი, დაკერჭნილი, ზვიადი მთებით და გერგეტის ყოვლადწმინდა სამების უძლეველ ტაძარში საქართველოს გამთლიანებისათვის დაანთოს კელაპტარი.

დაე, ყოველმა ქართველმა მოილოცოს რაჭა - ჩუქურთმებში მოლივლივე ნიკორწმიდა, ბარაკონი, ბუგეული...

ივერიელებმა ფეხით გაიარონ წმიდა დედა ნინოს გზა, ფარავნის ტბიდან მცხეთამდე, და მუხლი მოიყარონ სვეტიცხოველში, უფლის "ზეით გამოქსოვილი", უკერავი კვართის წინაშე.

მოვიაროთ კახეთ-ჰერეთი. ვემთხვიოთ "ალაზნის პირას თეთრად ანთებულ" ალავერდს, გრემს, იყალთოს, ნეკრესსა და კვეტერას. კახელებთან ერთად დავაგუგუნოთ "მრავალჟამიერი!"

ვესტუმროთ დიდაჭარას და თაყვანი ვცეთ იმ მიწას, რომელიც წმიდა მოციქულ ანდრიას ნატერფალით არის ნაკურთხი.

არ დაგვავიწყდეს ქვემო ქართლი. მოვილოცოთ ბოლნისის, დმანისის სიონი, წუღრუღაშენი, აკაურთა, ცურტავი, ტანძია...

არ დაგვავიწყდეს ტაო-კლარჯეთი! საქართველოს ტკივილი და მწარე სევდა!

მარად გვახსოვდეს აფხაზეთი, სამაჩაბლო და ქსნის ხეობა!

გულისგულში გვიყვარდეს დედა ქალაქი, ტფილისი, "მზის და ვარდების მხარე". ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიაროთ მისი ძველი უბნები და ნარიყალაში, მეტეხში, სიონში, ჯვარისმამაში, ანჩისხატში, ქაშვეთსა და სამების ლავრაში შემოქმედს შევევედროთ: "ქართველების ერთად ყოფნა დამილოცე, ღმერთო!"

რადგანაც ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სვანეთია, ამიტომ აკაკი გელოვანის სტრიქონებს გამოვიხმობ:

"შენ არ გინახავს შხელდა,
შენ არ გინახავს ნაკრა,
ფერი ეცერის ველთა,
ჩემი მარადი ნატვრა.
შენ არ გინახავს შხარა,
ზეცის ნათელი სვეტი,
კლდეში გაბმული შარა,
ასციხიანი სვეტი?
შენ არ გინახავს ზვავის
შეხლა მდინარე წყალთან,
უშბის ჭაღარა თავი,
ვედის ტყეების კალთა?
სვანეთის ზეცა ლურჯი,
შმაგი ენგურის ქაფი,
ცხენი სადავის ურჩი,
ელვის ენაზე სწრაფი?
შენ არ გინახავს ჯიხვის
მთით გადმომდგარი სახე, -
და ამის შემდეგ ითქმის,
რომ საქართველო ნახე?"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat