ბაკურიანი
ბაკურიანი
"ხელსაყრელი რელიეფი, შესანიშნავი ბუნებრივი პირობები საშუალებას იძლევა, რომ ბაკურიანი გახდეს პირველი მსოფლიო სამთო-სათხილამური სპორტულ ქალაქთა შორის.

ვინც ერთხელ მაინც დაშვებულა თხილამურებით კოხტაგორის ფერდობებზე, შეხვედრია ამომავალ მზეს ცხრაწყაროს უღელტეხილზე, ვერასდროს დაივიწყებს ამ დალოცვილი კუთხის მშვენიერებას, განუმეორებელ სიხალისეს, აღტაცებასა და სიყვარულს, რომელიც ბაკურიანის დათოვლილ ფერდობებზე იბადება", - ამგვარად აღწერს მშობლიურ კუთხეს ქალბატონი თამილა ქუმარიტაშვილი თავის წიგნში "ბაკურიანი".

ბორჯომის ხეობის ეს გამორჩეული საკურორტო სოფელი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1650-1700 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

ბაკურიანის მოსახლეობა 2003 წლის აღწერით 2499 სულს შეადგენს. ის გაშლილია ბაკურიანის ქვაბულში, რომელიც ვულკან მუხერიდან ამოსული ლავით არის აგებული. მდინარე ბორჯომულა და მდინარე ბაკურიანულა (რომელიც ბაკურიანს შუაზე ყოფს) ლავის ამოფრქვევამდე ერთი მდინარე იყო და მდინარე გუჯარულას ერთვოდა წაღვერის ქვემოთ. ბაკურიანში ჰავა ზომიერად მშრალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - თბილი.

ბორჯომის რაიონი ცნობილია თავისი სამკურნალო რესურსებით. მსოფლიოში სახელგანთქმულია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი წყალი "ბორჯომი", მინერალური წყალი "მიტარბი", "ლიკანი". უნდა აღვნიშნოთ ციხისჯვრის აბანოები, რომელიც ძირითადად რევმატულ დაავადებებს შველის. ბაკურიანი მდიდარია ანკარა წყაროებითაც.

თრიალეთის ქედის ცხრაწყაროს გადასასვლელიდან კარგად ჩანს შავი წყლის ხეობა, სოფელი თორი, ციხისჯვარი, სანისლოსა და კოდიანის მთები, მწვერვალი გვირგვინა, ჯავახეთის ზეგანზე - აბულისა და სამსარის მწვერვალები. ცხრაწყაროს გადასახედიდან მოჩანს კავკასიონის ქედის მწვერვალები: მყინვარწვერი, იალბუზი, უშბა... აღმოსავლეთით გზა მდინარე ქციის ხეობაში, სოფელ ტაბაწყურთან ეშვება. აქ ზღვის დონიდან 1921 მ-ზე თრიალეთის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ტბა ტაბაწყურია. ტყისპირა სოფელში "წითელი საყდრის" ნანგრევებია, იქვეა წმინდა ნინოს ეკლესიაც. ტაბაწყურის ახლოს ვულკანური წარმოშობის შავნაბადას მთაა. ბაკურიანში, აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2150 მ-ზეა მთა "კოხტაგორა".

***
ისტორიკოსი ჯუანშერი აღნიშნავს, რომ "ვახტანგ გორგასლის ძემ დაჩიმ თავის ძმას მირდატს მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე, ტაშისკარიდან ვიდრე სპერამდე". ეს ცნობები იმაზე მიუთითებს, რომ ძველი დროიდან ბორჯომის ხეობა, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც, ადმინისტრაციულად სამცხის შემადგენლობაში შედიოდა. ტერმინი "ბორჯომის ხეობა" იმ ტერიტორიის სახელწოდებად, რომელსაც დღეს მოიცავს, ისტორიულ წყაროებში 1819 წლიდან იხსენიება. მანამდე ეს მხარე "მტკვრის ხეობად" ანუ "ხეობად" იწოდებოდა, უფრო ადრე "თორის მხარედ".

სახელწოდება "თორი", როგორც ბორჯომის ხეობის აღმნიშვნელი ტერმინი, ძველი დროიდანვე არსებობდა, რაც დასტურდება VII ს-ის ძეგლის, უსახელო გეოგრაფიის იმ ნაწილიდან, სადაც ნათქვამია: "გაივლის მტკვარი ჯავახეთის ძირობაზე, ჩამოეშვება სამცხეში, მოექცევა მტკვარი აღმოსავლეთისაკენ, გაივლის ქართლის ზენა სოფლებზე და ჰყოფს მხარეებს თორი, გოვათის ხევი, ტირნისხეობა, მანგლისის ხეობა, ხოლო ჩრდილოეთით დიდი მდინარე მტკვრისა არაგვეთის მთიანეთია და იმავე მხრიდან ველი დვანისა".

ისტორიული წყაროებიდან თორის მხარის მდებარეობის შესახებ ირკვევა, რომ ბორჯომის დღევანდელი ხეობა IV საუკუნეში ქართლისა და სამცხის სასაზღვრო მხარეს წარმოადგენდა და ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი ნაწილი, მტკვრის მარჯვენა მხარე (დღევანდელი ბორჯომის ხეობის ნაწილი, ახალდაბიდან აწყურამდე, წაღვერის, ბაკურიანის, გუჯარეთის მიდამოები) თორის მხარეს შეადგენდა და ადმინისტრაციულად ქართლის შემადგენლობაში შედიოდა. მეორე ნაწილი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, ტაშისკარიდან ახალციხის მიმართულებით, სამცხეს ეკუთვნოდა.

ადრეული ხანის შავწყალას ხეობაში განსაკუთრებულად გამოირჩეოდა თორი და ციხისჯვარი. სამცხესა და ჯავახეთში გარდამავალ გზაჯვარედინზე მყოფი ციხისჯვარი არის ის ცენტრი, რომელიც თავის გარშემო აერთიანებს შავწყალას სოფლებსა და ბაკურიანის მიდამოებსაც, სადაც ადრეული დასახლება ჩანს. ამ მხრივ აღსანიშნავია საკოჭავისა და ანდეზიტის არქეოლოგიური ძეგლები ბაკურიანთან, რომლებიც უძველესია მთელ თორში.

არაბთა შემოსევების დროს თორის მხარე თითქმის მთლიანად გაპარტახდა, ხოლო მათი ბატონობის შემდეგ ეს მხარე თანდათან წინ წავიდა. IX ს-ში თორის ეკონომიკური და კულტურული განახლება ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა. მან თავის დიდებას XII-XIII სს-ში მიაღწია. განახლდა ცხოვრება თორში, ციხისჯვარში, ნეძვსა და ნუაში. ეს უკანასკნელი კი, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, დღევანდელი ბორჯომის ადგილზე უნდა ყოფილიყო.

მაშინ თორელი ერისთავები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ფეოდალები ყოფილან. მათ შორის ყველაზე სახელოვანნი და გამოჩენილები იყვნენ წმინდა თამარ მეფის პირველი მთავარსარდალი, ამირსპასალარი გამრეკელი თორელი, ძმები შალვა და ივანე, ახალციხელებად წოდებულნი, მეჭურჭლეთუხუცესი ანუ ფინანსთა მინისტრი კახა თორელი.

როგორც ცნობილია, XIII ს-ის 30-იან წლებიდან იწყება თორელთა საგვარეულოს დაკნინება და ციხისჯვარელ-ჯაყელთა აღზევება, რომლებიც მთელ სამცხეში გაბატონდნენ და მალე იმდროინდელ საქართველოში უმაღლესი ტიტული, ათაბაგობა დაისაკუთრეს. XVI ს-იდან საქართველოში იწყება სათავადოების ჩამოყალიბება და მთავრდება XVI ს-ში. ამ პერიოდიდან იწყება ავალიშვილების დამკვიდრება ბორჯომის ხეობაში.

დღევანდელი ბორჯომის ხეობა იმ დროს (XV-XVI სს) სამ ხეობად იყოფოდა.

1. მტკვრის ხეობა - ტაშისკარიდან სლესის ციხემდე, მტკვრის აყოლებით - მისი ორივე სანაპირო;

2. სადგერის ხეობა, რომელიც სადგერიდან იწყებოდა, წაღვერ-ტიმოთესუბანსა და თორი-ბაკურიანის მიდამოებს მოიცავდა. ეს ორი ხეობა საავალიშვილოს შეადგენდა;

3. გუჯარეთის ხეობა კი საციციანოში შედიოდა.

1590 წელს, ირან-ოსმალეთის ზავის თანახმად, ზემო ქართლი თითქმის მთლიანად ოსმალთა სახელმწიფოს საზღვრებში მოექცა. XVI ს-ის მიწურულს ზემო ქართლში არსებული ყველა სოფელი აღნუსხეს და "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" სახელწოდებით ცნობილ საგადასახადო რეესტრში შეიტანეს. ამ დავთარში ნახსენებია ბაკურიანიც, მხოლოდ უკვე დაცარიელებული, თუმცა მოსახლეობა ცალკეულ დაბა-სოფლებში მაინც იყო.

ავალიშვილებმა დიდხანს ვეღარ გაუძლეს თურქების გაუთავებელ შემოტევებს. XVIII ს-ის 60-70 წლებში მიატოვეს აქაურობა და შიდა ქართლში პოვეს თავშესაფარი.

გვიანფეოდალური ეპოქის მიწურულს, გათურქებას გადარჩენილი თორის მხარე მოთარეშე ლეკების არენად იქცა. ლეკებს არც უღირსი ქართველები ჩამორჩნენ. ციციშვილებმა, რომლებიც გუჯარეთის ხეობაში ძამას მხრიდან შემოდიოდნენ, მთლიანად გააპარტახეს თვალწარმტაცი ხეობა. გაუკაცრიელებულ ხეობაში თავიანთი ყმა ოსები ჩამოასახლეს.

ბაკურიანი ანუ ბაკულიანი, მიხეილ ჯავახიშვილის მიხედვით, წარმოდგება სიტყვა ბაკვადან, რაც შემომაგრებას, შემოღობვას, ბაკის გაკეთებას ნიშნავს.

წერილობითი წყაროები მწირ ცნობებს გვაწვდიან ბაკურიანის შესახებ. სახელწოდება ბაკურიანი განსხვავებულად აქვს ნახსენები ვახუშტი ბატონიშვილს. მაგალითად: "ხოლო ზურტაკეტის ჩრდილოეთ კერძოდ არს თრიალეთი და განჰყოფს თრიალეთს აღმოსავლით კლდე - კრიდამ გამოკიდებული მცირე მთა ლაკვსა და მიდგმით ბენდერის მთისა; სამხრეთით მთა ბენდერი და გამოკიდებული მის მთისა, რომელი მოადგების ქციის მდინარეს კლდეისის დასავლით, გამომართებით კვირიკეთის მთისა და ერჯევნისა ვიდრე თორის მთამდე და ბაკულიანამდე".

აღწერა სადგერი ხეობისა: "ამ ხევს ზეით ერთვის მტკვარს თორისწყალი სამხრიდამ. ამ შესართავს სამხრით არს სადგერს ეკლესია წმინდის გიორგისა. ამას უდის აღმოსავლით თორი მდინარე, დასავლით შავ-წყალი, და შავ-წყალი გამოსდის ბაკულიანისა და კოდიანის მთასა და მიერთვის მტკვარს სამხრიდამ".

ვახუშტი ბატონიშვილი არავითარ ცნობას არ იძლევა სახელწოდება "ბაკურიანისა" და მისი დასახლების შესახებ.

ბაკურიანის არსებობას მოწმობს "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", რომელიც 1505 წლითაა დათარიღებული. "გურჯისტანის ვილაიეთი" დაყოფილი იყო სანჯაყებად. პეტრეს სანჯაყში, ანუ ლივაში აღწერილია სულ 49 სოფელი. აქედან მოსახლეობა, ისიც მინიმალური რაოდენობით, ნაჩვენებია 8 სოფელში, ხოლო დანარჩენი 41 სოფელი დაცარიელებულია. 8 დასახლებულ სოფელში, ესე იგი ახლანდელი მთელი ბორჯომის ხეობაში დარჩენილია სულ 37 კომლი. გაუკაცრიელებულ სოფლებს შორის ნახსენებია ბაკურიანიც, რომელსაც შეწირული ჰქონდა 4000 ახჩა გადასახადი.

1801 წელს საქართველო რუსეთს შეუერთდა და დამყარდა რუსეთის მმართველობა. 1845 წელს კი ბორჯომს ეწვია მეფისნაცვალი ვორონცოვი და თვე-ნახევარში დაიარა მთელი ხეობა. მოხიბლული მეფისნაცვალი 1853 წელს ჩერნიშევს ურჩევდა, ბორჯომის წყლის რაიონში დაესახლებინათ რუსები და უცხოელებიც, ებრაელების გარდა.

ვორონცოვის ჩამოსვლამ ბორჯომში ბოლო მოუღო ავალიშვილების პრეტენზიას. ყველა "სადავო მამული" გადაეცა ხაზინას, კერძო პირებს მიეცათ სახლების მშენებლობის უფლება.

ბორჯომის ხეობისაკენ დაიძრნენ მოახალშენენი. ვორონცოვმა, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნებართვით, ბორჯომის ორ ნასოფლარში - თორსა და მოქცევში 1853 წელს ორასამდე პოლტაველი და ჩერნიგოველი რუსულ-უკრაინული ოჯახი დაასახლა.

XIX ს-ის 60-იანი წლებიდან ბაკურიანშიც გაჩნდა რუსული მოსახლეობა და დაიწყო მისი ხელახალი დასახლება. ბორჯომის ხეობაში ჩამოსახლებულმა რუსებმა და უკრაინელებმა ნათესაური ურთიერთობები დაამყარეს ადგილობრივ მცხოვრებლებთან და უმეტესი ნაწილი გაქართველდა კიდეც.

1903 წლის 11 ივნისის "ცნობის ფურცელი" ბაკურიანის შესახებ გვამცნობს: "სოფელში სულ 42 კომლი ცხოვრობს. ამათგან 12 კომლი ქართველია, 15 - რუსი და დანარჩენი - ოსი. სამთავეს ერთმანეთის ენა ძალიან კარგად გაეგებათ, მაგრამ უფრო ქართული ენაა ხმარებაში. რუსები აქ თავად ვორონცოვის დროს 1853 წელს ჩამოსახლებულან, ისე შეუთვისებიათ ქართველთა ზნე-ჩვეულება, ლაპარაკი, რომ ქართველებისგან იმათი გარჩევა, თუ არა პაწუა ცხვირით, ძალიან გაგიჭირდებათ. მცხოვრებთა უმთავრესი სახსარი ცხოვრებისა ხეტყის დამუშავება და საქონლის მოშენებაა. მიწის მუშაობას ძალიან ნაკლებად მისდევენ. გარდა კარტოფილისა, აქ არავითარი ჭირნახული არ ხარობს, კარტოფილი კი საუცხოო მოდის".

გორის მაზრის უფროსი 1908 წელს თბილისის გუბერნატორის მიერ მიწერილ პატაკში წერს, რომ აუცილებელია შეიქმნას ბაკურიანის საზოგადოება იმის გამო, რომ გუჯარეთის ხეობის სოფლები დაცილებულია ბორჯომიდან.

თბილისის გუბერნატორისგან შემდეგი პასუხი მიიღეს, რომ ის მიზანშეწონილად თვლის ბორჯომის საზოგადოებას გამოეყოს ბაკურიანის საზოგადოება, მაგრამ სოფლები: წაღვერი, ცემი, დაბა სადგერი, როგორც მახლობელი სოფლები, დარჩეს ბორჯომის საზოგადოებაში. ბაკურიანის საზოგადოებას გამოეყო ციხისჯვარი. 1917 წლის 16 დეკემბერს გორის მაზრის კომისარს თბილისის გუბერნიისა და გლეხთა საქმეების კომისარიატი სწერდა: "შემატყობინეთ მიზეზი იმისა, რატომ უნდა გამოეყოს ციხისჯვარი ბაკურიანის საზოგადოებას". გორის მაზრის კომისარი თბილისის გუბერნიის კომისარს პასუხობს: "გამოყოფის მიზეზი ის არის, რომ ციხისჯვრის მცხოვრებნი შორს არიან ბაკურიანიდან. იქ სიარული ქმნის დიდ სიძნელეებს და ამიტომ თავის დროზე ვერ ეხმარებიან ბაკურიანის საზოგადოებას. მიზეზი ის იყო კიდევ, რომ ციხისჯვარში ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ".

ბოტანიკური ბაღი
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი დაარსებულია XX ს-ის დასაწყისში, 1908-1910 წლებში, თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის როლოვისა და მთავარი ბოტანიკოსის ფომინის მიერ. შემდგომში ამ ბაღმა მიიღო მაღალმთიანი ბოტანიკური ბაღის სახელწოდება. ბოტანიკური ბაღისათვის შერჩეულ იქნა ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე.

ბოტანიკური ბაღის მუშაობის პროგრამა შეიმუშავა პროფესორმა ფომინმა. ბაღს დაარსებიდან 1937 წლამდე განაგებდა წარმოშობით პოლონელი ვლადიმერ კოზლოვსკი. მას მოწყობილი ჰქონდა პატარა ხელოვნური ტბა წყალმცენარეებზე დაკვირვებისათვის; ალპური მცენარეებისაგან შექმნილი ჰქონდა უნიკალური ჰერბარიუმი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღით დაინტერესებულა ცნობილი გერმანელი ბოტანიკოსი ადოლფ ჰენრიხ გუსტავ ენგლერი, რომელიც რამდენიმე თანამშრომელთან ერთად სწვევია ბაკურიანს და მაღალი შეფასება მიუცია ბაღში შეგროვილი უნიკალური ექსპონატებისათვის.

ბაკურიანელებმა თხილამურები პირველად კოზლოვსკისთან ნახეს. იგი თხილამურების მოტრფიალე კაცი იყო და, ალბათ, ამიტომაც სიამოვნებით მასპინძლობდა ყველას, ვინც თხილამურებით იმ არემარეში გამოჩნდებოდა.

ბოტანიკური ბაღის სტუმართა ჩანაწერებიდან ჩანს, რომ 1924 წელს აქაურობას სტუმრობდნენ გიორგი ნიკოლაძე და ნიკო კეცხოველი. ბოტანიკურ ბაღს 1937 წლიდან 1971 წლამდე განაგებდა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჯავახიშვილი.

1934 წელს ბაღი ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა, ხოლო 1937 წლის გაზაფხულზე თავისი უძრავი ქონებით გადასცეს სამკურნალო სანიტარულ სამმართველოს სპეციალური დანიშნულების დასასვენებელ სახლს.

***
ბაკურიანში 1899 წელს სასოფლო სკოლა გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "საერო განათლების სამინისტროს ნებართვით ამ თვითგან გორის მაზრის სოფელ ბაკურიანში გაიხსნა სასოფლო სკოლა. ამ სკოლის შესანახად სამინისტრომ გადასდო 400 მანეთი ყოველ წლივ".

1908-1909 წლებში სკოლის მასწავლებელი ყოფილა ანტონ გასიევი. სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა ეკლესიის მღვდელი ტატიევი (ტატიშვილი). 1918 წელს სკოლა სხვა ადგილას გადაუტანიათ. ამ დროს იგი უკვე 4-კლასიანია. სწავლა რუსულ და ქართულ ენებზე მიმდინარეობდა. გასაბჭოების შემდეგ სოფლებში შეიქმნა ქოხ-სამკითხველოები. დაახლოებით 1922-1923 წლებში დაარსდა ბაკურიანში ქოხ-სამკითხველო, რომელიც შემდეგ გადაკეთდა ბაკურიანის საქალაქო ბიბლიოთეკად.

ბაკურიანში არსებობდა ორი საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღი დღესაც ფუნქციონირებს. გაიხსნა მუსიკალური სკოლის ბორჯომის ფილიალი. აშენდა კინოთეატრი. ბაკურიანში ფუნქციონირებს პოლიკლინიკა და საავადმყოფო.

ეკლესიები
ბაკურიანი და მისი მიდამოები - ციხისჯვარი, თორი და ანდეზიტის დასახლება მდიდარია სალოცავებით, თუმცა მათგან ნანგრევები და ნაშთებიღაა შემორჩენილი. ბაკურიანში არის ნასოფლარ "პანტნარის" შუა საუკუნეების ეკლესია. ბავშვთა სანატორიუმთან, ბორცვზე, შუა საუკუნეების ყოვლადწმინდა სამების ეკლესიაა. ნასოფლარ ყურუსებშია ძველი ნაქალაქარი ოძრხე და შუა საუკუნეების ეკლესია; ბაკურიანშია წმინდა ელიას სახელობის ეკლესია; ბაკურიანის ანდეზიტის, ცხრაწყაროს მიდამოებში მდებარეობს მარიამწმინდის კომპლექსი; თორის მიდამოებშია "ტყემლიანი ველი", "ტყემლოვანი", წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია. ნასოფლარ თორშია ასევე X ს-ის წმინდა გიორგის ეკლესია. ბაკურიანშივეა სამონასტრო კომპლექსი "ნადარბაზევი", ასევე ღვთისმშობლის მცირე ეკლესია. ბაკურიანელები ყოველწლიურად აღნიშნავენ გიორგობას, ელიაობას, სამებობას, ღვთისმშობლობას. მაცხოვრის შობის ახლად აგებულმა ტაძარმა კი აქაურობას უფრო მეტი მადლი მოჰფინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat