ასპინძა
ასპინძა
ასპინძა სასტუმროს ნიშნავდა, აქედან მივიღეთ მასპინძელი. ასპინძა არაერთი იყო საქართველოში, მაგრამ ადგილის სახელად ერთგან შემოგვრჩა. იგი პირველად 888 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება. მე-9 საუკუნის ბოლოსთვის სამცხე და, საერთოდ, სამხრეთ საქართველო დიდი ბრძოლების სარბიელია: "ხოლო ადარნასე, ძე მოკლულისა კურაპალატისა, განვიდა ბრძოლად მისა, და მიჰყვა მის თანა შეწევნად ადარნასესა გურგენ კურაპალატი და შვილნი მისნი. და ყვეს ბრძოლა და ომი დიდი ნასრის ზედა და შეეწია ღმერთი მცირეთა ამათ ადარნასეს კერძთა და სძლეს ნასრას, მეოტ ქმნეს, შეიპყრეს და მოკლეს ნასრა ხევსა სამცხისასა, სოფელსა ასპინძას", - გადმოგვცემს მემატიანე. ისტორიკოსმა მერაბ ბერიძემ შემოიარა სამცხე-ჯავახეთი და საკუთარი თვალით ნანახ-განცდილი ერთ წიგნად შეკრა - "სოფლები და ნასოფლარები მოგვითხრობენ". ამ წიგნის მიხედვით "კარიბჭის" მკითხველი გაეცნობა ამ ისტორიული კუთხის წარსულსა და თანამედროვეობას. ასპინძა, როგორც ჩანს, სამცხის ხევზე მდებარეობდა, - გვიამბობს ბატონი მერაბი, - რომელია ეს სამცხის ხევი? ასპინძა ოდითგანვე იქ იგულისხმებოდა, სადაც დღესაც ციხე დგას. "ომი დიდძალი მტკვარსა ზედა" უნდა გამართულიყო, ალბათ, იქვე, სადაც დიდი ხნის შემდეგ ერეკლე გადაიხდის ბრძოლას. მტკვრის ნაპირიდან გაქცეულ ნასრას, დღევანდელი ოთის წყლის ნაპირებში, რომელსაც ვახუშტი "ასპინძის ხევს" უწოდებს, მისწვდებიან და მოკლავენ. ასე შემოდის ისტორიაში ასპინძა 888 წელს. ასპინძა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო, ამიტომ ხშირად გამხდარა ბრძოლის ასპარეზი, რადგან აქ მტკვარი შედარებით მდორედ მოდის. ახჩია-ვარძიიდან მოყოლებული, არტაანის მტკვარზე და ახალქალაქ-დლივის წყლის ქვემოთ მთლად ვიწროებია, დაქანებით მოდის მტკვარი, ასპინძასთნ იშლება მთებით მოცული გარემო. მტკვრის მარცხენა ნაპირზე კაკაველია, ხოლო მარჯვენა ნაპირზე - კოტორაულები, დღეს რომ ერკოტა ჰქვია და დიდი ჭალა მდინარის გაყოლებით, რომელიც ბრძოლის გაშლის საშუალებას იძლევა. ამ ველს ასპინძის ციხე დასცქერის თავს აღმოსავლეთიდან, ხოლო დასავლეთიდან - ქვემო ვარნეთის ციხე. ასპინძის ციხეს ჰქონდა თავისი რაბათი, სადაც ცხოვრობდა კიდევაც ძირითადი მოსახლეობა. დანარჩენი ფართობი, რომელსაც დღევანდელი დასახლება მოიცავს, სავარგულებს ეკავა. იქ ოდითგანვე ქართველები იყვნენ.

აგარა
მესხეთში, ასპინძასა და ოთას შორის, დაფუძნდა აგარის დედათა მონასტერი, მშვიდმა და წყნარმა სამონაზვნო ცხოვრებამ დაისადგურა ძველ ნასოფლარსა და ტაძარში. მრავალი რამის მომსწრეა ეს ხეობა, სადაც განმარტოებულა ორი მონაზონი და ორი მორჩილი - დედა ქეთევანის (მელაძე) წინამძღვრობით. სამშენებლო საქმიანობა ადრე დაიწყო. მონაზვნად 2006 წელს აკურთხეს. თითოეული მონასტრის ისტორია მისი სახელით იწყება. სახელს კი განსაკუთრებული დატვირთვა აქვს სასულიერო და საერო ცხოვრებაში. ადგილის სახელის გაშიფვრა და ენობრივი კუთვნილების დადგენა ხშირად დიდ სიღრმეებში მიდის და გადაგვიშლის ჩვენი ისტორიის საინტერესო ფურცლებს.

აგარა ადგილის სახელად ბევრგან გვხვდება დღევანდელ და ისტორიულ საქართველოში. გვქონდა აგარის მონასტერიც ურავლის ხეობაში მდინარის მარჯვენა ნაპირზე, სადაც შემორჩენილია მთავარი ეკლესია, ერთ-ერთი უდიდესი ერთნავიანი ბაზილიკა საქართველოში. იგი მოხატული ყოფილა X-XI საუკუნეებში. შემონახულია აგრეთვე სამრეკლო, საცხოვრებელი სენაკები, საკულტო და სამეურნეო შენობები. საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით, მხოლოდ აჭარაში, ბათუმის რაიონში ორი აგარა გვაქვს. თითო აგარაა ახალციხის, ქარელის და ხულოს რაიონებში. ადგილის სახელად გვაქვს აგარისგან -აკ სუფიქსით ნაწარმოები სახელი აგარაკი გუდაუთის, ოზურგეთის და გარდაბნის რაიონებში. ერთ სოფელს ხაშურის რაიონში აგარები ჰქვია. დღეს მესხეთში მხოლოდ ახალციხის რაიონში გვაქვს აგარა სოფლის სახელად, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, მტკვრის მარცხენა ნაპირზე რკინიგზის ხაზის გაყოლებით. ეს აგარა გვხვდება ვახუშტი ბატონიშვილთან: "ამის ზეით (იგულისხმება აწყური და აწყურის ხიდი მტკვარზე, - მ. ბერიძე) მტკვარს მოერთვის ზიკილიის ხევი, ჩრდილოდამ, აგარას გამოსდის ფერსათს და მოდის სამხრით". ისტორიული გარემო, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს XVIII საუკუნეში, დღესაც იგივეა და აგარაც იმავე ზიკილიის ხევზე მდებარეობს, რომელსაც წინუბნის ხევიც ჰქვია. ეს სოფელი გაუკაცრიელებული ყოფილა XVI საუკუნეში. სიმონ ჯანაშია წერს: "აგარა დედისიმედის წინუბანთან ამ დროს უკვე გაუკაცრიელებული სოფელია. აგარის ლოკალიზაციისათვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რომელია დედისიმედის წინუბანი. დედისიმედის წინუბანი უნდა რქმეოდა იმ წინუბანს, რომელიც იმავე აწყურის ნაჰიეში 27-ე სოფლად და გურკელთან ახლომდებარედ არის აღწერილი. ამ სოფლის წინუბნის მინაწერში იგულისხმება დედისიმედის ვენახი და ბაღი. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ დასახლებულ უკაცრიელ სოფელ აგარაში შემდგომ ხანებში მოსახლეობა გაჩნდა და ამჟამად იგი წინუბან, გურკელ და ზიკილია სოფლებთან ერთად აგარის სასოფლო საბჭოში შედის. XIX საუკუნეში გამაჰმადიანდნენ აქაური მესხები, რომლებიც გაასახლეს და მათ ადგილზე ჩამოასახლეს ოჯახები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. კიდევ ერთი ნასოფლარი იყო XVI საუკუნეში ამ მიდამოებში ქვაბისხევსა და ზოვრეთს შორის, რომელსაც სიმონ ჯანაშია დემოთიის აგარას უწოდებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აგარა, სადაც დედათა მონასტერია, ისტორიულ ნაფუძარზე დგას. ვახუშტი ბატონიშვილი ბრძანებს, რომ "ამას ზეით (იგულისხმება სუელის ხევი, - მ. ბერიძე) ერთვის მტკუარს ასპინძის ხევი აღმოსავლეთიდამ, გამოსდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არს ხიდი მტკუარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არს ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძას ზეით, ჩრდილოეთ კერძოთ, არს მგელ-ციხე, მაგარი დიდშენი. ამავე ხევზედ, ოთას არს კლდესა შინა გამოკუეთილნი ქუაბნი დიდ-დიდნი, სახიზრად. ოთას ამ ხევს ერთვის ჯაბოეთის ხევი, გამოსდის ჯავახეთის მთას და ასპინძის ხევის სათავეზედ, მთის ძირში, არს შორეთს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს, დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით და აწ ცალიერი". ვახუშტი ბატონიშვილი არ ამბობს, თუ რამხელა სოფელი იყო აგარა, როგორც ჩანს, არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია. სხვაგვარი მდგომარეობა იყო XVI საუკუნის ბოლოს. "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" ბევრი აგარაა დაფიქსირებული, მათი ერთმანეთისგან გარჩევის მიზნით სიმონ ჯანაშია ახლომდებარე მნიშვნელოვანი პუნქტების მიხედვით მოიხსენიებს, ამიტომ ასპინძის აგარას უწოდებს მას. ასპინძის აგარა არასდროს ყოფილა მისი რეალური სახელი. მას, როგორც სხვა ბევრს, აგარა ერქვა მხოლოდ და იგი იმ დროისათვის ერთ-ერთი დიდი სოფელი იყო. მას გააჩნდა ცალკე სათიბი, რომელსაც ოთარაშენი ერქვა. ასეთი დიდი სოფელი შედარებით მოკლე ხანში უნდა იყოს მიტოვებული, რომ იგი XIX საუკუნის სამხედრო თუ სხვა დანიშნულების რუკაზე არ არის აღნიშნული. "დავთარმა" შემოგვინახა იმ ოჯახების უფროსთა სახელები, ვინც მაშინდელ სოფელში ცხოვრობდა. სოფლის მოსახლეობა მთლიანად ქართულია. ტრადიციული ქართული და ქრისტიანული სახელების გვერდით უკვე შემოსულია აღმოსავლური სახელები, რომელთაც უფრო მეტი გავრცელება შემდეგი დროის საქართველოში პოვეს, ზოგიც გვარებში შემოგვრჩა, როგორც ძირეული სიტყვები ან სულაც დაიკარგა.

XVI საუკუნის საქართველოში, განსაკუთრებით მესხეთში, ახლო ნათესავებში უყვარდათ ისეთი სახელების დარქმევა, რომლებშიც მარცვლები მეორდებოდა ხოლმე. მაშინდელ აგარაში ცხოვრობდა ორი ძმა, ერთს ერქვა ზანდარა, ხოლო მეორეს - ლონდარა. არაქართული ფორმის და გაურკვეველი შინაარსის გამო ვინმეს შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ ამ სახელთა მატარებელნი ქართველები არ იყვნენ. ჯერ ერთი, ამ სახელებისაგან შემდეგში მივიღეთ ქართული გვარები: ზანდარაშვილი და ლონდარიძე, მეორეც - მათ ჰყავდათ მესამე ძმა, რომელსაც გოგიბერა ერქვა. გარდა იმისა, რომ ამ სახელისაგან შემდეგ მივიღეთ გვარები გოგბერაშვილი და გოგიბერაშვილი, გოგიბერიძე, ბერ ფუძე მრავალ ამ ტიპის გვარში შედის, ისეთებში, როგორიცაა: გულაბერიძე, შალამბერიძე, ლოსაბერიძე, ჯანბერიძე და მრავალი სხვა. არ არის გამორიცხული, ლონდარა მოდიოდეს ლომდარასაგან, რაც კიდევ უფრო სხვაგვარად დაგვანახებს პრობლემას და, რაც მთავარია, ზანდარას, ლონდარას და გოგიბერას ჰყავდათ მამა, რომელსაც ერქვა მაცხონა. მაცხონას მამას, როდესაც შვილისათვის ეს სახელი დაურქმევია, იმედი ჰქონდა ცხონების შეთვლისა და შენდობისა, თავად მაცხონას კი სულის ცხონებაზე ნაკლები უფიქრია და მოდაში შემოსული ზოგიერთი სახელი გაურევია შვილების სახელდებისას. მაცხონა ნამყო წყვეტილის ზმნისგან არის მიღებული, გავრცლებულია მთელ საქართველოში, გვაქვს მისგან ნაწარმოები გვარი მაცხონაშვილი. ზმნური ფუძეებით არის კიდევ სამი სახელი მაშინდელ აგარელებში: ერთი აღდგომელი და ორი მახარებელი. აღდგომელი არის იმანას ძე. ერთი მახარებელი კუპარას ძეა, ხოლო მეორის მამის სახელი არ იკითხება. დღეს იმანა ოფიციალურ საკუთარ სახელად არ გვხვდება, მაგრამ გვაქვს მეტსახელად. მესხეთში რამდენიმე იმანა ცხოვრობს. სახელდების მოტივაციას ასე ხსნიან, - ხშირად ხმარობს იმან სიტყვასო.

ეს დიდი სოფელი XVII საუკუნეში დიდმა უბედურებამ ნასოფლარად აქცია, ამიტომ აღარაფერს ამბობს ვახუშტი ბატონიშვილი მისი მოსახლეობის შესახებ. იგი მდებარეობდა ცნობილ სოფლებს - ასპინძასა და ოთას შორის. ასპინძასა და ოთაში იყო ძლიერი ციხეები. შეიძლება, სწორედ ამ სოფლებს შეეფარა აგარიდან გაქცეული მოსახლეობა. ერთ დროს ძლიერი სოფელი დაცარიელდა. ვახუშტის დროს მესხეთში ჯერ კიდევ არ იყო გამაჰმადიანებული გლეხობა, მათი სარწმუნოების შეცვლა ძირითადად XIX საუკუნეში მოხდა, მაგრამ როგორც დავინახეთ, საკუთარ სახელებში სპარსულ-არაბულ-თურქული ლექსიკა ადრიდანვე არ იყო უცხო ქართველებში, გამაჰმადიანების შემდეგ კი თურქულმა ენამ მეტყველებაშიც იმძლავრა, ამას ხელი შეუწყო სომხების შემოსახლებამაც, რადგან ისინი შემოასახლეს ღრმა ოსმალური პროვინციებიდან და მათთან საურთიერთობო ენად თურქული ენა იქცა. სოფელი როდესაც ნასოფლარად იქცევა, ადვილად ხდება მისი სახელის გაქრობა. რჩება ეკლესია ან ნაეკლესიარი, ამიტომ ეს ნაეკლესიარი ხდება სახელდების ობიექტი, ასე მოუვიდა, მაგალითად, ოთხთა ეკლესიას ტაო-კლარჯეთში - იგი იქცა დორთ ქილისედ და მრავალ სხვას. 1909 წელს გამოვიდა გრაფინია უვაროვას რედაქტორობით წიგნი, სადაც დაიბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. ექვთიმე თაყაიშვილი აგარის ეკლესიას უწოდებს კიზილ-დერესის ეკლესიას. სიტყვასიტყვით კიზილ-დერესი ნიშნავს წითელ ხევს. მესხეთში ადგილთა ბევრ სახელში დომინირებს ზედსართავი სახელი წითელი. ერთ-ერთი უძველესი და გავრცელებული სიტყვაა ქართულში ხევი. რადგან ოთასა და ასპინძაში მაჰმადიანი მოსახლეობა იყო ქართველი, მათ თავიდან ქართულ ენაზე შეარქვეს ადგილის სახელი, ხოლო თურქობის მომძლავრების შემდეგ ითარგმნა თურქულად ისევე, როგორც ბევრი სხვა სახელი მესხეთში. მაგალითად, მგელციხე იქცა კურტკალად, ოქროსციხეს უწოდეს ალთუნკალა და სხვა. ბევრი მაგალითის მოხმობა შეიძლება.

აგარის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი
დედათა მონასტერი მეუფე თეოდორეს ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. ამ ადგილას მხოლოდ უძველესი ტაძარი იყო, ისიც ნახევრად აღსადგენი. მეუფე თეოდორემ დედა ქეთევანს (მონასტრის წინამძღვარს) ლოცვა-კურთხევა მისცა, ამ უძველეს ადგილას დაეწყოთ მონასტრული ცხოვრება. ღვთის შეწევნით, აშენდა სენაკები, ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძრის რესტავრაცია დღესაც მიმდინარეობს. კეთილმოეწყო მონასტრის ეზო.

 

მარცხნიდან მეორე - აგარის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ქეთევანი

მეუფე თეოდორესა და მონასტრის წევრებთან ერთად


სოფლის მოსახლეობა 5 კმ-ის მოშორებით ცხოვრობს. ასპინძის მეორე მხარეს არის სოფელი ოთა ძირითადად ქართული მოსახლეობით. მხოლოდ ერთი სომხური სოფელი ესაზღვრება. სოფელ ოთას მცხოვრებთა ნაწილი მუსლიმანი აჭარელები არიან. მონასტრის წყალობით მოსახლეობა, ახალგაზრდები ნელ-ნელა ინათლებიან. ამაში დიდი როლი მიუძღვის ამ ადგილას დედათა მონასტრის არსებობას, ხშირად სტუმრობენ კიდეც დედებს. ძალიან უჭირს ამ რეგიონს. იმიტომ, რომ ურთულესი მდგომარეობაა. ბოლო წერტილია ქართული დასახლებისა.

მონასტერში რამდენიმე წევრი ცხოვრობს: წინამძღვარი - მონაზონი ქეთევანი (მელაძე), მონაზონი ანასტასია (ჩოხელი), მორჩილი თამარი (ღამბაშიძე).

მონასტრული ტიპიკონის მიხედვით ცისკრის ლოცვას დედები დილის 5 საათზე იწყებენ. შემდეგ მოდის შუაღამიანის ლოცვა, პირველი ჟამი და ღვთისმშობლის დაუჯდომელი. შუადღეს წმინდა გიორგის პარაკლისი იკითხება, დაუჯდომლის ჩართვით. საღამოს 8 საათზე კი წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი, მეცხრე ჟამნი, მწუხრი და სერობა. მორჩილებები ძირითადად ხელსაქმით შემოიფარგლება. მონასტერს სტუმარიც მრავლად ჰყავს. რადგან ზამთარი აქ მკაცრია, სტუმრები უფრო მეტად ზაფულში მიდიან. მონასტრის მწირველი მღვდელია მღდელმონაზონი სერგი.

- რისთვის მიდის ადამიანი მონასტერში? - ვკითხე მონასტრის წინამძღვარს.

- მონასტრის მთავარი ფუნქცია არის ლოცვა და მორჩილების შესრულება. ადამიანის მონასტერში წასვლა ინდივიდუალურია. ეს თავად ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს სულიერ მოძღვართან შეთანხმებით და მისი ლოცვა-კურთხევით. უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება. ადამიანს სურვილი უჩნდება, შემდეგ უფალი თავად უჩვენებს, რა გზა აირჩიოს. ერისთვის მონასტრების, ბერ-მონაზვნების არსებობა ძალიან დიდი ნუგეშია. ერში ყოფნის დროს როცა მონასტრებს ვსტუმრობდი, უდიდეს სიხარულს ვგრძნობდი. ალბათ დღესაც ასეა ერის ადამიანებისთვის. ახლა უფრო მეტი ნუგეში უნდა იყოს, რადგან ერში უფრო დამძიმდა ცხოვრება. ოცი წლის წინ შედარებით სიმშვიდე იყო. თუ თითოეული საკუთარ თავზე იმუშავებს, ილოცებს, მორჩილებით იცხოვრებს, მაშინ ის სულიერ ნაბიჯებს წინ გადადგამს. რაღაც ეტაპზე ადამიანს სურვილი უჩნდება, ცხოვრების წესი შეიცვალოს და იცხოვროს მონასტრულად. ისე, ადამიანი ყოველთვის სულიერად უნდა ცხოვრობდეს და სულზე ზრუნავდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ერში ცხოვრობს თუ მონასტერში. არსი ადამიანის არსებობისა სულზე ზრუნვაა, მერე უკვე ცხოვრების წესს თავად ირჩევს. ზოგი მონასტერში მიდის, იქ აგრძელებს ცხოვრებას. უფრო მეტი დრო აქვს იზრუნოს საკუთარ სულზე. მთავარია სულის ცხონება და სად იცხოვრებ, ერში თუ მონასტერში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. სადაც შეეძლება სულზე ზრუნა, ლოცვა, იქ ირჩევს ცხოვრების წესს. მონასტერში ამის საუკეთესო საშუალებაა. ერში თუ ადამიანი ეკლესიურად და სწორად ცხოვრობს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. მონაზვნობა ძალიან რთული გზაა, მაგრამ დღეს ერში ცხოვრება ბევრად უფრო რთულია. მონასტერში გარემოც ხელს გიწყობს, სიმშვიდეა, ლოცვა შეგიძლია.

***
ჩვენი ეპარქია გამოირჩევა მონასტრების, ბერ-მონაზვნების სიმრავლით. საკმაოდ დიდი ეპარქიაა, მონასტრებიც მრავლად გვაქვს. ისტორიულადაც გამოირჩევა ჩვენი მხარე. მეუფე თეოდორე ზრუნავს მონასტრული ცხოვრების ასაღორძინებლად. ეპარქიის მრევლზე, სიყვარულს ნერგავს თითოეულ ადამიანში. აღმატებული ცხოვრებაა ადამიანისთვის ღმერთის სიყვარული. როცა ღმერთი გიყვარს, აღარ სცოდავ. ადამიანს პირველ რიგში ღვთის შიში უნდა ჰქონდეს.

წინამძღვარს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ვცდილობ, შევუმსუბუქო მონასტრის წევრებს გარკვეული სიმძიმე თუ პრობლემა. მოძღვარს თავისი ფუნქცია აქვს, მონასტრის წინამძღვარს კიდევ - სხვა. მონაზვნის მოვალეობა ძირითადად ლოცვაა. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. დიდად გვეწევა ჩვენი ტაძრის წმინდა გიორგის ხატი. ვგრძნობთ მის თანადგომას. გვიცავს და გვმფარველობს. წმინდა გიორგის შეწევნით ყველა დაბრკოლება გვეხსნება და ყველანაირ განსაცდელს გვაშორებს. სრულიად საქართველოს შეეწიოს წმინდა გიორგის მადლი.

გთხოვთ შეეწიოთ აგარის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს:

საბანკო კოდი: TBCBGE22

ანგარ. GE31TB7000000365176000


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat