საჩხეური
საჩხეური
"თქმულა, "ჩიტი სადაც დაიბადება, მისი ბაღდათი იქ არისო", ისიც გამიგონია, "მთის ჩიტი მთას შეაკვდაო". ჩემი მშობლიური სოფელი საჩხეური რაიონული (წყალტუბო) და რეგიონული (ქუთაისი) ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული და მაღალმთიან მხარეს მიეკუთვნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, სოფელს დიდი გასაჭირი ადგას. საავტომობილო გზის უქონლობის გამო მოსახლეობა იძულებულია, სხვაგან გადასახლდეს", - მიყვება სოფლის სკოლის დირექტორი გოჩა ძნელაძე. ბატონი გოჩას თხოვნა გახლავთ, რომ ფართო საზოგადოებამ კარგად გაიცნოს სოფელ საჩხეურის წარსული და თანამედროვეობა. სოფელში მართლაც რომ ერთ-ერთი ნათელი წერტილია საჯარო სკოლა. მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა, ის აგრძელებს ფუნქციონირებას და მომავალ თაობებს ზრდის.

"სოფელში დღესდღეობით ფუნქციონირებს საბაზო სკოლა, რომლის კედლებშიც მრავალი ღირსეული ადამიანი აღიზარდა. "ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ", ბავშვობა კი მუდამ სკოლასთან, სკოლის მეგობრებსა და პედაგოგებთან ასოცირდება. რაც დრო გადის, წარსულს არათუ ვშორდებით, გარკვეულწილად ვუახლოვდებით, ხშირად გვინატრია: "ჰოი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი" ან კიდევ: "წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე". ამ სტრიქონების ავტორი ლეჩხუმის მთების შვილი ლადო ასათიანია. ჩემი სოფელიც ქვემო ლეჩხუმის ულამაზესი მთების კალთებზე შეფენილი უმშვენიერესი სოფელია. თითქმის საუკუნე გავიდა იმ დღიდან, რაც სოფელში პირველად აწკრიალა სკოლის ზარი.

ლეჩხუმში, ისე როგორც მთელ საქართველოში, განათლების პირველი კერები ეკლესიებთან შეიქმნა, თითო-ოროლა ახალგაზრდას სოფლის მღვდლები და დიაკვნები ასწავლიდნენ წერა-კითხვასა და ანგარიშს. სკოლები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯით არსებობდა. იმ დროის აუტანელი სიღარიბე სკოლების მასობრივად გახსნის შესაძლებლობას არ იძლეოდა. საყურადღებოა 1880 წელს გაზეთ "დროებაში" გამოქვეყნებული წერილი: "ამ მშვენიერ ბუნებასთან ხალხიც კარგი, ძლიერ მორჩილი, სტუმრისა და უცხო კაცის მსახურების მსურველი თავს არ დაიზოგავს, ოღონდ კი სცეს პატივი სტუმარს ან უცხო ქვეყნიდან მოსულ კაცს. უბედურება ის არის ამ ხალხისა, რომ განათლება, სწავლა, რომელიც შეადგენს პირველ საფუძველს ხალხის ან საზოგადოების კეთილ ცხოვრებისას, სრულიად არ მოჩვენებია ჯერ ლეჩხუმელ ხალხს. მთელი ლეჩხუმის მაზრიდან ამჟამად მხოლოდ ორი ყმაწვილი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში და ერთიც ქუთაისის პროგიმნაზიაში. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებელს, ლეჩხუმიდან ერთის მეტი არ არის".

ლეჩხუმის მაზრაში შემავალი საზოგადოებიდან და ამ საზოგადოებებში შემავალი არც ისე მცირერიცხოვანი სოფლებიდან ყველა ერთნაირ პირობებში არ იყო. განსაკუთრებით უჭირდა ქვემო ლეჩხუმის, "კდედაღმართად" წოდებულ სოფლებს. იქ სწავლა-განათლების საქმე ფაქტობრივად მივიწყებული იყო, რადგან მოსწავლეებს ათობით კილომეტრი უნდა გაევლოთ ფეხით, რათა უახლოეს სკოლამდე მიეღწიათ. მღვდელი თ. ასათიანი გაზეთ "მწყემსში" წერდა: "ზემო ლეჩხუმში ალაგ-ალაგ არიან სასოფლო სკოლები, მაგრამ სიშორისა და სიღარიბის გამო ქვემო ლეჩხუმში მცხოვრებთ არ შეუძლიან იქ წაიყვანონ თავიანთი შვილები იმისთანა მხარეში, როგორიც არის კლდეთ აღმართი. იქნება გაიმართოს ერთი სასოფლო ან საეკლესიო-სამრევლო სკოლა".

ასეთივე მდგომარეობა იყო სოფელ დღნორისაშიც. 1898 წელს სოსიპატრე ასათიანი წერდა: "საიდან უნდა დაიწყოს კაცმა ამ სოფლის უბედურებანი, სწორედ არ ვიცი. განა სულ ერთი არ არის, საიდან დაიწყო. ჩვენ გვაკლია ორი დიდი განძი: სწავლა და განათლება, საწყლებს გადაფარებული გვაქვს გაუნათლებლობის ბნელი ზეწარი, გაჭირვებაში ვართ და არა კაცი არ გაგვიჩნდა, რომ ხალხს სწავლა-განათლების რამ შეაგნებინოს და სამკითხველომ თქვენი ჭირი წაიღოს, სასწავლებელი მაინც დაგვიარსოს. კარგი იქნებოდა წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობას ჩვენი მხრისკენაც მოექცია ყურადღება და რამე ეწამლა". ამავე ავტორის მოწმობით ანალოგიური მდგომარეობა ყოფილა სოფელ მექვენაშიც: "მთელი წლობით რომ დარჩეთ აქ, სწავლა-განათლებაზე ლაპარაკსაც ვერ გაიგონებთ, აქაური მცხოვრებლების საქმეა უზომოდ ღვინის სმა, ერთმანეთის ცემა-ტყეპა და ათასნაირი ოინები. ერთი სიტყვით, მობრძანდით ამ სოფელში და თვალწინ წარმოგიდგებათ XVI-XVII საუკუნე".

ზემოთ ჩამოთვლილ სოფლებს შორის საჩხეური ყველაზე გაჭირვებული იყო, რადგანაც სამაზრო და საგუბერნიო ცენტრიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი მეზობელი სოფლების - ლეხიდურისთვის, ჩორთისისა და ჭეშლეთისათვის საჩხეური გარკვეულწილად ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. სოფელში სკოლის გახსნის ინიციატორად მოგვევლინა სოფელ დღნორისის მკვიდრი, ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელდამთავრებული ეპიფანე ასათიანი, რომელმაც შემდგომ გამგეობის მიერ დანიშნულ გამოცდაზე მიიღო საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლის წოდება. იგი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა განზრახული კეთილშობილური საქმის ასრულებას. 1912 წელს მან შესთავაზა საჩხეურის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მღვდელს ლუკა ასათიანს, გახსნილიყო ორკლასიანი სამრევლო-საეკლესიო სკოლა. ამ წინადადებამ აღაფრთოვანა მღვდელიც და მრევლიც. ლუკა ასათიანმა იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს აახლა რუსულ ენაზე შედგენილი პატაკი: "ჩემდამი რწმუნებული საჩხეურის ეკლესიის მრევლმა მთხოვა, მეშუამდგომლა საბჭოს წინაშე, რომ ეკლესიის საკუთარ მიწაზე, მის გვერდით გაიხსნას სამრევლო-საეკლესიო სკოლა. ამისათვის ისინი დაიქირავებენ ბინას სკოლისათვის მანამ, სანამ აიგება ახალი სკოლა და ივალდებულებენ, რომ სარჩოს განაწესებენ სწავლებლის სასარგებლოდ საკუთარი სახსრებიდან, გამოუყოფენ საცხოვრებლად ბინას, უზრუნველყოფენ განათებითა და გათბობით".

იმერეთის ეპარქიის სასწავლო საბჭომ დააკმაყოფილა თხოვნა და 1913 წელს ეპიფანე ასათიანი დაინიშნა საჩხეურის დაწყებითი სამრევლო სკოლის მასწავლებლად. აი, რას წერს ის ამის თაობაზე: "1913 წლის მარტიდან შევუდექი საჩხეურის სკოლის დაარსების საქმეს. ჩემთან ერთად ამ საქმისათვის ზრუნავდნენ აკოფა ლუკას ძე მანაგაძე და მღვდელი ლუკა ასათიანი.

მარტის დამდეგს მოვიწვიეთ მამასახლისი თედორე კიბორძალიძე, რომელმაც მოახდინა სოფლების - საჩხეურის, ლეხიდურისათვის და ჩორთისის მცხოვრებთა ყრილობა. ხალხმა მოითხოვა სკოლის გახსნა და ამის შესახებ დაიწერა ოქმი, რომელიც მღვდელ ლუკა ასათიანის მოხსენებასთან ერთად გადაიგზავნა იქ, სადაც საჭირო იყო. სკოლის გახსნის ნებართვა მივიღეთ, მასწავლებლად მე დამნიშნა მთავრობამ, მზრუნველად - აკოფა მანაგაძე, რომელიც იმავე წელს დააჯილდოვეს მედლით.

აპრილში დავარღვიეთ ძველი ხის ყოფილი ეკლესიის შენობა, რომლისგანაც აშენდა მხოლოდ სკოლის კედლები, დანარჩენი მასალა იატაკ-ჭერისათვის და ყავარი სახურავად მივიღეთ ტყის მცველის დავით ახვლედიანისგან უსასყიდლოდ, მასალა კი სოფელმა დაამუშავა. სკოლის შენობა 15 აგვისტოსთვის მზად იყო, მანამდე კი აპრილსა და მაისში ბავშვებს ვამეცადინებდი ივანე და სოფიო მანაგაძეების სახლში. სკოლა სოფელმა ააშენა და შიგნით ინვენტარი სკოლისათვის მე შევიძინე საკუთარი ჯიბის ფულით".

წარმოიდგინეთ, როგორ ფანატიკურად უნდა ყოფილიყო შეყვარებული მასწავლებელი თავის პროფესიაზე, რომლის ჯამაგირიც ძალზე დაბალი იყო და მისი მიღებაც სოფლის მცხოვრებთა გადასახადზე იყო დამოკიდებული და ამ დროს იგი საკუთარი სახსრებით იძენს სკოლისათვის 16 ცალ მერხს, ორ მაგიდას, ხუთ სკამს, ერთ სატრიალებელ საკლასო დაფას, ერთ დაბალ კარადას საბუთების შესანახად და 42 ნაჭერ მინას ფანჯრებისათვის". მასწავლებელთა ხელფასებთან დაკავშირებით საინტერესოა 1896 წლის გაზეთ "კვალში" დაბეჭდილი წერილი, სათაურით "ლეჩხუმი", რომლის ავტორი, "დროებით ლეჩხუმელი", წერს: "ლეჩხუმის სკოლები ცუდად არიან მოწყობილნი, შენობები არ ვარგა, მასწავლებელი მატერიალურად დამოკიდებულია სოფლის მამასახლისზე, რომელიც ოთხ-ხუთ თვეში თუ ჩააბარებს ჯამაგირს. ეს უკანასკნელი არასდროს არ აღემატება ორ თუმანს".

ლეჩხუმის მაზრის სკოლები პერიოდულად მოწმდებოდა როგორც კავკასიის სასწავლო ოლქის, ისე ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექციების მიერ. აი, ერთი ჩანაწერი ასეთი რევიზიისა: "1914 წლის მარტის 12 რიცხვში რევიზია ჩავატარე საჩხეურის ახლადგახსნილ სკოლაში. სკოლაში სამი განყოფილებაა 51 მოსწავლით. გამოვკითხე ბავშვები ყველა საგანში და მათი პასუხით დავრჩი კმაყოფილი. თვალნათლივ სჩანს მასწავლებელ ეპიფანე ასათიანის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სკოლისადმი". აქტს ხელს აწერს ლეჩხუმის მაზრის ზედამხვედველი, ბლაღოჩინი მღვდელი მუსერიძე.

1917 წელს ეპიფანე ასათიანმა და სოფელ ლეხიდრისთავის მკვიდრმა ივანე ლუკას ძე ასათიანმა, რომელიც იმხანად დღნორისის ოთხკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებელი გახლდათ, ურთიერთშეთანხმებითა და მთავრობის ნებართვით ადგილები გაუცვალეს ერთმანეთს: ეპიფანე გადავიდა დღნორისაში, ივანე კი საჩხეურში და ორივე მათგანმა კვლავ განაგრძო აქტიური პედაგოგიური საქმიანობა.

***
"1917 წელს რუსეთის იმპერიაში რევოლუცია მოხდა. მას ამ დროს ნაკლებად ეცალა საქართველოსთვის, რამაც განაპირობა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადება. თუ რა შეიცვალა დამოუკიდებლობის წლებში საჩხეურის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში, ამის შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება", - აღნიშნა ბატონმა გოჩამ. დადასტურებულად მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ სკოლის პედაგოგი ივანე ასათიანი იყო ერთ-ერთი მონაწილე 1924 წელს ქართველ პატრიოტთა მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მომზადებული აჯანყებისა. ეს აჯანყება, როგორც ცნობილია, მთელ საქართველოში ერთსა და იმავე დროს უნდა მომხდარიყო. ივანე ასათიანი, თავის ორ ძმასთან და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ბოლშევიკური რეჟიმის დამხობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლის ავანგარდში ჩადგა, რაც ძვირად დაუჯდა მის ოჯახს: სამივე ძმას ხელისუფლება მხეცურად გაუსწორდა და ისინი სოფლიდან საკმაოდ მოშორებით, ნარღოვის მიდამოებში დახვრიტეს. მათი ცხედრები მამამ - მღვდელმა ლუკა ასათიანმა, მთავრობისა და ხელისუფლების მესვეურთაგან მალულად, ურმით ჩამოასვენა და ჩუმად მიაბარა მიწას.

 

KARIBCHE

მარცხნივ - გოჩა ძნელაძე სკოლის
პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად


ამ წლებში საჩხეურის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებენ აკაკი აკოფას ძე მანაგაძე და მისი მეუღლე ნონა ასათიანი. მათ ათწლეულების მანძილზე მრავალი ღირსეული თაობა აღზარდეს, ყოველთვის ხალხის სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოცულნი. იმ პერიოდში საჩხეურის სკოლა ოთხკლასიანი სასწავლებელი იყო და მდებარეობდა ე.წ. "საელიო გორაზე", რომელიც სოფელში ერთ-ერთი ყველაზე შემაღლებული ადგილია და იქიდან ხელისგულივით იშლება არაჩვეულებრივად ლამაზი პანორამა ახლომდებარე სოფლების - ჭაშლეთის, ლეხიდრისთავის, დღნორისის და თვით საჩხეურისაც. დღესდღეობით ამ გორაკზე ერთადერთი, ობლად შემორჩენილი სახლი დგას, სოფლის ამაგდარი და ღვაწლმოსილი ექიმის, გალაქტიონ ხვადაგიანისა...

1937-1938 წლებში საჩხეურის ოთხკლასიანი სასწავლებელი გადაკეთდა შვიდწლიან სკოლად, რომლის პირველი დირექტორი გახლდათ სოფელ მექვენის მკვიდრი ვლასი ნემსაძე. მისი მოღვაწეობის წლებში სოფელში აქტიურად გაჩაღდა ბრძოლა წერა-კითხვის უცოდინარობის სალიკვიდაციოდ. ჩამოყალიბდა ღამის ე.წ. "რიშის სკოლა", რომელშიც დღის მეორე ნახევარში წერა-კითხვას სწავლობდნენ ხანდაზმულნი.

1940-1942 წლებში საჩხეურის შვიდწლიან სკოლას ხელმძღვანელობს სოფელ დღნორისის მკვიდრი გრიგოლ კახიძე. იგი 1942 წლიდან სხვა სამუშაოზე გადადის სოფელ ნამოხვანში. სკოლის დირექტორად კი ინიშნება დღნორისელი დავით ასათიანი, რომელიც მანამდე ტყიბულში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი დირექტორობის პერიოდში საჩხეურის 7-წლიანი სკოლა გადაკეთდა 8-წლიანად.

დავით ასათიანი 1946 წელს სამუშაოდ გადადის მშობლიური სოფლის, დღნორისის საშუალო სკოლაში, ხოლო საჩხეურის რვალიან სკოლაში ერთ წელიწადში ორი დირექტორი გამოიცვალა - დღნორისელი სეით კახიძე და ლენა ოყრუშიძე. 1946 წლის სექტემბრიდან საჩხეურის რვაწლიანი სკოლის დირექტორი ხდება სოფელ ლეხიდრისთავის მკვიდრი გრიგოლ მანაგაძე. მის სახელთანაა დაკავშირებული საჩხეურის ახლანდელი ქვით ნაგები სკოლის აშენება, რომლის დაწყებასაც საფუძველი დავით ასათიანის დირექტორობის დროს ჩაეყარა. სკოლის ახალი შენობა 1946-1947 წლებში აიგო კიბულის ქვით, რომელსაც იქვე მახლობლად, მდინარე კიბულის ხეობაში მოიპოვებდნენ. სკოლის აგებაში 4 სოფლის - საჩხეურის, ლეხიდრისთავის, ჭაშლეთისა და ჩორთისის კოლმეურნე გლეხები მონაწილეობდნენ, კალატოზებადაც ადგილობრივი კირითხუროები - ალექსი, ანთიმოზ, შალვა, ევტეხი, ერმალო, ვალიკო ძნელაძეები, ვიქტორ ხვადაგიანი, დურგალი სტეფანე ფრუიძე და სხვები მუშაობდნენ. მათ გასამრჯელო არ ეძლეოდათ, მხოლოდ შრომადღეები ეწერებოდათ. სკოლის მშენებლობის წლებში სასწავლო პროცესი რომ არ შეწყვეტილიყო, ბავშვებს მეცადინეობა უტარდებოდათ სოფლის ცენტრში მცხოვრები გლეხების - ალექსი, ანთიმოზ, იუსტინე და არტემ ძნელაძეების ოჯახებში.

ამ წლებში და შემდგომ პერიოდშიც, საჩხეურის რვაწლიან სკოლაში ზემოხსენებული 4 სოფლის მოსწავლეები სწავლობდნენ. 1949 წელს კი, ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორთისის მცხოვრებნი გადაასახლეს აფხაზეთში - გულრიფშის რაიონში და საჩხეურის სკოლაში მხოლოდ საჩხეურის, ლეხიდრისთავისა და ჭაშლეთის მკვიდრნი დადიოდნენ გასული საუკუნის 80-იან წლებამდე. შემდგომ წლებში კი ჭაშლეთის დაწყებითი სკოლა სოფელ დღნორისის ფილიალი გახდა და იქაური მოსწავლეები, ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლას დღნორისაში აგრძელებდნენ.

საჩხეურის სკოლას მხოლოდ სოფელ ლეხიდრისთავის დაწყებითი სკოლის ფილიალი შემორჩა. 2005 წელს, მოსწავლეთა კონტინგენტის არყოლის გამო, ფილიალი დაიხურა.

1952 წლიდან 1958 წლამდე საჩხეურის სკოლას ხელმძღვანელობს ქუთაისის მკვიდრი ნოე კეზევაძე, 1958 წლიდან კი ნორა ცხვედიანი. 1959 წლის იანვრიდან საჩხეურის არასრულ საშუალო სკოლას სათავეში ჩაუდგა გრიგოლ ეგნატეს ძე ფრუიძე. ეს ენერგიული და პრინციპული ხელმძღვანელი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხევისბერივით ედგა სათავეში მშობლიურ სკოლას.

სამწუხაროდ, სკოლაში, დღესდღეობით მხოლოდ 7 მოსწავლეა. საჩხეურის სკოლას, როგორც საქართველოში არსებულ სხვა სკოლებს, დღეს საჯარო სკოლის სტატუსი აქვს მინიჭებული. გვაქვს ერთი პრობლემაც, რომელსაც მწირი ფინანსური რესურსებით ვერანაირად ვერ ვუმკლავდებით. სკოლის შენობა თითქმის 70 წლისაა. მას ხელის შევლება სჭირდება. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია შენობის სახურავი, ბევრგან წყალი ჩამოდის, ხოლო შიდა საყრდენები ისეა დასუსტებული, რომ მაღალმთიანი სოფლებისათვის დამახასიათებელი დიდთოვლობისას ძლივს ხერხდება მისი შენარჩუნება. წელს კი საჩხეურის საჯარო სკოლას დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა.

სოფელი დღეს
როგორც მთიანი სოფლების უმეტესობა, გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ საჩხეურში საკოლმეურნეო ყაიდაზე აწყობილი ინფრასტუქტურა მთლიანად მოიშალა, რის გამოც გლეხებს შემოსავლის ყოველგვარი წყარო გაუქრათ, გაჩანაგდა და ქარს გაატანეს წლების განმავლობაში ნაშენები და შეძენილი საერთო საკუთრებაში არსებული ქონება, უნაყოფო შრომით თავმობეზრებულმა გლეხობამ მიწას ზურგი შეაქცია. სოფელი ბოლო პერიოდში მოსახლეობისგან თანდათანობით იცლება. მუშახელი სანთლით საძებარი გახდა. ადრე თურმე სოფელში ოჯახებიდან 94 უღელი ხარი გამოდიოდა, დღეს კი მათი რიცხვი ათამდეა. ახალგაზრდობა სარჩოს მოსაპოვებლად სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გადაიხვეწა. ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი სატკივარი ყოვლად უვარგისი საავტომობილო გზაა, რის გამოც სოფელი, განსაკუთრებით ზამთრობით (ზამთარი ზოგჯერ 5-6 თვე გრძელდება), გარესამყაროს მოწყვეტილია. სამედიცინო მომსახურებას მოკლებულები ვართ, - მიამბობს ბატონი გოჩა. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, სოფელში მხოლოდ ცარიელი სახლები დარჩება. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ერთადერთია - მთის სოფლებისათვის სამთავრობო დონეზე უნდა შემუშავდეს რაიმე ისეთი პროგრამა, რომელიც მოსახლეობას წაახალისებს, დააინტერესებს და დაამაგრებს მამაპაპისეულ ფუძეზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat