ხაშური
ხაშური
"კარიბჭის" მკითხველისთვის, შევეცადე, საფუძვლიანად გამეცნო ხაშურის წარსული და თანამედროვეობა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ამჯერად ვესაუბრე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ არჩილ ლურსმანაშვილს და მოძღვარს, მამა ბართლომე ბიწაძეს, მრევლის წევრებს...

მაკა ცხადიაშვილი: - კარგა ხანია ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი ვარ. ჩემი მოძღვარი მამა არჩილია. წმინდა ნიკოლოზის ტაძარში თითქმის ყველაფერი ამ შესანიშნავი ადამიანის ხელით გაკეთდა. ჩემს ბავშობაში ტაძარში პურის საცხობი იყო. ეკლესიაში სიარულით უფრო მეტად გავძლიერდი, რწმენა მომემატა, შიში დავკარგე. ვცდილობ, ერთი აგური მაინც დავდო საერო და საეკლესიო საქმეების საკეთილდღეოდ. ბოროტებით და შურით არ ვცხოვრობ. თუ კარგს ვერ გააკეთებ, ცუდშიც არ უნდა გაერიო, ვცდილობ უფრო მეტად კარგი საქმეები გავაკეთო. რამდენად გამომდის, ამას ღმერთი დაინახავს. მთავარია ადამიანის სახე და ღირსება არ დავკარგოთ. თუ არ გაქვს ღირსება, ვერც ერში ვივარგებთ და ვერც ბერში. ღირსება არის ღვთის სიყვარული, ოჯახის სიყვარული.

KARIBCHEძალიან მინდა, უფრო კეთილმოწყობილი და ლამაზი ქალაქი იყოს ხაშური. ტრადიციებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს. 21-ე საუკუნეა და ყველაფერზე უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ ძირძველი ტრადიციები, რომელიც ადამიანის ღირსებაზე აისახება, უნდა შევინახოთ. პატრიარქიც უწყობს ამას ხელს. უწმინდესის სიყვარული და ავტორიტეტი ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მთელ საზოგადოებაზე აისახება. ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე იობისგან ძალიან ბევრი იღებს სასიკეთო მაგალითს.

დეკანოზი არჩილ ლურსმანაშვილი: - წარმოშობით ხაშურელი ვარ, გომი არის ჩემი სოფელი. მშობლები პედაგოგები მყავს. დედა ფილოლოგია, მამა - ფიზაღზრდის მასწავლებელი. მამა შრომას და ვარჯიშს მაყვარებდა, დედა - ლიტერატურას. იმ დროს ლიტერატურის სიყვარული სამშობლოს სიყვარულთან იგივდებოდა. როდესაც სკოლაში წმინდა შუშანიკის, წმინდა აბო თბილელის ცხოვრებას ვსწავლობდით, ქვეყანა გვიყვარდებოდა. მით უმეტეს, მაშინ წმინდა ილია მართალი, აკაკი უფრო ფართოდ ისწავლებოდა. სკოლა წარმატებით დავამთავრე. შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, საამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. სამხედრო სამსახური ავღანეთში მოვიხადე. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ეროვნული მოძრაობა დაიწყო. ახალი რაღაცები შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, სამშობლო უკვე კონკრეტდებოდა უფალზე.

KARIBCHEპირველი შეხება სასულიერო პირებთან მქონდა ნათლობის დროს. შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი მიტინგი, რომელიც ჩატარდა იპოდრომზე, მოძღვრის ლოცვით დაიწყო.

* * *
ბავშვობაში ბებიას მივყავდი ხოლმე სოფლის დანგრეულ და უმოქმედო ეკლესიაში. მასწავლიდა პირჯვრის წერას, იმას, რაც იცოდა. დროთა განმავლობაში დავინტერესდი სასულიერო ლიტერატურით, ვეძებდი მოძღვარს აღსარების ჩასაბარებლად. ამას დაემატა სინანული და აღსარების ჩაბარების სურვილი გამიმძაფრდა. ერთხელ გავბედე და მივედი ერთ მოძღვართან. თავიც ვერ მოვაბი, რა უნდა მეთქვა, ენა მებორკებოდა და ეტყობა, ცოდვებიც თავისთავად მამძიმებდა. შეიძლება ეს მოძღვარიც რაღაცაზე გაღიზიანებული იყო. ერთი სიტყვით, განმირისხდა, ოღონდ რატომ, ვერ მივხვდი. უკვე ცხრა წლის მღვდელი ვარ და დღემდე ვერ ვხვდები, რატომ. ეს აშკარად ეშმაკის დაგებული მახე იყო. ძალიან რომ მინდოდა ტაძარში მისვლა, აღსარების თქმა, თითქოს ეშმაკმა დამანახა, როგორები არიან სასულიერო პირები. მერე ისევ გადავწყვიტე მივსულიყავი მოძღვართან, მაგრამ ცოტა შიში გამიჩნდა. ამასობაში დასავლეთ საქართველოში მოხდა მიწისძვრა, საჩხერეში დაინგრა ტაძარი. მის აღსადგენად წავედით. იქ ტაძრის წინამძღვარი მამა დავითი და მამა ამირანი დაგვხვდნენ. მამა ამირანს გავუშინაურდი და აღსარებაც მას ჩავაბარე. მარხვას მოძღვრის გარეშე მანამდეც ვიცავდი, ხოლო აღსარების ჩაბარების შემდეგ მოძღვრის კურთხევით დავიწყე შენახვა. გავხდი აღმსარებელი და მაზიარებელი. საჩხერეში ხშირად ვეღარ დავდიოდი და ამის შემდეგ დავიწყე ხაშურის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სიარული, მამა თეოდორე გოგილაძესთან - ახლა თბილისში, სამების ტაძარში მსახურობს. მამა თეოდორეს ჩავაბარე აღსარება და გავაგრძელე სისტემატურად სულიერი ცხოვრება. შემდეგ, მამა ამირანის ლოცვა-კურთხევით, ეკლესიური ცხოვრება მამა თეოდორესთან გავაგრძელე. მამა ამირან მოდებაძე დღეს ჭიათურაში, კაცხის ტაძარშია.

ჩემი მოძღვრისგან, მამა თეოდორესგან კურთხევა ავიღე ძველი ქართულისა და მედავითნეობის შესასწავლად. ვკითხულობდი კიდევაც ტაძარში. ჩვენთან ყოველი ზამთრის ნიკოლოზობას, დეკემბერში, მოდიოდა ხოლმე მეუფე იობი. ერთხელ შემომთავაზეს, წამეკითხა სამოციქულო. როგორც ჩანს, მოეწონა მეუფეს ჩემი წაკითხული და უჩემოდ გადაუწყვეტია ჩემი ბედი. მეუფის შემოთავაზება მეორე დღეს ტრაპეზზე მითხრეს. ასე გამომარჩიეს სასულიერო პირად. წმინდა ნიკოლოზის ტაძრიდან დავიწყე სასულიერო ცხოვრებაც და დღემდე აქ ვარ. ვმსახურობ სოფელ სატივეშიც, სადაც ორი ტაძარია - წმინდა სამებისა და წმინდა გიორგის.

* * *
ეკლესიაში მოსვლის სურვილი ხალხმა თითქოს დაიკმაყოფილა, თუმცა სულიერებაში გაღრმავება ცოტა უჭირთ.

ხაშურის მოსახლეობას უჭირს ფინანსურად. 90-იან წლებში ძალიან ბევრი წავიდა უცხოეთში სამუშაოდ. მე არ წავედი. ამ დროს მოვუმატე ლოცვას და თხოვნას უფლისადმი. მთავარია ლოცვა. ვინც ლოცულობს, იმას აუცილებლად მიეცემა. როგორც ჩანს, მოძღვრების ნაკლიც არის, რომ კარგ ლოცვას ვერ ვასწავლით. როცა ლოცვა იცი, მეტი სასოება გაქვს, იმედი. ხშირად აღსარებისას მომისმენია, სასო მქონდა წარკვეთილიო. ვერ ხვდება, რატომ უნდა იყოს სასოწარკვეთილებაში. გაჭირვება გასწავლის ლოცვას, მოთმინებას და როდესაც მიხვდები საკუთარ სისუსტეს, მიხვდები, რომ ვიღაცის შველა გინდა. ყველაზე კარგი მშველელი ამ დროს უფალია. შევეცადოთ, ვიცხოვროთ ლოცვით, უფალზე სასოებით, მინდობით, ჩვენი ქვეყნისა და უფლის თავდადებით. თავდადების გარეშე არაფერი გამოვა.

დალოცვილი და გახარებული იყავით.

* * *
KARIBCHEწმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ბართლომე ბიწაძე: - ხაშურში დავიბადე, მერე ვცხოვრობდი აფხაზეთში. 12 წლის ვიყავი, არეულობა რომ დაიწყო და დავბრუნდით უკან. სკოლაც აქ დავამთავრე. ოჯახს ვეხმარებოდი. მერე დავოჯახდი. ოთხი შვილის მამა ვარ, მეხუთეს ახლა ველოდები. 2007 წელს ძალიან გაგვიჭირდა და შეიარაღებულ ძალებში შევედი. ვარ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე. ჩემი გადარჩენა სასწაულებრივად მოხდა და გადავწყვიტე, მთელი სიცოცხლე უფლისთვის მიმეძღვნა. სასულიერო ცხოვრება სტიქაროსნობით დავიწყე, მანამდე აქტიური მრევლი ვიყავი. ვოცნებობდი, შევსულიყავი საკურთხეველში და მენახა, შიგნით რა ხდებოდა. ჩემმა მოძღვარმა, მამა ნიკოლოზ ბითაძემ მაკურთხა, ჩამეცვა სტიქარი და შევსულიყავი საკურთხეველში. მისივე კურთხევით დავიწყე ძველი ქართულის სწავლა. ხაშურის საკათედრო ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა და საკათედრო ტაძრის ფუნქციას წმინდა მარინეს ტაძარი ასრულებდა. ერთ დღეს სულიერ მოძღვარს ვუთხარი, - სასულიერო გზას უნდა გავყვე-მეთქი. ლოცვა-კურთხევა მომცა, მეუფე იობთან დავმდგარიყავი, რამდენჯერმე მემსახურა მის გვერდით. შემოგხედოს, როგორ კითხულობ და მერე წარგადგენო. მართლაც, სტიქაროსნობიდან მეოთხე თუ მეხუთე თვეს წარმადგინა მეუფესთან დიაკვნობაზე და ერთ თვეში დიაკვნად მაკურთხეს რუისში, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ტაძარში. დიაკვნობის პერიოდი ამ მონასტერში გავიარე, ცოტა ხნის შემდეგ კი მღვდლად დამასხეს ხელი.

რაც დრო გადის, უფრო ვხვდები, რამხელა ჯვარი ვიტვირთე - მღვდლობა რთულია. ღვთის შეწევნა და სიყვარული მიადვილებს ამ მძიმე ჯვრის ტარებას. ჩვენი ეპარქია დიდია. მეუფე იობის ხელში გამრავლდა ეკლესია-მონასტერთა და სასულიერო პირთა რაოდენობა. მეუფე სათნო და მოსიყვარულეა. მშობელივით არ გვაკლებს რჩევა-დარიგებას სულიერ შვილებს, გვიფრთხილდება.

წელიწადი ხდება, რაც წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ვმსახურობ. აქ სამი მოძღვარი ვართ. წინამძღვარია დეკანოზი არჩილი. მამა ნიკოლოზი ჩემს წინ აკურთხეს.

მრევლი კარგი გვყავს. ხაშურის მკვიდრნი რეგულარულად დადიან ეკლესიაში, რწმენაში მოდიან. სურთ, უფრო მეტი გაიგონ სასულიერო ცხოვრებაში და ჩვენც, შეძლებისდაგვარად, ვაძლევთ მიმართულებას. ჩვენ ყოველთვის ვასწავლით ხალხს, რომ ღმერთს არა მარტო გაჭირვებაში მიაკითხოს და სთხოვოს კურთხევა და შეწევნა, არამედ დალხინებულებმაც, როცა კარგად არის და არაფერი უჭირს, მაშინაც კი ღვთის სამსახურში უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. მართალია, გაჭირვება არის და ხალხს არ აქვს საშუალება, კვირაში ორი დღე ეკლესიაში შემოვიდეს, სანთელი დაანთოს, მაგრამ სხვაგვარად სასიკეთოს ვერაფერს გავაკეთებთ. ქადაგებები ადამიანს გულამდე თუ არ ჩასწვდა და არ შეიძრა მისი სული, თუ კაცმა თავად არ გააღო თავისი სუფთა გულის კარები და არ შემოუშვა უფალი, წავა და ის დღე არმად ჩაივლის. სასულიერო პირები მრევლს მოვუწოდებთ, რომ მარტო ეკლესიაში სიარული არ კმარა, საქმითაც ქრისტიანები უნდა ვიყოთ. მარტო სახელი ქრისტიანისა არ გვაცხოვნებს. წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი გვირგვინოსანი ვერ შევა ცათა სასუფეველში, თუ არ დაუტევა საგნებისადმი სიყვარული, თუ არ უარყო ამპარტავნება - გამომხატველი სისუსტისა. თუ ადამიანი თავმოყვარეა და ცდილობს სხვაზე მაღლა დააყენოს თავისი თავი, ეს არის ამპარატვნება. ამის დაძლევა გვიჭირს. ცდუნება უამრავია, მით უმეტეს, ერში. ვცდილობთ, ამ ცდუნებას ვუპასუხოთ თავმდაბლობით, მორჩილებით და იმ კეთილი საქმის კეთებით, რასაც ჭეშმარიტი მორწმუნე უნდა აკეთებდეს. მოყვასის სიყვარული, მოწყალების გაცემა და ადამიანების გვერდით დგომა, ეს არის უპირველესი, რაც, ჩემი აზრით, თითოეულმა უნდა გააცნობიეროს საკუთარ თავში, ჩამოყალიბდეს, რომ ყოველივე ამისკენ ღმერთი მოგვიწოდებს. თუ გაჭირვებულს არ დავეხმარეთ, თუ პატიმრები არ მოვინახულეთ, შიშველი ადამიანი არ შევმოსეთ და არ დავეხმარეთ, რისი მაქნისები ვართ. ვერც სულიერებაში წინ ვერ წავალთ. გამოცხადება გვეუბნება: "გაისპეტაკეთ სამოსელი თქვენი, ჩამოირეცხეთ შესამოსელი თქვენი, რათა შეხვიდეთ სპეტაკი სამოსლით ცათა სასუფეველში". თითოეული ადამიანის შესამოსელი არის სული და ეს ჩვენი სული დამძიმებულია ცოდვებით. რასაც ვაკეთებთ - კარგს თუ ცუდს, ეს ყველაფერი ჩვენზე დადებითად და უარყოფითად აისახება. ამიტომ ღმერთი უნდა შემოვუშვათ ჩვენში, გავუღოთ გულის კარები. ღმერთს უნდა მივცეთ საშუალება, გვმართოს და გაგვზარდოს ისეთები, როგორიც სურს.

დღეს ძალიან ბევრი გაჭირვებულია და ყველას სჭირდება სათანადოდ გვერდით დგომა. სასოწარკვეთილს სულიერი საკვები უნდსა მივაწოდოთ. უფალი ამბობს, არა მარტო პურითა ერთითა ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღვთისგან გამომავალი ყოველი სიტყვით. ჩვენი მღვდელმთავარი მეუფე იობი გვასწავლის თავმდაბლობას, სიყვარულს, თანადგომას, თუ როგორ უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით. კარგი მრევლი გვყავს, მონდომებულები არიან.

ფსალმუნში წერია, - არ უნდა გეშინოდეს ადამიანისა, რომელიც დიდებასა და პატივს მოიხვეჭს, რადგან ის პატივი და დიდება რჩება დედამიწაზე. ერთადერთი, რაც ამ ქვეყნიდან გადის, სულია და თუ სული არ განვასპეტაკეთ და სულიერად წინ არ წავედით, დავღუპავთ მას. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩამოვაყალიბოთ ის აზრი, რომ ადამიანი არა მარტო პურსა და საჭმელზე უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ სულიერ საზრდოსაც იღებდეს. ეკლესიაში მოსვლის პერიოდიდან მოყოლებული, ვოცნებობ, რომ საქართველო იყოს გაბრწყინებული და ერთიანი მართლმორწმუნე ერით. უფალს ვთხოვ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და კეთილდღეობას.

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat