გომარეთი
გომარეთი
ძველი გაზეთების ფურცლებიდან საკმაოდ საინტერესო და ბევრისმთქმელი მასალის მოძიება შეიძლება. პრესას რა ძალა ჰქონდა, კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. გაზეთი "ივერია", რომლის რედაქტორი წმინდა ილია ჭავჭავაძე გახლდათ, ყოველდღიურად აშუქებდა ჩვენი ქვეყნის ავკარგიან ამბებს. 1892 წლის "ივერიაში" თრიალეთიდან მოწერილი კორესპონდენცია გვამცნობს - "ოდესღაც თრიალეთი მხოლოდ დასახლებული იყო ქართველებით. ამას ჰმოწმობს მრავალი ნანგრევი, ეკლესიები, მონასტრები, ციხეები და ქართველთა ნასოფლარები. არა ერთი ბერძნის სოფლის სახლი გვიმტკიცებს, რომ იქ, სადაც ეხლა ბერძნები სახლობენ, უწინ ქართველებს უცხოვრიათ, დიახ, თრიალეთი - ეს ბუნებით მდიდარი, განთქმული საძოვარი ადგილები, მხარე - უწინ ქართველთა მიწა-წყალი ყოფილა, მაგრამ ჟამთა ვითარებას ქართველები აქედან განუდევნია, მათ ქონება-საცხოვრებელი დაუნიავებია, დოვლათის პატრონები ბოგანოდ გადაუქცევია და ოთხივ მხრიდან გაუფანტავს. თრიალეთი ეხლა დასახლებულია სხვადასხვა ტომის ხალხით, იქ ცხოვრობენ: ბერძნები, თათრები, სომხები, რუსები, დუხაბორები, ნემცები, სხვათა შორის, ცოტაოდენი ქართველებიც. ეს ქართველობა ძველადვე აქაური მოსახლეები როდი არიან, ზოგი მათგანი ბოლო ხანებში თავის ნებით გადმოსხლებულა ქართლ-კახეთ-იმერეთიდან, ზოგიც ბატონყმობის დროს გამოქცეულებს უშოვიათ აქ თავშესაფარი და აი, ამ გადმოსახლებული და გადმოხვეწილთაგან მოშენებულა თრიალეთზედ ხელ-ახლად ქართველთა სამიოდ სოფელი, ამ სოფლების სახელებიც კი არ გაეგონება ბევრს ქართველს, არამც თუ მათი ყოფა-ცხოვრება იცოდეს. ეს სოფლებია: რეხა, გომარეთი, ახა და პატარა უბნები: მარღაანთ სოფელი, მამუხაანთ სოფელი და კაკლიანი.

რეხა მოშორებით არის დანარჩენ ქართველ სოფლებზედ; იგი მდებარეობს წალკის თავში, იმას გარს შემორტყმია ბერძნების, თათრების, ოსების და სხვა ხალხთა სოფლები. რეხელები, ძალით თუ ნებით, მისთვისებიან მეზობელ მცხოვრებლებს, ნელ-ნელა დავიწყებიათ თავისი მოძმე ქართველები, სამშობლო ენა და მამა-პაპათა ზნე-ჩვეულება. უმეტესობა რეხის მცხოვრებლებისა ვეღარ ახერხებს ქართულ ლაპარაკს; მოხუცებულები თუ გაგაგონებენ რასმეს ქართულს ენაზედ, თორემ ახალგაზრდობის მეტი ნაწილი თათრულად ლაპარაკობს. რეხელების გადაბირებისათვის ხელი შეუწყვია იმ გარემოებას, რომ აქ ძველადვე წირვა-ლოცვა მცხოვრებლებისთვის გაუგებარს ენაზედ ყოფილა და ეხლაც ბერძნულს ენაზედ სრულდება; აქაურ მღვდლებს ქართული არა სცოდნიათ და არც ეხლა იციან. რეხელები ას კომლზედ მეტნი არიან. შეძლებით ბარელებსავით დაქვეითებული არ არიან. ასე რომ თავისუფლად შეუძლიათ სკოლის შენახვა, მაგრამ მათთვის აქამდის არავის უზრუნვია, რომ ჩაეგონებინა სკოლის მნიშვნელობა. რეხელები აქამდის ცოტა იჯარას იხდიდნენ მამულისას, ახლა კი პირობები გამოეცვალათ, ის ადგილები, რომლებსაც რეხელები ჰხმარობდნენ აქამდის, სახელმწიფოდ ითვლებოდა, ეხლა კი თავად ციციშვილებს დარჩათ.

დანარჩენი ქართველთა სოფლები - გომარეთი, ახა და სხვა მდებარეობს თრიალეთის მთის კალთებში, აღმოსავლეთ აღბულაღის გადასწვრივ, თუმცა ამ სოფლებსაც გარს შემორტყმიან: ბერძნები, თათრები, ნემცები, დუხობორები, მაგრამ იქაურ ქარველებს სამშობლო ენა არ დაუვიწყებიათ. ამისი უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ თვით ქართველობა ოთხას კომლზედ მეტია და მათი მოკლე ხანში გადაბირება შეუძლებელი იყო, გარდა ამისა მღვდელი აქ ყოველთვის ქართველი ჰყავდათ. თუმცა გომარეთის, ახის და სხვა ქართველთ სოფლების მცხოვრებლებმა კარგად იციან თათრული, სომხური და ზოგმა ნემენცურიც. შეუთვისებიათ ბევრი რამ მეზობელი ხალხის ზნე-ჩვეულებიდგან, მაგრამ სამშობლო ენა და მამა-პაპათა ზნე-ჩვეულებაც შეუნახავთ უცვლელად და შეუმწიკვლელად.

თრიალელი ქართველები ვაჟკაცობით, წარმოსადეგობით, ახოვანობით, ჯან-ღონით, შეძლებით ქართლ-კახეთის მცხოვრებლებს უნდა სჯობდნენ, მაგრამ განათლებით, წინ სვლისთვის ბარელელებთან ვერ მოვლენ. ბარში იშვიათი გლეხი მოიპოვება ეხლა, რომ არ ეყურებოდეს სწავლა-განათლების მნიშვნელობა, რომ არ ცდილობდეს თავისს შვილს წერა-კითხვა მაინც ასწავლოს, ცოტათი მაინც არ ესმოდეს ეხლანდელი ცხოვრება, მისი მიმართულება და არა სცდილობდეს თავისი ცხოვრების გაუმჯობესებას.

ორი წელია, რაც სოფელ გომარეთში წერა-კითხვის გამავრცელებელთა საზოგადოებამ გამართა სკოლა. პირველ წელიწადს სასწავლებელში ძალიან ცოტა ბავშვები მოიყვანეს. უმეტესი ნაწილი მცხოვრებლების უფრთხოდა სკოლას, არად ეჭაშნიკებოდა მისი "ბაი ბუი", მაგრამ რამდენიც დრო გადის, იმდენად უფრო ურიგდებიან სოფლები სკოლას. წელს სკოლაში ორმოც და თორმეტი შეგირდია, სამერმისოდ ძალიან ბევრი აპირებს შვილების მოყვანას, მაგრამ უბედურება ის არის, რომ სკოლის შენობა ძალიან პატარაა. რა მოელის, მაშ, სწავლის მსურველთ? საჭიროა სკოლისთვის ჯეროვანი შენობა აიგოს, რომ ყველა მსურველს შეეძლოს სწავლის შეძენა. თრიალეთელი კაცის ბუნებიდან გამომდინარე ამის გაფართოვება მოხერხდება".

***
გომარეთის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი მარინა ექიზაშვილი: - გომარეთი ძველი ქართული სოფელია. აქაურები გამართული ქართულით საუბრობენ. გზა რომ გვქონდეს, გამართული სოფელი არ დაიცლებოდა. მშრომელი, ალალი და პატიოსანი ხალხი ცხოვრობს გომარეთში. მე აქ დავიბადე, გავიზარდე და ოჯახიც გომარეთში შევქმენი. სამი შვილი მყავს. ჭირს ჩვენთან ცხოვრება... მივდევთ მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. ჩვენი პროდუქციით გაგვაქვს თავი. მილები გამოიყვანეს... იმედია, მალე მოგვაწოდებენ გაზს. გვახარებს ის, რომ გომარეთში მოქმედი ეკლესია გვაქვს. ჩვენი თაობა ისეა გაზრდილი, რომ გვიჭირს ცოტა ტაძარში სიარული. ვცდილობთ ახალგაზრდები ღვთის სიყვარულით და ეკლესიურად გავზარდოთ. გვყავს ძალიან კარგი მოძღვარი, მღვდელმონაზონი ხარიტონი. მანამდე გვყავდა მამა დიონისე, ისიც დიდებული მოძღვარია.

KARIBCHEჩვენთან ლამაზი ბუნებაა, სუფთა ჰაერი, წყალი. წყაროების სახელები უბნის მიხედვით არის ცნობილი. გვაქვს, მაგალითად, თათელაანთ, ხიზანაანთ, წივილაანთ და სხვა წყაროები. ხელისუფლებამ რომ მოგვაქციოს ყურადღება.

დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაია ლაგურაშვილი: - ჩვენი სოფელი ისტორიული ზურტაკეტის ნაწილია. უწინ ზურტაკეტის ხეობით შემოდიოდა მტერი ქართლის ასაოხრებლად. ჰექტრობით მიწები გვაქვს. ტყეც - უმშვენიერესი, სადაც დიდებული წვერის წმინდა გიორგის ტაძარი დგას. გომარეთი ისტორიული სოფელია, ოდითგანვე მეფეთა სააგარაკო გახლდათ. მასწავლებელი ვარ და გული მტკივა, დაცლილ საკლასო ოთახებს რომ ვუყურებ. ყველაზე მეტად უგზობა გავწუხებს. ჩვენი სურვილია, რაც გვაქვს, სკოლა, საბავშვო ბაღი - ყველაფერი შევინარჩუნოთ და არ დაიცალოს სოფელი. გომარეთი ერთადერთი სოფელია, რომელმაც შეინარჩუნა სარწმუნოება და ტრადიციული ადათ-წესები.

მასწავლებელი ნინო ხიზანაშვილი: - აქაური ვარ, მაგრამ აზერბაიჯანულ სოფელში, ზემო ყარაბულახში, აზერბაიჯანელ ბავშვებს ქართულ ენას ვასწავლი. იქ უფრო მეტი მოსახლეა, ვიდრე გომარეთსა და სხვა ქართულ სოფლებში. მუსლიმანები ძალიან მალე მრავლდებიან, მათ სკოლაში 300 მოსწავლე სწავლობს... ქართველებს პატივს მიაგებენ. როგორც მეორე ენა, ისე აქვთ მიღებული ქართული ენა. წერა-კითხვა ყველამ იცის. ჩვენგანაც აქვთ ადათ-წესები გადაღებული, ვინც კარგად სწავლობს ქართულ ენას, თითქოს ქართველს ჰგავს კიდეც. მეგობრული დამოკიდებულება აქვთ ყველასთან.

მამა ხარიტონის ლოცვა-კურთხევით, გომარეთში ბატონი რეზო ხიზანაშვილის ოჯახს ვსტუმრობდი. მისი შვილი, თეა ხიზანაშვილი მახლობელი სოფლის, განახლების სკოლის მასწავლებელია. მართლაცდა ჭეშმარიტად ქართული, ტრადიციული ოჯახია და სტუმართმოყვარეობითაც გამოირჩევა.

ბატონი რეზო ხიზანაშვილისგან გავიგე, რომ მათი გვარის ფუძემდებელი ბატონს გამოჰქცევია. "ბატონი დადევნებია - დაბრუნდიო. ვეღარ დასწევია და მიუწყევლია, - თუ არ დაბრუნდები, იმას იქით წასულხარო. ჩვენი გვარის მეთავე გორაზე დასახლებულა, რომელსაც ხიზანაანთ გორა დარქმევია, იქვეა ხიზანაანთ წყარო მერე ბარში ჩამოსახლდნენ. ხიზანაანთ ხალხი ვართ ხიზანაშვილები".

KARIBCHEმართლაც რომ მწემსი კეთილია მღვდელმონაზონი ხარიტონი:

- ეკლესიური ცხოვრება 22 წლისამ დავიწყე. სულიერ შიმშილს ვგრძნობდი და ანჩისხატის ტაძარში მივედი. იქ მამა აკაკი მეგრელიშვილი ვნახე. მან ჩემი სულისთვის საუკეთესო რჩევები მომცა და ნელ-ნელა ეკლესიური ცხოვრებაც დავიწყე. შემდეგ მთელი საქართველო და წმინდა ადგილები მოვილოცე. ახლობლის რჩევით, დმანისში ჩამოვედი მამა დიონისესთან (გვიმრაძე) სტუმრად. მაშინ ის სოფელ სარკინეთში, ბასილი დიდის ტაძრის ახლოს ცხოვრობდა.... დარჩენაზე არც მიფიქრია, ორი კვირით ჩამოვედი. ვიფიქრე, მარიამობის მარხვას შევინახავ-მეთქი. მამა დიონისესთან ერთად დავათვალიერე ხრამის, ქციის ხეობა. დღეს ამ ხეობაში ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერია, რომლის წინამძღარიც გახლავართ. იქ რომ მივედით, მეგონა, მთელი სიცოცხლე იქ ვცხოვრობდი. მამა დიონისესაც ვუთხარი ეს. უცხო კი არ იყო იქაურობა, ჩემი იყო. ღვთისმშობლის შობის ეკლესია მიწით იყო დაფარული. მოძღვარმა ტაძარში მცირე პანაშვიდი გადაიხადა. მამა დიონისეს გავუმხილე - ძალიან მინდა, აქ მონასტრული ცხოვრება დავიწყო-მეთქი. მართლაც საოცარი სამონასტრო ადგილია. სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ნელ-ნელა დავიწყე მონასტრული ცხოვრება. ვიდრე ქციის ხეობიდან წამოვიდოდი, ღვთისმშობელს ვთხოვე, - დედაო ღვთისა, აქ მინდა დარჩენა, მონასტრული ცხოვრება, ღმერთთან სიახლოვე, მაგრამ ერშიც მინდა ცხოვრება-მეთქი. ვთხოვდი, როგორმე ეჩვენებინა მომავალი ცხოვრების გზა. მონასტრიდან ერში რომ დავბრუნდი, ვიგრძენი ცივი დამოკიდებულება. მივხვდი - ეს იყო ღვთისმშობლის მინიშნება და დიდი შემართებით წამოვედი მონასტერში. ისეთი ძალა შემოვიდა ჩემში, მეგონა, ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი. ჩემი განზრახვა მხოლოდ სულიერ მოძღვარს გავუმხილე და დმანისში მამა დიონისესთან წავედი. ექვს თვეში შევიმოსე. ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ჩემი გადაწყვეტილება. ღვთისმშობელს ვთხოვდი, დედას იოლად გადაეტანა ჩემი დანახვა. მადლობა ღმერთს, სიხარულით შემხვდა, ცრემლები წამოუვიდა. მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები გვერდით მიდგანან. მამა ჩემთან არის მონასტერში. შესაძლებელი რომ იყოს, დედაც აქ იქნებოდა. ჯერჯერობით ასეა, მომავალში ვნახოთ, ყველაფერი ღვთის ნებაა. შემდეგ ბერად აღვიკვეცე. წლების შემდეგ ქციის ხეობის პირველი ბერი ვარ. გადმოცემით ვიცით, რომ XVII საუკუნეში აქ ერთი ბერი მოღვაწეობდა. მას შემდეგ ამ მონასტერში არავის უმსახურია. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მღვდლობაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მეგონა, საამისოდ მზად არ ვიყავი. მთელი სისავსით მაქვს შეცნობილი ის პასუხისმგებლობა, რაც უფალმა დამაკისრა. უფალს, ღვთისმშობელს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ ღმერთის და ერის წინაშე ჩემი ჯვარი ღირსეულად ვატარო. დმანისის სიონში დიაკვნად, მერე მღვდლად დამასხეს ხელი. იცით, რომ მეუფე ზენონს ინგლისის ეპარქია ჩააბარეს და ჩემი მღვდელმონაზვნად კურთხევის დროს ლონდონში გახლდათ, ამიტომ ბოლნელ მღვდელმთავარს, მეუფე ეფრემს სთხოვა ჩემი მღვდლად კურთხევა. თითქმის ოთხ წელზე მეტი მონასტერში ვცხოვრობდი. გომარეთშიც მოვდიოდი, მაგრამ მოსახლეობასთან ურთიერთობა ნაკლებად მქონდა. უფრო მონასტრულ გარემოში ვცხოვრობდი. ქციის მამათა მონასტერი - ულამაზესი, უსაყვარლესი და ჩემი ბრძოლის ველია, საიდანაც ძალიან დიდ მადლს და წყალობას ვგრძნობ. მეუფე ზენონმა დიდი შემართებით შეგვამზადა მამები. ღვთის მადლით და მეუფის გვერდით დგომით დღესაც ძლიერად ვგრძნობთ თავს.

KARIBCHEროცა მღვდელმონაზვნად მაკურთხეს, სურვილი მქონდა ლოცვაში უფრო მეტად ძლიერად ვყოფილიყავი და ღვთის მადლი მოიყვანდა ხალხს ტაძარში. თუ გულწრფელად და გულმხურვალედ ვილოცებთ, ჩვენზე სულიწმინდის მადლი მოდის. ყოფილა ისეთი პერიოდი და დღეებიც, როდესაც წირვის დროს ოთხი-ხუთი ადამიანი მდგარა ტაძარში, მაგრამ ღვთის მადლით, სულიწმინდის მადლით ხალხიც ნელ-ნელა მოვიდა ღვთის სახლში. მამა დიონისემ პირველი თესლი ჩააგდო მოსახლეობაში, რომელმაც ნაყოფი გამოიღო. ოჯახური დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ვცდილობ, თითოეული მათგანი მივიღო, როგორც სულიერი შვილი. ცოტა უჭირთ ხოლმე ეკლესიაში სიარული, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებენ. ვფიქრობ, რომ მთელი სოფელი დაუბრუნდება წინაპრების ფესვებს, რომელი ფესვებიდანაც ჩვენი რწმენა წამოვიდა.

ღვთის სიტყვა ყოველთვის ნაყოფს გამოიღებს. ვცდილობ, მრევლში გავაღვიძო საქართველოს, ღმერთის სიყვარული. უფალს ვთხოვ პირველ რიგში საკუთარი თავის სულიერად გაძლიერებას, რათა მოსახლეობას დავუდგე გვერდით... ვფიქრობ, ერთმანეთი შევავსეთ და მომავალშიც უფრო მეტად შევავსებთ.

ქციის ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველეს ტაძართან მამათა მონასტერი უკვე ექვსი წელია არსებობს. მონასტერში ძირითადად სამი წევრი ვცხოვრობთ. ცისკრის მსახურებას დილის 5 საათზე ვიწყებთ. ცოტა ხნის შესვენების შემდეგ ტრაპეზი გვაქვს. შუადღისას პარაკლისს ვატარებთ, 7 საათზე - მწუხრის ლოცვაა. მონასტერში გვყავს ფუტკარი. შეძლებისდაგვარად მებაღეობასაც ვცდილობთ. თავისუფალ დროს სასულიერო თემებზე ვსაუბრობთ. მონასტერში მოსვლის სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ. ამ შემთხვევაში ადამიანის ბედი წყდება. პირადად მე ჩემი თავისუფალი ნება ღვთის, დედა ღვთისმშობლის მინიშნებით ვიგრძენი. იმხელა ძალა შემოვიდა ჩემში, მეგონა, ყველაფერს დავითმენდი. ღმერთმა იცის, ადამიანი რასაც შეძლებს. ღმერთი მოუვლენს ხოლმე ადამიანს ტკივილს, მწუხარებას თუ სიხარულს. ღვთის მადლით და წყალობით, მეუფის და მამა დიონისეს გვერდით დგომით, ერთმანეთის თანადგომით მივყვები ჩემს ცხოვრებას.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat