თხინვალა
თხინვალა
სოფელი თხინვალა დედაქალაქიდან არცთუ ისე შორს არის, მაგრამ იქაურობა თოვლით გადაპენტილი დამხვდა. ადრიანად დაზამთრებას უჩივიან აქაურები, რადგან ზამთრისთვის მომზადება ბევრმა ვერც მოასწრო. როგორც ყველგან, მოსახლეობას აქაც უჭირს. თუმცა დედაეკლესიის წიაღში სულიერად გაძლიერებულები არიან. სოფელში უძველესი წმინდა გიორგის ტაძარი დარაჯად უდგას თხინვალელებს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ტაძრის გარშემო მალე მამათა მონასტერი დაფუძნდება. წინამძღვრობა კი იღუმენ მიქაელს (ოთარაშვილი) დაეკისრა. მამა მიქაელის დახმარებით მოვილოცე აქაურობა და საკუთარი თვალით ნანახს გადმოგცემთ.

ცნობისათვის: სოფელი თხინვალა მდებარეობს თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის მახლობლად. წერილობით წყაროებში პირველად XV ს-ში იხსენიება. მანამდე სოფელი გაბაშვილებისა ყოფილა. 1466 წელს ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII ს-ის დასაწყისიდან ციციშვილების ხელშია.

სოფელ თხინვალაში უძველესი XVI ს-ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას. გარშემო ულამაზესი მთები, ტყე და წყაროებია. ეკლესიის ახლოს არის ბეციას წყარო. ლამაზად არის მოწყობილი წყაროს მიმდებარე ტერიტორიაც. ეს წყარო თურმე ვინმე ბეცის შვილებს გაუყვანიათ და სახელიც ამიტომ დაერქვა.

წმინდა გიორგის ეკლესია ბოლშევიკების მოსვლამდე მოქმედი იყო. ტაძრის გარშემო ყოფილა პატარა სოფელი, რომელიც შემდეგ ჩამოსახლებულა ქვევით.

ისტორიის მიხედვით, ეს ეკლესია აუშენებიათ გაბაშვილებს, რაზეც მეტყველებს წარწერები საფლავების ქვებზე. ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკური ტიპისაა. შემოსევების დროს იძარცვებოდა ეკლესია. კომუნისტებმა საბოლოოდ დაუსვეს წერტილი ამ ეკლესიას. ისინი ხევში ყრიდნენ ძვირფას ხატებს და ურჩ ბერებს სჯიდნენ. ეკლესია კი საწყობად გამოუყენებიათ. არსებობს ასეთი ლეგენდა: ამ ტაძრის მღვდელმა სიზმარი ნახა, და-ძმა მოვა და ჯვარი არ დასწეროო. გაკვირვებულმა მღვდელმა იკითხა, - როგორ უნდა მივხვდე, რომელი იქნება ეს წყვილიო. გაურკვეველმა ხმამ ექოსავით ჩასძახა, მიგახვედრებო. მეორე დღეს რამდენიმე მექორწილე მოვიდა. ერთ-ერთი წყვილი წარდგა საკურთხეველთან და ცაში ქუხილი გაისმა, ეკლესია კი გაიბზარა. მღვდელმა მათ ჯვარი არ დასწერა...

ამდენ ჭირვარამგადატანილი და დანგრევის პირას მისული ეკლესია სოფელმა თავიდან გადახურა. აქ საეკლესიო დღეებში სხვადასხვა სოფლებიდან მომლოცველები მოდიან.

KARIBCHEქალბატონი იზო ახვლედიანის ძალისხმევით ტაძარი აღორძინდა. მისგან გავიგეთ, რომ კომუნისტების დროს ტაძარში ერთხანს ბოსელიც იყო. "ორი კვირა მარტოდმარტო ვასუფთავებდი ტაძარს. შემდეგ იატაკზე ბეტონი დავასხი. გარშემო რკინის მოაჯირი გავუკეთე. იმდენად დიდი ძალა მომცა ღმერთმა, რომ ყველანაირი დაბრკოლბა გადავლახე და კომუნისტების დროს შევძელი ტაძრის გადარჩენა, - მიყვება ქალბატონი იზო, - თხინვალაში რომ მომიყვანეს, 15 წლისა ვიყავი. მაშინ აქ 30 კომლი ცხოვრობდა. მერე სოფელ მუხათწყაროდან წამოვიდნენ მთიულები. სოფელში გუდამაყრელი ჩოხელებიც ცხოვრობენ. აქ ცხოვრობენ დავითაშვილები, აღნიაშვილები, თუთაძეები, ქავთარაძეები, წიკლაურები, თვაურები და სხვა.

რწმენა ღვთისგან მივიღე. წმინდა გიორგის ტაძარში ღვთის ნებით ავედი და შევძელი მისი დასუფთავება და დღევანდლამდე მოტანა. ღმერთმა ჩვენს მამა მიქაელს მისცეს ძალა, რომ შეძლოს ტაძრის კიდევ უფრო მეტად კეთილმოწყობა.

შეხვედრა ბერ გაბრიელთან
ერთ დღეს წყლის მოსატანად წასულს შემომეყარა ბერი, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა. მერე გავიგე, - მამა გაბრიელი (ურგებაძე) ყოფილა. მამა გაბრიელს თან ახლდა ახლობელი ქალბატონი. მითხრა, - მე მეფე ვარ და ეს საქართველოს დედოფალიაო. მივესალმე მათ და მოვიკითხე. მერე მამა გაბრიელმა მითხრა, - თქვენს სახლში უნდა წამოვიდეთო. წამოვიყვანე შინ და პატარა სუფრა გავუშალე. მამა გაბრიელმა სახლიც მიკურთხა. საღამო ხანს მშვიდობით გავისტუმრე. მერე მამა გაბრიელის სახლში მივედი, მისი ნაგები ტაძარი ვნახე. მამა გაბრიელი რომ ავადმყოფობდა, სანახავადაც მივდიოდი, პატივს ვცემდი. სამთავროშიც ავდიოდი. მამა გაბრიელმა ერთხელ მითხრა, - მოვა დრო, თხინვალას წმინდა გიორგის ტაძართან თამარ მეფის სუფრა გაიშლებაო. მამა გაბრიელი ხშირად მოდიოდა ხოლმე თხინვალას წმინდა გიორგის ტაძრის მოსალოცად. ძველ ტაძრებს პატრონობდა. იგებდა, სად რომელი ტაძარი იყო. სულ ფეხით მოილოცავდა ხოლმე ამ წმინდა ტაძრებს.

უფლის შეწევნით ვცხოვრობ, უფალი მაძლებინებს და მეხმარება. მადლობა ღმერთს, რომ აღდგა წმინდა გიორგის ტაძარი და ღვთისმსახურება მიმდინარეობს. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჩვენთან მსახურობს იღუმენი მიქაელი. ჩემი ოჯახის წევრები ეკლესიურად ცხოვრობენ და როგორც შეგვიძლია, ისე ვუდგავართ მოძღვარს გვერდით.

- თხინვალას ესაზღვრება სოფელი აგარაკი, ლისი, წოდორეთი და მუხათწყარო, - საუბარში შემოგვიერთდნენ ქალბატონი მზია დავითაშვილი და ნანული დავითაშვილი-ნადიბაიძე, - ძირითადად თბილისზე ვართ დამოკიდებული. სოფელ აგარაკში ადრე ძირითადად ქართველები ცხოვრობდნენ. დღეს ქართველებთან ერთად აზერბაიჯანელებიც მრავლდებიან... პატარა სოფელია, 80 კომლი ცხოვრობს. სკოლა არ გვაქვს, თხინვალიდან სოფელ ლისში დადიან ბავშვები სკოლაში. ავტობუსი რომ აღარ დადიოდა, თბილისში ფეხით დაგვყავდა ბავშვები. ძალიან გაჭირვებული წლები გავიარეთ დღევანდელ პირობებთან შედარებით, მაგრამ არც დღეს გვაქვს დალხენილი ცხოვრება. თითქოს თბილისთან ახლოსაა, მაგრამ არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. სოფელი როგორც იყო მიტოვებული, ასევე მიტოვებული იყო წმინდა გიორგის ტაძარი. მოსახლეობასაც გვიჭირს და არ გვქონდა იმის საშუალება, რომ ტაძარი ჩვენი სახსრებით აღგვედგინა. ტაძრის აღდგენის შემდეგ იმედი ჩაგვესახა, რომ სულიერად გავძლიერებულიყავით. თუ რაიმე შეგვიძლია, კიდევ ღმერთის წყალობით. სოფლის ახალგაზრდობა უდგას მოძღვარს გვერდით.

- დღე და ღამე ვმუშაობ პურის საცხობ ქარხანაში, - მეუბნება ქალბატონი მზია, - ამით ვარჩენ ოჯახს.. მამა მიქაელის კურთხევით, სეფისკვერს ვაცხობ.

ვისურვებდი ჩვენი სოფლის გაძლიერებას, მინდა, რწმენა გაუღრმავდეს ხალხს და უფალთან ახლოს ვიყოთ. რასაც უფალი ინებებს, ყველაფერი ისე წარიმართება. ყველაზე დიდი სიმდიდრე უფალთან ახლოს ყოფნა და ურთიერთსიყვარულია. ჩვენ ვლოცულობთ უწმინდესისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი მოძღვრის, მამა მიქაელისთვის. დიდი სიყვარული აქვს დატოვებული იქ, სადაც მოღვაწეობდა, მრევლი არ ტოვებს მამა მიქაელს და სოფელ გამარჯვებიდანაც მოდიან. ღმერთმა გამოგვიგზავნა მამა მიქაელი.

იღუმენი მიქაელი
- სასულიერო ცხოვრება ჯუმათის მამათა მონასტერში დავიწყე. იქ აღვიკვეცე ბერად და მეწოდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელი.

ერში სამხედრო ვიყავი, აფხაზეთის ომში ვმონაწილეობდი. ომიდან დაბრუნების შემდეგ, 1995 წელს, წავედი მონასტერში. ვიარე, ვიარე და მივედი ჯუმათის მონასტერში, წინამძღვარი იყო მამა კონსტანტინე (ჭინჭარაული). უკვე გადაწყვეტილი მქონდა ბერობა. ორი წელი ვიცხოვრე ჯუმათის მონასტერში. როცა ბერობის გზას აირჩევს ადამიანი, აუცილებელია გაიაროს მორჩილება. მონასტერში ცხოვრების დროს უფლის, წინამძღვრის მორჩილებაში ხარ და გიხარია, რომ ამ ყველაფერს მათთვის ითმენ. ერში კაცს თავისი საქმე, სამსახური აქვს და იმით არსებობს. მონასტერშიც ასევეა. საქმეს გიჩენს უფალი და იმით ცხოვრობ. დათმენა-არდათმენაზე აღარ არის ლაპარაკი. რამდენიმე თვე ცარიელი ხელებით აღვადგენდით მონასტერს. ღვთის წყალობით აღვადგინეთ ტაძარი და ხალხმა დაიწყო ეკლესიური ცხოვრება. ყოველდღიური წირვა-ლოცვები მიმდინარეობდა. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გადმომიყვანეს მცხეთის ჯვრის მონასტერში. 12 წელი იქ ვმსახურობდი. უკვე 15 წელია, რაც ბერი ვარ. წლებმა საკმაოდ დიდი გამოცდილება შემძინა.

KARIBCHE

მამა მიქაელი ქალბატონ ნანული დავითაშვილი-ნადიბაიძესთან და მზია დავითაშვილთან ერთად

 

2002 წელს, მეუფე პეტრე რომ დაადგინეს ეპისკოპოსად ყაზბეგში, ორი წელი სნოს ხეობის სოფლებში ვმსახურობდი, მათ შორის ახალციხე-კარკუჩა-ჯუთაში. სნოს ხეობაში მეუფეს ვეხმარებოდით ეპარქიის ჩამოყალიბებაში, მღვდელმსახურების აღდგენაში, სოფლებში დავდიოდით და ქრისტიანობაზე მოვაქცევდით ხალხს. ღვთის წყალობით, აღვადგინეთ ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარი. უწმინდესის კურთხევით, სნოს ხეობიდან გადმომიყვანეს სოფელ გამარჯვებაში. იქ ახალი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ავაშენეთ. მერე უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, გადმოვედი თხინვალაში. ეს ტერიტორიები თბილისს შეუერთდა. ჩემი მრევლი მთხოვდა უწმინდესისგან კურთხევის აღებას, რომ თვეში ერთხელ მაინც ჩაგვეტარებინა წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება. მაშინ ყაზბეგში ვმსახურობდი. ახალ ტაძრებთან ერთად ძველი ტაძრებიც უნდა აღვადგინოთ.

წმინდა გიორგის ტაძარი მიწით იყო ამოვსებული. კედლები მთლიანად გამურული იყო. ჩანს, ტაძარში საწყობიც იყო, შიგ თურმე კარტოფილსაც თესავდნენ. გაგიკვირდებათ და, ტაძარი შუაზე გაიპო. ორივე გვერდი აქვს მოცლილი. ადრე ტაძრამდე მისვლა უგზობის გამო ძალიან ჭირდა. დღეს ტაძარში შუქიც არის გაყვანილი. წყალიც გვაქვს, გზაც. რაც საჭიროა მონასტრისთვის, ყველაფერია. ახლა სენაკების მშენებლობას ვიწყებთ.

დიდი ხნის განმავლობაში ამ ტაძარში მოძღვარი არ მსახურობდა. ქართული მოსახლეობა მოწყურებული იყო მოძღვარს. მოგეხსენებათ, რომ გარშემო სოფლებში - მსხალდიდში აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს. იქ ერთი ძველი ტაძარია დარჩენილი წმინდა გიორგის სახელობისა. უწმინდესმა ჩამაბარა მისი მზრუნველობა და აღდგენა. ძველი ქართული სოფელია, მაგრამ ახლა იქ ქართველები აღარ ცხოვრობენ. სამწუხაროა, რომ მსხალდიდში ქართველობა მიწებს ყიდის და იქ აზერბაიჯანული მოსახლეობა მრავლდება. უწმინდესმა ბრძანა, - თუ მსხალდიდში ტაძარი ამოქმედდება, ქართველი მოსახლეობა არ დატოვებს სოფელსო. მოსახლეობას რომ არ უჭირდეს, მიწებს არ გაყიდის და არ წავა სხვაგან. მოსახლეობის უმეტესობა უმუშევარია. ახლა ტაძარში არიან დასაქმებულები, გვეხმარებიან კეთილმოწყობაში. ტაძრის ამოქმედებით გამოცოცხლდა სოფელი, რწმენა და იმედი ჩაესახათ. ღვთის საქმეს რომ გააკეთებ, ასჯერ მეტი მადლი მოგეზღვება და ხელი მოგემართება ყველა სასიკეთო საქმეში. ტაძარში სტიქაროსნებად პატარა ბავშვები გვყავს. გვყავს მგალობლებიც. წარმოუდგენელი რამ გაკეთდა და რამდენიმე თვეში ტაძარი აღვადგინეთ. ყაზბეგში ოთხ სოფელში დავდიოდი ფეხით და ისე ვწირავდი. შეიძლება რთულია სოფელში მსახურება, მაგრამ ჩემთვის უფრო მეტი სიწმინდეა, უფრო მეტად ვხედავ ტრადიციებს, იმას, რაც ქართველობას გვინარჩუნებს. მთავარი ადამიანის სულის გადარჩენაა. თუ სული დაავადდა, სხეულიც დაავადდება.

ღმერთი შეგვეწიოს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat