ჯავახი, განთიადი
ჯავახი, განთიადი
დმანისის ეპარქიაში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სულიერი გამოფხიზლება დაიწყო და ნელ-ნელა მრევლმაც იმატა ტაძრებში. სულიერადაც მდიდრდებიან. თავიდან ქრისტიანულ აზროვნებასთან გაუცხოებულები დღეს სხვანაირად აზროვნებენ, სხვანაირად აღიქვამენ ცხოვრებას და ცდილობენ, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეთ ღმერთთან, - მიამბობს მღვდელმონაზონი დიონისე (გვიმრაძე), - რახან შეიმეცნეს და გაიგეს ეს ყოველივე, უკვე უნდათ, ახლობლებიც მოიყვანონ ტაძარში. ყველა ქართულ სოფელში აქტიურად ვცდილობთ, ხალხს მივაწვდინოთ ღვთის სიტყვა. სასიხარულოა, რომ ღვთის სიტყვა არ იკარგება, ხშირად კარგ ნაყოფს გამოიღებს.

ყველა ქართულ სოფელში არის ეკლესია-მონასტერი, ზოგან რამდენიმე ტაძარია. თუნდაც ვესტუმროთ სამ სოფელს - ბოსლებს, ჯავახს და განთიადს. სოფელ ბოსლებში სამი ტაძარია, მაგრამ მათში ღვთისმსახურების ჩატარება არ შეიძლება. მოსახლეობის ინიციატივით სოფლის ცენტრში ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ძველი განვითარებული შუა საუკუნეების სამების ტაძრის მსგავსი იქნება. ბოსლები არის ერთადერთი სოფელი, სადაც ჯერჯერობით ტაძარი არ გვაქვს. თუმცა იქაც მიმდინარეობს ღვთისმსახურება, აღესრულება პარაკლისები. მრევლი არის, აღსარებას აბარებენ და შემდეგ დმანისის საკათედრო ტაძარში ყოველ კვირას წირვას ესწრებიან. ვისაც ზიარების და ღმერთთან ახლო ურთიერთობის სურვილი აქვს, ამის საშუალება ეძლევა.

სოფელ ჯავახში კი გვიანი შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ტაძარი დგას. ტაძარს განახლების კვალი ეტყობა. ამ სოფელში ღვთისმსახურება უფრო აქტიურად მიმდინარეობს. რამდენიმე წელი აქ მამა გრიგოლ ხიზანეიშვილი მსახურობდა (ჯანმრთელობის გამო სხვაგან გააგრძელა მოღვაწეობა). ღვთისმსახურებას ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად დმანისის საკათედრო ტაძარში ესწრება. ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს მრევლთან, ვატარებთ პარაკლისებს, ვიბარებთ აღსარებებს, შეიძლება ითქვას, რომ როგორც სოფელ ბოსლებში, ასევე სოფელ ჯავახში მიმდინარეობს აქტიური ეკლესიური ცხოვრება.

KARIBCHE

მამა დიონისე სოფელ ჯავახის სკოლის მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად

განთიადშიც კარგი მდგომარეობაა. აქ ჩამოვაყალიბეთ მგალობელთა გუნდი და გალობის თანხლებით აღევლინება ღვთისმსახურება. სოფლებში ღვთის სიტყვის ქადაგებას თანდათან მეტი გულისყურით მიჰყვებიან. გასახარია, რომ ამ პროცესში ყველაზე აქტიურად ახალგაზრდობა მონაწილეობს. ამ რეგიონის ახალგაზრდობა ძირითადად სკოლის მოსწავლეები არიან. სამწუხაროდ, სკოლადამთავრებულები ან თბილისში სწავლობენ, ან სამუშაოდ წავიდნენ. თითოეული მათგანის წასვლა დიდად გულსატკენია როგორც სოფლისთვის, ასევე ეკლესიის წინსვლისთვის, მრევლისთვის, მაგრამ ვცდილობთ, გული არ გავიტეხოთ და თავიდან ვიწყებთ ხოლმე ახალი თაობის აღზრდას, თუნდაც წიგნის მკითხველების, მგალობლების აღზრდას, რომლებიც სოფლისა და ეკლესიის სამსახურში იქნებიან. ქვეყნის გასაჭირი რეგიონზეც მკვეთრად აისახება, შესაბამისად ეკლესიურ ცხოვრებასაც ხელს უშლის. მიგრაციული პროცესი ისევ აქტიურ პრობლემად დგას რეგიონში. ეკლესიას არ აქვს იმის ხელმწიფება, რომ ეს ყველაფერი შეაჩეროს, მაგრამ ვცდილობთ, აქ მყოფთ ღვთის სიტყვა მაინც მივაწოდოთ და მოსახლეობა ვანუგეშოთ, რათა ჩამოყალიბდეს ძლიერი მრევლი, რომლის იმედიც ექნება თითოეულ მოსახლეს. ჩვენი მოწოდება არის ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული. ეს ყველაფერი შესალებელია მხოლოდ ეკლესიის წიაღში.

ჯავახი - მიჯა
ამ სოფლის წარსულზე წინა ნომერში ვრცლად გესაუბრეთ. ჯავახში ერთადერთ საჯარო სკოლას ვესტუმრეთ. თავიდან ვერც კი მიხვდები, თუ ამ შენობაში მომავალი თაობა იზრდება. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა რეგინა ადუაშვილმა გვითხრა, - 35 წელია, ამ სკოლაში ვარ და კოსმეტიკური რემონტიც კი არ ჩასტარებია. მოძველებური ინვენტარი გვაქვს. სკოლაში არაფერი სიახლე არ შემოდის. ყველაფერს მოკლებულნი ვართ. მადლობლები ვიქნებით, თუ ყურადღებას მოგვაქცევენ. გვაწუხებს ისიც, რომ სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. დემოგრაფიულ პრობლემას მიგრაციაც დაემატა. მთელი ზამთარი სკოლაში არ გვქონდა წყალი, ეკლესიის ეზოში დადიოდნენ ბავშვები წყლისთვის. სკოლის წინ ტაძარი გვაქვს, ხშირად გადადიან ბავშვები ტაძარში დაAარ აცდენენ რელიგიურ დღესასწაულებს.

მათემატიკის პედაგოგი მაია ბერუაშვილი: - ჯავახელების სულიერ ცხოვრებაზე მინდა გესაუბროთ... თავიდან მამა გრიგოლი იყო ჩვენს ეპარქიაში მოძღვარი. მან ძალიან ბევრი სიკეთე გაგვიკეთა, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხვაგან გადავიდა. ახლა მამა დიონისე აგრძელებს მოღვაწობას. მამა დიონისე ძალიან დატვირთულია, ძალიან დიდი მრევლი ჰყავს და დიდი პასუხისმგებლობაც აქვს დაკისრებული, მაგრამ უყურადღებოდ არავის ტოვებს. ძალიან დიდი მადლი შემოიტანა მამა დიონისემ. სოფლის სახლებს აკურთხებს. ორ კვირაში ერთხელ ტარდება პარაკლისები. ოცნებად მაქვს გადაქცეული, რომ პარაკლისი ყოველ კვირას ჩატარდეს და მერე ეს წირვა-ლოცვაში გადაიზარდოს. სოფლიდან მოშორებით გვიწევს ტაძარში სიარული. მოგეხსენებათ, რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ გვინდა, ჯავახში, წმინდა გიორგის ტაძარში აღევლინებოდეს წირვა-ლოცვა. ამ ტაძარში წირვა-ლოცვა რომ ჩატარდეს, მრევლი გამრავლდება და უფლის სიყვარულით გაიზრდებიან. მე ჯავახელთა რძალი ვარ და ასე მგონია, ის ყველაზე ლამაზი სოფელია დმანისის რაიონში. გამორჩეულია ლამაზი, პარალელური ქუჩებით. შუაგულ სოფელში დგას წმინდა გიორგის ტაძარი და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მოვილოცოთ. ბავშვებიც ზრუნავენ ტაძარზე, ცდილობენ, მოძღვარს დასუფთავებული, დალაგებული დაახვედრონ. მამა დიონისეს ქადაგებების ჩანაწერებს კომპიუტერში ვუსმენთ ხოლმე. დროდადრო მამა გუარამი გვიტარებს პარაკლისებს. სამწუხაროდ, შობადობა ძალიან შემცირდა. მინდა, ჩვენი სოფელი უფრო აყვავებული იყოს, აქაურობა არავინ დატოვოს, ყველანი გაძლიერდნენ და დამკვიდრდნენ თავიანთ კარ-მიდამოში. სხვა მხრივ მშრომელი ხალხი ცხოვრობს, ძირითადად მიწათმოქმედებაზე არიან მიჯაჭვულები და ეს საქმე მშვენივრად გამოსდით. მაგრამ დასაქმებული რომ არ არის ახალგაზრდობა, ამიტომ ტოვებენ სოფელს. ასაკიანი მოსახლეობის იმედზეა სოფელი და ცოტა ხანში ალბათ ეს ოჯახებიც დატოვებენ ჯავახს. ვინც სოფლიდან მიდის უკან აღარავინ ბრუნდება. უფალს ვევედრები, გაგვაძლიეროს მთელი სოფელი, როგორც ოდითგანვე იყო.

ქალბატონი ლია ადუაშვილი: - ჩვენი სოფელი ყოველ წელიწადს აღნიშნავს ჯავახობის დღესასწაულს. ამაში მოძღვრებიც გვეხმარებიან. გვერდით უდგანან მოსახლეობას მამა დიონისე, მამა ხარიტონი, მამა გუარამი და სულიერად გვაძლიერებენ. ჯერჯერობით მრევლი მცირეა, მაგრამ, ღვთის წყალობით, ნელ-ნელა მრავლდება. მამა დიონისეს ქადაგებას ერთხელ თუ მოუსმინე, მასთან ურთიერთობას მოგანდომებს. მამა დიონისეს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მოსახლეობის სულიერად აღორძინებაში. არასოდეს ბეზრდება სულიერ თუ ყოფით საკითხებზე რჩევა-დარიგება. ამ სოფელში დავიბადე და გავიზარდე და ვხედავ, თითქოს უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი სოფელი. ადრე უფრო არ დადიოდა ხალხი ტაძარში, ახლა დიდი სიხარულით მიდის ყველა. ადამიანი იმედით ცოცხლობს და ჩვენც არ ვკარგავთ მომავლის იმედს.

- სოფელში ხალხს რა დაამაგრებს? - ვეკითხები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ზამირა ოქრიაშვილს.

KARIBCHE
- ვფიქრობ, სამუშაო ადგილები. ახალგაზრდებს მიწაზე მუშაობა არ უნდათ. ძალიან გვინდა, შესაბამისმა სამსახურებმა დმანისსაც მოაქციონ ყურადღება. იქნებ, როგორღაც დასაქმდეს მოსახლეობა, თორემ სოფლად ვეღარავის დავაკავებთ. მე ამ სოფელში დავიბადე და აქვე დავოჯახდი. ჩემს დროს ერთ კლასში 28 ბავშვი იყო, დღეს თითებზე ჩამოსათვლელია. ჩემი შვილების თაობა ყველა მარნეულში, დმანისში, თბილისშია გასული და სამუშაოს ეძებს. უსახსრობის გამო ოჯახები არ იქმნება. წინათ ჩაის ფაბრიკა მუშაობდა და დასაქმებულები ვიყავით. თუUშეგვიქმნიან სამუშაო პირობებს, სოფლიდან არავინ გავა.

განთიადი
თითქოს განთიადივით უნდა იყოს სოფელი განათებული, მაგრამ ოდნავ შებინდდება თუ არა, იქაურობა ბნელდება. განათებულ განთიადს ითხოვენ აქაურები და ჩვენც გავახმიანეთ მათი ნათქვამი.

სოფელ განთიადის სკოლა უკეთესად გამოიყურება. გეოგრაფიის მასწავლებელმა მეგი დევნოზაშვილმა სოფლის წარსული გაიხსენა: - განთიადი დმანისის რაიონში შემავალი რვა სოფლიდან ერთ-ერთი ქართული სოფელია. ქვემო ქართლის ვაკეზე, მაშავერისა და ქციის ხეობაშია გაშლილი... მეზობელი სოფლისგან მდინარე მაშავერა ყოფს. განთიადს აგრეთვე ესაზღვრება ერთ-ერთი აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელი ტნუსი. აღმოსავლეთიდან - ასევე აზერბაიჯანული სოფელი შინდლარი. ამ სოფელში ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებია შემორჩენილი.

ისტორიულად ეს ადგილები საბარათიანო-საყაფლანიშვილოს ეკუთვნოდა. ცენტრი დმანისის ნაქალაქარი იყო, რომელიც უხსოვარი დროიდან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. აქაურები საზღვრის დამცველებად, სამხრეთის მებრძოლებად იწოდებოდნენ. ისინი აკავებდნენ სამხრეთიდან შემოსულ მტერს. ამიტომ არაერთგზის ამოწყვეტილა აქ მოსახლეობა, ასევე მრავალჯერ დასახლებულა. ბოლო დასახლება ჩვენ ვართ. რამდენიმე გვარი, ოჯახია შემორჩენილი, რომლებმაც წინაპრების სახელები, მათ უკვდავსაყოფად, თავიანთ გვარებს დაუდეს საფუძვლად. უმრავლესობაა დაუთაშვილები, დევნოზაშვილები, ციხელაშვილები, კავლელაშვილები, ფეტვიაშვილები, მენთეშაშვილები და სხვა. ძირითადად ახალციხის რაიონის სოფელ გოგაშენიდან არიან ჩამოსახლებულები. სოფელ ოკამიდან ჩამოსახლდნენ ოკმელაშვილები.

განათლებული ხალხი ცხოვრობს ჩვენს სოფელში. იყო დრო, განთიადის და ჯავახის მოსახლეობას დიდი ადგილი ეკავა საგანმანათლებლო, ადმინისტრაციულ სფეროში. ახლა უპირატესობა აზერბაიჯანელებს აქვთ. განთიადი ღარიბი სოფელია, მოსახლეობის უმრავლესობა ძირითადად მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევს. აზერბაიჯანელებმა ინვესტიციების, ნავთობის დახმარებით მეტი თანხა დააგროვეს და ყიდულობენ დმანისის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, სათიბებს, საძოვრებს, სახლებს. საწარმოებიც ძირითადად მათ გახსნეს.

განთიადს წარსულში ყალამშია ერქვა. ალბათ სპარსულიდან ან თურქულიდან მოდის.

დმანისის რაიონში სულ რვა ქართული სოფელია. დანარჩენი - აზერბაიჯანული.

***
სამწუხაროდ, ქართული მოსახლეობის უმრავლესობა ურწმუნოა და ეკლესიურად არ ცხოვრობს. განთიადელებს მაინც ეტყობათ კომუნისტების დროიდან შემორჩენილი ათეიზმის კვალი. ახალგაზრდები, მომავალი თაობა უფრო აქტიურობს, მოექცნენ ღვთისკენ. ჩვენს სოფელში არის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია, რომელშიც მამა დიონისე ეწევა ღვთისმსახურებას. ყოველ კვირას პარაკლისს ატარებს. განთიადში დაახლოებით 200 კომლი ცხოვრობს. ახალგაზრდების დიდი ნაწილი საცხოვრებლად ქალაქს ირჩევს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რაც დმანისის ბიუჯეტს ავსებს, ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ოქროს კვარციტებია. ეტყობა კიდეც რაიონს. შენდება დმანისი, მისი ქუჩები, სხვადასხვა დაწესებულება კეთილმოწყობილი ხდება. უფრო მეტი რომ იყოს შემოწირულობა, ტაძრის მშენებლობაც მალე დასრულდება. სოფელში გვაქვს საბავშვო ბაღი, გვაქვს სკოლა, რომელსაც დახლოებით 110 წლისაა. ამ სკოლაში ცნობილი პედაგოგები ასწავლიდნენ. მაგრამ კონტინგენტი ძალიან მცირეა - 86 ბავშვი სწავლობს. ბავშვების უმრავლესობა ძალიან კარგი შედეგებით მიდის სკოლიდან და ეროვნულ გამოცდებს წარმატებით აბარებს. უმრავლესობა პრეზიდენტის სტიპენდიანტია, დაფინანსდნენ კიდეც. არიან მედალოსანი ბავშვები.

***
ნათია დევნოზაშვილი: - ჩვენი სოფლის ტრადიცია გამოიხატება ძირითადად რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნით. აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციულად საფლავზე გავდიოდით ხოლმე. ახლა ვცდილობთ, აღდგომას ეკლესიურად შევეგებოთ. განსაკუთრებით აღვნიშნავთ ასევე გიორგობის დღესასწაულს. აქაურებს ღმერთი სწამთ, მაგრამ ეკლესიურ ცხოვრებას ვერ ეჩვევიან. დღეს შედარებით უკეთესი თაობა მოდის, ეკლესიაში მონდომებით დადიან. მარხულობენ, ლოცვებს კითხულობენ.

ირინა ციხელაშვილი: - გულსატკენია, რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობამ დატოვა სოფელი. ზოგი ქალაქში, ზოგიც უცხოეთშია წასული. სამწუხაროდ, რელიგიურობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით. სურვილი რომ იყოს ეკლესიაში სიარულისა, კაცი როგორღაც გამოძებნის დროს.
KARIBCHE
სოფელ განთიადის სკოლაში

ჩვენი სოფლის მოსახლეობა შრომისმოყვარეობით, განათლებულებით გამოირჩევა. ყველაზე მეტი უმაღლესდამთავრებული და განათლებული სოფელ განთიადს ჰყავს. რაც დრო გადის, უფრო მეტად უმუშევრობა გვაწუხებს. გულსატკენია, რომ ჩვენთან არ არსებობს გარე განათება, გარშემო სოფლები განათებულია, განთიადი კი ჩაბნელებული. სოფლის სახელი არ ამართლებს. შარშან გვქონდა განათება... მადლობელი ვართ, რომ გზა გაგვიკეთეს, მაგრამ მარტო ამით ხომ არ განისაზაღვრება ყველაფერი. ერთადერთი გამონათება ის არის, რომ ყოველ ხუთშაბათს მამა დიონისე მოდი და ჯვართამაღლების ტაძარში პარაკლისებს იხდის. მან ადგილობრივებისგან მგალობელთა გუნდი ჩამოაყალიბა და ტაძარში პარაკლისზე გალობენ ხოლმე. ძალიან დიდ საქმეს გვიკეთებს მამა დიონისე. გულსატკენია ის, რომ სათანადოდ ვერ ვუწყობთ ხელს. დმანისის რაიონის ქართულ სოფლებში მამა დიონისე აღავლენს პარაკლისებს. დმანისში ყოველ კვირაა წირვა-ლოცვა. ღმერთმა მოგვივლინა მამა დიონისე. ჩემი თხოვნაა ყველა მართლმადიდებელი ქრისტანის მიმართ, რომ ხელი შევუწყოთ მოძღვრებს, ისინი ხომ ჩვენი სულის გადარჩენაზე ზრუნავენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat