სადმელი, ხიმში
სადმელი, ხიმში
1886 წლის გაზეთ "ივერიის" კორესპონდენტი წერდა:
"ძველი ეკლესიები, ციხეები და ნივთები, რომელნიც მოიპოვება რაჭაში, ამტკიცებს, რომ რაჭა ყურადღების ღირსია სხვათა შორის არქეოლოგიის მხრით. წარსულს ნოემბრის თვეში მე ვიყავი სოფელ საკაოში, რომელიც მდებარეობს ონიდან ჩრდილოეთის მხრით, რვა ვერსზედ, მდინარე საკაურას პირზე, მთის "შოდის" ძირში. გაგონილი მქონდა, რომ ვითომც ერთს ამ სოფლის გლეხს საკაოს მთაში რაღაც ძველი ნივთები ეპოვნოს. ამისთვის ამ საგანზე ჩამოვაგდე ლაპარაკი იქაურ გლეხებთან, რომელნიც ჩემთან იყვნენ შეკრებილნი. აი, რა მიამბო ერთმა გლეხმა ხიდეშელმა: ორი-სამი წლის წინათ ჩვენს მთაში ერთს ჩემს მეზობელს ენახა ბევრი რამ ძვირფასი ოქროს და ვერცხლის ნივთები. რა ნივთები იყო, არ ვიცით.

***
სოფელ შქმერს აღმოსავლეთის მხრით ერთი მაღალი კლდე აქვს ჩამოფარებული, ეს კლდე დაახლოებით 150 საჟენის სიმაღლეზე ისე არის დაქანებული სოფელ ბოყვისკენ, რომ კაცს ასვლა არ შეუძლია. შუაგულს კლდეში თეთრად გამოსჩანს ეკლესიის კედელი და კედელში ღია კარი, რომელზედაც რაღაც კიბესავით არის გადმოკიდებული. არავის ახსოვს და არც გაუგონია, რომ ამ ეკლესიაში ვინმე შესულიყოს. ამბობენ, ვითომც საიდუმლო შესავალი ჰქონდეს კლდის ძირიდგან, მაგრამ არავინ იცის, სად იწყება ეს შესავალი. კარგი იქნებოდა, რომ ვინმე ითავებდეს და შესავალს კიბეს მოაწყობდეს - უსათუოდ ამ ეკლესიაში ძველი ნივთები იქნება შენახული.

***
რაჭაში ბევრგან მოიპოვება ძველი ქვით ნაშენი ეკლესიები და სხვა შენობანი, რომელნიც ღირსნი არიან ყურადღებისა, მაგალითად, სოფელ სორში არის ერთი ძველი ეკლესია. ეს ეკლესია ახლა სამრევლო ეკლესიად ითვლება და ძველ დროში კი აქ მდგარან ბერები და ბევრი შესანიშნავი ძვირფასი ნივთებიც ჰქონდათ. ამბობენ, რაც გელათში ძვირფასი ნივთებია, სულ აქედგან არის გადმოტანილიო. დღეს აქ სხვას ვერას ნახავს კაცი შესანიშნავს გარდა ერთის ძველის ღვთისმშობლის ხატისა, რომელიც მოჭედილია ოქროთი და ძვირფასის თვლებით და ძველი სახარების დაფანტული ფურცლებისა (ეტრატი), რომელზედაც მშვენიერი ხელოვნებით არიან გამოხატულნი ოქროს ვარაყით ოთხივე მახარებელნი.

***
რაჭაში არის ერთი სოფელი, სახელად ხიმში, რომლის ახლოს რაღაც ძველი სასაფლაოა. ამ სასაფლაოზედ აქაურნი მკვიდრნი ხშირად ჰპოულობენ სხვადასხვა ნივთებს, ოქროს სამაჯეებსა და ოქროს ფულსაც კი. ამას წინად ერთმა რაჭველმა გლეხმა იპოვა აქ რამდენიმე ოქროს ფული, როგორც ამბობენ, ეს ფული მან ვლადიკავკასში წაიღო და იქ გაჰყიდაო. სულ რამდენიმე კვირააო, მოგვითხრო ჩვენ რაჭაში ჩასულმა, რაც იმავე სასაფლაოზედ მე ვიპოვე ორი ძველი შავი ფული, ერთი ირაკლი II-ის ფული და მეორე, ვგონებ, იმის მამისა, თეიმურაზ II-ისაო.

მოგეხსენებათ, რაჭაში სახნავი მიწა ერთობ ძვირია, ამიტომაც უწყალოდ ჰკაფავენ ტყეებს, ახოებს იღებენ და ვენახებს აკეთებენ. ერთს ახალ მოკაფულ ადგილზე, სოფელს ხიმშს, ამას წინათ ერთს გლეხს სახნისის წვერით ამოეყარა მიწიდან ძველი ნივთები - ოქროს ბეჭედი, სამაჯე და ერთი თიხის წყლის ჭურჭელი".

***
დღეს მსგავსი რამ აღარ გვსმენია. სოფლად ახლა უფრო მეტად პრობლემებით დახუნძლული ამბები გვესმის. რეალობას ვერსად გავექცევით და მოსახლეობის გულიდან ამოსულ საუბარს ამჯერადაც შემოგთავაზებთ.

სოფელ სადმელს და სოფელ ხიმშს მკითხველის უმეტესობა შესაძლოა არც იცნობდეს. წინა ნომერში სადმელის შესახებ გესაუბრეთ. ცოტა რამ სასაუბროდAამ ნომრისთვის შემოვინახე. სოფელ ხიმშის შესახებ მასალის დაწერა კი თეთრი წმინდა გიორგის ტაძარში მოსულ მლოცველთა ნახვამ მაფიქრებინა.

KARIBCHEსადმელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა მანანა ჯანელიძე-რატიანმა დემოგრაფიული პრობლემები ახსენა - ამან შეიძლება სკოლის არსებობა სათუო გახადოსო. "ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, შემეძლო ქალაქში მეცხოვრა, მაგრამ აქაურობა ვერ დავტოვე. ფიზიკურად ვშრომობთ და ვცდილობთ, რომ სოფელი არ დავტოვოთ. ხუთი შვილი მყავს და ხუთი შვილიშვილი. უმცროსი ვაჟი სოფელში ცხოვრობს. უკვე ოცი წელია პედაგოგი ვარ და ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, ახლა რომ არის, ჯერ არ ყოფილა. ძალიან შეიცვალა მოზარდების დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ. ბავშვობაში მასწავლებლისა მერიდებოდა.Aახლა მოსწავლე გზაში თუ შეგხვდა, გზას არ დაგითმობს. ვფიქრობ, ეს მოზარდის კომპიუტერთან მიჯაჭვულობის შედეგია. მასწავლებელს აკრძალული აქვს საყვედური უთხრას მოსწავლეს, ეს მითითებულია კოდექსშიც. დაწყებით კლასებში შეფასებითი სისტემაც აღარ არის და სწავლაც აღარ უნდათ.

დრო ძალიან შეიცვალა. წინანდელი და ახლანდელი რაჭა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. წინათ უფრო თბილი ხალხი ცხოვრობდა. ეს თანამედროვეობის პრობლემაა. ცივილიზაცია უარყოფითად მოქმედებს. სოფელი მაინც თბილია. ჭირსა და ლხინში სულ ერთად ვართ. დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს, მაგრამ მიგრაციას სოფელი ნამდვილად არ განიცდის. მახარებს ის, რომ იმატა ეკლესიაში მოსიარულეთა რიცხვმა. რწმენა გაუძლიერდა რაჭველ კაცს. ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება. სკოლაში ჩამოვაყალიბე ეკოკლუბი. ამ კლუბიდან ბავშვები დამყავს ეკლესიებში. ვცდილობთ გავასუფთაოდ ტაძრის საძირკველი და ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები".

KARIBCHE- ბავშვობა სადმელში, კლდისუბანში გავატარე. მართლა კარგი სოფელი იყო. ყველაფერი საუკეთესო იქიდან მომყვება. შეძლებულადაც ვცხოვრობდით. ბებია და ბაბუა 91 წლისანი გარდაიცვალნენ და იცით, რამდენი რამ მომყვება მათგან? განსაკუთრებით წინაპრებისეული კულტურა, - მიამბობს ქალბატონი მარინე რატიანი-ჯოხაძე, - ძალიან სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა. მეუღლეც გულთბილი და სტუმართმოყვარე გახლდათ. სამი შვილი გავზარდეთ. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე, ზაურ ჯოხაძე, გარდაიცვალა. სოფელ ბოსტანაში დაიწყო გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მშენებლობა, მაგრამ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ვეღარ დაასრულა. ღვთის შეწევნით, მე მომიწია ტაძრის დასრულება. უწმინდესმაც იცოდა ტაძრის აგების შესახებ და მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ მშენებლობა. იმდენად განიცადა ჩემმა მეუღლემ დედის გარდაცვალება, რომ გადაწყვიტა, მის სახელზე ეკლესია აეშენებინა. აღმოჩნდა, რომ დედამისი მონათლული არ იყო და მღვდელიც ვერ მოუყვანეს, ამაზე ძალიან ინერვიულა. როცა დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ყველანაირად დავუდექი გვერდით.

სოფელში ძალიან თბილი, მშრომელი ხალხი ცხოვრობს. დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს, მიგრაციამაც იმატა. მაგრამ რაჭველი კაცი ოჯახის ერთგულია და საკუთარ ოჯახს არაფერს გაუჭირვებს...

ხიმში
ეს სოფელი ხიდიკარის ახლოსაა. ირგვლივ აკრავს სოფლები: სხვავა, ფუტიეთი, ხიდიკარი.

- ბარაქიანია ჩვენი სოფელი. საძოვრები ნაკლებად არის, მაგრამ ხეხილი უამრავია. ხიმშური ყურძენი განსაკუთრებით ტკბილია, - მეუბნება ქალბატონი ტურფა დონაძე, - მიყვარს ვაზის მოვლა. ვისწავლე ვენახის დამყნობა, თავად ვამყნობ, გამოვიყვანე, გავახარე და ჩემი სახელობის ვაზიც მაქვს. 25 წელზე მეტი ვიყავი ამბროლაურის კულტურის სახლის მხატვარი. ამჯერად სამხატვრო სკოლაში ვმუშაობ. სამი ვაჟკაცი გავზარდე. გვაქვს პატარა ოჯახური მეურნეობა. მართალია, მდიდარი არ ვარ, მაგრამ ჩემზე გაჭირვებულებს ხელი რომ გავუმართო, შემიძლია. ჩემს უბანში ძირითადად დონაძეები ცხოვრობენ. შერეული გვარისშვილებიც ცხოვრობენ. მათ შორის ხუციშვილები, ჭელიძეები, არჩუაძეები, შერაზადიშვილი. ხიშმი უბნებადაა დაყოფილი. არის ბარსონიძეების, სხირტლაძეების, არჩუაძეების უბანი. კლდისუბანში ცხოვრობენ ჭიჭინაძეები.

ხიმშის თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია ძველის ნანგრევებზე ჩემმა შვილებმა განაახლეს. მადლობა ღმერთს, რომ ნანგრევებად ქცეული ტაძრის აღდგენა შევძელით. მომავალში სურვილი გვაქვს მოვაწყოთ ტრაპეზი და აქ ღვთისმსახურება ჩატარდეს.Uუფლის ნებით, მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით, ხიმშის მოსახლეობაში შეგროვდა თანხა ტაძრის კანკელის გასაკეთებლად. მალე ჩვენს სურვილს რეალობად ვაქცევთ.Mმადლობა უფალს, რომ კეთილი საქმისთვის ძალას და ენერგიას არ ვიშურებთ. ღმერთმა გაამთლიანოს და გააერთიანოს ჩვენი საქართველო. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს სულიერი შვილები.

KARIBCHEიური (გიორგი) დონაძე ღვთისნიერი და მართლაც საუკეთესო ახალგაზრდაა. ხიმშის თეთრი წმინდა გიორგის ტაძრის განახლების სურვილი ბავშვობიდან აწუხებდა. სურვილი რეალობად აქცია და კეთილი ადამიანების დახმარებით ტაძარი განაახლა. ტაძარში ხიმშელები უკვე ერთად შეკრებილნი ლოცულობენ. როგორც გავიგე, გიორგი დონაძე მრავალმხრივი ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული. საუბარში თავადაც ახსენა: "ბავშვობა ხიმშში გავატარე. 16 წლამდე აქ ვიყავი. მერე დავამთავრე თოიძის სამხატვრო სასწავლებელი. მონაწილეობა მივიღე რუსთაველის თეატრის რესტავრაციაში. მოვხატეთ კონსერვატორიის დიდი და მცირე დარბაზები, საჯარო ბიბლიოთეკა. ჩემი სურვილი ტაძრის აგებისა ჩემს მოძღვარს, ბარაკონის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით გეგეშიძეს ვუთხარი. ჩემი ნამუშევრები მინდა გავყიდო და ტაძარი ავაგო-მეთქი. გამოფენა გავაკეთე ქარვასლაში, გამოვფინე ხეზე კვეთის ნიმუშები, ჭედურობა, ხატწერა, ფერწერა, მინანქარი. ას ნამუშევარზე მეტი იყო. მომავალშიც ვაპირებ სამებაში მოვაწყო გამოფენა-გაყიდვა.

ახლა როგორც ხედავთ ამ ტაძარს, ეს არის პირვანდელი სახე. მერე გადაკეთდა. დაახლოებით საუკუნის წინ აქ იმდენი ხალხი ცხოვრობდა და იმდენი მაზიარებელი ჰყავდა ტაძარს, რომ ზიარებას ვერ ასწრებდნენ, უფრო ადვილად რომ შესულიყვნენ, ტაძარს მეორე შასასვლელი გაუკეთეს. კომუნისტების დროს ტაძრის გუმბათი ააფეთქეს. ღვთის წყალობით და "ქართუ ჯგუფის" დახმარებით (მეც მანდ ვმუშაობ რესტავრაციაზე) მივიღე მონაწილეობა ტაძრის აღდგენაში.

სკოლის მოსწავლე ვიყავი, მე-7-8 კლასში ვსწავლობდი, როცა რაღაც ძალას შეღამებულზე მივყავდი თეთრი წმინდა გიორგის ტაძრისკენ. მინდოდა ეკლესია გამეწმინდა. ჩაის კოვზი მიმქონდა და იმით ვასუფთავებდი ტაძარს. მაშინ მოძღვარიც არ მყავდა.

ყველას უკვირდა, რას აკეთებსო. ახლა რომ ვხვდები, ყველაფერი უფლის ნებით ხდებოდა. უფალს უნდა მიანდო თავი. ტაძრის განახლების შემდეგ სურვილი გამიჩნდა საკუთარი ხელით გავაკეთო ტაძრის კანკელი. მომავალ წელს, ღვთის ნებით, იქნებ წირვაც ჩატარდეს. ღვთის ნებით და შეწევნით, ასევე მეუფე ელისეს და მამა დავითის ლოცვა-კურთხევით, შეიძლება ტაძრის მოხატვაც დავიწყო. სურვილი მაქვს, ჩემს სახლთანAახლოს მცირე ზომის ხის ტაძარი ავაგო. სამებაში მინდა მოვაწყო ჩემი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და იქიდან შემოსული თანხით დავიწყო ტაძრის აგება. თუ ეკლესიას შეეწევი, სულიერად უფრო გაიზრდები და უფალიც შეგეწევა".

KARIBCHEქალბატონი ანა ერისთავი ოცი წელია უკვე ონის ბიბლიოთეკის დირექტორი გახლავთ. სიტყვაკაზმული პოეზიითაც გამოირჩევა ქალბატონი ანა. მისი ცნობილი ლექსი - "შეგვეწიოს ყოვლადწმინდა, ხოტევი და ნიკორწმინდა" ყველა დროში პოპულარულია. რაჭველი კაცი სუფრას ისე არ დაასრულებს, ეს ლექსი რომ არ თქვას. გამიხარდა, როცა ქალბატონი ანა პირადად გავიცანი ხიმშში სტუმრობისას. "კარიბჭის" ერგული მკითხველია და საუბარზეც დამთანხმდა.

- რამ დამაინტერესა, ის ლექსი რომ დავწერე? ბოლშევიკების დროს არც ერთი კუთხე არ დარჩენილა, ტაძარი რომ არ დაენგრიათ ჩვენს წინაპრებს. ნატაძრალები იმიტომაც არის. როდესაც მოვისმინე, რაჭველი კაცი ისე არ დაასრულებს სუფრას, რომ ყოვლადწმინდას სადღეგრძელო არ თქვასო, სურვილი გამიჩნდა, დამეწერა ლექსი. სოფელ შქმერში არ უთქვამთ თურმე ყოვლადწმინდას სადღეგრძელო და ფარახეთში ჩამოსული კაცი ისევ უკან დაბრუნებულა და სუფრასთან მისულა. ეს სადღეგრძელო უთქვამს და უკან გამობრუნებულა. Aმეც ავდექი და რამდენიმე ვარიანტი დაუსრულებლად ვწერე ერთი წელი. მინდოდა ჩვენი თაობის მივიწყებული სალოცავები წარმომედგინა. საკმაოდ კარგი გამოვიდა.

რაჭას ძალიან სჭირდება შეხიდება. შეიძლება სხვა კუთხეში უფრო უკეთ მეცხოვრა, მაგრამ როგორც ბეღურა ვერ შორდება თავის მშობლიურ კუთხეს, ისე ვერ მოვშორდი აქაურობას. თქვენ წარმოიდგინეთ და რაჭის მთის სოფლები დღეს გადაშენების პირასაა. ზამთარში ზემო რაჭაში მოხუცებიც აღარ ჩერდებიან და ჩვენი ქვეყანა ასე როგორ გაძლიერდება? რაც არ უნდა იყოს, როგორი ცხოვრებაც არ უნდა მოვიდეს, სოფელი თუ არ არის ძლიერი, ქალაქი როგორღა გაძლიერდება? ყველა დიდი ადამიანი სოფელში იბადება. მიწის სიყვარული, ვაზის სიყვარული თუ არ იცი, შენი ეკლესიის, მამა-პაპის საფლავზე სანთელს თუ არ აანთებ, რაღაა ჩვენი ყოფა. რა მენტალიტეტი უნდა გქონდეს, თუ ამას არ გააკეთებ, ქართველს და ქრისტიანს?! ყველა უნდა ეცადოს, შვილი საკუთარი სოფლის სიყვარულით გაზარდოს. შვილმა გარჯა და მიწის ფასი უნდა იცოდეს. ჯაფაში უნდა დაიხარჯოს ადამიანი. თუ სოფელი არ გავაძლიერეთ, დანარჩენი არარაობა იქნება. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ სოფლით გაძლიერდება.

***
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ხიმშის თეთრი წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილი მრევლის წინაშე იქადაგა:

- ღმერთმა შექმნა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისა. მან შთაბერა უკვდავი სული. ჩვენ ჩვენი ძალებით არაფერი შეგვიძლია, თუ უფლისგან არ გამოვითხოვეთ მადლი. ის ადამიანები, რომლებიც ურწმუნოდ რჩებიან და ამპარტავნობა ბატონობს მათზე, ადრე თუ გვიან ჯანმრთელობასაც დაკარგავენ ან ცუდი ცხოვრებით და განსაცდელით დააჩქარებენ იმქვეყნად წასვლას. უფალი ერთხელ გაგაფრთხილებს, ორჯერ. თუ ღირსეულად იცხოვრებს ადამიანი, შეიძლება დღეგრძელიც იყოს წლების განმავლობაში. რაც შეეხება ადამიანს, რომელიც არ ცხოვრობს ეკლესიურად, სარწმუნოებით, ცოდვებს არ ერიდება და ყოველ ნაბიჯზე შეუძლია ცოდვა ჩაიდინოს და უხარია კიდეც, რომ ცოდვებში არის, ასეთს მოუვლენს ფიზიკურ ავადმყოფობას, მერე განსაცდელებს, ამანაც თუ არ უშველა, მალე წაიყვანს იმ ქვეყანაში. დღევანდელი დღე ბედნიერია იმიტომ, რომ ერი და ბერი ერთად ვართ. როცა ერი და ბერი ერთად იქნება, მაშინ, მოგეხსენებათ, მართლმადიდებლობაც და ეროვნულობაც, ჩვენი ქართველობა განუყოფელი იქნება. ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ და იმაზე უნდა ვიფიქროთ, ჩვენ რას დავუტოვებთ მომავალს. ჩვენ უნდა დაუტოვოთ მომავალს სრული რწმენა, სრული მადლი, ეროვნულობა, ლოცვა, შრომა, კეთილდღეობა და კეთილმსახური ცხოვრება. არც მარტო ლოცვა ვარგა შრომის გარეშე და არც შრომა ვარგა ლოცვის გარეშე. მაშინ ექნება მეტი წარმატება და მადლი ადამიანს, თუ ორივეს ერთად განახორცილებს... შრომით ადამიანი სასწაულებს ვერ მოახდენს და ლოცვით სასწაულებს მოახდეს.

ახლა ვიმყოფებით ხიმშის თეთრი წმინდა გიორგის ტაძარში, მეუფის ლოცვა-კურთხევით საჯანმრთელო პარაკლისი გადავიხადეთ. ეს ტაძარი XI საუკუნეშია აგებული. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გავიგეთ, რატომ ჰქვია თეთრი წმინდა გიორგი. ჩვენთვის ცნობილია ილორის წმინდა გიორგი, ლომისა, კახეთში თეთრი წმინდა გიორგის ტაძარი. უმეტესობისთვის ცნობილია ასევე მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარი. ხიმშის თეთრი წმინდა გიორგის ტაძარიც სასწაულმოქმედი ყოფილა, ასე გამიგია წინაპრებისგან. აქაც სასწაულები აღესრულებოდა. შეგვეწიოს თეთრი წმინდა გიორგის მადლი. ხიმშის მოსახლეობის უმეტესობა მრავალძალიდან ჩამოსულები არიან. განსაკუთრებით ცნობილია სხირტლაძეების გვარი, რადგან სამღვდელოებას წარმოადგენდა. სრულიად საქართველოს და ჩვენს ეპარქიას შეეწიოს თეთრი წმინდა გიორგის მადლი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat