ბევრეთი
ბევრეთი
სოფელ ლისის შემდეგ მამა ევსტათესთან ერთად გეზი ბევრეთისკენ ავიღეთ. აქ ახვლედიანების სტუმართმოყვარე ოჯახს ვესტუმრეთ. როგორც დიასახლისმა თქვა, 60-იან წლებში ბევრეთის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 35 კომლს შეადგენდა, ვარკეთილის მეურნეობაში გადაასახლეს. ბევრეთის სკოლაში თურმე მხოლოდ ოთხი კლასის განათლებას იღებდნენ მოსწავლეები, შესაძლოა, ესეც იყო მიზეზი სოფლის მოსახლეობის მიგრაციისა.

- გზა არ იყო. სინათლე დღემდე არ გვაქვს, ვის არ მივმართეთ და ყურადღებას არავინ გვაქცევს. ზამთრობით 5-6 კომლი ვრჩებით, თითო ოჯახში ორი კაცი, ძალიან გვიჭირს ცხოვრება. ჩვენს სოფელში დედათა მონასტერი რომ არ იყოს, ალბათ გზას არავინ გაგვიკეთებდა. სოფლის სახელი საიდან მოდის? ჩვენი წინაპრებისგან მსმენია, წინათ აქ ბერებს უცხოვრიათო.
ბევრეთში ძირითადად ცხოვრობენ გოგიაშვილები, შუღლიაშვილები, თვაურები, ერთი ოჯახია უტარაშვილებისა.

სოფელს გარშემო ესაზღვრება ლომისას მთა. ლომისას სალოცავიდან წამოუღია აქური სოფლის მკვიდრს ქვის ნატეხი და დაუდგამს ბევრეთის მთაზე, ამიტომაც დაერქვა ლომისას მთა. ვიდრე ბევრეთამდე ამოხვალთ, არის წმიდა გიორგის ეკლესია. ეგეც დანგრეული იყო და ლისელმა კაცმა აღადგინა. სოფელში ნატაძრალია. ძალიან გვინდა მისი აღდგენა. მადლობა ღმერთს, რომ სოფელში დედათა მონასტერია და ყველანაირად გვერდით გვიდგას გაჭირვების დროს...

საქონელი გვყავს, რძის ნაწარმს ქალაქში ვყიდით, ამით ვსულდგმულობთ. არც ერთს პენსია არ გვაქვს, ასაკი არ დაგვდგომია ჯერ. ვნატრობ, რომ ჩვენი სოფელი იყოს განათებული. ბევრეთში დარჩენილებიც რომ წავიდნენ აქედან, სოფელი დაიცლება, კიდევ ჩვენ ვიჭერთ ამ სოფელს.

წმინდა თეკლას სავანე
მართლაც საოცრება ვიხილეთ. გულწრფელად გეტყვით, მსგავსი სულიერების კერა ჩვენს ქვეყანაში არსად მეგულება. მონასტრის მოძღვარმა - იღუმენმა იოანემ (ჩაჩიბაიამ) გულთბილად გვიმასპინძლა, სულიერად და ხორციელად დაგვაპურა და მოკრძალებული თხოვნის შემდეგ სულისათვის სასარგებლო საუბარზეც დამთანხმდა "კარიბჭის" მკითხველისთვის.

უწმინდესის მწყემსმთავრობის დროს კიდევ ერთი სულიერი საგანძური შეემატა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას წმინდა თეკლას დედათა სავანის სახით. სავანეს საფუძველი ჩაეყარა 1995 წელს, როცა რვა მორწმუნემ მამა თეიმურაზ ჩაჩიბაიას (დღეს უკვე იღუმენი იოანე) მრევლიდან მონაზვნობის მტკიცე სურვილი გამოთქვა. მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდათ, რაც გამოწვეული იყო საერთო მიზნისკენ სწრაფვით. მოძღვრისადმი დიდი ნდობისა და სიყვარულის გამო არ ისურვეს მასთან განშორება და გადაწყვიტეს, თავიანთი სავანე დაეარსებინათ წმინდა პირველმოწამე თეკლას სახელზე (მისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო). უწმინდესმა აკურთხა მათი განზრახვა და დაიწყეს სავანისათვის შესაფერისი ადგილის ძიება. ადგილის შერჩევა გაჭიანურდა და ამიტომ ისევ უწმინდესის კურთხევით, მონასტრული ცხოვრება თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულ ძველ შენობაში წამოიწყეს. 2,5 წლის შემდეგ შეიძინეს ნაკვეთი სახლითა და დამხმარე ნაგებობებით სოფელ ბევრეთში. თბილისიდან 35 კილომეტრით დაშორებული ეს მშვენიერი ადგილი მთებშია, ტყეებით გარშემორტყმულ ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, გამოირჩევა მეტად მკაცრი კლიმატით.
KARIBCHE1998 წელს მამა იოანემ და მისმა მრევლმა დაიწყეს სავანის საცხოვრებელი შენობების მშენებლობა იმის შესაბამისად, თუ როგორ ეხმარებოდნენ სამშენებლო მასალითა თუ ფულადი შემოწირულობებით. მკაცრი კლიმატის გამო სამშენებლო სეზონი მოკლეა, სავანეში დღესაც გრძელდება სხვადასხვა სამონასტრო საჭიროებისათვის აუცილებელი სამშენებლო სამუშაოები. სამონასტრო ადგილის პოვნისთანავე დები იქ საცხოვრებლად გადავიდნენ დაAამ ადგილს "კალამონი" უწოდეს (წმინდა თეკლა ხომ ანტიოქიაში, კალამონის მთაზე მოღვაწეობდა). სავანის სულიერი ცხოვრებისათვის აუცილებელი იყო ეკლესია. უწმინდესმა მამა იოანეს მისცა კურთხევა, აეშენებინა ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე. აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ძიების შემდეგ სავანის ადგილის პოვნა სწორედ ღვთისმშობლის მეოხების შედეგი იყო. მაგრამ უსახსრობის გამო ეკლესიის მშენებლობა გაჭიანურდებოდა. საცხოვრებელი შენობის დასრულება კი აუცილებელი იყო, ამიტომ უწმინდესმა მათ კურთხევა მისცა, მანსარდაში მოეწყოთ პატარა ეკლესია წმინდა იოანე ოქროპირის სახელზე. პირველი ლიტურგია აღესრულა 1997 წლის 12 (25) ივლისს, ათონელ ქართველ წმინდა მამათა - იოანესა და გაბრიელის ხსენების დღეს.

სავანის საცხოვრებელი შენობა იკურთხა 2004 წლის 14 (27) ნოემბერს, წმინდა იოანე ოქროპირის ხსენების მეორე დღეს. მონასტერს განაგებს იღუმენია, რომლის სრულ მორჩილებაშიც იმყოფებიან დები. სავანე მისდევს მონასტრული ცხოვრების ზოგადცხოვრებულთა (კინოვიურ) წესს. სავანეში დროის ათვლა მზის ჩასვლიდან იწყება, და ამაზეა აგებული სავანის მთელი ტიპიკონი - მონასტრის საეკლესიო და ყოფითი ცხოვრება. სავანეს აქვს ხატწერის, მინანქრის, თექისა და ქარგვის სახელოსნოები. ღვთისმოყვარე ადამიანების შემოწირულობების გარდა, მონასტრისთვის შემოსავლის წყაროა ხატწერა, მინანქარი, თექა, ქარგვა და საგამომცემლო საქმე. ითარგმნება სასულიერო ლიტერატურა. ძველ ხელნაწერთა მიხედვით სწორდება საღვთისმეტყველო წიგნები. სავანეში არის ფურნე, აცხობენ პურს აღდგომის სასწაულებრივი საფუვრით.

საცხოვრებელი ნაგებობის არქიტექტურა მრავალფეროვანია და ერთი შეხედვით, უცხო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან მასში გამოყენებულია საქართველოს სხვადასხვა კუთხის: მთათუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, სვანეთის, დიდგორის მთიანეთის, რაჭის და სხვათა და ასევე სხვადასხვა პერიოდისათვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი. აგრეთვე საქართველოს ეკლესია-მონასტრებისა და ციხესიმაგრეების დეტალები (რაც დაკვირვებული თვალისა და არქიტექტურაში თუნდაც მცირედ გათვითცნობიერებული ადამიანისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება). ასევე გათვალისწინებულია ათონის წმინდა მთის მონასტრების, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, მაცხოვრის საფლავის ეკლესიისა და პეტრიწონის ქართველთა მონასტრის არქიტექტურული სტილიც. ნაგებობა გადახურულია იმერული კრამიტითა და ანანურის ქვით. ეს ქვა აქაური მკაცრი კლიმატისთვის ყველაზე შესაფერისია.

სავანის საღვთისმსახურო ტიპიკონი მწუხრით იწყება და შედგება მწუხრის, სერობის, შუაღამიანის, ცისკრის, ჟამნებისა და ლიტურგიისგან. ყოველდღიურად აღესრულება ლიტურგია, პარაკლისი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. დებს აქვთ ლოცვის პირადი კანონი, რომელსაც სენაკებში აღასრულებენ. სავანე ლოცულობს ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ყოველი მართლმადიდებელი სულისთვის, მართლმადიდებლობით შესვენებულთათვის, სამშობლოსათვის, შემომწირველთა და კეთილისმყოფელთათვის.

იღუმენი იოანე
- მონასტრისთვის ოთხი წელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვეძებდით ადგილს. ერთხელაც სოფელ ბევრეთში აღმოვჩნდით. ძალიან მოგვეწონა აქაურობა და ახლობლების დახმარებით შევიძინეთ სახლი და მიწის ნაკვეთი, - მიამბობს მამა იოანე (მამა იოანესთან საუბრის ნაწილს შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ), - ეს იყო 1997 წელი. ერთი წლის შემდეგ კი მრევლისა და კეთილი ადამიანების დახმარებით დავიწყეთ მონასტრის მშენებლობა. ფიზიკურად თავად ვმუშაობდით, მშენებლობის პროექტიც თავად შევადგინეთ. რამდენიმე წელი ასე ვაშენებდით მონასტერს. ვიდრე ტაძარს ავაგებდით, მანამდე სახლის მანსარდაში წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია მოვაწყვეთ. 12 წელი იქ ვწირავდით. დების რიცხვის გაზრდამ მოითხოვა უფრო დიდი მონასტრის აშენება. მონასტერში ახლა 12 მონაზონი და სამი მორჩილი ცხოვრობს. ახალაგებული ტაძარი X-XI საუკუნეების ტაო-კლარჯეთის, კვეტერისა და გელათის მიხედვით არის გაკეთებული. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში არის კიდევ წმინდა თეკლას და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მცირე ზომის ეკლესიები. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მშენებლობასაც მალე დავასრულებთ. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი მარტვილის, ჩიქოვანების ეკლესიის ზუსტი ასლია. გვაქვს იოანე ოქროპირის ეკლესია და ვაშენებთ კიდევ წმინდა გიორგის ეკლესიას. გვსურს კიდევ ავაშენოთ წმინდა გრიგოლ ხანძთელის და ქართველ ღირსთა დედათა და მამათა სახელობის ტაძარი. შვიდი ეკლესიის აშენებაზე გვაქვს უწმინდესის ლოცვა-კურთხევა.

KARIBCHE- მამაო, რატომ აირჩიეთ ეს წმინდანები?

- დედებს ძალიან უყვართ წმინდა თეკლა. ვიდრე მონასტერში მოვიდოდნენ, ლოცულობდნენ წმინდა თეკლას სახელზე, რათა დახმარებოდა ადგილის მოძებნაში და ერთად შესძლებოდათ მონასტრული ცხოვრება. იოანე ნათლისმცემელთან არის დაკავშირებული ჩემი საეკლესიო ცხოვრება. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ამ ხეობის შემოსასვლელში, ყველაზე მაღალი ნათლისმცემლის მთის ფერდობზე დავაფუძნეთ იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტერი. მონასტერში სულ ხუთნი ვცხოვრობთ - ორი ბერი და სამი მორჩილი.

- მამაო, რას გვეტყვით ბერმონაზვნური ცხოვრების შესახებ?

- ადამიანის სურვილიდან გამომდინარეობს ამ გზაზე შედგომა. ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის შექმნა, თავისი სიხარული რომ გაენაწილებინა მისთვის. რა სიხარულიც თვითონ გააჩნია ღმერთს, სურს, რომ ის გაუნაწილოს ყველას. ადამიანს უნდა უხაროდეს, სადაც ცხოვრობს, რასაც აკეთებს, ვისთვისაც აკეთებს, ყველაფერი უნდა უხაროდეს. ასე რომ, მიდიან ადამიანები მონასტრებში, ბევრ რამეს იკლებენ ამქვეყნიური ცხოვრებისაგან. მაგრამ მონასტერში ცხოვრება ვისაც სურს და უხარია, მისთვის დანაკლისი არაა. მონასტერში უფრო მეტის გაკეთების საშუალება ეძლევა, უფრო თავისუფალია მისი გონება და გული, რომ სარგებელი მოუტანოს საკუთარ თავს და სხვასაც. მისი გონება არ არის დაკავებული სხვა საზრუნავით.

- როგორ უნდა მიაღწიოს მონაზონმა სრულყოფილებას?

- სრულყოფილება არის ღმერთი. სრულყოფილება არის სასიარულო კიბე, რომელზეც მიემართება ადამიანი. ეს არის განწმენდის, ვნებებისგან გულის განწმენდის გზა. ადამიანს აქვს ვნებები, რომლისგანაც აღმოცენდებიან ცოდვები - დიდების სიყვარული, პატივის, სიმდიდრის სიყვარული, სხვადასხვაგვარი სიამოვნების სიყვარული, შიში საკუთარ სხეულზე ("რამე არ მომივიდეს") და უნდობლობა ღვთისა. ყველამ საკუთარ თავში უნდა მოიძიოს ეს. ამ ვნებებს ჰქვია ამაო სოფელი. ადამიანი შეიძლება ტყეში ცხოვრობდეს, მაგრამ თუ ამ ვნებებს არ მოიშორებს, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრობს სოფელში, ანუ სახლში, ერში და ამაოებითა და საკუთარ თავზე მზრუნველობით არის დაკავებული. მისგან უნდა განიწმინდოს კაცი. ეს არის ამაოება და არა ფიზიკური ადგილმდებარეობა. თავის გულში რასაც ხედავს შეუფერებელს ღვთისთვის, პატიებას ითხოვს ამისთვის და კვლავ ახლიდან იწყებს ღვთისაკენ სწრაფვას. სიმდაბლისა და სინანულის გამო ღმერთი ადამიანს აძლევს მადლს და ასე ნელ-ნელა საღვთო მადლით განიწმინდება მისი გული.Aადამიანმა რაც არ უნდა აკეთოს, საკუთარ თავს ვერ განწმენდს, მაგრამ თუკი ეცდება, რომ მოიძიოს თავის თავში ცოდვა, სხვა არ განიკითხოს, მხოლოდ საკუთარი თავი და შენდობა ითხოვოს ღვთისაგან, მაშინ საღვთო მადლით მოხდება ცვლილება ადამიანის გულისა და მისი ვნებებისაგან განწმენდა. ეს არის სრულყოფილების გზაზე სვლა, მაგრამ ეს ისეთი რამაა, რომ თვითონ ადამიანი ამას ვერ გრძნობს. ადამიანი რაც უფრო ახლოს მიდის ღმერთთან, უფრო მეტად ხედავს, რა დიდია ღმერთი და უფრო უღირსად მიაჩნია თავი. ძნელია იმის თქმა, თუ რა არის სრულყოფილება, ვინც მოინდობა ეს - ღვთისკენ სვლა, წავიდა მონასტერში, მაგრამ ვინც ერში ცხოვრობს, მათაც იგივე მოეთხოვებათ, ანუ ვნებებთან ბრძოლა, განწმენდა და სრულყოფილებისკენ სვლა. განსხვავება არ არის მათ შორის, უბრალოდ, იმათ აქვთ აუცილებელი ვალდებულება, რომ უამრავ ყოფით საზრუნავში იტრიალონ, რადგან ჰყავთ ოჯახი, ადამიანები, ვისზეც მუდამ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ და თავისი მოვალეობა შეასრულონ ღვთის წინაშე, რაც ევალებათ როგორც მშობლებს, დას, ძმას, მეუღლეს, შვილს და ასე შემდეგ. ყველამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და არა საკუთარი თავისთვის იცხოვროს მხოლოდ. რა არის სწორი, რა არის არასწორი, რა არის უმჯობესი, სასარგებლო, როგორია ღვთის მცნება, ამის გამოძიებით, ანუ გონივრულად უნდა იცხოვროს ადამიანმა, არა სურვილის, არამედ განსჯის მიხედვით. მცნებებით ცხოვრება ერის ადამიანს და მონაზონს, ყველას ერთნაირად მოეთხოვება. ცხოვრების წესია სხვადასხვა, თორემ მოთხოვნა ღვთისაგან ერთნაირია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვართ ჯვარცმის გზაზე. მონაზვნობა არის ქრისტესთან ერთად ჯვარცმა. უბრალოდ, ერში მყოფი ადამიანები, როგორც იოანე ოქროპირი ამბობს, ტყუვდებიან, ეშმაკი ატყუებს და ფიქრობენ, რომ მათ არ მოეთხოვებათ ბევრი რამ, რაც სახარებაში წერია. გულგრილობა დაეუფლათ ადამიანებს და ფიქრობენ, რომ სხვა რამ მოეთხოვება ერის ადამიანს და სხვა - მონასტერში მცხოვრებს. სახარებაში რაც მცნებები წერია, მონაზვნებისთვისაც არის და ერისთვისაც. სახარებაში არც ერთი ადგილი არ არის, რომ ეწეროს, ეს მონაზვნებმა შეასრულონ და ეს - ერის ადამიანებმაო. მაცხოვარი ამბობს, სრულყოფილება თუ გინდა, მაშინ გაყიდე ყველაფერი, დაურიგე გლახაკებს და მე შემომიდექიო. ამას ერის კაცი ვერ გააკეთებს. ღმერთი ერის ხალხისგან არ მოითხოვს, აუცილებლად გაყიდოს ყველამ ყველაფერი, შეუდგეს ქრისტეს და გახდეს მონაზონი, მაგრამ მცნებების დაცვას მოითხოვს და მას გულში უნდა ჰქონდეს ასეთი განწყობა - თუ ღმერთი მოსთხოვს, ყოველივე დათმოს.

***
შეიძლება მდიდარი არ იყოს ადამიანი, მაგრამ პატივმოყვარეობა აწუხებდეს და ყველა მხრიდან პატივს ელოდებოდეს, თავს იქებდეს და სხვებისგანაც იმავეს ითხოვდეს. შეიძლება მდიდარი არ იყოს, მაგრამ თავისმოყვარე იყოს და ვერ იმდაბლებდეს თავს სხვის წინაშე, არავის არაფერს უთმობდეს. გული რითიც არის დაკავებული, ის არის მისი სიმდიდრე და ღმერთს ვერ შეიყვარებს. თუ ამას არ დათმობს, ის მონა არის ასეთი სიმდიდრისა. მთელი ცხოვრება წვალობს, რა შეიძინოს, რა მოაგროვოს, პატივი და ქება როგორ დაიმსახუროს. შეუძლებელია ადამიანმა იცხოვროს და ყველა მისი კმაყოფილი იყოს. პატივმოყვარეს სულ ტკივილი აქვს, რომ ვერ იღებს იმ პატივს, რასაც უნდა მიაღწიოს. ვერ მიაღწევს ვერასდროს, არ გამოვა ეს. რაც არ უნდა კარგი გააკეთოს ადამიანმა, მუდამ ეყოლება ვინმე მოწინააღმდეგე, უკმაყოფილო.

- მამაო, რა არის თანამედროვეობის სენი?

- ადამიანებს სურთ, რომ უფრო და უფრო გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები. საჭიროა, ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ, მაგრამ მუდმივად მეტის მოპოვებით რომ იყოს კაცის გონება დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ სულიერისთვის ნაკლებად ზრუნავს. ეს პრაგმატიზმია თანამედროვეობის სენი. ადამიანი დაკავებულია ამქვეყნიური საგნების შეძენით, ფიქრობს, მეტად კომფორტული გახდეს მისი ცხოვრება. ეს ყველაფერი უკვე თავად ადამიანზე ბატონობს. ადამიანი კი აღარ მართავს ამას, არამედ ის მართავს. სულზე ზრუნვაში ხელს უშლის. მონასტერში ასე არ არის. შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ამას ყურადღება სჭირდება. მონასტერში არის უპოვარების წესი, ანუ მონაზვნებს რაც აქვთ, მათი არ არის. მათ თავისი პირადი არაფერი გააჩნიათ, ყველაფერი საერთოა, მონასტრისაა. მონაზონმა ყველანაირი კომფორტი დათმო და არა აქვს იმის განცდა, რაიმე ნივთი დაკარგოს, თუმცა ყველაფერს, როგორც ღვთისას, ისე უფრთხილდება. სურვილი არ აქვს, რაიმეს მიაღწიოს, არც იმის შიში - ვინმემ სიმდიდრე წაართვას. მის სულში სიმშვიდეა. ადამიანი, რომელიც სულ იმის ძიებაშია, როგორმე გაიუმჯობესოს ცხოვრება, უფრო მეტი სიმდიდრე დააგროვოს და უკეთესს მიაღწიოს, სულ განცდებშია და მუდმივად დაძაბულია. ვერ იცლის ღმერთზე საფიქრალად.

***
მონასტერში მოძღვარი ასწავლის, განუსაზღვრავს ძირითად ცხოვრების წესს, განუმარტავს, როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. მონასტრის წევრების პრაქტიკულ და სულიერ ცხოვრებასაც ყურადღებას აქცევს. აქ არაფერია დაფარული, არც აქვს სურვილი ვინმეს, რომ რამე დაფაროს. ყოველდღე თუ როგორ იცხოვრონ და რა აკეთონ, გარკვეულია. ერში ისე არ არის, როგორც მონასტერშია. ოჯახებში ადამიანები საკუთარ ცხოვრებას თავად განაგებენ, თვითონვე ირჩევენ ცხოვრების გზას და თავიანთ მოძღვრებს ეკითხებიან, სწორად იქცევიან თუ არა. საერო ცხოვრებაში მოძღვარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მას მთელი მრევლის ყველა წევრის ყოველდღიური ცხოვრების ყურადღების მიქცევა გაუჭირდება. როცა მოძღვარი სულიერ შვილს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა იცხოვროს, ღვთისთვის სათნოა ეს თუ არა, ის ყველგან ყოველდღე, ყოველწამს ვერ გაჰყვება ადამიანს. სხვადასხვა დღეს სხვადასხვა გარემოება მოაქვს. მონასტერში ეს გარემოებები, ასე თუ ისე, ერთნაირია, ჩვენ უმეტესი დრო განსაზღვრული გვაქვს. როდის ძილია, როდის ჭამაა, როდის ლოცვაა, როდის შრომაა, რანაირი შრომაა, რა ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა; თუ რაიმე გამონაკლისი ხდება, მონასტრის წევრები აქვე დასვამენ კითხვას და აქვე ვუპასუხებთ. ერში ასე ადვილი არ არის, მოძღვრები სხვაგან არიან, მრევლი - სხვაგან. ძალიან მრავალფეროვანია მრევლიც და გარე პირობებიც. მრავალფეროვან გარემოში ცხოვრობენ, მრავალფეროვანი სამსახურები აქვთ, უამრავ სხვადასხვანაირ ადამიანთან აქვთ ურთიერობა, მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებთან, ღვთისმებძოლებთან თუ კეთილმორწმუნეებთან. არიან გულმოდგინე მოძღვრები ერშიც, რომლებიც ცდილობენ, მუდმივად ყურადღებით იყვნენ თავიანთი მრევლის მიმართ და ასევე გულმოდგინე მრევლიც, რომლებიც ერთად იღვწიან ღვთისაკენ სავალ სრულყოფილებისა და განწმენდის გზაზე.

ღმერთმა დაგლოცოთ. მოგვიხსენეთ ლოცვებში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat