ლისი
ლისი
სოფელი ლისი თბილისის ახლოსაა. ლისში სამი უძველესი ეკლესია რომ არის, ეს მღვდელმონაზონ ევსტათისგან (უსუფაშვილი) გავიგე. მამა ევსტათი ამ სოფელში უკვე ორი წელია მსახურობს და ლისის მოსახლეობას ღვთის სიტყვას და სიყვარულს უქადაგებს. სოფელ ლისში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დავესწარი ღვთისმსახურებას. შემდეგ კი ადგილობრივებს გავესაუბრე. ლისის შემდეგ სოფელი ბევრეთიც მოვინახულეთ, იქ დაფუძნებული წმინდა თეკლას სახელობის დედათა სავანე მოვილოცეთ.

სოფელი ლისი მდებარეობს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ლისის ტბის დასავლეთით. წერილობით წყაროებში ლისი XVI საუკუნიდან იხსენიება. 1523 წლით დათარიღებული სიგელის მიხედვით, სოფელი ბარათაშვილების საგვარეულო საკუთრებაა. 1578 წელს ოსმალთა შემოსევის შემდეგ მოსახლეობის ნაწილი აიყარა და ხიზნად წავიდა. 1625 წელს ლისი თბილისის ციხეში მყოფმა ყიზილბაშთა გარნიზონმა დაარბია, გადაწვა და დიდი ნადავლი ჩაიგდო ხელში. ლისიდან გაბრუნებულ მტრის რაზმს მოულოდნელად თავს დაესხა გიორგი სააკაძე 60 კაცით. ამ ბრძოლაში მტერმა 700-მდე კაცი დაკარგა და სასტიკად დამარცხდა. XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან ლისი თარხან-მოურავების ხელში გადავიდა.

როგორც აქაური მკვიდრი, ქალბატონი ნანა ნადირაძე გვიამბობს: ამ ხეობაში ცხოვრობს როგორც ქართველი, ასევე არაქართველი მოსახლეობა. ლისის მეზობელ სოფელ წოდორეთში ქართველებთან ერთად მუსლიმანური მოსახლეობაც ცხოვრობს, ძაღვაანთ ხევში მუსლიმანები კომუნისტებმა ჩამოასახლეს. სოფელ ლისს ესაზღვრება წოდორეთი, ძაღვაანთ ხევი, ბევრეთი, ლელობი. ლელობში ძირითადად მთიულები - ბექაურები, თვაურები ცხოვრობენ. ლისში რამდენიმე ტაძარია. ჩანს, აქ მორწმუნე მოსახლეობა იყო. გვაქვს წმინდა ევტატეს, ღვთისმშობლის მიძინების და წმინდა გიორგის ტაძრები. ვცდილობთ, ვიცხოვროდ ქრისტიანულად. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი სოფელია და ერთმანეთში ძალიან კარგი მეზობლობა გვქვს...

წოდორეთში ცხოვრობენ სოზიაშვილები, ქობულაშვილები, გიორგაძეები, ქავთარაძეები, წიკლაურები. ლისში უმეტესად გიორგაძეები, მარღანიები, გოგშელიძეები, ხუხუნიები, ქობულაშვილები, ქართველიშვილები, გაბაშვილები, კახნიაშვილები ცხოვრობენ. მარჯვნივ სოფელი თხინვალაა. აქ წმინდა გიორგის ეკლესიაა. თხინვალაში ცხოვრობენ ოქროპირიძეები, სოზიაშვილები, ჩოხელები და სხვა. სოფელ ბევრეთში დიდი სამონასტრო კომპლექსია, დედათა მონასტერია. მახლობლადაა მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესია. იქ სოფელი მაჩხაანი იყო და კომუნისტების დროს დაცლილა.

აქაურები ოდითგანვე მესაქონლეობას მისდევენ და რძითა და მაწვნით ირჩენენ თავს. ძალიან უნაყოფო მიწებია, ამიტომ სათიბებად არის მიშვებული.

სოფელში ფუნქციონირებს გამგეობა, სკოლა და საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღი იმდენად სავალალო მდგომარეობაში იყო, რომ დაგვიხურეს. ქალაქთან ახლოს არის ჩვენი სოფელი. აქაურების უმეტესობამ თბილისში შეიძინა ბინები.

მადლობა ღმერთს, რომ ლისში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ამოქმედდა, ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი სოფლის მკვიდრთ - ნანა და გიზო კახნიაშვილებს. პირველად მამა ალექსანდრე ბოლქვაძე წირავდა. დღეს ჩვენს ტაძარში მღვდელმონაზონი ევსტათი მსახურობს. ძალიან გვიყვარს ყველას ჩვენი მოძღვარი.

წარმოშობით სამაჩაბლოდან ვარ, სოფელ თიღვიდან. ჩვენთან ძალიან ბევრი ტაძარი და მონასტერი იყო. წმინდა თამარ მეფის მამიდის აშენებული ღვთისმშობლის მონასტერი გვქონდა. გული მწყდება, რომ მიტოვებულია. ტაძრის მომვლელ-მეთვალყურე დღემდე იქ ცხოვრობს ოსების გარემოცვაში. სახლიც დაუნგრიეს. ეკლესიის გვერდით პატარა ფიცრული აუშენებია და იქ დაბინავებულა. უთქვამს, - თუ მოვკვდები, აქ მოვკვდებიო.

ქალბატონი ნელი გულიაშვილი: - ადრე არ ვცხოვრობდი ეკლესიურად. არადა სულ მინდოდა და ვერ ვახერხებდი ეკლესიაში სიარულს. ახლა დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და თითქოს რაღაც შვებაც ვიგრძენი. ვიდრე ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, მანამდე ჩემს მეუღლესთან ჯვარი დავიწერე - მამა ევსტათიმ დაგვწერა.

KARIBCHEძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს ჩვენს სოფელში. ეგ არის - უმუშევრობა და უგზოობა გვაწუხებს. სოფლამდე კი დააგეს ასფალტი, მაგრამ შიგ სოფელში არ შემოსულან. გული გვწყდება, რომ ამ მხრივაც ნაკლები ყურადღება გვექცევა. სოფელს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.

ქალბატონი ნანული მარღანია: - ბავშვობიდან მახსოვს, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში კლუბი იყო - ზოგი ცეკვავდა, ზოგი მღეროდა. კომუნისტების დროს მიშლიდნენ ტაძარში სიარულს, გვდევნიდნენ. მერე ტაძრის კარებთან მალულად ვანთებდი სანთლებს. საკურთხეველში კინოაპარატები ეწყო და სცენა ჰქონდათ მოწყობილი. ის აპარატურა გავიტანე და ხევში გადავყარე, საკურთხეველი გავათავისუფლე და იქ ვანთებდი სანთელს. მაშინ არ ვიცოდი, რომ იქ არ უნდა შევსულიყავი. საკურთხევლის კედელზე ლენინის სურათი ეკიდა. ჩამოვხსენი. ტაძრის აღდგენაზე ლისის მკვიდრი გიზო კახნიაშვილი დამეხმარა. წმინდა გიორგის პატარა ტაძარი მთლიანად ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თვალცრემლიანმა დავიწყე ტაძრის დალაგება და შემთხვევით დავინახე ტაძრის შიგნით საფლავის ქვები - თარხან-მოურავების საფლავები. ლისში მდებარე სამი ეკლესია - წმინდა გიორგის, წმინდა ევსტატის და ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა შეაკეთა აქაურმა გიზო კახნიაშვილმა. დღეს მოქმედია და მადლობა უფალს, ძალა მკლავში და მუხლში არ მოაკლოს ჩვენს მამა ევსტათეს და ჩვენს კეთილმორწმუნე მრევლს.

ბატონი ელდარ მერაბიშვილი: - თარხნიშვილებმა ააშენეს ლისში ორი ეკლესია. თარხნიშვილები გიორგი სააკაძის შთამომავლები იყვნენ. ლისის მეზობელი სოფელი თხინვალა (ახლა თბილისს გადაეცა) თავად გაბაშვილების იყო, იქ არის მათი აშენებული წმინდა გიორგის ტაძარი.

დღეს, როგორც ყველგან, ისეთივე მდგომარეობაა ჩვენს სოფელში. რაც საქართველოს მოსახლეობას უხარია, ის გვიხარია. სამუშაო არ არის... ურწმუნოები ვიყავით. ნელ-ნელა შემოვბრუნდით ღვთისკენ. ჩვენი მოძღვრის დამსახურებაა, რომ დავიწყეთ ეკლესიური ცხოვრება. ალბათ ღმერთი შეგვეწევა.

ჩვენს სოფელში ცხოვრობს 220-230 კომლი, წოდორეთში - 100 კომლზე მეტია.Aაქვე, პატარა სოფელ ბევრეთის მკვიდრნიKკომუნისტებმა ვარკეთილში გადაასახლეს. 7 კომლიღაა დარჩენილი. აქვე ყოფილა სოფელი მაჩხაანი, იქაურები გადაუსახლებიათ სოფელ ზემო მაჩხაანში. იქაც არის წმინდა გიორგის სალოცავი, მაგრამ სოფელი აღარ არსებობს.

თუ კაცს ღმერთის რწმენა დაუბრუნდება, ყველაფერი კარგად იქნება.

ბატონი არჩილ კახნიაშვილი: - საქართველო რომ გამთლიანდეს და გაბრწყინდეს, ყველას ეს გვინდა და ამისთვის ვიბრძვით. 77 წლის კაცი ვარ და ადრე შიშით ღამეც კი ვერ ვიხედებოდი ეკლესიისკენ. მახარებს, რომ ხალხი მობრუნდა უფლისკენ. ჩემს ბავშვობაში არ ყოფილა ჩვენს სოფელში მოქმედი ტაძრები. ჩემმა შვილებმა ითავეს ტაძრების განახლება. ღვთის წყალობით მშივრები არ ვართ. თუ ზარმაცი არ ხარ და შრომა გიყვარს, ცხოვრება არ უნდა გაგიჭირდეს, თანაც ქალაქთან ახლოს ვართ.

მღვდელმონაზონი ევსტათი: - ეკლესიურ ცხოვრებას სკოლის ასაკიდან ვეზიარე. 14 წლისამ ვთქვი პირველი აღსარება და დავიწყე ეკლესიური ცხოვრების მცდელობა. ერთხანს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში სტიქაროსანი ვიყავი, მერე ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, მამა გიორგი თევდორაშვილმა წიგნის მკითხველად დამადგინა. 16 წლიდან მონასტერში წავედი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩემში გაღრმავდა ღვთის სიყვარული. 17 წლისა მორჩილის კაბით შემმოსეს. საოცარია ერთი ფაქტი - ჩემი პირველი მონასტერი, სადაც ვიყავი, იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა. გურჯაანი-ველისციხის ეპარქიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მეუფე ექვთიმემ დიაკვნად მაკურთხა. 2009 წელს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად მაკურთხა დედოფლისწყაროს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. უწმინდესმა გამომიშვა სოფელ ლისში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში. განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს ვგრძნობ დედა ღვთისმშობლის მიმართ. ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. მადლობა უფალ იესო ქრისტეს, დედა ღვთისმშობელს ამ დიდი მოწყალებისა და დიდი პასუხისმგებლობისათვის.

2009 წლიდან სოფელ ლისში ყოველ კვირას აღესრულება ღვთისმსახურება. ვიდრე მე მოვიდოდი აქ, მამა ალექსანდრე ბოლქვაძე წირავდა. სოფელ ლისში საუკუნეზე მეტხანს არ აღსრულებულა წირვა-ლოცვა. ახალგაზრდა თაობა ეკლესიის გარეთ იზრდებოდა. ასაკოვანი ხალხი კი ამ ქვეყნიდან აღსარებისა და ზიარების მადლის გარეშე მიდიოდა. როცა მე მოვედი, პირველი მრევლი კახნიაშვილების ოჯახი იყო. გიზო კახნიაშვილმა აღადგინა ეს ტაძარი. თბილისიდან ყოველ კვირას დადის წირვა-ლოცვაზე. ეს აქაური მოსახლეობისთვისაც დიდი სტიმული და სამაგალითოა. თავიდან ტაძარში მსახურებას სულ ოთხი კაცი ესწრებოდა. წირვა-ლოცვას დიდი ძალა და მადლი აქვს და დროთა განმავლობაში მრევლის რაოდენობაც გაიზარდა. შარშან 2 ოქტომბერს მეუფე იაკობმა აკურთხა წმინდა ევსტატი პლაკიდას სახელობის ტაძარი. ნელ-ნელა დაუბრუნა ხალხი რწმენას. ისწავლეს უფლის გზა და ცდილობენ, ღმერთით იცხოვრონ. დღესასწაულებზე და ღამისთევის ლოცვებზე ტაძარი მრევლით ივსება. მადლობა უფალს ამისათვის. ისტორიულად ეს სოფელი სააკაძეთა გვარის განშტოების - თარხან-მოურავების მამული იყო. სააკაძეთა სალოცავი არის სოფელ ერთაწმინდაში წმინდა ევსტატი პლაკიდას სახელობის ტაძარი. მათ საგვარეულო გერბზე გამოსახულია წმინდა ევსტატი პლაკიდას ხატი, საგვარეულო წმინდანი ევსტატი პლაკიდაა.

ქრისტიანი არ უნდა გადიოდეს ამქვეყნიდან ზიარებისა და აღსარების გარეშე. მადლობა ღმერთს, რომ სოფელ ლისის მკვიდრთ მიეწოდებათ სულიერი საზრდო, რომელიც საწინდარია მათი სულის ცხონებისა და გადარჩენისა. მოძღვრის როლი დიდია, მძიმეა, მაგრამ უფალი იმაზე დიდ სიმძიმეს არ მოგვცემს, რასაც ვერ ვიტვირთავთ. მადლობა უფალს, ძალაც გვეძლევა იმისთვის, რომ ვმწყემსოთ დედა ეკლესიის მრევლი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat