ტანძია
ტანძია
ტანძია ბოლნისის რაიონში ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. ბოლნისიდან ტანძიამდე სოფლის ავტობუსით ვიმგზავრე. მგზავრთა უმეტესობა არაქართველი იყო. საკუთარ მიწა-წყალზე თავი მცირე ხნით უცხო ქვეყანაში ვიგრძენი და რადგან აზერბაიჯანული არ ვიცოდი, სასაუბროდ რუსული ენა მოვიშველიე...

საიმედოდ ის დავიტოვე, რომ ამ სოფელში მეტწილად მესტიიდან ჩამოსახლებული სვანები იცავენ ტრადიციებს.

გივი ჯაყელის წიგნში "რას ბუტბუტებს მაშავერა" ვკითხულობთ: ყაფლან ბარათაშვილს (სულხან-საბა ორბელიანის პაპა) ხუთი შვილი ჰყავდა: პაპუნა, ასლანი, ვახტანგი (ორბელი), თამაზი, გიორგი. ყველა მათგანს ოჯახი და "საუფლისწულო" ჰქონდა. ალექსანდრე ორბელიანი წერს, რომ დიდი ყაფლანის გარდაცვალების შემდეგ მის ვაჟებს "თავთავისთვის გაუკეთებიათ სახლები სოფელ ტანძიას და მამულიც თავიანთთვის დაუმორჩილებიათ. სოფელ ტანძიას ოთხი ძმა ერთ მხარეზე მდგარან და სალოცავად პაპუნას ეკლესია ჰქონიათ. ცოტა მოშორებით, ჩრდილოეთის მხარეს, მეხუთე ძმას, ორბელს ეკლესიაც ცალკე ჰქონია თავისთვის". ორბელმა - ვახტანგმა ეს ეკლესია 1683 წელს ააშენა. ყაფლანიანთ სახლის სასაფლაო მონასტრები იყო ფიტარეთი და დმანისის ღვთისმშობლის ეკლესია. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ყაფლანიშვილები თბილისის სიონში იმარხებიან, მას შემდეგ, რაც სოფელ ტანძიაში 1742 წელს აიკლეს ელიზბარ ყაფლანიშვილის სახლკარი. ყაფლანიანთ საგვარეულო ციხეებად დმანისისა და ქვეშის ციხეები დაიმკვიდრეს.

ყაფლანიანთ სასახლეები ჰქონდათ სოფელ ტანძიაში.Aაქვე იყო საყაფლანიშვილოს მთავარი რეზიდენცია, სადაც ოთხივე ოჯახს ედგა სასახლეები. მათ სასახლეები ჰქონდათ დმანისშიც და თბილისშიც - თითოეულ ოჯახს ცალ-ცალკე. როგორც წესი, სასახლეში იყო კარის ეკლესია.

1986 წლის "ლიტერატურულ საქართველოში" ვკითხულობთ, რომ სასახლის უკანასკნელი მკვიდრნი საუკუნის დასაწყისში ახალმა ცხოვრებამ უგზო-უკვლოდ გადახვეწა. დარჩა უზარმაზარი შენობა თავისი მორთულობით ხელუხლებელი... სასახლის ნაშთებმა 1936 წლამდე მიატანა. მავანთა უკუღმართმა ხელმა ორბელიანების ნამოსახლარის საძირკველიღა დაგვიტოვა. სხვათა შორის, საბასეული ქვის შენობა დღესაც დგას ბოლნისში. დღეს იქ სულხან-საბა ორბელიანის მუზეუმია. ტანძიელები ამ ადგილს ბატონიანთ გორას ეძახიან. აქედან ხელისგულივით მოჩანს მთელი ხეობა. სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულიMმუზეუმი 1984 წელს გაიხსნა. ეს ორსართულიანი, ორიგინალური პროექტით ნაგები შენობა ზუსტად ორბელიანთა ნასახლარზე დგას.

სულხან-საბას ცხოვრების ამსახველი ექსპონატები სამ, ერთმანეთში გამავალ დარბაზშია მოთავსებული. აქვეა ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ დამზადებული საბას თხზულებათა ფოტოები. ორი ღირებული წიგნია, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის მიერ ნაჩუქარი - საბას ლექსიკონის 1884 წლის გამოცემა და ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერა სამეფოსა საქართველოსა".

სულხან-საბა ორბელიანი
დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას წიგნში "რელიგიური პროცესები ქვემო ქართლში" ვკითხულობთ, რომ ორბელიანთა გვარი ბარათაშვილთა საგვარეულოს განშტოებაა. ეს გვარი ძლიერ დაწინაურდა XVII საუკუნეში. ამ საგვარეულოდან გამოვიდნენ სახელმოხვეჭილი პოლიტიკური, სამხედრო და საეკლესიო მოღვაწენი, მდივანბეგნი (მოსამართლენი), დიპლომატები, მეცნიერები, მწიგნობარნი, პოეტები.

ორბელიანთა გვარის სახელოვანი წარმომადგენელი, სულხან-საბა იმ წელს (1658) დაიბადა, როდესაც ქართლის სამეფო ტახტზე ავიდა ვახტანგ V, შაჰნავაზად წოდებული. შაჰნავაზს ცოლად ჰყავდა სულხან-საბას მამიდა. შაჰნავაზის შვილები, ცნობილი სახელმწიფო და კულტურული მოღვაწენი - არჩილი, გიორგი, ლევანი არამარტო ნათესავები იყვნენ სულხანისა, არამედ სულიერი მეგობრები და აღმზრდელნი.

სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია უშუალოდ და მჭიდროდ არის გადახლართული მაშინდელი ქართლის ცხოვრებასთან. იგი იყო უფროსი ძე "საქართველოს ბჭეთმთავრისა და მოსამართლეთუხუცესის, პატრონის ორბელ ვახტანგისა".

სულხანის დედა, თამარი, იყო სპარსეთის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყების მეთაურის, ზაალ არაგვის ერისთავის ასული. მომავალი დიდი მწერალი ორივე მხრიდან, დედითაც და მამითაც, ქართველ დიდებულთა უმაღლეს წრეს ეკუთვნოდა. მის აღზრდას ხელმძღვანელობდა მისი მამიდაშვილი, სახელმოხვეჭილი მეფე გიორგი XI. აღსანიშნავია, რომ ლექსიკონის დამუშავებისთვის სულხანს ხელი მიუყვია "ბრძანებითა მეფის არჩილისა და მეფის გიორგის და ბატონის ლეონისა".

ქართლში ყიზილბაშების გაბატონებამ და ქვეყნის ხსნის ამაო მცდელობამYძლიერ იმოქმედა სულხანზე და 1698 წლის ადრეულ გაზაფხულზე გარეჯის უდაბნოში, მრავალმთის ნათლისმცემლის მონასტერში ბერად აღიკვეცა. სულხანი ასე მოგვითხრობს ავტობიოგრაფიაში: "შემდგომად მონოზან იქმნა და გარეჯის მრავალმთის წმინდის ნათლისმცემლის მონატერს დადგრა. ქორონიკონს (1698) მარტს (18) მონოზან იქმნა". მიერიდან სულხანი გახდა სულხანყოფილ საბად.

ბერად შემდგარ სულხან-საბა ორბელიანს ბრძოლაზე ხელი არ აუღია და არ ჩამოშორებია ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. სულხანმა მხოლოდ დაყარა "ჯაჭვი და ჩაფხუტი", ბერ-მონაზვნის "დაბებკული სამოსელი" ჩაიცვა და მთლიანად აღიჭურვა იდეური ბრძოლის იარაღით. ბერად შემდგარ სულხან-საბას თვითონ გამოუთქვამს თავის თავზე ორტაეპიანი კალამბური: "ვიყავ ერად, მჯობენ ვერად, ვიქმენ ბერად, ვემსგავსე რად". საბა აქტიურად მონაწილეობდა სამონასტრო ცხოვრებაში, აღმზრდელობით-საგანმანათლებლო საქამიანობაში. მონასტერში შეუდგენია საქრისტიანო მოძღვრება, პირველად "სასწავლო ყრმათათვის".

ნათლისმცემლის მონასტერში წარმოთქმულ ერთ ქადაგებაში საბა ურჩევს ბერ-მონაზვნებს, აღმოფხვრან გულიდან სოფლის სიყვარული, დაივიწყონ სოფლური საქმე, გულში ჩაიკლან სოფლად დაბრუნების წადილი, თუ ვინიცობაა, - ამბობს მქადაგებელი, - სოფლის დანატრებამ მიგაჭირვოთ, მაშინ აჯობებს "მივიდეთ ძმათა სენაკად და მოვიკითხნეთ. უკეთუ მეფისა ხილვა გვინდეს, მივიდეთ წინაშე წინამძღვრისა ჩვენისა, უკეთუ ქალაქთა ხილვად გვინდეს, მივიდეთ ეკლესიად, იგი არს ქალაქი ჩვენი, უკეთუ უნჯთა გამრავლება გვენებოს, განვამრავლოთ საღრმთოთა წერილთა კითხვა. უკეთუ მოვაჭრება გვეტყობოდეს, მოვივაჭრნეთ სწავლანი სულიერნი".

სულხან-საბა 55 წლის იყო, როცა ევროპაში წავიდა. პოლიტიკური მოსაზრებებით საბამ კათოლიკობა მიიღო. საქართველოს ელჩი უჩიოდა თავის ჯანმრთელობას. მოგზაურობის წიგნში ამბობს, "თავად ბერი კაცი ვიყავი და სნეულიო". ჯანგატეხილი და იმედგაცრუებული დაბრუნდა სულხან-საბა ორბელიანი სამშობლოში. "ჩვენს ქვეყანას მოვედით, აბოცსო", - სიხარულით ჩაუნიშნავს დღიურში. ქვეყნის ერთგული შვილის ღვაწლი და მრწამსი ეჭვქვეშ დგებოდა, ამიტომ სამშობლოში დაბრუნებულს დევნა დაუწყეს. "ქართველნი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისთვის გამიმტერდენ", - წერს საბა. სამღვდელოებამ მცხეთაში საეკლესიო კრება მოიწვია. საბას მოსთხოვეს კათოლიკობის უარყოფა და პაპის საჯაროდ გმობა.Mმან ეს არ იკადრა, ამისთვის "მრავალი ავი" დაატეხეს თავს.

1723 წლის გაზაფხულზე თბილისი დაარბიეს და ააოხრეს ლეკთა რაზმებმა. ვახტანგ VI იძულებული გახდა, იმერეთში გახიზნულიყო, იქიდან - რუსეთში. მას გაჰყვა 1200 კაცამდე. მათ შორის იყო სულხან-საბა ორბელიანი ძმებითა და ძმისწულებით. კარგარეთელებისთვის მიცემულ წყალობის წიგნში ვახტანგი ამბობს: "ჩვენ რომ რუსეთს წავედით, საბამ, მოხუცებულმა, სამოცდაშვიდისა წლისამან, ჩვეულებისამებრ ჩვენი მამა-ბიძათ, სიყვარული და ჩვენი ერთგულობა არა უდებყო, თან გვიახლა სამის ძმითა და ორის ძმისწულითა".

მოხუც და სნეულ სულხან-საბას გადაუწყვეტია, წასულიყო მოსკოვში, ხლებოდა საიმპერატორო კარზე კარგად მიღებულ არჩილის ასულს, დარეჯან ბატონიშვილს, გამოეყენებინა მისი დიდი გავლენა ვახტანგის საქმეების მოსაგვარებლად, რამაც ნაყოფი გამოიღო. ვახტანგმა მიიღო პეტერბურგში გამგზავრების ნებართვა, წავიდა კიდეც, მაგრამ მისთვის დამაშვრალი სულხან-საბა ორბელიანი უკვე ცოცხალი აღარ იყო.

მოსკოვში ჩასული საბა სწვევია დარეჯანს სოფელ ვსეხსვიატსკოეში და იქვე დასადგურებულა. ოფიციალურ დოკუმენტებში საბა უკანასკნელად იხსენიება 1724 წლის 10 დეკემბერს. ამის შემდეგ საბა მალე გარდაიცვალა. ზუსტ ცნობას საბას გარდაცვალებაზე გვაწვდის ზოსიმე, რომელიც იყო "ძმა და მოწაფე მისი". ზოსიმე თან ახლდა საბას მოგზაურობის მანძილზე, თავს ადგა მომაკვდავ უფროს ძმას, საბოლოოდ მან დაუხუჭა საბას თვალები, მან დაურთო საბას ავტობიოგრაფიას შემდეგი ტექსტი: "საბა მიიცვალა დიდს მოსკოვს, სესენცკას, ბატონის არჩილ მეფის სასახლეში; და იმავე საყდარს დაემარხა ბრძანებითა და დიდის პატივითა ბატონიშვილის დარეჯანისათა".

სულხან-საბა ორბელიანი გარდაიცვალა 1725 წლის 26 იანვარს, საღამო ჟამს, მოსკოვს, არჩილ მეფის სასახლეში. დაუსაფლავებიათ ვსევიატსკოეს ტაძარში. საბას ძმის, დიმიტრის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ფრიად მაშვრალი მუშაკი მოკვდა, დაეფლა რუსთ ველსა".

ტანძიის ეკლესიები
ტანძიაში, რომელიც XVII საუკუნეში "იყო თავი რეზიდენცია ორბელიანთა ახალი შტოისა", სიძველეთა ბევრი ნაშთია: ეკლესიები და სასახლეთა ნანგრევები. ორბელიანთა გადაშენებულ გვარს დღეს მხოლოდ მათი წარწერები და საბა-სულხანის ახალდადგმული ძეგლი გვაგონებს, - ვკითხულობთ მამა პეტრეს წიგნში. სოფელი მთებს შორის, ტყეებით და ბუჩქნარით შემოსილ ბორცვებზეა გაშენებული. ახლოს ორი ერთნავიანი ეკლესიაა. ერთი, გზის პირას მდგარი, არაფრითაა გამორჩეული. უფრო მაღლა მდებარე საინტერესოა ტაძრის კედლებზე შესრულებული წარწერებით. იგი ღვთისმშობლის სახელობისაა. მესამე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია სოფლის დასავლეთითაა.

1680 წლით დათარიღებული ღვთისმშობლის ეკლესია ერთნავიანია, ალგეთის რუხი ქვითაა ნაშენი. ტაძრის აღმშენებლის ვინაობა და თარიღი ორ მხედრულ წარწერაშია მოხსენიებული აღმოსავლეთის ფასადის კენწეროში, საგანგებო თლილ ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში. ექვთიმე თაყაიშვილის თანახმად, ნათქვამია: "ქ. სამკვიდროთა ჩვენთა ტაშირის და საორბელოთ პატრონი და მრავლისა დიდებისა მქონებელი ხუთთა ძმათა უფროსი უძეო ვიქმენით და ხელ ვყავი ამას ჩვენს სახსენებლად შენდობა ბრძანეთ გბი ქვს ტნიჰ სრულ იქმნა".

დასავლეთის შესასვლელის წარწერაზე მოხსენიებულია პაპუნა, როსტომ მეფის მდივანბეგისა და სახლთუხუცესის, ყაფლან ორბელიანის უფროსი ძე, სულხან-საბას ბიძა. გარდაიცვალა 1689 წელს, იგი მეუღლესთან ერთად დაკრძალულია ფიტარეთში.

***
KARIBCHEწმინდა ნიკოლოზის ეკლესია დათარიღებულია 1683 წლით. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მშენებლის ვინაობა სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში წერია: "ქ. წმინდაო ნიკოლოზ მეოხ ექმენ პატრონს ორბელს". ხოლო აშენების გარემოების აღწერასა და თარიღს ვპოულობთ ამ ორბელის მიერ შეწირული სვინაქსარის მინაწერში, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა: "მე ფრიად ცოდვილმან და ყოველთა ცოდვათაგან შებღალულმან, საქართველოს მოსამართლემან, ქართლისა და კახეთისა ხელმწიფეთა და მეფეთა დედის ძმამან, დიდის ორბელის შვილის ბატონის ყაფლანის ძემან მდივანბეგმან ორბელ, აღვაშენე ჩემს სამკვიდროს სასახლესა შინა ტანძიას კარის ეკლესია სახელსა წმიდისა ნიკოლოზისა, და შევამკევი ხელითა და მოფენილობითა. ცოდვილისა სულისა ჩემისა განსასვენებლად და მეუღლისა ჩემისა არაგვის ერისთავის ზაალის ასულის ბატონის თამარის ცოდვათა შესანდობელად რვათა ძეთა და სამთა ასულთა წარსამართებელად და სადღეგრძელოდ".

ტაძრის აღმშენებელი ვახტანგი იმ პაპუნას ძმაა, რომელმაც ღვთისმშობლის ეკლესია ააგო. ეს პატარა სამლოცველო საბას მშობლების კარის ეკლესიაა.

დიდი ხნის დუმილის შემდეგ ტანძიის ორივე ეკლესია განახლდა და ამოქმედდა. მორიგეობით ორივე ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით, ტანძიის ტაძრებს ფიტარეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ექვთიმე (შავდათუაშვილი) ემსახურება.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat