ნიქოზი
ნიქოზი
როცა სოფელ ნიქოზში წასვლა გადავწყვიტე, ოჯახში გაიკვირვეს, - არ გეშინიაო? ლოცვა-კურთხევის ასაღებად მივმართე ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს ისაიას და ჩემების მსგავსად ვკითხე, - საშიში ხომ არაფერია-მეთქი. თუ შიშზე იფიქრებ, საშიში ყველგან არისო. დედაქალაქიდან ნიქოზამდე არც ისე შორი მანძილია, დაახლოებით საათნახევარში ხარ ამ ულამაზეს მხარეში. გორიდან გადაუხვევ თუ არა, იმ სოფლების გარემოცვაში აღმოჩნდები, ერთ დროს ტყვია რომ აწვიმდა.Aაგვისტოს ომის ნაკვალევი აქაურობას ნათლად ატყვია. თვალში საცემია დანგრეული სახლები... სოფელი ნელ-ნელა ებმება ცხოვრების ფერხულში. ნიქოზიდან ხელისგულივით მოჩანს ცხინვალის მრავალსართულიანი კორპუსები. ქვემო და ზემო ნიქოზს შუაში მატარებლის ლიანდაგი ჰყოფს. იქვეა ქართველების საგუშაგო. სამხედრო მანქანების გამოჩენა აღარავის უკვირს.

მატერიალურად უჭირთ ნიქოზელებს. დახმარებას ელიან...

უწინარეს სარწყავი არხის უქონლობა აწუხებთ. ქვემო ნიქოზში ომის დროს დანგრეულ ისტორიულ სკოლას ამშენებელი არავინ გამოუჩნდა. ეს სკოლა ხომ წმინდა კირიონ II-ის (საძაგლიშვილის) შემოწირულობით გახლდათ აგებული. წარმოიდგინეთ, იმ გაჭირვებულ დროს ქვემონიქოზელებს სკოლა ჰქონდათ და ახლა, XXI საუკუნეში, სკოლა ენატრებათ. ომის დროს ამ სკოლაში ქართველი ჯარისკაცები იყვნენ გამაგრებული და ამის გამო საჰაერო იერიშით რუსებმა მიწასთან გაასწორეს.

1898 წლის 28 ნოემბრის გაზეთ "ივერიაში" ვკითხულობთ: "თავისის მდებარეობითა და კარგის ჰავით ქვემო ნიქოზი წარჩინებულია გორის მაზრის სოფლებს შორის, მაგრამ ასზე მეტი კომლი აქაურ გლეხთა მხოლოდ ხვნა-თესვას მისდევს და იმდენად ღარიბნი და ხელმოკლენი არიან, რომ აქამდე ერთის სკოლის დაარსება ვერ მოუხერხებიათ. ამგვარ არა-სანატრელს მდგომარეობას თვისის სამშობლო სოფლისას მიაქცია ყურადღება ყოვლად უსამღვდელოესმა ალავერდელმა ეპისკოპოსმა კირიონმა, შესწირა საკმაო ფული სკოლის შენობის შესაკეთებლად, ავეჯის სასყიდლად და სხვა. გარდა ამისა, სამუდამოდ აღუთქვა დახმარება - წელიწადში შეჰპირდა არანაკლებ 5 თუმანსა. მისს მეუფებას მიჰბაძეს ამა სოფლის მემამულეთ და სამღვდელოებამაც და თვისის მხრივაც დახმარება აღუთქვეს სკოლას. ამ წლის ზაფხულს, მისის მეუფების თხოვნით, ქვემო ნიქოზის მცხოვრებლებმა ერთხმად დაადგინეს თავიანთს სოფელში სამრევლო-საეკლესიო ერთ-კლასიანი სკოლა და გადაიხადონ ამ სკოლისთვის წელიწადში ათი თუმანი, აგრეთვე მისცენ სკოლას საჭირო შეშა და დაუყენონ მოსამსახურე.

18 ნოემბერს სკოლის დამაარსებლის, ყოვლად უსამღვდელოესის ეპისკოპოსის კირიონისა, მახლობელ სოფლების მემამულეთა და მთელის სოფლის მცხოვრებთა თანდასწრებით აკურთხეს ახალი სკოლა, რომელიც დროებით მოთავსებულია საეკლესიო შენობის ორ ოთახში. სკოლის კურთხევის შემდეგ სამრევლო სკოლების სამაზრო ზედამხედველის მღვდლის ბენიამინე კონტრიძის მიერ წარმოთქმულ იქნა მრავალჟამიერი სამეფო სახლისა, მაღალ-ყოვლადუსამღვდელოესის, საქართველოს ექსარხოსის ფლაბიანესი, ყოვლად უსამღვდელოესის ეპისკოპოსის კირიონისა და იმპერიის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მფარველის, უწმინდესი სინოდის ობერ პროკურორის კ. პ. პობედონოსცევის სადღეგრძელოდ. ახლად დაარსებულ სკოლაში ეხლავე მიღებულ იქნა 40 მოსწავლე ორისავე სქესისა. ყოვლად უსამღვდელოესმა კირიონმა დალოცა ახლად მიღებულნი მოსწავლენი და ჯვრებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა. შემდეგ მისმა მეუფებამ წარმოთქვა სიტყვა და აუხსნა ხალხს, რამდენად საჭიროა და სასარგებლო ყოვლად კეთილმორწმუნე ქრისტიანისთვის შესწავლა საღვთო სჯულისა. სკოლაში მიღებულ მოსწავლეთა მშობლებს სთხოვა, - ნუ დაიზარებთ ყმაწვილების გაგზავნას სკოლაში და სწავლას ნუ მოაკლებთ ხოლმეო. ხოლო ის მშობლები, რომელთა შვილნი ჯერჯერობით არ იქმნენ სასწავლებლებში მიღებულნი უადგილობისა გამო, ანუგეშა, რომ ვეცდები, მომავალ წელს უფრო ბევრი მოსწავლე იქმნეს მიღებული სასწავლებელშიო და საზოგადოდ სკოლას არ მოვაკლებ ჩემს ყურადღებასა და მფარველობასო. ადგილობრივმა მემამულემ, თავადმა ზ. ფავლენიშვილმა მთელს სოფლის მაგივრად მადლობა შესწირა ყოვლად უსამღვდელოესს კირიონს სკოლის დაარსებისათვის და თვითონ იკისრა სკოლის მზრუნველობა. სკოლის მასწავლებლად დანიშნული იქნა მცხეთის წმინდა ნინოს დედათა სასწავლებელში სწავლა დამთავრებული ქალბატონი საძაგლიშვილი. საღმრთო სჯულის მასწავლებლად - ადგილობრივი მღვდელი დ. კაპანაძე".

ძალიან გამიხარდა, როცა მითხრეს, - ქვემო ნიქოზში წმინდა კირიონის შთამომავლები ცხოვრობენო. საძაგლიშვილებთან მისვლამდე წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის ტაძარი მოვილოცეთ. ამ ტაძრის ეზოშია დაკრძალული წმინდა კირიონის ცოლ-შვილი.

ერთი ვერსიით, სოფელს სახელი კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიის გავლენით ან მიბაძვით დარქმევია. "არიან მრავალნი სახელნი ადგილთანი საბერძნეთიდან შემოღებული საქართველოს შინა, ვითა ნიქოზი".

სტუმრად საძაგლიშვილებთან
დიასახლისმა ქალბატონმა ნუნუ-ნინო მინდიაშვილმა ტრადიციულად გვიმასპინძლა. შემდეგ საუბარსაც შევყევით.

- ქვემო ნიქოზი მდინარე ლიახვის მარჯვენა მხარეს მდებარეობს, ცხინვალის სამხრეთით, სასაზღვრო ზოლია. ვახტანგ გორგასლის დროს ეპარქია იყო ნიქოზში. ზემო და ქვემო ნიქოზი მეზობელი სოფლებია. ზემო ნიქოზის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიაში განისვენებს წმინდა პირველმოწამე რაჟდენი, - მიამბობს ქალბატონი ნუნუ.

ქვემო ნიქოზში რამდენიმე ტაძარია: წმინდა გიორგის, კვირაცხოვლის და წმინდა მარინეს სახელობისა.

KARIBCHEნიქოზი უხვმოსავლიანი სოფელი იყო. ახლა სარწყავი წყლის გასაჭირია. ჩვენი სარწყავი ნაგებობების სათავე ოსეთშია და ჩვენსკენ წყალს არ უშვებენ. ადრე მარცვლეული კულტურები მოგვყავდა. ჩვენს ოჯახს საკუთარი ხორბალი, ქერი, ლობიო და ყველანაირი ბოსტნეული მოჰყავს. სარწყავი არხი რომ გვქონდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. საქონელიც გვყავს, კარაქს ვამზადებთ, ერბოსაც.

კონფლიქტის შემდეგ ვანათის წყაროს სათავე-ნაგებობები მოიშალა. ახლა ჭაბურღილები გვაქვს. დღეში 4 საათით ვიღებთ წყალს. ამას კიდევ გავუძლებთ, მაგრამ სარწყავი არხია პრობლემა. 2008 წლამდე არა გვიშავდა. ცხინვალში ცოტა ქრთამს ვაძლევდით ხოლმე და სარწყავ წყალს უშვებდნენ. ერთმანეთთანKკარგი ურთიერთობა გვქონდა. შევდიოდით ცხინვალში, ჩვენსას ვყიდდით, იმათსას ვყიდულობდით...

ქვემო ნიქოზში 250-მდე მცხოვრებია. ომის შემდეგ ცოტა შევმცირდით. მოსავალი რომ ვეღარ მოჰყავთ, ამიტომ ბევრმა დატოვა აქაურობა. ჩვენს სოფელში ცხოვრობენ: მეტრეველები, ლაზარაშვილები, საძაგლიშვილები, თარაშვილები, მახათაძის ერთი ოჯახია, მარიამიძეები, შატაკიშვილები, (ერთი ოჯახია), ასევე შალუტაშვილები, ნამორაძეები (აზნაურები ყოფილან), ელუაშვილები, ფავლენიშვილები. ეს გვარი საძაგლიშილებს ნათესაობდა. ნიქოზი ქართული სოფელია. ოსები ძირითადად რძლები არიან. ქვემო ნიქოზს ესაზღვრება ზემო ნიქოზი და ხვითი, სამხრეთიდან - ფხვენისი, აღმოსავლეთიდან - მდინარე ლიახვი. ქვემო ნიქოზი ზემო და ქვემო უბნად იყოფა. არის მელანაანთ, მეგრელიანთ და მეტრევლიანთ უბნები. ჩვენი გვარი ქვემო უბანში ცხოვრობს.

ომის პერიოდი ძალიან რთულად გადავიტანეთ. თუმცა უმრავლესობამ არ დატოვა საკუთარი კერა. ომის დროს სკოლა დაგვენგრა. გვპირდებიან აშენებას, მაგრამ ჯერჯერობით პირი არ უჩანს. 2008 წლის ომის დროს ჯარისკაცები იყვნენ შეფარებულები სკოლაში, ზოგი ჯარისკაცი ოჯახში აფარებდა თავს. ის ოჯახები, სადაც ჯარისკაცები ცხოვრობდნენ, მიწასთან გაასწორეს. სკოლის შენობას რამდენიმე ბომბი ესროლეს. ჩვენმა ოჯახმა სოფელი ომის დროს დატოვა. ჩემი მეუღლე არ მოდიოდა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოვიყვანეთ. სოფელი მთლიანად არ დაცლილა, რამდენიმე ოჯახი დარჩა, რომლებმაც ჩვენს ოჯახსაც მიხედეს. ჩვენ მაშინ შვიდი სული ძროხა გვყავდა, ექვსი ღორი და მოუარეს. ჩემი ნათლული რენო ლაზარაშვილი პატრონობდა ჩემს საქონელს. მეუღლე თურმე ფანჯრიდან უყურებდა, დაბრუნდება თუ არაო. ძალიან გმირული სულის ხალხი ცხოვრობს ნიქოზში. 90-იანი წლიდან მოყოლებული, ჩვენთან ხშირად ისმოდა სროლის ხმები.

ქვემო ნიქოზში რუსის ჯარი არ შემოსულა, ზემო ნიქოზში და ხვითში ჩადგნენ. სოფლის დაცლას ხელი შეუწყო საჰაერო იერიშმა. ზემო ნიქოზის მონასტერი იმიტომ დაბომბეს, რომ იქ ქართველი ჯარისკაცები ეგულებოდათ. ერთი პერიოდი თითქოს მოლბნენ რუსები - ეგონათ, ფეხს მოიკიდენდნენ და ჩვენთვის სასმელი წყალი შემოჰქონდათ. ბევრმა ჩვენმა სოფლელმა უარი თქვა რუსების შემოთავაზებულ წყალზე. მათ შორის ჩვენმა მეზობელმა ეთერ ბურნაძემ,Mმეც. ოჯახებში ცეცხლის დანთებას ვერიდებოდით. 12 აგვისტოდან შეწყდა სროლა. ღამე მხოლოდ ცხინვალიდან ისმოდა. სამღვდელოებამ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია. პურით ეკლესია გვამარაგებდა. მეუფე ისაიას არ დაუტოვებია ეპარქია. ჩვენი მამები ომის დროს ყველა ადგილზე დარჩა. მორჩილები - ევლალია, ნინო დადიოდნენ სოფელში და ეხმარებოდნენ ხალხს. გვინაწილებდნენ პროდუქტებს. დაბომბვის დროს ჩვენი ეპარქიის სასულიერო დასი ერთ პატარა ოთახში შეიყუჟა. წირვა-ლოცვა არ გაგვიცდენია. მამა ანტონი გვარიგებდა ხოლმე, სახიფათო ადგილებში ნუ გამოჩნდებით და ძალიან ნუ დაიგვიანებთ, ცუდი არაფერი შეგემთხვეთო. 28 აგვისტოს, მარიამობას, წირვა-ლოცავას დავესწარით. მაშინ მორწმუნეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ომის პერიოდში იმატა მრევლმაც. ერთმანეთს გულში ვიხუტებდით და ვამბობდით, - თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთიო.

ომის დამთავრების პირველ დღეს ჩამოვედი სოფელში. ქუჩები ცარიელი იყო. ძაღლებიც არ ყეფდნენ. საქონელი გაფანტულიყო და ვცდილობდით, მოგვეგროვებინა. სხვის საქონელს ვუვლიდით. ჩემი ყველაფერი ადგილზე დამხვდა. ყველა სახლი ღია იყო. იმ დროს ქართველთაგან არანაირი ქურდობა არ მომხდარა. რუსები და მათი მიმყოლნი პირველ დღეებში დაერივნენ სხვის ქონებას. სოფლის თავში მცხოვრებნი უფრო დაზარალდნენ. ეკლესია ხომ მტერსაც თრგუნავს და აკავებს. ერთ დღეს რუსები თავმოთნედ შემოვიდნენ ზემო ნიქოზის ტაძარში, მეუფეს ესაუბრნენ. პირობა შეასრულეს და მოროდიორობა აკრძალეს.

ვისაც ლიახვის ხეობასთან ახლოს აქვს ბაღები, მხოლოდ მათ ჰქონდათ ვაშლის მოსავალი - ნიქოზში ძირითადად ვაშლით ვცხოვრობთ. თუ კაშხალი არ აშენდა, არ გვექნება სარწყავი წყალი და არც მოსავალი მოვა და სოფელიც დაიცლება. სკოლაც რომ გვქონდეს, ძალიან დიდი სიხარული იქნება. ამჟამად ქვემო ნიქოზის სკოლა შეხიზნულია ზემო ნიქოზის სკოლაში. ჩვენ მეორე ცვლაში ვმუშაობთ, ისინი - პირველ ცვლაში. ზემო ნიქოზის სკოლა ექვსკლასიანია. თავიდან საშუალო იყო, მერე ცხრაკლასიანი გახდა. სკოლის არარსებობის გამო მშობლებმა შვილები გორში წაიყვანეს. გორში ბევრ ნიქოზელს აქვს სახლი. ზოგიც ნათესავთან ცხოვრობს. სასწავლო პროცესის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის ხელშემწყობი პირობები არ გვაქვს. მით უმეტეს, ზამთარში.

ქვემო ნიქოზის სკოლა წმინდა კირიონ საძაგლიშვილის შემოწირულობით აშენდა. თავის ბიძაშვილს, ანას გამოუგზავნა ფული და სთხოვა სკოლის აშენება. სკოლის პირველი მასწავლებელიც ანა საძაგლიშვილი იყო. ამ სკოლაში დადიოდნენ ზემოხვითელები, ზემონიქოზელები, ფხვენისელები... პირველი საშუალო სკოლა ქვემო ნიქოზში 1897 წელს გაიხსნა.

უწმინდესმა გაგვიწია შუამდგომლობა განათლების სამინისტროსთან სკოლის აშენებასთან დაკავშირებით. ვნახოთ...

ომის შემდეგ საგრძნობლად იმატა შობადობამ. პატრიარქის ნათლულებიც გვყავს. სკოლის არარსებობა პირდაპირ კავშირშია სოფლის დაცლასთან.

***
ნიქოზელი გახლდათ წმინდა კირიონ საძაგლიშვილი. ჩემი მამამთილის მამის ღვიძლი ბიძაშვილი იყო, - მიამბობს ქალბატონი ნუნუ, - საძაგლიშვილების ოჯახიდან რამდენიმე სასულიერო პირი გამოვიდა. წმინდა კირიონის მამა, იერონიმე დეკანოზი ბრძანდებოდა. გადმოცემით ვიცი, რომ წმინდა კირიონი მეგობრობდა დავით კლდიაშვილთან. ცოლ-შვილი სახადით დახოცვია და ქვემო ნიქოზის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში დაუკრძალავს. ეს ტაძარი კომუნისტების დროს მოუშლიათ და ფურნე გაუკეთებიათ. რამდენჯერაც უცდიათ პურის გამოცხობა ეკლესიის შენობაში, არ გამომცხვარა. მეუფე ისაიას ლოცვა-კურთხევით, შარშან წმინდა გიორგის ეკლესია აღადგინეს. ყოველ სამშაბათს წმინდა გიორგის სახელზე პარაკლისები ტარდება. ამ მხრივ სოფელს გამოცოცხლება დაეტყო. ზემო უბანში არის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია. ჩვენთან ექიმად მუშაობდა დავით ლომგურაშვილი და მისი ინიციატივით აღდგა ეს ტაძარი. იქაც ტარდება პარაკლისები.

ჩემი მეუღლის ბიცოლებისგან გამიგონია: ცხინვალის შესასვლელში, ზღუდრის მთიდან მოყოლებული წმინდა კირიონისთვის ხალიჩები დაუფენიათ თურმე და ნიქოზამდე ისე ჩამობრძანებულა, თან ყვავილებს უფენდნენო. ჩემი მეუღლის ბიცოლამ მიამბო, - ბავშვობაში ძალიან ლამაზი გოგონა ვიყავი, ცისფერთვალა, თმახუჭუჭა. წმინდა კირიონმა ხელში ამიყვანა და მომეფერაო. მერე წმინდა კირიონის ბიძაშვილის, ზაქარია მღვდლის რძალი გამხდარა. თურმე წმინდა კირიონი ძალიან ეხმარებოდა მამა ზაქარიას. ის წირავდა სოფელ ფხვენისში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში,Qქვემო ნიქოზშიც და ფხვენისშიც. პირველი მეუღლე, ეკატერინე, ადრე გარდაცვლია და მისგან ხუთი შვილი დარჩენია. მამა ზაქარიას ობლებს წმინდა კირიონი პატრონობდა.Pპირად წერილში, რომელიც არქივშია დაცული, - მამა ზაქარია სწერს წმინდა კირიონს, -Oობლების მოსავლელად მირიგებენ ფხვენისელ ქალს, პელაგია ჯაფიაშვილს და როგორ მოვიქცე, არ ვიციო. წმინდა კირიონს მიუწერია, - ობლების მოსავლელად მოიყვანეო. პელაგია დიდად კეთილი ადამიანი ყოფილა. მამა ზაქარიასთან მას შეეძინა ერთი შვილი, ნიკოლოზი, ჩემი მამამთილი. ბავშვობაში ერთობ ცელქი ყოფილა და წმინდა კირიონს მისთვის ჩიკორა შეურქმევია. პელაგია გერებს ძალიან ჰყვარებიათ. რომ გარდაცვლილა, ჩემი მამამთილის უფროს ძმას, ვახტანგს, ხელში აუყვანია და ხმამაღლა უტირია. მამა ზაქარიამ თავის სეხნია შვილიშვილს თურმე სიყვარულით ცუნცულა დაარქვა. უმცროსი ზაქარია ნიქოზის სკოლაში ასწავლიდა ისტორიას (ზაქარია საძაგლიშვილის მოგონებებს ქვემოთ შემოგთავაზებთ).

მამა ზაქარია ძალიან ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. აუკრძალეს ღვთისმსახურება, მაგრამ არც წვერი გაუპარსავს და არც ანაფორა გაუხდია.

წმინდა კირიონი მას ობლების დაზრდაშიც ეხმარებოდა და სახლის აშენებაშიც. 1900 წელს მისთვის გამოუგზავნია ფული - სახლი ააშენე და ერთი პატარა კუთხე ჩემთვისაც გამოყავიო. იმ ოთახში ბუხარიც ყოფილა და იქ ჰყვარებია ჯდომა. წმინდა კირიონი მეზობლებსაც უმართავდა ხელს.

სოფელში სამი მღვდელი წირავდა. ერთ-ერთი იყო მამა იოსებ კაპანაძე.

კომუნისტებმა ყველაფერი წაიღეს ჩვენი ოჯახიდან, შემოგვრჩა მამა ზაქარიას ნაქონი სამღვდლო ვერცხლის ჯვარი, მისი ერთი სურათი, რამდენიმე კოვზი, ორი ცალი ჩანგალი. ჯვარი დაახლოებით ნახევარი კილო ვერცხლია და ძალიან საინტერესო ნაკეთობაა.Mმამა ზაქარიას მეუღლეს, პელაგიას გადაურჩენია - ამბრის (ფქვილის შესანახი) ქვეშ შეუგდია. აქ ჯვრის ძალაც ჩანს. ჯვარმა საკუთარი თავი გადაირჩინა.

მადლი დღემდე მოდის საძაგლიშვილებზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი მამების წმინდა ხსოვნა არ შეურაცხვყოთ და ვიცხოვროთ სარწმუნოებრივად. ძალიან მიხარია, რომ საძაგლიშვილების რძალი ვარ. ტაძარში დავდივარ და ვცდილობ, ქრისტიანულად ვიცხოვრო. მყავს მეუღლე, სამი ვაჟი და ორი შვილიშვილი. ჩემი შვილი ზაქარია სტიქაროსანია. ძალიან გვიყვარს ჩვენი მეუფე, მამები. სამი მოძღვარი გვყავს: მამა დავითი, მამა გიორგი და მამა რაჟდენი.Mმამა რაჟდენის დედა საძაგლიშვილი გახლავთ.

მოგონებები წმინდა კირიონსა და მამა ზაქარიაზე
მამა ზაქარიას შვილიშვილი, ისტორიკოსი ზაქარია საძაგლიშვილი თავის წერილში იხსენებს:

KARIBCHEმე ამ დიდებული ქართველის შთამომავალი ვარ, მაგრამ მომსწრე არ გახლავართ, რადგან დავბადებულვარ მისი გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ. სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილი) დაიბადა 1885 წლის 10 ნოემბერს, გორის მაზრაში, სოფელ ქვემო ნიქოზში, სასულიერო პირის - დეკანოზ იორონიმე საძაგლიშვილის ოჯახში. მიუღია სასულიერო განათლება. დაუმთავრებია კიევის სასულიერო აკადემია. მეუღლისა და ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ ბერად აღკვეცილა და დაუწყია საეკლესიო მოღვაწეობა, ხოლო მამობრივი სიყვარული გადაუტანია ადრე დაობლებულ ბიძაშვილზე - ზაქარიაზე და მის დებზე. ეს ზაქარია იყო სწორედ ჩემი პაპა - მამის მამა. გიორგი (კირიონი) ზაქარიაზე უფროსი იყო და ამიტომ საჭირო მზრუნველობასაც უწევდა მატერიალურად.Eეს იქიდანაც ჩანს, რომ პაპაჩემს (ზაქარიას) მამისგან საცხოვრებლად ვარგისი ბინა არ დარჩენია. 1900 წელს გიორგი საძაგლიშვილს (კირიონ II) მნიშვნელოვანი ფულადი თანხა მიუცია პაპაჩემისათვის სახლის ასაშენებლად და თან უთხოვია, ერთი ჩემთვის გამართეო. ზაქარიას მართლაც აუშენებია ქვითკირის ორსართულიანი შენობა: ნაწილი - თავისთვის და ნაწილი - გიორგისთვის. გიორგის (კირიონი) წილი აივანი შემინული იყო. გიორგის ჰქონდა ნიქოზში სახლი და ადრევე პაპაჩემის დისთვის - ანასათვის მზითევში მიწის ნაკვეთად მიუცია, შემდეგ ეს ბინა სხვისთვის მიუყიდიათ და ახალ მეპატრონეს მთლიანად დაუნგრევია.

ზაქარიას ბინის მშენებლობა მალევე დაუმთავრებია. რა თქმა უნდა, ისევ გიორგის შემწეობით. შემდეგ გიორგის (კირიონი) ვენიდან საოჯახო ავეჯი გამოუწერია. ერთი ოთახი რბილი ავეჯით მოუწყვიათ, მეორე კი ყოველდღიური სახმარით.Bსახლს სამხრეთიდან ფართო აივანი ჰქონდა. ბებიაჩემი იგონებდა: "კირიონს სოფელში მოსვლა ძალიან უყვარდა, უმეტესად ზაფხულობით სიამოვნებით ატარებდა დროს. ჩამოდიოდა უამრავი საჩუქრით, არ ივიწყებდა არც დიდს და არც პატარას, არც შინაურს და არც გარეშეს, მისი მოსვლა სოფელსაც დიდად უხაროდა. ჩვენი ეზო ყოველ საღამოს ხალხით იყო სავსე. მის პატივსაცემად მართავდნენ ცეკვებს, სიმღერებს, კირიონი იმ დროს აივანზე იჯდა და სიამოვნებითა და კმაყოფილებით უცქერდა თანასოფლელთა მხიარულებას. ჩამოდიოდა დიდმარხვაშიც (მარტი, აპრილი) და მხოლოდ სამარხვო საჭმელებს მიირთმევდა: მახოხს, დომხლის შეჭამადს, ღოლოს შეჭამადს".

კირიონის სოფელში ყოფნის დროს მისი ხშირი სტუმრები იყვნენ სოფელში მცხოვრები ფავლენიშვილები, წერეთლები, ნამორაძეები, ზაქარია ფავლენიშვილთან საქმიანი ურთიერთობაც ჰქონდა და ერთობლივი ღონისძიებებით სოფლის საქმესაც აკეთებდა თურმე. ამის დასტურია ნიქოზის ეკლესიის კედელზე გაკრული დაფა, რომელზეც იკითხება: "გორის მაზრის მარშალს ივანე დავითის ძე სულხანიშვილს, ინსპექტორს გორის სასულიერო სასწავლებლისა გიორგი იორონიმეს ძე საძაგლიშვილს, თავად ზაქარია ბესარიონის ძე ფავლენიშვილს და მღვდელს ნიქოზისა იოანე დავიდოვს შეუკეთებიათ ტაძარი 1889 წელს".

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კირიონ II-ის ვერაგული მკვლელობა, როგორც ცნობილია, 1918 წლის აგვისტოში მოხდა. ამის შემდეგ პაპაჩემ ზაქარიას მისი კუთვნილი ოთახები დაუკეტავს, ავეჯთან ერთად მისი პირადი კუთვნილი ნივთებიც შიგვე მოუქცევია. ასე გაგრძელებულა 1924 წლამდე. ხსენებულ წელს კი, ე. წ. აგვისტოს გამოსვლების დროს, პაპაჩემი ზაქარიაც დაუპატიმრებიათ და რუისში დაუხვრეტიათ.

დახვრეტის მიზეზი შემდეგი ყოფილა: 1921 წლის თებერვლის შემდეგ ზაქარიას მღვდლობისათვის თავი დაუნებებია და ეწეოდა სოფლის მეურნეობას. ისე კი არც წვერი გაუპარსავს და არც ანაფორა გაუხდია. 1924 წლის ზაფხულში მენშევიკური რაზმის მეთაურის, ვასო კასრაძის წერილი მიუღია. შინაარსი დაახლოებით ასეთი ყოფილა: "ჩემი ბიჭებით ვიმყოფები შენს ვენახში, სასმელი ბევრი არ გვინდა, საჭმელი კი, ოცდახუთ კაცს რაც ეყოფა, იმდენი გამოგვიგზავნეთ". შემდეგში ბებიაჩემი იგონებდა: "პაპაშენი საგონებელში ჩავარდა. გავუგზავნო - ბოლშევიკები გამიგებენ და დამსჯიან, არ გავუგზავნო და კასრაძე ოჯახიანად ამომწყვეტსო. ისევ ჯობს, გავუგზავნო და მარტო დავისაჯოო".

KARIBCHE

წმინდა კირიონი და წმინდა ამბროსი (ხელაია)

მართლაც ასე მომხდარა. აგვისტოში, როცა მენშევიკების აჯანყება ჩაიშალა, პაპაჩემი ბოლშევიკებმა წაიყვანეს და დახვრიტეს. ოჯახი კი მთლიანად დაცალეს. "მხოლოდ მცირეოდენი რამ დაგვიტოვეს - თითო თეფში, თითო სკამი, კოვზი, ჩანგალი თითო სულზე", - იგონებდა მამაჩემი. სწორედ ამ დროს წაიღეს ყველაფერი, რაც კირიონ II-ს ეკუთვნოდა. ამჟამად ნათესავებში შემორჩენილია თითო-ოროლა რაღაც მისი პირადი ნივთებიდან, რაც საოჯახო რელიკვიად არის ქცეული. მამიდაჩემის ოჯახი ახლაც სათუთად ინახავს მის ნაქონ პირსახოცს, სარკეს თავისი პატარა მაგიდით და ლანგარს. პირადად მე მაქვს მისეული სკამები, ვერცხლის ჭიქის ჩასადგმელი 1907 წლის სამახსოვრო წარწერით, 1888 წლის ქართველიშვილის მიერ გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ყოფნის პერიოდში გადაღებული სურათი.

პირადად წაკითხული მაქვს კირიონ II-ის წერილი მიწერილი პაპაჩემის დის, ანასადმი, სადაც წერდა: "ანა, გავიგე ნიქოზში სკოლის გახსნას აპირებთ და დახმარებას მთხოვთ. რახან ეს კეთილი საქმე წამოიწყეთ, გიგზავნი 30 თუმანს და ჩვენი სასიქადულო მამულიშვილის, იაკობის 5 ცალ დედაენას, ამ ფულით სასწავლო ნივთები უყიდე ბავშვებს და შენც მოიხმარე, როგორც მასწავლებელმა. საკლასო ოთახად ჩემი ბინა გამოიყენე" (ეს წერილი ინახებოდა ვახტანგ საძაგლიშვილის ოჯახში).

მართლაც, ანას 1898 წლის ოქტომბერში გაუხსნია პირველი კლასი, ხოლო სკოლა ადგილობრივ მღვდელს, დავით კაპანაძეს 1897 წლის იანვარში უკურთხებია. კირიონს შემდგომშიც არ მოუკლია მზრუნველობა სკოლისათვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ მას სოფლისათვის ფული გამოუგზავნია, რითაც სოფლის ხელმარჯვე დურგალ-კალატოზებს სოფლელებთან ერთად ეკლესიის გვერდით ოროთახიანი სკოლის შენობა აუგიათ. ამ შენობაში კარგა ხანს ყოფილა სკოლა, 1924 წლიდან კი გადაუტანიათ თავად მიხეილ წერეთლის სახლში (მ. წერეთელიც 1924 წელს დახვრიტეს). სკოლა ამჟამადაც ამ შენობაშია. იქვეა ოჯახიდან ჩემს მიერ მოტანილი დიდი საეკლესიო ზარი.

პირველი მასწავლებელი, როგორც აღვნიშნეთ, ანა საძაგლიშვილი იყო. შემდეგ კი თითქოს ტრადიციად დამკვიდრდა, სკოლაში ყოველთვის მოღვაწეობდა საძაგლიშვილის გვარიდან ვინმე. ამ სკოლაში მოღვაწეობდნენ დავით, ვახტანგ, თამარ, მარიამ საძაგლიშვილები და თავად მეც.

სოფლის მცხოვრები თამარ კაპანაძე იგონებდა: "კირიონი სოფელში მარტო სკოლის გახსნით არ დაკმაყოფილდა. იზრუნა ბიბლიოთეკის გახსნისთვისაც. პირველად რამდენიმე ასეული წიგნი გამოგზავნა, რომელიც საფუძვლად დაედო ბიბლიოთეკის გახსნას, შემდეგ კი ყოველ წელს ბიბლიოთეკა ივსებოდა ახალი მხატვრული და პოლიტიკური ლიტერატურით".

სამწუხაროა, რომ 20-იანი წლების ბოლოს დაუდევრობისა და უდარდელობის შედეგად ბიბლიოთეკა ხანძარს ემსხვერპლა, აქვე დამწვარა კირიონის მიერ სოფლისათვის გამოგზავნილი ქართული გარმონი, დაირა, სალამურები და სხვა ქართული ხალხური საკრავები.

საქვეყნო საქმეებით ასე დიდად დატვირთული კაცი თავის თანასოფლელებს მზრუნველობას რომ არ აკლებდა, ეს შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: პაპაჩემს თავის მეზობელ ელუაშვილთან ერთად წისქვილი აუგია კირიონის დახმარებით.

კირიონი ერთ-ერთ წერილში იწერებოდა: "ზაქარია, მატყობინებ, წისქვილის ქვები რბილი გამოდგაო, ბარისო მეწისქვილე იწუნებსო. მე ერთი კარგი კაცი დამპირდა. ალბათ მალე ჩამოგიტანს ახალ ქვებს. ბარისო მეწისქვილე კი გააფრთხილე, სამ ჩანახზე (24 კგ) ნაკლები ვინც მიუტანოს დასაფქვავად, მინდი არ აიღოს, ისე დაუფქვასო". ესეც იმის დასტურია, თუ ეს დიდებული ადამიანი როგორ ზრუნავდა ხელმოკლე თანასოფლელებზე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat