ხევსურეთი
ხევსურეთი
ბარისახო
უწმინდესი საშობაო ეპისტოლეში მთის პრობლემებსაც შეეხო:
"მოგეხსენებათ, საქართველო ოდითგან მთისა და ბარის ერთობით იყო ძლიერი. ბარს მთა იცავდა, მთას კი ბარი განამტკიცებდა. გახსოვთ თუნდაც შაჰ-აბასის შემოსევა, როდესაც კახელების საარაკო მამაცობის მიუხედავად, რიცხვით მრავალმა მტერმა ეს მხარე მაინც დაიკავა, მთიელების სახალხო ლაშქარი შეიყარა და თავგანწირული ბრძოლით სპარსელნი განდევნა.

ბახტრიონის აჯანყების სახელით ცნობილმა ამ მოვლენამ არა მარტო ბარი იხსნა სრული იავარქმნისაგან, არამედ მთიულეთი და თუშ-ფშავ-ხევსურეთიც გადაარჩინა.

სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში, საქართველოს მთიანეთი დაიცალა და დღეს მიტოვებულია არა მარტო სოფლები, არამედ მთელი კუთხეები. კერძოდ: თუშეთი, ხევსურეთი, ფშავის ნაწილი, რაჭა, სადაც ზაფხულის პერიოდის გარდა, მოქმედ სოფლებში თითო-ოროლა ოჯახი ან სულაც ერთი კაცი სახლობს.

არადა ამ ტერიტორიების განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ისინი საზღვრისპირა რეგიონებია და მათ სტრატეგიული დანიშნულებაც აქვთ.

ვინაიდან არსებული მდგომარეობის მთავარი მიზეზი სოციალურ-ეკონომიკური პირობებია, სახელმწიფოებრივი თანადგომისა და მატერიალური მხარდაჭერის გარეშე, ბუნებრივია, მოსახლეობის დაკავება ვერ მოხერხდება.

ეკლესია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობს, წვლილი შეიტანოს აღნიშნული მხარეების გამოცოცხლების საქმეში და ამ მიზნით აქ მონასტრებს აარსებს.

მთის თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ამ რამდენიმე თვის წინ შედგა ჩემი მოგზაურობაც თუშეთსა და ხევსურეთში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აღმოსავლეთ მთიანეთს (და რაჭასაც) დროულად უნდა გაეწიოს სერიოზული დახმარება, თორემ შემდეგ ათჯერ მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად".

***
ხევსურეთი კავკასიონის ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეზე მდებარეობს. მას უჭირავს დაახლოებით 1050 კვ.კმ-ის სიბრტყე. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარე, ანუ პირიქითი ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთი, ანუ პირაქეთი ხევსურეთი. პირიქითი ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: არდოტისა, შატილისა და არხოტისა, პირაქეთი - არაგვის ხეობისაგან.

აღმოსავლეთით ხევსურეთს საზღვრავს ჩაჩნეთი და თუშეთი, დასავლეთით - ხევი და მთიულეთ-გუდამაყარი, ჩრდილოეთით - ქისტეთი (ღილღო), ხოლო სამხრეთით - ფშავი.

ხევსურეთი ღრმა ხევებით დაღარული მაღალმთიანი ქვეყანაა. მისი გეოგრაფიული სახელწოდებაც "ხევ-სურეთი", უეჭველია, აქედან წარმოდგება და ნიშნავს ღრმახევებიან ადგილს.

ხევსურეთის არაგვის სათავეები გამომდინარეობენ არხოტის თავისა და ანატორის მთებიდან. ფშავ-ხევსურეთის არაგვი მიდის ჟინვალის მიმართულებით, სადაც მას უერთდება მთიულეთის (თეთრი და შავი) არაგვი, და ეს გაერთიანებული არაგვი მცხეთასთან მტკვარს ერთვის.

ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ თემებს (ბაცალიგო-ბარისახოს) უწოდებენ ხევსურეთს, პირიქითელები კი შატილიონებად და არხოტიონებად (არხვატიონი) იწოდებიან.

ხევსურეთის ცენტრად დღეს ბარისახო ითვლება. ადმინისტრაციულად ხევსურეთი ეკუთვნის დუშეთის რაიონს, რომელიც მას უწევს პოლიტიკურ-კულტურულ ხელმძღვანელობას.

KARIBCHEქართულ საისტორიო წყაროებში ეს კუთხე ხევსურეთის სახელწოდებით XV საუკუნამდის არ იხსენიება.

ძველ ქართულ მატიანეში ხევსურეთი და ფშავი ერთად იხსენიება "ფხოვის" სახელწოდებით, თვით ხევსურები და ფშაველები კი "ფხოველებად" იწოდებიან. ჰერეთ-კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის აღწერაში ნათქვამია: "არამედ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა, რომელთა პირველ ეწოდათ ფხოელნი".

პირველად ფხოველებს იხსენიებს "მოქცევაი ქართლისაი", სადაც აღწერილია იბერიელების მოქცევა ქრისტიანობაზე (337 წ.) და წმინდა ნინოს მოღვაწეობა.

XI საუკუნეში ხევსურეთი (ფხოვი) ქისტ-ჩაჩნებთან ერთად (ღლიღვი და ძურძუკი) ადმინისტრაციულად შედიოდა კახეთში და ემორჩილებოდა კვეტერის საერისთაოს.

თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212 წელს, ფხოველებმა და დიდოელებმა ამბოხება მოაწყვეს და მათ წინააღმდეგ თამარმა ლაშქარი გაგზავნა ივანე მხარგრძელის სარდლობით.

სამწუხაროდ, მემატიანეს მოხსენებული არ აქვს, თუ რა პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზეზით უნდა ყოფილიყო ამბოხი გამოწვეული. სამი თვის ბრძოლის შემდეგ დამარცხებულ ფხოველებს ათაბაგისთვის შერიგება უთხოვიათ და მორჩილების ნიშნად მძევლები და ხარაჯა მიუციათ. ამ დროიდან XV საუკუნემდის საისტორიო მწერლობაში ფხოვის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. არ იხსენიება თვით სახელი ფხოვიც, რომლის ნაცვლად უკვე ფშავ-ხევსურეთია მიღებული.

მე-17 საუკუნეში ხევსურები მონაწილეობდნენ ბახტრიონის აღებაში.

ხევსურები მონაწილეობდნენ თეიმურაზ I-ისა და მოსკოვის მეფის ალექსი მიხეილის ძის შორის დიპლომატიურ მოლაპარაკებაში და 1657 წელს თუშებთან და ფშაველებთან ერთად თავიანთ წარმომადგენელ ხევისბერებსაც გზავნიან მოსკოვში, სთხოვენ ალექსი მიხეილის ძეს ქვეშევრდომობას და მფარველობას.

მე-18 საუკუნეში, თეიმურაზ II-ის (1744-1760 წ.წ.) მეფობის უკანასკნელ წლებში, "ქართლის ცხოვრების" ცნობით, ხევსურეთი კახთ მეფისგან გამდგარა.

ხევსურები, ეტყობა, ბეგარას არ იხდიდნენ და მათ დასამორჩილებლად ხევსურეთში თვით ბატონიშვილ ერეკლეს გაულაშქრია. ხევსურებს წინააღმდეგობა ვერ გაუბედიათ, ერეკლესათვის მორჩილება განუცხადებიათ და ფეშქაშიც მიურთმევიათ. ერეკლეს ხევსურეთი შემოურიგებია, მათთვის დაუდვია სამეფო ბეგარა და ამის სიმტკიცის ნიშნად მძევლებიც წამოუყვანია. ამის შემდეგ ერეკლესა და ხევსურებს შორის კეთილი განწყობილება დამყარებულა.

ერეკლეს მეფობაში (1760-1798 წ.წ.) ხევსურები ერთგულად ემსახურებოდნენ კახეთის სამეფოს. ისინი იყვნენ მეფის ამალაში და მონაწილეობდნენ ერეკლეს მიერ გადახდილ ბრძოლებში.

ერეკლე მეფისა და ხევსურეთის ასეთი დაახლოება-მეგობრობის მიზეზი თავდაცვის საერთო ინტერესი და გაერთიანებული ძალით ქისტ-ლეკების შემოტევის მოგერიება იყო. ხევსურები, ერეკლეს მოწოდებისთანავე, მზად იყვნენ, ხელში გუდანის (ჯვრის) დროშით მტერზე გასალაშქრებლად.

ხევსურები იბრძოდნენ ასპინძის ომში (1770 წ.), სადაც დიდი სიმამაცე გამოუჩენია მეფის ამალის შვიდ ხევსურს.

ხევსურები იბრძოდენ აგრეთვე კრწანისის ველზე აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ 1795 წელს.

კრწანისის ბრძოლაში ერეკლეს ცხენი წაქცევია და მეფეს მოსაკლავად თათრის ლაშქარი მიხვევია, მაგრამ ხევსურებს მტრები მოუგერიებიათ და მეფე სიკვდილისაგან უხსნიათ.

დიდი პოლიტიკური გართულება კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში მოჰყვა რუსეთთან შეერთებას (1801 წ.), რომელმაც გამოიწვია მთიულეთის ამბოხება, ალექსანდრე ბატონიშვილის განდგომა და შამილის ბრძოლები.

დარიალის ხეობით შემოჭრილმა თვითმპყრობელური რუსეთის დამპყრობელმა ჯარებმა და კაპიტან-ისპრავნიკებმა სხვადასხვა ბეგარით მეტად შეავიწროეს სამხედრო გზაზე მცხოვრები მოხევეები და მთიულები. მეფის მოხელეებს ეს მთიელები იძულებით სამუშაოზე გაჰყავდათ. ავიწროებდნენ ბეგარით, ართმევდნენ სარჩოს და ურჩობისათვის სასტიკ ფიზიკურ სასჯელს აყენებდნენ. ბოლოს მთიელებმა მოთმინება დაკარგეს და ამბოხების დროშა 1804 წელს პირველად მოხევეებმა და მთიულებმა ააფრიალეს.

11 ივლისს ხევსურებმა გადაწყვიტეს ამბოხებაში მონაწილეობა მიეღოთ და დაადგინეს, პირველად აეკლოთ დუშეთი და იქ მყოფი რუსის ჯარი ამოეწყვიტათ. ამ კრებას დასწრებია 800 ხევსური, მათში 300 კაცს თავი შეუკავებია და მთავრობის ერთგული დარჩენილა, 500 კაცი კი აჯანყებაში ჩარეულა.

ეს ამბავი რომ გაიგო გაბრიელ ყაზბეგმა, რომელიც მონარქიული რუსეთის დიდ ერთგულებას იჩენდა, მაშინვე თავისი კაცები აფრინა ხევსურეთში, რომ ხევსურეთი ამბოხებაში არ ჩარეულიყო. ხევის მოურავ გაბრიელ ყაზბეგს, როგორც მთის ძლიერ მებატონეს, ხევსურებში დიდი გავლენა ჰქონია და მათი თავშეკავებაც უფრო გაბრიელის პატივისცემით იყო გამოწვეული. გაბრიელის მოციქულები ხევსურეთში ხელცარიელი არ მისულან. საჩუქრად მიუტანიათ კარგი ძღვენი და ფული და გაბრიელის პირით უთხოვიათ, ამბოხებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ეტყობა, ქრთამს გაუჭრია, სალაშქროდ გამზადებული ხევსურები დაშლილან და ყაზბეგისათვის ფიციც მიუციათ, აჯანყებაში არ გავერევითო. ამის სიმტკიცის ნიშნად გაბრიელისათვის ხევსურებს თავიანთი დროშაც კი გაუგზავნიათ.

მაგრამ 13 ივლისს, როდესაც მეამბოხეებმა გადაწყვიტეს ყაზბეგის ციხე-დარბაზში შეხიზნული რუსის რაზმის ამოწყვეტა, საომრად 700 ხევსური გადმოსულა და მდინარე სნოს პირას დაბანაკებულა. ამას მეამბოხეები გაუმხნევებია და ისინიც ციხის გარემოცვას შესდგომიან. გაბრიელს ხევსურების მეთაურებისათვის ახლაც საჩუქრები გაუგზავნია და უთხოვია: "ნუ გატეხთ ერთგულების ფიცს და ჩემს მტრებს ნუ მოეხმარებითო". ამის გამო ხევსურები თავს იკავებენ და ნეიტრალობას იჩენენ.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, 17 ივლისს, ხევსურები მეამბოხეებთან შეთანხმებულან და მოუთხოვიათ: "ციხეში მოპოვებული ქონება მონაწილეთა შორის თანაბრად გაიყოს, მხოლოდ რუსებს ნუ დავხოცავთო". ხევსურებს გაბრიელთან საქმის გამწვავებისა შეშინებიათ და ამიტომ მოითხოვდნენ რუსის სამხედრო ტყვეებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას.

როდესაც მეამბოხეთა სათავეში ტახტის მაძიებელი ბატონიშვილები: იულონი და ფარნაოზი მოექცნენ, ახლა მათ მოუწოდეს ფშავ-ხევსურეთს რუსების წინააღმდეგ გასალაშქრებლად. ბოლოს თვით ფარნაოზი გადავიდა ხევსურეთში და სთხოვდა რუსებთან ბრძოლაში დახმარებას, მაგრამ ხევსურები, ეტყობა, ბატონიშვილის საქმეს წაგებულად თვლიდნენ, ვოლკონსკის შიშით ვერ ბედავდნენ პირობის დარღვევას და უარზე იდგნენ.

ასეთივე მოწოდების ფირმანს უგზავნიდა ხევსურებს სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი.

1804 წლის ოქტომბერში მთიულეთის ამბოხება დამარცხდა. რუსეთის თვითმპყრობელობის მხედრობამ გაიმარჯვა. სპარსეთში გადახიზნული ალექსანდრე ბატონიშვილი ტახტის დაბრუნების იმედს მაინც არ კარგავდა და სპარსეთის დახმარებით ცდილობდა, ამბოხების ნაპერწკლები საქართველოში არ ჩაეფერფლა. ამ მიზნით ალექსანდრე განაგრძობდა საიდუმლო მიმოწერას მთიელებთან და კახეთის მეამბოხე ჯგუფებთან.

მატალი ქისტ-ლეკების საზღვარზე იყო, საიდანაც ალექსანდრეს მიმოწერა ჰქონდა ჩრდილო კავკასიის მთიელებთან, ერევნის ხანებთან და სპარსეთთან, რომლებსაც სთხოვდა ლაშქრითა და იარაღით დახმარებას. შატილში გამაგრებული ალექსანდრე კახეთსაც ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამიტომ კავკასიის იმდროინდელმა მთავარმართებელმა რტიშევმა გადაწყიტა ხევსურეთისაკენ გალაშქრება და შატილიდან ალექსანდრეს გაძევება, რომ ამით ბოლო მოეღო ყოველგვარი ამბოხებისათვის.

KARIBCHE

ბატონი გურამ დოჩანაშვილი, დედა სიდონია და
ახალგაზრდა პოეტები სტუმრად ბარისახოს სკოლაში

რუსის ჯარს გზადაგზა ძლიერი შეტაკება უხდებოდა ხევსურებისა და ქისტების რაზმებთან, ხევსურები თავიანთ ვიწრო ხეობაში მამაცად იბრძოდნენ და რუსის ჯარს წინსვლა უძნელდებოდა. ლებაისკარიდან სიმონოვიჩმა ალექსანდრეს წერილი მისწერა, რომ ის რუსეთის მხედრობას დანებებოდა, მაგრამ ხევსურებმა გაგზავნილი ელჩი გზაში მოკლეს და ამ წერილზე ალექსანდრემ სიმონოვიჩს პასუხიც არ გასცა. ამაზე გაბრაზებული გენერალი შატილისაკენ დაიძრა. სოფ. გუროში მოხდა დიდი ბრძოლა ხევსურებსა და რუსის ჯარს შორის. ხევსურებმა გუროს ვიწრო ხეობა გაამაგრეს და მოზღვავებული რუსის ჯარს, რომელსაც ოთხი სარდალი ხელმძღვანელობდა, მამაცურად შეებრძოლნენ. ხევსურებს აქ ქისტის ლაშქარიც მიეშველა და მათ რუსის ჯარს დიდი ზარალი მიაყენეს; მაგრამ რუსის ჯარის სიმრავლემ და უკეთესად შეიარაღებამ მცირერიცხოვან მთიელებს სძლია; გამარჯვებულმა სიმონოვიჩმა გუროელებზე შური იძია, სოფელი გურო რუსის ჯარმა გაანადგურა და მიწასთან გაასწორა.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში დამთავრდა კავკასიის გმირული ბრძოლების ეპოპეა და ჩვენში დამყარდა მონარქიული რუსეთის ბიუროკრატიული რეჟიმი. ამასთანავე რუსეთის კაპიტალის შემოჭრამ ხელი შეუწყო ახალი სოციალური ჯგუფების წარმოშობას და საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნას.

***
ქართული ხალხური სიმღერა "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო" ყველა ჩვენგანს მოუსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, ფშაველი მიხა ხელაშვილია. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი ფოლკლორისტებს მთქმელის დაუსახელებლად, დიდი რისკის ფასად შეჰქონდათ ხალხური პოეზიის კრებულებში.

მიხა ხელაშვილი 1900 წელს უკანა ფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირე სოფელ ახადში დაბადებულა. დაწყებითი განათლება თამარ მეფის (თამარ-ღელის) სალოცავში მიუღია და სწავლა თბილისის ორწლიან სადიაკვნო სასწავლებელში გაუგრძელებია. მისი დამთავრებისთანავე ბარისახოში დიაკვნად გაუმწესებიათ. მიუხედავად იმისა, რომ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს შეუერთდა და კომუნისტების წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა დაიწყო. გადმოცემის მიხედვით, ხელაშვილი ჩინებული მხედარი, ჩუბინი მსროლელი და ძალზე გამბედავი კაცი ყოფილა. გამუდმებით დაატარებდა ტყავის აბგას, რომელშიც ქაღალდები და საწერი საშუალება ელაგა. შესვენების დროს მინდორზე წამოწვებოდა და ლექსებს წერდა. ხალხურ სიტყვიერებაში მიხას მხოლოდ რამდენიმე ლექსია შემორჩენილი და თანაც იმიტომ, რომ თავად გამოუგზავნია ტყიდან ახლობლებისათვის ფანდურზე დასამღერებლად. მათგან დამღერებული კი (თუ ამას ვინმე გაბედავდა) ხალხში სწრაფად ვრცელდებოდა. თვით მიხას ეს არ სჯეროდა და ნატრობდა: "ნეტავი, ჩემო სიტყვაო, ხალხშიაც გაჰქვეყნდებოდეო". იცოდა, რომ კომუნისტები მისი სახელის ხსენებასაც კი აკრძალავდნენ, ხალხის მტრად და ყაჩაღად გამოაცხადებდნენ. ქაქუცა ჩოლოყაშვილს ახალგაზრდა, ნიჭიერი ყმაწვილი განსაკუთრებით უყვარდა და ენდობოდა კიდეც. ხუმრობით კარის პოეტს უწოდებდა და ჰპირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, კარგ სწავლა-განათლებას მიაღებინებდა. "კარის კი არა, ველის პოეტი ვარ", - ხუმრობდა ისიც. ფშავში სატრფო ჰყავდა, დედუნა ბაჩიაშვილი, მაგრამ მის მოსანახულებლად ფარულად დადიოდა. ჩეკისტების დევნის გამო საყვარელ ქალთან ჯვარი ვერ დაიწერა, მაგრამ მეუღლედ აღიარა და ცოტა ხანში შვილიც შეეძინათ. როდესაც ქაქუცა თავისი რაზმით თურქეთში გადავიდა, მიხა ხელაშვილმა, ზოგიერთ სხვასთან ერთად, ბელადს უარი შეჰბედა: მეც ვიცი, აქ სიკვდილი მელის, მაგრამ მაინც ჩემს ქვეყანაში ყოფნა მირჩევნიაო. დარჩა მიხა ტყეში გასულ "ყაჩაღად". ტყიდან თავის ჯვარდაუწერელ მეუღლეს ჭოგრიტით უთვალთვალებდა და თაყვანისმცემლებსაც შორიდან უგერიებდა. ერთ-ერთი მათგანი მექალთანეობით ცნობილი ვახტანგ რაზიკაშვილი ყოფილა. მისთვის ტყიდან დაუბარებია:

"ეგრე უთხარით ვახტანგსა:
ხელაშვილ დაგმდურებია.
იცოდე, იქ ნუ გაივლი,
სადაც ხელაის გზებია!
თავის გვარდავიწყებულო,
რაზიკაშვილი ხდებია!"


ბოლოს ის ყველაზე "მისანდობელმა" ძმაკაცებმა მოკლეს. თანაც ზუსტად იმ დღეს, როდესაც 25 წელი შეუსრულდა.

"ველის პოეტის" ნათესავებსა და მეგობრებს კომკავშირელები გამუდმებით აშანტაჟებდნენ და კატეგორიულად სთხოვდნენ, მიხას დაჭერაში დახმარებოდნენ. სხვათა შორის, ეს უღირსი საქმე ძალიან ბევრმა არ იკადრა და კომუნისტებთან წინააღმდეგობას საკუთარი თავიც გადააყოლა, მაგრამ საბოლოოდ, ღალატი ხელაშვილის ყველაზე სანდო ძმაკაცებს: ლუკა მარცვალაშვილს და ლევან გარსევანიშვილს აკისრებინეს. მათ პურის არყით უგონოდ დაათვრეს ძმადნაფიცი და თოფის კონდახით გაუტეხეს თავი. მკვდარს მიწაც არ აღირსეს - დუშეთში ჩაიტანეს და მილიციის ეზოში დააგდეს. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარმა ხრწნა არ დაიწყო. ბოლოს მიცვალებული მიხას დამ, სალომემ მოიპარა, ხურჯინით ცხენს აჰკიდა, დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით ჩარგალში აიტანა და დედის საფლავის გვერდით დამარხა.

KARIBCHE***
ხევსურეთს, ბარისახოს ამას წინათ ვესტუმრეთ. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და დედა სიდონიას ინიციატივით დაარსებულ ხევსურეთის დღეებზე თანამედროვე პოეტები და სამშობლოსათვის გულანთებული ახალგაზრდებიც იყვნენ. ბატონი გურამ დოჩანაშვილი კი ხევსურეთისთვის ყველაზე სასურველი სტუმარი გახლდათ

ფშავ-ხევსურეთის მღვდელმთავარი თადეოზი: - ყველაზე სანატრელია ის, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას, თუნდაც იგივე ხევსურეთიდან ბარში ჩაბრძანებულები. ალბათ ამას უნდა ხელის შეწყობა დახმარების ხელია საჭირო, რომ ეკონომიურად შეძლონ აქ არსებობა.Mმდინარეები, ტყეებია ძალიან მოსახედი. ეკლესიების, სალოცავების განახლება. თუ ამას შევძლებთ ძალიან დიდი საქმე იქნება ჩვენი ერის გადარჩენისთვის. მთაAყოველთვის იყო ქვეყნის ძლიერების დასაყრდენი. მტერმა მოინდომა, რომ მთიდან ჩასახლებული მოსახლეობა დასახლებულიყო ბარში და დაცლილიყო აქაურობა და ისეთი სურათი მიგვეღო, როგორიც, სამწუხაროდ, სავალალოდ, დღეს არის. ახალგაზრდობის მოხედვა მთისკენ ძალიან დიდი მადლი და სიხარულია. ახალგაზრდობა სიცოცხლეა, მარადიული, ქვეყნის დიდი მომავალი. გლოცავთ მაღალი ღმერთი, გლოცავთ მისი უწმინდესობა, გლოცავთ ქართული სული და ღმერთმა ბევრი სიკეთე შეგაძლებინოთ და გაგაკეთებინოთ! ასეთი ანთებული გულით იყავით საქართველოს მომავლისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

შოთა არაბული: - დღეს თქვენ იმყოფებით ხევსურეთის ერთ-ერთ სოფელში ბარისახოში, სკოლა-პანსიონში, რომელიც მასპინძლობს ბატონ გურამ დოჩანაშვილს, ახალგაზრდა პოეტებს. ხევსურეთი ყოველთვის პოეზიის სიყვარულით გამოირჩეოდა. დღეს ხევსურეთი იმ ყოფით ცხოვრობს, რა ყოფითაც წინათ იყო. აქ ხევსურები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ. საზღვრის დაცვის ძველი ფუნქცია დაუბრუნდა და ახალგაზრდობა ძირითადად მესაზღვრეებად მუშაობს, ჩრდილოეთ კავკასიის და ინგუშეთის საზღვარზე არიან დასაქმებულები.

ხევსურები ყოველთვის მეფეების სამსახურში იყვნენ, აქ სოციალური დიფერენციაცია არ ყოფილა. ყველა თანაბრად ცხოვრობდა, მდიდარი, ღარიბი არ ყოფილა, არც თავადი, აზნაური და მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდნენ. თავისუფლების მოყვარე, მშრომელი ხალხი ცხოვრობს ხევსურეთში. ცხოვრების პირობები გვაქვს, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე, რის გამოც დაცარიელდა ხევსურეთი. ახლა დაახლოებით 250 კომლი ცხოვრობს მთელ ხევსურეთში. ბარისახო ყველაზე დიდი სოფელია, სადაც დაახლოებით 50-60 კომლია. დანარჩენი ერთკომლიანი და ორკომლიანი სოფლებია. არხოტი, შატილი და მუცო ჩრდილოეთ კავკასიაშია, არხოტში საერთოდ არ არის გზა, ვერტმფრენით და ფეხით გადაადგილდება ხალხი. შატილის მხარესაც ზამთრის დადგომისთანავე გზები იკეტება და მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს.

KARIBCHEბარისახოს გვერდით მდებარეობს სოფელი კორშა, სადაც კერძო ინიციატივით აშენდა მუზეუმი და სადაც თავმოყრილია ის ეთნოგრაფიული მასალები, რაც ხევსურეთის ყოფაშია თავმოყრილი.

სალოცავები კი გვაქვს. როცა საქართველოში წირვა-ლოცვა მოშლილი იყო, ჩვენთან წირვა-ლოცვა არასოდეს არ მოშლილა. სამწუხაროდ, ხევსურეთში დღეს არც ერთი ეკლესია არ მოქმედებს. სალოცავებში დღეობები აღარ ტარდება, ხევისბერებიც და ხუცესებიც აღარ არიან. უკვე საჭიროა ნელ-ნელა დაიწყოს ეკლესიების აღორძინება. კვირაში ორჯერ დადის ჩვენთან მამა იოსები და ატარებს ღვთისმსახურებას.Pპატარა სამლოცველო გახსნა, სადაც ნათლობებს, ჯვრისწერას ასრულებს და იმ წესებს, რაც საჭიროა.

როგორც მთელ საქართველოში, სოფლებში, აქაც იგივე პრობლემებია. ხევსურეთში ძირითადი გვარებია: არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური, ლიქოკელი, ალუდაური, ქეთელაური, ოჩიაური, წიკლაური, ბურდული, დაიაური და სხვა. ჩვენ არაბულები ვართ. უძველესი წარმოშობის გვარია არაბული, როგორც ვიცით, დაახლოებით VIII საუკუნიდან მოდის. თანაც საკმაოდ დიდი გვარია.

ხშირად გვესტუმრეთ, ნუ დაივიწყებთ მთას, სოფელს, იმოგზაურეთ არა მარტო ხევსურეში, დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც. ყველა ჩვენია.

პროფესიით მხატვარი ვარ. სამი შვილი მყავს. ერთმა უნივერსიტეტი დაამთავრა, მეორემ - სამხატვრო აკადემია, მესამე, რომელიც ლექსებს წერს, თეატრალურში სწავლობს სარეჟისოროზე. ოჯახთან ერთად ბარისახოში ვცხოვრობ. სოფელში რომ ჭირს ცხოვრება, იმიტომ იცლება სოფლები. მე იმ ასაკში ვარ, რომ აქაურობის გარეშე ვერსად ვიცხოვრებ.

ბატონი გურამ დოჩანაშვილი: - რატომ ხდება რომ ხევსურეთში ყოველი მეორე პოეტია? - ეს ძალინ შეუცნობი რამ არის. ხევსურები ოდითგანვე ქუდზე კაცები იყვნენ სამშობლოსთვის. სამშობლოს დასაცავად, გადასარჩენად იყვნენ მუდამ მომართულნი. ხევსურები საუკეთესო პოეტებიც არიან და ეს ტრადიცია დღემდე მოჰყვებათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat