დმანისი
დმანისი
დმანისის ეპარქია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, ე.წ. ქვენა სოფელში, მაშავერისა და ხრამის აუზში მდებარეობს. იგი ქალაქ დმანისსა და მის სანახებს მოიცავს. ამ სახელწოდებით ეპარქია მხოლოდ 2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების განჩინებით აღდგა. მანამდე მისი სამწყსო ბოლნისისა და დმანისის საერთო სახელწოდებით არსებულ სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა, უფრო ადრე კი აგარაკ-წალკის ეპარქიაში შედიოდა. დმანისის სამღვდელმთავრო სამწყსოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბოლნისის, დასავლეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, სამხრეთი საზღვარი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვევა.

დმანისი იყო ძირძველ ქართულ პროვინციათა - ტაშირისა და დმანისხევის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური და კულტურულ-საეპარქიო ცენტრი.

საქართველოს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე მდებარე სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვანი მხარე მრავალ დამპყრობს იზიდავდა. ამ მხარის მკვიდრი მოსახლეობა მამულის აღორძინებას პირველ ყოვლისა სასულიერო კერების - ეკლესია-მონასტრების საფუძვლიანი აღდგენით იწყებდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ თანამედროვე დმანისის ეპარქიის სამწყსო აგარაკ-წალკის სამღვდელმთავროს მიეკუთვნებოდა. 1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, აგარაკ-წალკას გამოეყო ბოლნისისა და დმანისის ეპარქია.

2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სადღესასწაულო კრებაზე ბოლნისისა და დმანისის სამღვდელმთავრო ტერიტორიის საფუძველზე დმანისის ეპარქია ჩამოყალიბდა, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა, ორი უძველესი და დამოუკიდებელი სამღვდელმთავროს მემკვიდრეობის განახლების თვალსაზრისით. განახლებული დმანისის ეპარქიის მღვდელმთავრად წმიNდა სინოდმა გამოირჩია მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული).

***
უწმინდესმა არქიმანდრიტ ზენონის დმანისის ეპარქიის მღვდელმთავრად გამორჩევის დროს ბრძანა: "თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, დმანისის ეპისკოპოსო ზენონ, "დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!" დღეს ხარობს დმანისის ეპარქია და ხარობს სრულიად საქართველო! მიუწვდომელია განგება ღვთისა და მიუწვდომელია საქმენი უფლისანი.

VI-VIII საუკუნეებში აქ უკვე იყო საეპისკოპოსო კათედრა. დმანისი არის ერთ-ერთი უძველესი, დიდი კულტურული მემკვიდრეობის მქონე კუთხე საქართველოსი. რატომღაც ისე მოხდა, რომ იგი მიტოვებულია, მას აკლია ყურადღება. ისტორიულად ამ კუთხეს ყოველთვის ბევრი მტერი ჰყავდა, იგი ხელიდან ხელში გადადიოდა და ამიტომ ქართველი კაცი ვეღარ იცლიდა ამ დიდებული, საოცარი ეპარქიისთვის.

ჩვენი უპირველესი საფიქრალი იყო, რომ ამ უძველეს ქალაქს თავისი ეპისკოპოსი ჰყოლოდა, რომ აღდგენილიყო ის უძველესი კათედრა, რომელიც ასე ბრწყინავდა წარსულში თავისი სულიერებითა და გამოჩენილი მოღვაწეებით, თავისი მეცნიერებითა და ძალიან მაღალი კულტურით. აი, დადგა დრო, მოვიდა ჟამი უფლის განჩინებისა, ჩვენ კი მისი უზენაესი ნება აღვასრულეთ.

მეუფე ზენონ, უნდა შეგაშინოთ იმან, რომ დმანისში დღეს, სამწუხაროდ, ნაკლებად არიან ქართველები და არ არის სათანადო პირობები, რომელიც მღვდელმთავარს ან სამღვდელო პირებს უნდა ჰქონდეთ. ყველაფერი ძალიან მალე აღდგება. მთავარია, არ დაიშუროთ გონება და ენერგია და ყველაფერი მოწესრიგდება. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დმანისის ეპარქია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

შევთხოვთ უფალს, რომ მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენ ზედა, მადლი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა იყოს თქვენი წინამძღვარი და მფარველი.

მიიღეთ კვერთხი - სიმბოლო მღვდელმთავრის მოღვაწეობისა და დალოცეთ დმანისის ეპარქია და სრულიად საქართველო".

***
ვახუშტი ბატონიშვილი დმანისის ხევს ასე აღწერს: "ხოლო ყარაბაღაჯისა და ტაშირის მთის ჩრდილოთ კერძო არს დბანისის ხეობა და მდინარე მაშავერი, მიმდინარე მის შორის, ხოლო იწოდა ქციის რთვისათვის: "მა, შავერიე ქციაც", და აწ მაშავერად წოდებული. არამედ გამოსდის კეცუთის მთასა და მიდის აღმოსავლით და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს. ხოლო განჰყოფს ხეობასა ამას სამხრით მთა ყარაჯაღი და ლოქისა, აღმოსავლით მცირე მთა ბოლნისისა, ჩრდილოთ მთა კუკუნისა, წავლილი აღმოსავლეთად, ვიდრე ნახიდურამდე, დასავლით მთა კეჩუთისა და ბოლოლისა.

ხოლო დმანისს უდის ჩრდილოთ მაშავერი, სამხრით ფინეზაური, და ეწოდა სახელი ესე დაბნებთა გამო: "დაბანი ისი". აქ დასხნა ბუღა თურქმან ოსნი. მიერ ჟამითგან იყო ციხე ქალაქი მეფის სვიმონ I-მდე და ამან წარუხუნა ოსმალთა და მიერით მოოხრდა. არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, კეთილშუენიერი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ტაშირისა და დბანისის ხევისა. ჰავით არს მშუენი, არამედ ზამთარს ცივი, ზაფხულს ცხელი, უვენახო, უხილო, შენობამრავალი, არამედ შემუსვრილი. ხოლო სამხრით ფინეზაურის-ხევი არს მომდინარე ლოქის მთიდამ ეგრეთითავე ნაყოფიერებითა, ვითარცა ტაშირი და დბანისის ხეობა.

დბანისს ქუეით არს ჩრდილოთ კერძ ხინწის-ხევი. მას ქვეით დაბა აბალმუგი. ამას ქვეით სამხრიდამ მაშავერას ერთვის ბალიჭის-ხევი, ლოქიდამ გამომდინარე, არს ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა ნაყოფიერი, არამედ ლოქის კერძოდ ვითარცა დბანის-ხევი. მას ქვეით ერთვის გეტის-ხევი და ქვეშის-ხევი; გამოსდის ლუკუნს, ერთვის ჩრდილოდამ მაშავერს, ეგრეთითავე ნაყოფიერებითა.

ყორანთას არს ეკლესია, სასუენი ატოცის წმიდის გიორგის ჯუარისა. სატრედოს, მაშავერზედ, შენი არს ხიდი ქვიტკირისა თუალი, წყალდიდობისათვის. აქა არს ჭალა. ამას ზეით არს დისველის მინდორი უწყლო, არამედ ნაყოფიერი, ქცია-მაშავერს შუა და მოუცადი მარცვალთა.

მთასა ლუკუნისასა ეწოდა სახელი ესე ლუკა მახარებლის ეკლესიისათვის, რომელი აღშენებულ არს თხემსა ზედა მის მთისასა; და მის ქვემორ არს სამხრით მონასტერი წითელ-ეკლესია, ქვის წითლით შენებულობისათვის, შუენიერი, გარემო შენობანი მრავალნი წითლითა ქვითავე, არამედ აქ ცარიელ არს. ჯანდირს არს მონასტერი ეგრეთივე და აწ ცარიელი. არს მთა ესე ტყიანი, ნადირიანი და მდინარე მაშავერი თევზითა არადიდითა სავსე და მთის კერძოდ კალმახითა. ხოლო დბანის ქვევით ქციამდე ფრიად ნაყოფიერი ყოველითავე ვენახ-ხილითა".

რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხრამი და მისი შენაკადები: ჭოჭიანი და შავწყაროს წყალი. სამხრეთ ნაწილს კვეთს მდინარე მაშავერა და მისი შენაკადები: ფინეზაური, შაჰმარლო და სხვა. მდინარეთა უმეტესობა პატარაა, მთის ტიპისა; საზრდოობენ უმთავრესად წვიმის წყლით, აგრეთვე თოვლის ნადნობი წყლითა და ლავებში გამომდინარე წყაროებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში, წყალმცირობა - ზამთარში. არის ტბები. აღსანიშნავია ოროზმანის ტბა, სარკინეთ-გომარეთის ტბა და კამარლოს მიდამოების ტბები. სოფელ ველისპირისა და ირგანის მიდამოებში არის ჭაობები.

KARIBCHE***
მღვდელმონაზონი დიონისე (გვიმრაძე): - დმანისის ეპარქიის გამოყოფის შემდგომ ნელ-ნელა დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. დმანისის სიონის ტაძარში ადრე ერთადერთი ღვთისმსახური იყო. მერე გაჩნდნენ სასულიერო პირები. სასულიერო ცხოვრება აღდგა ქციის მამათა მონასტერში. ახლა უკვე ყველა ქართულ სოფელში მიმდინარეობს ღვთისმსახურება. დმანისის მოსახლეობის უმეტესობა აზერბაიჯანელები არიან. მათთან ჯერ ვერ ვახერხებთ ურთიერთობას, მაგრამ მომავალში ალბათ ამის შესაძლებლობაც მოგვეცემა. თუმცა რამდენიმე აზერბაიჯანელი მოინათლა კიდეც, მაგრამ ეს ძალიან მცირე ნაწილია. რთული აღმოჩნდა ამ ეპარქიაში პირველი დღეები, განსაკუთრებით მეუფე ზენონისთვის, რადგან ფაქტობრივად მრევლი არ დაგვხვდა. ეპისკოპოსად გამორჩევის შემდეგ მეუფეს თან ორი მორჩილი - მე და მამა დოროთე გამოვყევით. მე გამგზავნა სოფელ გომარეთში. მამა დოროთე მსახურობდა დმანისის სიონში. ქალაქ დმანისში მოღვაწეობდა ასევე მამა არჩილი, ჩემი ხორციელი ძმა. დმანისში მოღვაწეობს ასევე მამა გრიგოლ ხიზანეიშვილი. ღვთისმსახურების ნაკლებობის მიუხედავად, ვცდილობთ, ღვთის სიტყვა ყველა სოფელში ვიქადაგოთ. ღვთისმსახურება მიმდინარეობს დმანისის სიონში.

დმანისის სიონი საკმაოდ ძველი ტაძარია, VI-VII საუკუნეებისა. აქ რამდენიმე წლის წინ ჩატარდა არქეოლოგიური გამოკვლევები და დადასტურდა, რომ უფრო გვიანდელი პერიოდითაა დათარიღებული. რადგან ის სამხრეთის კარიბჭე იყო, მტერი პირველად აქაურობას შემოესეოდა ხოლმე. ამის გამო ტაძარი რამდენჯერმე დაინგრა. ტაძარს შეკეთების კვალიც ეტყობა. ტაძარს ლაშა-გიორგის მეფობის დროს კარიბჭე მიუშენდა. აქ დასაფლავებულია წმინდა მეფე ვახტანგ III. მეუფე ზენონის ინიციატივით, მეფე ვახტანგი წმინდანად შეირაცხა. სამწუხაროდ, ტაძრის შესწავლის დროს მის საფლავს ვერ მივაკვლიეთ.

მნიშვნელოვანია ასევე დმანისის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. "ქართლის ცხოვრებაში" ამ ხატის რამდენიმე სასწაულია აღწერილი. ერთ-ერთ არქივში ერეკლე მეფის სიგელზე აღმოჩნდა მცირე ზომის ემბლემა და ამის მიხედვით ხატმწერმა დავით ხიდაშელმა დმანისის ღვთისმშობლის ხატი აღადგინა.

***
დმანისის ეპარქია გამოირჩევა ტაძრების სიმრავლით - დაახლოებით 180-მდე ეკლესიაა. თუმცა გუმბათიანი არც ერთი არ არის. მეუფე ზენონის ლოცვა-კურთხევით და ძალისხმევით ვცდილობთ, ყველა ტაძარი აღვადგინოთ. კულტურის სამინისტრომაც შეაკეთა რამდენიმე ტაძარი. ბევრიც მისახედია. დღეს ათამდე ტაძარია ნაკურთხი. ძალიან დიდი შრომა ჩადეს მოსახლეობამ და ღვთისმსახურებმა ტაძრების აღდგენაში. მრევლიც ძლიერდება. გვაქვს ორი მამათა მოანსტერი: ერთი - დმანისის სიონთან არსებული და მეორე - გომარეთის ტერიტორიაზე, ქცია-ხრამის ხეობაში მდებარე ქციის მამათა მონასტერი. ეს უძველესი მონასტერი VIII-IX საუკუნეებითაა დათარიღებული. დმანისის სიონის საკათედრო ტაძარი მოსახლეობისგან საკმაოდ შორს არის, ამიტომ მსახურებაზე ბევრი ვერ ახერხებს მოსვლას. მეუფის ლოცვა-კურთხევით, დაწყებულია ქალაქ დმანისში გუმბათიანი საკათედრო ტაძრის მშენებლობა.

მღვდელმთავრად გამორჩევამდე მეუფე ზენონი ჯერ მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახლდათ, მერე სვეტიცხოვლის წინამძღვარი. მეუფემ სვეტიცხოველში მონასტერი დააარსა. მე და მამა დოროთე ვიყავით მორჩილები. მღვდელმთავრად კურთხევის შემდეგ თან გადმოვყევით და დმანისის სიონის ტაძარში ბერად აღგვკვეცა. რამდენიმე საუკუნე გავიდა, რაც აქ ბერი არ აღკვეცილა. ჩემი ძმაც, მამა არჩილიც აქ მსახურობდა. დღეს თბილისში, ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძარში მსახურობს. ჩვენს ეპარქიაში მსახურობენ ასევე მღვდელმონაზონი გრიგოლ ხიზანეიშვილი, მღვდელმონაზონი ხარიტონი და მამა გუარამ ჯავახიშვილი.

- მამაო, თქვენ როგორ დაიწყეთ სასულიერო მოღვაწეობა?

- 20 წლისა მთაწმინდის მამა დავითის ტაძარში მივედი. იქ აღმოვაჩინე, რომ ჭეშმარიტება არსებობს. მას შემდეგ დავიწყე მარხვის შენახვა. ამავე დროს ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში. მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. ერთ წელიწადში არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. უნივერსიტეტში საკმაო პერსპექტივა მქონდა. სტუდენტობის დროსვე კათედრაზე მომიწია მუშაობამ. უფლის გზა ვარჩიე. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს მოძღვარს. ამის შემდეგ მონასტრული ცხოვრების დაწყება გადავწყვიტე. ამასობაში მოძღვარი სვეტიცხოვლის წინამძღვრად გადაიყვანეს. სვეტიცხოველში მონასტერი ჩამოყალიბების პროცესში იყო. იქ ვიმსახურე ერთ წელზე მეტხანს. დმანისში მალევე ჯერ მონაზვნად აღვიკვეცე, მერე დიაკვნად და მღვდლად მაკურთხეს. მეუფემ წარმგზავნა სოფელ გომარეთში, დმანისიდან 35 კილომეტრში. გარშემო მთლიანად აზერბაიჯანული მოსახლეობაა. ამიტომ აქ მეუფემ სულიერი ცხოვრების აღორძინება ძალიან მნიშვნელოვნად ჩათვალა. გომარეთში შვიდი ტაძარია. ვაკურთხეთ წმინდა გიორგი ტაძარი, დავაარსეთ ქციის მონასტერი. გომარეთში მოსახლეობის მოძღვართან ურთიერთობა საკმაოდ უცხო იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი კეთილად წარიმართა და საკმაოდ დიდი მრევლი ჩამოყალიბდა. მრევლი არსებობს, მაგრამ ძირითადი მრევლი ფაქტობრივად უკვე თბილისშია, რადგან მიგრაციამ იმატა. უკვე ისე შევიყვარეთ ამ კუთხის მოსახლეობა, რომ იოლად ვუგებთ ერთმანეთს. ეგ არის - ღვთისმსახურთა ნაკლებობაა. მრევლი თითქმის ყველა სოფელშია და ყველას სურს სულიერი ცხოვრება. რადგან ცოტანი ვართ, საკმარისად ვერ ვახერხებთ მთლიანად უზრუნველვყოთ მათი მოთხოვნები. როგორც ყველგან, აქაც ჭირს ცხოვრება. სამწუხაროდ, დმანისი აღარავის ახსოვს. მიტოვებული და მიკარგულია. რა თქმა უნდა, მოსახლეობას ძალიან უჭირს და შესაბამისად - ღვთისმსახურებსაც ამიტომ უჭირთ აქ დამკვიდრება. ჩვენ მოსახლეობისგან არაფერს ველით, მაგრამ სამწუხაროა, რომ ვერც ჩვენ ვეხმარებით ეკონომიურად. კარგი იქნება, თუ ხელისუფლება მეტ ყურადღებას მოგვაქცევს.

KARIBCHEმამა გუარამ ჯავახიშვილი:
- ტაძარში ადამიანი ან განსაცდელით მოდის, ან ღვთის დიდი სიყვარულით. მამა გარდამეცვალა და განსაცდელით მოვედი ეკლესიაში. მთაწმინდაზე, მამადავითის ტაძარში დავდიოდი. ორი წლის შემდეგ მეუფესთან გადმოვედი მონასტერში მამა დიონისესთან ერთად, მაშინ სოფელ გომარეთში მსახურობდა. იქ სამი წელი ვიარე, მერე დმანისის სიონში გადმოვედი. აქვე დავოჯახდი. ახლა ვმსახურობ დამანისის სიონში და პარაკლისებს ვიხდი ჩვენს სოფელში, მაშავერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში.

თუკი გულით შესთხოვ უფალს, აუცილებლად მოიღებს წყალობას და დახმარების ხელს გამოგიწვდის. დმანისში მრევლი ელენე მოსეშვილი გავიცანი და დავოჯახდი. მეუღლის ოჯახში ვცხოვრობ. აქ დავრჩი იმიტომ, რომ ვემსახურო უფალს, აქაურ ხალხს. დმანისში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მე თვითონ ბოლნისში, რატევანში მაქვს სოფელი. ბავშვობიდან აქეთ მხარეს ვიზრდებოდი. ძალიან მიყვარს თბილისიც, მაგრამ ვერ შევადარებ აქაურობის სიყვარულს. ცხოვრებაში მთავარია სულიერება. სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. როგორც იოანე ღვთისმეტყველს უყვარდა და იოანე ღვთისმეტყველი უყვარდათ, ისე უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი. საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას. მშვიდობა ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში.

მაშავერა
ეს სოფელი დმანისის სიონიდან არც ისე შორს მდებარეობს ულამაზეს მაშავერის ხეობაში. აქ მამა გუარამის ოჯახს ვესტუმრეთ და მოსახლეობასაც გავესაუბრე.

ესმა მოსეშვილი: - ჩვენს სოფელში დაახლოებით 350 ოჯახი და სხვადასხვა გვარის ხალხი ცხოვრობს: მოსეშვილები, ასლანიშვილები, ზურაბაშვილები, გიუნიშვილები... ძირითადად მესაქონლეობას ეწევიან. დღეს ძალიან ჭირს ცხოვრება, უმუშევრობაა, არანაირი შემოსავალი არ არსებობს. ჩვენს ტაძარში ადრე მამა დოროთე წირავდა... მაშავერა ქართული სოფელია ოდითგანვე. ერთხანს ბედის უკუღმართობის გამო სომხების ზეგავლენის ქვეშ აღმოჩნდა. სოფელი განადგურებისგან რომ გადარჩენილიყო, მოსახლეობა გასომხდა, გვარები გადაიკეთეს, ტაძარიც სომხურად გადაკეთდა. დღეს ყველამ აღვიდგინეთ ჩვენი ძველი გვარები. მადლობა ღმერთს, ქართულმა ტაძრებმა პირვანდელი სახე დაიბრუნა.

სოფელში ახლგაზრდებიც ცხოვრობენ. ზოგი სწავლობს, ნაწილი მუშაობს კიდეც.

ნათია მენაბდიშვილი:
- ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, აქაური ხალხი, ჩემი მეგობრები. სოფელში ერთი სკოლა გვაქვს, მეტი დაწესებულება აქ არ არის. დემოგრფიული პრობლემის გამო მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა.

ვარდისუბანი
ვარდისუბნელებმა გაიგეს ჟურნალ "კარიბჭის" სტუმრობა და წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძართან შემომეგებნენ.

ციური ჭყონიძე:
- ვარდისუბანი მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირას მდებარეობს. სოფელში არის V-VI საუკუნეების გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები. მეცნიერთა ვარაუდით, იგი დმანისის საეპისკოპოსოს პირველი კათედრა უნდა ყოფილიყო.

ჩვენს სოფელში ძირითადად ქართველები ცხოვრობენ - ჭყონიძეები, ტატუაშვილები, მოსეშვილები, თეთრაძეები, ავალიშვილები... ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევენ. დამოკიდებულები არიან მოსავალზე. მდიდარი სოფელი არ არის. აქვეა სოფელი დიდი დმანისი. აღმოსავლეთით მაშავერა ჩამოუდის, დასავლეთით ბოსლებია. ალბათ ბევრი ვარდი ხარობდა აქ და ვარდისუბანიც იმიტომ დაარქვეს.

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი ძველია. მამა დიონისეს თაოსნობით აღვადგინეთ. მთელი ვარდისუბნის ახალგაზრდობამ მიიღო მის აღდგენაში მონაწილეობა, ასევე დმანისის სიონის მრევლმა და ეკლესიის მსახურებმა. ტაძრის შიდა სამუშაოები ჩვენი სოფლის მკვიდრმა გააკეთა. ნორმალურად ვცხოვრობთ. მოსავალი რომ მოვიყვანოთ, სარწყავი წყალი არ გვაქვს. ამიტომ ამინდზე ვართ დამოკიდებული. გვყავს ძალიან კარგი მოძღვრები - მამა დიონისე, მამა გუარამი. სხვა სოფლებთან შედარებით დიდი მრევლი გვყავს. მამა დიონისემ მოგვალოცინა დმანისის სიწმინდეები. ვიყავით ასევე ზემო სვანეთში - მესტიაში.

KARIBCHE

მამა გუარამი და მამა დიონისე ვარდისუბნელებთან

იზა ნინიაშვილი: - წინათ ჩვენი სოფლის მოსახლეობა მოშორებით, აბულბუქში ცხოვრობდა. დღესაც არის იქ ნასახლარები. რაც შეეხება გვარებს, ზოგიერთი მათგანი ჩვენთვის უცნობია. წინათ სომეხი ტერტერა მოსულა და წერა-კითხვის უცოდინარი ხალხის გასომხება დაუწყია. ეს გვარებზეც აისახა. დროთა განმავლობაში კი აღვიდგინეთ გვარები - 80-იან წლებში ყველა არქივში მოიძებნა ჩვენი გვარის ისტორია და ყველამ დაიბრუნდა თავისი გვარები. პირადად მე ნინიაშვილი ვარ. ადრე ჩვენი გვარი ოსკანოვი იყო.

ახალგაზრდობა ძალიან ჩაება ეკლესიურ ცხოვრებაში და დიდი წვლილი შეიტანა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის აღდგენაში. ბავშვებიც კი მონაწილეობენ მშენებლობაში.

შალვა ტატუაშვილი:
- მოძღვრის მოსვლის შემდეგ დავიწყეთ ტაძრის აღდგენა. დავაგეთ იატაკი, კარიც გავუკეთეთ, ფანჯრებიც. ყოველდღე ტარდებოდა პარაკლისები. ვიცი, რომ წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველია და მუდამ დახმარებას ვთხოვ ხოლმე..

დათო მოსაშვილი და ლუკა თეთრაძე: - მადლობას ვუხდით ჩვენს მოძღვრებს - მამა დიონისეს და მამა გუარამს. მათი რჩევითა და ლოცვა-კურთხევით თანდათან იცვლება ჩვენი ცხოვრება.

სტიქაროსანი ოთარ ტატუაშვილი: - ძალიან გამიხარდა, სტიქარი რომ ჩავიცვი. მოძღვარს ვეხმარები მსახურების დროს. ვაპირებ, სულ ეკლესიაში ვიყო...

სოფო ტატუნაშვილი: - მე დიდდმანისელი ვარ. ჩვენი სოფლის შესახებ ცნობები მრავლად მოიპოვება. 300 კომლი ვცხოვრობთ. მეტ-ნაკლებად შეძლებული სოფელია. ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში დავდივარ. დიდ დმანისში ჯერჯერობით არ არის აღდგენილი ტაძარი. ახლა გალობას ვსწავლობთ.

ანა ჭყონიძე: - მეც ვგალობ. ვცდილობ, ღვთისმსახურებას არ გამოვაკლდე და უფლის სისხლსა და ხორცს ვეზიარო. შუა ზამთარში, დიდ თოვლში მიწევს ხოლმე სიარული. ეს არ გვაშინებს და მსახურებას მაინც ვესწრებით. ღვთის წყალობით აღდგა ვარდისუბნის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. რაც მთავარია, ღვთის წყალობით მრევლი თანდათან მატულობს. გვყავს სტიქაროსნები, მგალობლები. მომავალში მედავითნეებიც გახდებიან, ზოგი მოძღვარი გახდება, საქმე უკეთესობისკენ წავა და ჩვენი ეპარქია აღორძინდება.

თეა თეთრაძე: - რამდენიმე წელია, რაც ეკლესიაში დავიწყე სიარული. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში ძალიან რთული გზა არის გასავლელი, მრევლი სიძნელეებს არ უფრთხის, უფლის სიყვარული გვაძლიერებს. დმანისის მრევლი შეკრული ვართ. ეს ერთობა ძალას გვმატებს. ვცდილობთ, სულიერადაც ავმაღლდეთ. უკვე ორი მოძღვარი გვყავს და ამით ბედნიერები ვართ. მათი ღვაწლით ბევრი რამ ვისწავლეთ სულიერი ცხოვრების შეასახებ. ჩვენთვის ტაძარი სულიერი განათლების სკოლად იქცა. ის არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. თუ ერთი მსახურება გამოვტოვე მიზეზთა გამო, მგონია, რაღაც დამაკლდა. სურვილი გამიჩნდა, რომ ვყოფილიყავი მედავითნე. მამა დიონისეს ლოცვა-კურთხევით, შევისწავლე ხუცური წერა-კითხვა. ჟამნის კითხვით ალბათ მალე ჩავერთვები ღვთისმსახურებაში. გარდა იმისა, რომ აღსარებას ვამბობ, ვეზიარები და ყოველ კვირას დავდივარ ტაძარში, უკვე შემიძლია მედავითნე გავხდე. ეს ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს. იმედია, ასეთი ბედნიერი იქნება ყველა, ვინც ჩაებმება ღვთისმსახურებაში და იქნება უფლის ერთგული ეკლესიის წიაღში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat