მრავალძალი
მრავალძალი
სოფელ მრავალძალიდან დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით, ჭოლევის კლდის ბოლოს, ჭიქის ტბის ზევით, ახლაცაა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო ბერები აყრილან და სამონასტრო მოღვაწეობა დაუწყიათ კვინწიხის გორის კალთაზე, იქ, სადაც ახლა მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

მრავალძალის ეკლესიის აგებას ბაგრატ III-ის მიერ 1010 წელს რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირებენ. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახალაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხესიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში...

თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდარული წარწერებით, ულამაზესი ფრესკებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.

შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში მის რელიგიურ "ავტორიტეტს" ძნელად თუ შეედრებოდა სხვა რომელიმე საკულტო დაწესებულება. სოფელ სორის საკმაოდ ძველი "ჯვარცმის მონასტერი" (XIII ს) მის სახელზე ყოფილა აგებული.

XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძალის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის, ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.

1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. იგი აღადგინეს 2009 წლის შემოდგომაზე.

ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო რატომ ეწოდა მას "მრავალძალი", გადმოგვცემს 1894 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული სტატია: "ზეპირი გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ ოსმალები შემოიჭრნენ. სოფელ მრავალძალთან ორ ვერსზე რომ მივიდნენ, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი, დაიწყეს უგზო-უკვლოდ ხეტიალი, მიადგნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში ერთ ალაგას ჭაობიანი ტბა არის. კლდესაც ამიტომ ეძახიან ჭოლევის კლდეს. ეს კლდე სარტყელივით აქვს შემორტყმული სოფელს და სიმაღლით 40-60 საჟენი იქნება. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადაცვივდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვნენ ერთმანეთს. ბოლოს შენიშნეს, რომ ჯარისკაცნი მიდიან და სადღაც სცვივიან; ერთბაშად შედგნენ და დაუწყეს გზას ფრთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. სწორედ ღვთის განგებააო, იფიქრეს. აქ სწორედ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ამ ფიქრის შემდეგ ოსმალოს ჯარმა დაიწყო ლოცვა. ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძალის არემარესაც მოეფინა სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს. მოშორებით საყდარი დაინახეს. ერთი დღე და ღამე მის გალავანში დაჰყვეს და შესთხოვეს: "წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს, დაგვიხსენი და ეგრეთი სასწაულთმოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ძროხა და ხარი, რომელიც იმყოფება ჩვენის ზღვის პირზედ და უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.

ამავე ლეგენდის თანახმად, შორიახლო უზარმაზარი ხარი და ძროხა ბინადრობდა, რომელთა მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით ხარ-ძროხა ეკლესიასთან გაჩნდნენ და ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმა ამ სასწაულის აღსანიშნად ძროხისა და ხარის მარჯვენა რქები ვერცხლით მოაჭედვინეს, ეკლესიას შესწირეს და ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი უწოდეს. მერე სოფელსაც ეს სახელი დაერქვა. იმ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილისას. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. თითო ყანწში ჩადის თითქმის თითო თუნგი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს, ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლისო".

ზემოხსენებული წყვილი ვერცხლით შემკული ყანწი აღწერილი აქვს ექვთიმე თაყაიშვილს, რომელმაც მრავალძალის ეკლესია 1920 წელს მოინახულა. მარი ბროსეს ცნობით, ამ ყანწებს აწერია "მეფე ალექსანდრე".

მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში მრავალი ისტორიული ნივთი ინახებოდა. სამწუხაროდ, 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები). ჯალალ-ედ-დინის მუზარადის შესახებ ცნობას გვაწვდის "ამირეჯიბთა გვაროვნობითი სიგელი", საიდანაც ირკვევა, რომ ხვარაზმის სულთანი, ჯალალ-ედ-დინი, იმერეთის საზღვარზე სასტიკად დაუმარცხებია ამერეთიდან გადახვეწილ რუსუდან მეფეს და მის ჯარებს. სიგელში ვკითხულობთ: "შევსწირეთ ოდეს წარგუიჩინა თვით და ამისად რუსუდან მეფემან ლაშქარსა სპარსისა და გაგვიმარჯვა; მინდორს შევიბენით და ამოვსწყვიდეთ. მოვართვით დროშა და თაჯი თვითვან სულთნისა და გვიყო წყალობა და გვიბოძა ჯილდოდ, რაც ვიაჯეთ". შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსი".

საყურადღებოა, რომ ეს თაჯი, ესე იგი რკინის საომარი ქუდი, ნიშნად მტერზე გამარჯვებისა, მაშინვე შეუწირავთ მთელ იმერეთში სახელგანთქმული მრავალძალის მონასტრისათვის. ამის შესახებ იმავე სიგელში ნათქვამია: "...და დროშაცა შევსწირეთ მეხოიშნესა (ესე იგი რუსუდან მეფეს) ჩუენსა, და თაჯი მრავალძალსა".

იმავე ბრძოლაში მტრისთვის წართმეული შაჰის მთავარი დროშა ულუმბოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირავთ, რომელიც შემდგომში მრავალძალის მონასტერში გადაუტანიათ. ვახუშტის ამ ცნობაში განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰ-აბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ეხება რა შაჰისეული ხმლის ისტორიას, პლატონ იოსელიანი წერს:

"შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქალაქ გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმინდა გიორგის სახელით და მისი სასწაულთმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერლების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო. შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს, მათ მიერ თაყვანისმცემელ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ". აღნიშნული ხმალი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში მოინახულა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: "სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით".

თავდაპირველი ტაძრის ფრესკების შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება. ცნობილია, რომ კონქში მოჩანდა ვედრების სცენა: ტახტზე დაბრძანებული მაცხოვარი მარცხენა მუხლზე გაშლილი სახარებით, მის მარჯვნივ ღვისმშობლის, მარცხნივ კი იოანე ნათლისმცემლის გამოსახულებებით. დანარჩენი მხატვრობიდან ცნობილია, რომ ყოფილა დიოკლეტიანეს მიერ წმინდა გიორგის წამების ამსახველი ფრესკები. სამწუხაროდ, დღეისათვის არც ერთი ფრესკა არ გადარჩენილა.

***
1895 წლის გაზეთ "ივერიაში" ვკითხულობთ "ვინმე რაჭველის" საპასუხოდ დაწერილ კორესპონდენციას. მისი ავტორი გახლავთ ბლაღოჩინი, მღვდელი მიხეილ სხირტლაძე. "სწერს, ვითომც ძველის-ძველი მრავალძლის წმიდის გიორგის ეკკლესია, რომელიმე ვაჟბატონების დაუზოგაობით, ეხლა ხანს სულ ერთიანად დანგრეულიყოს და მის ნაცვლად ახალი შენდებოდეს მთავრობის ნების დაურთველად.

ეს ამბავი მართალი არ არის. მრავალძლის ეკლესია დიდდება, კეთდება ეპარქიის მთავრობის ნებართვით, არხიტექტორისაგან შედგენილისა და გუბერნიის სამმართველოს მიერ დამტკიცებულის გეგმისამებრ. დასამტკიცებლად ამისა, უკეთუ რედაქციისათვის საჭირო იქნება, მე ყოველივე მიწერ-მოწერის და საქმეების - ქაღალდების პირებს წარმოვადგენ.

შეკეთება და გადიდება აღნიშნული ეკლესიისა არ არის დაწყებული სრულიად ძველის ეკლესიის დანგრევით და განადგურებით, როგორც კორესპონდენტი სწერს: ტაძარს აქვს გამოშლილი, პლანისამებრ, დასავლეთის კედელი და იქიდამ ჯვარის სახეთ ახალი შენობა მოეწყო სიგრძით და სამხრეებით. რაიცა შეეხება ამა ეკკლესიის აუცილებლად გადიდების საჭიროებას, ამის შესახებ მოგახსენებთ - ხალხის რწმენას და სიყვარულს იზიდავს ახლანდელი ეკლესიის წმიდა და მაღალი ადგილი; იმ სოფელში სხვაგან კიდეც რომ აშენებულიყოს კარგი და დიდი ეკლესია, - რაიცა ადგილის შოვნით და სრულიად ახალის მთელის ეკლესიის აშენებით მრევლისათვის შეუძლებელი საქმე იყო, - მაინც ხალხის სიყვარულისა და სასოების მოშორება ძველის ეკლესიის და მისის ადგილისაგან შეუძლებელი იყო. შეუძლებელი იყო ახალის ეკლესიის აშენება და წირვა-ლოცვის მოსპობა და ძველი ნაშთების და ხატების გადატანა ახალ ეკლესიაში! თუ გინდ ეს ასეც რომ არ იყოს და კორესპონდენტს რამეში ვერწმუნოთ, არასფერს შემთხვევაში არც მე და არც აღნიშნულის ეკლესიის მრევლს არ გვქონია სახეში ძველის ეკლესიის გადაკეთება ისე, როგორც დღეს მთავრობისაგან მოცემული პლანისამებრ კეთდება, არამედ ჩვენი სურვილი იყო მიგვედგას ჩრდილოეთის მხრით ძველი ეკლესიისათვის ახალი სამ კედლიანი შენობა, რომელთანაც იქნებოდა შეერთებული ძველი ეკკლესია ორის პატარა კედელში გამოღებულის თაღით, სადაც შესძლებოდათ მლოცველთ დგომა, ვინაიდგან ძველს ეკლესიაში მეოთხედი მრევლისა ვერ ეტევოდა, მისის სიპატარავისა გამო. რომ ასეთის ჩვენის სურვილისა გამო არის მრევლისაგან დადგენილი ოქმი, უნდა დავსძინოთ: სიპატარავე ეკლესიისა მრავალ-ძლის სოფელში აუტანელი იყო, ვინაიდგან ეს სოფელი მდებარეობს მეტად მაღალს მთა-ადგილზედ, სადაც ეკლესიის გარეთ მლოცველთ დგომა არ შეეძლოთ სიცივის გამო, გარდა ზაფხულის ორის თვისა.

მართალი არის, ქვები დაიკარგა, რომელზედაც "ვინმე რაჭველი" წერს, მთავრობას აქვს ჩემ მიერ თავის დროზედ მოხსენებული, რომლის შესახებაც მთავრობა მიუდგომლად და დაუფარავად გამოარკვევს და გაათავებს საქმეს. მაშასადამე, კორესპონდენტს რაღა აწუხებს და აშფოთებს?! - უცნობი დაუფასებელი თვლები იმა ეკლესიაზედ არც ერთი არ არის და არც ყოფილა. ყოველივე აღნიშნულის ეკლესიის ქონება ძველ დროს კომისიისაგან ყოფილა შემოწმებული და 1879 წელს უწმიდესის სინოდის კანტორის მიერ დანაშაულის კომისიისგან ხელ-ახლად შემოწმდა და აღიწერა ამა ეკლესიის ქონება, რომელს აწერილობაშიაც ცხადად და გაგებით არის ნაჩვენები ყველა ხატები, მათზედ თვლების რაოდენობა, ღირსება და სახელი. ცხადი არის, რომ ამ სიით ადვილი გასაგებია, თუ რომელი და რა ღირსების ქვა არის დაკარგული. დაკარგული არის ათი ცალი პატარა მარგალიტები, რომელთა მზგავსი კიდევ რამოდენიმე არის ხატზედ დარჩენილი, რომელთაგანაც დაკარგულების ფასის გაგება ადვილი არის. ეს არის და ეს მთელი ზარალი, რომელიც ეკლესიას მოუვიდა".

***
სოფელ მრავალძალის მკვიდრი სიმონ სხირტლაძე თავის წიგნში წერს: "გადმოცემით, სოფელ მრავალძალში უძველესი დროიდან ყოფილა მონასტერი, სადაც შავად შემოსილი ბერები ფსალმუნის კითხვასა და გაბმულ ლოცვა-ვედრებაში ატარებდნენ წუთისოფლის დღეებს. მათი თავდაპირველი ადგილსამყოფელი სოფლიდან დაახლოებით სამი კილომეტრით ყოფილა დაშორებული. ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, "ჭიქის ტბის" ზევით, ახლაცაა ქვის შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი "ნაეკლესიევს" უწოდებს. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის ხანაში, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აქედან აყრილან და უფრო ფართო სამონასტრო ცხოვრება გაუჩაღებიათ იქ, სადაც ახლა კვინწიხის გორის უბე-კალთებზე მრავალძალის შესანიშნავი ტაძარია აღმართული.

აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი მთიანი რაჭის იმ ზონას მიეკუთვნება, რომლის გეოგრაფიულ მდებარეობასაც ვახუშტი ბატონიშვილი ასეთი სიტყვებით გვამცნობს: "ფრიად მაგარი მთითა, კალთითა, ხრამითა, ხევითა და ტყითა, შეუვალი გარე მტრისაგან".

საინტერესოა, რომ სწორედ აქ, ბუნების ამ მეტად მკაცრ სამეფოში, გადმოცემით, ოდესღაც თავი შეუფარებია ჯან-ღონით აღსავსე ვაჟკაცს, რომელსაც სოციალური უსამართლობის ნიადაგზე რაღაც უბედურება შემთხვევია. სათნოებით აღსავსე ბერებს დევნილი მამაშვილურად მიუღიათ და ყველანაირად ხელი შუწყვიათ, რათა ოჯახს მოჰკიდებოდა. გადმოცემით, მისი განშტოებიდან წარმომდგარა დღევანდელი სოფლის ძირითად მკვიდრთა გვარი - სხირტლაძე.

მრავალძალში უხსოვარი დროიდან მონასტრის არსებობას ისტორიული საბუთებიც ადასტურებს.

ერთ-ერთი სიგელ-გუჯარი, რომელიც იმერეთის მეფის სოლომონ II-ისა და მისი მეუღლის მარიამ დედოფლის მიერაა გაცემული და 1804 წელს დიდი რიტორის სოლომონ ლიონიძეს ხელითაა დაწერილი, გვამცნობს: "ჩვენ, კეთილმსახურებით მორწმუნენი და დამსდებელნი სასოებისა ჩვენისანი, მრავალძალსა და საკვირველთ მოქმედისა ხატსა შენსა ზედა, მპყრობელი სრულიად იმერეთისა დავითიან-ბაგრატოანი მეფე იმერთა სოლომონ, და თანამეცხედრე ჩვენი დადიანის ასული დედუფალი მარიამ, გიძღვნით გუჯარსა ამას სასოებით სახსენებლად და განსაძლიერებლად ჩვენდა, და საოხად სულისა და ცხოვრებისა ჩვენისა წარმართებლად კეთილდღეობით, ესრეთ რომელ წმინდა და სასწაულმოქმედი ეკლესია შენი იყო ძველთაგან მონასტერ წმინდა საკრებულო, სადა იგი აწცა იხილვებიან ქვაბნი სადაყუდებელნი და ცვლილებისაგან დაუწყნარებელთა დროთა შექმნილიყო საერისკაცოდ".

მრავალძალში რომ წინათ მონასტერი არსებობდა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ეკლესიის მიდამოებში ახლაც შეინიშნება სენაკებისა და ბერებისათვის განკუთვნილი სამარხის კვალი - საძვალე. რაც შეეხება ტაძრის მშენებლობის საქმეში ბერების განსაკუთრებულ დამსახურებას, ამის უტყუარი ნიშნები ტაძარზე არსებული წარწერიდანაც ჩანს. "წმიდაო გიორგი, შეიწყალენ კეთილად მოღვაწენი ამის ეკლესიისანი", ან კიდევ: "წმიდაო გიორგი, მეოხ ეყავ სულსა იოვანესა".

სოლომონ II-ის მიერ მრავალძალის ეკლესიის სახელზე გაცემული ერთ-ერთი სიგელი გვაუწყებს, რომ მის ბიძას, სოლომონ I-ს ვეღარ მოუსწრია განზრახულის ასრულება, "რათამცა დაედგინა ეკლესიასა მას ზედა წინამძღვარი". ამავე სიგელიდან ჩანს, რომ სოლომონ I-ს ამ ეკლესიისთვის დაუბრუნებია "ძველად შეწირულნი მის ეკლესიისადმი და ჟამთა ვითარებისაგან გაბნეულნი ოთხნი გლეხნი მთის მოსახლენი პეტრიაშვილები და ოთხი ამბროლაურს ტაბუცაძენი".

მრავალძალის ტაძრისადმი სასოება არ შეუნელებიათ არც სოლომონ მეორეს და არც მისი სამეფო კარის მსახურთ. სოლომონ II-ს 1804 წელს მრავალძალის ეკლესიაში არქიმანდრიტად განუწესებია ჯერ არსენიოზ გამყრელიძე, ხოლო შემდეგ ეს ეკლესია დაუქვემდებარებია ჯრუჭის მიტროპოლიტ დავით წერეთლისათვის.

აღსანიშნავია, რომ მრავალძალის ეკლესიას "ხარჯს, ესე იგი საზედაშო და სასეფისკვეროს, აძლევდნენ სოფლები: სარეკი, ბარი, კრიხი და კვაცხუთი - კომლზე თითო თუნგ ღვინოს და თითო ლიტრა პურის ხორბალს". გადმოცემით ვიცით, თითქოს რაჭაში მოგზაურობის დროს ეს ტაძარი თამარ მეფეს მოენახულებინოს, იქიდან კი ჯრუჭში გადასულიყოს. საყურადღებოა, რომ ხიხამთაზე იმერეთისკენ მიმავალი გზის ერთ-ერთ ადგილს დღესაც "თამარის ღელე" ეწოდება.

KARIBCHEმრავალძალის ეკლესიის განახლებისა და გადიდების საქმეს დიდი ამაგი დასდო ზაქარია მღვდლის შვილმა დეკანოზმა მიხეილ სხირტლაძემ. ეს ნაბიჯი მან იმერეთის ეპარქიის ნებართვით გადადგა და სამუშაოთა შესრულებასაც თვითონ ჩაუდგა სათავეში. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა 1920 წელს მოინახულა რაჭის სიძველენი და მრავალძალის ტაძარი. მისი ნაწერებიდან ვგებულობთ, რომ მრავალძალის ეკლესია ყოფილა პატარა, თლილი ქვით ნაშენი და ბარელიეფებით და ჩუქურთმებით შემკული. ეკლესიაში უცვლელად დაუყოლებიათ ძველი ეკლესიის არმოსავლეთ ნაწილი: ზემოთ - კუთხეებში ჩანს თითო ჭური ხმის გამაძლიერებელი".

***
- ჩემი სოფელი მრავალძალი რაჭაში ყველაზე მაღალია, - მიამბობს ქალბატონი მართა (ვარდო) სხირტლაძე, - მოსახლეობა შემცირებულია. დაახლოებით 105 სახლი დგას სოფელში. ზამთარში 7-8 ოჯახიღა რჩება. ზაფხულობით კი ყველა სახლის კარი ღიაა. ახალგაზრდების უმრავლესობა ქალაქს წავიდა. წინათ სკოლაც გვქონდა. მიწისძვრამ დაგვინგრია ისიც და ტაძარიც. სოფელში ახალი თაობა აღარ მოდის. გული მწყდება.

მრავალძალში სულ რამდენიმე გვარის ხალხი ცხოვრობს - პეტრიაშვილები, გიორგობიანები, იობაშვილები და სხირტლაძეები. სხირტლაძეები ბაბუიშვილების მიხედვით ვიხსენიებით. მაგალითად, არიან ზაქარაშვილები, დათუაშვილები, ვანიაშვილები, მჭედლიშვილები, ღუჭუაშვილები, გოჩიტიშვილები, ხატიკაცები. ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის განსაკუთრებული მადლი იგრძნობა. დიდი რწმენა აქვს ხალხს უფლისა. თითქოს ტაძარმა თავის თავზე აიღო სოფლის გადარჩენა. მიწისძვრისას ის დაინგრა, მოსახლეობას სახლები გადაურჩა. მადლობა ღმერთს, რომ კეთილი ადამიანების დახმარებით ტაძარი აღდგა. ფერისცვალების დღესასწაულზე ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა, მეუფე ელისემ (ჯოხაძე) აკურთხა ტაძრის ტრაპეზი. ღვთისმსახურება კვლავ განახლდა. იმედი გვაქვს, ტაძარი გაძლიერდება, მრევლიც მომრავლდება და მონასტერიც დაარსდება.

ღვთისმოშიშება ოჯახიდან მომდევს. შეუძლებელია მრავალძალის წმინდა გიორგის გვერდით ცხოვრობდე და ურწმუნო იყო. ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა გიორგი სხირტლაძე წარმოშობით მრავალძალიდან გახლავთ.

ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველანი, რომ მეტად გავძლიერდეთ რწმენაში და მომავალ თაობას გადავცეთ ის, რაც წინაპრებისგან მოგვდგამს.

***
მრავალძალის გზა უფრო შეუკეთებიათ. წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენამ განსაკუთრებით ამ სოფლის მკვიდრნი გაახარა. Fფერისცვალების დღესასწაულზე მეუფე ელისემ, რაჭის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ტაძრის ტრაპეზი. უღრმესი მადლობა ნიკორწმინდის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გაბრიელ კობახიძეს, ვისი დახმარებითაც ამ უდიდესი დღესასწაულის თანაზიარი გავხდით.

KARIBCHEსადღესასწაულო მსახურების დროს მეუფე ელისემ იქადაგა:

"ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. შეგეწიოთ დღევანდელი წირვა-ლოცვის მადლი. იმ წირვა-ლოცვისა, რომელიც განსაკუთრებულია როგორც ჩვენს ეპარქიაში, ასევე მთელ საქართველოში და საქრისტიანოში, რამეთუ ღვთის წყალობით, დედა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით, კეთილი ადამიანების შემწეობით, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით აღდგა და აშენდა ეს ძველთაძველი მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. "დადგა დრო შენებისა და ნგრევისა". "აღვაშენო კლდესა ზედა ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერასდროს მოერევა ქრისტეს ეკლესიას. მინდა, ამ ეკლესიის, მისი ძლიერების შესახებ მრავალმა იცოდეს. ყველა ეკლესია წმინდაა, სასწაულმოქმედი და შემწე მორწმუნეთა, მაგრამ არის განსაკუთრებული ეკლესიები, რომელთა სიძლიერე გამოირჩევა. იმის თქმა მინდა, რომ არის ეკლესიები, სოფლები, რომლებიც განსაკუთრებულად იმსახურებენ თაყვანისცემას, რამეთუ გამოცდილი არიან დროთა განმავლობაში და მათი შემწეობის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი.

ვიდრე ეპისკოპოსი გავხდებოდი, მანამდე რაჭაში მღვდლად ვმსახურობდი. მღვდელმთავარმა მაკურთხა, წმინდა გიორგის ტაძარში ამოვსულიყავი და მსახურება ჩამეტარებინა. შუა საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე ლხინი იყო გაჩაღებული. ღმერთმა შეუნდოს ყველას. ეკლესიის მიმართ მეტი რიდია საჭირო.

ღმერთმა ისე დაუშვა, რომ მიწისძვრის დროს დაინგრა წმინდა გიორგის ეკლესია. ეს გახლდათ რაღაცის ნიშანი. დაუშვებელია, ადამიანი ეკლესიაში მიდიოდეს არა სალოცავად, არამედ საქეიფოდ.Aდაინგრა ახალნაშენები ადგილი.

ერთ ამბავს გავიხსენებ. ჩემი სოფლიდან, შქმერიდან მოვდიოდი ჩემს შვილებთან ერთად. მოულოდნელად ბავშვებს სიცხე მისცათ. მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძარი რომ გამოჩნდა, მთელი გულით შევთხოვე შეწევნა. მადლობა ღმერთს, რომ წმინდა გიორგიმ შეისმინა ჩემი და ბავშვები ცოტა ხანში გამოკეთდნენ. ღმერთმა გამხადა ღირსი, რომ ახლა ვაკურთხე აღდგენილი ტაძარი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.

უწმინდესმა მოინახულა მრავალძალის დანგრეული ტაძარი და ბრძანა: მრავალძალის წმინდა გიორგის არანაკლები მადლი აქვს, ვიდრე სვეტიცხოველსო. მადლობა უფალს, მადლობა მათ, ვინც ეს ეკლესია აღადგინა. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა ივანაშვილი, რომელმაც მრავალი ტაძარი აღადგინა ჩვენს მხარეშიც. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, რომელმაც თითო აგური დადო წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენაში. თუ ღმერთმა ინება, დიდი სურვილი გვაქვს, წმინდა გიორგის ტაძართან დაარსდეს მონასტერი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ძისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა. ამინ!"
ბეჭდვაელფოსტა
26.05. 2018
სოფელი ბარი.რაჭა.
მრავალძალში ამ დიდებულ კუთხეში პეტრიავილებს არ უცხოვრიათ,რადგან მე თვითონ რაჭველი ვარ და საკმაოდ კარგად ვიცი ჩემი კუთხის ისტორია,მრავალძალიდან ანუ სანამ მრავალძლამდე მიბრძანდებით 4 კმ–ით არის სოფელი ზემო–ბარი სადაც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ პეტრიაშვილები.ხოლო მრავალძალში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხირტლაძეები,იობაშვილები,ასე რომ პეტრიაშვილები მრავალძალში არ ცხოვრობენ.
24.02. 2018
მრავალძალი
ქალბატონო თეა, სამწუხაროდ ბევრი უზუსტობაა სტატიის ბოლოს. კერძოდ: 1) მრავალძალში არ ცხოვრობენ პეტრიაშვილები და გიორგობიანები. სოფელში ცხოვრობენ სულ სხირტლაძეები მხოლოდ რამოდენიმე ოჯახია იობაშვილების. 2) სტატიაში ბევრია საუბარი მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარზე და ტაძრის მღვდელმსახურებზე (მიხეილი და სხვები)რომლებიც იყვნენ სხირტლაძეები, ხოლო ბაბუიშვილობით ხუციშვილები (ხუცები), რომლებიც არ გყავთ მოხსენიებული, სხვა ბაბუიშვილების გვარებისგან განსხვავებით
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat