ჩარგალი
ჩარგალი
ჩარგლის გაგონებაზე გული გვინათდება ხოლმე და ვაჟა-ფშაველა გვახსენდება - ძვირფასი და გამორჩეული მწერლის დაბადების ადგილი. "კარიბჭე" შეძლებისდაგვარად ცდილობს, მომავალ თაობას უკეთ გააცნოს ჩვენი ქვეყნის წარსული და ის ადამიანები, ვინც ქართველობა შეგვინარჩუნა. ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და ფშაველთა ეთნოგრაფიულ ყოფაზე ვაჟას ქალიშვილი გულქან რაზიკაშვილი გვიამბობს - ეს ყველაფერი ქალბატონ ეთერ თათარაიძეს პირადად მისგან ჩაუწერია და მერე ერთ კოხტა წიგნად გამოუცია, სათაურით - "მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი". აი, რას ჰყება გულქან რაზიკაშვილი:

***
ისე დავბერდი, სიხარული რასა ჰქვიან, არ ვიცი. გული მაწუხებს, ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა. ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი. რო წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა, რა მოგივა.

მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით.

მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ესეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ. თავის დედის სახელი დამარქვა - გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვილში მარტო მენღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტის ვიყავ, მამა რო დამეღუპა... მოხრილი ვარ, ძლივ დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე.

დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნათებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა, მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რომ ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა.

ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ეხლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა, მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა..

***
აი, როგორი იყო მამაი: გართული იყო ბუნებაშია, არა გეეგებოდა შვილებისა. მე თავზე ხელს დამადგამდა, იმისი კოცნა არ მახსოვს.

არ მოსწონდა ხალხის ჩოჩქოლ-ხმაური, არ ითანხმებდა რატრატსა, მალევე მაშორდებოდა აჩოჩქოლებულ ხალხსა. ამას ბალღ-ბულღთა არა მიზდიოდა რა, სუ თავის საფიქრალში იყო გართული. ბევრი საუბრიდანა ზოგი მიაჩნდა რამედა. ვერც მე ვეგუები ხალხსა. დავდუმდები, მოვიშლები, განდეგილი ვარ ძალიანა. თუ ნიჭიერია კაცი, მამწონ, ავფორთქლდები. როგორც წყალი დაიცე და დაიწიოს, აი, ესე ვარ, დავრჩები მარტო და დავისვენებ, გავეხვევი საფიქრალის ნისლშია.

***
ლოგინში ვიწექით ბალღები. დედაკაცი ვინმე შემოვიდა. დედას თავი სიპის ქვაზე ედო.

ვაი, რა წუთისოფელი გაიარა მამამა, გაიგო რა თავისი შრომისა და დაღალვისა, თავისი დაქანცვისა და სახელისა, ჩვენი თავიც სიბეჩავეს დაუგო, ჩვენიცა. არც სხვის სწორად გვცმია და არც სხვის ტოლად გვხურვია.

ჰო, ვინმე დედაკაცი შემოვიდა ჩვენთანა.

- კეკე, კეკეე, ქალოო! და თავი გადაუგორდა დედასა. ეგ მახსოვს. მამა ყვარელში იყო ჩასული. იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა, წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო. ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!.. ირემი მოუკლავ მამასა, მოამბე იმ დროს მისვლისა... შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ ფიქრობდა, გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურს და თან დამღერის:

ნუ მოხვალ, თორო ინანებ,
მოსვლაში არა ყრიაო...

თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეუგუვდებიო. - კიო, კიო, კიო! - დედასა... ნუ მოხვალ, თორო ინანებო, - აი, მაგას აგონებდა კეკეს - დედასა.

***
ნაწილიანი ყოფილა პაპაჩემი, პავლე. ჩემი ბალღიც ნაწილიანი იყო, ორის წლისა მამიკვდა. როგორ ნაწილიანი ეხლა... ნამდვილად ნაწილიანი. მე უფროსებს ვეკითხებოდი, არ ვიცოდი. გვარში ერთი ჩამოდის ნაწილიანიო... პერანგიანი დაიბადა, ჭარივით რამ არი, ეგრეც ეტყობოდა, კოხტა მასკვლავი ეჯდა საწვერის ზემოთა... ის პერანგი გადავაგდე და იმიტომ მალე დამეღუპა. დაბადებისას ვისაც პერანგი დაჰყვება, ბედნიერიაო. არ უნდა გადამეგდო. უშეშ-უცეცხლობით მამიკვდა, გაფითრებული დამიხვდა ტყიდან მოსულსა. ნაწილიანი საუკეთესოა. ეგ ყოფილა ადამიანის ბედნიერება ცხოვრებაში. მკითხავთან ვიყავ, მაგათი არა მწამდა რა, მაინც წავე... შენა შვილი გყოლია ნაწილიანიო, რაღა ის იცოცხლებდა, მთელ სოფელს იმის ნაწილი შაინახავდაო.

პაპაჩემზე ამბობდნენ, კარგა მიუდიოდა ცხოვრებაო, არც ერთი შვილის სიკვდილს არ შეესწვრაო, იმის სახლში სუ ქორწილი და ლხინი იყოო, იმათ ჯაჭვზეით სახინკლე ქვაბი არ ჩამაიხდებოდაო. ჩემი ბებო, ვისი სახელიც მე მქვიან, გულკეთილი ქალი ყოფილა. მგზავრს რო დაინახავდა, შინ შამაჰპატიჟებდა: წამოდიო, დაისვენეო...

მამა იტყოდა: ნაწილი დაბადებით დაჰყვება კაცსაო, სინამდვილ არიო. ნაწილიანი ვისაც ჰყოლია, იმათი სახლი აშენებული ყოფილა ცხვრითა და საქონითა.

თავის მამაზე მეტი ნაწილიანია მამაი. პავლე ღვდელი ვის აგონდება. ვაჟაო! - ქვეყანა ჟრიალებს: ვაჟაო!

მამაი იქნებოდა ღვთის ნაწილიანი, იქნებოდა. იმას სხვანაირი ეტლი ედო, სხვანაირი.

***
თედოსა და სანდროსა ვერც კი ვიცნობდი, ბეჩავ ბიძათა.

ბაჩანათას გავიზარდე. ძალუა მყვანდა ძალიან კარგი, - განათლდეს იმის სული, - მარიამი ერქვა.

ქუქუნტი მოდისო, დედაო (ქუქუნტს ნინო მეძახდა, გულქანს ვერ ამბობდა), - დაიძახებდნენ ბაჩანას შვილები და ჟრიამულით შემიყვანდნენ შინა.

ჩემზე მეტი ცოდნა ქონდა ნინოსა, მაგრამ ბედი არა აქვ რაზიკაანთ ქალებსა, არც ბიჭებსა.

ხუთი თამარი იყო და ერთი მე, მაგრამ ჩემი დავლათი სხვაა, მე გამოველ მამის მოამბედა. ბედია ყველაი, ზოგი დღეა ყისმათიანი, ზოგ დღეს ყველაფერი გაგიკეთდება, ზოგს - არც არაი.

ქალ-ვაჟზე დარჩა ლუკაიო, - იტყოდნენ თურმე მეზობლები. თამარი და ლევანი ჰყოლია, მე კარგა ხნის მერეღა დავბადებულვარ.

***
იმ დღესა მამაი ვნახე სიზმარში. კარები შამააღო და შამაიხედა. არ მომაგონდა სიკვდილი, ცოცხალივით შევხვდი. მახათრებდა მამა, ხმას ვერა ვცემდი. შამოვიდა, გაიუკმარა თითქო ჩემი ყოფა-ცხოვრება და მითხრა, - აბა, გოგო, როგორა ხარ, რანაირათა ხარო, შენ ესე ვერ იქნებიო... რატო დიდხანს არ ეჩვენებიან ნეტა კაცსა, რაღაზე დაიკარგებიან, რა იქნებოდა, სიზმარში მაინც მეამბნა მამისთვინა, ეგ რაღა შესაშური იყო ჩემთვინა.

***
დეპეშა მოვიადო, - ის მითხრეს, - მამა აღარ გყავსო, - შინ მოსულს მითხრეს. სიკვდილის დროს კიდევ რა ეთქვა, არავინ არ გეეხსენებინა ჩემის მეტი, გულქანი დამრჩა შუა გზასაო, ეგ მიმყვება ბოღმადაო... ეეჰ!

წავიდნენ ქალაქში მამაის დასამარხადა.

მე ვერ წავიდოდი, შიშველ-ტიტველი ვიყავ და ვერ წავიდოდი, არც სახლს დანებდებოდა თავი, არც საქონსა, მე უნდა მიმეხედა.

რო მოიდენ, მაშინ ვიტირე ბევრი, რა უყავით მამაიო, აბა, რა უყავითო?

არ მოგვცეს, არაო, ვინ მოგვცა იმის უფლება, რომ აქ წამოგვესვენებინაო. დიდუბის ეკლესიაში დავმარხეთ მამაი, რაღას უშველი ტირილითა, რაღას უშველიო.

***
როგორ შევალ საიქიოსა?

მძიმე-მძიმედა, მძიმედა. ვკითხავ ამბავს მამასა. მოუსაუბრაბ მძიმედა, მძიმედა. რა თვალთმაქცი და მოკლე ყოფილა, მამაო, ჩვენი წუთისოფელიო. რა დაუნდო ყოფილა სამზეო, რა მოკლე ხნისაო. რა მალე კეტილა სამზეოს კარიო, - ვეტყვი. მამას ეჯავრებოდა შატაბუტაობა. დედას ჩამოვკოცნიდი. არ გადავიხელთები მე, რაც უნდა ვინ მიყვარდეს, არ მივარდები მგელივით, არა. ჭკვიანადა. დიდი მოვლენისა ყოფილაო, - იმას ვეტყოდი, - უცნაური წუთისოფელიო. ბუნება ყოფილა ჩვენი გართობაო. მამავ, რამდენი ქვეყანა მოდიოდა შენი სიყვარულის და შენი შრომის გულისთვინაო. ხატად ჰყევხარ ქართველებსა, ვისაც ჭკუა აქვ და გული უცემსო. შენზე იმას ვეტყვი, რო ერთი ადამიანი მყვანდა და სუ ის უნდოდა, რო შენი სახელი სამზეოსთვი მოეფინაო. გაფასებდაო, სუ წვრილად მეკითხებოდა შენ ხასიათსა, შენ ყოფასა, წვრილ-წვრილადაო.

და-ძმებსაც შევხვდები მძიმედა, ვერ შევხვდები ხელგაშლილი. თვალთმაქცი საქციელი ჩემთან არ იპუება.

ტყუილად კი იტყვის კაცი, მე ვერა მამერევაო. ძალინ ძაღლურია, ენერგია რო დასუსტდება.

დრო-ხანას თავისი მიჰქონებია. გაგაუგონთებს, გამოგსუტავს..

ფეხებ რო არ დამისხლტებოდაო, - ვიტყოდი წინავა, - სუ გადავანგრევდი ბეჭებითა აქაობასაო.

ხო გითხარ, მზომელას დამაფერა მზეომა, ხან მოვიკუნჭები, ხან გავიშლები. ტყუილად იტყვი, ტყუილადა კაცი, მე ვერა მომერევაო.

KARIBCHE***
ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის თანამშრომელი მანანა გოდერძაული:

- სოფელი ჩარგალი წინაფშავს ეკუთვნის. ფშავში წინათ 15 თემი ყოფილა, ახლა 12-ია. ერთ-ერთის თაბაურთის ანუ საგოგოჭუროსია ჩარგალი. ამ თემშიც, სხვათა მსგავსად, მრავალი გვარი შედის. ადრე ჩვენთან გვარები არ იყო. როცა გახდა საჭირო, რომ სადღაც ჩაწერილიყო რომელიმე ადამიანი, მაშინ დაიწერნენ გვარებად. მაგალითად, რომ ეკითხებოდნენ ვინაობას, პასუხობდენ, - რაზიკას შვილი ვარ, ჟამიას შვილი ვარ, მოლოდინას შვილი ვარ და ასე შემდეგ. ყველა ესენი ერთი თემის შვილები არიან. პირადად მე, ახადელი ვარ, გოდერძაულთა თემიდან...

უკანა ფშავში ამ თორმეტივე თემის სალოცავი საბრძანისია. სრულიად ფშავის სალოცი ლაშარის ჯვარია. შეგვეწიოს ყველას მისი მადლი. მეორე არის კვირია, მესამე - დარავდრის ღვთაება, ელიას სახელობისა, მათურის ხეობაშია.

ჩარგალი თაბაურთის თემის ფშავლებით დასახლდა. ამ ხეობაში რამდენიმე სოფელი ყოფილა და მთელ ხეობას ჩარგალი რქმევია. მაგრამ რადგან ერთ-ერთი სოფელი დარჩა ხეობაში, ეს სახელიც მას დარჩა. ჩარგალი იმითაა ცნობილი, რომ აქ დაიბადა ვაჟა-ფშაველა. ფშავისთვის ვაჟა მწვერვალია. მამამისი, პავლე, ამბობს, ჩვენ ძირად ღუდუშაურები ვართო. სოფელ სნოდან მოსულა რაზიკა ღუდუშაური, რომელმაც ამ გვარს სათავე დაუდო. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს დაახლოებით XVI საუკუნეში უნდა მომხდარიყო. ახალმოსულ გვარისშვილს (ასეთს ამანათი ერქვა) ჯერ სოფლის გარეთ დაასახლებდნენ. გამოცდიდა თემი, ივარგებდა თუ არა მტრის შემოსევის, ჭირის, ლხინის დროს და ამის მიხედვით ან მიიღებდნენ სრულუფლებიან წევრად, ან არა. როგორც ჩანს, რაზიკა გამოდგა. რაზიკაშვილების წინაპრები ჯერ სოფელ აფხუშოში ჩამოსახლებულან (დღეს ნასოფლარია), მერე დასახლებულან აქ, სადაც ახლა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმია. მამა პავლეს მამისეული სახლი მის შთამომავლებს რამდენჯერმე გადაუსხვანაირებიათ. ბოლოს სურათის მიხედვით აღადგინეს და სამუზეუმოდ გაამზადეს. ამ სახლში ვაჟა დარჩა, მისი ძმებიდან - ბაჩანა კახეთში, ქვემო ქედში ჩასახლდა, სანდრო - თბილისში, თედო - ხელთუბანში, გორში, იქაური ცოლი შეირთო, გიორგიმ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და მერე თიანეთის მაზრაში მოსამართლედ მუშაობდა. ვაჟას ჩარგალში ეძლეოდა ძალა, ეწერა, ამიტომ ვერ შეძლო სხვაგან დაფუძნება, თუმცა ძალიან უჭირდა...

- რა არის წარმოდეგენილი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში?

- აქ, მისეულ სახლში, მემორიალური ექსპონატებია წარმოდგენილი - მაგიდა, სკამი. ბუხრის წინ სამფეხა სკამი დგას. შემონახულია ის დიდი ხურჯინი, რომლითაც "ივერიის" რედაქციაში თავისი ნაწერები მიჰქონდა ხოლმე. არის კიდევ პეტერბურგიდან ჩამოტანილი საათი, სათუთუნე ყუთი, თოფი და პავლე მღვდლის ნაქონი შანდალი, ირმის რქები და საარყე ქვაბი. ასევე სპილენძის, ხის, თიხის ჭურჭელი. პირველი ცოლის ნამზითვი სამოვარი, მეორე მეუღლის ნამზითვია კიდობანი და საკერავი მანქანა "ზინგერი". ამ ყველაფერს დიდი რუდუნებით ვუვლით და ვუნახავთ მომავალ თაობებს.

- თქვენს გვარზე, გოდერძაულებზე რას გვიამბობთ?

- ჩემი გვარის შესახებ ვაჟა ეთნოგრაფიულ ნარკვევში "თამარ მეფის საფლავის გამო" წერს, რომ ლაშარის ჯვარში საბჭეო სკამი იდგა. საბჭეო სკამი ნიშნავს დღევანდელ უმაღლეს მოსამართლეს სახელმწიფო სტრუქტურაში. იმ სკამზე ყოველთვის ვიღაც იჯდა, რომელიც სრულიად ფშავის საქმეებს განაგებდა. ჩემი გვარის დედაკაცთა ორი თაობა იჯდა თურმე საბჭეოზე. ერთს თინა რქმევია. ჩვენს გვარს საგვარეულო ციხეც ჰქონდა იმ პერიოდში, როცა შატილში ქისტები ცხოვრობდნენ. ჩვენი - ახადის ანუ გოდერძაულთა თემის ნაციხარი დღესაც არის ახადში. ჩვენი სალოცავია პირქუში. ჟამთააღმწერლის თქმით, წმინდა ნინო შემოვიდა დღევანდელი ჟინვალის გაღმა მდებარე სოფელ ცხავატში (ახლა ნასოფლარია). თურმე მაშინ აიყარა ბევრი ფხოველი, გადავიდა თუშეთს და თან წაიღო ლაშარის ჯვრის ნიში. იმიტომ აქვთ დღეს თუშებს ლაშარის ჯვრის სალოცავი.

KARIBCHEჩარგალში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი გვაქვს. ვაჟას მამა პავლე ამ ტაძარში წირავდა.დიდი სურვილი გვაქვს, კვლავ ამოქმედდეს ჩვენი ტაძარი და იქ წირვა-ლოცვა აღევლინებოდეს.

ჩარგლის სკოლის დირექტორი მელანო მჭედლური:

- ჩარგალში ვაჟას სახლ-მუზეუმსა და სკოლაშია დასაქმებული მოსახლეობა. ზოგადად, სოფელში ძალიან მძიმე მატერიალური მდგომარეობაა.

მიგრაცია მიდის. ალბათ, ჩარგალი ბოლომდე რომ არ დაიცალა, სკოლის დამსახურებაა. ძალიან ჭირს ფშავში ცხოვრება, ძალიან. ისე, საკმაოდ კარგი თაობა მოდის. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ სწავლას სოფელ მაღაროსკარში აგრძელებენ. ცოტა ხნის წინ ჩარგლის სკოლაში 12 ბავშვი სწავლობდა, დღეს რამდენიმე გამოაკლდა...

ვისურვებდი, მეტი ხელშემწყობი პირობები გვქონდეს, რათა უკეთესად შევძლოთ მომავალი თაობისთვის განათლების მიცემა.

ძალიან გამახარა ჩარგალში რაზიკაშვილების შთამომავლის, ლუკა რაზიკაშვილის სტუმრობამ და საუბარი ვთხოვე:

- ვაჟა-ფშვალას ერთადერთ მემკვიდრედ მე დავრჩი, ვაჟას ჰყავდა ხუთი შვილი - ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი. უფროსი, ლევანი, 1924 წელს დახვრიტეს ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობის გამო. ლევანი მცხეთა-მთიანეთის მაზრის უფროსი იყო და ევალებოდა ქაქუცას დაპატიმრება. აბა, თანაკლასელსა და ძმადნაფიცს ხომ არ უღალატებდა - გააცილა უკანა ფშავში თავის რაზმთან ერთად. სერგო ორჯონიკიძის ბრძანებით, დახვრიტეს. ლევანს დარჩა ერთი ვაჟი - ლუკა, რომელიც ცხოვრობდა გორში. ათი წლის წინ გარდაიცვალა. ლუკას დარჩა სამი ქალიშვილი.

KARIBCHEვაჟა-ფშაველას მეორე ცოლისგან, თამარ დიდებაშვილისგან შეეძინა ვახტანგი, რომლის მემკვიდრე გახლავართ. მამაჩემი ალექსი წლების განმავლობაში ვაჟა-ფშაველას მუზეუმის დირექტორი გახლდათ.

მე ამჟამად თბილისის სასულიერო სემინარიში ვსწავლობ და მივყვები პაპის, პავლე რაზიკაშვილის ტრადიციებს.

- რა იცი შენი წინაპრებისგან?

- ვიცი ის, რომ ვაჟას მამა სასულიერო პირი იყო, პირველი მღვდელი ფშავ-ხევსურეთში. მამა პავლეს განსაკუთრებით ჰყვარებია აქაურობა და მოსახლეობაც დიდი პატივით ეგებებოდა თურმე. ღვთის სიტყვას უქადაგებდა ყველას და ჭეშმარიტ სარწმუნოებას აზიარებდა ფშავლებს.

ჩემი წინაპრების დანატოვარი ნივთების ნაწილი ჩარგლის სახლ-მუზეუმშია, ნაწილი - თბილისის სახელმწიფო მუზეუმში.

- რას გავალდებულებს დიდი წინაპრების სახელი?

- დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ასეთი ცნობილი ადამიანების შთამომავალი ვარ. ღვთის წყალობით, ვცდილობ, რომ ღირსეულად ვატარო რაზიკაშვილების გვარი და გავაგრძელო შთამომავლობა. თუ ღვთის ნება იქნება, სურვილი მაქვს, გავყვე მამა პავლეს გზას და მოძღვარი გავხდე. მამა პავლე ჩარგალში, წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა. ეს ტაძარი 70 წელი დანგრეული იყო და მამაჩემმა აღადგინა. სამწუხაროა, რომ სოფელში სასულიერო პირი არ გვყავს. ღვთის ნებით, მინდა ჩემი წინაპრების ნამოღვაწარ ადგილას ვიმსახურო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat