ფშავი
ფშავი
"აქ ყველანი და ყოველივე ზღაპრისა და ლეგენდის ბადით შეხავსულა. დიდი ბუჩქის ძირში ბუნდოვანი მითი ჰფუსფუსებს, პიტალო კლდეზე რაინდული არაკია გაკრული, ხოლო გარანდულ ხეებსა და გალიპულ ქვებზე ჟანგიანი ლურსმანით გალექსილი ეპოსია ამოჭრილი.

კლდოვან ქვაბებში ცალთვალა დევები სცხოვრობენ, ხოლო ღრმა ხევხუვები სავსეა კუდიანი ილბისებით, ტიტველი ალქაჯებით, ოქროსთმიანი მიონებით, რქოსანი ღვირღვებით და ბანჯგვლიანი ეშმებით - ქუსლები რომ წინ აქვთ წამოყრილი, პირიდან რომ ცეცხლებს ჰყრიან და თავისივე დაჩვრეტილ მკლავებზე სალამურსავით რომ უკრავენ. მთების ფერდობზე საქონელი და ცხვარი ისე შეფენილა, თითქო მწვანე ხალიჩებზე ჭრელ-წითელი ლობიო და დახალული სიმინდი გაუბნევიათო. უღრანი ტყეები ალაგ-ალაგ შეუკორტნიათ, შეუკრეჭიათ, შეუპარსავთ. ხშირად მოსჩანს შენაცრული ყავარი, მინგრეული ნიში, დაგლეჯილი კოშკი, საქათმისოდენა წისქვილი, კვამლის სვეტი და აპენტილი სოფელი" (მ. ჯავახიშვილი, "თეთრი საყელო").

***
გზა მიუყვება ფშავის არაგვს, რომლის მარჯვნივ გადაშლილია თვალწარმტაცი გუდამაყრის ხეობა. დასავლეთიდან შემოსაზღვრულია მთიულეთის, ხოლო აღმოსავლეთიდან გუდამაყრის ქედით. ამ უკანასკნელზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის საზღვარი. გუდამაყრელებს იხსენებს ლეონტი მროველი ქართლის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით: "აქ ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა".

გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა.

ამ მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილოს ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვნივ მდებარეობს მახვილივით აზიდულ მთაზე და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფელ ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზა. გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობებს ხევთან აერთებდა, ფეოდალურ ხანაში გუდამაყრის არაგვის საერისთავოში შედიოდა, X საუკუნიდან დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო.

გზა მიუყვება ჟინვალის წყალსაცავს და მივემართებით სოფელ ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში. ჩარგალი ფშავის ერთ-ერთი სოფელია. ფშავი მდებარეობს ფშავის არაგვის ხეობაში. ფშავის საზღვარია ჩრდილო-აღმოსავლეთით კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას აღმოსავლეთით ყოფს თუშეთისაგან, ჩრდილოეთით კი პირიქითა ხევსურეთისგან, დასავლეთით საზღვრავს პირაქეთა ხევსურეთი და გუდამაყარ-მთიულეთი, სამხრეთით - დუშეთის რაიონი. ფშავის მთავარი მდინარე არაგვია. ფშავის არაგვის სათავე ბოთანა-ბორბალოშია, რომელიც უმთავრესად შედგება სამი შენაკადისაგან: ბოთანას წყალი, ასის ხევი და ბოგოჩარის ხევი. აღმოსავლეთით მომდინარე ფშავის არაგვი შუაფხოდან 7კმ-ის დაშორებით უხვევს სამხრეთით და აქ უერთდება ხევსურეთის არაგვს ხევსურულას, სადაც იქმნება ე.წ. ორწყალი (ფშავ-ხევსურეთის არაგვი). ორწყლიდან შეერთებული არაგვი სამხრეთის მიმართულებით ეშვება, ჟინვალთან უერთდება მთიულეთის არაგვს და ეს გაერთიანებული არაგვი მცხეთასთან მტკვარს ერთვის. ფშავი თუშეთ-ხევსურეთთან შედარებით უფრო დაბალია, რასთანაც დაკავშირებულია ჰავის ცვალებადობა. ამიტომ ფშავის სამხრეთის ნაწილში უფრო ზომიერი და თბილი ჰავაა, ვიდრე კავკასიონის ძირში მდებარე უკანა ფშავში. აქ ზომიერად ცივა.

მინერალური წყლებიდან ცნობილია მხოლოდ ჩარგლის ვეძა, რომელიც ჩარგლის პირდაპირ არაგვის გაღმა კლდიდან გამოდის. ეს მომლაშო ვეძა რკინანარევია, მას სვამენ კუჭ-ნაწლავით დაავადებულნი, ქარებიანები კი ვეძას აცხელებენ და აბაზანებს იღებენ. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს. ეს კუთხე ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონს მიეკუთვნება. სოფლების სახელებია: ჩარგალი, ბოწახი, კაწალხევი, შუაფხო, გუდარახი, მაღარო, გომეწარი, თვალივი, მუცო, ხომი, კუჭეჭა და სხვა. ფშაველების უმრავლესობა გადასახლებულია ქართლ-კახეთის მხარეში. გადასახლების ეს პროცესი დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური პირობებით, ადგილის სივიწროვითა და მეცხვარეობის განვითარებით. ფშაველები დასახლებული არიან ივრის ხეობაში, აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთსა და პანკისის ხეობაში.

პირიქითა ხევსურეთში ფშავიდან ორი ბილიკი გადადის. პირაქეთა ხევსურეთში ფშავის გზა მიდის ორწყალზე და აქედან ხევსურეთის არაგვის ხეობით ბარისახოში შედის. ფშავიდან კახეთში ჟინვალ-არანის-თიანეთის შარაგზასთან არსებობს აგრეთვე რამდენიმე ბილიკი. სოფელ ახადიდან და უკანაფშავიდან ბილიკი გადადის ფუტკარაულის ქედზე და ივრის ხეობაში ჩადის.

ფშავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა. სახელწოდება "ფშავს" მდინარის ან ნაკადულის ერთი ტიპის ზოგადი სახელი ფშა (ფშანი) უნდა ედოს საფუძვლად. ფშა იგივე ფშანი'ეწოდება ჭაობიანი ადგილის ან დიდი მდინარის სანაპიროზე ჭილებისაგან ნაჟურ მცირე მდინარეს ან ნაკადულს. ამდენად ფშავი ფშებიან ადგილს ნიშნავს.

ფშავი ისტორიული ფხოვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის მე-15 საუკუნის შემდეგ დროინდელი სახელწოდებაა. ისტორიულად ფშავი იყოფოდა 12 გვაროვნულ თემად, რომლებიც დაჯგუფებული იყვნენ 2 ტერიტორიული თემის: უკანაფშავისა და მაღაროსკარის ირგვლივ. ფშავი დასახლებულია ბრინჯაოს ხანიდან. შუა საუკუნეებში იგი ჯერ კვეტერის საერისთავოში შედიოდა, შემდეგ ერწო-თიანეთის სამოურავოში. ფშავის სასულიერო-საეკლესიო საქმეებს განაგებდა ხარაჭოს საეპისკოპოსო; მთავარი სალოცავებია: იახსარი, ლაშარის ჯვარი და თამარის ხატი.

მე-15 საუკუნეში, ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანაში, ფშავი ხევსურეთსა და თუშეთთან ერთად განუდგა კახეთის სამეფოს, მაგრამ მე-16 საუკუნეში კახეთის სამეფომ ეკონომიკური ზემოქმედებით აიძულა მთის მოსახლეობა, დამორჩილებოდა მის ხელისუფლებას. ფშავის მიწები სახასო საკუთრებას წარმოადგენდა. სამხედრო თვალსაზრისით იგი კახეთის სამეფოს ჩრდილო-აღმოსავლეთი საფარი იყო. სამეფო ხელისუფლების შესუსტების პერიოდებში ფშავის დამორჩილებას ცდილობდნენ არაგვის ერისთავები. ფშავში მეურნეობის ძირითადი დარგი იყო მესაქონლეობა.

KARIBCHEფშაველები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: ერწო-თიანეთი, კახეთი. ვახუშტი ბატონიშვილი ფშაველებს ასე ახასიათებს: ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია, მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების, სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშაველის სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი ამასთანავე ალერსიანია და არშიყი. გულჩათხრობილი არ არის. მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროსტარება, სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია, ამასთანავე ფშაველი შარიანი და მოჩხუბარი არ არის და ამგვარ შემთხვევას შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მელექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიედ" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშაველებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა, ასეთ პირსაც პატივს სცემენ.

ფშავის მატერიალური კულტურა
ფშაველები უმეტესად მიწურბანიან სახლებში ცხოვრობდნენ, უფრო შეძლებულთ ბანიანი, მაგრამ მოქცეული სახლები ჰქონდათ. მოქცეულს ეძახდნენ სახლს, რომელსაც დიდი კერა და კერის თავში ოთხი კვადრატული მეტრი სიგანის ჭერის ნაწილი ერთ მეტრ სიმაღლეზე ჰქონდა აწეული. შუა ადგილს კერას ეძახდნენ.

კერას ორი მხარე ჰქონდა: მარჯვენა და მარცხენა. მარჯვენა მხარე იყო საკაცო, მარცხენა - სადედაკაცო. საკაცო კერის მხარეს იდგა ფიცრის დიდი ტახტი, რომელსაც სკამს ეძახდნენ, მასზე მხოლოდ მამაკაცები სხდებოდნენ, საკაცო კერის მხარეს ქალებს გადასვლა ეკრძალებოდათ. ქალები სხდებოდნენ სადედაკაცო კერასთან, მიწაზე. მოხუცი ქალები უპირატესობით სარგებლობდნენ და სხდებოდნენ სანაცურზე (გაუკრეჭავი ტყავის ბალიში). ტახტის ბოძზე ეკიდა სამლარიანი ფანდური, ხოლო ტახტის თავზე კედელს ამშვენებდა მამაკაცის საბრძოლო იარაღი. კერის თავზე ჰორიზონტალურად დაკიდებული იყო ორი სარი, რომელთაც საალე ხეებს ეძახდნენ. სარებზე დამაგრებული იყო წვრილი წნელის ლასტი, რაც ხაჭოს გასაშრობად იხმარებოდა, ამ ლასტს ძობანი ერქვა. საალე ხეები გამოიყენებოდა ხორცეულის გასაშრობადაც. კერის თავზე ჩამობმული იყო საკიდელი სპეციალური ჩანგლით ჯაჭვის დასაგრძელებელ-დასამოკლებლად.

ფშაურ სახლს წინა მხარეს ჰქონდა დერეფანი, რომელიც სახლის გაგრძელებას წარმოადგენდა და ლხინის დროს ხალხი იყრიდა თავს. აქვე ხშირად საპურე გოდრებსაც დგამდნენ მარცვლეულის შესანახად. ფშაური საცხოვრებლის კომპლექსში შედიოდა ბოსელი და საბძელი.

ფშაველები საკვებად იყენებდნენ როგორც ხორცეულს, ისე რძის ნაწარმს: დოს, ხაჭოს, ყველს, ერბოს. ხორცს ხარშავდნენ როგორც მშრალად, ისე წვნიანს, რასაც ხორცწვენს ეძახდნენ. რბილი ხორცისაგან აკეთებდნენ ხინკალს, მწვადს. ხინკალი ფშავში საუკეთესო საჭმელად ითვლებოდა, ამიტომ სტუმრებს ხინკლით უმასპინძლდებოდნენ. მეორე ადგილი ეკავა ხაჭო-ერბოს. ამას გარდა აკეთებდნენ კეცეულებს და აცხობდნენ ქადას, როგორც ხორცისა, ისე ხაჭოსი. ხატის მსახურნი, მოხუცი ქალი თუ კაცი ხორცს არ ჭამდნენ. ფშაველები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, არც იყოლიებდნენ ღორს. რძის ნაწარმიდან აკეთებდნენ ხაჭოს ხინკალს, აკეთებდნენ ქონ-ფქვილის ხინკალსაც. აცხობდნენ ხაჭოს ან ყველის კეცეულობასაც. ფშაველები დიდ მარხვას მტკიცედ ინახავდნენ. მარხვის დროს უცხიმო საჭმელებს ხმარობდნენ - ხარშავდნენ ლობიოს, ცერცვიანს, რასაც ლებიოს საჭამანდს ეძახდნენ

ჩაცმულობა
ქალები შედარებით მოკლე პერანგებს ატარებდნენ. პერანგის გარეთ იცვამდნენ ჯუბას - მთლიანად შალის კაბას. ჯუბა სიგრძით შუა წვივამდე სწვდებოდა.

ჯუბის მაგიერ შემდეგში შემოიღეს ქსოვილის როგორც მთლიანი, ისე ქვედა ძლიერ დანაოჭებული კაბები, რომლებსაც ბოლოებზე შიგნით 10 სმ სიბრტყის სარჩული ჰქონდა შემოვლებული. ამ სარჩულს ქობას ეძახდნენ. იკერავდნენ ბოლოზე რუშმოვლებულ კაბებსაც. კაბის გარეთ ჩასაცმელად შინ მოქსოვილი შალისაგან იკერავდნენ ფაფანაგს. ფაფანაგი კაბასთან შედარებით მოკლე იყო, ქალს მუხლის თავამდე სწვდებოდა, წელში ძლიერ იყო დანაოჭებული. სახელოები კაბასთან შედარებით მოკლე და იღლიის ქვეშ გახსნილი ჰქონდა.

საზამთრო გარე ჩასაცმელად ქალები ტყავს ხმარობდნენ.

ქალის პერანგს გულ-მკერდსა და საყელოზე დარაიას ან მერდინის სამხრე ჰქონდა დაკერებული.

***
ფშაველები შეადგენენ თორმეტ თემს: გოგოჭური, გაბიდოური, უძილაური, გოგოლაური, ჭიჩუელი და სხვა. თითოეულ თემს ჰყავს საკუთარი ხატი, გარდა საზოგადო ხატისა. საზოგადო ხატი, რომლის სამსახურიც ყველა ფშაველს ადევს კისრად, არის თამარ დედოფალი და ლაშარის ჯვარი. ეს ჯვარი არის შეწირული ლაშა გიორგისაგან ალბათ ეკლესიისთვის, როგორც ნიშანი ერთმანეთის ერთგულებისა: მეფისა ფშაველების მიმართ და ფშაველებისა - მეფის მიმართ.

სოციალური ურთიერთობანი
ფშაველს ნათესაობა ძალიან სწამს, მეზობელსაც ნათესავად თვლის. რაც შეეხება სისხლით ნათესაობას, გვარის მიხედვით შვიდ მოდგმამდე ნათლიაობა არ ეკუთვნისო, იტყოდა ფშაველი. ფშავში ნათესაობას მტკიცედ იცავდნენ, განსაკუთრებით - ჭირისა და ლხინის დროს.

KARIBCHEგარდა სისხლისმიერი ნათესაობისა, წესად იყო აგრეთვე ნათელ-მირონით ნათესაობა. ფშაველს ესაჭიროებოდა კარგი მეგობარი, დამხმარე ჭირსა და ლხინში. ასეთად ირჩევდა ყოველმხრივ სრულყოფილ ადამიანს, ვაჟკაცობით, გამტანობით, პატიოსნებით განთქმულს და სახელის მქონეს. თუ ამნაირი კაცი სისხლისმიერ ნათესავად არ ერგებოდათ, ნათელ-მირონით უნათესავდებოდნენ. ერთმანეთთან მკვდარზე საკლავით მიდიოდნენ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ნათლიის ქალი და ნათლიდედა საკუთარი დასავით სწამდათ, ბავშვებს ხშირად 2-3 ნათლიას ანათვლინებდნენ, რომ ბევრი ნათესავი ჰყოლოდათ. ნათლიები ურთიერთშორის და-ძმად გაფიცულად ითვლებოდნენ. სანათლიაოდ გამიზნულ წყვილს ქორწილში მეჯვარედ იყოლიებდნენ და როდესაც შვილი შეეძინებოდათ, მასვე ანათვლინებდნენ.

ფშაველს უღალატო მეგობარიც სჭირდებოდა და მას მუდამ დაეძებდა. ვაჟკაცებს ერთმანეთი რომ მოეწონებოდათ, თუ სხვა რაიმე ნათესაობის ჩამოგდება შეუძლებელი იყო, ერთმანეთს ძმად გაეფიცებოდნენ. ძმად გაფიცვის ორნაირი წესი არსებობდა: ძმადგასაფიცნი მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს დანით გაიჭრიდნენ, ორივენი გაჭრილ თითებს ერთმანეთს მიადებდნენ და სისხლს ერთმანეთში შეურევდნენ, ერთმანეთს გადაკოცნიდნენ და ამის შემდეგ ძმად ნაფიცად ითვლებოდნენ. მეორე იყო ვერცხლით გაფიცვა, რომელიც შემდეგნაირად ხდებოდა: ყანწს ან კონჩხას არყით გაავსებდნენ და შიგ ჩაფხეკდნენ ვერცხლის რაიმე სამკაულს, შემდეგ სათითაოდ დაილოცებოდნენ: "შენიმც დედ-მამანი ჩემს დედ-მამადაც ჩაითვლებიან, ჩემი და - შენი და, შენი ცოლი - ჩემი რძალი, ჩემი ცოლი - შენი რძალი, შენი შვილები - ჩემი ძმისწულები, ჩემი შვილები - შენი ძმისწულები, ღმერთო დიდებულო, გაუმარჯვე ჩვენს უღალატო ძმობას და ჩვენს ურთიერთწამებას". სასმისს ორივენი რიგრიგობით პირს შეახებდენენ, ამ ლოცვას წარმოთქვამდნენ და ამის შემდეგ ძმადნაფიცად ითვლებოდნენ.

საქორწინო რიტუალი ფშავში
ქალის თხოვა-გათხოვება შესაძლებელი იყო ქალის ასაკში შესვლისთანავე. თხოვა-გათხოვებაზე ასაკი დიდ როლს არ ასრულებდა, შესაძლებელი იყო კაცის 10-წლიანი უპრატესობა ან პირიქით. ქალის შერჩევა ხდებოდა კითხვა-გამოკითხვით ან ერთგული ნათესავის დახმარებით. "მწოლელ-მდგომელ ხვარ არიო", - იკითხავდნენ, ე.ი. მოწაწლეო, მაგრამ რადგან ფშავში წაწლობა საძრახისად არ მიაჩნდათ, ამით ქალი არ დაიწუნებოდა. დიდ ყურადღებას აქცევდნენ სილამაზესთან ერთად ქალის მხნეობა-სიყოჩაღეს. უნდა სცოდნოდა საქალო ხელსაქმე. ამის გარდა ყურადღება ექცეოდა მის ოჯახს და ცხოვრების პირობებს. ქალის გათხოვებაში დიდ როლს ასრულებდა მარჯეკალი. მარჯეკალი მაჭანკლისაგან იმით განსხვავდება, რომ მარჯეკალი იყო ოჯახის ნათესავი. მარჯეკლობას სწევდა როგორც ქალი, ისე კაცი. თუ საქმე კარგად დაგვირგვინდებოდა, ვაჟის ოჯახი ქალს საკაბეს ან მოსახვევს სჩუქნიდა, ხოლო კაცს ფულს აჩუქებდნენ, რომელიც მას პატარძლისთვის უნდა ეჩუქებინა ქორწილში.

ქალის თხოვა-გათხოვებას აკვანში, ანუ ხელის დადებას (დანიშვნას) ფშავშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ადრევე აღკვეთეს. თუმცა ხშირად გარიგება ხდებოდა ისე, რომ ქალი და ვაჟი ერთმანეთს არც კი იცნობდნენ. ქალი შეიძლება ენახათ სამაზლეს ან სამულეს ხატში ან ქორწილში. თუ ისინი კმაყოფილი იქნებოდნენ და სადედამთილოსაც მოეწონებოდა, დაიწყებდნენ სამზადისს მის სათხოვნელად. როცა ქალის თხოვნა გადაწყდებოდა, ქალის სათხოვნელად ვაჟის მამა მიდიოდა. თუ მამა არ ჰყავდა, დედა მიდიოდა ახლო ნათესავთან ერთად, რომელიც მარჯეკლობას გაუწევდა. ქალის ოჯახმა ხშირად ეს წინასწარ იცოდა და მზად ხვდებოდა.

როგორც ვაჟის პატრონი არკვევდა სარძლოს მდგომარეობას, ისე ქალის პატრონიც არკვევდა ვაჟის მდგომარეობას. სასიძო არ უნდა ყოფილიყო ავადმყოფი, მუქთახორა, ლოთი ან ქურდი. მართალია, ქალს გათხოვებას არ ეკითხებოდნენ, მაგრამ თუ ქალს და ვაჟს მოსწონდათ ერთმანეთი, ხდებოდა მოტაცებაც. საერთოდ რამდენიმე მისვლის შემდეგ ოჯახი თანხმდებოდა ქალის მითხოვებაზე. ხშირი იყო შემთხვევა, როცა ქალს ორი მთხოვნელი ჰყავდა. ხშირად ასეთი შემთხვევები მოტაცებით მთავრდებოდა.

შეთანხმების შემდეგ ქალის დასანიშნად მიჰქონდათ თავსახვევი აბრეშუმისა და 5-10 მანეთი ოქროთი. როცა ვაჟის ოჯახი ქალის ოჯახს შეუთანხმდებოდა სახლის ნიშანის მიტანაზე, ქალის ოჯახის ნათესაობა რომ კმაყოფილი ყოფილიყო, მიდიოდა ქალის ოჯახში, მიჰყავდა საკლავი, სასმელი და საჭმელი. თან მიჰყვებოდა ახლობელი 10-15 ქალი და კაცი. თავის მხრივ, ქალის ოჯახი მზად იყო არყითა და სანოვაგით. სახლის ნიშანზე სანეფოს დასწრება აუცილებელი არ იყო. პირველი ნიშნობის დროს ხდებოდა მეორე ნიშნობის - სახლის სანახავის დათქმა. სახლის სანახავი პატარა ქორწილის მსგავსად ტარდებოდა. ქალის ოჯახი ვალდებული იყო: ვაჟის მომყოლებს და თავის ნათესავებს თვითონ დახვედროდა პურ-მარილით. მეორე დილას ვაჟის ოჯახი კლავდა საკლავს და შლიდა სუფრას. ქალსა და ვაჟს ერთად დასვამდნენ. მათ წინ უწყობდნენ ფულს და საჩუქრებს. საჩუქრების გადალოცვას ასრულებდა ოჯახის მიერ გამოყოფილი კაცი, რომელსაც მყეფარს ეძახდნენ. პატარძლის გვერდით დასვამდნენ პატარძლის ნათესავ ქალს, რომელსაც მდადე ეწოდებოდა. სახლის სანახავის ჩატარების დროს დავა იწყებოდა ქორწილის დროის გამო. ქალის ოჯახი ქორწილს მუდამ აჭიანურებდა, მიზეზად ქალის მოუმზადებლობას ასახელებდნენ. ქორწილი დიდ სამზადისს მოითხოვდა, ემზადებოდნენ როგორც ვაჟის, ისე ქალის ოჯახები.

თამარ-ღელე
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც ღელეს უწოდებენ. "ღელე" ნიშნავს გადასავალს.

ღელე ტყიანია, მას აღმოსავლეთით ახადის ხევი ჩამოუდის. ამ ხევით ბილიკი ტყეში მიდის. თამარის ხატამდის დაახლოებით 7 კილომეტრია. ტყის თავში კვირიას ხატია თავის საზარეთი, საბერო-სალუდეთი და სხვა ნაგებობებით.

KARIBCHEთამარის ხატი ღელეს ქედზეა. ადგილი გაშლილია და დავაკებული. ხატს საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. ხატის ნიში ყორის გალავნით არის შემოზღუდული. ხატის გალავანზე აწყვია ირმის რქები, ზანზალაკები და სხვა. გალავანშია თუნუქის გუმბათიანი ხატის საზარე, სასანთლე, საბერო, სალუდე, ხატის ბეღელი და 1910 წელს აშენებული თამარის სახელობის პატარა ეკლესია.

ხალხური თქმულებით, თამარის ეს ხატი პირველად გაბიდოურის თემის დედაკაცს, სანათას აღმოუჩენია. სანამ თამარ მეფის ეს სალოცავი "თავს იჩენდა", ღელის გორში გაბიდოურების თემს უცხოვრია და სანათას თამარის ხატი პირველად აქ სჩვენებია, სასანთლეც აუშენებია და თამარ მეფე ხევისბრულად უდიდებია. სანათას ღელეში მცხოვრები თემისთვის აქედან გადასახლება ურჩევია, მაგრამ ხალხს მშვილდ-ისრებით თავი ამოუხოცავს.

ზოგი მათგანი გადარჩენილა, მაგრამ მაინც არ გადასახლებულა, - სანამ ხატი რაიმე სასწაულს არ გვაჩვენებსო. სასწაულიც მომხდარა. უეცრად კალოს პურს თავისთავად ცეცხლი გასჩენია, ფიწლის ტოტებსა და ხარის რქებზე ცეცხლი ხალხს კელაპტარივით სჩვენებია. ამის შემდეგ მოსახლეობა აყრილა და ხოშარაში გადასულა.

თამარის ხატი ფშავში ძლიერ სალოცავად ითვლება. მას განსაკუთრებით ქალები ლოცულობენ და იქ იმ დედოფალს უწოდებენ, რომელსაც წამლის სახსრად ერთ ცხვარზე ზედმეტს სწირავენ. ზოგჯერ ხატს ციკანსაც უკლავენ, თამარს თავისი მწევრებისათვის მოუნდებაო. თამარის ხატი წინათ მდიდარ სალოცავად ითვლებოდა. მას თავისი მამულები და ზვრები ჰქონია, რომლის ცხვარ-საქონელს ხატის კაცები და ქალები უვლიდნენ.

ხატის ქალები მხოლოდ თამარს ჰყავდა, რომლებიც მის საქონელს უვლიდნენ და ქალწულად რჩებოდნენ. ხატში მათ ცალკე საჯარე ჰქონიათ და თამარის ხატობას ერთად დგებოდნენ. ხატის ქალებს ეხურათ თეთრი ხილაბანდები, წინ იკეთებდნენ თეთრ ფასტამალს, გულმკერდს იმკობდნენ ვერცხლის ღილ-შინებით.

თამარის ხატს დიდძალი შემოწირულობაც შემოუდიოდა: ფული, საქონელი, სამკაულები და სხვა. პატარძლები თამარს ჯვარნაწერ ტანისამოსს სწირავდნენ, ახალი ნეფეები კი ვერცხლის ქამარს მიართმევდნენ, რომ თამარს მიეცა წყალობა და დღეგრძელობა. კახეთიდან მხვეწარს მოჰქონდა აბრეშუმის ხიფები და ქსოვილები.

გაბიდოურის თემის ახალჯვარდაწერილ ქალს ღელეობას საწაღმართო საწირი უნდა მიეტანა და თამარისთვის მფარველობა ეთხოვა: "თამარ მეფეო, გვიშველე, შენი კაბის კალთა დამაფარეო". ზოგ მხვეწარს სამი თუ ოთხი საკლავიც მიჰყავდა და ღელეობას ზოგჯერ 300 ცხვარზე მეტი დაიკვლებოდა თურმე.

ღელეში თამარის ხატობა იწყება პეტრეპავლობის მარხვის დასრულებიდან პირველსავე სამშაბათ დღეს. ლაშარიდან ჩამოსულ მლოცავს აქ ხვდება ფშავის-ხევიდან მოსული მხვეწარი და შუადღისას ხევისბერები იწყებენ საკლავ-საწირავის დამწყალობნებას. ხარის ნიშთან მისვლა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, ქალები კი მოშორებით დგებიან.

წინათ მეხატენი თავიანთ საჯარეში დგებოდნენ, რომლის მიჯნის გადალახვა არ შეიძლობა, ვინც ამას დაარღვევდა, მას ხატისთვის საკლავი უნდა დაეკლა, რომლის სისხლით ხევისბერს მისი კარ-მიდამო უნდა გაენათლა. დედაკაცებს ერთი საჯარე ჰქონიათ, რადგანაც ქალები თემებად დაყოფილი არ ყოფილან, მათ ეკრძალებოდათ მამაკაცის საჯარეში დადგომა.

ხევისბერი მხვეწარს ჩვეულებისამებრ ამწყალობებდა. ავადმყოფს "წამლის სახსრად" ქადა-კვერები მოჰქონდა და ცხვარი მოჰყავდა, ზოგს კი "ხატის საკადრისი" თეთრი მოსახვევი, რომლის ყურზე "წამლის სახსრად" თეთრი ფული იყო გამოკრული. ვისაც შეთქმული ჰქონდა, "შენ კარზე მოვხვდები ყელწნელიანი, ფეხშიშველი, პირქვიანიო", ისიც ასე ასრულებდა. ხევისბერი მხვეწარს ართმევდა საწირს და დაილოცებოდა: "გაუმარჯოს თამარ მეფეს, იყოს მფარველი თავის საყმოსი, თავის ქალ-ქალიშვილისა, დღეს თავის კარზე მდგომელი და მლოცავი კეთილად შამზღვნელი, შამწირველთ, მოსულთ დაახვედროს ტკბილი წყალობა, წასულებს გააყოლოს ბედი და კარგა მყოფობაო". შემდეგ საკლავს შუბლს შეუტრუსავდა და იქვე დაკლავდა.

ბოლოს სუფრა იშლებოდა, ხევისბერი სუფრაზე სახელს შედებდა და ყველას შესანდობარს დალევდა.

ღვთისმშობელთა ჰყვავის წმინდაი, თამარ დედოფალია;
უფლისგან ჰქონდა ბრძანება, შაერტყა მამის ხმალია;
მამის სანეფო აიღო, თითონ ბრძანდება ქალია,
ხმელეთ თავისად მაიგდო, იმდენიცა აქვ ძალია;
შუა ზღვას ჩადგა სამანი, სამანი რკინის სარია,
სატახტოდ, საბრძანებლადა თითონ ხმელს გორძე ბრძანია,
პირდაპირ უდგა გორზედა ლაღი ლაშარის ჯვარია,
გვერდს უდგა ნისლისგერაი, ტრეფივითა ჰქონ ხმალია,
ოქროს უნაგირ ზედ აგდა, ოქროსწყლის ლაგმის ტარია;
დალოცვილ შემზადებულა, არ იყოს მისვლის ხანია.


გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat