ხცისი
ხცისი
სოფელ ხცისის შედარებით ახალ ნაწილს წვიმეთისგან ხციულა ჰყოფს. როგორც კი მდინარეზე გადახვალთ, არჩევანის წინაშე დადგები - თუ ამ ნაკადულის ხეობას გაუყვები, ნათლისმცემლის ტაძრის ძირში მოხვდები, ხელმარჯვნივ წახვალ - გორაკზე აღმოჩნდები და ყურაქედის გზას დაადგები. ამ გორაკს ელიას გორას ეძახიან. როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იცნობდნენ ბიბლიას და ცდილობდნენ, საქართველოში ბიბლიური სიწმინდეების აღმნიშვნელი ტოპონიმები დაემკვიდრებინათ. მაშ, სხვაგვარად როგორ ავხსნით იმ გარემოებას, რომ ელიას გორის თავზე მუხნარით დაფარულ მთას ყურაქედი ჰქვია და ამ ადგილის სიწმინდის აღსანიშნავად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა აშენებული. ადვილი საფიქრებელია, რომ ელიას პატივსაცემად ამ ქედს "ყორანის ქედი" ერქვა და დროთა განმავლობაში იქცა "ყურაქედად". როგორც ბიბლიიდან ვიცით, საქადაგოდ გამოსული იოანე ნათლისმცემელი ხალხს მოაგონებდა ელიას. ამით იმის გახსენება გვინდა, რომ სრულიად ბუნებრივია, ელიას სახელობის ადგილთან ახლოს ყოფილიყო იოანე ნათლისმცემლის ტაძარი, რადგანაც ეს ორი ბიბლიური პიროვნება ხალხის ცნობიერებაში ერთმანეთს უკავშირდებოდა. ელიას გორა, ყორნის ქედი, ნათლისმცემლის ტაძარი - ეს ყველაფერი ერთ ბიბლიურ კონტექსში თავსდება. და აი, მივადექით მთავარს - რას უნდა ნიშნავდეს წვიმეთი. ნათლისმცემლის ფერდობის ძირში სამკურნალო აბანოები იყო გამართული. გოგირდოვანი წყლები ამ სოფლისთვის მნიშვნელოვან სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა, გოგირდი კი ბიბლიაში სწორედ წვიმას უკავშირდება. "აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი". გოგირდს მეორე სახელიც აქვს - "წუმწუმა" (სულხან-საბა ორბელიანი). რადგან ამ სოფელში უხვად იყო გოგირდი, ე.ი აწვიმა იგი განგებამ ამ ადგილებსაც და სოფელსაც ამიტომ წვიმეთი დაერქვა. ყურაქედსა და ნათლისმცემელს შორის ღვთაების ეკლესია დგას. მართლაც ღვთაებრივი ადგილებია, რომელსაც კრავს ეს მშვენიერი ადგილი ამ ძველი სოფლისა ელიას გორა, ყორანქედი, ნათლისმცემელი, ღვთაება, იქვე ახლოს ხარვებია, ადგილი, რომელსაც რატომღაც ზოგი ხაროებს ეძახის და ზოგი ხარვებს. იქნებ არც ერთია და არც მეორე და აქაც ბიბლიის ღვთაებრივი ხელი ურევია, იქნებ სულაც ხარებიდან მოდის ამ ადგილის სახელი.

KARIBCHEსოფელი რომ უძველესია, ამას სხვა ფაქტებიც ადასტურებს. 1946 წელს მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ქვაყუთი, რომელიც კარგად გათლილი ფილაქვებისაგან შედგებოდა. ყუთში მიცვალებული ესვენა თავით დასავლეთისაკენ, სამარხეული ინვენტარი დაკარგული იყო. "ხაროები" მოუნახულებია საზოგადო მოღვაწე იოსებ დავითაშვილს, რომელიც თავის წიგნში წერს: "ახლაც კი ვნახე საწნახელი, ქვევრები, ვაზიც შემორჩენილა, ხვნის დროს შუბის ბუნიკიც უნახავთ...", ამის მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხცისში ერთ დროს მევენახეობას მისდევდნენ. ამას ადასტურებს ციციშვილების სასახლის ქვეშ დღესაც არსებული მოზრდილი მარანი, რომელიც აგურის თაღით არის გაწყობილი და საკმარისად დიდი ტევადობის ქვევრებია მოთავსებული. სოფელი ხცისი საციციანოს მიწაზეა. საციციანო ქარელის რაიონიდან ალექსანდრეს წყაროსა და სათივემდე (სოფლები ხაშურის რაიონში) გრძელდებოდა.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
მონასტრის წინამძღვარი სქემმღვდელმონაზონი ეგნატე (გოგალაძე) მართლაც გამორჩეული ბერია. მამა ეგნატემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში წამიყვანა. საოცარი და სანატრელი ადგილია მონასტრული ცხოვრებისთვის და უფალთან მარტო ყოფნისთვის. მონასტრამდე მისასვლელი გზა მართლაც რთულია. უამინდობის დროს კი ამ გზის გავლა შეუძლებელი ხდება. მართლაც ქრისტეს მხედრები არიან აქ მოღვაწე მამები.

როგორც წარსულის ფურცლები გადმოგცემს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის მშენებლობა საამშენებლო წარწერის მიხედვით დაუწყია 1002 წელს გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს ანანია მთავარეპისკოპოსს. ეს წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრულითაა შესრულებული: "სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩვენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონი იყო სკბ" (ქორონიკონით 222, ჩვ.წ. 1002წ). დასავლეთის ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა: "წმინდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტი დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა... და ყოველი კურაპალატი, მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილავთა"; "ქრისტე შეიწყალე ანან... მთავარ ეპისკოპოსი"; "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე". ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთით კედელში გაჭრილია სამკვეთლოში გასასვლელი ნიში.

KARIBCHEიოანე ნათლისმცემლის ტაძარი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი დაზიანებულია, მას ჩამოშლილი აქვს სახურავი, ჩრდილოეთის და სამხრეთის ნავები თითქმის დანგრეული იყო. ჩრდილოეთ ნავი უკვე აღდგენილია, რომელიც მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა 2009 წელს გახსნა და აკურთხა იოანე ნათლისმცემლის მშობლების - წმინდა იოაკიმესა და ანას სახელზე. შუა ნავის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამხრეთ ნავში შემთხვევით აღმოჩენილია ბერების სამარხები.

2002 წელს ამ ტაძარში აღდგა მამათა მონასტერი. მას შემდეგ აქ ბევრჯერ დაიწყო რესტავრაცია და დღესაც მიმდინარეობს. ღვთის მადლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს რესტავრაცია.

სოფლის მკვიდრნი ტაძრის (ივანობის) დღესასწაულს 7 ივლისს აღნიშნავენ.

***
მამა ეგნატესთან ერთად ტაძარი მოვილოცე, მონასტერიც დავათვალიერე. იქ ახლაც მყარად დგას მეუფე ილარიონის წინამძღვრობის დროს აგებული მცირე სენაკი. მღვდელმთავრად გამორჩევამდე მეუფე წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერს წინამძღვრობდა.

- თავიდან ეკლესიური ცხოვრება ამგვარად დავიწყე, - მიამბობს მამა ეგნატე, - მეზობლისგან ვითხოვე სახარება. რამდენიმე თვის განმავლობაში დილა-საღამოს მხოლოდ "მამაო ჩვენოს" ლოცვას ვამბობდი ხოლმე. დიდი მარხვის დაწყების შემდეგ სურვილი გამიჩნდა, აღსარება მეთქვა. მივედი ტაძარში მამა ალექსი ახალკაცთან. ჩემი პირველი მოძღვარი ის გახლდათ. მან მასწავლა სულიერი ცხოვრება. მალე სტიქაროსნად მაკურთხეს. ჩავაბარე ქუთაისის სასულიერო სემინარიაში. სწავლის დროს ხშირად დავდიოდი მონასტრებში, მათ შორის სარკის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში. ძალიან მომწონდა იქაური ცხოვრება, მონასტრული ტიბიკონი. სულ ვფიქრობდი მონასტერში წასვლაზე. მოვინდომე ქუთაისის სემინარიიდან სწავლა გამეგრძელებინა საფარის სასულიერო სემინარიაში. ვიცოდი, რომ საფარის სასულიერო სემინარია მონასტერთან არსებობს. სამი კურსის დახურვის შემდეგ მონასტერში წამოვედი. დედა ბავშვობაში გარდამეცვალა. ჩემს გადაწყვეტილებას მამა უარყოფითად შეხვდა. ახლა კი ძალიან ბედნიერია.

ყველა ადამიანს თავისი გზა, თავისი ჯვარი აქვს დაკისრებული, თითოეული თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და ღმერთს შეუდგეს. ღმერთის შედგომა არის ის, რომ ღვთის მცნებებს იცავ და ემორჩილები ღვთის ნებას.

როცა მონასტერში წამოვედი, ჩემი მოძღვარი გახლდათ მამა შიო (ხარძეიშვილი). მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო თავისი სულიერებით, სიყვარულით. ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ბერული ცხოვრების ნაბიჯები მამა შიომ გადამადგმევინა. 2005 წელს წამოვედი მონასტერში. ერთი წლის შემდეგ კი სქემმღვდელმონაზვნად აღმკვეცეს. ექვსი თვე ვმსახურობდი ტბეთის მამათა მონასტერში, შემდეგ გადმომიყვანეს ხცისის წვიმოეთის წმინდა ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 2006 წლიდან აქ ვმსახურობ.

- მამაო, როგორია თქვენი ცხოვრების განაწესი, ტიბიკონი?

KARIBCHE- მონასტრული დროით, ოთხის ნახევარზე ვდგებით. ოთხ საათზე ვიწყებთ შუაღამიანს, შემდეგ მოდის ცისკარი, რასაც მოჰყვება ღვთისმშობლის დაუჯდომლის წაკითხვა. ათ საათამდე გვაქვს დასვენება და პირადი კანონების შესრულება. ათ საათზე კი ვტრაპეზობთ. მერე მორჩილების დრო დგება. საღამოს ექვს საათზე მწუხრია, შემდეგ ტრაპეზი, ბოლოს კი სერობა და პირადი კანონების შესრულება. ამჟამად მონასტერში ორი წევრი ვცხოვრობთ. ჩემთან ერთად არის ახალაღკვეცილი ბერი სერგი. ჩვენს მონასტერში არის სიმშვიდე, სიყვარული, ერთმანეთის გვერდით დგომა.

- რთულია მონასტრის წინამძღვრობა?

- მონასტრის წინამძღვრის ტვირთი დიდია, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც მამა სერგია, გვერდით მიდგას და ყველანაირი სირთულე ერთად გადაგვაქვს ხოლმე.

- რას გავალდებულებთ ბერული ცხოვრება?

- პირველ რიგში იმას, რომ შევასრულოთ ღვთის მცნებები და უფრო მეტად ვიყოთ უფალთან. ბერობა საკუთარი თავის შეწირვაა ღვთისთვის. საკუთარ ნებას უკვე ღმერთს წირავ. ხომ გვაქვს ადამიანებს თავისუფალი ნება და ბერი ამ თავისუფალ ნებას უფალს სწირავს. ბერული ცხოვრების არსი მდგომარეობს მორჩილებაში. ბერისათვის მთავარია მორჩილება და თავის უარყოფა. თუ ბერი მორჩილებით იცხოვრებს, ის ყოველთვის გამარჯვებული იქნება. როგორც ბერი პაისი ამბობს, ბერი წინა ხაზზეა და ეშმაკებს ებრძვის. სადაც დიდი მადლია, იქ ბრძოლაც დიდია. ბრძოლაში ღვთის დახმარებაც საჭიროა, იმიტომ რომ ადამიანი თავისით ვერ შეერკინება ისეთ რამეს, როგორიც ეშმაკია. ღვთის მადლი, რწმენა, სიყვარული რომ გქონდეს, მორჩილება უმთავრესია. ბერობა ჩემთვის ყველაფერია. ეს მართლაც უდიდესი ბედნიერებაა. ამ გზაზე შეიძლება ბევრი გაჭირვება შეგხვდეს, განსაცდელი, მაგრამ არაფერი არ არის. ღმერთი შეგეწევა და გადალახავ ყოველგვარ დაბრკოლებას.

***
წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი 2002 წლიდან მოქმედებს. ადრე ღია ტრაპეზი იყო და ისე მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. მონასტრის პირველი წინამძღვარი მეუფე ილარიონი გახლდათ. მადლობა ღმერთს, რომ ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დროულად დაიწყო, თორემ ჩამოინგრეოდა და დაიკარგებოდა უნიკალური ჩუქურთმები. ოთხი წელია, რაც ტაძრის მშენებლობა მიდის, იმედია მალე დასრულდება.

KARIBCHEწმინდა იოანე ნათლისმცემელი ბერ-მონაზონთა მფარველია. პირველი ბერი იყო წმინდა იოანე ნათლისმცემელი. დიდი პასუხისმგებლობაა, როცა მისი სახელობის ტაძარში მოღვაწეობ.

***
სულიერება საიდან მოდის? რა თქმა უნდა, მონასტრიდან, ბერ-მონაზვნობიდან, ეკლესიიდან. ამდენ ჭირ-ვარამს რომ გავუძელით, ეს ჩვენი ბერ-მონაზვნების დამსახურებაა. ღვთისათვის თავის დადება მხოლოდ ის როდია, ეწამო ქრისტესათვის. ღირსი მამები წმინდა მამები არიან თავიანთი ცხოვრებიდან გამომდინარე. მთელი ცხოვრება მხოლოდ ღვთისმსახურებაში, ჭირთა თმენაში გაატარეს და დღესაც მათი ლოცვით ვსულდგმულობთ. ჩვენი წინაპრების ლოცვით შენდება ეს ტაძარი და გრძელდება მონასტრული ცხოვრება.

ტაძარში მამების საძვალეა.

- მამაო, მოძღვარს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებაში?

- ღვთისაგან ეკლესიაში დადგენილი იქნენ მსახურები: ხუცესნი, მოძღვრები, ეპისკოპოსები. უფალმა ეს ადამიანები სულიწმინდის მადლით შემოსა. ადამიანმა ცხოვრება სწორად რომ განვლოს, მეგზური სჭირდება. მასწავლებელი კი სულიერი მოძღვარია, რომელსაც სულიწმინდისგან მადლი აქვს მიცემული, რათა ადამიანი ღმერთამდე მიიყვანოს. თუ ადამიანი მარტო დაიწყებს ამ გზაზე სიარულს, ის აუცილებლად წაბორძიკდება. ამისათვის საჭიროა გვყავდეს მოძღვარი და მისი მორჩილებით ვიცხოვროთ. მოძღვრის მორჩილება იგივე ღვთის მორჩილებაა. ჩვენ როგორ უნდა გავიგოთ, რომ ღვთის ნებას ვასრულებთ და ღმერთს ვემორჩილებით? თუ დავემორჩილებით სულიერ მოძღვარს და მისი ლოცვა-კურთხევით ვიცხოვრებთ, ღვთის ნებაც ამაში გამოიხატება.

- მამაო, რა არის სიყვარული?

- ღმერთი თავად არის სიყვარული. სიყვარულის გარეშე შეუძლებელია რაიმეს არსებობა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოძღვარს ეძახიან. როდესაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ღრმად მოხუცდა და საუბარი უჭირდა, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდა, - გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორ უნდა დავუმტკიცოთ მოყვასს სიყვარული? თუ ადამიანს ღმერთი უყვარს, მას მოყვასიც ეყვარება. ჩვენი სულიერების საზომი მართლაც არის ის, თუ როგორ გვიყვარს ერთმანეთი. როცა ცოდვა მრავლდება, ღვთის სიყვარულიც გახმება ხოლმე ადამიანებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.Uუსიყვარულობას, სიძულვილს მოაქვს ყველაფერი ის, რასაც კაცობრიობა დაღუპვამდე მიჰყავს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ძალიან კარგ, ღვთის საქმეს ემსახურებით.

ყორანქედის (ყურაქედი) წმინდა გიორგის მამათა მონასტერი
ყურაქედის წმინდა გიორგის მონასტრისკენ გზა წინამძღვარს სქემიღუმენ სვიმეონს (ცაკაშვილი) ისე გაუკაფავს, რომ პატარა მანქანით ასვლა შევძელით. წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრები ერთმანეთს შეჰყურებენ. ყურაქედი სოფელ პატარა თხილნარაში, სოფელ ხცისის ჩრდილოეთის ქედზეა. ამჟამად აქ მხოლოდ ნასოფლარია. XVIII საუკუნეში ლეკიანობის გამო ეს სოფლები განადგურდნენ, ხოლო XIX საუკუნის დასაწყისში აქ დასახლებულან ეთნიკური ოსები, XX საუკუნეში 90-იან წლებში ეს სოფლებიც აყრილან.

ხცისის მონასტრებიდან ყურაქედის მონასტერი ყველაზე ადრინდელია, იგი VIII საუკუნეშია აგებული. ყურაქედის სახელწოდება ელია წინასწარმეტყველის ისტორიას უკავშირდება. ბიბლიიდან ცნობილია მისი წინასწარმეტყველება, რომ უფალი ქვეყანას უდიდესი გვალვით დასჯიდა. ელია ერთხანს ქერითის ხევში იმალებოდა და იქ ყორნები უზიდავდნენ საკვებს, ხოლო როცა ხევი დაშრა, წავიდა სიდონის სარეფთაში და იქ ცხოვრობდა. ისიც ცნობილია, რომ ქარმელის მთაზე შედგა ბაალის და ელიას პაექრობა, სადაც ღმერთმა ელიას ცეცხლი გარდმოუვლინა, ხოლო როცა ელიამ ამქვეყნიური მისია ამოწურა, იგი ცეცხლის ეტლით ამაღლდა ზეცად.

ყურაქედი სწორედ ელიას ბიბლიურ თავგადასავალთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, მისი ადრინდელი სახელი იყო ყორნის ქედი იმის ხსოვნის აღსანიშნავად, რომ ელია წინასწარმეტყველს ყორნები ასაზრდოებდნენ.

შთამომავლობას რომ არ დაევიწყებინა ამ ადგილის სიწმინდე, აუგიათ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი...

2008 წლამდე აქ ძველი ტაძრის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, ეს არ უშლიდა ხელს სოფლის მოსახლეობას სალოცავად ევლო ეკლესიაში. ღვთის წყალობით გამოჩნდა ადამიანი, სოფელ ხცისის მკვიდრი მალხაზ ბერიძე, რომელმაც მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით ნანგრევების ადგილას ააშენა შედარებით მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესია, სადაც ძველი ტაძრიდან შემორჩენილი ქვებია გამოყენებული,

2009 წლის ზაფხულში აქ გაიხსნა მამათა მონასტერი, ხოლო 2009 წლის 23 ნოემბერს (გიორგობას) მეუფე იობმა ტაძარი წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა. მონასტრის წინამძღვარი სქემიღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი) გახლავთ. ამჟამად საფუძველი ეყრება წმინდა ელია წინასწარმეტყველის ტაძრის მშენებლობას, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია წვლილის შეტანა.

სოფელ ხცისის მკვიდრნი ყურაქედობას 13 მაისს აღნიშნავენ. ამ დროს ყორანქედის მონასტერში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

***
სოფელ კრისხევში გზის პირას ღვთისმშობლის სახელობის ძველი საკმაოდ დაზიანებული ეკლესიაა. აქედან გზას ყორანქედისაკენ მივყავართ. მამა სვიმეონი ყორანქედის წმინდა გიორგის მონასტერთან ერთად კრისხევის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიასაც წინამძღვრობს.

KARIBCHE

მამა სვიმეონი მრევლთან ერთად

- შარშან თითქმის მთელი ზაფხული ავდარი იყო და ჭირდა სამშენებლო მასალების მიტანა მონასტრამდე, - მითხრა მოძღვარმა, - მაგრამ ხალისიანი საკეთებელი საქმე იყო. წმინდა გიორგიც არ აყოვნებდა შემწეობას, მფარველობას. თუ რაიმე გაკეთდა, ყველაფერი ღვთის მადლით და წმინდა გიორგის მფარველობით და მეოხებით. შევთხოვთ კიდევ ერთხელ, რომ ბევრი გვაკეთებინოს, ვიდრე ახალგაზრდები ვართ - სულიერიც და ხორციელიც.

ძველ სასაფლაოზე VIII-IX საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია დგას, რომელიც ნანგრევებიდან აღუდგენია სოფელ ხცისის მკვიდრს მალხაზ ბერიძეს. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აქა-იქ ჩაყოლებული აქვს ჩუქურთმა. მისი დახმარებითა და სხვა მრავალი ადამიანის შემოწირულობით აუშენებიათ მონასტერი. თუმცა მამა სვიმეონს თავისთვის მოკრძალებული, უბრალო კელია აურჩევია. ადგილი მართლაც საუცხოოა. მშვიდი და სამონასტრო ცხოვრებისთვის შესაფერისი. მშვენიერი ხედი იშლება თვალწინ.

- როდესაც გადმოვედით, ძალიან გვაინტერესებდა ამ ადგილის სახელწოდება, - მიამბობს მამა სვიმეონი, - გადმოცემით ვიცოდით, რომ ამ ადგილს ყურაქედი ერქვა, სულ მაინტერესებდა, რატომ ერქვა ყურაქედი. ბოლოს ვნახეთ ისტორია და გავიგეთ, რომ წინათ ამ მთას ყორნის ქედი რქმევია. გასაოცარი ის არის, რომ აქ ყოველ ერთ საათში შეიძლება ვიხილოთ, როგორ ფრინავენ ყორნები. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, გადავწყვიტეთ, რომ ამ ადგილს ყორანქედი დარქმეოდა.

ბერის ცხოვრება ალბათ ღმერთთან ახლოს ყოფნაა. ეს ყველა ადამიანის მოვალეობაა, მაგრამ, მე ასე ვიტყოდი, რომ ბერის ცხოვრება უფრო ღრმა და მკაცრი ქრისტიანობაა, ვიდრე ერის ადამიანისა, უფრო მიმბაძველობა იმ ძველი პირვანდელი ქრისტიანებისა. ბერობა ანგელოზებრივი ცხოვრებაა.Aანგელოზებრივი ცხოვრება მარტო სიტყვით არ ითქმის. წმინდა მამების გადმოცემით ვიცით, რომ მონასტერი არის ხილული სამოთხე. იქ მყოფნიც ხილული ანგელოზები არიან. როცა იცი, რომ სამოთხის მსგავს ადგილას ცხოვრობ და ანგელოზებრივი სახელი გაქვს მონიჭებული, შესაბამისად უნდა იცხოვრო ანგელოზებრივად. ბერი როცა მონასტერშია, ნახევრად სასუფეველში ცხოვრობს და ნახევრად დედამიწაზე. როგორ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ეს მხოლოდ ღმერთმა იცის. ღმერთმა შეგვაძლებინოს. მთავარია, გვქონდეს სურვილი, რომ ზუსტად იმ ქრისტიანული წესებით და კანონებით ვიცხოვროთ. მთავარია სიყვარული, თავგანწირვა და თავდადება გვქონდეს უფლისა, სამშობლოსი, ეკლესიისა და მოყვასისა.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აქვე საფუძველი ჩაეყრება წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტაძრის მშენებლობას.

ვისაც გსურთ, შეეწიოთ ტაძრის მშენებლობას, გთხოვთ დარეკოთ მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან - 700-365. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat