ტვიბის ხეობა
ტვიბის ხეობა
სვანეთის შესახებ წერილის კვლავ დაწერა ერთმა გარემოებამ გადამაწყვეტინა. რედაქციაში ბატონი ზურაბ ზურაბიანი მობრძანდა და გვთხოვა, მის სოფელ ტვიბზე მოგვეთხრო მკითხველისთვის. ასე რომ, ზემო სვანეთიდან ქვემოში ჩამოვინცვლეთ ამ მშვენიერი სოფლის გასაცნობად. ბატონი ჯოყოლა ჩეგიანიც გავიცანი, სვანეთის უზომოდ მოყვარული და გულმართალი კაცი. აკაკი გელოვანის წიგნი, "თეთნულდი", გადმომცა. მართლაც საინტერესოდ გვიყვება ავტორი სვანეთის ამბებს. ურიგო არ უნდა იყოს, მკითხველო, მისი წაკითხვა:

"ქარაფისთავზე ვიჯექი და ვედის თვალუწვდენელ ხეობას გადავცქეროდი. რა სიმწვანეა, რა ტანაყრილი ხეები, რა მდუმარე სიდიადე!

ხმაურით ეშვებიან ჩქერალები უფსკრულიდან უფსკრულამდე. მთების იქით მთებია, მთების იქით - მთები და სულ ბოლოში - სოფელი უშგული.

ეს არის სვანეთი - მდუმარე, ზარდამცემი, კეთილი სვანეთი...

ჰოი, რა მაღალი ხარ, ჩემო სვანეთო!

მე მიჭირს, შენს შვილს, შენთან ამოსვლა.

შენ კი არ გიჭირდა?

შენ ლუკმაპურს გამადლიდა მწირი მიწა და ამიტომ საშოვარზე მიდიოდი ბარად.

შენ, ქვეყნიერებას მოწყვეტილმა პატარა კუთხემ, შემოგვინახე ქართული წესი, ზნე და სიმღერა, ხატი და ჯვარი, წიგნი და ფრესკა.

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიღაცამ მხარზე ხელი დამკრა. მოვიხედე - ძმა გამოსულიყო გზიდან, დიდხანს რომ გავჩერდი...

- სანადირო ბილიკებზე გადავუხვიე, არჩვები ვნახე იმ ფერდობზე, სროლა არ დამცალდა, გამასწრეს, - შემომჩივლა.

- კარგი უქნიათ, ვინც ვერ გაასწრო, გადაშენდა.

- მაგალითად, ვინ?

- რეჩგიანები!

- მე ხშირად ვოცნებობ - რა ჯობია იმას, სადმე უღრან ტყეში გქონდეს ქოხი და იქ წერდე წიგნებს, რომელთაც მთელი მსოფლიო წაიკითხავს!

- რაზე გინდა დაწერო ასეთი წიგნი?

- აი, მინდა წარმოვიდგინო თამარის ჩამოსვლა სვანეთში, რეჩგიანების დაღუპვა. მაგრამ მატიანე ძუნწობს, ზღაპარი კი ვის რად უნდა!..

სვანეთში სისხლი უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე დედამიწის რომელიმე სხვა კუთხეში. იქნებ ამიტომაც სისხლით იწერებოდა სვანეთის ზეპირი მატიანე. მის მტვერდადებულ ფოლიანტებს რომ ვავლებ გონების თვალს, მუდამ ნაღველი და სინანული მიპყრობს - ჩვენი მამული, ნიჭიერი ხალხის ღონე. ვნებათაღელვის ამ ათასწლოვან მატიანეში მუდამ განსაკუთრებით მაღელვებდა გვარების ამაღლება და მათი მზის ჩასვენება.

რეჩგიანები! როდის მოვიდა და როდის ჩაქრა ეს ძალუმი გვარი? ამბობენ, დადეშქელიანების მოსვლამდე ეს გვარი განაგებდაო სვანეთს.

- მართალი გითხრა, ამ გვარის არსებობა დღეს პირველად გავიგე.

- აი, ხედავ? ამის მიუხედავად, მეცამეტე საუკუნის საისტორიო ძეგლში გარკვევით წერია: "ესე ნიშანი დაგიწერე და მოგახსენე მე, გიორგი რეჩაგიანმა მას ჟამსა, ოდეს ჰავისა ჟამისა შემოსლვამა ქვეყანაი დააშავა".

***
"მინდოდა ყველაფერი მცოდნოდა რეჩგიანებზე, "დაღუპულ გვარზე", - ვკითხულობთ აკაკი გელოვანის წიგნში, - წიგნები ძუნწობდნენ, მოხუცები დუმდნენ. გავიდა წლები და მოხუც ლატალელს - გიორგი თამლიანს მივმართე.

- ეჰ, კურთხეულო! დაღუპული - დაღუპულია. იყვნენ და აღარ არიან. ეს კი ვიცი, რომ სვანთა კრებაზე ხუთი რეჩგიანი ყოფილა, სვანთა კრება კი თამარ დედოფლის ჟამს შედგა. მეცამეტე საუკუნეში სვანეთის კრებას ლალვერში ბებე, ნიქო და რეჩაგ რეჩგიანებიც შეეგებნენ. ეს ისტორიული ძეგლებიდანაც ვიცოდი. ისკარსა და ლადრერში ყოფილა მათი სამკვიდრო. დღეს მტვერს შერევია ის საგვარეულო კოშკები. ამ კრებას ლახამულაში რეჩგიანებთან ერთად სხვა ჩვენი წინაპრებიც შეჰგებებიან: სარგის, მიქაელ და ჯავახ ცხვიმიანები. ჯიჯი ცხვიმიანი და მისი ცოლი ლელა რომ გამოჩენილან, ეპისკოპოსი თურმე შეკრთა და ხელიდან წმინდა წიგნი გაუვარდა.

KARIBCHE- იმ დროს, როცა თითქმის მთელი დანარჩენი სვანეთი ასე თუ ისე ქედს უხრიდა დადეშქელიანებს, მხოლოდ რეჩგიანებმა შეინარჩუნეს საკუთარი ადგილ-მამული და სიამაყე, - განაგრძობდა მოხუცი თამლიანი, - რეჩგიანებისა და გელოვანების ბატონობა ხუთასიოდე წლის წინ დასრულდა და მათი ადგილი დადეშქელიანებმა დაიჭირეს.

ვინ არიან დადეშქელიანები? ამბობენ, დადეშქელიანი იგივეა, რაც "დადაშ გელოვანიო". იმასაც ამბობენ, თარხან ტარკის მთავრის შთამომავალნი არიანო. მათი უშუალო წინაპარი კი ვინმე პუტი ყოფილა. ტარკის შამხალს კაცი შემოაკვდა. მთებში გადაიხვეწა, თოვლში დათვის კვალს აჰყვა, ენგურის ხეობაში ამოყო თავი და ეცერის მღვდელს, კახიანს ესტუმრაო.

- ვინა ხარ და საიდან მოსულხარო? - უკითხავს კახიანს.

- დაღდაშდან გელან, - უპასუხა თურმე დევნილმა, ე.ი. ამ მთების გადაღმიდან მოვდივარო. სვანს ეს უცხო სიტყვა გაუმარტივებია, - დათვის კვალს მოჰყოლიაო. დათვს კი სვანურად დაშდვი ჰქვია და სვანეთის მომავალი მპყრობელისთვის "დაშდველიანი" შეურქმევია, რაც მერე დაჩქელიანად გადაკეთდა...

ამ მოხუცმა მთხრობელმა გულზე ხელი მიიდო და გაჩუმდა. იმ ღამეს გიორგი გარდაიცვალა და თან წარიტანა უკანასკნელი რეჩგიანის საიდუმლო".

***
ქვემო სვანეთის რაიონი შეიქმნა 1929 წელს, რაიონული ცენტრით ჩოლურში (თეკალში), რომელიც 1931 წელს გადაიტანეს ლენტეხში (ლექსურაში).

1917 წლამდე ქვემო სვანეთი ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრაში შედიოდა. 1921 წელს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ლეჩხუმის მაზრაში შედიოდა ცალკე რაიონის შექმნამდე.

ლენტეხის რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება ამბროლაურისა და ონის, დასავლეთით - მესტიის, სამხრეთით - ჩხოროწყუს, მარტვილის, ცაგერისა და ამბროლაურის რაიონები, ჩრდილოეთით - მესტიის რაიონი და ყაბარდო-ბალყარეთი. ლენტეხის რაიონი მდიდარია ტყეებით, ჩანჩქერებით, ალპური საძოვრებით, არქიტექტურული ძეგლებით.

ბევრი სიძნელე აქვს ლენტეხის მაღალმთიან რაიონს, განსაკუთრებით 1987 წლის სტიქიის შემდეგ, რომელმაც ბევრი სიცოცხლე შეიწირა. დაანგრია და წალეკა დასახლებული პუნქტები. მიუხედავად ამისა, მამაც და მთებივით ამაყ სვანებს მშობლიური რაიონის სიყვარული არ განელებიათ. რაიონში შედის რვა სასოფლო საბჭო - ლენტეხი, ცხრემლური, ხოფური, ხელედი, ჩოლური, ჟახუნდერი, ჩიხარეში და ცანა, ასევე 56 სოფელი.

KARIBCHEლენტეხის რაიონი გაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მისი შენაკადების ღრმა და ვიწრო ხეობებში.

რაიონის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი-მწვერვალი აილამა, ძლიერ დაწევრებული კალთა-მწვერვალი ღვადარაში, ეგრისის ქედის მონაკვეთი-მწვერვალი ცეკური, ლეჩხუმის ქედი-მწვერვალი თეთნარი.

ლენტეხის რაიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მათ შორის აღსანიშნავია: დარიშხანი, მარმარილო, კვარციტები და სხვა.

ცხენისწყლის შენაკადებია: ხელედურა, ლასკადურა, ზესხო, გობიშური, ლეუბერი, ხოფური... ცხენისწყალი, ხელედურა და ლასკადურა ერთდებიან რაიონული ცენტრის ტერიტორიასთან. მცენარეები საზრდოობენ წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარული წყლებით.

2500 მეტრიდან თოვლის საზღვრამდე ალპური მდელოებია.

სვანეთის სიძველეთა შესწავლისას მეცნიერებმა ჩუკულის ეკლესიაში დაცული ხატი ნახეს. 1910 წელს ეს ხატი აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა (ხატი დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში). ხატს ამგვარი წარწერა ამშვენებს: "წმინდაო ღმრთისმშობელო, შეიწყალე ეს სოფელი, აზნაური დიდი და მცირე". მნიშვნელოვანი წარწერები იპოვეს მარგვიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში, გულიდის მაცხოვრის ეკლესიაში, ჩუკულის გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიის კარზე, ჟახუნდერის წმინდა გიორგის, თეკალის მაცხოვრის ეკლესიაში და სხვაგან.

როგორც სვანეთის წერილობითი ძეგლების შესწავლით ირკვევა, დავით აღმაშენებლის თანამედროვე მხატვარ თევდორეს სვანეთში თითქმის 40 წლის განმავლობაში რამდენიმე ეკლესია მოუხატავს.

ჩიხარეშის, სოფელ დაბიშის "ოქონდაბიშის" ეკლესიის კედელზე გამოსახული არიან ყიფიანთა საგვარეულოს წევრები, თუმცა წარწერებში ისინი "ღიბიანებად" იწოდებიან. გადმოცემით, ეკლესია "კახეთიდან" გადმოსახლებული ყიფიანების საგვარეულო სალოცავი ყოფილა. იქვე, ეზოში ყიფიანების სასაფლაოა. ცოტა ზემოთ, ფერდობზე, მათი ნამოსახლარია.

KARIBCHEგადმოცემით, სოფელ საყდრის ეკლესია გვიდიანების გვარისა ყოფილა. ეკლესიაც მათ აუშენებიათ. მშენებლობის დროს ეკლესია ორჯერ დარღვეულა. მესამე მშენებლობის დროს კალატოზს ბავშვისთვის ქუდი მოუხდია და საძირკველში ჩაუგდია. მერე უთქვამს, - ჩადი და ამოიტანეო. როცა ბავშვი საძირკვლის ჭრილში ჩამხტარა, თავზე ქვები დაუწყვიათ და კედელი ამოუყვანიათ.

ეკლესიის მშენებლისთვის მარჯვენა ხელი მოუკვეთიათ საძირკველში ბავშვის ჩაყოლებისთვის. იმავე გადმოცემით, ამ კალატოზს მარცხენა ხელით თეკალის ეკლესია აუგია.

ლენტეხის ციხესიმაგრე დგას ლენტეხის შესასვლელში, დაახლოებით 20 მ სიმაღლის კლდოვან კონცხზე. მას ჩაუდის ორი მთის მდინარე - ლასკადურა და ხელედურა. ციხესიმაგრე შუა საუკუნეებისაა. მიკვლეულია ცხრა დიდი და მცირე სათავსი. მერვე სათავსში აღმოჩნდა იატაკში ჩაშვებული პატარა ქვევრი და მრგვალი ხელსაფქვავი, რაც მიუთითებს სათავსის სამეურნეო მნიშვნელობაზე. ქვემო სვანეთის ეკლესიები მდიდარი იყო საღვთო წიგნებით, ხატებით, სხვადასხვა ნივთით. გადმოცემით, სკალდის ეკლესიის აშენებისას ხალხი მდინარის ნაპირიდან სალოცავამდე ჯაჭვად ჩამდგარა. ეკლესიის კედლები რიყის ქვითაა ნაშენი, ხოლო კუთხეები კირქვის გათლილი ქვით. აქ ამოუბრძანებიათ სკალდის მშვენიერი ხატი ბალყარეთიდან.

სვანეთში, - წერდა გიორგი ჩუბინაშვილი, - "საკმაოდ მრავლად არის სხვადასხვა ნივთი, რომლებსაც მოსახლეობა ეზიდებოდა ეკლესიებში და ინახავდა, როგორც რელიკვიებს. მათ შორის არის უცხოეთიდან შემოტანილი ვერცხლის მომცრო ლარნაკები, კერამიკული ნაწარმი და სხვა".

სვანები სტუმართმოყვარე ხალხია. ძველად სტუმარს საგზალსაც ატანდნენ. მის უსაფრთხოებას მთელი ოჯახი იცავდა. ძველად სვანის ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო. ასეთი ოჯახები სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდნენ.

ტვიბის ხეობა
- ლენტეხის აღმოსავლეთით, მდინარე ცხენისწყლის გაყოლებაზე, 15-ოდე კმ-ზე, ცხენისწყლისა და მდინარე მუხრას შესართავში მდებარეობს სოფელი ტვიბი, - მიამბობს ბატონი ზურაბ ზურაბიანი, - ტვიბი ჩოლურის თემის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ხეობაში შედიხართ სოფელ თეკალიდან, რომელიც ჩოლურის ადმინისტრაციული ცენტრია. ტვიბში შედის ოთხი ძირითადი ერთეული ღვადური, ღადარი, ადაიშერი და ტვიბი.

თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ულამაზესი და განუმეორებელია სოფელი ტვიბი. შემოსაზღვრულია ციცაბო კლდეებითა და ტყიანი უზარმაზარი მთებით. ხეობა ვიწროყელიანია. ტვიბი სვანეთის ქედის ძირშია, მდინარეების მუხრასა და ცხამრიელის შუაგულში, ბექობზე.

სოფელი მდიდარია მინერალური წყლებით.

KARIBCHEბაბუაჩემის, გრიგოლ ზურაბიანის გადმოცემით, ზემო სვანეთში, სოფელ მულახში ყოფილა სამი ძმა. ერთი მათგანი იქვე დარჩენილა (მულახში დღესაც ცხოვრობს ჩვენი გვარის ხალხი), ორი - გადმოსულა ქვემო სვანეთში. ერთი დასახლებულა სოფელ შკედში, მეორეს ტვიბი დაუფუძნებია და გამრავლებულა კიდეც. სახლი აუშენებია ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენი სახლი დგას. ჩვენს სოფელში მხოლოდ ზურაბიანები ცხოვრობენ. იშვიათად თუ ნახავთ სვანეთში მხოლოდ ერთი გვარით დასახლებულ სოფელს.

მთელ ქვემო სვანეთში ტვიბლიანები ცნობილნი არიან სტუმართმოყვარეობით. ნიშანდობლივია ტვიბური იუმორი, ალალი ბუნება და ხასიათი.

ზურაბიანები იბრძოდნენ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ყირიმში ბატალიონს მეთაურობდა მაიორი გაიოზ ზურაბიანი. მისი ძმა, დავით ზურაბიანი, ომის შემდეგ სამხედრო საქმეს ასწავლიდა სკოლაში და მრავალი თაობა აღზარდა.

სოფელ ტვიბიდან ყოველთვის გამოდიოდნენ გამორჩეულად განათლებული თაობები. ათწლეულების განმავლობაში რაიონს თავკაცობდა ოთარ ზურაბიანი. არაერთი თაობა ჰყავთ აღზრდილი აქაურ პედაგოგებს - მამაჩემს, ისტორიკოს ჯემალ ზურაბიანს, სამხედრო საქმის პროფესიონალს, პატივსაცემ ადამიანს ვარდენ ზურაბიანს, პედაგოგს და ჩოლურის თემის თავკაცს გურამ ზურაბიანს. სოფელ ტვიბში დაიბადა და გაიზარდა ცნობილი სპორტსმენი, ოლიმპიელი, ძიუდოისტი ოლეგ ზურაბიანი.

***
სოფლის ისტორიულ წარსულზე მეტყველებს ტვიბში მიკვლეული სიწმინდეები და სიძველეები.

სოფელში ორი ეკლესიაა. სოფლის თავში გვიანდელი პერიოდის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დგას - ლამარია.

მთაზე დგას მეორე ტაძარი - მთავარანგელოზის სახელობისა - თარიგზელი. ის მომცრო ზომის ტიპური სვანური ბაზილიკაა, IX-XI ს.ს-ისა. ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია შედის სვანეთის სიძველეთა ნუსხაში. მის სიძველეს ადასტურებს აგრეთვე ლაპიდარული წარწერები. ის უნიკალურია არქიტექტურის თვალსაზრისით. ტაძარი ადრე გუმბათიანი ყოფილა, მაგრამ გასული საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან დააზიანა წაქცეულმა ხემ. მოსახლეობის ძალისხმევით შეკეთდა და გადაიხურდა. გუმბათის აღდგენა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხერხდა. ტაძარი გამაგრებულია რკინისა და ხის სალტეებით.

ტაძრის უნიკალური ფრესკები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და აღდგენას. გადმოცემით, ამ ტაძარში დაბრძანებული ყოფილა ოქროს ხატი და ჯვარი, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ მტარვალს არ ეძინა... ბევრი სიწმინდე დაიკარგა. ტაძარში დარჩენილია მხოლოდ ხატისათვის განკუთვნილი დაფა-ფიცრები, მაგრამ ამ სიწმინდეებსაც ჯეროვან პატივს მივაგებთ...

ორივე ტაძარი სავალალო მდგომარეობაშია. თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვთხოვ კეთილ ადამიანებს, იქნებ გადაგვარჩენინონ განადგურებისაგან უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა. აქაურები თავს არ დავზოგავთ, მაგრამ ფრესკების რესტავრირებას ვერ შევძლებთ.

განსაკუთრებით მინდა ვთხოვო ჩემი სოფლის მკვიდრ ზურაბიანებს: დავდგეთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი დაგვეცალა, გავერთიანდეთ და აღვადგინოთ ღვთის სახლი.

გულდასაწყვეტია, რომ ტვიბი თითქმის დაიცალა, ტაძრის კარები მხოლოდ დღესასწაულებზე თუ იღება.

ღვთის წყალობით და ჩვენ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალი ეკლესია-მონასტერი მოქმედებს. ამ მხრივ ჩვენი ეპარქიაც გამოირჩევა. ჩოლურის თემშიც ამოქმედდა ეკლესიები. სოფელ ჭველურში - მთავარანგელოზის ეკლესია, სოფელ საყდარში - წმინდა გიორგისა. ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება და ღვთის წყალობაა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ღვაწლი დიდია ჩვენი კუთხის სულიერ წინსვლაში. მისი ლოცვა-კურთხევით აშენდა და ამოქმედდა ეკლესია-მონასტრები, გიმნაზია და სხვა სასულიერო კერები.

სულიერების აღორძინების საქმეში საპატრიარქოსა და ჩვენს მეუფესთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის რაიონის დეპუტატს ბატონ გოგი ლიპარტელიანს. ბატონი გოგი ჭველურში დაიბადა და გაიზარდა. აქ დღესაც ცხოვრობენ მისი ძმა და მშობლები. ვინ მოთვლის, რამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, რამდენ გაჭირვებულ და სასოწარკვეთილ ოჯახს დახმარებია მორალურად თუ მატერიალურად.

ბატონი გოგის ოჯახი ქრისტიანული ტრადიციების მიმდევარია. მისმა ერთმა ძმამ, ნიკომ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია, უმცროსი ძმა კი, ერისკაცობაში ცნობილი ექიმი-უროლოგი მაიზერ ლიპარტელიანი, დღეს ბერი ილარიონი გახლავთ. მამა ილარიონი ათონის მთაზე მოღვაწეობს. მისი ლოცვა შეეწიოს სვანეთს და სრულიად საქართველოს.

სვანებს ხშირად გვეუბნებიან, ზოგჯერ ხუმრობითაც, ქრისტიანულ, ეკლესიურ ტრადიციებს ცოტა სხვანაირად აღნიშნავთო. შეიძლება მართლაც გვაქვს ერთი შეხედვით სახეშეცვლილი რიტუალები, მაგრამ ამის მიზეზი ჩვენში ტაძრების დიდი ხნით უმოქმედობაა. მოხარულნი ვიქნებით, თუ სვანეთის ყველა ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა და ყველაფერი მართლმადიდებლური კანონიკით ჩატარდება.

უღრმესი მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს", რომ ის არსებობს. ღმერთი შეგეწიოთ თქვენს კეთილშობილურ საქმეში.

KARIBCHE***
სოფელ ტვიბის უძველესი სამების ტაძრის აღდგენა ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა, ბატონმა ჯოყოლა ჩეგიანმა გადაწყვიტა და ღვთის წყალობით რამდენიმე თვეში აღადგინა საძირკვლამდე დანგრეული ტაძარი. მხოლოდ შიდა სამუშაოებია დასამთავრებელი. როგორც გავიგე, ბატონი ჯოყოლა ბევრ ადამიანს უმართავს ხელს და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. სამების ტაძარი კურთხევისა და მოძღვრის მოლოდინშია.

ბატონ ჯოყოლას საუბარი ვთხოვეთ:

- ჩემი წინაპრები ზემო სვანეთიდან ლენტეხის რაიონის სოფელ ლეუშერაში ჩამოსახლებულან. ძლიერი გვარი ყოფილა. ჩეგიანებს ადიშშიც უცხოვრიათ. ადიშის მაცხოვრის ეკლესიაში არის ჩვენი წინაპრის ფრესკა. მას ასეთი წარწერა ამშვენებს: "ქრისტე, შეიწყალე მიქაელ ჩეგიანი". მკვლევართა გადმოცემით, ეს ადგილი ამ გვარის ძვალთშესალაგი ყოფილა, სამოქმედოდ კი მთელი სვანეთი ითვლებოდა. ამჟამად მცხეთაში ვცხოვრობ. ჩამოვაყალიბე კულტურული საზოგადოება "შუმერი", ბატონ ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად. "შუმერი" ემსახურება ჩვენი წინაპრების ისტორიის კვლევა-ძიებას. ერთ მშვენიერ დღეს ბატონ ზურაბთან ერთად გადავწყვიტე ტვიბის სამების აღდგენა - ბავშვობიდან ძალიან მინდოდა ამ ტაძრის აღდგენა. სხვათა შორის, მეუღლეც ტვიბელი მყავს. ღვთის წყალობით, აღვადგინეთ კიდეც ეს VII-IX საუკუნეების საყდარი. ყველა ქართველის მოვალეობაა, მცირედი წვლილი გაიღოს ჩვენი მთის სოფლების შესანარჩუნებლად. მთავრობა თუ დაგვეხმარება, მადლობელი ვიქნებით.
ბეჭდვაელფოსტა
20.01. 2017
Моге Твибели,
Диди мадлоба ткен квелас ам статисатвис,
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat