ქვემო რაჭა
ქვემო რაჭა
ეს უძველესი კუთხე განსაკურებულ ყურადღებას მოითხოვს. იქ ძალიან ცოტანი დარჩნენ მოზამთრე რაჭველები. სოფლის სულისჩამდგმელნი და ცეცხლის დამნთებნი უმეტესად ღრმად მოხუცები არიან, რომელთაც მშობლიური სანახები, მამა-პაპათა საძვალეები არ მიატოვეს. მათი შთამომავალნი კი დიდ ქალაქებში მიმოფანტულან, ზამთრობით დედ-მამას შორიდან მოიკითხავენ, ზაფხულობით კი ჯალაბით ჩამოდიან და რაჭა ივსება, სიცოცხლე და ბედნიერება ისადგურებს. მოზამთრენიც ხარობენ.

რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ხალხმრავალი საერისთავო იყო და ლეჩხუმთან ერთად თაკუერად იწოდებოდა. ეს ისტორიული სახელწოდება სოფელ ბორცოში (ონის რაიონი) ტოპონიმად ("თაკვერითავი") შემოინახა.

რაჭა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს რაჭის საერისთავო მდიდარი და ხალხმრავალი იყო. ყველა სოფელს დიდებული ეკლესია და სხვა საზოგადოებრივი ნაგებობანი ამშვენებდა. XI საუკუნეში აშენდა ნიკორწმინდის ტაძარი. რაჭის ერისთავები საქართველოს სამეფო კარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. რაჭა ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს საიმედოდ იცავდა. ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ამ კუთხეში ცხოვრება დუღდა. აქ გამოუყენებლად მტკაველი მიწაც არ რჩებოდა.

მრავალდარგოვან მეურნეობას დიდი ოჯახები უძღვებოდნენ. ამიტომ ძმები გაუყრელი რჩებოდნენ და ერთ ჭერქვეშ მრავალი სული ცხოვრობდა. თითოეულ ოჯახში დიდი სუფრა იშლებოდა. ოდითგანვე მტკიცედ განსაზღვრული საოჯახო აღზრდის შედეგად ვაჟები სამამაკაცო საქმეს ეუფლებოდნენ, გოგონები - საქალო შრომაში იწვრთნებოდნენ. მრავალი ხელი მრავალ აკვანს არწევდა, სოფელიც ხალხმრავალი და დღეგრძელი იყო, ამიტომ მიწაც ისე ძვირად ფასობდა, რომ მთელ რუსეთის იმპერიაში საამბოდ და საარაკოდ მიაჩნდათ...

რაჭა ოდითგანვე ორ ძირითად სასოფლო-სამეურნეო რეგიონად - ქვემო და ზემო რაჭად ჩამოყალიბდა. მათ შორის საზღვარია ხიდიკრის ბუნებრივი კლდეკარი. ქვემო რაჭის ძირითად დარგად ადრევე მევენახეობა-მეღვინეობა იქცა, ხოლო ზემო რაჭისა - მესაქონლეობა. მაღალხარისხოვანი მეღვინეობის განთქმულ ადგილად ძველთაგანვე ისტორიული საყიფიანო და რამდენიმე სადადიანო სოფელი იქცა (ჩორჯო, ტოლა, ხვანჭკარა, ჟოშხა, ჭრებალო, ჭყვიში და ქვიშარი), სადაც რიონის მარჯვენა სანაპიროზე მზიგულ, თირნიადაგიან ფერდობებზე გაშენებული ალექსანდროული, მუჯურეთული და კეთილშობილი საფერავი იძლეოდა დღევანდელ "ხვანჭკარას" - საყოველთაოდ სახელმოხვეჭილ "ყიფიანის ღვინოს".

მევენახეობა-მეღვინეობას მაღალმთიანეთის მცხოვრებლებიც მისდევდნენ, რადგან ქართველების ყოველდღიურობა, ადათ-წესები, ჩვეულებანი, ჭირი და ლხინი უღვინოდ შეუძლებელი იყო, ამიტომ თვით ნიკორწმინდა, ხონჭიორი, ნამანევი, ზედა შავრა, პატარა ონი, გორისუბანი, შხივანა, ბეთლევი, ველევი, სხარტალი, წკადიში, თლუღი, აგარა, უყეში, კაჩაეთი, მოტყიარი, შქმერი, მრავალძალი, ბაჯიხევი, გლოლა, ხიდეშლები, მაჟიეთი, საკაო, ბორცო და სხვა რაჭისა და იმერეთის ბარში ვენახების მფლობელები იყვნენ.

რაჭაში ყველა სოფელს თავისი საარსებო სახსარი ჰქონდა. მისდევდნენ მემინდვრეობას, მეფუტკრეობას, მონადირეობას და, რაც მთავარია, ხელოსნობას. მაგალითად, სოფელი წედისი რკინის მადნის მოპოვებითა და რკინის იარაღების დამზადებით იყო ცნობილი. იქ მე-19 საუკუნის დამლევამდე შემორჩა მოქმედი მაღაროები და ბრძმედები. ჭედური ნახელავი მთელ კავკასიაში ვრცელდებოდა.

როგორც ლევან ფრუიძის წიგნში, "რაჭა ეთნოგრაფიული თვალით", ვკითხულობთ, ყველა სოფელს თავისი თავმოსაწონებელი მოხელეები ჰყავდა: ნაკიეთლები ცნობილი კალატოზები იყვნენ, უწერლები - ხის ოსტატები, ქვემო რაჭაში, აგარასა და უყეშში ქვას ამუშავებდნენ. ამ საქმეში ტოლს არავის უდებდნენ იწელი გეწაძეები, ჭყვიშელი ჯინჭარაძეები და რაჭა-ლეჩხუმის სასაზღვრო სოფელ საირმის მკვიდრნი: ალავიძეები, ხურციძეები და სხვები. საირმული თიხის ჭურჭლით, ქვევრებით მარაგდებოდა მთელი რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. ძველად ჩასავალ ჭურებს ლაგვანთელი (ონის რაიონი) ჩარკვიანებიც აკეთებდნენ.

მრავლისმეტყველია ქართული თონე. რაჭველები უგემრიელეს პურს აცხობდნენ თონეში, ყველგან, სადაც ისინი შრომობდნენ, გამოირჩეოდნენ უაღრესი პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით. თვით ილია, აკაკი და იაკობ გოგებაშვილი იყვნენ მოხიბლულნი მათი შინაგანი კულტურით, სიდარბაისლით, სიწრფელით, სიკეთითა და პატიოსნებით.

***
"ღორი სიცოცხლეა მათი", - წერდა რაჭველებზე ვახუშტი ბაგრატიონი. მართლაც, ღორის ხორცსა და ქონს რაჭველებისთვის საარსებო მნიშვნელობა ჰქონდა. ღორის ქონით შეზავებული ლობიანი პური "გემოთმოყვარეთათვის" უმაღლესი სიამოვნების მომგვრელია. მაღალმთიანეთის სოფლებსაც თავიანთი "საგემრიელო" ჰქონდათ - "მთის ნაწილს" რომ ეძახიან დღესაც.

ასეთი იყო რაჭა - ორპირული ფერხულები, ერთმანეთს სასიყვარულოდ გადახვეული "დალიე" და "ასლანური მრავალჟამიერი", "რაშოვდა", "მაღლა მთას მოდგა". ამდენი სიკეთის პატრონი საკუთარ გასატევარს უცხოთ სისხლის ფასად არ დაუთმობდა.

- ასე იყო, ბატონო, უწინ, ახლა ქვე სად არიან, დაიწრიტა სიცოცხლის ნიშატი! - შესჩივიან ერთმანეთს გახურებულ ღუმელთან მსხდომი მოზამთრე რაჭველები, შეშის დასაზოგად მორიგეობით ხან ერთთან რომ იყრიან თავს და ხან მეორესთან...

ძველად რაჭაში, განსაკუთრებით შარეულას ხეობაში, საამაყოდ მიაჩნდათ თხილის ხის სახლი, ბეღელი და საწნახელი. გოგოლათელები ახლაც თავს იწონებენ თხილის ფიცრულებით, ბეღლებითა და საწნახელებით. ამ ულამაზეს სოფელში ძველთაგანვე ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: ადგილობრივი ხუროები სახლების ასაშენებლად შეკვეთას წინასწარ იღებდნენ, შავთავას ტყეში ხეებს მოჭრიდნენ, გათლიდნენ, ლარში გამოიყვანდნენ, ცერახერხით დახერხავდნენ და ტყეში დადგამდნენ ყავრით დახურულ და ულურსმნოდ ნაგებ ძვირფასი ხის მშვენიერ სახლს.

***
რაჭაში სამკურნალოდ მინერალურ გოგირდოვან წყლებს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ახლა ამ "აბანოების" უმეტესობა გაუქმებულია.

ცნობილია, რომ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ერთ-ერთი უმთავრესი არტერია იყო რაჭაზე მამისონის უღელტეხილით გამავალი "სამეფო შარა", აგრეთვე კარაგომის, კირტიშოსა და ღების გადასასვლელები. სასაზღვრო სოფლები - გლოლა, ღები და ჭიორა რუსეთისკენ წასულ მგზავრებს მასპინძლობდნენ და მათ უხიფათო მგზავრობას უზრუნველყოფდნენ.

გლოლასა და ღებში ახლაცაა შემორჩენილი ძველი უბნები, სადაც, გადმოცემით, არჩილ მეფეს, ვახტანგ მეექვსეს, ბესიკსა და სხვა მრავალ ცნობილ ადამიანს დაუსვენია. მათი საიმედო მეგზურები კი გლოლელები, ღებელები და ჭიორლები ყოფილან.

KARIBCHEკრიხი
მშვენიერია სოფელი კრიხი. აქ დაიბადა და აღიზარდა ბეთანიაში მოღვაწე წმინდა მამა გიორგი (მხეიძე). მადლობა ღმერთს და ღვთისნიერ ადამიანებს, დავით ნასარიძესა და ქეთევან რუსიშვილს, რომელთა დახმარებითაც შევძელი სოფელ კრიხში სტუმრობა. ამბროლაურის რაიონის იწის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ქეთევან რუსიშვილმა მითხრა, რომ კრიხი სამ ნაწილად იყოფა: ზემო, ქვედა და შუა კრიხად. ზემო კრიხს სამხრეთით კვირიკეწმინდა ესაზღვრება, აღმოსავლეთით - სოფელი სხვავა, დასავლეთით კი ქვემო კრიხი. ზემო კრიხში ორი უბანია - ზედა და ქვედა. სოფლის განაპირას X-XI ს.ს-ის მთავარანგელოზთა ეკლესიაა. მის კედლებზე შემორჩენილია ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტები. ერთ ნუსხურად ნაწერ სიგელში ვკითხულობთ: "ესე ხელით დავწერეთ ჩვენ, კრიხმან სოფელმან". სიგელი მთავრდება სიტყვებით: "ეს ჩვენი შემოწირული ბეგარა თქვენს საყდარს არ მოეშალოს". 1752 წელს შედგენილი ერთ-ერთი შეწირულობის წიგნში მოიხსენიება კრიხის მთავარანგელოზის საყდარი და გვარი ფონჯავიძე. მთავარანგელოზის ეკლესია განუახლებიათ 1884 წელს. ბიჭვინთისადმი შეწირულობის წიგნში კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე ბიჭვინთის ღვთისმშობელს უძღვნის მცირე შესაწირავს, მათ შორის კრიხის ხუთ მოსახლეს. კათალიკოსი დოროთეოს ქუთათელი ზაქარია არქიმანდრიტს სწერს: "გიბოძეთ რაჭა და საკათალიკოსო სოფელი კრიხი, ადგილ-მამული და გლეხნი მას სოფელსა შინა".

კრიხი და კრიხულა მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის "აღწერაში": "კრიხულა - სახელია დაბის კრიხისგან". კრიხულას ერთვის კრიხს ზევით სხვავის თემი, აქვე, მთაზეა კვარაციხე. ზემო კრიხი მოსახლეთა რაოდენობით ერთადერთი მცირერიცხოვანი სოფელია ამბროლაურის რაიონში. სოფელში ცხოვრობენ ფონჯავიძე, გოგილიძე, ტოგონიძე.

ზემო კრიხში - ზედასა და ქვედა უბანს შორის წყარო ყოფილა, რომელსაც "რაჭა" რქმევია. თურმე აქ თამარ მეფეს გამოუვლია და უთქვამს, ეს წყარო მთელ რაჭად ღირსო, ამიტომ დარქმევია წყაროს "რაჭა".

ქვემო კრიხი კრიხულას მარცხენა სანაპიროზეა, ხოტეურასა და ზემო კრიხს შორის. ამჟამად სოფელში დაახლოებით 185 მცხოვრებია, უმეტესად კუბლაშვილი, ისაკაძე, ნასარიძე, სირაძე, კობერიძე, ხუციშვილი, ჯებაშვილი.

შუა კრიხი - კრიხულას მარცხენა მხარესაა. მოსახლეობის რაოდნობით ყველაზე მცირერიცხოვანია. სულ სამი კომლი ცხოვრობს: ბილაშვილები, მაცაბერიძეები და გოცირიძეები. სოფელში ღვთისმშობლის ნაეკლესიარია. მოსახლეობა ქვემო კრიხში ჩამოსახლდა და სოფელი დაცარიელდა კიდეც.

KARIBCHE***
ამბროლაურის რაიონის საკრებულოს წევრმა, ბატონმა დავით ნასარიძემ მომატარა სოფელი კრიხი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც წმინდა მამა გიორგის (მხეიძე) ახლობლებმა აღადგინეს. ქვემო კრიხის XVIII-XIX ს.ს-ის წმინდა გიორგის ტაძარი მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. ღვთის მადლით, აღდგენითი სამუშაოები მალე დასრულდება. აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ზემო კრიხის X-XI ს.ს-ის მთავარანგელოზის ეკლესიაშიც.

- პირადად ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი სოფლიდანაა წმინდანად შერაცხული მამა გიორგი (მხეიძე), - მიყვება დავით ნასარიძე, - ეს საამაყოა რაჭისა და მთელი საქართველოსთვის. ბეთანიის მონასტრის წინამღვარი მამა გიორგი მამა გაბრიელის (ურგებაძე) მოძღვარი იყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ის კომუნისტების დროს შემორჩენილი ერთ-ერთი ძველი ბერი იყო, რომელმაც რწმენისთვის მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა. მამა გიორგი კომუნისტების შემოსვლის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. რამდენიმე წელი მოღვაწეობდა იერუსალიმში და ამ მხრივაც სათანადო გამოცდილება და სულიერება შეიძინა. ბოლოს მაინც ბეთანიაში დაბრუნდა მამა იოანესთან (მაისურაძე) ერთად, რომ საერთოდ არ გამქრალიყო საქართველოში ბერმონაზვნობა.

მამა გიორგის შესახებ გაბრიელ ბერი ამბობდა: "ღვთისმშობელი ორჯერ გამოეცხადა და ერთ-ერთი გამოცხადების დროს სასწაულებრივად განკურნა. ის იყო უდიდესი წმინდანი, შეუწყვეტელი ლოცვის მადლს ფლობდა. საქართველოს თავზე ბოროტების შავი ღრუბელი ადგა და ადამიანის ლოცვა ღმერთთან ვერ აღწევდა. აი, ამ ბერების ორმოცწლიანმა ლოცვამ და ღვაწლმა გაფანტა ეს ღრუბელი და პიროვნულმა ლოცვამ მიღწევა დაიწყო ღმერთთან. ჩემამდე მამა გიორგი (მხეიძე) უნდა შერაცხონ წმინდანად. წმინდანთა ჯაჭვი საქართველოში უწყვეტია. ქართულ ეკლესიას სულიწმინდის მადლი არასოდეს მოჰკლებია და არც მოაკლდება. ანტიქრისტე საქართველოში ვერ გაბატონდება, რადგანაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა".

KARIBCHE***
ქვემო კრიხში ცხოვრობენ: კუბლაშვილები, მხეიძეები, არსანიძეები, ნასარიძეები, კობერიძეები, ნეფარიძეები, ჯებაშვილები. მხეიძეები თავადები იყვნენ, - განაგრძობს საუბარს ბატონი დავითი, - მათ კრიხში ჰქონდათ დიდი კარ-მიდამო. სახლი მხეიძეებმა სოფელს გადასცეს საჩუქრად. კრიხის წმინდა გიორგის ტაძრის მშენებლობაც მხეიძეების გვარს უკავშირდება. ტაძარშიც მხეიძეა დასაფლავებული. ტაძრის აღდგენის ძირითადი დამფინანსებლები მხეიძეები არიან. ის დაიწყო ცხონებულმა ოთარ მხეიძემ და ახლა მისი ვაჟი ბესო აგრძელებს. არქიტექტორია მურად ანდრიაძე. მაკა გოცირიძის შემოწირულობით ტაძრის კირი შევიძინეთ. ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის, ელისეს ლოცვა-კურთხევით, წმინდა გიორგის ტაძარი მალე იკურთხება და აქ ღვთისმსახურება განახლდება.

ტაძრის გვერდით დიდი გამოქვაბულია, რომელიც კვარაციხეს უკავშირდებოდა.

***
- არაჩვეულებრივი სოფელი გვაქვს და ხალხიც დიდებულია. მოსავლიანობით რაჭა ვერ დაიკვეხნის და ამიტომაც ჭირს აქ ცხოვრება. ჩვენი გვარისანი - ბაქრაძეები ზემო სხვავაში ცხოვრობენ. მეუღლე სირაძე მყავს. ჩვენი სოფელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ კრიხში წმინდა მამა გიორგი (მხეიძე) დაიბადა, - მიამბობს ქალბატონი გულდამი, - მამა გიორგი ჩვენი ნათესავი იყო. ჩემი მამიდაშვილი დადიოდა ბეთანიის მონასტერში, ფუტკარს უვლიდა. მან მიამბო ბევრი რამ მამა გიორგის შესახებ. გულკეთილი ხალხი იყვნენ მხეიძეები. თუ ვინმეს გაუჭირდებოდა, ყველას ეხმარებოდნენ. მათ ოჯახში მთელი სანათესაო იყრიდა თავს.

საახლობლოში ბევრი სასულიერო პირი მყავდა. მონაზონი იყო მამაჩემის მამიდა დედა სიდონია. დეიდაჩემი - მონაზონი პარასკევა უგრეხელიძის ქალი გახლდათ. ჩემი ნათლიაც, თუშის ქალი დარო აჭაიძე, მონაზონი იყო. დედა პარასკევა და დედა სიდონია სამთავროს მონასტერში მოღვაწეობდნენ. ხშირად ზაფხულს მათთან ვატარებდი ხოლმე. ისინი სამთავროში არიან დასაფლავებული. დრომ წარწერები წაშალა საფლავის ქვიდან და ჭირს ამოკითხვა. კარგად მახსოვს, ლოცვაზე როგორ ვიდექი დედებთან ერთად და ვეზიარებოდი.

ბებიას მამა, არქიმანდრიტი ნიკოლოზ როსტიაშვილი თელავში მოღვაწეობდა. ბაბუაც მღვდელი იყო, მამა გრიგოლ წიკლაური.

KARIBCHEრაც პენსიაზე გავედი, ძირითადად სოფელში, კრიხში ვარ.

***
მამა გიორგის (მხეიძე) კარ-მიდამოს მოსანახულებლად მეზობელი წაგვიძღვა. ისე გამიხარდა წმინდა მამის სახლში სტუმრობა, რომ წამოვიძახე, - მამა გიორგი, მოვედი-მეთქი. სახლის კარი ღია დამხვდა... სამწუხაროდ, მავანთ ხელი არ აკანკალებიათ და კარი გაუტეხავთ. ძველ კოხტა, ხის მოჩუქურთმებულაივნიან სახლს ორი ოთახი აქვს, ერთი მისაღები და ერთიც საძინებელი. აივნიდან ლამაზად მოჩანს არემარე. განსაკუთრებული ყურადღება მამა გიორგის დროინდელმა ნივთებმა მიიქცია. მისაღები ოთახის კარი ჩაკეტილი იყო, თუმცა გარშემო ფანჯრის შუშები ჩამსხვრეულია და იქ შესვლა თავისუფლად შეიძლება. ძველებური მრგვალი მაგიდა, სკივრი, შანდალი და ღვთისმშობლის ხატი ფოტოაპარატით გადავიღე. კედელზე ბეთანიელი მამების, მამა გიორგის, მამა იოანესა და მათი ახლობლების სურათებია გამოფენილი. დამენანა ასე ყველასგან მიტოვებული სახლის ნახვა. იქნებ მეტი ყურადღება გვმართებს, ჩვენ ხომ წმინდა მამა გიორგის წინაშე ვლოცულობთ და შეწევნასაც ვგრძნობთ. მისი დაბადების ადგილი და ნაფუძარი კი აღარავის ახსოვს. შეგვეწიე, მამა გიორგი...

კაჩაეთი
ეს კოხტა სოფელიც ამბროლაურის რაიონში, სოფელ ჭელიაღელესა და ნიკორწმინდასთან ახლოს მდებარეობს. ჩემი დედულეთიდან, ჭელიაღელიდან ადვილად მივედით კაჩაეთში. მეგზურობას ნიკორწმინდის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გაბრიელ კობახიძე მიწევდა. მამა გაბრიელმა სოფელში წყლის კურთხევა აღასრულა. ძველი ტაძრის აღსადგენად მრავალს მოეყარა თავი.

KARIBCHEკაჩაეთის შესახებ სჯობს აქაურებს მოვუსმინოთ. "ჩვენი სოფელი ერთ-ერთი ულამაზესია ამბროლაურის რაიონში. მოსახლეობა სტუმართმოყვარეობით, შრომით გამოირჩევა. ზაფხულში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის. ზამთარში შვიდი-რვა მოსახლეღა ვცხოვრობთ. მკაცრი ზამთარი იცის რაჭაში და ზამთრისთვის მზადებას ზაფხულიდანვე ვიწყებთ. მონაგარი ქალაქში გვყავს და ტელეფონით ვგებულობთ ერთმანეთის ამბებს", - მითხრა დოხნაძის ქალბატონმა.

საუბარში შემოგვიერთდა ბატონი თემურ ბაზიერიშვილი: - ვიდრე საუბარს ჩვენი სოფლით დავიწყებდე, რაჭაზე უნდა გითხრათ. ეს ულამაზესი კუთხე დღეს მიტოვებულია. იცლება სოფლები, უმუშევრობამ იმატა და თავის სარჩენად ქალაქში გარბიან. კაჩაეთი ერთ დროს ხალხით სავსე სოფელი იყო, 100-120 კომლი ცხოვრობდა. დღეს ზამთრის პერიოდში 50 კომლიც არ იქნება. რუსთავში ვცხოვრობ, უმუშევრობამ სოფელში დამაბრუნა. დოხნაძეების უბანში მოსახლე თითებზე ჩამოსათვლელი დარჩა, დვალების უბანში ზამთარში მხოლოდ ხუთი ოჯახი ცხოვრობს. ასევე ცოტანი არიან პეტრიაშვილების უბანში, გორდიაშვილების უბანში...

მთავარანგელოზის ტაძარი კომუნისტების პერიოდში ხან საბაჟო იყო, ხან კლუბი. მოუვლელობით ტაძარი დაინგრა. ამდენი წლის შემდეგ ახალგაზრდებმა მისი აღდგენა დაიწყეს. რწმენა ნელ-ნელა აღდგა სოფელში. ვცდილობთ ვიაროთ ღვთის გზით.

გადმოცემით ვიცი, რომ კაჩაეთი ერთ-ერთი უძველესი სოფელია რაჭაში. ამაზე ძველი ტაძრებიც მეტყველებს. მოშორებით, ტყის პირას, ნაეკლესიარს ვეძახით, წინათ აქ ეკლესია მდგარა, შემდეგ ტაძარი სოფლის ცენტრში აუშენებიათ იმ ძველი ტაძრის ქვებით.

KARIBCHEთავადი წულუკიძეების ნასახლარზე დიდი, ხუთსაუკუნოვანი ცაცხვი დგას.

მადლობა ღმერთს, რომ ეკლესიური ცხოვრების გზას გვასწავლის ჩვენი მამა გაბრიელი. ამ დიდებული მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევა და ნუგეში არ გვაკლია. სოფელ ხონჭიორში ღვთისმშობლის ტაძარში ჯვარი დასწერა მოხუც წყვილებს, მათ შორის მე და ჩემს მეუღლეს. დიდი სიხარულით ველოდებით ჩვენს სოფელში ტაძრის აღდგენას, გვწამს, რომ უფრო მოექცევა მოსახლეობა.

"ჩვენი სოფელი ერთ დროს ღონიერი იყო. ხალხიც დასაქმებული გახლდათ. წავიდნენ აქაურები ქალაქში და იქ დაფუძნდნენ... კაჩაეთს მეტი ყურადღება სჭირდება, რომ ხალისი მოგვემატოს", - საუბარში ჩაგვერთო ბატონი ვალოდია დოხნაძე.

"კარიბჭესთან" საუბრის სურვილი სხვებმაც გამოთქვეს. "მე თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. ძალიან მიყვარს. რაჭველისნაირი კეთილი ადამიანი არსად მეგულება. ჩვენ ყველა კუთხის შვილს ვეგუებით. რაჭველი სუფრას რომ გაშლის, ყველა მხარის პურ-მარილს ამზადებს. ღმერთმა გააერთიანოს ჩვენი საქართველო, მუდამ ამაზე ვლოცულობ", - მითხრა ნუნუ კანდელაკმა.

"პირადად მე რაჭით ვცოცხლობ, - თქვა მედეა ბაზიერიშვილმა, - ერთი სული მაქვს, როდის მოვა ზაფხული, რომ კაჩაეთში ჩამოვიდე. წელს განსაკუთრებული სიხარულია სოფელში. ტაძრის აღდგენა დავიწყეთ სოფლის ახალგაზრდებმა. თბილისიდან ამოვიდნენ ტაძრის მშენებლები - ვაზისუბნის წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის მრევლი. მიაკვლიეს ძველი ტაძრის ნანგრევებს. ჩანს, წინათ აქ კიდევ არსებობდა პატარა ეკლესია და მის ნაფუძარზე აუშენებიათ ტაძარი. სპეციალისტთა გადაწყვეტილებით, ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდება"...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat