მესტია
მესტია
მესტია გამოირჩევა კოშკების სიმრავლით და ნაირფეროვნებით. ის მდინარე მესტია-ჭალის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. მისი უბნებია: სეტი, ლეხთაგი, ლანჩვალი, ლაღამი.

რუსუდან ყენიას და ნათელა ალადაშვილის წიგნში, "ზემო სვანეთი", ვკითხულობთ: სეტი ერთი მთავარი უბანთაგანია, ცენტრი მესტიის თემისა, რომლის წმინდა გიორგის ეკლესია, ლაგურკასთან (წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი) ერთად, ზემო სვანეთის საერთო სალოცავს წარმოადგენდა. აქ დაბრძანებული გახლდათ მნიშვნელოვანი ჯვარ-ხატები, შესრულებული ადგილობრივ სახელოსნოებში, რომლებმაც შემოგვინახა მათი შემსრულებლების სახელები. ეკლესიის საკურთხევლის წინ აღმართული იყო ჯვარი, XI საუკუნის ქართული ლითონის პლასტიკის თვალსაჩინო ნიმუში. აქ ინახებოდა "ბედნიერი სვანეთის ერთობლივი ხევის დროშა" - ლომი (როგორც სვანები უწოდებენ, "ლემი"), ძალაუფლების ნიშანი და ლაშქრის მთლიანობის სიმბოლო. XIII საუკუნის ვერცხლით მოჭედილი დროშის შუბის პირი წარმოადგენს სეტის წმინდა გიორგის, ლატალის წმინდა იონას და უღვირის მთავარანგელოზს. ქტიტორული წარწერიდან ვგებულობთ, რომ იგი შეუწირავს "დიდი მონასტრის" წინამძღვარს გრიგოლ კოპაძეს.

სეტის ყველაზე დიდი დღესასწაულია "ლემის ზეიმი", რომელიც ივნისში ტარდებოდა და სამ დღეს გრძელდებოდა. ამ დროს დოღი იმართებოდა.

წმინდა გიორგის ძველი ეკლესია საკმაოდ დიდი ყოფილა, ფრესკებით მოხატული, მაგრამ მეტად დაზიანებული, ორსართულიანი და სვანეთში ყველაზე მაღალი. გადმოცემით, მეორე სართული ნივთების შესანახს წარმოადგენდა, სადაც არავის უშვებდნენ. მაგრამ უჩვეულოა სპეციალურად ორსართულიანი ეკლესიის აღმართვა, რომლის ერთი სართული ნივთების შესანახად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. სვანეთში მთელი თემის განძეულობის სალაროდ უმეტესწილად კოშკებს იყენებდნენ. შესაძლოა, თავის დროზე ეკლესიის ნაწილი გამოყოფილი იყო წირვისათვის გამიზნული ნივთების შესანახად, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ, როგორც წარწერებშია მოხსენებული, იქ მონასტერი ყოფილა. ბლაღოჩინ ქუთათელაძის თქმით (გადმოგვცემს დიმიტრი ბაქრაძე), მონასტერში ეპისკოპოსიც მოღვაწეობდა. XVIII საუკუნის ბოლოს ახალი ერთსართულიანი ეკლესია იმავე ადგილას აუშენებიათ. 1910 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა უკვე ახალაშენებული ეკლესია მოინახულა, სადაც მთელი განძეულობა იყო გადატანილი.

რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სეტის წმინდა გიორგის ეკლესია მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზს წარმოადგენდა, სადაც თავმოყრილი იყო ჭედური ხელოვნების, ხატწერის და სახარების ხელნაწერთა საუკეთესო ნიმუშები.

ამჟამად სეტის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედია.

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ფილიალს წარმოადგენს, რამდენიმე წლის წინ ახალ შენობაში განათავსეს. მუზეუმი მეტად მდიდარია. აქ დაცულია ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები, მოჭედილი ყდებით, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის საუკეთესო ნიმუშები.

ნაწილი ექსპონატებისა საქართველოს სხვა რაიონებში მოუჭედავთ, მოუხატავთ და სვანეთის ეკლესიებისათვის შეუწირავთ როგორც საქართველოს მეფეებს, ისევე ცალკეულ პირებს, ნაწილი კი დასაცავად გაუხიზნავთ სვანეთში ავბედობის ჟამს.

მათ რიცხვს მიეკუთვნება წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის ფერწერული ხატი, მაცხვარიშის ეკლესიის საგანძური. იგი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ლაგურკის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ხატთან - შესაძლოა ეს ორი ხატი ვედრების კომპოზიციის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. XII საუკუნის ხატწერის ბრწყინვალე შესრულებით გამოირჩევა წმინდა ორმოცი მოწამისა და წმინდა ნიკოლოზის ხატები.

საინტერესოა XII-XIII საუკუნეების დიდი ზომის სამნაწილიანი, ჭედურობით შემკული ღვთისმშობლის კარედი ხატი. წარწერაში მოხსენიებულია ვარდან ინასარიძე და მისი ძმები, რომელთა დაკვეთით შეიქმნა ეს ხატი მათი მშობლების, ვახტანგისა და მარინას, სულების მოსახსენებლად. ინასარიძეები ლეჩხუმელი ფეოდალები იყვნენ. XI საუკუნის I ნახევარში ცნობილია თევდორე, გიორგი და ასან გვაზავაისძეთა მნიშვნელოვანი საგვარეულო სახელოსნო. წამყვანი ოსტატების სახელები მოხსენიებულია მათ მიერ შესრულებულ ნამუშევრებში. ძეგლების მხატვრულობა ადასტურებს, რომ სვანეთში სხვა საოქრომჭედლო სახელოსნოებიც არსებობდა, სადაც იქმნებოდა ისეთი მაღალმხატვრული ნაწარმოებები, როგორიცაა სეტის წმინდა გიორგის ეკლესიის საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი, ჩაჟაშის მაცხოვრის ხატი, წმინდა გიორგის და მთავარანგელოზის ხატები.

მუზეუმში წარმოდგენილი გვაზავაისძეთა სახელოსნოში შესრულებული რამდენიმე ნამუშევარი, ძმების - თევდორესა და გიორგის მიერ შესრულებული ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმინდა გიორგის ხატი XI საუკუნის I ნახევრის მნიშვნელოვანი ნამუშევარია. სეტის წმინდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის საკურთხევლის წინამდებარე ჯვარზე ცენტრში გამოსახულია ბოძზე დაკრული წმინდა გიორგი მაღლა აწეული ხელებით. წმინდა გიორგის წამების ცხრავე სცენა დიდი ოსტატობითაა შესრულებული.

KARIBCHEსარიტუალო ნივთებს შორის თავისი დანიშნულებით საინტერესოა სამწერობელი (რიპიდიონი). იგი დიაკვანს უჭირავს ლიტურგიულ მღვდელმსახურებაზე ტრაპეზთან და წმინდა ძღვენთა თასს უნიავებს ლიტურგიის დასაწყისში. სამწერობელი გამოაქვთ აგრეთვე მირონის კურთხევის დროს, დიაკვნის ხელდასხმის საიდუმლოს შესრულების დროსაც; სამწერობელი მიღებულია, როგორც სიმბოლო ქრისტეს მიერ სიკვდილის დაძლევისა, ამიტომ იგი გამოაქვთ დიდი შემოვლის დროს.

შუა საუკუნეებში სამწერობელი ჭედური ტექნიკით სრულდებოდა სუფთა და ოქროში დაფერილი ვერცხლით და მაგრდებოდა გრძელ ხის ტარზე.

სამწერობელი გამოისახებოდა მოციქულთა ზიარებაში ქერუბინთა ჰიმნის დასურათებისას და გარდამოხსნაში. რადგან აზრობრივად იგი ქერუბინთა ჰიმნს უკავშირდება, ამიტომ უმეტესად ამ ანგელოზურ არსებათა გამოსახულებებითაა მორთული.

მუზეუმში ინახება X-XI საუკუნეების მიჯნაზე შესრულებული სამი სამწერობელი. IX საუკუნის აჟურულმკლავებიანი სამწერობელი გარდამავალი პერიოდის ერთადერთი ნიმუშია სვანეთში და სამწერობლის ყველაზე ადრეული ნახელავია საქართველოში.

მუზეუმის უნიკალურ საგანძურს წარმოადგენს ხელნაწერი ოთხთავები: 897 წლის ჰადიშის ოთხთავი, XIII საუკუნის იენაშის ოთხთავი, რომელიც გამოირჩევა საზედაო ასოების მრავალფეროვნებით. მნიშვნელოვანია ასევე ხელნაწერი, რომელიც 1030 წელსაა გადაწერილი ოშკში, წმინდა იოანე წინამორბედის ლავრაში იშხნის მთავარეპისკოპოსის ილარიონ იშხნელის შეკვეთით და ლაბსყალდის (XIIს.) ოთხთავების მხატვრული შემკულობა.

***
მთის ფერდობზე დგას მესტიის ფუსდის ეკლესია. იგი კახაბერიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. ინტერიერის XIII საუკუნის მოხატულობისგან მხოლოდ ფრაგმენტები შემორჩა.

სოფელ ლაღამის ცენტრში დგას მაცხოვრის ორსართულიანი ეკლესია. თავიდან აქ X საუკუნეში მცირე ზომის სამლოცველო აუგიათ, XIV საუკუნეში გაუფართოებიათ და ზემოდან მეორე სართული დაუშენებიათ. ტაძრის კედელზე, საკურთხევლის გვერდით გამოსახულია მდიდრულ სამოსში გამოწყობილი ქტიტორი შალვა ქირქიშლიანი. მისი სახელი შემოგვინახა ფრესკის ასომთავრულმა წარწერამ. ამავე წარწერაში მოხსენიებულია მისი ძმა ნექე, როგორც მოხატულობის თაოსანი. ისტორიული საბუთებიდან ირკვევა, რომ შალვა გარკვეულ როლს ასრულებდა თემის ცხოვრებაში.

KARIBCHEტაძრის მხატვრობაში წარმოდგენილია წმინდა ევსტათეს ნადირობა, ასევე ადამისა და ევას ცდუნება და მათი სამოთხიდან განდევნა. ლაღამის ეკლესიის მთელი განძეულობის მნიშვნელოვანი ნაწილი მესტიის მუზეუმშია დაცული. ლაღამშია მარგიანების ძველი საცხოვრებელი კომპლექსი. მაჩუბში მთლიანად შემორჩენილია სვანური საცხოვრებელი სახლის ინტერიერის შემკულობა - ორნამენტით დამუშავებული ტიხრები, ბოძები, კიდობნები, მახვშის სკამი და საოჯახო ნივთები. კომპლექსი ამჟამად მუზეუმის ნაწილს წარმოადგენს. ლაღამის ქვედა უბანშია ცნობილი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი.

***
ლანჩვალში, მარგიანთა საგვარეულო უბანში, წმინდა მთავარანგელოზის სახელზე აშენებული მცირე ეკლესიაა, რომელსაც სვანები მარგიანალ-თარინგზელს უწოდებენ. ის თავის დროზე პატარა მუზეუმი იყო. ჭედური ხელოვნების მრავალ ღირსშესანიშნავ ნიმუშთა შორის აქ ინახებოდა აღსაყდრებული მაცხოვრის ხატი XI საუკუნისა. ეს წმინდა ხატი შესრულებულია გიორგი გვაზავაისძის მიერ ივანე დორაბელის ძის დაკვეთით. ხატმა დაზიანებული სახით მიაღწია ჩვენამდე და ამჟამად მესტიის მუზეუმში ინახება.

***
სოფელ ლეხთაგში ხერგიანების ძველი საცხოვრებელი კომპლექსია. იგი მთელ მესტიას გადმოჰყურებს და სეტიდან საუცხოო სანახავია.

ლეხთაგის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობა ფრაგმენტულადაა შემორჩენილი. დღემდე მოღწეულია დარბაზის მოხატულობის მხოლოდ ქვედა რეგისტრი. აქ წარმოდგენილი არიან ისტორიული პირები - ჯაფარიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია
ისტორია გვამცნობს, რომ სვანეთში ქრისტიანობა უქადაგიათ წმინდა მოციქულებს: ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელს, მატათას და პირველი ქრისტიანული თემიც დაუფუძნებიათ. სწორედ ამის შემდეგ ვრცელდება ქრისტიანობა სვანეთში, რასაც მოჰყვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლებული ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქია მოიცავდა მესტიასა და ზემო სვანეთსაც. ოციან წლებში დაწყებული საეკლესიო რეპრესიების გამო ამ მხარეში მღვდელმსახურება ფაქტობრივად არ აღესრულებოდა, თუმცა საბჭოური მმართველობის მიუხედავად, ზემო სვანეთმა ერთგულებით დაიცვა ძველი ეკლესია-მონასტრები და სიწმინდეები. სწორედ ამის გამო დღეს ეპარქიის ეკლესიათა უდიდეს ნაწილში შეიძლება ღვთისმსახურების განახლება აღდგენითი სამუშაოების გარეშე. ზემო სვანეთის თითქმის ყველა სოფელში რამდენიმე ეკლესიაა, ზოგან სამ ათეულზე მეტიც კი.

2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ტერიტორიულად განვცრობილი ეპარქიის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო სამწყსო ჩამოყალიბდა: ცაგერისა და ქვემო სვანეთის და მესტიისა და ზემო სვანეთის.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მწყემსმთავრად, წმინდა სინოდის განჩინებით, გამოარჩიეს არქიმანდრიტი ილარიონი (ქიტიაშვილი).

მეუფე ილარიონი
მეუფე ილარიონის მობრძანების შემდეგ ეპარქიაში მართლაც საგრძნობია სულიერი ცხოვრების აღმავლობა. ძველი ეკლესიების აღდგენა-ამოქმედებასთან ერთად ახალი ტაძრებიც აიგო და ღვთისმსახურება აღესრულება. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევას და დალოცვას სიხარული, მადლი, ღვთის წყალობა შემოაქვს ჩვენში. მეუფე ილარიონს რეზიდენციაში ვესაუბრე:

KARIBCHE"ჩემი სულიერი ცხოვრება 1996 წლიდან დაიწყო. მანამდე ალბათ ამას წინ უძღოდა ჩემი შემზადება ღვთის გზაზე. ბებია გახლდათ ძალიან ეკლესიური ადამიანი. ეკლესიაში გალობდა. ეს ის პერიოდია, როდესაც მიტროპოლიტი ბრძანდებოდა დავითი (დევდარიანი), საქართველოს მომავალი პატრიარქი. ბებიას ძალიან ახლო სულიერი, ქრისტიანული ურთიერთობა ჰქონდა მაშინდელ პატრიარქთან, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის მოენათვლინებინა ჩემი თავი. პატრიარქი დავითი გახლავთ ჩემი ნათლია.

ბებიას გარდაცვალების შემდეგ მეუფე იობი აკურთხეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის ეპისკოპოსად. მისი ლოცვა-კურთხევით, ბერები მოდიოდნენ ჩვენთან და ფსალმუნებს კითხულობდნენ განსვენებულის სულის მოსახსენებლად. ამ დროს ახლო ურთიერთობა მქონდა ბერებთან, ვესაუბრებოდი მათ. ერთ-ერთმა ბერმა სულიერებაში ჩამახედა და ნათლად გამარკვია, რამაც მიბიძგა, სულიერებისკენ გადამედგა პირველი ნაბიჯი. მაშინვე არ მომხდარა დაახლოება ეკლესიასთან. რაღაც პრობლემები წარმოიქმნა ჩემს პირად ცხოვრებაში. ეკლესიურად მცხოვრებმა ახლობლებმა მირჩიეს, მივსულიყავი მოძღვართან და მისთვის მეთქვა ჩემი გასაჭირი. დავუჯერე... მოძღვრის არც ერთი რჩევა-დარიგება არ დამიტოვებია უყურადღებოდ. მირჩია, მომდურავს შევრიგებოდი, პატიება მეთხოვა, ეს ცოტა რთული იყო, მაგრამ იმძლავრა ღვთის მადლმა და ეს ნაბიჯი გადავდგი. შემდეგ ჩემი ცხოვრებაც დალაგდა, პრობლემები ნელ-ნელა მოიხსნა.

აქედან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და გავხდი აქტიური მრევლი. არ დამიტოვებია სასულიერო ლიტერატურა, რომ არ წამეკითხა. თითქოს ჩემს წინაშე ნათელი წერტილიც გამოჩნდა. გაიხსნა ყველაფერი და სულიერი თვალით დავინახე ბევრი რამ. ვმონაწილეობდი ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში. შემდეგ მოძღვარმა მითხრა, იქნებ ხუცური შეისწავლოო. ვისწავლე და მედავითნეობაზეც მაკურთხა. სასულიერო ცხოვრებისთვის ალბათ ეტაპობრივად მამზადებდა. შემდეგ შემომთავაზა, - ხომ არ შეიმოსები კაბითო. ძალიან გამიჭირდა ამის მიღება და სამი კვირა ეკლესიაში არ მივსულვარ, რომ მოძღვარს არ დავენახე. დავდიოდი ხაშურის იოანე ნათლისმცემლის საკათედრო ტაძარში, წმინდა მარინეს ტაძარში, სურამის წმინდა გიორგის ტაძარში, სადაც მეუფე იობი წირავდა ხოლმე. ჩემი პირველი მოძღვარი გახლდათ ბოდბელი ეპისკოპოსი დავითი (ტიკარაძე).

შემდეგ მეუფე იობის სულიერი შვილი გავხდი. მანაც - კაბით ხომ არ შეიმოსებიო. ძლიერი ბრძოლები მქონდა. ჩანს, არ სურდა უკეთურ ძალას ამ გზაზე წავსულიყავი. დავთანხმდი. მანამდე კი მეუფე იობმა მოსალოცად ვარძიაში, თავკვეთულაში წამიყვანა. იქ ძალიან ცუდად გავხდი. ბრძოლებიც დამეწყო. ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში რომ შევედით, ვიგრძენი სულიერი გარდატეხა. იქიდან დაბრუნებული მივედი მეუფე იობთან და თანხმობა განვუცხადე. 1999 წელს დიაკვნად მაკურთხა მეუფემ, მაშინ 37 წლის გახლდით. ოთხ თვეში, მირქმის დღესასწაულზე, მღვდლად მაკურთხეს. მეუფემ დამნიშნა სურამის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. იქ ორი წელი ვმსახურობდი.

ჩემი დამოკიდებულება ბერებისადმი ძალიან თბილი გახლდათ. გამუდმებით მათთან ყოფნა მინდოდა. მათი ცხოვრების წესი დავამკვიდრე ოჯახში. როცა წავიკითხე იოანე კრონშტადტელის ცხოვრება, გადავწყვიტე, მისთვის მიმებაძა. ალბათ მეუფემაც შეამჩნია ეს. გიორგობის დღესასწაულზე მობრძანდა ტაძარში. ტრაპეზთან ერთად ვიდექით და მეუფემ მითხრა, შენში ვხედავ ბერულ სულს და რას ფიქრობ ამის თაობაზეო. ვუპასუხე, - ამაზე ნაფიქრი მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ-მეთქი. მოსაფიქრებლად სამი დღე ვთხოვე. მაშინ ეს ამბავი მეუღლესთან არ მქონდა შეთანხმებული. რა თქმა უნდა, მისთვის ადვილი არ გახლდათ საუბრის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ის მგალობელი, მედავითნე იყო იქ, სადაც მე ვმსახურობდი. საბოლოოდ, სულიერად მივიდა იმ დონემდე, რომ თანხმობა განაცხადა.

აღკვეცამდე სამი დღით ადრე მეუფესთან ერთად სამცხეში გავემგზავრე. მოვილოცეთ საფარის მამათა მონასტერი, ვარძია, თავკვეთულა. ცოტა ხანში კი მეუფემ წამიყვანა ქოზიფის მამათა მონასტერში. აი, იქ ვგრძნობდი ეშმაკის ისეთ საშინელ ძალას, რომ თავადაც შემეშინდა. დავიწყე ერში დატოვებულ ოჯახზე ფიქრი. ვდარდობდი, როგორ ცხოვრობენ უჩემოდ-მეთქი. ასეთ დროს მივდიოდი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან (მამა შიოს (ხარძეიშვილი) კელია სადაც იყო. ღმერთმა აცხონოს მისი სული) და ვევედრებოდი, მოეცა ჩემთვის ძალა, რათა ბერული ნაბიჯი გადამედგა. წმინდა ილარიონ ქართველის ხსენების დღე იყო. მე არც ვიცოდი. მამა შიომ მომიტანა ქართველ წმინდანთა ცხოვრება, იმდენად შეუძლოდ ვიყავი, რომ ვერც წავიკითხე, მხოლოდ გადავფურცლე და მაგიდაზე დავდე.

KARIBCHEჩემი ბერად აღკვეცის დღე დაემთხვა წმინდა ილარიონ ქართველის ხსენების დღეს. გულში ვფიქრობდი, რა სახელი უნდა დაერქმია ჩემთვის მეუფეს და ძალიან გამიხარდა, როცა წმინდა ილარიონ ქართველის სახელი მიწოდა.

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში გავაგრძელე ღვთისმსხურება, პარალელურად ვმსახურობდი ხელისის იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მონასტერში. ამ უძველესი ტაძრის აღდგენა სურდა მეუფე იობს და ნელ-ნელა დავიწყე მისი კეთილმოწყობა. საკურთხევლის გადახურვა მოვახერხეთ, რათა ტრაპეზი დაცული ყოფილიყო. ვმსახურობდი ასევე ხელისის წმინდა გიორგის ტაძარში. ახალსოფელში გავხსენი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი. 2002 წელს კი წმინდა სინოდმა ეპისკოპოსად გამომარჩია. მონასტერში უბრალო ბერობა მინდოდა, მაგრამ დავემორჩილე მეუფე იობის ლოცვა-კურთხევას და ღვთის განგებულებას. დამნიშნეს ზემო სვანეთის ეპარქიის მმართველად.

- მეუფე ილარიონ, ბერული ცხოვრებით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა, რადგან ამით მორჩილება გამოვხატე. ბერის პირველი თვისება მორჩილებაა. ეშმაკი ყოველთვის მოვა - აზრებით, ფიქრებით, მაგრამ ღვთის შეწევნით უნდა დაძლიო. უფალი შეგეწევა ყველა საქმეში.

- როგორ გამოვიძიოთ ღვთის მადლი?

- ბერობა ხომ ღვთისთვის შეწირვას ნიშნავს. შენ აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს. უნდა აიღო ჯვარი და შეუდგე ქრისტეს. სიყვარული ღმერთია, მაგრამ ადამიანიც ხომ ხატია და მსგავსია ღვთისა. თურმე ადამიანსაც შეძლებია, ფართოდ გაშალოს სიყვარული და არ შემოისაზღვროს ვიწრო წრით. მხედველობაში მაქვს - შვილი, მეუღლე, ოჯახი, ძმა, დედ-მამა. მოყვასის სიყვარული ნიშნავს, გიყვარდეს ყველა ადამიანი. ეს ჩემში მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, მიყვარდეს თითოეული ადამიანი. ამას ადრე არ ვცდილობდი. მინდა სიმართლე იყოს ჩემში. ნელ-ნელა აღმოიფხვრა ის, რითაც ერში ვცხოვრობდი. აი, ეს არის მადლი. მადლი არ ტყუის, მადლს არ შურს, მადლი არ კლავს, მადლი არ იპარავს. ადამიანში დევს აზროვნება რწმენისა, სიყვარულისა, ადამიანებს შორის ნორმალური და ზნეობრივი დამოკიდებულება, ხედვა ისეთი, რომ ყველა ადამიანში დაინახო შენი დედა, მამა, ძმა, და, შვილი. ერში ყოფნის დროს ამას ვერ ვხედავთ. ყოველ შემთხვევაში, აღარ ღებულობ ბოროტის ფიქრებს და სანაცვლოდ ახვედრებ იმ ძალას, რომ ეს წინააღმდეგობები მოგშორდეს.

რწმენით ყველა ადამიანს სწამს, წარმართებსაც. ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გიპასუხებს - როგორ არ მწამს ღმერთიო. მნიშვნელობა იმას აქვს, როგორ გწამს. საკუთარი გაგებიდან გამომდინარე კი არა, ისე უნდა სწამდეს, როგორც უფალმა დაუწესა და დაუკანონა. სიყვარული უფრო მეტია, სიყვარულს რწმენაც აქვს და იცნობს ღმერთს. რწმენამ შეიძლება ეს არ იცოდეს. შეცნობა უკვე სრულყოფილებასთან სიახლოვეა, რომ შენ ღმერთი გხედავს, შენს ყველა საქციელს, მოძრაობას ხედავს. აი, ეს სიყვარულმა იცის, რადგან თავად ღმერთია სიყვარული. ეს რომ გაქვს გულში, ყველა წინააღმდეგობას იოლად გადაგალახინებს სიყვარული. უფლის და კაცის ნება თანხვედრილი უნდა იყოს. წმინდა წერილი ცხოვრების წიგნია. ისწავლე, მიჰყევი მას და გაგიადვილდება ცხოვრება.

- მეუფეო, ყველაზე მეტად რა ფასობს ბერმონაზვნურ ცხოვრებაში?

- იცით, რა ფასობს? როდესაც ბერად აღიკვეცები, ამით ღმერთს სწირავ თავს. ადამიანი გაუცნობიერებლად არ დაადგება ამ გზას. ღმერთი ხედავს მის გულს და გამოირჩევს. მერე შეიძლება პრობლემები შეხვდეს. თუ მცირედად მაინც მოდუნდი, ეშმაკი უმალ შენს გვერდით გაჩნდება. ვერ მოგვიახლოვდება, თუ მტკიცედ, მყარად, სიყვარულით და რწმენით ვიქნებით. ბერმა თავისი ცხოვრება მისცა უფალს, ადამიანებს. ის აღარ ეკუთვნის ამ სამყაროს. მისი აზროვნება ზეცისკენაა მიმართული. შეიძლება სიტყვით ვერ გამოვხატოთ, მაგრამ ვიცით, რომ გულმა გადაწყვიტა მისი სწრაფვა.

უფალი ბრძანებს, გიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, სულით, გონებით და გიყვარდეს მოყვასი შენი. სახარებაში ვკითხულობთ: თუკი ვისაც ხედავ, ის ვერ შეიყვარე, მე როგორ შემიყვარებო. თავის დადება ყველა ადამიანისთვის - არის ცხონება და გადარჩენა. ვთქვათ ასე, ბერი არის ბალახი, რომელზეც დადიან. დღეს ის გაითელება, დაწვება ძირს, მაგრამ დილით ისევ თავის სიმაღლეზე დგას.

***
არაერთი ადამიანი ცხოვრობს დღეს დაფარულად და წმინდად. არიან ასევე დაფარული ქველმოქმედნი, რწმენით გაჟღენთილნი. ამიტომ ერშიც შეიძლება ცხონდეს კაცი. ოჯახი მცირე ეკლესიაა. თუ ოჯახის წევრები ეკლესიური წესებით იცხოვრებენ, ყველა პრობლემა მოგვარდება.

***
მეუფე იობის სიმტკიცემ, პატიოსნებამ, საქმისადმი დამოკიდებულებამ, ქვეყნის სიყვარულმა მიბიძგა ბერული ცხოვრების დაწყებისკენ. მღვდელმთავრად გამორჩევის შემდეგ, როცა ზემო სვანეთის ეპარქიაში გამომიშვეს, მეუფე იობს ვუთხარი, - ჯოხი სადაც არ უნდა დაარჭო, იქ დავდგები და იქ ვემსახურები ღმერთს-მეთქი. რა თქმა უნდა, პრობლემებიც იყო, მაგრამ უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა იოანე ნათლისმცემელი მეხმარებიან და მიადვილებენ მღვდელმთავრის ტვირთს. ეპარქიაში სამი-ოთხი მოქმედი ეკლესია და ერთი მღვდელი, მამა გიორგი ჩართოლანი დამხვდა - სეტის წმინდა გიორგის, ლაღამის ფერისცვალების, ლეხთაგის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის და უშგულის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრებში. დანარჩენი ტაძრები დაკეტილი და დახშული გახლდათ. მათი გაღების უფლება არ გვქონდა. ალბათ ეს ხდებოდა დაცვის მიზნით. ვიდრე ნდობა არ აღდგა, ვერ შევძელით ტაძრებში მსახურება. ამჟამად გვაქვს 16 მოქმედი ეკლესია, სადაც ოდიკი დევს. ხუთი სასულიერო პირი გვყავს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ძალაა. სოფელ ჭუბერში სამ წელიწადში ავაშენეთ სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ტაძარი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელზე, ასევე წმინდა ნიკოლოზის სახელობის მცირე ბაზილიკური ეკლესია. იქ მამა გიორგი ნიგურიანი წირავს. მამა ეგნატე (კურტანიძე) თან წამომყვა ზემო სვანეთის ეპარქიაში. მერე ის ბერად აღიკვეცა და ძალიან ღირსეულად ემსახურება ეპარქიას. სვანეთში ქრისტიანობის ქადაგება ხელმეორედ ხდება. მღვდელმონაზვნად ვაკურთხეთ მამა თეოფანე (არღვლიანი), ის ხუთი წელი სტიქაროსანი იყო. ახლა სოფელ იფარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. გულსატკენია, მაგრამ აქაც ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მადლობა ღმერთს, დღეს ხალხის აზროვნება მთლიანად შეიცვალა. მრევლიც მომრავლდა. გვყავს კიდევ მღვდელი მამა ბასილ ფილფანი, რომელიც წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობს. ძალიან კარგი ადამიანია.

KARIBCHE***
აქაურებს სულიერება კი აკლდათ, მაგრამ მოძღვრისადმი პატივისცემა ჰქონდათ, რაც ახლა უფრო გაძლიერდა. მრევლი უკვე ჩამოყალიბებულია. ცდილობენ, ეკლესიასთან ახლოს იყვნენ, ეზიარებიან, აღსარებას ამბობენ. მათი ხელით აშენდა ირგვლივ ყველაფერი, რასაც რეზიდენციაში ვხედავთ, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის ტაძრები. ზამთარში ძალიან გვიჭირს სოფლებში გადაადგილება. დიდთოვლობის გამო გზები იკეტება. ოთხი მოძღვარი აქაურია და შეგუებულია პირობებს. მატერიალურად უჭირთ, მაგრამ ღმერთი მოწყალეა და არასდროს დატოვებს უყურადღებოდ. დანარჩენებიც დიდი რწმენისა და სიყვარულის გამო ყველაფერს ითმენენ. ღირსეულად ემსახურებიან უფალს და ხალხს.

***
ძალიან ბევრი და უნიკალური სიწმინდეა სვანეთში დავანებული - როგორც ფერწერული, ასევე ჭედური ჯვარ-ხატები. ბევრი ხელნაწერია შემორჩენილი. ოჯახებშიც მრავალი საგანძურია დაცული. სადაც დიდი მადლია, მეტი ბრძოლაცაა. ბევრს უჭირს ეკლესიასთან სიახლოვე, განსაკუთრებით ძველი თაობის მამაკაცებს. მათ ჰყავთ დეკანოზებად ერის ადამიანები, რომლებიც განკარგავენ რამდენიმე ეკლესიას. მტკივნეულია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას - შემოსავლის წყაროდ გაიხადეს ღვთის სახლი, განსაკუთრებით კვირიკესა და ივლიტას ტაძარი. ვევედრები უფალს, გაამრავლოს პატიოსანი და სულიერად ძლიერი სასულიერო პირები. თუ ასე იქნება, ამგვარი პრობლემები ნელ-ნელა მოიხსნება.

სვანეთი ნამდვილად არის ჩემი სახლი.

- ყველაზე მეტად რა გენატრებათ, მეუფე?

- მენატრება ის, რომ სადაც ღმერთმა დამადგინა, იმ ადგილას ვნახო სულიერება, ღვთისადმი სწორი დამოკიდებულება. ეს ხომ ცხონების, ადამიანის გადარჩენის გზაა. ყველა მღვდელმთავარს, სასულიერო პირს ეს მისია აქვს დაკისრებული, რათა ადამიანი აცხოვნოს. პირადად ჩემთვის სანატრელია, ადამიანებში დავინახო სწრაფვა უფლისაკენ.

სვანეთში მოღვაწეობამ უდიდესი გამოცდილება შემძინა. მთავარია, მოთმინებით მიიღო ყოველივე. აქ დავინახე, რომ მოთმინება ყველაზე მომგებიანია. ასევე აუცილებელია სიმართლის თქმა. თუ რაღაცაზე თვალი დავხუჭეთ, განსაკუთრებით სასულიერო პირებმა, და გვერდზე გავიწიეთ, უკან ავად დაგვიბრუნდება.

- თავისუფალი დრო თუ გრჩებათ?

- მრჩება, უფრო მეტად, როცა ფიქრია საჭირო. ფიზიკურ შრომასთან შედარებაც კი არ შეიძლება გონებრივი დატვირთვისა. მუდამ ფიქრში ხარ. მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდე, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ორი რამ არის ცხოვრებაში აუცილებელი - შრომა და ლოცვა. ვიდრე ფეხზე დგახარ და აზროვნებ, მანამდე უნდა იფიქრო სიკეთეზე და საქმის კეთებაზე.

მღვდელმთავრის პასუხისმგებლობაც ამაში გამოიხატება. უკვე შენს თავს აღარ ეკუთვნი. შენზე დამოკიდებულია მთელი ეპარქია და ის ხალხი, ვინც გაბარია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველასთან მქონდეს ურთიერთობა. ლოცვა-კურთხევით ორმა სამღვდელო პირმა სოფლები მოილოცა, ნათლობები ჩატარდა. ღვთის წინაშე ვალდებულები ვართ, ძალითაც კი წავგლიჯოთ ეშმაკს თითოეული ადამიანი.

***
რეზიდენცია თანდათან კეთილმოეწყო. ამავე შენობაშია დაფუძნებული სასულიერო გიმნაზია, რომელსაც მამა გიორგი ჩართოლანი უძღვება. ვაპირებთ, ცალკე ავაშენოთ გიმნაზიის შენობა. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მომავალ თაობას სჭირდება სულიერად აღზრდა, რათა ღვთისნიერად წარმართოს ცხოვრება.

- მეუფეო, განსაკუთრებით რას ევედრებით უფალს განმარტოებით ლოცვისას?

- ჩემს ერს, ჩემს საქართველოს ვავედრებ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ქვეყანაში არსებული პრობლემები არ აწუხებდეს. ჩემი ყველაზე დიდი სურვილი საქართველოს ერთიანობაა. ვევედრები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, უფალს, ყოვლადწმინდა სამებას ჩემი ქვეყნის ძლიერებას, ერთიანობას, ერის გამრავლებას, სულიერ და ეკლესიის გზაზე დადგომას.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაიფაროს. ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი და მასში მოღვაწენი. თქვენ ემსახურებით ძალიან კარგ საქმეს. ღმერთმა გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat