იფარი
იფარი
მესტიიდან ოდნავ მოშორებით სოფელი იფარია. წინათ ამ სოფლის თემში შედიოდა სოფლები: ნაკიფარი, ზეგანი, ჰადიში, წვირმი, იელი და აცი. მათგან დღეს მხოლოდ ნაკიფარი, ზეგანი და ბოგრეშია გაერთიანებული. რუსუდან ყენიასა და ნათელა ალადაშვილის წიგნის "ზემო სვანეთის" მიხედვით ვგებულობთ:

ბოგრეშიდან 1 კმ-ითაა დაშორებული ნაკიფარი. იგი მაღლობზეა გაშენებული. ნაკიფარის წმინდა გიორგის X საუკუნის ეკლესია სვანეთის სხვა ეკლესიებისგან ფასადების შემკულობით გამოირჩევა. ეკლესიაში შესვლისთანავე მდიდრულად შემკულ საყდარზე მჯდომი მაცხოვრის გრანდიოზული კომპოზიცა გეგებებათ. კურთხევით აღმართული მარჯვენა ხელი განზე ფართოდ აქვს გაშლილი. გვერდით ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და ორი მთავარანგელოზის გარდა ანგელოზთა დასებიცაა გამოსახული, რომელნიც მის ამალას, ციურ მხედრიონს წარმოადგენს. ტაძრის მოხატულობა მხატვარ თევდორეს ეკუთვნის.

ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახა რაიმე ცნობა მის შესახებ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის წარმოშობით სვანი იყო, ხოლო პროფესიული განათლება ბარის რომელიმე სამხატვრო ცენტრში უნდა მიეღო. მეფის მხატვრის ტიტული მიუთითებს, რომ მას შესრულებული ჰქონდა სამუშაო მეფის დაკვეთით, მაგრამ ამ მოხატულობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თევდორეს მოღვაწეობა XI საუკუნის დასასრულსა და XII საუკუნის პირველ მესამედს, დავით აღმაშენებლის მეფობას ემთხვევა და საფიქრებელია, რომ იგი მისი მხატვარი ყოფილიყო. თევდორეს შემოქმედება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ნაკიფარის ეკლესიის XI საუკუნის წმინდა გიორგის ხატის შესახებ ამავე ხატის წარწერის მიხედვით ვიგებთ, რომ ხატი ასან ოქრომჭედელს მოუჭედავს მარუშანის დაკვეთით და მასალით - ოქროთი და ვერცხლით.

ნაკიფარის ეკლესიის მახლობლად შემორჩენილია ძველი საცხოვრებელი მაჩუბითა და კოშკით, რომელიც პირველების ოჯახს ეკუთვნის.

ოდნავ მოშორებით, მაღლობზე - სოფელი ზეგანია. აქ წმინდა ანგელოზთა სახელობის პატარა, ქვის ეკლესიაა.

ბოგრეშიდან 8 კმ-ზე, ჰადიშის წყლის ხეობაში, მარადიული თოვლით დაფარული თეთნულდის ძირში მდებარეობს სოფელი ჰადიში, ძველი სვანური სოფელი მჭიდროდ მიჯრილი ქვის სახლებითა და მაღალი კოშკებით.

ნახევრად დაცლილ სოფელში ოთხი ეკლესიაა: მაცხოვრის, მთავარანგელოზისა და ორიც - წმინდა გიორგის სახელზე აგებული.

წმინდა გიორგის მცირე ზომის ეკლესია სოფლის თავში, მდინარის მაღალ ნაპირზეა აღმართული. ეკლესიის ჩრდილოეთის ფასადზე მოჩანს წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს გამოსახულებანი. ორივე მხედარი ჰადიშის ხეობის შესასვლელისკენ იყურება და, საფიქრებელია, რომ ისინი სოფლის მფარველებად აღიქმებოდნენ. მოხატულია კანკელიც.

KARIBCHEჰადიშის მთავარი, მაცხოვრის სახელობის შედარებით მოზრდილი, თლილი ქვით ნაგები ეკლესია სოფლის ზემოთ, მთის ფერდობზე დგას. ეკლესიას მიშენებული აქვს ღვთისშობლის სახელზე აგებული სამლოცველო "ლამარია", ეკლესიის გვერდითაა სამრეკლო.

ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა შატბერდის ლავრაში 897 წელს გადაწერილი და მინიატიურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელიც ჰადიშის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. ამჟამად იგი მესტიის მუზეუმშია დაცული.

ჰადიშის ტაძრის მოხატულობა ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისის მოხატულობების დროინდელია.

ეკლესიის ერთ კედელზე, შესასვლელის გვერდით, ისტორიული პირი - მიქაელ ჩეგიანია გამოსახული ქართველი დიდებულის, ერისთავის სამოსით. ჩეგიანების გვარი ახლაც სახლობს ჰადიშის მახლობლად, ქედის გადაღმა მდებარე კალას თემის სოფელ ხალდეში.

აქაც, ისევე როგორც სვანეთის ყველა თემში, ჰადიშის ეკლესიების საგანძური ერთ სალოცავში - მაცხოვრის მთვარ ეკლესიაშია თავმოყრილი.

სხვადასხვა დროსაა შესრულებული ჰადიშის მაცხოვრის ეკლესიაში დაცული ფერწერული ხატები. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება - ელეუსას (აღჩვილების) ტიპის ღვთისმშობლის ხატი. ყრმა მაცხოვარს დედისთვის ხელები შემოუხვევია და ლოყით ეკვრის სახეზე.

საფიქრებელია, რომ ჰადიშში არსებობდა ხატწერის ადგილობრივი სახელოსნო.

წმინდა გიორგის მეორე ეკლესია, ლიჩანიში (ქვედა წმინდა გიორგი), სოფლის გარეთ, ალპურ ველზე დგას. აქ ეწყობა ვაჟიანობასთან დაკავშირებული დღესასწაული "ლიჩანიში". ტაძრის კანკელით გამოყოფილი აფსიდი იმდენად პატარაა, რომ ტრაპეზი წინ გამოდის და კეტავს აღსავლის კარს, რის გამოც საკურთხეველში მოხვედრა ჭირს.

ასომთავრულ წარწერაში, რომელიც ჩრდილოეთის კედელზე, წმინდა თევდორეს გამოსახულების ქვემოთაა, მოხსენებულია "ადიშის ხევის უფალი". ამ წარწერით ჩანს, რომ ჰადიშს XI საუკუნეში საკუთარი ფეოდალი ჰყოლია, რომლის სახელი, სამწუხაროდ, აღარ შემოგვრჩა. ერთ დროს იფარის თემის ყველაზე დიდი სოფელი, წვირმი, იფარისა და მესტიის გამყოფი ქედის ძირში, მაღალი მთის პლატოზე მდებარეობს. ბოგრეშიდან სოფელში სამანქანო გზითაც შეგიძლიათ მოხვედრა და ბილიკითაც. აქედან სვანეთის ორი დიდებული მწვერვალი მოჩანს - თეთნულდი და უშბა.

სოფლის გადასახედიდან იფარის სოფლებისა და კალის ღრმა ხეობის ხედი იშლება. სოფელი უბნებადაა დაყოფილი. წვირმში ხუთი ეკლესიაა - მაცხოვრის, წმინდა გიორგის, წმინდა ბარბარესი და ორიც მთავარანგელოზისა. წმინდა ბარბარეს ეკლესიაში კანკელის გარდა არაფერი შემოგვრჩა.

მთავარი, მაცხოვრის, შედარებით მოზრდილი ეკლესია სოფლის ცენტრში, მოედანზე დგას. ეკლესიაში ინახება მრავალი ჯვარ-ხატი.

წვირმის ქვედა უბანში, ჩობანში, ორი ეკლესიაა. IX საუკუნის მთავარანგელოზთა ეკლესიის კედლის წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია მოიხატა ზვიად გუხაფის ძის ხელით, პაიშის დაკვეთით, რომელიც იქვეა წარმოდგენილი დიდებულის სამოსით.

მთავარანგელოზის მეორე ეკლესია სოფლის თავში - ზაგარის უბანში დგას. ეკლესიის ორი დიდი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი XII საუკუნეში მოუჭედავთ ადგილობრივ სახელოსნოში ოქროთი მოვარაყებული ვერცხლით.

წვირმის ახლოს, ბექობზე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის XIX საუკუნის ეკლესია დგას. წვირმიდან ვიწრო ბილიკით იელში შეიძლება გადასვლა. იელში ექვსი ეკლესიაა. სამი მათგანი სოფელში დგას: წმინდა იონა წინასწარმეტყველის, წმინდა გიორგისა (ჯიგრევანის) და წმინდა კვირიკესი (ლაგურკა), ხოლო სამი - სოფლის განაპირა გორაკებზე: მაცხოვრის, ლამარიასა და წმინდა გიორგის. ეკლესიაში ინახება ფერწერული ხატი წმინდა გიორგის, მთავარანგელოზის, ღვთისმშობლისა და ვედრების გამოხატულებით.

KARIBCHEსოფლის ბოლოს, ბორცვზე, დგას ქვით ნაშენი წმინდა გიორგის მცირე ეკლესია. ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს წმინდა გიორგის ეკლესიაში უნახავს და აღუწერია საკურთხევლისწინა ჯვარი, სამი ხატი, ბუკი (დიდი სპილენძის საყვირი) და საომარი ცული, ოქროს ზარნიშით ცხოველთა გამოსახულებებით შემკული, რომელიც გარეთ, ეკლესიის კარებთან ყოფილა დაკიდებული.

წმინდა გიორგის ანუ როგორც სვანები უწოდებენ ჯიგრევანის ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები. ეს მცირე ზომის ტაძარი ორ ადამიანსაც ვერ იტევს. აქ თავმოყრილია იელის ეკლესიების განძეულობათა უმეტესობა.

ეკლესიაში დაცული ხატების უმრავლესობას ლითონით მოჭედილი ვრცელი ქტიტორული წარწერები ახლავს. ყველა წარწერა იხსენიებს დამკვეთისა და შემწირველის, ზოგჯერ მთელი ოჯახის წევრთა სახელებსაც. ისინი გვიჩვენებს, რომ სვანები ხშირად სწირავდნენ ეკლესიებს და შენდობას მისგან ითხოვდნენ.

სოფელში, ჯიგრევანის ეკლესიის მახლობლად, დგას თლილი ქვით ნაგები წმინდა კვირიკეს სახელობის (ლაგურკა) პატარა დარბაზული ეკლესია. მოსახლეობა წმინდა კვირიკეს დღესასწაულს ამ ეკლესიაში იხდის. ეკლესიას შემორჩა XI-XII საუკუნეების საკურთხევლისწინა ჯვარი, რომლის მოჭედილობამ ფრაგმენტული სახით მოაღწია. კვირიკეს ეკლესიისკენ მიმავალი გზის გადაღმა დგას მცირე ზომის ლამარიას სახელობის ეკლესია. იელის სოფლის მოსახლეობა ამ ეკლესიაში აღნიშნავს ლამარიას (მარიამობის) დღესასწაულს. იელიდან ენგურის ნაპირთან, ღრმა ხეობაში მდებარეობს სოფელი აცი. აქ სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ბილიკს მივყავართ მთავარანგელოზის ეკლესიაში.

***
მამა თეოფანეს დახმარებით იფარში ხვისტანების ოჯახს ვესტუმრეთ. ოჯახის უფროსმა, ბატონმა კოსტამ გვიამბო: "ისტორიული სოფელია იფარი. აქაური მაჩუბ-კოშკები საუკუნეებს ითვლის. სოფლის უძველესი ეკლესია წმინდა გიორგის სახელობისაა. ეს ეკლესია აღიარებულია და დასახელებულია ფიცლაშის მთის ეკლესიად. ზაფხულობით იქ ავდივართ მოსალოცად. ტაძარი დანგრეულია. გადმოცემით ვიცი, რომ იქ ნაქალაქარი ყოფილა. სოფლის ეკლესიების ღირსშესანიშნაობაა XI-XII ს.ს-ის თევდორესეული მოხატულობა. მართალია, ბევრი რამ ჩვენში კერპთაყვანისმცემლობიდანაა შემორჩენილი, მაგრამ დღევანდელი მადლით, მეუფე ილარიონის და მამა თეოფანეს ძალისხმევით, თანდათან ინერგება მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებები. ღვთის წყალობით, ტაძრებში მრევლიც მომრავლდა. მადლობელნი ვართ, რომ სულიერება და ზნეობა ძლიერდება და მკვიდრდება. როცა მამა თეოფანე ჩვენი სოფლის წმინდა გიორგის ტაძარში აღავლენს ღვთისმსახურებას, სხვა სოფლებიდანაც - იელიდან, წვირმიდან, კალადან, უშგულიდანაც ჩამოდის მორწმუნე მრევლი. რელიგიურ დღესასწაულებს შეძლებისდაგვარად აღვნიშნავთ ხოლმე. წინათ წმინდა გიორგის ხატის გამობრძანება ვიცოდით. ხატზე დაფიცების ძლიერი ტრადიცია მოგვდგამს. ხატს რომ გამოვაბრძანებთ, მკვლელობა რომ იყოს, ის გაიხსნება. ხატზე გადაცემული კაცი არ დაიფიცებს და ფიცს არ გატეხს. სოფელში ყველა გვერდით ვუდგავართ ერთმანეთს. თემისა და სოფლის უპირველესი საქმეა გაჭირვებული ოჯახის, მარტოხელას, ქვრივის, ობლის დახმარება. ვცდილობთ, ტრადიციად ქცეული ეს წესი ბოლომდე შემოვინახოთ. კომუნისტების დროს მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი იყო პენსიები, ხელფასები. დღეს ჩვენთვის აღარავის სცალია. კიდევ კარგი, რომ საეკლესიო ცხოვრება გამოცოცხლდა. სოფელ იფარში წმინდა გიორგის ეკლესია ამოქმედდა. სულიერად და ზნეობრივად ვძლიერდებით და მომავლის იმედიც გაგვიჩნდა. მივდევთ მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას. რძეს, ხორცს, კარტოფილს, ხილს დიდი შრომით მოვიწევთ. შრომას ახალგაზრდებიც არ ეპუებიან.

KARIBCHEსაყურადღებოა გადმოცემა ჩვენი სოფლის - იფარის სახელის შესახებ. ერთი ვერსიით, თურმე, აქ იფნარი ყოფილა. დღეს უკვე გადაშენების პირასაა მისული. მეორე ვერსიით, თავდასაცავი, თავშესაფარი ადგილი იყოო. გაუჩეხიათ იფნის ტყეები და მის გარშემო დასახლებულან. იფარში ადრე 64 ოჯახი ცხოვრობდა, ამჟამად 14-ღა დარჩა.

დღეს იფარში სამი ქვესოფელია: ბოგრეში, ნაკიფარი და ზეგანი. მთლიანად ამ სამ სოფელში 180-მდე ოჯახს უცხოვრია. ბოგრეშს სვანურად ხიდს, ბოგს ვეძახით. იქ სამი ხიდია: ერთი - ჰადიშისკენ მიმავალი, მეორე - კალისკენ, მესამე - ნაკიფარისკენ, ზეგანისკენ. ნაკიფარი ბოგრეშის და იფარის თავშესაყრელი ცენტრია. ზეგანი მაღლობი ადგილია და მთელ ხეობას გადაჰყურებს.

ბოგრეშში ძირითადად გულბანები, კორძაიები, ხორგუანები ცხოვრობენ, ნაკიფარში - პირველები, გულბანები, ხაჭვანები, ზეგანში - ხვისტანები, გულბანები, პირველები, სულავები. სულავა მეგრული გვარია, მაგრამ არავის ახსოვს, როდის ამოვიდნენ სვანეთში. ალბათ ოთხი საუკუნის წინათ, რადგან მათ საგვარეულო კოშკი აქვთ. ისე, ყველა გვარს თავისი კოშკი აქვს. ჩვენსას, ხვისტანებისას, ბექნიშერი ჰქვია. სვანები კოშკებს უპირველესად თავდასაცავად აშენებდნენ.

ახლა სვანეთში გაჭირდა ცხოვრება. ზამთარი ძალიან მკაცრია და ხანგრძლივი, დაახლოებით შვიდი თვე გრძელდება. ზუგდიდამდე მგზავრობა 25 ლარი ღირს. ამის გამო გლეხებს უჭირთ თავისი მოყვანილის რეალიზაცია. მთავრობამ თუ დროულად არ მოგვხედა, თუნდაც ტრანსპორტით, სოციალური პირობები თუ არ გაგვიუმჯობესდა, ცოტა ხანში ჩვენც აღარ დაგვედგომება აქ. მე იფარის საშუალო სკოლაში ვასწავლი საზოგადოებათმცოდნეობას და სამოქალაქო ცხოვრებას, ისტორიას. ადრე 12 წელი სკოლის დირექტორად ვიმუშავე. სკოლა ძველთაძველია, ძალიან ცოტა, 50 მოსწავლე გვყავს, წინათ 300-360 ბავშვი სწავლობდა.

სვანური ოჯახი ტრადიციულია. ქალს თავისი საქმე აქვს, მამაკაცს - თავისი. მაგრამ ოჯახის უფროსი მამაკაცია, მისი როლი გამოკვეთილია. სხვა მხრივ დემოკრატიაა და ყველა თანასწორუფლებიანია".

ბატონი კოსტა ხვისტანის ოჯახს კეთილი სურვილებით დავემშვიდობეთ და გულბანების ოჯახში დავბრუნდით. ოჯახის უფოსმა, ბატონმა გალაქტიონმა მითხრა: "ძირველი სოფელია იფარი. მორწმუნე და წესიერი ხალხი ცხოვრობს. დრომ ყველაფერს დაატყო ხელი, დააზიანა გზები. გასაჭირმა უმეტესობა ბარში გაიტყუა. სწავლა-განათლება თბილისში მივიღე, გარდაბანშიც ვუშაობდი სატყეოს უფროსად, მაგრამ ჩემი სოფელი არ დამიკარგავს.

KARIBCHEმახარებს ის, რომ ჩვენში ეკლესიური ცხოვრება აღორძინდა. მეუფე ილარიონის ძალისხმევით მრავალი ეკლესია აღდგა. მომრავლდნენ სასულიერო პირები. 67 წლის გახლავართ და ძალიან მიხარია, რომ ეკლესიურად მოექცა ხალხი. პატიოსანი და ქრისტიანი ადამიანი კი მუდამ სიკეთის მქმნელია.

მამა თეოფანეს, როგორც შეგვიძლია, გვერდით ვუდგავართ. გვწამს, რომ უფალი შეგვეწევა კეთილი საქმეების აღსრულებაში".

აზა გულბანი კარგა ხანია ეკლესიურად ცხოვრობს. იფარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ამოქმედების შემდეგ მამა თეოფანეს (არღვლიანს) ეხმარება და უფალს ლოცვითა და კეთილი საქმეების ქმნით ადიდებს.

აზამ გულისნადები გაგვიზიარა: "დუხჭირი ცხოვრება ყველაზე და ყველაფერზე აისახა. ხალისი დაეკარგა ძველ და ახალ თაობას. მადლობა ღმერთს, რომ მეუფის კურთხევით ამოქმედდა წმინდა გიორგის ეკლესია. მყავს მოძღვარი, მამა თეოფანე, რომელმაც ხალხი გამოაფხიზლა და ხალხს მომავლის რწმენა გაუღვივა. უმაღლესი განათლება თბილისში მივიღე. ვმუშაობდი კიდეც. მაგრამ იფარის გარეშე ვერ გავძელი. ჩვენს თაობას მართლაც აკლდა სასულიერო განათლება, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში. ღვთის წყალობით, დღეს უკვე ამის საშუალება მოგვეცა. თითქმის მთელი სოფლის ახალგაზრდობა დადის ეკლესიაში, გახდნენ მაზიარებლები. დიდი მადლობა უფალს ამ წყალობისთვის, დიდი მადლობა მეუფე ილარიონს და ჩვენს მოძღვარს მამა თეოფანეს. ჩვენს სოფელში მადლმა დაივანა.

უფლის სიყვარული და რწმენა სვანებს არასდროს გვაკლდა. მაგრამ ეკლესიური ცხოვრებისგან შორს ვიყავით. ეკლესიური ცხოვრებით განსაკუთრებით ახალგაზრდები გამოირჩევიან. თუმცა ასაკოვნებიც თანდათან ეჩვევიან ჭეშმარიტ სწავლებას.

მამა გიორგი ჩართოლანი გახლდათ პირველი მოძღვარი სვანეთში. იფარში ღვთისმსახურების აღდგენამდე მესტიაში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას. წმინდა გიორგის ტაძარში მამა გიორგი ჩართოლანი მოღვაწეობს. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მოსახლეობის მოქცევაში, ჭეშმარიტი სარწმუნოების დამკვიდრებაში. მთელი ჩემი ოჯახი მისი ხელით მოვინათლეთ და შევუდექით ეკლესიურ ცხოვრებას. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის".

მოძღვარი
მამა თეოფანეს კიდევ ერთხელ მოვიხსენიებ "კარიბჭის" ფურცლებიდან დიდი სიყვარულით და პატივისცემით. "ეკლესიური ცხოვრება 2002 წლიდან დავიწყე, - მიამბობს მამა თეოფანე, - ბავშვობიდან მქონდა უფლის სიყვარული, რწმენა, მაგრამ ეს სანთლების დანთებით შემოიფარგლებოდა. ვლოცულობდი ჩემთვის. მერე, ღვთის წყალობით, 2002 წლიდან მესტიის ტაძარში დავიწყე სიარული, სადაც მამა გიორგი ჩართოლანი მოღვაწეობს. მან ნელ-ნელა დამაკვალიანა. გამომზარდა. მერე, ღვთის წყალობით, სოფელ ლატალში ამოქმედდა მაცხოვრის სახელობის ეკლესია, რომლის წინამძღვრად მეუფე ილარიონმა აკურთხა მამა ეგნატე (კურტანიძე) - დღეს უკვე სქემიღუმენია. ლატალი ჩემს სოფელთან, ცხუმართან ახლოს იყო და მამა გიორგის კურთხევით მამა ეგნატესთან დავიწყე სიარული. მას შემდეგ ჩემი სულიერი მოძღვარია მამა ეგნატე. ნელ-ნელა მამა ეგნატესგან კიდევ შევიძინე სულიერი გამოცდილება და გადავწყვიტე, ბოლომდე უფლისთვის მიმეძღვნა თავი. მანამდეც კი ვფიქრობდი ბერობაზე და ღვთის ნებით გავხდი კიდეც. შინიდან წამოსვლა დიდ ბრძოლასთან იყო დაკავშირებული. ეს გზა ისეთია, რომ ეშმაკი წინ გეღობება და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეგიშალოს. მეც გამოვცადე ეს საკუთარ თავზე. უფრო ოჯახურმა პრობლემებმა წამოიწია წინ. მამა ადრე, 6 წლის ასაკში გარდამეცვალა. დედა მყავს და ორი გათხოვილი და. მთელი ოჯახური ტვირთი ჩემზე იყო დაკისრებული. როცა დედამ გაიგო, დიდ მწუხარებაში ჩავარდა. ბოლოს მაინც დამილოცა გზა ბერობისკენ. განსაკუთრებით მადლობელი ვარ დედისა, რომ ლოცვა-კურთხევა გამომატანა, მეტ მადლს ვგრძნობ. ძალიან გამიჭირდა მისი დატოვება, მაგრამ იმედი მქონდა, ყველაფერი დაწყნარდებოდა. უფლის წყალობით, მადლი მიეცემოდა და უფლის მფარველობას მეტად იგრძნობდა. წამოვედი შინიდან და მამა ეგნატესთან გავაგრძელე ცხოვრება. 2006 წლის 20 იანვარს, მეუფის ლოცვა-კურთხევით, შევიმოსე საბერო მორჩილის კაბით. ლატალში მდებარე თანღილის მთავარანგელოზის სახელობის მონასტერში გავატარე მორჩილება. 2006 წლის 11 ივლისს მეუფემ ბერად აღმკვეცა. ერთი წლის შემდეგ წმინდა იონა წინასწარმეტყველის ტაძარში კერძო დიაკვნად მაკურთხეს, ორი წლის შემდეგ კი იეროდიაკვნად. მცირე ხნით მეუფის რეზიდენციაშიც ვცხოვრობდი. მეუფისგან დიდი გამოცდილება და მადლი მივიღე და დღემდე ამით ვსაზრდოობ. მიხაროდა მეუფის გვერდით ცხოვრება. შარშან, მეუფის კურთხევით, დიდ სქემაში შევიმოსე. მალე მღვდლად მაკურთხეს. ვიდრე დიდ სქემაში აღმკვეცდნენ, იოანე მერქვა. როცა მღვდლად მაკურთხეს, წმინდა მამის, თეოფანე დაყუდებულის სახელი მიწოდეს. 7-8 სოფელს ვემსახურები. სოფელ მულახში ვატარებ წირვას თვეში ორჯერ, წმინდა გიორგის სახელობის და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრებში. უშგულშიც ვწირავ. ზამთრის პერიოდში გზები იკეტება და ხშირად ვერ ხერხდება იქ ასვლა. სოფელ კალაშიც ვწირავ. ჰადიშში პარაკლისს აღვავლენ ხოლმე, წმინდა გიორგის ტაძარში. სოფელ იელშიც ჩამიტარებია მსახურება. ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად არის. მოგეხსენებათ, რომ 1935 წლიდან მოქმედი ტაძარი არ ყოფილა სვანეთში. მესტიაში იყო მხოლოდ ბოლო პერიოდში.

KARIBCHEწინაპრებისგან მიღებულმა თავისებურმა რწმენამ დამახინჯებულად მოაღწია ჩვენამდე და პირველ ხანებში გაუჭირდა სოფელს მოძღვართან ურთიერთობა. ღვთის შეწევნით, დღეს შედარებით უკეთესი შედეგი მივიღეთ. ღვთის წყალობა უდიდესი მადლია. დანარჩენი ღვთის შეწევნით მოგვარდება.

ძნელი კია, ერთ წელიწადში ადამიანი ჩამოყალიბდეს. როცა კაცი რწმენაში გაძლიერდება, უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს მატერიალურს, რომელიც არ გვზრდის სულიერებაში.

წმინდა გიორგის ტაძარში უდიდესი სიწმინდეებია დაცული. ვიდრე ტაძარი ამოქმედდებოდა, მანამდე ცოტა მოუვლელ მდგომარეობაში იყო. ვისაც ტაძრის სიწმინდეები ებარა, მას ეს ყველაფერი სეიფში ჩაუკეტავს. როცა ამოქმედდა, ღვთის წყალობით ნელ-ნელა გამოვამზეურეთ, ვიტრინებში ჩავაბრძანეთ. მორწმუნეებს შეუძლიათ მიეახლონ, თაყვანი სცენ სიწმინდეებს და მადლი მიიღონ.

მიგრაციამ იმატა სვანეთში. ალბათ საცდურის და ურწმუნოების ბრალიცაა.

თანდათან იწყებენ აქაურები ეკლესიურ ცხოვრებას და თანადგომასაც გამოხატავენ მოძღვრის მიმართ. როცა მოძღვარი ძლიერია, სამწყსოც გაუძლიერდება. მსურს მრევლი დაიხვეწოს ისე, როგორც უფალს ესათნოება. უფალს ვთხოვ, მეუფის წყალობით მივეახლოთ მას და ცხონების მადლი მოგვცეს.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბუნება, სულიერება, ჩვენი ხორციელი მდგომარეობა ისეთნაირად, როგორც მაცხოვნებელს შეეფერება. დალოცოს მთლიანად საქართველო უფალმა, მართლმადიდებელი ერი, რათა გავუძლოთ საცდურებს და უფლისკენ მიგვაქციოს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
09.05. 2017
ნაზიბროლა პირველი
იფარის,ნაკიფარის ანუ უძველესი მეფოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მისახედია,1975 წლის შემდეგ არ ჩატარებულა სარესტავრაციო სამუშაოები!
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat