ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
მუჟალ-მულახი
როცა მეუფე ილარიონმა ახსენა გასულ საუკუნეში მოღვაწე სასულიერო წოდების გვარისშვილები - მარგიანები, მომინდა, უფრო მეტი გამეგო ამ სულმნათი ადამიანების შესახებ. მეუფის ლოცვა-კურთხევით და მამა თეოფანეს დახმარებით სოფელ მუჟალ-მულახში წავედით. სწორედ ამ სოფელში უცხოვრიათ და უმოღვაწიათ მარგიანებს.

უღვირის უღელტეხილს გასცდებით და ხელმარჯვნივ, მდინარე მულხრას გასწვრივ, გაშლილ ველზე მუჟალის თემია (მუჟალი მზიანს ნიშნავს სვანურად). აქ სამი სოფელია: ცალდაში, ჩვაბიანი და ჟაბეში.

მდინარის გადაღმა ცალკე დგას ჩრდილო კავკასიიდან მომავალი ბილიკის სათვალთვალო კოშკი.

ჟაბეშის X-XI საუკუნეების მაცხოვრის ეკლესია სოფლიდან მოშორებით დგას. შირიმის თლილი კვადრებით ნაგებ შენობას სამი ფასადის გაყოლებით თაღედი გასდევს. გვერდით თაღებთან შედარებით, დასავლეთ ფასადზე შუა თაღი ამაღლებულია. ეკლესია მოხატული იყო, მაგრამ მხატვრობიდან თითქმის აღარაფერი შემორჩა, არც ჯვარ-ხატები, მხოლოდ სარიტუალო ვერცლის პატარა კოვზი და ორი პატარა, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ლანგარი. ერთის შუაგულში ჯვარცმის გრავიურაა, მეორეზე - ღვთისმშობელი ორანტის პოზით.

მუჟალის მთავარი ეკლესია, სოფელ ჩვაბიანის მაცხოვარი, X საუკუნეშია აშენებული. იგი სოფლის განაპირა მაღლობზე დგას. ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ეკლესია აუშენებიათ და მოუხატავთ ვინმე ამროლასა და მიქაელის სახსრებით, ლაზარეს მამასახლისობისას, ბაგრატ III-ის ზეობაში. XIII საუკუნეში ეკლესია ხელმეორედ მოუხატავთ.

ჩვაბიანის მეორე, მცირე ზომის წმინდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფელში დგას. იგი გიგანების საგვარეულო ეკლესია იყო. მოხატულია XII საუკუნეში. საკურთხევლის წინ აღმართულია დიდი ზომის ხის ჯვარი, მეორე, უფრო მცირე ზომისა - კანკელის წინაა მოთავსებული. ორივე ჯვარი შემკული ყოფილა მთავარანგელოზთა გამოსახულებებით.

სოფელ ცალდაშის მაცხოვრის ეკლესიას მოსახლეობა ქრისტეს სახელით იხსენიებს. იგი სოფელში, ამაღლებულ ადგილას დგას. ტაძრის ახლოს X-XI საუკუნეების ციხე-სახლი დგას.

მუჟალიდან რამდენიმე კილომეტრში, მდინარე მულხრას გადაღმა, მთის ფერდობზე გაშლილია მულახის თემის სოფლები: ღობრი, ზარდლაში (ეს ორი ერთ სოფლად ითვლება), ჟამუში, მუშკერი, ლახორი, ჩოლაში.

ღობრისა და ზარდლაშის წმინდა ბარბარეს ეკლესია დანგრეულია. XIX საუკუნეში ახალი ეკლესია ააშენეს. ჟამუშში შემორჩა ძალიან საინტერესო ტაძარი. ძველი კოშკებიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსში დგას XI ს-ის მაცხოვრის ეკლესია. XIII ს-ის მოხატულობაში საუფლო დღესასწაულთა სრული ციკლია წარმოდგენილი, რაც დამახასიათებელია სვანეთის მაცხოვრის სახელობის ეკლესიების მხატვრობისთვის. ეკლესიაში დაცულია X ს-ის წმინდა გიორგის ჭედური ხატი და XVI-XVII საუკუნეების ხატები, რომლებსაც ახლავს ასომთავრული ვრცელი წარწერები. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ქტიტორთა წარწერებთან ერთად ხშირად გვხვდება თვით ქტიტორთა გამოსახულებებიც.

მაცხოვრის ხატი შეუწირავს იმერთა მეფე გიორგი II-ს. წარწერაში მოხსენიებულია მეფეთ მეფე გიორგი, დედოფალი რუსუდანი და ძე მათი ბაგრატი. ტახტის ორივე მხარეს, მარცხნივ მეფე და მარჯვნივ დედოფალი გამოსახულნი არიან სრული ტანით, გვირგვინებით, ქრისტესაკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. დედოფლის ფეხებთან მოთავსებული წარწერა იხსენიებს ოქრომჭედელ ივანეს. გიორგი მეფეს ლატალის მაცხოვრისთვისაც შეუწირავს მაცხოვრის ხატი, სადაც ასევე დედოფალი რუსუდანი და მათი ძე ბაგრატია მოხსენებული.

ჟამუშის ეკლესიის მაცხოვრის მეორე ხატის წარწერა იხსენიებს გედეონ მაჭავარიანს, რომელიც შესთხოვს მულახის მაცხოვარს, განაძლიეროს მეფეთმეფობა გიორგისა. მაგრამ გიორგისთან ერთად მოხსენიებულია უკვე მისი მეორე მეუღლე დედოფალთ დედოფალი თამარი და მათი ძე ალექსანდრე, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ხატი გიორგის მიერ შეწირული ხატების შემდეგაა შესრულებული.

იმერთა მეფის გიორგის ასეთი ძვირფასი შენაწირი იმერეთის სამეფოსა და სვანეთს შორის მჭიდრო ურთიერთობის დასტურია.

ლახორის ძველი თლილი ქვით ნაგები ეკლესია დაუნგრევიათ და 1894 წელს ახალი აუშენებიათ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ხოლო ზემოთ, ტყის მახლობლად, კიდევ ერთი პატარა ეკლესია ყოფილა მთავარანგელოზ გაბრიელის სახელზე აშენებული.

KARIBCHEმულახი კოშკმრავალი, უძველესი და ულამაზესი სოფელია. მულახელებმა სოფლის წარსული მიამბეს: - მულახი მამაა მთისა. ოდესღაც აქ 657 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ძლივს სუნთქავს, თავადაც ხედავთ მიტოვებულ კარ-მიდამოებს. ყველაფერი განადგურდა, - მიამბობს ბატონი ამბროსი კახიანი, - მულახი რამდენიმე ნაწილად იყოფა: ქვედა მულახი, მურჟკელი, არცხელი, ლახორი, ჭოლაში, მაჟბიერი, ჰალდაში და ჟაბეში. თქვენ ახლა მუჟალში ხართ. ყველას ერთად, ამ სოფლებს მულახი ჰქვია. მულახელები ვართ ყველანი... პირადად მე ჟაბეშში ვცხოვრობ. ჩემს სოფელში ადრე თორმეტი გვარი ცხოვრობდა. დღეს შემცირებულია მათი რაოდენობა. ჟაბეშში პირველად კახიანები დასახლდნენ, მერე - გუჯეჯიანები, იოსელიანები... დიდებულად ვცხოვრობდით, სტუმრის მიღება არ გვიჭირდა. მუჟალში პირველად ჭეხანები ამოვიდნენ, მერე - კახიანები. დიდებული სკოლა გვაქვს, მაგრამ რად გინდა, ბავშვები აღარ არიან. მულახის დასახლებაში ოთხი სკოლა იყო. სოფელი უნდა გამაგრდეს. ადრე ვმუშაობდი სამუშაოთა მწარმოებლად, ახლა გარდაბნის რაიონში ვარ. ოჯახი აქ დავტოვე, მყავს ერთი შვილი. მატერიალურ სიდუხჭირესთან ერთად აქაურებს გზის პრობლემა ყველაზე მეტად გვაწუხებს. წინათ მესტიიდან მულახში დღეში სამჯერ დადიოდა ავტობუსი. ჩვენ მართლმადიდებელი და ღვთის მორწმუნე ხალხი ვართ. სოფელში გვაქვს ორი მაცხოვრის და ერთი მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. წარსულ დროს მივტირით, მაშინ ყველა დასაქმებული იყო და ხელფასებიც გვქონდა. მედპუნქტი და საავადმყოფოც გვქონდა. ხალხი აყვავებული სოფლიდან რომ გაიქცევა, საშინელებაა. მომავალში თუ შეკეთდება გზები და უკეთ მოეწყობა აქაურობა, მადლობლები ვიქნებით.

მარგიანების სასულიერო შტო
საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია ბევრი ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელი, რომელთა შორის ერთ-ერთია დეკანოზი იოანე (ივანე) მარგიანი. ივანე მარგიანი XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის პირველ მეოთხედში მოღვაწეობდა, მაშინ, როცა ქართული სიტყვისა და სამშობლოს სიყვარულის ქადაგება იკრძალებოდა. მიუხედავად ამისა, ივანე მარგიანი ერთგულად ემსახურებოდა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა და წმინდა ილია მართლის იდეალებს და ქართული ღვთისმსახურების აღდგენას და ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების აღორძინებას ცდილობდა.

KARIBCHEმამა იოანეს მამა მღვდელი იყო, გიორგი მარგიანი. მარგიანების ამ შტოში ყველა სასულიერო პირი იყო. მამა გიორგი მარგიანის შთამომავლები თბილისში ცხოვრობენ. ბატონ თემურ მარგიანის დახმარებით "კარიბჭის" მკითხველი გაეცნობა მულახის მკვიდრი მამების ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ივანე მარგიანი - დაიბადა 1872 წლის 25 მაისს მულახის თემის სოფელ მუჟალში, მღვდლის გიორგი მარგიანის ოჯახში. სწავლობდა ჯერ ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. ხალხოსნური მოძრაობის გავლენით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთ-ერთ მღელვარებაში მონაწილეობის გამო სასწავლებლიდან გაურიცხავთ. მალე მან შეძლო თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის გაგრძელება. სემინარიის დამთავრების შემდეგ, დაახლოებით 1898-1899 წლებში, მღვდლად აკურთხეს და ქვემო სვანეთში, სოფელ ჩოლურში განამწესეს, ამასთანავე, სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მაწავლებლად დანიშნეს.

1902 წელს ივანე მარგიანი აირჩიეს ლაშხეთის (ქვემო სვანეთის) "ბლაღოჩინად" (კეთილმოწესედ). ღვთისმსახურებას ატარებდა სოფელ ჟახუნდერში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. 1906 წელს ივანე მარგიანი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს. ცოტა ხნის შემდეგ დანიშნეს ცაგერის ოლქის მთავარხუცესად. მალე დეკანოზის ხარისხიც მიენიჭა. მამა იოანე აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის 1917 და 1920 წლების კრებებში... როგორც ცაგერის ოლქის მთავარხუცესი, მეგზურობას უწევდა პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ სვანეთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ ექსპედიციას, ხოლო 1910 წელს - ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიურ ექსპედიციას ლეჩხუმ-სვანეთში. ივანე მარგიანი თანამრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში. წერილებში დიდი გულისტკივილით აღწერს სვანეთის ყოფა-ცხოვრების სიდუხჭირეს. სამი ძირითადი პრიორიტეტი დომინირებს:

KARIBCHE* მშობლიური კუთხის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და სწავლა-განათლების გაუმჯობესებისათვის ზრუნვა;

* ქართული ენისა და სვანური დიალექტის გენეტიკური კავშირის მტკიცებულებების საფუძველზე ერთიანი ქართული თვითშეგნების დამკვიდრებისთვის ბრძოლა;

* მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება და მოსახლეობის სულიერების და ზნეობის ამაღლება.

მიკვლეულია მისი ფსიქოლოგიური ეტიუდი "მაგის რა ბრალია" და რუსულიდან ნათარგმნი მოთხრობა "საშინელი დანაშაული", რომლებიც გამოქვეყნდა გაზეთში "შინაური საქმეები".

ცაგერში ივანე მარგიანმა ცოლად შეირთო ვარვარა ბერიძე. მათ შეეძინათ სამი ქალიშვილი - ნანა, თამარი, თინათინი და ორი ვაჟი - დიდიმი, ლადო (თინათინი და ლადო ადრევე გარდაიცვალნენ).

მოძღვარი მისდევდა მეფუტკრეობასაც და ქართული ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას ეწეოდა. საზღვარგარეთ გზავნიდა ქართული ფუტკრის დედებს, ხოლო იქიდან იღებდა სპეციალურ პერიოდულ ლიტერატურას; თაფლს ქვევრებში ინახავდა. ერთი ქვევრი განკუთვნილი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლიდანაც ნებისმიერს შეეძლო ნატურალური თაფლის წაღება.

სვანეთში მეფუტკრეობის გავრცელება ივანე მარგიანის სახელს უკავშირდება. მან პირველმა დანერგა სვანეთში დადანის ტიპის სკები და თაფლის გამოსაწური ცენტრიფუგა (ციბრუტა).

KARIBCHEსაქართველოს გასაბჭოების შემდეგ ივანე მარგიანი იყო ცაგერის რაიაღმასკომის განათლების განყოფილების გამგე, მექვენის ბარიტის წარმოების მმართველი, ზემო სვანეთის რაიაღმასკომის განათლების განყოფილების გამგე. ცაგერის კომკავშირელმა აქტივისტებმა ივანე მარგიანს მოსთხოვეს, საჯაროდ გამოსულიყო და მოსახლეობისთვის განემარტა, რომ ღმერთი არ არსებობს. ივანე მარგიანი მართლაც გამოსულა და თავისი სიტყვა ასე დაუმთავრებია: "რაც შეეხება ღმერთის არსებობა-არარსებობას, ამისთვის მე დამჭირდება ისეთი ფილოსოფიური წიაღსვლები, რომლებსაც თქვენ ვერ გაიგებთ".

ამის შემდეგ ივანე მარგიანს ცაგერში აღარ დაედგომებოდა. მას ჩამოართვეს სახლი და იგი დაბრუნდა სვანეთში.

1928 წელს მან პირველმა ჩამოაყალიბა სვანური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, რომელმაც კონცერტები გამართა თბილისში, ერევანში, მოსკოვსა და ლენინგრადში.

საბჭოთა მმართველობის პერიოდში მრავალი სვანი არ დაემორჩილა მთავრობის გადაწყვეტილებას, თავიანთი მიწები მოექციათ საერთო საკუთრებაში და ამის გამო ტყეში გავიდნენ. რაიონის ხელმძღვანელობამ ივანე მარგიანს, როგორც ავტორიტეტულ პიროვნებას, შესთავაზა შუმავლის როლი ყაჩაღების შემორიგებაში. იგი დათანხმდა, მაგრამ მთავრობას მოსთხოვა მათი ხელშეუხებლობის გარანტიები. მთავრობამ სიტყვა მისცა. თავიდან სიტყვა მართლაც შეასრულეს, მაგრამ შემდეგ პირობა დაარღვიეს, რის გამოც ივანე მარგიანმა მთავრობასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

1931 წელს ივანე მარგიანი დააპატიმრეს, ბრალი დასდეს ყაჩაღების მიმართ ლოიალურობაში. იგი "შავ სიაში" მოხვდა, რის გამოც მისი შვილი, თამარ მარგიანი, როგორც "შავსიელის" შვილი, გარიცხეს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის IV კურსიდან. მოგვიანებით კორნელი კეკელიძის ძალისხმევით შეძლო მან სწავლის გაგრძელება (კორნელი კეკელიძე და ივანე მარგიანი სასულიერო სემინარიაში ერთად სწავლობდნენ).

ივანე მარგიანი 1933 წელს ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა 61 წლისა. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ივანე მარგიანის წინაპრებისა და დედმამიშვილების შესახებ...
ჩვენამდე მოღწეულია ივანე მარგიანის წინა ხუთი თაობის სახელები, რომელთა სათავეშია გიო მარგიანი. მისგან მომდინარეობს მარგიანების ეს შტო - გიოშა.

KARIBCHEივანე მარგიანის ბედის განსაზღვრაში განსაკუთრებული როლი შეასრულა გიოს შვილთაშვილმა მურზამ - ივანეს ბაბუამ და იმ შემთხვევამ, რომელიც უკავშირდება სტუმარმასპინძლობის ტრადიციებს მთაში. ეს ამბავი მოთხრობილია ეგნატე გაბლიანის წიგნში "ძველი და ახალი სვანეთი". "სვანს თავისი სტუმრის გალანძღვა არამცთუ მაშინ, როცა ის ოჯახში იმყოფება, არამედ ოჯახიდან გასვლის შემდეგაც დიდ სირცხვილად და თავის შეურაცხყოფად მიაჩნია და ამიტომაც, თუ სვანის სტუმარს მისი ოჯახიდან გასვლის შემდეგ მოგზაურობის დროს რაიმე ხიფათი მოელის, მასპინძელი მიჰყვება მას, სანამ სამშვიდობო ადგილას არ მიიყვანს და რადგანაც სტუმრის გალანძღვა ჩვენში მასპინძლის შეურაცხყოფად ითვლება და ამ ნიადაგზე ხშირად მკვლელობაც მომხდარა, ამიტომ თუ რომელიმე სვანს ასეთი სტუმრის გალანძღვა აქვს განზრახული, ის ხშირად იძულებული ხდება, თავი შეიკავოს, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, იმართება ბრძოლა და ხშირად მკვლელობაც. რამდენიმე ათეული წლის წინათ სვანეთში მოვიდნენ პირველი ნაკურთხი მღვდლები ქუთაისიდან. ქვემო სვანეთში ისინი ესტუმრნენ თავად გარდაფხაძეებს. ამ დროს მათ ემტერებოდნენ მესტიაში მცხოვრები ჯაფარიძეები (მურზაყანშა), იმის გამო, რომ მათ მიერ ცოლად დანიშნულმა გარდაფხაძის ერთმა ასულმა ჯაფარიძე მიატოვა. ჯაფარიძეებმა როცა გაიგეს, ზემოხსენებული მღვდლები გარდაფხაძეების სტუმრები იყვნენ, გარდაფხაძეებისთვის რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ, გადაწყვიტეს მათი დაჭერა და დაუდარაჯდნენ სოფელს გარეთ. მღვდლებს მიაცილებდა მათი მასპინძელი მურზა მარგიანი. როცა გაიგო, ჯაფარიძეებს მისი სტუმრების გალანძღვა უნდოდათ, სტუმრები უკან დასტოვა, თვითონ წინ წავიდა, მონახა დადარაჯებული ექვსივე ჯაფარიძე და სთხოვა, ასეთ განზრახვაზე ხელი აეღოთ. მოხდა ჩხუბი... სტუმარმასპინძლობის მსხვერპლი მურზაც ვაჟკაცურად მოკვდა იქვე. ხოლო მღვდლებმა თავი გადაირჩინეს უბედურებას, იქვე გავლენიან აზნაურ სვინჩილდ ჯაფარიძესთან თავის შეფარებით".

მურზა მარგიანს დარჩა სამი ვაჟი: გიორგი, დოქა და გვეგია. როგორც ეგნატე გაბლიანი წერს, გიორგი მარგიანი მღვდლად უკურთხებია გაბრიელ ეპისკოპოსს 1865 წელს და გაუმწესებია მუჟალის მაცხოვრის ეკლესიაში (მულახის თემი). ამის შემდეგ მამა გიორგი იქვე დასახლდა. იმავე სოფელში მის მახლობლად დასახლდნენ მის უმცროსი ძმებიც.

გიორგი მარგიანმა მულახელი მარიამ დადვანი შეირთო ცოლად. შეეძინათ ოთხი ვაჟი - დარისპანი, ივანე, ზაქარია, ნიკოლოზი და ოთხი ქალიშვილი - ქეთევანი, ეფროსინე, მარიამი, დიოოლი.

KARIBCHEმამა გიორგი იყო ერთ-ერთი ინიციატორი მულახში სამოქალაქო სასწავლებლის დაარსებისა, რისთვისაც იგი დააჯილდოეს წმინდა ანას ორდენით. მამა გიორგის სამმა ვაჟმა - დარისპანმა, ივანემ და ზაქარიამ სასულიერო განათლება მიიღეს. ნიკოლოზმა ხონის სამოქალაქო გიმნაზია დაამთავრა, შემდეგ ამიერკავკასიის სამხედრო სასწავლებელი.

დარისპანი (პოეტ რევაზ მარგიანის ბაბუა) მურშკელის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი იყო, ივანე - ლაშხეთის (ქვემო სვანეთი) და ცაგერის კეთილმოწესე, ხოლო ზაქარია - მუჟალის მაცხოვრის ეკლესიის მოძღვარი.

1870 წელს გიორგი მარგიანმა ქართული ტიპის ორსართულიანი ოდა სახლის ასაგებად რაჭიდან მოიწვია მშენებელთა ბრიგადა. ეს იყო სვანეთში პირველი ფანჯრებიანი და აივნიანი, არასვანური არქიტექტურით აგებული სახლი. იგი დღესაც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი და გიორგი მარგიანის შვილთაშვილს გიორგი (გია) შოთას ძე მარგიანს ეკუთვნის.

სოფელი მუჟალი მესტიიდან დაახლოებით 10კმ-შია. ამიტომ ამ კუთხის სტუმრები მუდმივად სარგებლობდნენ გიორგი მარგიანის სტუმართმოყვარეობით. თითოეული სტუმარი თავს ვალდებულად თვლიდა, სახლის კედელზე დაეტოვებინა ავტოგრაფი. სახლის მეორე სართულის კედელზე ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი ავტოგრაფები: ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ლევან გოთუას, მთამსვლელ ჯაფარიძეების და სხვა მრავალთა.

პირველი სვანური ფოლკლორული ანსამბლი
სვანური სიმღერისა და ცეკვის გუნდი 1928 წელს ჩამოუყალიბებია და სხვადასხვა ქალაქებში გაუმართავს კონცერტი ივანე მარგიანს.

ივანე მარგიანის დაპატიმრების შემდეგ სვანეთის ეთნოგრაფიულ ანსამბლს სათავეში ჩაუდგა მურზაყან დადეშქელიანი. შემდეგ იგი შეცვალა პლატონ დადვანმა. თვით ანსამბლის შექმნის იდეა ივანე მარგიანს გაუჩნდა 1903 წელს, როდესაც მღვდელმა პოლიევქტოს კარბელაშვილმა სვანეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გასაცნობად იმოგზაურა ლეჩხუმ-სვანეთში პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილთან და კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილთან ერთად. ივანე მარგიანი მოგვიანებით თავად აჯამებს სვანების მომღერალთა გუნდის გამოსვლებს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრში და ერევანში, 1928 წლის 13 ნოემბრის გაზეთ "კომუნისტში" წერს: "სვანური (ძველი ქართული) სიმღერების ფართო საზოგადოებისადმი გაცნობისა და გუნდის შექმნის იდეა დაიბადა სვანეთში ამ რამდენიმე წლის წინედ, მაგრამ მას საძირკველი ჩაეყარა წელს სახელმწიფო კონსერვატორიის პრორექტორის ლარისა ქუთათელაძის სვანეთში მოსვლით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ საქმის დაგვირგვინებაში. მის განხორციელებას ხელი შეუწყო აგრეთვე სვანეთში საბჭოთა რუსეთიდან მგზავრების - დენისოვას, ლობაჩოვის და სხვათა მოსვლამაც. მათ გამოთქვეს სურვილი, მოგვეხდინა სიმღერების დემონსტრაცია მოსკოვ-ლენინგრადსა და საბჭოთა კავშირის სხვა ადგილებში, ვინაიდან ამ საქმეს ისინი აძლევენ ეთნოგრაფიულ და პოლიტიკურ მნიშვნელობას". ამ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს აწერს "სვანი", მოთავსებულია ივანე მარგიანის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის ფოტო. წერილში აღნიშნულია, რომ "სვანეთიდან თბილისში ჩამოვიდა 18 კაცისგან შემდგარი მომღერალთა გუნდი, რომელიც ოპერის თეატრში გამართავს კონცერტს. შესრულებული იქნება სვანური სიმღერები, ფერხული, შუშპარა; სვანები დაუკრავენ აგრეთვე ჩანგსა და ჭიანურზე. გუნდი შედგება გლეხებისაგან, მას ხელმძღვანელობს სვანი ივანე მარგიანი. გუნდი მიემგზავრება მოსკოვ-ლენინგრადში, სადაც გამოითქვა სურვილი სვანური სიღერების მოსმენისა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სვანეთიდან მომღერალთა გუნდი გამოდის სცენაზე". იმავე წერილში ავტორი განმარტავს სვანური სიმღერების შინაარსს: "სიმღერები საგმირო ხასიათისაა: სვანი უმეტესწილად გმირობა-ვაჟკაცობას უმღერის, სიყვარულზე ის ნაკლებად მღერის, მაგრამ აქაც გმირობაა ჩაქსოვილი. მრავალი ასეული წლების წინათ სვანი ისე მღეროდა, როგორც ახლა მღერის. სვანეთის განსაკუთრებული გეოგრაფიული პირობების (კარჩაკეტილობა) გამო სიმღერები დღემდე შემონახულია შეულახავად.

KARIBCHE

ტრაპეზის კურთხევა ბარბარობის დღესასწაულზე.
დეკანოზი გიორგი მარგიანი

სვანეთის ბუნებამ თავისი კვალი დაამჩნია სვანების ეროვნულ ვოკალურ მუსიკას. საფერხულო სიმღერები და საცეკვაო მუსიკაც დიდ წილად გაჟღენთილია სვანეთის მთების სიმკაცრით და ჩვეულებრივთან შედარებით დაბალ ტემპში სრულდება.

სვანების ცეკვები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: გასართობი ხასიათის, მხედრული და კულტურული".

სვანეთში ტყეში ივანე მარგიანს ამორჩეული ჰქონდა ადგილი, სადაც თურმე გუნდს ავარჯიშებდა. მას გაბმული ჰქონდა თოკები სხვადასხვა მოძრაობის შეზღუდვა-დაფიქსირებისთვის.

ივანე მარგიანის ერთ-ერთი შვილიშვილი, ნელი მარგიანი-ასამბაძისა, იხსენებს, რომ მისი მამის, დიდიმ მარგიანის ოჯახში შემონახული იყო ივანე მარგიანის ხელმძღვანელობით შესრულებული სვანური სიმღერების გრამფირფიტები, რომლებიც დროებითი სარგებლობისთვის წაუღია უცნობ ეთნოგრაფს და აღარ დაუბრუნებია. ბოლო პერიოდში ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა მოსკოვის ცენტრალურ ფონოარქივში მიაკვლია ივანე მარგიანის გუნდის მიერ შესრულებული რვა სიმღერის ჩანაწერებს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat