ზემო სვანეთი
ზემო სვანეთი
აგერ უკვე მეხუთე წელი იწყება, რაც რუბრიკას "ჩემი სოფელი" ვუძღვები. უფლის შეწევნით, მთა და ბარი მოვიარე და საკუთარ თავს მეტსახელიც შევარქვი ალთა ბალთიძე. მერე ხევში სტუმრობისას გავიგე, რომ თურმე ალთაბალთა ამ მხარეში ერთ-ერთ სოფელს რქმევია. განვლილმა წლებმა ბევრი მოსაგონარი დამიგროვა სხვადასხვა კუთხეში - ბუნებასთან შეხამებული ადამიანების ტრადიციები, წეს-ჩვეულებები კი განსაკუთრებით მახსენდება ხოლმე. მთასა და ბარს შორის განსხვავებაც სწორედ აქედან მოდის. მთის მკაცრი და ზოგჯერ გაუხეშებული გარემო მეტ-ნაკლებად მაინც აისახება მცხოვრებთა ბუნება-განწყობაზე, ბარის მოსახლეობის სილაღეც გარემო პირობებიდან მომდინარეობს. ალბათ, ეს ყველაფერი ერთად შეკრებილი არის ის, რასაც ქართველობა და ჩვენი სამშობლო ჰქვია, სადაც ფესვები ყველას მყარად გვაქვს გადგმული და მამულის სიყვარულით გვიძგერს გული.

რაც დრო გადის, თითქოს წარსულის გადაფასებასაც ვგრძნობთ...

ჭეშმარიტ მამულიშვილად ჩამოყალიბებაში დიდი ილიას და სხვათა დანატოვარს შევუხიდებთ. წმინდა ილია მართალი ბრძანებს: "ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისის ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისგან - მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაცა. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო - მომავლისა. ეს სამი სხვადასხვა ხანა, სხვადასხვა ჟამი ერის ცხოვრებისა ისეა ერთმანეთზედ გადაბმული, რომ ერთი უმეოროდ წარმოუდგენელი, გაუგებარი და გამოუცნობია. ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისგან, რომ აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისაო. ეს ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი.

ჩვენ ერს ორი ათასი წელიწადი უცხოვრია ისტორიულის ცხოვრებით. ბევრი მაგარი და ბევრიც უვარგისი ქვა ჩაუგდია იმ საძირკველში, რომელზედაც დღეს ჩვენი აწმყოა დამყარებული მერმისის ამოსაგებად. რომ მართლა ასეა, ამისი საბუთი თვალწინ გვაქვს. რა შეგვინახავდა ამ ერთ მუჭა ხალხს ამ ორი ათას წელიწადს ამოდენა დაუძინებელ მტრებს შორის... რათ და როგორ შეგვარჩენდა ხარბობა უცხო თემთა ამ მშვენივრად შემკულს წალკოტსა, რომელსაც საქართველოს ეძახიან, თუ ჩვენს წარსულს ჩვენი ცხოვრების საძირკველში მაგარი ქვა არ ჩაედგა... და თუ ჩვენი ისტორია დავივიწყეთ, მაშინ დაგვვიწყნია ჩვენი ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი, და თუ ასეა, რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი..."

***
მშობლიური საქართველო ყველაზე კარგად რომ შეიგრძნო, ქალაქიდან უნდა გახვიდე და სოფელ-სოფელ იარო. თბილისი რომ მხოლოდ საქართველო არ არის, ამის შეხსენება კიდევ გვმართებს. ისე, კარგი იქნება, თუ ხელისუფალთ თვალი რაიონებისა და სოფლებისკენ გაექცევათ და მზერას ნახევრად დანგრეულ გზებზე და შეჭირვებული მოსახლეობის ბიუჯეტზე შეაჩერებენ. ამჯერად თქვენი მზერა, ჩემო მკითხველო, სვანეთის ულამაზეს მხარეზე მინდა შევაჩერო, რომელიც ზღაპრული კოშკებით, ზვიადი, ცამდე აწვდილი მთებით და, რაც მთავარია, უდიდესი სიწმინდეებითაა გამორჩეული. საქართველოს სიამაყეა სვანეთი. მართალია, წარმოშობით სვანი არ გახლავართ, მაგრამ, იმედია, უფალი შემაძლებინებს, გადმოგცეთ ამ კუთხის წარსული და აწმყო. და თუ რაიმეს საკადრისად ვერ გადმოგცემთ, წინასწარ მინდა შენდობა ვითხოვო სვანების წინაშე.

ზემო სვანეთში პირველად ოთხი წლის წინ ვიყავი. ლატალის მაცხოვრის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, სქემმღვდელმონაზონმა ეგნატემ (კურტანიძე) მისტუმრა, მეორედ კი - მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსმა მეუფე ილარიონმა (ქიტიაშვილი).

დედაქალაქიდან ზემო სვანეთამდე დაახლოებით 12 საათის სავალია. მეუფე ილარიონთან ურთიერთობა ერთი დიდი სასულიერო სკოლაა, რომლისგანაც ადამიანი საუკეთესო და სულის სარგო თვისებებს შეიძენს. გზად ჩვენი დიდებული პოეტების მიერ წაკითხულ ლექსებს გვასმენინებდა მეუფის მძღოლი მანუჩარი და გზა ისე გაილია, ვერც გავიგე. ოდესღაც სვანეთში შვეულმფრენი დაფრინავდა - ეს სიამოვნება ტკბილ მოგონებად დარჩა... მესტიაში ერთ მადლიან და ღვთისნიერ ქალბატონთან ანჟელა ავალიანთან დამაბინავეს. საფუძვლიანად ვერ მოვეფერე ამ ქალბატონს (მაგრამ ჟურნალის ფურცლებიდან დიდ მადლიერებას გამოვხატავ). მეორე დღეს მამა თეოფანეს მრევლის წევრის, გალაქტიონ გულბანის ოჯახში დავრჩი, მესამე დღეს ლატალში, მამა ეგნატეს მრევლთან, ნატალია წერედიანთან, მეოთხე დღეს კი თბილისში გამოვემგზავრე. გული დამწყდა - ბევრი რამ დამრჩა სანახავი... უღრმესი მადლობა მეუფე ილარიონს, რომელიც სულიერად და ფიზიკურად მუდამ გვერდით მედგა. მეუფის მადლიანი ლოცვა-კურთხევა ყველგან და ყველაფერში მეწეოდა.

აქაურებმა თავისიანად მიმიღეს. მათგან დიდი ნდობა და სიყვარული ვიგრძენი... სვანეთში ბევრი კარგი მოსაგონარი დავაგროვე, რასაც პერიოდულად შემოგთავაზებთ. მანამდე ერთად გადავხედოთ სვანეთის წარსულს...

როცა ზემო სვანეთის შესახებ დავიწყე ისტორიული მასალების მოძიება, რუსუდან ყენიას და ნათელა ალადაშვილის მიერ შედგენილი საქართველოს მეგზური - "ზემო სვანეთი" გავიხსენე. ბოლოს, ქალბატონი რუსუდანიც გავიცანი. მან 50 წელზე მეტი ხანი ზემო სვანეთის კულტრული მემკვიდრეობის კვლევას მიუძღვნა და მომავალ თაობას აცნობს ამ კუთხის წარსულს. ქალბატონი რუსუდანის ნებართვით, შემოგთავაზებთ სვანეთის ისტორიულ მიმოხილვას.

***
სვანეთი, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მხარე, მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე. ქედის ამ ნაწილს "სვანეთის კავკასიონსაც" უწოდებენ, რომელიც გამოირჩევა სილამაზით - მარადიული თოვლითა და ყინულით დაფარული მაღალი მწვერვალებით, ძნელად გადასასვლელი უღელტეხილებით. უმაღლესი მწვერვალებია: შხარა, გისტოლა, თეთნულდი, უშბა, აილამა, შხელდა.

სვანეთში წყალუხვი მდინარეებია: ენგური და ცხენისწყალი და მათი შენაკადები. სვანეთის ქედი, რომელიც სვანეთის ბოლო თემის, უშგულის ქედს უერთდება (მისი უმაღლესი მწვერვალია ლაჰილი), ამ მხარეს ყოფს ზემო და ქვემო სვანეთად, დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით - მესტიისა და ლენტეხის რაიონებად.

წარსულში ზემო და ქვემო სვანეთი ერთმანეთს უკავშირდებოდა ვიწრო უღელტეხილებით - ლეშურის, ლატფარის, ატკვერის და სხვა. მათ შორის ყველაზე მეტად იყენებდნენ ლატფარის გადასასვლელს. ზემო სვანეთი ბალის ტყიანი მთით ორ ნაწილად იყოფა - ბალსზემო და ბალსქვემო სვანეთად. ჩრდილოეთით სვანეთს ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, რომელიც მას ყოფს ჩრდილო კავკასიისგან - მთის გადაღმა ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთია, აღმოსავლეთით - რაჭა და სამხრეთით - ლეჩხუმი და სამეგრელო. დასავლეთით მას აფხაზეთი ესაზღვრება. ისტორიულად სვანეთს ეკუთვნოდა სამეგრელოს ჩრდილო ნაწილი, ლეჩხუმისა და რაჭის მოსაზღვრე ტერიტორია და მდინარე კოდორის ზემო ნაწილის ხეობები, "აფხაზეთის სვანეთი", აგრეთვე ყუბანისა და ბაქსანის სათავეები ჩრდილო კავკასიაში. სვანეთი ჩრდილო კავკასიას უკავშირდებოდა მხოლოდ გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში - ნაკრას, ბეჩოს, ტვიბერის, მესტიის და სხვა უღელტეხილებით. მიუხედავად მისი ერთგვარად იზოლირებული გეოგრაფიული მდებარეობისა, სვანეთის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან.

სვანეთის შესახებ ცნობებს სტრაბონისა და პლინიუსის შრომებში ვხვდებით, რომლებიც სვანებს ყველაზე ძლიერ და მებრძოლ ტომად იხსენიებენ. დიოსკურიის მახლობელ მთიანეთში მცხოვრებ ამ ტომს შეეძლო შეეკრიბა 200000-კაციანი ლაშქარი. მიუხედავად ამისა, მისი ისტორიული წარსულის ზოგიერთი პერიოდი დღემდე უცნობია. სტრაბონის გადმოცემით, სვანეთი იმ დროისთვის პირველყოფილი თემური წყობილების უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა - გააჩნდა სატომო საბჭო, ჰყავდა ბელადი და სხვა.

IV საუკუნეში ლაზთა სამეფოს გაძლიერების შედეგად დამორჩილებული სვანები, როგორც ამას ანტიკური წყაროები გვიდასტურებს, ლაზეთის მეხარკენი გახდნენ. ხარკთან (თაფლი, ტყავი) ერთად ისინი სამხედრო სამსახურსაც უწევდნენ ალბათ სამეფოს - საზღვრებს იცავდნენ.

თუმცა სვანებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ, დასავლეთ საქართველოს სხვა ტომების მსგავსად, მისი გარდაცვალების შემდეგ ლაზთა მეფე მათივე ტომიდან უნიშნავდა მათ ახალ მთავარს. 457-474 წლებში, ეგრისის დასუსტების შემდეგ, სვანეთი თავისუფლდება ლაზეთის ქვეშევრდომობიდან და დამოუკიდებელი ხდება.

ვახტანგ გორგასლის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაშია და ინაწილებს მის ისტორიულ ბედს. მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ქართლი კარგავს უპირატესობას და სვანეთი კვლავ დამოუკიდებელი ხდება - სარგებლობს ლაზეთსა და ბიზანტიას შორის ურთიერთობის გართულებით.

ქრისტიანობა სვანეთში, როგორც ჩანს, მიიღეს ლაზიკასთან ერთად, 523 წელს.

VI საუკუნეში ბიზანტია და ირანი ერთმანეთს ექიშპებოდნენ სვანეთის გამო, რაც მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება. სვანეთი იცავდა ლაზიკის სამეფოს ჩრდილოკავკასიელი ტომების თავდასხმებისაგან. 552 წელს ირანელებმა ისარგებლეს ბიზანტიასთან დროებითი (5-წლიანი) ზავით და დაიმორჩილეს ლეჩხუმი და სვანეთი. ეს განაპირობა იმან, რომ ეგრისელები ცდილობდნენ, თავი დაეღწიათ ბიზანტიის ბატონობისთვის. ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ირანელებს, ლაზეთის მეფე გუბაზი კი ბიზანტიელებს ემხრობოდა. ეგრისელმა წარჩინებულებმა უქიმერიონის ციხე ჩააბარეს ირანელებს, რითაც ისინი ლეჩხუმ-სვანეთთან ერთად ეგრისსაც დაეპატრონნენ. მალე მდგომარეობა შეიცვალა - გამარჯვება ბიზანტიელებს დარჩათ. ირანელებმა ეგრისზე ხელი კი აიღეს, მაგრამ სვანეთის დატოვებას არ აპირებდნენ. შეტაკების შედეგად ბიზანტიელებმა ირანელები გააძევეს სვანეთიდან და მთლიანად დასავლეთ საქართველოდან.

KARIBCHEამ დროისათვის ეგრისი მთლიანად ბიზანტიის გავლენის ქვეშ მოექცა. ეგრისის სამეფო თანდათან სუსტდებოდა, ხოლო აფხაზთა სამთავრო ძლიერდებოდა. VIII საუკუნის 80-იან წლებში ბიზანტიის იმპერიის მხარდაჭერით ლეონ აფხაზთა ერისთავმა, რომელიც ამ დროს ბიზანტიის ვასალი იყო, შეძლო ეგრის-აფხაზეთის გაერთიანება, ხოლო საუკუნის დასასრულისთვის გაერთიანებულმა ეგრის-აფხაზეთმა თავი გაითავისუფლა ბიზანტიის ვასალობისგან და "სამეფოდ" ჩამოყალიბდა. სხვა ქართველ ტომებთან ერთად, ეგრის-აფხაზეთის სამეფოში შედის სვანეთიც, როგორც ერთ-ერთი საერისთავო.

XI საუკუნიდან, საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, სვანეთი მისი ერთ-ერთი საერისთავოა. XI საუკუნეში სვანთა ერისთავი ვარდანი ნიანია ქვაბულიძესა და კლდეკარის ერისთავ ივანე ლიპარიტის ძესთან ერთად ილაშქრებს გიორგი II-ის წინააღმდეგ დასავლეთ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, მაგრამ დამარცხდნენ.

სვანი ერისთავები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რასაც ადასტურებს XII საუკუნის მაცხვარიშის ეკლესიის მოხატულობაში წარმოდგენილი დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მასში სვანთა ერისთავი ვარდანისძე მონაწილეობს მეფისათვის ხმლის შემორტყმის ცერემონიალში. თამარ მეფის დროს სვანეთს სათავეში უდგას ერისთავთ-ერისთავი ბარამ ვარდანისძე. მას მეჭურჭლეთუხუცესის თანამდებობაც ეჭირა. სვანები ამ დროს სამეფო ჯარში შედიოდნენ. თამარის მეფედ კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობდნენ სვანეთის და არგვეთის ერისთავები - ვარდანისძე და ამანელიძე.

XIV საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს მუდმივად უტევდა მტერი. ამას თან ერთვოდა შინაგანი უთანხმოება, იზრდებოდა ადგილობრივ ფეოდალთა სეპარატისტული ტენდენციები. სუსტდებოდა ცენტრალურ ხელისუფალთა ძალაუფლება, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა სვანეთის ფეოდალთა მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ. თუ განვითარებულ შუა საუკუნეებში სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო იყო, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, XV საუკუნეში, იგი რამდენიმე ნაწილად დაიყო: ზემო - ბალზემო, "თვისუფალ" ანუ "უბატონო", ბალქვემო - "სათავადო" ანუ "სადადეშქელიანო" სვანეთად - და ქვემო ანუ "სადადიანო" სვანეთად.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთის შესახებ მეტად მცირე ცნობებია მოღწული. ვიცით მხოლოდ, რომ სვანეთი კვლავ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და არ მონაწილეობს იმდროინდელ შინაომებში. XV საუკუნის გუჯართა მიხედვით სვანეთი იმ დროს აფხაზეთის ან იმერეთის ერთ-ერთ ეპისკოპოსს ექვემდებარებოდა. მოგვიანებით გადავიდა ლეჩხუმის ეპისკოპოსის ხელში, რომელიც ცაგერში იმყოფებოდა.

XVIII საუკუნეში ქვემო სვანეთი - ლენტეხის, ჩოლურისა და ლაშხეთის თემები სამეგრელოს მთავარს ემორჩილებოდა. ამ დროის ისტორიული საბუთებით - დადიანის ხელისუფლება ლეჩხუმზეც ვრცელდებოდა. დანარჩენი კი იმერეთისად ითვლებოდა. თუმცა ამ დროს იმერეთის მეფეც სადადეშქელიანო და თავისუფალ სვანეთზეც ავრცელებდა თავის უფლებას. ყოველი ასეთი დაყოფა ეკლესიური დაყოფითაც იყო განმტკიცებული. XVIII საუკუნეში სადადიანო და თავისუფალი სვანეთი ცაგერის ეპარქიაში შედიოდა, ხოლო სადადეშქელიანო - ცაიშელი ეპისკოპოსის სამწყსო იყო.

სვანეთის სამივე ნაწილი - ქვემო ანუ სადადიანო სვანეთი (ცხენისწყლის ხეობა), ბალქვემო ანუ საბატონო სვანეთი (სვანეთის სამთავრო) და ბალზემო "თავისუფალი სვანეთი" (ენგურისპირა სვანეთის აღმოსავლეთი ნაწილი) - საგრძნობლად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან სოციალური განვითარების დონით. მაგალითად, XVIII საუკუნეში სადადიანო სვანეთში ფეოდალური ურთიერთობა იყო. მათ თემებში დადიანებისა და თავადების - გელოვანებისა და გარდაფხაძეების განსხვავებული საფეხური აღინიშნება. მართალია, იქ არსებობდა აზნაურთა ანუ "ვარგთა" ფენა, მაგრამ ისინი მცირე უპირატესობით სარგებლობდნენ - მათ ჰქონდათ უფლება ბარის ფეოდალებს დამოყვრებოდნენ, ჰქონოდათ ცალკე სასაფლაო და შერიგების დროს მათი სისხლი ორჯერ მეტად ფასობდა მეთემეთა სისხლზე. სამაგიეროდ, მეთემეები თავისუფლები იყვნენ გლეხური ბეგარა-სამსახურისგან. მათი მეურნეობა არაფრით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. "ვარგები" თვითონვე ამუშავებდნენ მიწას. მიუხედავად ამისა, სოციალურ ფენებს შორის დაპირისპირება იგრძნობოდა, თემებსა და საგვარეულოებს შორის გაუთავებელი შუღლი და მტრობა სუფევდა. მწირი მიწის, ხანგრძლივი ზამთრისა და უამინდობის გამო სვანი იძულებული იყო სარჩოს საშოვნელად ბარში წასულიყო. მთელ თავის ჭირ-ვარამს ის სიმღერაში აქსოვდა. უმღეროდა ბუნების მშვენიერებას, ამაყ მწვერვალებს - უშბას, თეთნულდს და მზეს, რომლის სადიდებელ ჰიმნს "ლილეოს" დღესაც მღერიან. მინდა ჩვენს მკითხველსაც შევთავაზო "ლილეო".

"ო, ლილეო,
ისგვამი დიდაბინო
ბენგოია შილედაი
ოიდი ვო, ლილეო,
ოიდი ოჰო, ლილე, და
დიდები დიდაბინო
თარგლეია ზერზიდაი
ოიდი ოჰო, ლილეო,
ოიდი ოჰო, ლილე, და
ხამ ვაი ღერმათიო
ნაილალ ბეცედაი
ოიდა ოჰო, ლილეო,
ისგვამი დიდაბინო,
ბენგალია შილედაი,
ოიდა ვო, ლილეო".


***
ზემო სვანეთი - ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული რაიონი და ძნელად მისადგომიცაა. გამორჩეულია განუმეორებელი სილამაზით, მინერალური წყლებითა და ცივი, ანკარა წყაროებით. იგი მოიცავს მდინარე ენგურის ხეობას - ჯვარიდან უშგულამდე. ისტორიულად ზემო სვანეთი 12 თემის - ხევისგან შედგებოდა, რომლებსაც ჰქონდათ ჩამოყალიბებული ყოფა, ჩვევები და სახალხო დღესასწაულები. ბალზემოთ 8 თემია - ლატალის, ლენჯერის, მესტიის, მულახის, მუჟალის, იფარის, კალასა და უშგულის, ხოლო ბალქვემოთ - 4: ცხუმარის, ბეჩოს, ეცერისა და ფარის.

ზუგდიდიდან გზა მიემართება დაბა ჯვარისაკენ. გასცდებით თუ არა ჯვარს, ენგურის კაშხალს უახლოვდებით. აქედან იწყება აღმართი. გზა მიემართება ეგრისის ქედის განშტოებაზე, მარცხენა მხარეს კოდორის ქედის განშტოებებია. ენგურის ხეობის თავზე, ციცაბო ქედის ფერდობებზე გამავალი გზა ხან ვიწროვდება, ხან ფართოვდება. მუდმივი თოვლით დაფარული მყინვარწვერებიც გვეგებება. ეს ხუდონის ხეობაა.

სვანეთის ქედის ძირას სოფელი ხაიშია. აქ ბარიტის საბადოებია. სოფლის მახლობლად ენგურს მდინარე ნენსკრა ერთვის. ნენსკრის ხეობაში მდებარეობს ჭუბერის თემის სოფლები: ლახამი, მარღი და სხვა. ვიდრე მესტიამდე მივალთ, ხაიშის შემდეგ რამდენიმე სოფელი უნდა გავიაროთ - ჭუბერი, ლახამი, ჯორყვალი, ლაფსყალდი, დიზი, ქვემო იფარი, ლახამულა, ლუჰა, ეცერი, ბეჩო და ლენჯერი.

***
ზემო სვანეთმა დიდი რაოდენობით შემოგვინახა შუა საუკუნეების ძეგლები, საკულტო და საერო დანიშნულების ნაგებობები, მონუმენტური მხატვრობით, ხატწერის, ჭედური ხელოვნებისა და ხეზე კვეთილობის საუკეთესო ნიმუშები, IX საუკუნიდან მოყოლებული გვიანფეოდალურ ხანამდე.

ეს ძეგლები გაფანტულია ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე. ფრესკებით შემკული სოფლის მცირე ზომის დარბაზულ ეკლესიებში თავმოყრილია ცალეული თემების განძეულობა - ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო ნივთები. ქართული ხელოვნების ძეგლებთან ერთად სვანეთის ეკლესიებმა შემოგვინახა ქრისტიანული აღმოსავლეთის, ბიზანტიისა და აღორძინების ხანის დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემოტანილი ნივთებიც - სირიული საცეცხლურები და თასი, ბიზანტიური სანაწილე ხატი და საწინამძღვრო ჯვარი, იტალიური მედალიონები და ჯვარი, ევროპული საეკლესიო ნივთები, სასანური სურა და ანტიკური მონეტები. ეკლესიებში თავმოყრილია აგრეთვე ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში შენაწირი ნივთები.

ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის პირველხარისხოვანი ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი, მოჭედილი ყდებითა და მინიატიურებით შემკული უნიკალური ხელნაწერი ოთხთავები დაცულია მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ციხე-კოშკები
სვანეთის სოფლები მჭიდროდ, ჯგუფადაა განლაგებული მთების ციცაბო ფერდობებსა და ღრმა ხეობების ძირში. მათ თავისებურ სახეს უქმნის ძველებური კოშკიანი საცხოვრებელი კომპლექსები. სვანეთის საცხოვრებელი კომპლექსები სიმაგრეებს წარმოადგენს და ნათლად გამოხატავს თავისუფლებისათვის მებრძოლი ხალხის ბუნებას. საცხოვრებლის დაგეგმარება დიდი ოჯახის მოთხოვნილებას პასუხობდა. როგორც სახლები, ასევე კოშკები აშენებულია ქვით, კირის ხსნარით და გამოირჩევა სიმტკიცით. ამ სახლებს სვანები XX საუკუნის დასაწყისამდე იყენებდნენ.

KARIBCHE


ციხე-სახლი სამი სართულისგან შედგება. პირველი სართული ერთდროულად ოჯახის საცხოვრებელი და საქონლის სადგომი იყო, მეორე სართული - საზამთრო მარაგის - თივისა და პროდუქტების შესანახი, ხოლო მესამე - თავდაცვისთვის იყო განკუთვნილი.

სახლის ქვედა სართული - მაჩვიბი, სვირი, ქორი, ზამთრის საცხოვრებელი და საქონლის სადგომია, მისი ცენტრი იყო კერა, რომლის წინ იდგა ოჯახის უფროსის - მახვშის მოჩუქურთმებული სავარძელი. სახლის უკანა მხარე ქალებისთვის, ხოლო წინა კაცებისთვის იყო განკუთვნილი. საქონლის სადგომს საცხოვრებლისაგან გამოყოფდა ხის ტიხრები, რომლებიც სამ კედელს მიჰყვებოდა. ტიხრებში გაჭრილი იყო სხვადასხვა ზომის თაღოვანი ღიობები მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის თავების გამოსაყოფად. სახლის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი, რომლის წინაც კაცები ლოცულობდნენ. სახლის მეორე სართულზე ოჯახი ზაფხულში ცხოვრობდა, ხოლო ზამთარში - თივას ინახავდნენ.

ყველა ოჯახს თავისი კერპი ჰყავდა. სახლის სარიტუალო ქვის კერპს სვანეთში "ჩხუდანს" უწოდებდნენ (წმინდა ქვა - "ჩხუდა") ან "ბაჩა გვიგვის" (ქვის გული). ოჯახის კერპის ადგილმდებარეობა იცოდა ოჯახის უფროსმა ან დიასახლისმა და მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. ის არ უნდა სცოდნოდა არც შინაურს და არც უცხოს. მათი რწმენით, თუ უცხო მას თვალს მოჰკრავდა, წმინდა ქვას ეწყინებოდა, ხოლო ოჯახს ავნებდა. მეცნიერების მიერ გამოვლენილ იქნა მათი ადგილ-სამყოფელი. მას ინახავდნენ დილეგში, ძველი საცხოვრებელი სახლის სახარეში, ბეღელში, ბინაში, მარანში, კალოზეც.

კოშკები სახლის გვერდითაა აღმართული. მათ თავდაცვით ფუნქციასთან ერთად საცხოვრებლის დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან საშიშროების დროს ოჯახი იქ ბინადრობდა. სვანური კოშკი ძალიან მაღალია და ზემოთ თანდათან ვიწროვდება. იგი სამ ან ხუთსართულიანია, გვხვდება რვა და ცხრასართულიანიც.

გაძლიერებული გვარი მტრებისგან დასაცავად ქვის გალავნიან საცხოვრებელს იშენებდა. საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთი სახეა სვანირიანი სახლი - ორსართულიანი სახლი გვერდზე მიდგმული დაბალი კოშკით. თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენს ე.წ. სანცხვირი. ეს სასროლი ჯიხურია, რომლითაც ამაგრებდნენ ორსართულიან სახლს მეორე სართულის დონეზე.

დღეს მაღალმთიან სოფლებში ზოგიერთი ძველებურ სახლში აგრძელებს ცხოვრებას.

ნათქვამია, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო. დროებით მეც დავიხურე სვანური ქუდი და კეთილი გულით შევაღე თითოეული სვანის კარი.

ამის შესახებ შემდგომ ვისაუბროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat