სანებელი და ვედრება
სანებელი და ვედრება
სანებელი
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში მადლი და ღვთის წყალობა სუფევს. სანებელსა და ვედრებაში ეს აშკარად ვიგრძენი. ქარელის რაიონის ეს ორი პატარა და კოხტა სოფელი გვერდიგვერდ მდებარეობს. განსხვავებული წარსული აქვს, დღევანდელობა კი თითქმის ერთნაირი.

სანებელი მდინარე ძამის მარცხენა მხარესაა, იგი ერთ-ერთი ძველი სოფელია, პირველად მოხსენიებულია 1392 წელს, საკათალიკოსო მამულების სიაში.

სანებელი მოგვიანებით ციციშვილების ხელში გადავიდა. სანებელში მამულები ჰქონდათ ციციშვილების აზნაურებს - მეღვინეთუხუციშვილებსაც. ძმებს, პაატა და თომა მეღვინეთუხუცესიშვილებს, 1782 წლის 23 სექტემბერს არზით მიუმართავთ ერეკლე II-ისთვის: "ჩვენის ცოდნით რაც ვიცით, ჩვენის მამის ნასყიდი ამას ქვეით მოგვიხსენებია: სანებელში მშვიდობაურის ბოლოს პაპუნაშვილის ურია ყმისგან ნასყიდი ვენახი... კიდევ სანებელში ჩვენის დედის მზითვის მსახურისაგან ნასყიდი ნაფუზარი"...

სანებელი მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბაგრატიონის შრომებშიც, საიდანაც ჩანს, რომ XVIII საუკუნის ბოლოს იგი გაუკაცურებული ყოფილა.

1804 და 1818 წლების მოსახლეობის აღწერის მასალებში სანებელი აღარ იხსენიება. იგი აღმდგარა 1818 წლის შემდეგ, რადგანაც 1830 წელს მასში უკვე 13 კომლია (77 კაცი) აღრიცხული. როგორც ჩანს, ციციშვილებს ხალხი აქ თავიანთი სხვა სოფლებიდან, ძირითადად კი ქარელიდან გადმოუსახლებიათ, რომელთა ნაწილი ალბათ ადრე ამავე სოფლიდან იყო წასული. სანებელში დასახლებულან: ეგნატაშვილი, ხარატიშვილი, ზაკუტაშვილი, მეღვინეთუხუციშვილი, ქიტიაშვილი, ამირიძე, სამი კომლი ლომიტაშვილებისა გადმოსულა დოესიდან, ფეიქრიშვილი - სოფელ ხვედურეთიდან.

1830-1842 წლებში დასახლდნენ: ნაზღაიძე (გადმოსულა კეხიჯვრიდან), ორშაძე (გადმოსულა ხიდისთავიდან), ნაცვლიშვილი - ხაშურიდან, გაბილაშვილი - წრომიდან, ხატაგაშვილი - ხიდისთავიდან, თასოშვილი - ოქროსოფლიდან, შემდეგ - გიორგიშვილები, ქობესაშვილები, ეკალაძეები, პაპუაშვილები - იგივე ეგნატაშვილები, თოთლაძეები, იმერლიშვილები, გაზაშვილები, კევლიშვილები, გელაძეები, მშველიძეები.

საინტერესო მასალები არსებობს ლომიტაშვილების შესახებ, რომლებიც საციციანოს ერთ-ერთი ძველი მკვიდრნი არიან. ნადირა ლომიტაშვილი (საბუთში არ ჩანს საცხოვრებელი ადგილი) შვილის ნასყიდობის წიგნს აძლევს რევაზ ნამურაძეს. ერთი განჩინების თანახმად, ციცი და ქაიხოსრო ციციშვილებს სოფელ ყენეთში ერგოთ ხუცესი ლომიტაშვილი. კაცია ლომიტაშვილს კი არზით მიუმართავს ერეკლე მეფისთვის: "მე ჯავახი გახლავარ, იქიდან ავიყარე და რევაზს მეღვინეთუხუციშვილს ვეყმე". ავი დროის გამო ლომიტაშვილები ალბათ ჯავახეთში ქართლიდან გადავიდნენ, შემდეგ კი კვლავ ძველ საცხოვრისს დაუბრუნდნენ.

KARIBCHE***
სოფელში წმინდა ნიკოლოზის ტაძარი დგას. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და მღვდელმონაზონ თეოდოსის (ხაჩიძე) ძალისხმევით ამჟამად ამ ტაძრის აღდგენა მიმდინარეობს. სამომავლოდ აქ მამათა მონასტერი უნდა გაიხსნას. ძმობისთვის სენაკების მშენებლობა უკვე დაწყებულია. მამა თეოდოსის დახმარებით მოვილოცე სანებლის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, სოფლის მკვიდრთაც ვესაუბრე: "ჩვენი სოფელი 50-კომლიანია. შეხმატკბილებულები ვცხოვრობთ ქართველები, ოსები. ძირითადად ჩვენი გვარის ხალხი - ლომიტაშვილები მკვიდრობენ, - მიყვება ბატონი გიორგი, - ტაძარი მერვე საუკუნისაა. აქ ტაძრის დღესასწაულზე ვიკრიბებით ხოლმე და აღვნიშნავთ წმინდა ნიკოლოზის ხსენებას. თუ ჩვენი სოფლის გულისტკივილს იკითხავთ, ყველაზე მეტად უგზოობა გვაწუხებს. 80-იანი წლების შემდეგ სოფლის გზები არ შეუკეთებიათ.

სანებელს გარშემო აკრავს სოფლები: ვედრება, კლდე, ქობესაანთუბანი, გაღმა კეხიჯვის დასახლება. ქედზე ახლა სამხედროები გვესაზღვრებიან.

გადმოცემით, წინათ ჩვენი სოფელი ზევით, სამების ტაძრის გარშემო ყოფილა გაშენებული. შავ ჭირს გამოქცევიან. ამ ადგილს საციციანოს ეძახდნენ. დღეს უკვე მათი გვარიშვილებიდან აღარავინაა ცოცხალი. სანებელში მოქმედი ტაძარი არ მახსენდება. სოფელ ბრეთიდან დადიოდა მოძღვარი, რამანა მღვდელი. ნათლობებს და სხვა წესებს ის ასრულებდა ჩვენს მხარეში. ძალიან გვიხარია, რომ აღდგება წმინდა ნიკოლოზის ტაძარი და დავიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებას. მამა თეოდოსი პარაკლისებს აღავლენს ამ ტაძარში და ვცდილობთ, დავესწროთ ხოლმე.

KARIBCHEრწმენა რომ არ გვქონდეს, ამ გაუსაძლის წუთისოფელში გაგვიჭირდებოდა ცხოვრება. მხოლოდ უფალი გვაცოცხლებს. ჩემი ხნისანი აღარავის სჭირდება. მადლობლები ვართ, რომ ხელმძღვანელობამ უფასოდ დაგვირიგა სასუქი. მომავალში კიდევ თუ იქნება სხვა დახმარებები, კარგი იქნება".

ქალბატონ რუსუდან პაპუაშვილის გულისტკივილიც გავიზიარეთ: ჩემი მეუღლე ცხოვრებოვია. აქ ქართველები და ოსები ვმკვიდრობთ. ერთმანეთში გასაყოფი არაფერი გვაქვს ლომიტაშვილებს, ბესტავაშვილებს, შავლუხაშვილებს, ქერდუყაშვილებს, ქობესაშვილებს. გაჭირვებაა სოფლად. მარტო პენსია განა გვაცხოვრებს? წელს მოსავალიც არ მოგვივიდა. სოფელში მიგრაცია ნაკლებად შეინიშნება.

***
მამა თეოდოსი: - სოფელ სანებლის სახელი სამებიდან მოდის. ამ სოფელში ორი ეკლესიაა - წმინდა ნიკოლოზისა და სამებისა. ეს პატარა სოფელი კეხიჯვრის საკრებულოში შედის.

KARIBCHEწმინდა ნიკოლოზის ტაძარი, როგორც ცნობილია, XVI-XVII საუკუნეებში ზაზა ფანასკერტელის აშენებული უნდა იყოს. დაახლოებით XIX საუკუნეში ტაძარს მომატებული აქვს ჯვარი. თავიდან დარბაზული ბაზილიკა გახლდათ. ახლა ჯვრის ტიპისაა. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, შარშან აქაურობა გავწმინდეთ. გამოჩნდა ტაძრის საძირკველი, გავამაგრეთ და დავიწყეთ მშენებლობა. წერილობითი წყაროებით - ეს ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა. აქაურები ორივე წმინდანის სახელით იხსენებენ მას. ტაძრის გაწმენდისას ვიპოვეთ სპილენძის წმინდა ნიკოლოზის მომინანქრებული ხატი. ამიტომაც მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე ვაკურთხეთ. ტაძარში აღმოჩნდა ეკვდერები. ქვითა და აგურითაა ამოშენებული თაღები, რომლის ქვეშ საფლავებია. სასიხარულოა, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის თანამოძმე იქნება ეს ეკლესია და მამათა მონასტერი, რომელიც გამოაცოცხლებს სოფელს, სადაც ნაკლებად იყო სარწმუნოებრივი ცხოვრება. ჯერჯერობით მორწმუნეები სოფელ ვედრებასა და კეხიჯვარში დადიან. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის აღდგენის შემდეგ ვაპირებთ სამების ტაძრის აღდგენას.

რამდენიმე ტაძარში მიწევს ღვთისმსახურება. ვედრების ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სამწევრისის დედათა მონასტერში, სადაც მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარია და სანებლის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში. ღვთის შეწევნით, იმედი მაქვს, რომ ნიკოლოზობისთვის მოვასწრებთ დასრულებას... ტაძარი აშენდება კუთხოვანი ქვებით. კუთხეები კი ქართული აგურით მოპირკეთდება. აქვე აშენდება სამრეკლოც. ამჟამად გვყავს ერთი მორჩილი და სამორჩილე.

***
სოფელი ძალიან ლამაზი და მოსავლიანია. წყლით და ტყით მდიდარი, სახნავი ადგილებიც ბლომადაა. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, ამ ადგილებს ლეკები აწიოკებდნენ. ხეობის ბევრი სოფელი თითქმის დაიცალა. თავადმა ციციშვილებმა ყინწვისიდან და ჯავიდან გადმოასახლეს ოსური მოსახლეობა სოფელ სათერძეში, რამდენიმე სოფელში ხარაგაულიდან გადმოიყვანეს ქართული მოსახლეობა და დღემდე აქ ცხოვრობენ. ოსური მოსახლოების ნაწილი 90-იან წლებში წავიდა აქედან და უკან იშვიათად ბრუნდებიან. მდინარე ძამის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთის გვერდითაა სოფლები სანებელი, ვედრება. მარჯვენა სანაპიროზეა ქობესაანთი, კეხიჯვარი და სამწევრისი. ამ სოფლებმა შეინარჩუნეს ქართველობა. თუმცა აქაც ბევრია შერეული ოჯახი. ამ მიდამოებში თითქმის ყველა სოფელში აჭარიდან ჩამოსახლდა ქართველობა. ომის დროს ამ ხეობაში გორიდან და ცხინვალიდან ლტოლვილები იყვნენ თავშეფარებულნი.

სოფელ ვედრების სახელი მომდინარეობს თამარ მეფის დროიდან. ქრისტიანული თვალსაზრისით, სიტყვაში იგულისხმება მაცხოვარი იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი მვედრებელი. თავად სოფლის მკვიდრთა ცნობით, თამარ მეფემ ვედრებაში ყოფნის დროს ილოცა დედა ღვთისმშობლის მიმართ, რათა ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში შემწეობა გაეწია. ვედრებაც ძალიან ლამაზი სოფელია. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, იქ დედათა მონასტერია დაფუძნებული, რომელსაც მონაზონი ქრისტინე უძღვება ერთ მორჩილთან, ცისანასთან ერთად. დიდი სურვილი გვაქვს, ამ სოფელში თამარ მეფის სახელობის პატარა ტაძარი ავაშენოთ. წმინდა თამარის ხატიც დაიწერა ქართველი ჯარისკაცების შემოწირულობით.

მრევლი ჩართულია საეკლესიო ცხოვრებაში, ფიზიკურადაც გვეხმარებიან მშენებლობაში. უფრო მეტად ახალგაზრდები აქტიურობენ. მეუფემ მაკურთხა, სოფლებში ვიმსახურო. მითხრა, ერთხელ მაინც უნდა იყო თითოეულ ოჯახში შესულიო. ოჯახებიდან იწყება ქადაგება და მოძღვრის გამოჩენით ხალხს რწმენა შეემატება. მეუფის კურთხევამ კეთილი ნაყოფი გამოიღო, მადლიერი ვარ ასეთი დამოძღვრისთვის. ხალხს მღვდელი მხოლოდ წესის ასაგებად ახსენდება, ავადმყოფობისას მოძღვარს არ ეძახდნენ. ახლა უკვე ავადმყოფების საზიარებლადაც გვიხმობენ. მართლაც, მრევლთან ყოველდღიური ურთიერთობა, უამრავი სულიერი შეგონებაა საჭირო. მეუფე ბრძანებს, ჩვენი ეკლესია არის ხალხთან მდგომი ეკლესია. ამის გარდა, მოძღვარი პირადი ცხოვრებითაც მაგალითი უნდა იყოს მრევლისა. მოსახლეობაზე თავისებურ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის წარსულის ცოდნაც. ხშირად სექტის გავლენაში ექცევიან და ავიწყდებათ, თუ ვისი აშენებულია ჩვენი დიდებული სალოცავები.

რაც მონასტრიდან წამოვედი და ერში ვტრიალებ, ვფიქრობ, არ ვცხოვრობ ისე, როგორც საჭიროა. ბერი ერთ ადგილზე უნდა მყოფობდეს, ნაკლებად საუბრობდეს. ბერისთვის უპირველესია ლოცვა. ჩვენს ეპარქიაში მღვდელს ვერ შეხვდებით, ორ ეკლესიას მაინც რომ არ ემსახურებოდეს. მეუფე ცდილობს, ყოველ სოფელში მოქმედი ეკლესია იყოს, რათა მოსახლეობა სულიერად განათლდეს.

აუცილებელია, ჩვენმა ერმა რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ეკლესიის გზა, რადგან ურთულეს დროში ვცხოვრობთ, გლობალიზაციის პროცესი ძალიან სწრაფად მიდის და მხოლოდ ეკლესიას ძალუძს ჩვენი გადარჩენა.

ჩვენი ერის მფარველი წმინდა გიორგი გახლავთ, ეკლესიისა კი - წმინდა ნიკოლოზი. წმინდა დიდი მღვდელმთავრის სასწაულმოქმედი ლოცვა შეგვეწიოს.

ვედრება
ამ ლამაზ და მადლით სავსე სოფელში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერია. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სამონასტრო ცხოვრებას მონაზონი ქრისტინე უძღვება. წინათ ეს დიდებული ტაძარი, რომელიც სოფელს გადმოჰყურებს, ნანგრევებად იყო ქცეული, მაგრამ აქაურები მაინც ამოდიოდნენ და ტაძრის დღესასწაულზე უფლისთვის ძღვენი ამოჰყავდათ. რამდენიმე წელია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეწევნით ტაძარი აღდგა და აქ ღვთისმსახურებას მამა თეოდოსი აღავლენს.

ვედრებაში ქართველებიც და ოსებიც ერთმანეთთან შეხმატკბილებულები ცხოვრობენ. სოფელი რამდენიმე უბნადაა დაყოფილი. ზემო უბანში მწარიაშვილები ცხოვრობენ, ქვემოში - გაგლოშვილები, მძინარაშვილები, ფილიშვილები და ელბაქიძეები. აქაურ ოსებს დღიდან დასახლებისა არ დაუტოვებიათ ადგილ-მამული.

ვედრებაში დედა ქრისტიანეს დახმარებით მწარიაშვილების ოჯახის დიასახლისს, ქალბატონ ნაირა ზაზაშვილს შევხვდი. მისგან გავიგე, რომ ვედრება უძველეს სოფელია, რადგან აქ ოდითგანვე ღვთისმოსავი ხალხი ცხოვრობდა და სოფელმაც სახელი აქედან მიიღო.

KARIBCHE- ვედრება არ არის დიდი სოფელი, მაგრამ საკმაოდ მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სასმელი და სარწყავი წყალი გვაქვს, - მიყვება ქალბატონი ნაირა, - წინაპრებისგან უდიდესი საგანძური გვაქვს ღვთისმშობლის ტაძრის სახით. ღვთის წყალობით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ქველმოქმედი ხალხის შემწეობით აღდგა ტაძარი, ხალხმაც პირი იბრუნა ეკლესიისკენ. დიდი მადლობა ჩვენს მოძღვრებს, მამა თეოდოსის, მოსახლეობა რომ ღვთის გზაზე დააყენეს. სოფელში არის დაწყებითი სკოლა, რომელიც კეხიჯვრის საჯარო სკოლის ერთეულს შეადგენს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ იყო საშიშროება, რომ ჩვენი სკოლა შეერთებოდა კეხიჯვრის საჯარო სკოლას. ვფიქრობ, მთავრობის გონივრული გადაწყვეტილებით, გაჩერდა სოფლებში სკოლების გაუქმება. ჩვენ ვიცით ისეთი სოფლები, სადაც სკოლები გაუქმდა და უარყოფითი შედეგის მეტი არაფერი მოუტანია. სოფლების დაცლას და დაშლას ხელს უწყობს ასეთი კულტურული კერის მოსპობა. ეს კი უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ქვეყნის ეკონომიკას. მარტო ქალაქით ქვეყანა ვერ იარსებებს. თუ გვინდა სოფლების შენარჩუნება, უპირველესად სკოლები უნდა შევინარჩუნოთ.

სოფელ სანებელში გაუქმდა დაწყებითი სკოლა და ვედრების სკოლას შემოუერთდა, ახლა 23 ბავშვი გვყავს. თუმცა, აქაც ძალიან დიდი დაბრკოლება გვაქვს. შემოგვრჩა მოძველებული სისტემა, კლასკომპლექტი - ერთ საკლასო ოთახში პირველი-მესამე და მეორე-მეოთხე კლასების დაჯგუფება. უმჯობესია კლასი ცალკე იყოს. თუ არგუმენტად გამოვიყენებთ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვას - სამი ბავშვიც რომ იყოს სკოლაში, ფუნქციონირება არ შეწყდებაო, მაშინ გამოდის, რომ კლასების ცალ-ცალკე არსებობაა საჭირო.

სხვათა შორის, ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენი, ვედრების სკოლის მოსწავლეების უმეტესობა ეკლესიურად ცხოვრობს. ეს კი მათ ზნეობას ამაღლებს. როცა ღვთისმოშიშმა ბავშვმა იცის, როგორ მოიქცეს ღვთის წესით, სკოლაშიც, ოჯახშიც და საზოგადოებაშიც გამორჩეული იქნება. ძალიან შრომისმოყვარე ბავშვები გვყავს. რაც მთვარია, ძალიან უყვართ სოფელი. რამდენიმე ჩვენი მოსწავლე ტაძარში სტიქაროსნად მსახურობს. როგორც ქრისტიანს, მართლმადიდებელს, ძალიან მახარებს, რომ მომავალი თაობები ასე ღვთისნიერად იზრდებიან და ჩვენი მამა-პაპის გზას ღირსეულად გააგრძელებენ. მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი სამშობლო ოდითგანვე მართლმადიდებელი ქვეყანა იყო და მისი ერთგული იქნება.

KARIBCHEმძიმე ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენმა სოფელმა შეინარჩუნა სიყვარული, სითბო და ღვთიური მადლი. ქართველები და ოსები შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. საკუთარი შრომით ცდილობენ ოჯახების შენახვას. სოფელი მთიანია, მაგრამ მეხილეობას მაინც მისდევს.

გვახარებს ის, რომ სოფელში ღვთისმშობლის ტაძრის გვერდით დედათა მონასტერია. ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ღვთის გზით სიარული გადაარჩენს.

მწარიაშვილების ოჯახის მხცოვან ქალბატონსაც ვესაუბარე. ქალბატონმა ალექსანდრამ წარსულიც გაიხსენა: - 46 წელი ვიმუშავე მასწავლებლად ამ სოფლის სკოლაში. ბევრმა თაობამ გამოიარა ჩემს ხელში. მართალია, ეკლესიაში სიარულს გვიშლიდნენ, მაგრამ ჩუმად მაინც დავდიოდით. როგორც კი გაიგებდნენ, მავანმა შეაღო ტაძრის კარიო, მაშინვე სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. ყინწვისშიც დაგვყავდა ბავშვები ექსკურსიაზე, როგორც ისტორიულ ძეგლს, ისე ვაჩვენებდით. ლოცვაზე საუბარი ზედმეტი იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს მხარეში აღდგა ეკლესია-მონასტრები, ღვთისმსახურება. ღმერთმა ყველა ადამიანი მოაქციოს უფლისკენ.

ასაკი და ჯანმრთელობა აღარ მიწყობს ხელს, რომ ტაძარში ვიარო. წინათ ტაძრის ნანგრვებში დავდიოდი და ახლა მოქმედ ტაძარში ვეღარ მივდივარ.

ძალიან მინდა, რომ ჩემი სოფელი კიდევ უფრო განვითარდეს. რაც კი რამ არსებობდა, ყველაფერი გაუქმდა - კლუბი, ბიბლიოთეკა. ეს რომ ყოფილიყო, ხომ კარგი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის. ამ ხნის ქალი ვარ და ბიბლიოთეკიდან წიგნს სიამოვნებით გამოვიტანდი და წავიკითხავდი.

KARIBCHEჩვენთან ტრადიციების ერთგული ხალხი ცხოვრობს. სახელმწიფოს ვუსურვებ მშვიდობას. ჩვენს ხალხსაც ვუსურვებ მშვიდობიანად, კეთილად ცხოვრებას.

***
- სოფელი დიდი სიხარულით შეხვდა მონასტრის გახსნას. აქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. მეზობლები ყურადღებას არ გვაკლებენ და მათ დიდ მადლობას ვწირავ. ყოველი დღე ლოცვაში, ხელსაქმეში გადის, - ამბობს დედა ქრისტინე, - ყველა მონასტერმა სხვადასხვა რამ შემძინა. მთავარია, მოძღვრის კურთხევა შეასრულო და მორჩილებით იცხოვრო, საკუთარი თავი უარყო და მხოლოდ უფალზე იფიქრო, ყოველი ადამიანის ტკივილი, გაჭირვება გულთან უნდა მიიტანო და სიყვარულში იხარჯებოდე. ამას დრო სჭირდება. შეიძლება ერთბაშად ყველა თვისება ვერ შეიძინო, მაგრამ მთვარია, სურვილი გქონდეს.

მონასტერში შენს თავს უკეთესად ხედავ. ყოველ გულისთქმას აქცევ ყურადღებას. მინდა ვთხოვო ყველას - უფალი საკუთარ თავზე მეტად შეიყვარონ, იცხოვრონ ქრისტიანულად, დაიცვან უფლის მცნებები, შეიყვარონ ლოცვა, რამეთუ ლოცვა გვიხსნის განსაცდელისგან, ლოცვა დაამშვიდებთ, დააწყნარებთ და ცხოვრებაც უკეთესად წარემართებათ.

ღმერთმა გააძლიეროს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat