საღოლაშენი
საღოლაშენი
დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი უდავოდ შეამჩნევს სოფელ საღოლაშენს. შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს ამ სოფლის მნიშვნელოვანი წარსული.

სოფელი საღოლაშენი ქარელის რაიონშია. იგი შედის ბრეთის თემში. საღოლაშენს ესაზღვრება სოფლები: ბრეთი, ბებნისი, არადეთი, წვერი. საღოლაშენი შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე დვანის, ფრონეს მარცხენა შენაკადის, პირასაა გაშენებული.

ფრონეს ხეობა XVI საუკუნიდან ზემო ქართლის სადროშოში შედიოდა, რომლის მედროშეც ამილახვარი იყო. ამ ხეობის მფლობელნი იყვნენ ფალავანდიშვილები და ამირეჯიბები. ფალავანდიშვილები სამცხის თურქთაგან დაპყრობის მერე გადმოსულან ახალციხიდან. მათი გვარის ნაწილი გათათრებულა და იქ დარჩენილა. მეფე ლუარსაბს უბოძებია მათთვის მამული. ამირეჯიბი ფალავანდიშვილების განაყოფი ყოფილა. ერთ-ერთ ფალავანდიშვილს მეფის კარზე ამირეჯიბის თანამდებობა მიუღია (სასახლის მსახურთუფროსობა) და ამირეჯიბობა მათ გვარად გადაქცეულა. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით: "აბაშიძეს, ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს შინა აქუნდათ მამული იმერეთსა და ქართლსა შინა და შემდგომად განაყოფისა სამეფოსა ერთი ძმა იქით და აქეთ დაშთნენ, ვითარცა აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი". აქედან ირკვევა, რომ ფრონეს ხეობის სათავის მიღმა მხარე (იმერეთი) დაუსაკუთრებია აბაშიძეს, გამოღმა ნაწილი კი ფალავანდიშვილსა და ამირეჯიბს, მათ ფრონეს ხეობა განაწილებული ჰქონდათ, ზეგანს ფლობდნენ ფალავანდიშვილები, დაბლობს კი ამირეჯიბები. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ ქუცნა ამირეჯიბს ვინმე კუჭაძისაგან უყიდია საღოლაშენი. იმავე საუკუნის II ნახევარში ამირეჯიბებს სოფელი ულუმბოს ღვთისმშობლისთვის შეუწირავთ, შემდეგ კი ისევ გამოუსყიდიათ და XVIII საუკუნის ბოლომდე შეუნარუჩებიათ. XVIII საუკუნის II ნახევარში სოფლის ნაწილს თაქთაქიშვილები დაეუფლნენ. ამირეჯიბთა გვარის განჩინებაში საღოლაშენში მოხსენიებული არიან აქაური გლეხები: ძმორაშვილები, ხარაზიშვილები, ჯავახიშვილები, ნახუცრიშვილები, ახალკაცები, აბულაძეები, შუბითიძეები, ყვიჟინაძეები. ცნობილია, რომ XII საუკუნეში, საქართველოში ჯალალედინის ლაშქრობის ჟამს, მტერს არავინ გაქცევია, მედგარი ბრძოლები გადაუტანია ფრონეს ხეობის მოსახლეობასაც. დედოფლის მინდორი მოწამეა იმ დიდი შერკინებისა, სადაც გაავებული მტრისათვის გულფიცხ ქართველ ვაჟკაცებს საკადრისი მიუზღავთ. მათ შორის გმირობით თავი გამოუჩენია ქუცნა ამირეჯიბს. ომახიან მებრძოლს უქებდნენ ხმლისა და შუბის კვეთებას, ცხენოსნობას, აზრიანობას, რაინდულ სულისკვეთებას.

თქმულებანი სოფლის წარმოშობისა
ერთ-ერთი თქმულებით, სოფელ საღოლაშენს უამრავი კარგი ვაჟკაცი ეზრდებოდა, ამით იწონებდნენ თავს აქაურები. სოფელს ერთი თავზე ხელაღებული ადამიანი შეჩვევია და შეუწუხებია. აქაურები რა ქუდოსნები იქნებოდნენ, სოფელს ჭირს თუ არ მოაშორებდნენ. შეკრებილან დარჩეული ვაჟკაცები, მათ შორის ყველაზე მამაცი შუბითიძე ყოფილა. სწორედ მას მოუკლავს ავაზაკი. გახარებული ხალხი მოწონების ნიშნად ლოცავდა თურმე მას: "საღოლ, აშენდი, საღოლ შენი ვაჟკაცობაო".

მტრის ერთ-ერთი შემოსევის დროს ბრძოლა გამართულა იქ, სადაც საღოლაშენია. ერთიათად მეტ ყიზილბაშთან ბრძოლაში ქართველებს თავი უსახელებიათ. ძალიან უვარგია ქართველთა მხედართმთავარს, სახელად "აშენას". ხალხი აღტაცებით შესძახოდა - "საღოლ, აშენაო". კიდევ ერთი ვერსიით - სოფელში დიდი გაჭირვება ჩამოვარდნილა, ხალხი შიმშილობდა, მოსავალი ვერ მოჰყავდათ უწყლობის გამო. ერთხელაც გამოჩენილა ერთი კარგი მეურნე კაცი, შეუკრებია სოფლის ხარ-გუთანი, წასულა ცხინვალის მხარეს, მდინარე ლიახვიდან არხის გამოსაყვანად. გაუჭრია არხი სოფლამდე. ამ არხის წყლით სოფელს ამოუსუნთქავს. მადლიერების ნიშნად ხალხი ერთხმად შესძახოდა: "საღოლ, საღოლ, აშენდიო".

ცნობილი ადამიანები
ქართლის მშვენიერი სოფლის საღოლაშენის ისტორიას უამრავი ძვირფასი ადამიანი ახსოვს. ესენი არიან ამირეჯიბთა და ყიფშიძეთა ოჯახები. ამირეჯიბებში გამოირჩევიან: სარდიონ და მაკინე ამირეჯიბები. ეს ცოლ-ქმარი და მათი შვილები ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდნენ გლეხკაცების ოჯახებს. მაკინე ამირეჯიბი დაიბადა სოფელ ბრეთში. დასაფლავებულია სოფელ საღოლაშენში, მეუღლის გვერდით, ღვთისმშობლის ეკლესიის ეზოში.

მაკინეს მამა განათლებული კაცი ყოფილა. შვილსაც უნერგავდა წიგნის სიყვარულს, ასწავლიდა ცეკვას და მუსიკას. 16 წლის მაკინე მიათხოვეს საღოლაშენელ სარდიონ ამირეჯიბს, სარდიონი მუსიკისა და ლიტერატურის დიდი მოყვარული ყოფილა. ქართული მწერლობისა და მწერლებისადმი სიყვარული მაკინეს მთელი სიცოცხლე არ განელებია. სწორედ ამ სიყვარულის გამოხატულებაა მის ოჯახში მოსტუმრე შემოქმედთა, საზოგადო მოღვაწეთა და მწერალთა ხელნაწერების შეგროვება და მერე ამ ფაქსიმილეთა სუფრაზე ამოქარგვა. "მკვლევართა გარკვეული ნაწილი მაკინე ამირეჯიბის ოჯახს (საღოლაშენში) მიიჩნევს მწერლებისა და ხელოვნების მოღვაწეთა შეკრების და საკუთარი შემოქმედების გამომზეურების ერთ-ერთ თავშესაყრელად, ლიტერატურულ სალონად, ხოლო სუფრას, რომელზეც მათი ხელმოწერებია ამოქარგული - ყოველივე ამის დამადასტურებელ დოკუმენტად". ნინო ყიფიანის დახასიათებით, მაკინე "იყო მოხდენილი ტანისა, შავგვრემანი, მეტად სანდომიანი მოღიმარი პირისახისა, შავი, ცეცხლით სავსე თვალებით, იშვიათი იყო მისი სიმღერა ქართული ხმებისა და აგრეთვე იშვიათი - მისი ლეკური". მისი უმცროსი მეგობარი ელისაბედ ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ "იგი პირველი უწვდიდა ხელს გაჭირვებულთ, ის იყო გლეხკაცის მრჩეველი, დამრიგებელი, დამხმარე მეგობარი".

სარდიონ ამირეჯიბიც ყოველ საქმეში უწყობდა ხელს მეუღლეს. მაკინეს იცნობდნენ არა მარტო საღოლაშენში, არამედ მთელ საქართველოში.

1899 წელს სოფელ წვერში აბელ კალატოზიშვილის ოჯახში აკაკი წერეთელი დიდად მოიხიბლა მაკინეს ხმით, ლეკურით, მისი მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

KARIBCHEსარდიონ და მაკინე ამირეჯიბების წყალობით დაარსებულა საღოლაშენში სამწლიანი სკოლა. საღოლაშენში მათი სტუმრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი.

მათ საღოლაშენში სტუმრობას ადასტურებს მაკინეს მოქარგული ცნობილი სუფრა, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმში ინახება.

სუფრის დაბადების ისტორია
ერთხელ, მარიამობას, მაკინესთან საღოლაშენში მოსულან ნანა და ვარო ყიფიანები, მაკინესთან სტუმრობით იმდენად კმაყოფილები დარჩენილან, რომ სამახსოვროდ თეთრი ცხვირსახოცი მოუთხოვიათ, რათა ზედ თავიანთი სახელები და გვარები ამოექარგათ. მაკინეს თურმე ამ დროს ახალი აზრი დაბადებია და უთქვამს, ყველა სტუმარმა ჩვენს ოჯახში რაღაც უნდა დატოვოს სამახსოვროდო და მაშინვე გამოუტანია დიდი თეთრი სუფრა, მასზე ნანასა და ვაროსთვის მოუწერინებია ხელი და შემდეგ ამოუქარგავს. ამის შემდეგ სუფრაზე ხელს აწერდა ყველა, ვინც კი სოფელ საღოლაშენში სტუმრად მოვიდოდა. "სუფრაზე დებდნენ ლურჯ გადასაღებ ქაღალდს, ზედ აფარებდნენ თეთრ ქაღალდს და სტუმარი სწორედ ამ თეთრ ქაღალდზე აწერდა ხელს. გადასაბეჭდი ქაღალდით სუფრაზე აღიბეჭდებოდა ხელმოწერა ან რაიმე წარწერა და შემდეგ იქარგებოდა ოჯახის ქალების დახმარებით გადახუნებული ფერადი აბრეშუმის ძაფით".

დიდი ილიას სტუმრობა
ილია ჭავჭავაძე ხშირად ჩამოდიოდა საღოლაშენში, ჩერდებოდა ამირეჯიბთან და თავის "თანამოსაგრე" გრიგოლ (გიგო) ყიფშიძესთან. ერთად ამზადებდნენ მასალას "ივერიის" მორიგი ნომრისთვის. ამირეჯიბის ოჯახში ილიას ერთ-ერთი სტუმრობისას გიგო ყიფშიძეს გაზეთ "ივერიაში" დაბეჭდილი ვაჟას ლექსი წაუკითხავს. ილიას ავალიშვილისა და სხვების თანდასწრებით ვაჟა-ფშაველაზე უთქვამს: "არა, ჩვენ, ძველებმა ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ, გზა ვაჟას დავუთმოთო". ნათქვამი მყისვე მოსდებია მთელ სოფელს და ახალგაზრდობა ვაჟათი ძლიერ დაინტერესებულა. დიდი აკაკიც არასდროს ივიწყებდა საყვარელ ოჯახს. მართლია, ხშირად ვერ ჩამოდიოდა სოფელში, მაგრამ ჩამოსვლისას ყოველთვის დიდხანს რჩებოდა ხოლმე. მისთვის ცალკე ოთახიც ყოფილა გამოყოფილი. აკაკი მოსახლეობასაც ხვდებოდა, ელაპარაკებოდა და ამხნევებდა.

მღვდელი თევდორე
მთელ საქართველოში შიმშილობა მძვინვარებდა, როცა მღვდელმა თევდორე ყიფშიძემ გადაწყვიტა, თავი დაეღწია თავად აბაშიძეთა ტყვეობიდან და ბატონისთვის, რომელიც სოფელ ნაძვარეთში ცხოვრობდა, ერთი კოდი (4-5 ფუთზე მეტი) ფეტვი მიუცია. განთავისუფლებული იმერეთიდან ქართლში დასახლებულა. იგი სოფელ წვერში მღვდლობდა. მას თორმეტი შვილი ჰყავდა, რვა ქალი და ოთხი ვაჟი. 1876 წელს გადმოსახლებულა სოფელ საღოლაშენში. აქ, ეკლესიის ახლოს, ოროთახიანი სახლი აუშენებია, რომელიც დღესაც დგას თითქმის პირვანდელი სახით. მამა თევდორე 1895 წელს გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ედილაანთ ქალი მაგდანა ბრეთიდან ყოფილა, დიდი მეოჯახე და მზრუნველი დედა. შვილებს ქართულ წერა-კითხვას ხარის ბეჭზე ასწავლიდა. მასვე გაუმართავს საშინაო სკოლა, აყვანილი ჰყოლია ორი-სამი ან მეტი სოფლის გოგო და ასწავლიდა ხარის ბეჭზე წერა-კითხვას. მაგდანა თურმე თავის ქალიშვილებს "ცოდვილაშვილებს" ეძახდა და ვაჟებზე მეტად ებრალებოდა. ის 1906 წელს, 68 წლისა გარდაცვლილა. დასაფლავებულია საღოლაშენში, მეუღლის გვერდით.

KARIBCHE

მამა მათე მრევლთან ერთად

თევდორე მღვდლის შვილი, უდიდესი პიროვნება და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ (გიგო) ყიფშიძე დასაფლავებულია საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ეზოში. იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მეგობრობდა ვასილ ბარნოვთან. სწავლა გაუგრძელებია პეტროგრადის უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო სწავლა არ დაუსრულებია. გრიგოლი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საქმის მწარმოებელი იყო, ილია ჭავჭავაძის მუდმივი თანამშრომელი და მარჯვენა ხელი... ასაკში შესულმა ხელმოკლეობის გამო უარი თქვა წერაზე, კალამი ბანკირის საანგარიშოზე გაცვალა და მოლარეობა ქართულ სამეურნეო ბანკში დაიწყო, შემდეგ დირექტორადაც დაინიშნა. 1921 წელს ბანკი გაუქმდა და მოხუცებული საღოლაშენში დაბრუნებულა.

ღვთისმშობლის ტაძარი
სოფლის შუაგულში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარია. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, გადაკეთებულია XIX საუკუნეში. შეკეთების დროს საშენ მასალად გამოყენებულია აგური, ნატეხი და რიყის ქვა. ეკლესიაში დაცული იყო ოქრომჭედლობის თვალსაჩინო ძეგლი - საღოლაშენის ლორფინები და მიტრის ნაწილები. საღოლაშენის ლორფინები X-XI საუკუნეებით თარიღდება. დღეს ცნობილია ხუთი ფირფიტა, რომლებზეც გამოსახულია წმინდანთა ცხოვრების სხვადასხვა სცენა. პირველ ფირფიტას წარწერა არ აქვს, მეორეზე გამოსახულია მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა, მესამეზე - ამაღლება, მეოთხეზე - მირქმა, მეხუთეზე - ხარება. ყველა სცენას ან ფიგურას აქვს წარწერა გვიანი მხედრული ასოებით.

KARIBCHEერთ-ერთი ვარაუდით, ეს ფირფიტები საფარის მონასტრიდან უნდა იყოს გამოტანილი თურქების შემოსევის დროს. დღეს საგანძური ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

თამადა
სოფელი საღოლაშენი ოდითგანვე განთქმული ყოფილა კარგი თამადებით, დალოცვის ლექსებით და ლამაზი სადღეგრძელოებით. მათგან ერთ-ერთს გთავაზობთ:

ათი ვაჟიშვილი მოგცეთ,
ყველა კარგი ვაჟკაციო,
მკლავმაგარი, მტრისა მძლევი,
გულით ლალი-ალმასიო.
მოყვარენი ღმერთმა მოგცეთ
ბევრზე ბევრი ათასიო,
მამა-ღმერთი გმფარველობდეთ,
შუქი სულიწმინდისაო,
გზას გაძლევდეთ მაცხოვარი,
მადლი დილა-ღვთისასაო,
ლოცვა ყველას შეგაწიოს
იოაკიმ, ანასიო.


სოფლის ყველაზე განთქმული თამადა ბესო შუბითიძე ყოფილა, კარგი მსმელი, მჭევრმეტყველი და განათლებული, მეორე - სევასტი ძმორაშვილი.

ტრადიციები
საღოლაშენის უმთავრესი დღესასწაულია მარიამობა. ამ დღეს აქაურები ღამისთევით ხვდებიან ეკლესიაში, შემდეგ ყველა თავ-თავის ოჯახში აღნიშნავს. იციან ასევე ჭონა, რომელიც აღდგომის კვირას იმართება, ბავშვები დადიან ოჯახებში და ითხოვენ კვერცხებს. ბოლოს მოგროვილ კვერცხებს თანაბრად იყოფენ და სააღდგომოდ ღებავენ. კიდევ ერთი ტრადიცია, თაგო-თაგო, იმართება აღდგომის მარხვის ყველიერის კვირაში. ბავშვები ჭრიან ასკილის ჯოხებს, ბებიები აცხობენ ქადებს, ბავშვები კი ეკლიანი ჯოხით შემოივლიან ყველა ოთახს და ყრიან თაგვებს სახლიდან. ჯოხს უსვამენ იატაკზე და ამბობენ: "თაგო, თაგო, გამოდი, ანგელოზო, შემოდიო". ამ ძახილით ვითომ გამოდევნიდნენ თაგვებს, ფრონემდე ჩარეკავდნენ. წაღებული ქადა იქვე უნდა შეეჭამათ, რომ გარეკილი თაგვები უკან არ მობრუნებულიყვნენ. ერთ-ერთი ძველი ტრადიციაა მარიაშნობა. ამ დღეს კლავდნენ ოჯახში დედალს, აცხობდნენ ერბოს ქადას, მოხარშავდნენ კვერცხებს, გამოაცხობდნენ პურის კვერებს, აუცილებლად უნდა ყოფილიყო სუფთა ღვინო და ამ ყველაფერს მიირთმევდნენ ოჯახში მყოფი მხოლოდ ქალები.

წყაროები
სოფლის მოსახლეობა სასმელად წყაროს წყლებს იყენებდა. სოფელს წყალი თიხის მილებით მიეწოდებოდა, სავარაუდოა, მდინარე ლიახვიდან. სარდიონ ამირეჯიბს ეზოში ულამაზესი შადრევანი ჰქონია. ეს ადგილი საღოლაშენელი ბავშვების საყვარელი ადგილი ყოფილა. აქვე ხდებოდა მეზობელი სოფლების ახალგაზრდების დაახლოება და ხშირად დაოჯახებაც.

სოფელ საღოლაშენის სამხრეთით, ერთ კილომეტრზე არის წყარო, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი ჰქვია. აქაურები "შოთას წყაროდ" იხსენიებენ.

ფრონეს ხეობა მოიცავს სამ მცირე მდინარეს: დვანის წყალს, ალის წყალს და ფცის წყალს. ამ სამივე მდინარეს ხალხი ფრონეს უწოდებს და იტყვიან: დვანის ფრონე, ალის ფრონე და ფცის ფრონე. ფრონეს ხალხში თხელ წყალს ეძახიან. წინათ მდინარე ფრონეს კალაპოტი ახლანდელთან შედარებით საკმაოდ დიდი ყოფილა. სოფლის შემოსავლის წყაროდ მდინარეზე არსებული წისქვილები იყო. აქ დღესაც შემორჩენილია წისქვილი.

თანამედროვეობა
აგვისტოს ომის დროს სოფელში დარჩენილი მოსახლეობა სიკვდილს თვალებში შესცქეროდა, მაგრამ ღვთისმშობლის ტაძარში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. უფლის მადლი და წყალობა იცავს აქაურობას.

საღოლაშენლები ერთმანეთის ჭირისა და ლხინის გამზიარებლები არიან. სტუმრის პატივისცემაც კარგად იციან. საღოლაშენში მამა მათე დოლიძის დახმარებით და ლოცვა-კურთხევით შუბითიძეების ოჯახს ვესტუმრე.

KARIBCHE- უფლის დიდებით, რა საშუალებაც არის, მაინც კმაყოფილები ვართ. ჩვენი ხალხიც ეგუება არსებულ პირობებს. იმედი გვაქვს, რომ მომავალში უკეთესობისკენ წავა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო, - მითხრა ბატონმა ზვიად შუბითიძემ, - დედა ღვთისამ დაგვიფარა აგვისტოს ომის დროს. მაშინ ტაძარში ერთად ვლოცულობდით მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.

უკვე რამდენიმე წელია ეკლესიურად ვცხოვრობ და ჟურნალ "კარიბჭის" ერთგული მკითხველი ვარ. თითქმის ყველა ნომერს ვყიდულობ, შემდეგ სოფლის მოსახლეობაში ვავრცელებ. მინდა, ყველამ წაიკითხოს და უფლის სიტყვა შეისმინოს.

"კარიბჭე" მართლაც დიდი საჩუქარია თითოეული ჩვენგანისთვის. ვცდილობთ, მართლმადიდებლურად ვიცხოვროთ. თქვენი ჟურნალის დახმარებით მეტად ვიზრდებით სულიერად და რელიგიურ ცოდნასაც ვიძენთ.

ბატონი ვეფხია შუბითიძე საკრებულოს თანამშრომელია და სოფელ საღოლაშენსაც არ აკლებს მზრუნველობას. საღოლაშენში გაზია გაყვანილი. აქაურები შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ერთია, სახნავ-სათესად ტექნიკა გვიჭირსო, - ამბობს.

"საღოლაშენში უმეტესად შუბითიძეების გვარის ხალხი ცხოვრობს. იმერეთიდან, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანიდანაა ჩვენი ფესვები. პირველი გლეხი ორასი წლის წინ აქ შუბითიძე დასახლებულა. საღოლაშენში ცხოვრობენ ასევე ნახუცრიშვილები, ჯავახიშვილები, მძორაშვილები, სომხიშვილები. დაახლოებით 206 კომლი.

სოციალური, ეკონომიკური პრობლემები ჩვენც გვაწუხებს. სოფლის შუაგულში ღვთისმშობლის ტაძარი გვაქვს. ტაძრის წინამძღვარს, მამა მათეს, როგორც შეგვიძლია, გვერდით ვუდგავართ. თავად ტაძრის აღდგენა-რესტავრაციაში სოფლის მოსახლეობას დიდი წვლილი მიუძღვის. მომავალში ვაპირებთ ტაძრის კეთილმოწყობას. ჩვენს სოფელს გარშემო აკრავს სოფლები: არადეთი, წვერი, ბრეთი, ბებნისი, რუისი".

KARIBCHE***
საღოლაშენის საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებლის სოფიო შუბითიძის დახმარებით გაგაცნობთ საღოლაშენის წარსულის ფურცლებს. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა შეაგროვეს თავიანთი სოფლის წარსულის ამსახველი მასალები და "ირმის ნახტომის" პროექტშიც გაიმარჯვეს. მათი ნაშრომი საინტერესო აღმოჩნდა. ქალბატონი სოფიოს თქმით, სოფლის სკოლა, ქალაქის სკოლებთან შედარებით, სწავლის დონით და ზრდილობით გამოირჩევა, "ინფორმაცია კი საკმაოდ მწირი გვაქვს. კომპიუტერი ინტერნეტში არ არის ჩართული. ჩვენს სკოლაში რელიგიაც ისწავლება. საკმაოდ კარგი პედაგოგი გვყავს. სწავლის დაწყების წინ მოსწავლეები ლოცულობენ. ტაძარში მოძღვარს მოსწავლეები ეხმარებიან - სტიქაროსნობენ. ღვთისმშობლის ტაძარი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. არქიმანდრიტის, მამა ზაბულონის (გელაშვილი) ძალისხმევით აღდგა აქ ღვთისმსახურება. ამჟამად ტაძარს მამა მათე წინამძღვრობს და ძალღონეს არ იშურებს, რათა მოსახლეობა ღმერთთან ახლოს მიიყვანო".

არადეთი
ეს სოფელი საღოლაშენის მეზობლადაა. წარსულიდან ვგებულობთ, რომ არადეთის მახლობლად 1483 წელს სამცხის მთავარ ყვარყვარე II ათაბაგსა და ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს შორის მოხდა ბრძოლა - არადეთის ბრძოლა. ამ ადგილს სისხლის ჯვარს ან ცეცხლის ჯვარს უწოდებენ.

სალარიანი საყდარი და ნასოფლარი მდინარე ფრონეს აღმოსავლეთ ნაპირზეა. ეკლესია ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. მის მახლობლადაა უძველესი ციხე-დარბაზი. სავარაუდოა, რომ ეს კომპლექსი სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებული იშხნელების რეზიდენცია იყო. ციხე-დარბაზის გალავანშია წმინდა საბას ეკლესია და სასახლე. წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1666 წელს, დადიანის ასულის, დედოფალ მარიამის დაკვეთით. ინტერიერი ადრე მოხატული ყოფილა. ერთ ადგილას შემორჩენილია მაცხოვრის გამოსახულება.

წმინდა გიორგის ეკლესია სოფლის განაპირას დგას. ტაძარი VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ეს კოხტა და მადლიანი ტაძარი მოყვითალო ფერის ნატეხი ქვითაა ნაგები. წმინდა გიორგის ტაძარი რამდენიმე წელია მოქმედებს. მამა მათე ამ ტაძრის წინამძღვარიც ბრძანდება.


KARIBCHEმოძღვარი
- ჩემი ეკლესიური ცხოვრება საფარის მამათა მონასტრიდან დაიწყო. პირველი აღსარება მღვდელმონაზონ თეოდორეს, ამჟამად მეუფე თეოდორეს ჩავაბარე. ამის შემდეგ წელიწადნახევარი სხალთაში ვიყავი მორჩილად. მცირე ხნით ბეთანიაშიც ვიცხოვრე, მამა ლაზარეს (აბაშიძე) მოღვაწეობის დროს. დავითგარეჯის მონასტერში ცხოვრებაც მომიწია. თავიდან ბერობა მინდოდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა და დავოჯახდი. 2005 წლის 6 სექტემბერს მეუფე იობმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში წმინდა სერაპიონ საკვირველმოქმედის ტრაპეზი აკურთხა. მეც ვესწრებოდი ამ რიტუალს და სურვილი გამიჩნდა, მეუფე იობის სიახლოვეს ვყოფილიყავი. ჩემი სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით და რეკომენდაციით, მეუფემ დაიწყო ჩემი მომზადება სამღვდელოდ. 2006 წლის 15 თებერვალს მღვდლად მაკურთხეს და განმაწესეს სოფლების საღოლაშენის და არადეთის ეკლესიების მღვდელმსახურად.

მოძღვრობა ადამიანთა სულების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობაა. აღსარების საიდუმლოთი მოძღვარი პასუხისმგებელი ხდება იმ ადამიანის სულზე, მან მრევლი უნდა მიიყვანოს სასუფევლამდე. სოფლებში უდიდესი ღვაწლი გასწიეს მრევლის სულიერად აღზრდაში მამა ზაბულონმა და მამა იოანემ. აქ მათ ნაფუძარზე მოვედი.

მორიგეობით ვწირავ საღოლაშენის და არადეთის ტაძრებში. ვცდილობ, ჩვენი მცირედი ღვაწლით ვადიდოთ უფალი.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ჟურნალი "კარიბჭე".
ბეჭდვაელფოსტა
20.10. 2017
:)
და კიდევ, მძორაშვილები კი არა, ძმორაშვილები!!!
29.05. 2016
შენიშვნა
საღოლაშენში ცხოვრობენ ასევე ნახუცრიშვილები, ჯავახიშვილები, მძორაშვილები, სომხიშვილები. დაახლოებით 206 კომლი ამ სიას ხარაზიშვილები აკლია!!
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat