ჩხოროწყუ
ჩხოროწყუ
ყველაფერში რომ უფლის ხელი ურევია, ამაში უფრო და უფრო ვრწმუნდები. "კარიბჭეში" ჩემი მოსვლაც ხომ უფლის ნებით მოხდა, რისი წყალობითაც საქართველოს დალოცვილი მიწა-წყლის მოლოცვას ვაგრძელებ. სამეგრელო არ მენახა და ამის ღირსიც გავხდი ახლახან. ჩვენი მეგობრის ლევან ფირცხალავას დახმარებით ჩხოროწყუსკენ გავწიე. ჩვენი წასვლის მიზანი ბეთანიელი მამების მამა გიორგისა და მამა იოანეს მოძღვრის მამა ვასილ ფირცხელავას ბერად აღკვეცის თარიღს (24 იანვარს) დავუკავშირეთ.

გზაშივე განვიზრახეთ, მოწამეთის მონასტერში მამა გიორგი ბასილაძე გვენახა. გვითხრეს, ერთ-ერთ სოფელში ახლობლის ოჯახშიაო. ჩვენც მოძღვრისკენ გავწიეთ. მისმა მასპინძელმა გვითხრა, მამა გიორგი სტუმრის მოახლოებას სამი საათით ადრე გრძნობსო. გულწრფელად გაახარა მოძღვარი ჩვენმა ნახვამ. დაგვლოცა, ყველას საგულისხმო სიტყვა გვიწყალობა. მამა გიორგის წლების წინ შევხვდი ქუთაისში. იმხანად მას ცოტა თუ იცნობდა. მაშინ შეიძლება ბევრისთვის, და საკუთრივ ჩემთვისაც, უცნაური იყო, როცა მისმა ბაგეებმა გულთამხილავი სიტყვები წარმოთქვა. გაცნობის შემდეგ მკითხა, - სადაური ხარო. რაჭველი ვარ წარმოშობით-მეთქი. სოფელ თლუღიდან ხარო? დავუდასტურე განცვიფრებულმა. ახლა მამა გიორგიმ გამიხსენა. სტუმრად მისულებს იმ გრიგალში ისე გვესაუბრა, რომ დაღლაც არ უთქვამს. ცოტა ვერ ვარ კარგადო, - გაგვიმხილა. დღეგრძელობას და მრავალჟამიერს გისურვებთ, მოძღვარო! წამოსვლის წინ სურათის გადაღება ვთხოვე. ხათრი ვეღარ გამიტეხა. მის ფეხებთან ჩაცუცქულს ჩემდა დაფარულად თავზე ლოცვა-კურთხევა მაწვიმა. ეს ფოტოაპარატმა და ვიდეოკამერამ აღბეჭდა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.

მამა გიორგიმ გვაკურთხა და გზა დაგვილოცა, თანაც - ტაშის დაკვრით. ასე უცნაურად გამოგვაცილა... თუ რატომ, ამას მეორე დღეს მივხვდით, როცა მამა ვასილ ფირცხელავას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საღამო გაიმართა და ყველამ ერთად დავუკარით ტაში სოფელ ზუმის მოსწავლეებს, რომლებმაც მამა ვასილის ცხოვრება წარმოაჩინეს...

***
ჩხოროწყუში საღამო ხანს მივედით... აქაურობა ადრე ტყით იყო დაფარული. ნაჯაგურის ხევი გახლდათ. ჩხოროწყუ ერქვა დღევანდელ ქვედა ჩხოროწყუს ზემო ნაწილს, სადაც წყარო ამოდიოდა. გაზეთ "ცნობის ფურცელში" ვკითხულობთ: "ჩხოროწყუ" ორი რთული მეგრული სიტყვაა, ნიშნავს ჩხორო - ცხრას და წყუ - წყაროს. ესე იგი, ცხრა წყაროს. სახელწოდება იქიდან წარმოდგება, რომ ამ სოფელში, სადაც თავადი დადიანი ცხოვრობს, ერთ ადგილას ახლომახლო "გამოდის ცხრა წყარო".

ჩხოროწყუს რაიონს აღმოსავლეთით ესაზღვრება მარტვილის, წალენჯიხის და ზუგდიდის, ჩრდილოეთით - მესტიის, სამხრეთით - სენაკისა და ხობის რაიონები; მთავარი მდინარეებია: ხობისწყალი, ოჩხომური და ზანა. რაიონის ტერიტორიას კვეთს მდინარე ხობისწყალი, რომელიც სამეგრელოს ქედიდან იწყება და შავ ზღვას ერთვის სოფელ ყულევთან. მდინარე ოჩხომურის სათავეც სამეგრელოს ქედის ფერდობზეა. ის ხობიწყალს სოფელ ლესიჭინესთან ერთვის. მდინარე ზანა იწყება სამეგრელოს ქედისპირა სერების ფერდობებზე. მთიან ზონაში ბევრია პატარა მდინარე, რომლებიც ხობისწყალს და ოჩხომურს ერთვიან. მათგან აღსანიშნავია სქურჩა, გვალაში შარა, დიდი ღალი, შიქშა, შებე და სხვები.

ჩხოროწყუში ცხოვრობენ: სიჭინავა, შენგელია, ჯალაღონია, წურწუმია, თოლორდავა, დარასელია, ჩიქოვანი, ნაჭყებია, გოგუა, საჯაია, პაპავა, თოდუა, ლემონჯავა, ახალაია, ხორავა, კვარაცხელია, გახარია...

***
ჩხოროწყუს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში დაცულია რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიების ჩანაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ აქ რევოლუციამდე 34 ეკლესია მოქმედებდა. XI საუკუნეშია აგებული ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია, დანარჩენები - გვიან ფეოდალურ ხანაში.

მოქმედი ეკლესიები იყო: ახუთის - მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, მაცხოვრის აღდგომის, ნაზოდელოეს - წმინდა გიორგის, სავეკუოს - წმინდა გიორგის, ლეგერსამეს - მაცხოვრის, კირცხის - წმინდა გიორგის, სარაქონის - წმინდა გიორგის, ლეწურწუმეს - წმინდა გიორგის, ლესიჭინეს - ხელთუქმნელი მაცხოვრის, წმინდა გიორგის, ოჩხომურის - მაცხოვრის აღდგომის, ლეჯიქიეს - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების, გარახის - წმინდა გიორგის, ჩხოროწყუს - წმინდა გიორგის, ნაკიანის - წმინდა მაცხოვრის, ლეახალეს - წმინდა გიორგის, მოიდანახეს - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, პირველი ჯუმითის - წმინდა გიორგის, ხანწკის - მაცხოვრის ფერისცვალების და სხვა. იყო აგრეთვე სასახლის კარის სალოცავები.

ცალკეულ გვარს გამოყოფილი ჰქონდა ძირი ხატის წმინდა სალოცავი ადგილები, სადაც იკრიბებოდნენ. ლოცვის შემდეგ ოჯახებში მასპინძლობდნენ სტუმრებს. ხორავებმა, თურმე, ხატის ლოცვა აღდგომის მომდევნო ორშაბათს იცოდნენ, სიჭინავებმა - სამშაბათს. ხორავებს ოჩხომურის ეკლესიის ტერიტორიაზე ჰქონდათ ლოცვა ("ხვამა"), სიჭინავებს - ნაოხვამეში (ნასალოცარში). ახალაიები გვარის დღეობას ატარებდნენ აღდგომის მეორე კვირას, ლემონჯავები - აღდგომის მეორმოცე - მაცხოვრის ამაღლების დღეს. მაღლობზე, საუკუნოვანი ცაცხვის ქვეშ, ლემონჯავების ძირი ხატის სალოცავი იყო. ამაღლებას ზუმში ლემონჯავებთან ერთად იქ მცხოვრები სხვა გვარებიც დღემდე აღნიშნავენ. თაიაში, ნაოხვამეს ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრთან, ყოველ 23 ნოემბერს იმართებოდა გიორგობის დღესასწაული. ოხვამე კარის ტერიტორიაზე, მუხურში, თოლორაიების სამლოცველო იყო. მეორე მუხურში ბაძაღუები ბარბალობას აღნიშნავდნენ. აქ დღესაც აღინიშნება დიდი დღეობა "საკურთხობა" - წყალკურთხევა. ჭოღაში ერთ ბორცვს შენგელიების უძველეს ნასალოცარს ეძახიან. მათი მეზობლების ძირი ხატის სალოცავი საჯვაროს ტერიტორიაზე იყო. ფირცხელავები ლეფირცხალეს უბანში ლოცულობდნენ, ნაფიჩხოვოს "ნაოხვამურში" ბერულავების ძირი ხატი იყო. ქვედა ჩხოროწყუელი ჟვანიები ყოველ წელს მონგირში ტილიფობაზე იკრიბებოდნენ. ნაოხვამუ ადგილები დღესაც მოწიწებითაა შემონახული კირცხში, ლეწურწუმეში, ახუთში, მოიდანახეში, ნაკიანში, ხაბუმეში და სხვა სოფლებში.

დაბა ჩხოროწყუ
დაბა ჩხოროწყუ ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება ნაკიანი და ახუთი, დასავლეთით - ლეწურწუმე, ჩრდილოეთით - ჭოღა და ხაბუმე, სამხრეთით - ქვედა ჩხოროწყუ. XIX საუკუნეში ჩხოროწყუს შემადგენლობაში იყო ნაკიანი, ლეჯიქე, გარახა და მოიდანახეს ნაწილი.

ვალერიან ახალაიას წიგნში "ჩხოროწყუს რაიონი" ვკითხულობთ, რომ გარახა, კოლხურად გარამხა, ქვიან ფლატეს ნიშნავს, იგი მაღალი სერია მდინარე ოჩხომურის აღმოსავლეთით. მის ტერიტორიაზეა გარახის - ნაჯაგუს ჯიხები; ციხეთა კომპლექსი სამი კოშკისგან შედგებოდა. დღემდე ნანგრევების სახით ორია შემორჩენილი. გარახის ჯიხები XV-XVII საუკუნეების დასაწყისში უნდა იყოს აშენებული, რაზეც სათოფურებიც მეტყველებენ. გარკვეული პერიოდი გარახის ჯიხები შელიების სათავადოს ეკუთვნოდა და ქაიხოსრო შელია და მისი შთამომავლობა განაგებდა. მათ ჰქონდათ თავიანთი კარის ეკლესია.

ნაჯაგუ, გადმოცემით, ჯაგუნავების ნასახლარი ყოფილა, ხალხი მას ნაჯაგორასაც უწოდებს. დროთა განმავლობაში ჯაგუნავები სხვაგან გადასულან და ადგილი დარჩა, როგორც ნაჯაგუნარი. ნაჯაგუნარის გვარისშვილები ძირითადად ჭოღასა და ნაფიჩხოვოში სახლობენ.

ნაჯაგუს ხევში გამავალი გზა ჩხოროწყუს თემს აკავშირებდა ნაკიანთან. მოსახლეობა მდინარეების, ოჩხომურისა და ბუმეს შორის გაშლილ ვაკეზე იყო განსახლებული. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია კარსტული მღვიმე "ყალიჩონა".

KARIBCHE***
ჩხოროწყუში მოსახლეობის სიმრავლე თვალშისაცემი იყო. ჩხოროწყუს აწმყოზე "კარიბჭესთან" საუბარი ჩვენს კოლეგას ბატონ კოტე ნაჭყებიას ვთხოვე.

- ჩხოროწყუში მოსახლეობა ძირითადად ჩაის პლანტაციებში შრომობდა. ჩაი დღეს თხილმა და კივიმ ჩაანაცვლა. მოსახლეობას წლიდან წლამდე ამით გააქვს თავი. თხილის წარმოებაზეა დამოკიდებული ჩვენი რაიონის ეკონომიკა. წელს ძალიან გაიაფდა თხილი და ხალხის ბიუჯეტზეც უარყოფითად აისახა. ამას ემატება მიგრაციაც. ქალაქს მიაშურა ახალგაზრდების უმეტესობამ.

ჩვენს რაიონში 12 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო. მათ შორის ცნობილია ოცინდალეს ეკლესია, ამ ტაძრის მოჩუქურთმებული ვაზის ხის კარები დღეს ჩხოროწყუს მუზეუმში ინახება.

- ოცინდალეს მონასტერი ისტორიულად შეუსწავლელია, - საუბარში ჩაგვერთო ჩხოროწყუს გამგებლის მოადგილე და კარსტული მღვიმეების აღმომჩენი, მკვლევარი, ბატონი იგორ ფიჩხაია.

1886 წელს ოცინდალელმა ბერმა სამსონ თოდუამ წერილი გამოაქვეყნა ჟურნალ "მწყემსში" - "ოცინდალის საიდუმლო", სადაც აღნიშნავს, რომ დიდი თურქობის დროს სამეგრელოს მონასტრების ყველა სიწმინდე შენახული იყო ოცინდალეს მონასტერში. თუ სად წაიღეს შემდეგ, უცნობია. ამავე მონასტრის ეზოში არის უძველესი ნაქალაქარი, რომელიც საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს.

KARIBCHEმნიშვნელოვანია კიდევ სოფელ ლახუჩში ლეგერსამეს მაცხოვრის სახელობის ტაძარი, რომლის კედელზე ბოლნური ჯვარია ამოტვიფრული. ნაკიანის ეკლესიის კედლებზეც ბოლნური ჯვრებია გამოსახული. ღვთის შეწევნით, აღდგა რამდენიმე ეკლესია-მონასტერი სოფელ ნაკიანში, ახუთში, ოჩხომურში, აღდგა ლეგერსამეს ტაძარი, ახალი ტაძარი აშენდა სოფელ კირცხში, ქვედა ჩხოროწყუში, მუხურში. ამჟამად ჩხოროწყუში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი შენდება. ჩვენი მხარის ხალხის ღრმად მორწმუნეობას ადასტურებს ღვთის სადიდებელი ტაძრების სიმრავლე.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოკეთდება. ჩაის წარმოების ასაღორძინებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი ჩვენს რაიონში. თუ განახლდება, მოსახლეობისთვის სასიკეთო იქნება.

მუზეუმი
ჩხოროწყუში ისტორიული მუზეუმიცაა, სადაც 27 ათასზე მეტი ექსპონატია თავმოყრილი, მათ შორის - საეკლესიო დანიშნულებისაც. როგორც მუზეუმის თანამშრომელმა დავით ჯალაღონიამ გვითხრა, მუზეუმში დავანებულია ოჯახებიდან მოტანილი ძველი წმინდა ხატები. ბევრი დაუბრუნდა ეკლესიებს. მუზეუმში დაცულია ოჩხომურის წმინდა ბარბარეს აღსავლის კარები, რომელზეც ექვსი ხატია განთავსებული. მუზეუმში შემონახულია 20-30-იან წლებში ჩხოროწყუში მოღვაწე სასულიერო პირთა სახელებიც.

ტელევიზია "კოლხეთი-89"
რაიონში ადგილობრივი ტელევიზია გადის, რომელიც თავისი საინტერესო საინფორმაციო გადაცემებითაა დატვირთული. მაყურებელიც შესაბამისად საკმაოდ ბევრი ჰყავთ. ოპერატორის კობა ალექსანდრიას თქმით, ტელევიზია დაარსდა 1989 წელს. ამიტომაც ეწოდა მას "კოლხეთი-89". მალე ტელევიზია მთელი დასავლეთ საქართველოს მაყურებელს მოიცავს.

KARIBCHEთაია
სოფელ თაიას ესაზღვრება ნაფიჩხოვო, ჭოღა და ხაბუმე, მუხური და ოცინდალეს მთიანი მასივი.

სახელწოდება თაიას პატარა მთა-მთაიას უკავშირებენ, რომელსაც წინა ბგერა "მ" დაკარგული აქვს. ლეგენდით: ძველად ამ სოფლიდან თათრებს გაუტაციათ ლამაზი ქალიშვილი თაია და მოსახლეობას მის პატივსაცემად "თაია" სოფლისთვის შეურქმევია.

აქ მოსახლეობა უძველესი დროიდან ჩანს, რაზეც მეტყველებს აღმოჩენილი ნივთები და ძეგლები.

ოცინდალე დედათა მონასტერი ყოფილა. ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა (XIს.). მოსახლეობა ყოველ გიორგობას მოილოცავს ოცინდალეს.

სოფელში გადის ძველი "ერისტუს გზა", იქვეა "პომპიას ბილიკი", რომელსაც უცხოელი სარდლის ლაშქრობას უკავშირებენ.

ყველაზე დიდი გვარია საჯაია, შემდეგ მოდის გაბედავა, თოდუა, ოთხოზორია, მორგოშია, აფშილავა, თოლორდავა, კოზმავა, ლაგვილავა, ჯოჯუა, ფიჩხაია, ბასილაია, სანაია, გელაშვილი. გვარის მიხედვით დასახლებული ადგილებია: ლეთოდუე, ლემორგოშიე, ლესაჯაიე.

ტოპონიმ ოცინდალეზე რამდენიმე მოსაზრებაა. ოცინდალეს უკავშირებენ სინდა-სინჯა-ოსინჯალეს (სასიძო, სიძე) ადგილს, სადაც ხდებოდა ჯვრისწერა.

ოცინდალე ოსინდალეა - ასურული მთვარის ღვთაება "სინ"-ის სამლოცველო.

ოცინდალე იწინდალეა, სადაც იწინდებოდა ქალ-ვაჟი.

ოცინდალე დაკავშირებულია "ცინდალ" ფუძესთან, ოღონდ იგი უნდა გამოხატავდეს მცენარე (მ)დგნალს, მეგრულად - კატუჯვარის გავრცელების ადგილს. მეგრულმა კატუჯვარმა გამოდევნა მცენარის ძველი სახელწოდება ცინდალი და იგი შემოგვინახა ტოპონიმმა ოცინდალემ ("ოცინდალე" ე.ი. მდგნალნარი). შესაძლოა, ოცინდალე თავდაპირველად დღევანდელი ოცინდალეს მთაზე რომელიმე ადგილს ერქვა, შემდეგ სახელი ეწოდა ჯერ კიდევ დაუსახლებელ მთას - "ოცინდალე გოლა", დასახლების გაჩენის შემდეგ კი სოფელზეც გავრცელდა.

KARIBCHE1882 წელს თაიაში ოცინდალედან ჩამოუტანიათ წმინდა გიორგის ხატი და დაუარსებიათ ეკლესია. გიორგობასთან ერთად აქაურები "ოცინდალობას" განსაკუთრებით აღნიშნავდნენ. ზეიმი სპორტული სანახაობით იწყებოდა. იმართებოდა შეჯიბრი მთამსვლელობაში, ცხენოსნობაში, ჭიდაობაში, ფეხბურთში, ჭადრაკში. "ოცინდალობა" ოჯახის, ფუძის, ერისკაცობის საგალობელი იყო.

ახუთი
ეს სოფელი დაბა ჩხოროწყუს აღმოსავლეთით, ზანასა და ოწყარიეს ხეობაში მდებარეობს. მას ესაზღვრება სოფლები: ნოღა და ფოცხო, ასევე ქვედა ჩხოროწყუ, დაბა ჩხოროწყუ და ნაკიანი.

ისტორიულად ახუთის ტერიტორია ჯაიანთა სათავადოს ნაწილი იყო. ის XV საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა და ცოტნე ჯაიანის მოღვაწეობის პერიოდს უკავშირდება. ჯაიანებს ეკუთვნოდათ სოფლები: ახუთი, ალერტი, ნოღა, ლეწურწუმიესა და ხორგის მნიშვნელოვანი ნაწილი. სოფელ ახუთში სახლობდა შაქარ ჯაიანი. შაქარის მემკვიდრეებს ხუთი ვაჟი ჰყოლიათ. ისინი ახუთის სხვადასხვა კუთხეში დამკვიდრებულან. გადმოცემით, ამ ხუთი ძმის მიხედვით სოფელს ეწოდა "ა-ხუთი". ძმები უღრან ტყეში ნადირობისას ერთმანეთს აცდენილან და ერთიმეორე დიდი წვალების შემდეგ უპოვიათ. ძმათა თავმოყრის ადგილზე უმცროსი ძმის მოსვლისას უფროსს უთქვამს - "ა - ხუთი", ესე იგი, ხუთივე ვართო. ეს ამბავი მოთხრობილია სამეგრელოს მთავართა საგვარეულო მატიანის დამატებაში და უხუცესი პედაგოგის ბესარიონ ჯაიანის მოგონებებში.

ლევან V დადიანის დროს ახუთში ცხოვრობდნენ გოგი, ზურაბ, ოტია, ვახტა და ხუხულობა ჯაიანები, რომლებსაც დიდი მეურნეობა ჰქონდათ, ასევე ეკლესია, ციხე და სამღებრო. ახუთის ამ ნაწილს "სარღებო" ერქვა. კვირაში ორჯერ აქ დიდი ბაზრობა იმართებოდა, სადაც სამეგრელოსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხიდან დიდძალი ხალხი მოდიოდა. გადმოცემით, ხონიდან სარღებოში სტუმრად ეტლით ჩამობრძანებულა აკაკი წერეთელი. სოფლის ბაზრობაზე უამრავი ხალხი დახვედრია. ლექსიც მიუძღვნია ახუთელებისთვის.

აკადემიკოს ილია ვეკუას მშობლები ახუთიდან აფხაზეთში გადასახლებულან. მათი ძირი ხატის სალოცავი სავეკუოშია და მეცნიერმა ჩხოროწყუში ყოფნისას მოინახულა წინაპართა ნასახლარი.

მოძღვარი
გვიამბობს მოძღვარი ალექსანდრე თოლორდავა: - ჩვენი რაიონი ეკუთვნის სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას. ეპარქიაში ორი მღვდელი ვმსახურობთ. სოფელ ლესიჭინესა და ოჩხომურაში - მამა ალექსი რეკვავა, დანარჩენ ხუთ მოქმედ ტაძარში - მე. აქაური ვარ. დავამთავრე პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ სასულიერო სემინარია. 2000 წელს ხელი დამასხეს დიაკვნად, ხუთი კვირის შემდეგ კი მღვდლად. მას შემდეგ, მადლობა ღმერთს, ვმსახურობ.

KARIBCHEჩვენს ეპარქიაში ნელ-ნელა შენდება ტაძრები. ჩხოროწყუში წინათ 37 მოქმედი ეკლესიიდან 17 წმინდა გიორგის სახელობისა ყოფილა. სამწუხაროდ, ბევრი ნანგრევი დაგვიტოვა წარსულმა. ღვთის შეწევნით, უმრავლესობა აღდგება. ამჟამად შენდება წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი.

ღვთის შემწეობით, ვცდილობ, მრევლი უფლის გზაზე დავაყენო. ერთხელ ერთ მღვდელს შევჩივლე, როგორ აჩერებ ტაძარში ხალხს-მეთქი. მან ასეთი რამ მითხრა, - ადამიანებს მხოლოდ უფალი აძლებინებს ტაძარშიო. მთავარია, მოძღვარმა იქადაგოს უფლის სიტყვა. დადგება დრო, ადამიანები უფალს უფრო შეიყვარებენ.

ყველა სოფელს რომ ჰქონდეს საკუთარი მოძღვრის ყოლის საშუალება, ძალიან დიდი ნუგეში იქნება მოსახლეობისთვის. ეკონომიკური მდგომარეობაც აფერხებს ადამიანებს სოფელში დასამკვიდრებლად. ტაძარში უმეტესად ბავშვები მოდიან. სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში მიდიან განათლების მისაღებად, იქიდან კი ძალიან ძნელად ბრუნდებიან. მთავარია, მათ უფალი ადიდონ. ეს არის ჩემი სიხარული.

- მამაო, რა სულიერი მარცვალი უნდა ჩადოს ადამიანებში მოძღვარმა, რომ უფრო გაღვივდეს?

- მთავარია, უფლის ხმას ვუგდოთ ყური. თუ ადამიანში მხოლოდ ადამიანობას ვეძებთ, ვერასოდეს ვიპოვით ღმერთს. მთავარია, ღმერთი ვიპოვოთ და უფალი ამ ადამიანობასაც გამოაჩენს. სამღვდელოების ვალია, ადამიანებს ნუგეში სცეს, მომავლის რწმენა ჩაუნერგოს. უფალს ვთხოვ, რომ ჩხოროწყუში გამრავლდნენ სასულიერო პირები, ბერ-მონაზვნები. ერთმა მოძღვარმა მითხრა, - ისეთ გზას ნუ ასწავლი ადამიანს, რომლის ნახევარი მაინც არ გაგივლიაო. ახალი გზის ძიება ყოველთვის პრობლემას შეგვიქმნის. ნათქვამია, ჭკვიანი კაცი სხვის შეცდომებზე სწავლობს, უჭკუო - თავისაზეო. უფალი შეგვეწიოს, რათა სწორ გზაზე ვატაროთ ჩვენი ხალხი.

- მამაო, როგორ უნდა შევებრძოლოთ ბოლო დროს თითქოს გამრავლებულ ბოროტებას?

- ბოროტებას შიშველი ხელებით ვერ შევებრძოლებით. აუცილებელია უფლის მცნებების გადმოტანა ცხოვრებაში. როცა ადამიანი ცოდავს და ბოროტებას სჩადის, მოყვასმა ის უნდა შეიწყალოს. დღეს კი პირიქით ხდება - თუ კაცი წაიქცა, ბევრი ცდილობს მის გადათელვას, არავინ - წამოყენებას. ეკლესიის სწავლებით კი ამგვარი შეცდომილი, უარყოფილი უნდა დააბრუნო დედაეკლესიის წიაღში. ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ აღსარებით, ზიარებით. როცა ბავშვი პირველ ნაბიჯებს დგამს, მშობელი ეხმარება. როცა ისწავლის სიარულს, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანია. რატომღაც უფროსებს არ გვიყვარს გამუდმებული სწავლა, ყოველთვის ვიღაცის ხელით გვსურს, ცხოვრება გავლიოთ. უფლის მინდობით, სასულიერო პირების დახმარებით შევძლებთ სიკეთის კეთებას. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ - მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა".

გწყალობდეთ ღმერთი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat