ნიჩბისი
ნიჩბისი
ნიჩბისი მოვიარე და აღფრთოვანებულს სურვილი გამიჩნდა, მისი დიდებული წარსული და უძველესი ტაძრები "კარიბჭის" მკითხველისთვის გამეცნო. წინათ თურმე ამ სოფელში იმდენი სალოცავი ყოფილა, რომ გლეხკაცს თითებზე ჩამოთვლაც კი უჭირდა. წარსულმა მათგან რამდენიმე შემოგვინახა, ზოგი კარგად, ზოგიც... მეგზურობას არჩილ ლელუაშვილი და შმაგი ოხანაშვილი მიწევდნენ და თავიანთი სოფლის სიყვარულს გზადაგზა მინაწილებდნენ. შმაგი ოხანაშვილი პროფესიით ისტორიკოსია. მან მიამბო: - სავარაუდოდ, ნიჩბისის ხევში პირველი დასახლება გაჩნდა ძველი წელთაღრიცხვის V-IV ათასწლეულებში, ენეოლითის (ახალი ქვის) ხანაში. ცხოვრების უწყვეტი კვალი მთელი ისტორიის განმავლობაში ჩანს.

დღევანდელი ახალი ნიჩბისის ტერიტორიაზე, იქ, სადაც სასაფლაოა, დაფიქსირებულია უძველესი მოსახლეობის ნაკვალევი. ამ ადგილს მეცნიერები უწოდებენ "ისტორიულ-გეოგრაფიულ გორას", საიდანაც ჩამოყალიბდა სოფელი ნიჩბისი. ამ გორას "ზალაანთ" გორას ეძახიან. აქ თურმე ციციშვილები ცხოვრობდნენ.

ნიჩბისის გორა მთისა და ბარის გასაყარზეა. თავდაცვის მიზნით აქედან გადასახლებულან ნიჩბისის ხევში. ამდენად, ყველაზე ადრე ქვემო (შუა) ნიჩბისი გაშენებულა. ამ სოფელზე გადიოდა ერთ-ერთი უმოკლესი გზა ტაო-კლარჯეთიდან კახეთ-ჰერეთამდე. მას "ცხვრის გზასაც" უწოდებენ. სტრატეგიული დანიშნულების გამო, ნიჩბისი არაერთხელ ყოფილა "მეფეთა დროებითი სადგომი". ერთ-ერთი ვერსიით, წმინდა ნინო ქართლში სწორედ ამ გზით შემოვიდა. პირველი ისტორიული საბუთი, რომელშიც ნახსენებია ნიჩბისი, თარიღდება IX საუკუნის II ნახევრით. ამ საბუთში ლაპარაკია ვინმე "ნიჩბელზე". ის უნდა იყოს ქართლის ერთ-ერთი დიდი ფეოდალი, ნიჩბისის მფლობელი. მისი რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდში დაწინაურებას იწყებს ბაღვაშთა გვარი, ტბელები და სხვა. X საუკუნის ბოლოსთვის ნიჩბელები დამცრობილნი ჩანან (შესაძლებელია, გვარმა არსებობაც შეწყვიტა) და მათი სამფლობელო ბაღვაშთა საგანმგებლოში შედის. მათი გაქრობა დაკავშირებულია ბაგრატ III-ის სახელთან. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს პოლიტიკური არენიდან მოიშორა მრავალი აზნაური - კორინთელი, ფავნელი, ტბელი და მათ შორის ნიჩბელიც.

KARIBCHEXI საუკუნიდან ნიჩბისი სამეფო მონასტერს შიომღვიმეს ეკუთვნის და ისტორიულ-გეოგრაფიულ მიკროქვეყნადაა ჩამოყალიბებული.

ნიჩბისის დაწინაურებაზე მეტყველებს აქ 1961 წელს აღმოჩენილი სპილენძის მონეტები, მათ შორის იყო 1426 ქართული და 34 უცხოური მონეტა. განძი დაფლული ყოფილა რუსუდანის მეფობის დროს. თავად მონეტები კი მოჭრილია დემეტრე I-ის, გიორგი III-ის, თამარის და ლაშა-გიორგის სახელით.

XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან სამეფო კარზე დამსახურების გამო ნიჩბისში დასახლდნენ ფანასკერტელი-ციციშვილები. მას შემდეგ სოფელი მონასტერს აღარ ეკუთვნის. იგი სათავადო რეზიდენცია ხდება. ნიჩბისელ ციციშვილებს "ქვემო ციციშვილები" ეწოდათ. თავად ციციშვილები სამხრეთ საქართველოს, ტაოს მკვიდრნი არიან. განსაკუთრებული დამსახურების გამო გადმოასახლეს ქართლში და ადგილ-მამულები მძოვრეთის ხეობასა და ნიჩბისში მიუჩინეს. მათი ცენტრი ქარელის რაიონში ყოფილა. ციციშვილებს 70-მდე სოფელი ეკუთვნოდათ. საციციანოს სათავადოდ ჩამოყალიბება XVII საუკუნიდან იწყება. ერთ-ერთი სიგელის მიხედვით, ქართლის მეფე ლუარსაბ II ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებს უახლებს ნიჩბისის მამულების მფლობელობას, რომელიც მიტაცებული ჰქონდა ფარსადან ციციშვილს. ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც შადიმან ბარათაშვილსა და ქაიხოსრო ჯავახიშვილთან ერთად გიორგი სააკაძის მოწინააღმდეგე. ასეთი გავლენიანი ფეოდალის დამცრობას მოჰყვა ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილების აღზევება, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ქვემო საციციანოს სათავადოს. მათ შთამომავალს, დიპლომატ პაპუნა ციციშვილს საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანის სამეფო კართან. XVII საუკუნეში ძლიერდება პაპუნა ციციშვილის შვილი ზაზა. იგი გახლდათ მეწინავე სადროშოს სარდალი, სახლთუხუცესი. მისი აღზევება, უპირველესად, განაპირობა იმან, რომ იგი იყო ქართლის კათოლიკოსის, დომენტის დისწული, ბიძად ეკუთვნოდა ვახტანგ V. იმდენად განდიდებულა ზაზა, რომ ვახტანგ V-საც არად აგდებდა. ვახუშტი ბატონიშვილი გადმოგვცემს, "ვახტანგმა მცირედ ინება წვრთნა მისი" და სასახლეში დაიბარაო. სასახლეში მისულ ზაზას მეფის ძე გიორგი (XI) მრისხანედ დახვდა და მისი შეპყრობა განიზრახა. შეტაკებაში დაიხოცნენ დარაჯნი და თვით ზაზაც. თურმე ამის მხილველი მეფე ვახტანგ V ფრიად დამწუხრდა.

KARIBCHE***
ზაზა ციციშვილს აუგია ნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია 1671-1675 წლებში. ზაზას საფლავის ქვიდან ვგებულობთ, რომ მას ეკლესიასთან ერთად აუშენებია ციხე-გალავანიც.

წმინდა ნიკოლოზის ტაძარი გუმბათოვანია - XX საუკუნემდე გუმბათი არ ჰქონდა. ზაზა და ზაალ ციციშვილებს დედის დაკრძალვა ყინწვისში განუზრახავთ, მაგრამ დომენტი კათოლიკოსს დისშვილებისთვის ურჩევია, დედა დაეკრძალათ მათსავე მამულში - ნიჩბისში და თან ეკლესია აეგოთ. ასეც მოხდა. ტაძრის შენების დროს ზაზას და ზაალს ბიძაშვილი ციცი შემოედავათ - ნუ აშენებთ ტაძარსო. მშენებლობა შეჩერდა და დომენტი კათოლიკოსის ჩარევით, 13 წლის შემდეგ, 1671 წელს განახლდა. ციცი იმერეთს გადაიხვეწა. ტაძრის მშენებლობა ხუთ წელიწადში დასრულდა.

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ხატი, რომელიც 1675 წელს შეუწირავთ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიისთვის. ტაძრის აგების შემდეგ ზაზამ და მისმა მეუღლემ ეკლესიას შესწირეს ძვირფასი ხატი. XVIII საუკუნეში ერთ-ერთ ციციშვილს ეკლესია განუახლებია, თლილი ქვით მოუპერანგებია და ძვირფასი ხატიც შეუწირავს.

ეს ტაძარი ციციშვილების საგვარეულო საძვალეა. აქ დასაფლავებულია თავად ზაზა ციციშვილიც.

KARIBCHEXX საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა ტაძრის რესტავრაცია. ყოველ ხუთშაბათს ძეგვის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა ილია მაღლაფერიძე აქ პარაკლისს ატარებს. უფლის რწმენით და მომავლის იმედით ვფიქრობთ, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში განახლდება წირვა-ლოცვა. ნიჩბისელი კეთილი ადამიანების - იმნაიშვილების დახმარებით გაკეთდა საკურთხეველი, ტაძარს ხატები შესწირეს.

***
ნიჩბისის ხეობაში 60-მდე ეკლესია უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი უძველესია წმინდა გიორგის ტაძარი, უმზეურის სახელით ცნობილი ღვთისმშობლის საყდარი, რომელიც სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. უმზეური სოფლის განაპირას, ტყეში დგას. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. მისი აღდგენა მოხდა XX საუკუნის 70-იან წლებში.

***
ნიჩბისის კიკოლაანთ საყდარი X საუკუნისაა.

ნიჩბისის XVII საუკუნის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი ჯავახიშვილების საძვალე იყო.

KARIBCHEგადმოცემით, როცა ზაზა სახლთუხუცესი ნიჩბისში ციხე-გალავანს აშენებდა, თუ ვინმე ურმიანი გაივლიდა, ერთი დღე მშენებლობაზე ამუშავებდა. გალავანში იდგა ციციშვილების სასახლე, რომელშიც XX საუკუნეში სკოლა იყო. ციციშვილები ცნობილნი არიან, როგორც მკურნალები და ამ ციხე-გალავანში ლაზარეთი ჰქონდათ გახსნილი.

ამ პატარა ხეობაში ამდენი ტაძრის არსებობა მეტყველებს, რომ სულიერად საკმაოდ განათლებული ხალხი ცხოვრობდა. ადგილობრივი ნიჩბისის ქვით და მუშახელით შენდებოდა სულიერების კერები. რაც მთავარია, ამის მოთხოვნილება იყო მოსახლეობაში.

ჩემი მიზანია, შევისწავლო ნიჩბისის ისტორიული წარსული, ეთნოგრაფიაც და ფოლკლორიც, - მითხრა შმაგიმ, - ვეფხვისა და მოყმის ლექსის ერთ-ერთი ვარიანტი ჩაწერილია ამ ხეობაში, სოფელ სასხორში, ვინმე კავთიაშვილისგან.

***
1799 წელს სოფელში 7 კომლი ცხოვრობდა, 1804 წლისთვის - 16.

ქვემო ნიჩბისში ციციშვილები ფლობდნენ 16 კომლს, ხოლო ზემო ნიჩბისში - 13-ს.

XVIII საუკუნის ბოლოს, ლეკიანობის დროს, ოთხი წელიწადი სოფელში არც ხვნა-თესვა იყო და არც მკა. მამალსაც კი არ უყივლიაო. რამდენიმეჯერ სოფელი აყრილა და სხვაგან გადასახლებულა. ამიტომაც სოფელში გვარების მრავალფეროვნებაა.

ძირითადად ცხოვრობენ მერებაშვილები, ოსეფაშვილები, ალავერდაშვილები, კვერცხიშვილები, კანდელაკები, კალატოზიშვილები, ლელუაშვილები, პაპიაშვილები და სხვანი.

KARIBCHE***
სოფელს დღეს უჭირს. ძირითადად ქვის სამტეხლოებში მუშაობენ აქაურები. ნიჩბისი ოდითგანვე ცნობილი იყო მემინდვრეობით, მაგრამ დროთა განმავლობაში მოიშალა... ბატონი რომეო მერებაშვილი მიყვება:

- ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. წინათ, როცა სამუშაო იყო, უფრო მეტად ყვაოდა ნიჩბისში ცხოვრება. წასვლით არავინ მიდის აქედან, პირიქით, ჩემი თაობის ხალხი ქალაქიდან ბრუნდება. ადრე გზა არ გვქონდა. იქნება წყლის პრობლემა მოგვიგვარდეს. სარწყავი წყალი გვიჭირს, უამისოდ კი მოსავალი არ მოდის.

სოფელს ამდენი ტაძრის მადლი იფარავს. ყოველ დღესასწაულზე ავდივართ სალოცავებში და უფალს ვავედრებთ ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს.

ნიჩბისის მეზობელ სოფელ ზეუბნიდან ხალხი 1954 წელს გაასახლეს სამგორში. დღესაცაა შემორჩენილი მათი ნასახლარები.

ნიჩბისელების სტუმარმასპინძლობა ცნობილია. გვიყვარს სტუმარი და როგორც შეგვიძლია, ისე ვმასპინძლობთ ხოლმე.

სტუმრად მერებაშვილების ოჯახში
- ჩვენი გვარი გორის რაიონიდან გადმოსახლებულა და გამრავლებულა. როგორც შეგვიძლია, ისე მივყვებით წინაპართა ტრადიციებს. დღესასწაულებზე დავდივართ სალოცავებში. პირველად ტაძარში რომ შევედი და სანთელი ავანთე, ისე მრცხვენოდა, გარშემო ვიყურებოდი, ვინმემ ხომ არ დამინახა-მეთქი... ბავშვობაში, აღდგომის წინა ღამეს "ჭონაზე" დავდიოდი და წითელ კვერცხებს ვაგროვებდი. მეორე დღეს სკოლის მასწავლებლები გვტუქსავდნენ. მერე, როცა შეიცვალა დრო, ხალხი დაუბრუნდა ღმერთს, - მითხრა გია მერებაშვილმა.

KARIBCHE
ამ ოჯახის ახალგაზრდა თაობა ეკლესიურად ცხოვრობს. ბატონი გიას ძმისშვილი ქეთი საუბარში ჩაგვერთო:

- წმინდა ნიკოლოზის ტაძარში პარაკლისს აღავლენს მამა ილია. თავიდან უფრო მეტად ბავშვები დავდიოდით, თანდათან მომრავლდა უფროსი თაობის მრევლი. ისე გვინდა მოძღვრის მოსვლა, რომ საწვავის ფულსაც ვუგროვებთ. მამა ილია რამდენიმე ტაძარში მსახურობს და ხშირად ვერ უხერხდება ნიჩბისში მოსვლა, თუმცა დიდი სურვილი გვაქვს, წირვა-ლოცვა მუდმივად აღევლინებოდეს. ეკლესიურმა ცხოვრებამ უკეთესობისკენ შეცვალა ხალხი. პირადად მე დიდი მადლი მივიღე. ვცდილობთ, ჩვენს ტაძრებს ვუპატრონოთ, დავასუფთაოთ. კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ნიჩბისელი შემოგვიერთდება.

მოძღვარი
მამა ილია მაღლაფერიძეს ძეგვში, სამების ტაძარში შევხვდი.
KARIBCHE
- ტაძარში მართლაც ღვთის მადლითა და შეწევნით მოვედი, - მიყვება მოძღვარი, - წარმოშობით ხარაგაულის რაიონიდან ვარ. 90-იან წლებში ხარაგაულში ტაძარი არ გვქონდა. მამა ზაქარია ფერაძის თაოსნობით სამლოცველო სახლი დაფუძნდა. მამა ზაქარია ამჟამად კვიპროსში მოღვაწეობს. მისი ქადაგებებით, ჩემი ძმა ოჯახიდან პირველად მივიდა ტაძარში, შემდეგ მეც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება. იმდენად ვეღარ ვძლებდით ეკლესიის გარეშე, რომ საცხოვრებლად იქ გადავედით. მაშინ 16 წლის ვიყავი, ჩემი ძმა - 12 წლისა. შემდეგ მამა ზაქარია ხულოში გადაიყვანეს სასულიერო სასწავლებლის რექტორად. თან გავყევით და ერთი წელი მასთან ვმსახურობდით. მამა ზაქარიას ღვაწლით ამ სასწავლებლის ეზოში აიგო წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი. ხულოში მაშინ ძალიან ბევრი მოექცა ღვთისკენ, ბევრიც მოინათლა. მაშინ ეპარქიას მეუფე იობი წინამძღვრობდა, შემდეგ აკურთხეს მეუფე დიმიტრიც. მართლაც საოცრად კარგი მღვდელმთავრების ლოცვა-კურთხევით მოგვიწია მსახურება. ერთი წლის შემდეგ ჩავაბარე თბილისის სასულიერო სემინარიაში. სწავლის დროს, მაშინდელი რექტორის, მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ამ სოფელში დავდიოდი და წმინდა სამების ტაძარში ვმედავითნეობდი. მაშინ ამ ტაძარს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე), რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემს ცხოვრებაში. მისი ლოცვა-კურთხევით დავოჯახდი კიდეც. აქ გავიცანი მომავალი მეუღლე და მალე დავქორწინდით. მეორე კურსის დასრულების შემდეგ ისევ ბათუმში გადავედი და მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით მედავითნეობა დავიწყე. ვმსახურობდი ქობულეთის რაიონში, ბერძნებით დასახლებული სოფელ დაგვის ტაძარში. მეუფე დიმიტრიმ დიაკვნად მაკურთხა. ორი წელი ვიმსახურე მთავარდიაკვნად ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, ნინოობას მღვდლად მაკურთხეს. ექვსი თვე ვიმსახურე ზესტაფონში წმინდა გიორგის ეკლესიაში. მერე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სოფელ ძეგვის წმინდა სამების ტაძარში გავაგრძელე წირვა-ლოცვა. მეცხრე წელია, აქ ვარ. პარალელურად ვმსახურობდი თბილისში, წმინდა თამარ მეფის ტაძარში. ახლა ასევე ვმსახურობ თბილისის წმინდა ანტონ მარტმყოფელის ტაძარში.

KARIBCHEნიჩბისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ყოველი კვირის მეორე ხუთშაბათს აღვასრულებთ პარაკლისებს. ღვთის მადლით, მრევლი მოდის, ისმენენ ქადაგებას. ემზადებიან აღსარებისთვის. ღმერთი გვაძლევს ძალას, რომ მოწყურებული ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ ამ სოფელში.

- მამაო, რა სულიერი მარცვალი უნდა ჩადოს მოძღვარმა მრევლის გასაჯანსაღებლად?

- თავად მაცხოვარია ამის დიდი მაგალითი, თუ როგორ მიმოივლიდა უფალი ისრაელის ქალაქებს, სოფლებს, დაბებს და ქადაგებდა სიყვარულს, სითბოს. არ არჩევდა ადამიანის ხარისხობრივ მდგომარეობას. ამგვარი სულისკვეთება ყველა სასულიერო პირს უნდა ჰქონდეს, არა მარტო სიტყვიერად, თეორიული ცოდნიდან გამომდინარე, არამედ რეალურად უნდა ურთიერთობდეს მოსახლეობასთან. საქართველოს სოფლებში დღეს, ფაქტობრივად, მისიონერობა თავიდანაა დასაწყები. უფრო მეტად გვჭირდება ამისთვის მონდომება ქალაქში მოღვაწე სასულიერო პირებს, რათა ის მადლი და სითბო გაუნაწილდეს სოფლების მცხოვრებლებს. სამწუხაროა, რომ ხშირად ეს ადამიანები სექტანტების საკბილოები ხდებიან. ღვთის შეწევნით, უნდა შევეცადოთ, რომ ისინი არ დავუთმოთ ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს.

KARIBCHEროცა ღმერთს მინდობილი სულიერი მოძღვარი ღვთისმსახურებას აღასრულებს, უფალი მას ყოველგვარ დაბრკოლებას გადაალახვინებს. მართლა გაბრწყინდება საქართველო, თუ ჩვენს სოფლებს ყურადღებას მივაქცევთ. უამრავი სალოცავია სოფელ ძეგვში, ნიჩბისშიც. ღვთის წყალობით, გვაქვს ყველა ტაძრის მონახულების, მოსახლეობასთან შეხვედრის სურვილი.

მნიშვნელოვანია, რომ შარშან ნიჩბისში საყოველთაო ნათლობა ჩატარდა. მოინათლა 40 ადამიანი, რომლებიც მონოფიზიტებად იყვნენ მონათლულნი და დღეს ეს ადამიანები ეკლესიურად ცხოვრობენ.

- მამაო, ქალაქისა და სოფლის მრევლი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება?

KARIBCHE- ბუნებრივია. ძალიან მეხმარება ორივე მათგანთან ურთიერთობის გამოცდილება. მედავითნეობიდან მოყოლებული, ძეგვის წმინდა სამების ტაძარში ვმსახურობ და კარგად მიცნობენ აქაურები, მათი სოფლის შვილი მყავს მეუღლედ, ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრება მაქვს, ეს ქმნის ძალიან დიდ ნდობას, რაც მეხმარება მათთან ურთიერთობაში. მყავს ოთხი შვილი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძეგვის საშუალო სკოლაში ვასწავლი რელიგიას. ვცდილობ, მოსწავლეებს გავუღვივო სულიერი მარცვალი და აღიზარდონ ღირსეულ ქართველებად. ურთიერთობა მაქვს ასევე სოფელ ნიჩბისის სკოლასთან. მადლობა ღმერთს, რომ ბევრს სურს ეკლესიური ცხოვრების დაწყება და უფალთან სიახლოვე. პირადად მე და ჩემი ძმა ეკლესიამ გამოგვზარდა სულიერად და ფიზიკურად. ჩემი ძმა მამა დავითიც მრავალშვილიანი სასულიერო პირია. კვიპროსში მსახურობს მამა ზაქარიასთან ერთად.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- ადამიანს უფალი არასდროს ტოვებს და დახმარების ხელს უწვდის. თუ უფლის გზას გავყვებით, ჩვენი ცხოვრება აუცილებლად სწორად წარიმართება, რადგან უფალი არის მწყემსი კეთილი, რომელიც ეძებს თავის დაკარგულ ცხვრებს.

უფალმა დაგვაკისრა სულიერი მწყემსობა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, აღვასრულებთ ღვთისმსახურებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვაელფოსტა
08.03. 2016
გიორგი გოჩიაშვილი
მეამაყება რომ ვარ ნიჩბისელი! კიკოლაანთ გიორგი :)
15.12. 2015
ლალი პაპაშვილი
აღმოსავლეთ საქართველოს ულამაზესი ხეობაა ნიჩბისის ხეობა.... ჩემის აზრით ქებას ნახვა ჯიბია.ნახეთ და თავად დარწმუნდებით.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat