სნო
სნო
ღუდუშაურების გვარზე პირველი წერილობითი ცნობები ჩანს XV-XVIII საუკუნეების გერგეტის სამების "სულთა მატიანეში". XVI საუკუნის მოსახსენებელში ვკითხულობთ: "სულსა მოძღვრისა ღუდუშაურისა ჯერასიმესსა შეუნდოს ღმერთმან, ამინ. მეუღლესა მისსა რუსუდანს შეუნდოს ღმერთმან. ამინ... სულსა ღუდუშაურისა მოძღვრისა გიორგისა შეუნდონ ღმერთმან, მისსა მეუღლესა ანნას, შეუნდონ ღმერთმან, მათსა შვილსა" (შვილის სახელის ამოკითხვა ხელნაწერის სიძველის გამო ჭირს)... ხევის რომელ ეკლესია-მონასტერში მოღვაწეობდნენ მოძღვარი ჯერასიმე (იგივე გერასიმე) და მოძღვარი გიორგი, ამის შესახებ მემატიანე არაფერს გვამცნობს.

სოფელ კვირაის ძალთაი იყო ღუდუშაურების პირველი საცხოვრისი. შემდეგ ჩამოსახლდნენ ქვემოთ და წინაპრის, სნოს პატივსაცემად ამ ადგილს "სნო" დაარქვეს, ძველი ნამოსახლარი, მთის ადათისამებრ, სალოცავად გაიხადეს.

ლეგენდის მიხედვით, სნოს თავი გამოუჩენია ვახტანგ გორგასლის მეთაურობით ალანებთან ბრძოლაში. მეფეს მისთვის ციხის აშენების ნება დაურთავს და ვაჟიშვილი ღუდუშაც მოუნათლავს. აქედან იღებს სათავეს ღუდუშაურების გვარი. "დავლათი ღუდუშაურთა ღვთისგან აქვს ნაბოძვარია", - ამბობს ხალხური ლექსი. როგორც ჩანს, ვახტანგ გორგასლის მადლის მატარებელი ღუდუშაურები გამორჩეულნი იყვნენ ხევში. ხალხური პოეზიიდან და ისტორიული ძეგლებიდან ცნობილია ღუდუშაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი: შიოლა, შარამბალი, პაპაი, მამუკა, გივი, შამახალა და მარტია.

ყველაზე უხვი ცნობები მოიპოვება შიოლა ღუდუშაურის შესახებ. იგი ცხოვრობდა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის I ნახევარში. შიოლა თეიმურაზ I-ის, გიორგი სააკაძის, ნუგზარ და ზურაბ არაგვის ერისთავების თანამედროვეა.

გადმოცემით, შიოლას მარაბდის ომში უსახელებია თავი და ჯილდოდ ვერცხლის იარაღი დაუმსახურებია (ნიკოლოზ ბერძენიშვილი, "ღუდუშაურების ამბავი"). შიოლას დროს შენდება ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს - "აქ არის ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი". სნოს ხეობა და მდინარე, გვიანდელი წერილობითი წყაროებით, მოიხსენიება როგორც ღუდუშაურის ხეობა და ღუდუშაურის წყალი. ეს მიუთითებს, რომ შიოლა ღუდუშაური სამემკვიდრეოდ თუ სამოხელეოდ ფლობდა სნოს ხეობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის, ვინაიდან ამ ხეობაზე გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიის თბილისთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა, რომლის საიმედო დაცვა მეტად მნიშვნელოვანი იყო.

შიოლას ოთხ ვაჟთან ერთად აღუზრდია ობოლი ძმისშვილი ისმაილი.

შემზარავია შიოლა ღუდუშაურის მკვლელობა. მოხუც შიოლას მთრეხელი კლავს.

ერეკლე II-ის ჯარში ლეკ-ოსმალთ ებრძვის მამუკა ღუდუშაური. 1743 წლის არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაურია პაპა ღუდუშაური ხევიდან, ხოლო 1774 წლის არაგვის ხეობის ხალხის აღწერის დავთარში სნოს ხეობის მოურავად მოხსენიებულია მარტია ღუდუშაური.

KARIBCHEღუდუშაურებისთვის დიდი სიხარული იყო შიოლა ღუდუშაურის "დაბრუნება" - მისმა დიდმა შთამომავალმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ღუდუშაურის წყლის პირას, ღუდუშაურის ციხის პირდაპირ აღმართა მისი ძეგლი, გაიხსნა მისივე სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრი. სტეფანწმინდისა და ხევის მმართველი ეპისკოპოსის რეზიდენციამ ამ ცენტრში დაიდო ბინა.

რეზიდენციის გვერდით წმინდა ნინოს დედათა მონასტერია დაფუძნებული, რომლის წინამძღვარია დედა ნინო (კუპრეიშვილი). მონასტრის შენობა სნოს საშუალო სკოლის პედაგოგის, ნუნუ ბულაშვილის სახლი გახლდათ. ქალბატონი ნუნუ საცხოვრებლად ოჯახით რუსთავში გადავიდა, თუმცა სნოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. ერთადერთი ვაჟის, უაღრესად განათლებული და კეთილშობილი ახალგაზრდა კაცის, პაატას გარდაცვალების შემდეგ თავისი სახლი გარდაცვლილი შვილის სულის საოხად სნოს დედათა მონასტერს გადასცა.

სნო მართლაც რომ ლამაზი და გამორჩეულია. ამ სოფელმა ჩვენს ეკლესიას არაერთი სასულიერო პირი აღუზარდა. სულიერებით აქაურობა მართლაც რომ გამორჩეულია. აქ ყველა კუთხე-კუნჭული მადლით სავსეა. დღევანდელი ყოფა კი, როგორც ყველგან, სნოს მოსახლეობასაც გასჭირვებია. ახალგაზრდებისგან დაიცალა სოფელი, თავი იჩინა დემოგრაფიულმა პრობლემამ... საქართველოს ამ პატარა კუთხეში მომრავლებული მონასტრების, ბერ-მონაზვნების გვერდით დგომა აძლებინებთ მოხევეებს.

KARIBCHEუწმინდესის გვარიშვილები სნოში გავიცანი. ბატონი იორამ ღუდუშაური ამ სოფლის პატივსაცემი პიროვნებაა.

- სნოს ხეობაში შვიდი სოფელია - შინო, ნადარბაზევი, ზემო სოფელი, სნო, სამაროვანი, ჯვარი და ვალში. სნოს გარდა ყველა დაცლილია, - გვიყვება ბატონი იორამი, - სნოს ისტორია მოდის ვახტანგ გორგასლიდან. დარიალის ხეობაში მტერთან ბრძოლაში თავი უსახელებია ერთ აქაურ ვაჟკაცს, სნოს. მეფეს მისთვის ვაჟი მოუნათლავს, ღუდუშა. მისგან წამოვიდა ღუდუშაურის გვარი. სხვა თქმულებით, მეორე ვაჟიც ჰყოლია სნოს, ისიც ვახტანგის ნათლული. ის მთიულეთში გადასახლებულა და კაიშაურთა გვარისთვის დაუდვია სათავე...

დაიცალა ჩვენი ხევი. ხალხს გული აღარ უჩერდება თავიანთ ალაგს. შინო, ყორა და ახალციხის სოფლები საბუთებში ნასოფლარებად მოიხსენიება. აქედან გადასახლებულებმა ყორელებმა ყვარელი დააარსეს, შილდა - შინოდან ჩასახლებულებმა.

ტრადიციების ერთგულება მოგვდგამს აქაურებს. გვაროვნული წყობილების ფესვები ისევ არსებობს. ყველა გვარს დღესაც თავისი უფროსი ჰყავს. მიცვალებული იქნება თუ საბედნიერო საქმე, გვარის უფროსი არიგებს ყველაფერს.

ჩემს დროს ქორწილში, ქალიანთა საღამოს მივდიოდით მაყრები. მეორე დღეს უკვე ვაჟიანთას იყო ქორწილი. ამ დროს მღეროდნენ "დიდებას". ვაჟის მაყრებს უხუცესები "დიდებით" გაისტუმრებდნენ. მემრე იქ გაშლილი იყო კერა, სადაც დიდი, ჯვრიანი პური იდო. ზედ სანთლებს ანთებდნენ. ნეფე-პატარძალი შემოუვლიდა გარშემო კერას. მემრე ისვენებდნენ მექორწილეები. მეორე დღეს იმართებოდა ხინკლაობა. ხინკლის მოხვევაში პატარძალიც მონაწილეობდა. სუფრას მოჰყვებოდა შაირობა. ვაჟის მაყრები ქალის მაყრებთან კაფიაობდნენ. ისტორიულად სნოველები უფრო კარგი მოკაფიეები არიან. დღეს უკვე ეს ყველაფერი დავიწყებულია, კაფიაობა დოლ-გარმონმა შეცვალა. ტრადიციის მოსპობა ერის განადგურებას უდრის... ქალაქთან შედარებით სოფელში მაინც ვიცავთ ადათ-წესებს.

KARIBCHEდაიცალა ჩვენი სოფლები. სკოლაში ბავშვები აღარ შემოდიან. სნოს სკოლაში მესამე კლასი გაუქმდა. მეორეში - ორი ბავშვია. ასევეა სხვა სოფლებშიც... სოფელ ახალციხეში 10-12 კომლიღა ცხოვრობს. კარკუჩაში - 7-8 კომლია. სკოლა არა აქვთ. იქაური ბავშვებიც ახალციხეში დადიან სკოლაში. ჯუთაში უარესი მდგომარეობაა. ხევი, დარიალი - კარიბჭეა ჩვენი ქვეყნისა. წინათ სნოში 300 კომლზე მეტი ცხოვრობდა. ახლა თუ ვინმე დარჩა, ისიც მოხუცებულია. გარბის ხალხი სოფლიდან. თბილისში, ბუტკებში ძრომიალი ურჩევნიათ. შრომას ითხოვს სოფელი... თანდათან ივიწყებენ თავიანთ სახლ-კარს. ადრე სოფლად ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. ახლა იმასღა ფიქრობენ, ერთმანეთს რა მოსტაცონ.

სოფელში ძველი სალოცავები გვაქვს. მთის წვერზე კვირაე ღვთისშვილის სალოცავია, ნადარბაზევი, წვერის სპათანგელოზი, დარყის წმინდა გიორგი, გაღმა - ლომისის წმინდა გიორგის სალოცავი.

უწმინდესი და მე დეიდაშვილები ვართ... მთელ ერს მისი იმედი აქვს.

***
ამ სოფელში მოსახლეობა ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობს. ლხინიც და ჭირიც საერთო აქვთ.

KARIBCHEსნოში მეუფე იობის (აქიაშვილი) დედას ვესტუმრეთ მამა იოანე და მე. ქალბატონმა ბარბარემ მაშინვე ჩვენს დაპურებაზე დაიწყო ზრუნვა... მეუფის და დედა შუშანიკის ბავშვობის დროინდელი ნივთები დედას ახლაც თაროზე უწყვია. მათი ყურებით იკლავს შვილების მონატრებას. ქალბატონმა ბარბარემ საოჯახო ალბომი გადაგვიშალა:

- ზუსტად 20 წლისა ვიყავი, მეუფე რომ შემეძინა. მანამდე ჩვენი ოჯახი ორჯონიკიძეში ცხოვრობდა. ისე მიყვარდა ეკლესია, რომ ბავშვობიდანვე დედის დაუკითხავად დავდიოდი. თითქოს ვწყნარდებოდი იქ. ორჯონიკიძის ტაძარში მოვინათლე. რომ წამოვიზარდე, სნოში გამოვთხოვდი - ზურაბ აქიაშვილს გავყევი.

- მეუფის ბავშვობას ხომ არ გაიხსენებდით?

- საოცრად მშვიდი ბავშვი იყო. ერთი არ მითქვამს, გაკვეთილი ისწავლე-მეთქი. მოვიდოდა სკოლიდან, სადილობამდე გაკვეთილებს მოამზადებდა. ყველა საგანს საუკეთესოდ სწავლობდა. სკოლაში ხუთოსნების დაფაზე იყო გამოკრული... ღმერთი იყოს მფარველი თქვენიცა და ჩემი შვილებისაც.

როცა ოჯახის შექმნაზე ვესაუბრებოდი, ორივე მსაყვედურობდა ხოლმე. ბავშვობიდანვე სწამდათ ღმერთი, უყვარდათ ეკლესიაში სიარული და რაც ღმერთს უნდოდა, ის მოხდა. ორივე უფლის გზას დაადგა.

ჩემი პაპა და პატრიარქის ბებია, დედის დედა, და-ძმანი იყვნენ. დედამთილიც შიოლაშვილი მყავდა, უწმინდესის ბიძაშვილი.

- ჭირს სოფლად ცხოვრება?

- რა თქმა უნდა... შარშან ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, წელს რა იქნება, არ ვიცი... ერთი ძროხა მყავს და იმას ვუვლი...

KARIBCHEროგორც ჩემს შვილებს, ისე დაგლოცავთ სუყველას.

***
წმინდა ათინოგენის ნიშის მოსალოცად მიმავალთ, ქალბატონი მზია ნავროზიშვილი შემოგვხვდა. ტკბილად მოგვესალმა. მეუფე იობის ნათლია აღმოჩნდა.

- ორმოცი წელიწადი ვიმუშავე აქ ექთნად, - მეუბნება ქალბატონი მზია, - უფლის რწმენა გვაქვს. ის არის ჩვენი პატრონი. დღესასწაულებზე განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე. სოფელ ართხმოში ღალანგურის წმინდა გიორგის მოსალოცად ივლისის ბოლო სამშაბათს ავდივართ ნათესაობა და ვდღესასწაულობთ. განსაკუთრებული სასოება გვაქვს ღალანგურის წმინდა გიორგის, დარყის წმინდა გიორგის, წვერის სპათანგელოზის, კვირა-ღვთისმშობლის, ლომისის წმინდა გიორგის... რასაც ვაკეთებთ, გვინდა, მომავალმა თაობამ შეინარჩუნოს...

მოძღვარი
მღვდელმონაზონი იოანე: - უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ორი წლის წინ მეუფე პეტრემ დამასხა ხელი მღვდელმონაზვნად გერგეტის სამებაში. მანამდე ბერდიაკვნად ვმსახურობდი თბილისის დიდ სამებაში. შემდეგ სოფელ სნოში დარყის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვრად დამადგინეს. ახალციხის ღვთისმშობლის ტაძარსაც ვწინამძღვრობ. მესამე წელია, რაც ხევში ვარ და, ღვთის მადლით, არ გამჭირვებია აქაურებთან ურთიერთობა.

KARIBCHEმართალია, ეკლესიურად ბევრი ვერ ცხოვრობს, მაგრამ უმრავლესობა ნაზიარებია და ეს მადლი განცდილი აქვს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით მეუფე პეტრეს, მეუფე იეგუდიელს, მამა იაკობს, მოსახლეობა. მოძღვარს რომ შეეჩვევა, მერე მასთან განშორება უჭირს. ღვთის მადლით, რაც დრო გადის, ნელ-ნელა უახლოვდებიან ეკლესიას. მრევლის სიმრავლე განსაკუთრებით დიდ მარხვაშია. აღსარებას მაბარებენ და ეზიარებიან კიდეც.

სნოდან მრავალი სასულიერო პირი, ბერ-მონაზვნები და სამონაზვნეები არიან, ამ სოფლიდანაა ორი მღვდელმთავარი - მეუფე იობი, მეუფე დიმიტრი, რაც დიდი მადლია პატარა სოფლისთვის. აქაურებს ნათელმირონობა და სისხლით ახლო ნათესაობა აქვთ სასულიერო პირებთან. მოხევეები შინაგანად დიდბუნებოვანი ხალხია. სულიერი მოძღვრობა მშობელზე უფრო მნიშვნელოვანია.

ვიდრე მეუფე იეგუდიელს მღვდელმთავრად გამოარჩევდნენ, ხევში მსახურობდა მოძღვრად და თითქმის ყველა ტაძარში უხდებოდა წირვა-ლოცვის ჩატარება. მერე გამრავლდა სამღვდელოება და გაადვილდა ხალხთან ურთიერთობა. ყოველ სოფელს სჭირდება სულიერი მოძღვარი, რათა ჭირი თუ ლხინი მრავალთან ერთად გაიზიაროს. როცა რწმენითა და სიყვარულით დაანახებ შენს საქმეს ხალხს, უფრო მეტად გაუჩნდება მოძღვართან სიახლოვის სურვილი.

KARIBCHEსოფელში სამი მოქმედი ტაძარია - დარყის წმინდა გიორგის ეკლესია, სადაც კვირის წირვას აღვასრულებ. შეძლებისდაგვარად ვწირავ რეზიდენციაში მდებარე წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, რომლის მშენებლობა შარშან დასრულდა. დედათა მონასტერში არის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია. ამის გარდა, აღსადგენია სამარავნის სამების ტაძარი. აღდგომის მესამე კვირას აქაურები კვირაძალის სახელით ცნობილ სალოცავში დღესასწაულობენ. გვაქვს წმინდა ათინოგენის სახელობის ნიში, რომელსაც მთელი სოფელი ეთაყვანება. წმინდა ათინოგენის ხსენების დღეს თითოეული სნოველი მობრძანდება და ღირსეულად აღნიშნავს.

ღმერთმა დაგლოცოთ და შეგეწიოთ ხევის წმინდა სალოცავები.
ბეჭდვაელფოსტა
22.06. 2018
lasha
სტატიის ავტორი მიუთითეთ სწორად თუ არადა ჩაგეთვლებათ პლაგიატობაში
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat