ხევი
ხევი
მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახუშტი ბატონიშვილი ხევს ასე აგვიწერს: "ხოლო მთიულეთის ჩრდილოეთით არს ხევი, გარდავალს გზა ხევს, გადის დასავლეთიდამ, კავკაზსა ზედა. არამედ არს დაბალი და უტყეო, ზამთარს ვერა ვლის ამას ზედა ცხენი თოვლის სიდიდითა. ზაფხულ არს ბალახიან-ყვავილიანი. ამას უწოდებენ ყელს. ხოლო ჩრდილოთკენ ერთვის ხევის მდინარეს ხევი და უწოდებენ შთასავალს (კობის წყალი). აქა არს წყარო სპეტაკი ვითარცა თოვლი და ჰყრია ბროლი მრავალი. არამედ მდინარესა ხევისასა ეწოდების არაგვი ჩერქეზამდე. ამ ჩასავალს ქვეით მოდრკების არაგვი და დის ჩრდილოთ ვიდრე ქისტის წყლამდე... დასავლეთით აქუს მყინვარი, უმაღლეს ყოველთა კავკასთა და მარადის ყინულით შეკვერცხილი.... აღმოსავლიდამ არაგუს ერთვის არშის ქვეით აჩხოტის ხევი. გერგეთს ქვეით ერთვის ხევი გელათისა, ძველად დაბისა სახელით წოდებული. ხოლო აწ უწოდებენ გველეთს. ამას ქვეით არს დარიელა... კაცნი არიან ბრძოლნი, ძლიერნი, ახოვანნი, ჰაეროვანნი, ვითარცა მთიულნი".

წინათ, თემური წყობილების დროს, ხევში თითოეული კომლი წარმოადგენდა ერთ დიდ და განუყოფელ ოჯახს, სადაც ერთ ჭერქვეშ რამდენიმე თაობა ცხოვრობდა. დღეს კი ასეთ მრავალრიცხოვან ოჯახს აქ იშვიათად თუ შეხვდებით. ძველი საოჯახო წესებიც სწრაფად იცვლება. ხევში ასეთი დიდი და განუყრელი ოჯახის სათავეში დგას უხუცესი მამაკაცი, "სახლის უფროსი" და უხუცესი დედაკაცი, "დიასახლისი". ამ ორ პირს ეკითხება მთელი საოჯახო საქმეები. სახლის უფროსი საკაცო და სამეზობლო საქმეებს განაგებს, დიასახლისი კი საქალებო და სადიასახლისო საქმეებს. ოჯახის დიასახლისი პურსა და კერძს ანაწილებს. დანარჩენი ქალ-რძლები თავიანთ საქმეებს ასრულებენ: ზოგი საქონელს უდგას, ზოგი წყალს ეზიდება, ზოგი პურს აცხობს და სხვა. უფროსების პატივისცემის წესებიც არსებობდა, რასაც წინათ მტკიცედ ასრულებდნენ. საღამოს ოჯახის უფროსებს ყველანი ფეხზე უდგებოდნენ. როცა უფროსი წყალს დალევდა ან ცხვირს დააცემინებდა, ყველანი ფეხზე დგებოდნენ. მათ წინ გავლაც არ შეიძლებოდა, შორით უნდა მოევლოთ. წინათ საგვარეულო ოჯახის გაყოფის დროს გვარის უხუცესს ზედმეტი ყანა ეძლეოდა, რომელსაც "გორის უფროსის ყანა" ეწოდებოდა. ეს ყანა სიკვდილამდე მის ხელში იყო, შემდეგ მორიგ უხუცესზე გადადიოდა.

წინათ თუ შვილი მშობლებს უდიერად ექცეოდა, დედ-მამა ამას "ერობას" (უფროსთა კრებულს) შესჩივლებდა. ასეთ შვილს ერთობა საჯაროდ შეარცხვენდა, შემდეგ მას კენჭებსა და ღორღს მიაყრიდნენ და ისე გააგდებდნენ. ერობისგან შერცხვენილს ქორწილში, ხატობაში თუ სხვა რაიმე საზოგადო წვეულებაში არ დაიწვევდნენ და მას ასე შერცხვენილს უნდა ევლო განსაზღვრულ დრომდე, სანამ დანაშაულს ერობა არ აპატიებდა.

ხევში ჩხუბის დროს წინათ ქალებმა "მერდინის ჩაგდება" იცოდნენ. ქალი მერდინს (თავშალს) მოიხდიდა, მოჩხუბართა შორის ჩააგდებდა და იტყოდა, "ამ მანდილით გეხვეწებით, თავი გაანებეთო". მერდინის გადალახვა არ შეიძლებოდა და ნიშნად პატივისცემისა, ყველა იარაღს ყრიდა.

***
ხევს ალაგ-ალაგ შემორჩა მამაპაპური ციხე-კოშკები თუ ნიშები, რომლებიც ამაყად გადასცქერიან ხეობებს.

სოფელ ხურთისში პეტრეპავლობის სალოცავია და მოხევეები ამ დღესასწაულს აქ აღნიშნავენ. დარიალისკენ, თერგის ნაპირას ნათლისმცემლის ნიშია, სადაც 11 სექტემბერს დიდი ხატობა - "ივანობა" იმართებოდა. აქვეა ნათლისმცემლის კლდეზე აგებული ერთ-ერთი უძველესი ტაძარი. ეს ეკლესია ადრე მოხატული ყოფილა. წინათ აქ მთელი ხევი მოდიოდა. ივანობას ხატობაში "ბერად შეყენებულს" მიიყვანდნენ, ხელში თავის სიგრძე კელაპტარს მისცემდნენ და წმინდა იოანეს შეავედრებდნენ. წმინდა იოანე ნათლისმცემელს ხევში ბავშვების მფარველად მიიჩნევენ. წინათ მოხუცი დედაკაცები ნათლისმცემლის პატივსაცემად თეთრი სამოსით შემოსილნი ფეხშიშველნი მიდიოდნენ სალოცავში. ზოგი ავადმყოფ შვილს ნათლისმცემლის წყაროზე დაბანდა პირს, თანაც წმინდა იოანეს შეავედრებდა პატარას.

KARIBCHEკარკუჩასა და ართხმოს შუა, ერთ მაღალ მთაზე, ღალანგურის წმინდა გიორგის უძველესი ბაზილიკური ტაძრის და მონასტრის ნანგრევებია, აქ მოხევეები და ხევსურები დღესასწაულზე თავს ერთად იყრიან.

სნოს ხეობაში, სამაროვნის სამების ეკლესიის ქვემოთ, ველზე, წმინდა ათინოგენის სახელზე აგებული ნიშია. ათენგენობას ხევში განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ეს დღესასწაული დაკავშირებულია მღვდელმოწამე ათინოგენის სახელთან, მოძრავია და აღდგომიდან 99-ე დღეს იზეიმება.

აღდგომიდან 98-ე დღეს სნოველები სპათანგელოზის წვერზე სპათანგელოზობას აღნიშნავენ, სადაც ძველად მონასტერი და ბერთა სამკვიდრებელი ყოფილა. ბრძოლის წინ სპა ანუ ლაშქარი ამ მონასტერში ადიოდა დალოცვისა და წმინდა ზიარების მისაღებად.

თავად წმინდა ათინოგენის ცხოვრება და მოღვაწეობა კი ასეთია: წმინდა მღვდელმოწამე ათინოგენი და მისი ათი მოწაფე (დაახლოებით 311 წ.) ქრისტესთვის ეწამნენ ქრისტიანთა დევნისას ქალაქ სებასტიაში. მმართველმა ფარმარქემ დიდი წარმართული ზეიმი მოაწყო და სებასტიის ყველა მცხოვრებს უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, მაგრამ მოქალაქეებმა, რომელთა უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ, უარი განაცხადეს უწმინდურ რიტუალში მონაწილეობაზე. მხედრებს ხალხის ცემა ებრძანათ. ამ დღეს ბევრმა ქრისტიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი.

მმართველმა შეიტყო, რომ ქრისტიანობა ქალაქში ეპისკოპოს ათინოგენის ქადაგებით ვრცელდებოდა და მისი მოყვანა ბრძანა. წმინდანი და მისი ათი მოწაფე ქალაქგარეთ პატარა მონასტერში ცხოვრობდნენ. იმ დროს ეპისკოპოსი იქ არ იყო. მხედრებმა მოწაფეები შეიპყრეს და ციხეში ჩაყარეს. წმინდა ათინოგენი სებასტიაში ჩავიდა და მოსამართლეს უსაყვედურა, ციხეში უდანაშაულო ხალხი ჩაგიმწყვდევიაო. ისიც საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდა ათინოგენი თავის შეგირდებს მოწამებრივი ღვაწლისკენ მოუწოდებდა. სასამართლოზე ათივემ აღიარა ქრისტეს სჯული და კერპებისთვის მსხვერპლშეწირვაზე უარი განაცხადა. ისინი აწამეს და შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამის შემდგომ ჯალათებს ეპისკოპოსის წამება უბრძანეს. ღმერთისგან განმტკიცებული ათინოგენი მტკიცედ იტანდა გვემას. მონასტერში მომკალითო, ივედრებოდა.

თავის სავანეში მიყვანილი წმინდანი მადლობას სწირავდა ღმერთს, უხაროდა მისთვის ვნება. წმინდა ათინოგენი უფალს იმათი სულების გადარჩენას ევედრებოდა, ვინც მას და მის მოწაფეებს მოიხსენიებდა.

სიკვდილის წინ იგი ღირს იქმნა მაცხოვრის ხმის გაგონებისა. იესო ქრისტემ მას იმ სიტყვებით მიმართა, რაც უთხრა თავის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს: "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა". ამის გამგონემ მახვილს თავი გულმშვიდად შეუშვირა. წმინდა ათინოგენის დღესასწაულს ეკლესია ძველი სტილით 16 (ახ. სტ. 29) ივლისს აღნიშნავს.

სიონი
სოფელი სიონი ხევში ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი წარსულით და დღევანდელობით, დიდბუნებოვანი და ღვთისადმი დიდი სიყვარულით სავსე ხალხით.

ცნობილია, რომ სიონში ღვთისმშობლის მიძინების უძველესი ტაძარია, სადაც მღვდელ გიორგი მალანიას ჯვარი დაუწერია უწმინდესის მშობლებისთვის. აქვეა სიონის კოშკიც, რომელიც თამარ მეფის ბრძანებით ვინმე სისაურს აუშენებია.

სიონის ციხესაც არაერთხელ მოუგერიებია ლეკებისა და ქისტების ლაშქარი.

ღვთისმშობლის ტაძარს და მასთან მდებარე მამათა მონასტერს იღუმენი პავლე (ჭანტურიძე) წინამძღვრობს.

მამა პავლემ იმ ადამიანებს შეგვახვედრა, რომლებმაც გვიამბეს სოფლის სევდანარევი წარსულიც და ასეთივე აწმყოზეც გვესაუბრნენ.

KARIBCHE KARIBCHE

სოფელი სიონი უწმინდესის დედულეთია. აქაურებს უხარიათ, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელი თავიანთი კუთხის შვილია. მოხევეებს ეკლესიისა და სასულიერო პირებისადმი პატივისცემა ოდითგან მოსდევთ.

***
ღუდუშაურებს ვესტუმრეთ. ოჯახის უფროსმა, ტარიელ ღუდუშაურმა შინ შეგვიპატიჟა.

- ღმერთი გვწამდა ბავშვებს ომის დროს. მუდამ ღამისთევაზე დავდიოდით, - მიამბობს ბატონი ტარიელი, - მაგრამ მაშინ ეკლესიას პატრონი არ ჰყავდა და ეკლესიის კარს ვინ გაგვიღებდა! ღამე აღდგომის დღესასწაულზე რომ შეგვცივდებოდა, ტაძრის გვერდით საფლავის ორ ლოდს შუა ჩავწვებოდით. რიჟრაჟზე მცველი მოდიოდა და გვიღებდა კარებს. ბალღები მუხლმოდრეკით სამჯერ ვუვლიდით ტაძარს. მერმე გვქონდა ზარის დარეკვის უფლება. სიონის ტაძარს სამი დიდი ზარი ჰქონდა. დედოზარის ხმა ყაზბეგს ჩადიოდა. ომის დროს დათოფეს მტრებმა და დაამტვრიეს.

მადლიერნი ვართ ხევის მოძღვრებისა. იცით, რამდენს შრომობენ? ჩემი პატარა შვილიშვილი სტიქაროსანია სიონის ტაძარში. ეს ქვეყანა ხომ მიმბაძველობითაა. მოძღვრების სისპეტაკეს რომ ხედავს, ხალხსაც უჩნდება სურვილი, მათ მსგავსად იცხოვროს. სასულიერო პირები აბრუნებენ ხალხს ღმერთისკენ, სიკეთისკენ და ერთიმეორეში სიყვარულს თესავენ.

მე ვეღარ დავდივარ ეკლესიაში, ბებერი ვარ, არც იმოდენა ძალა და ღონე მაქვს. ჩემი რძალი დადის, ბალღი დადის... თუკი ხალხი ღვთისკენ მოიქცევა და ცუდი საქმისკენ აღარ გაიხედავს, მაგას რაღა სჯობს. ჩემი სიტყვა ვიღაცას კეთილად რომ გამოადგება და მადლიერია, რამდენიმე დღე ბედნიერი ვარ. ეგაა კაცის ცხოვრება... ვიღაცას კარგ საქმეს რომ გავუკეთებ, იმით ვხარობ და ზეცაში დავდივარ. ჩვენი სასულიერო პირების სიკეთე ქვეყანამ უნდა იცოდეს.

სიონში ცხოვრობენ: ოდიშვილები, დავითაშვილები, კობაიძეები, წამალაიძეები, სისაურები, კვირჭიშვილები, ფაჯიშვილები, სეთურიძეები, ფიცხელაურები, ღუდუშაურები, ავსაჯანიშვილები. ადრე თერთმეტი გვარი იყო, მერე თანდათან უცხო გვარის ხალხი დასახლდა, - გვითხრა ბატონმა ტარიელმა.

***
მასთან დამშვიდობების შემდეგ ქალბატონ მანანა კობაიძის ოჯახს ვესტუმრე, ის უწმინდესის დედის გვარიშვილი და ახლობელია.

- ფასანაურის ახლოს სოფელი ჩირიკია კობაიძეების საგვარეულო, - მიყვება ქალბატონი მანანა, - ჩვენი წინაპრები - ორი ძმა, ნადირა და გამახარე, წამოსულან სოფელ სიონში - კობათუბანში. ერთ-ერთმა მერე ითხოვა აქაური ფაჯიშვილის ქალი. დღესაც ნათესაობა გვაქვს ამ გვართან.

- იცნობდით ბავშვობაში ჩვენს პატრიარქს, მის მშობლებს?

- პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ტანმორჩილი, ძალიან ლამაზი ნატალია მამიდა. წყნარი, მშვიდი იერი ჰქონდა. სოფელში მოსულს დიდი სიყვარულით, ხმაურით ვეგებებოდით. სამწუხაროდ, მის მეუღლეს არ ვიცნობდი. ჩემს მშობლებს კი ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მაშინ ორჯონიკიძეში ცხოვრობდნენ. ძალიან უყვარდა ჩვენს მომავალ პატრიარქს დედულეთში - კობათუბანში სტუმრობა. კარგად მახსოვს მხარზე გადადებული ფოტოაპარატით მოსიარულე. პატრიარქის და-ძმებსაც კარგად ვიცნობდი - ნინას, ვიქტორს, შოთას. შოთა მცხეთაში ცხოვრობდა. ვიქტორთან დღესაც გვაქვს ურთიერთობა.

KARIBCHE


მამაჩემთან თბილი ურთიერთობა ჰქონდა უწმინდესს (მამა, არჩილ კობაიძე, ისტორიკოსი გახლდათ. ხევის ისტორიის მკვლევარი იყო). მართლაც საუკეთესო მოგონებები გვაქვს პატრიარქზე - ბავშვობიდან დღევანდლამდე. როცა ტელევიზიით ვუყურებ და ვუსმენ მის ქადაგებებს, თვალზე ცრემლი მადგება. აქაურებს გვეამაყება და გვიხარია, რომ უწმინდესი ჩვენი კუთხის შვილია. ზოგჯერ გული მწყდება, რომ ჩვენს პატრიარქს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ის კი, როცა ხევს სტუმრობს, უსათუოდ მოინახულებს ხოლმე კობათუბანს. რამდენიმე წლის წინ ბრძანდებოდა პატრიარქი და მთლიანად აკურთხა სასაფლაოები. მათ შორის კობაიძეების საფლავებიც.

ჩვენს სოფელს სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იფარავს. ძალიან დიდი მადლი სუფევს ჩვენს ტაძარში. წინათ შიშით ვერ შევდიოდით ტაძარში, რწმენის გამომჟღავნებასაც ვერ ვბედავდით. თუმცა კეთილშობილმა ადამიანებმა ტაძარი ხელშეუხებლად შემოგვინახეს. მადლობა ღმერთს, რომ უწმინდესის წყალობით, ხალხს რწმენა დაუბრუნდა, ეკლესია-მონასტრებმა ფუნქცია დაიბრუნეს და ხალხსაც ღვთის სიტყვის ქადაგების მოსმენის საშუალება მიეცა. მადლობის მეტი რა გვეთქმის სამღვდელოების მიმართ.

სტუდენტი ვიყავი. უწმინდესი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი გახლდათ. სიონის ტაძარში გადმოიყვანეს. გავრცელდა ხმა, ტაძარში ახალგაზრდა მოძღვარი განამწესესო. ცნობისმოყვარეები მიდიოდნენ მის სანახავად. მაშინ რწმენა ნაკლები იყო...

ერთხელ ჩვენი მომავალი პატრიარქი გზაში შეგვხვდა მე და ჩემს მეგობრებს. სიხარულით მივეგებე, გამოვეცნაურე - მამის სახელით შევახსენე თავი. გაუხარდა, გამომკითხა ყველაფერი. სად სწავლობო? გერმანული ენის ფაკულტეტზე-მეთქი. ამის თქმა იყო და, ისეთი სუფთა გერმანულით დამელაპარაკა, ჩემი ცოდნის გამომჟღავნება ვეღარ გავბედე...

როცა უწმინდესი პატრიარქად აკურთხეს, უამრავი ახალგაზრდა მივიდა ტაძარში ქადაგების მოსასმენად. მისმა ქადაგებებმა ეროვნული სული ააღორძინა, ერი რწმენისაკენ მოაქცია. მისი ლოცვა-კურთხევა დიდხანს არ მოგვკლებოდეს.

***
სიონის ღვთისმშობლის ტაძრის იღუმენი მამა პავლე ჭანტურიძე:

- ხევის მოსახლეობის ღვთისკენ მოქცევაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეუფე პეტრეს (ახლა ჭყონდიდის მღვდელმთავარია), ამჟამად ჩვენთან მეუფე იეგუდიელი იღვწის. რომ იტყვიან, მათ გაწვრთნილი და განბრძნობილი სამწყსო ჩამაბარეს. აქაურები იმდენად არიან რწმენაში შესულნი, რომ მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევას იღებენ საკლავის დაკვლისთვისაც კი. ცდილობენ, გადაეჩვიონ ძველ, ტრადიციულ წესებს. მადლობა ღმერთს, რომ მოხევეებმა უკვე გააცნობიერეს, როგორ წარმართონ სულიერი ცხოვრება.

KARIBCHEმრევლის სიმრავლე განსაკუთრებით მარხვის პერიოდში შეინიშნება. მოძღვარი მართლაც სჭირდება აქაურობას. ცხვარი უმწყემსოდ ვერ მოძოვს და ბაკს ვერ დაუბრუნდება. ცხვარს სჭირდება მწყემსი, რომელიც თავიდან ბოლომდე პატრონობას გაუწევს. მოძღვარი და მწყემსი თითქმის გაიგივებულია. მაცხოვარი ამბობს: "მე ვარ მწყემსი კეთილი". ყველაზე კეთილი და დიდი მწყემსი უფალია. ჩვენ კი მისი ფარა ვართ. ზოგჯერ ამ ცხვრის ფარაში თხაც გამოერევა ხოლმე, როცა სცოდავს. ბოლო ჟამს უფალი გაარჩევს ცხვარსა და თხას ერთმანეთისგან. ცხვრებს მარჯვნივ, თხებს კიდევ მარცხნივ დააყენებს. ჩვენც ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ცხვრების მხარეს მოვხვდეთ. თუ მორჩილებით, რწმენით, თავმდაბლობით და სიყვარულით ვიცხოვრებთ, ცხვრებს მივემსგავსებით და მუდამ უფალთან ვიქნებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ერი უფალთან ახლოს მივიდეს. ალბათ თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს და შეიცნოს, თუ რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე. ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, აქ როგორ მოვემზადებით და საით წარვმართავთ ცხოვრებას. ადამიანისთვის ამ ცხოვრებიდანვე იწყება სწრაფვა სამოთხესა და ჯოჯოხეთისკენ. ადამიანში თუ არის სიკეთე, რწმენა, სიყვარული, მასში უფალი მეფობს თავისი კეთილი საქმეებით. უფალი ასეთ ადამიანებს კეთილად მიაგებს. ყველამ გულში ჩავიხედოთ და დავაკვირდეთ, რას ვემსახურებით. მადლობა ღმერთს, რომ ადამიანს აქვს უნარი, გაარჩიოს ბნელი და ნათელი, რის მიხედვითაც შეუძლია გადადგას ნაბიჯი თავისი სურვილისამებრ.

- მამაო, ხევში თავიდან რომელ ტაძარში მსახურობდით?

- სასულიერო სემინარიაში ვერ ჩავირიცხე. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ვინც ყაზბეგში ერთი წელიწადი იცხოვრებდა, სასულიერო სემინარიაში უგამოცდოდ მიიღებდნენ. წამოვედი, მაგრამ იმ ერთი წლის შემდეგ აქედან წასვლის სურვილი გამიქრა და გადავწყვიტე ხევში დარჩენა, რადგან მონასტრული ცხოვრება ძალიან მომეწონა. აქ დიდი სიყვარული და ერთობა დავინახე. ერთად ვცხოვრობდით დაახლოებით ოცი კაცი. ერთი წყენაც კი არ მახსოვს მათგან. მერე მონასტრის ცხვარს ვუვლიდი. ერთხანს აჩხოტის მამათა მონასტერში ვიყავი, გერგეტის სამებაშიც, არშაშიც. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე პეტრეს მიერ შესრულდა ჩემი ბერად აღკვეცა, მღვდლად კურთხევა და სიონის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვრად დადგინება. უკვე მეოთხე წელია აქა ვარ.

- აქ მამათა მონასტერიც გაქვთ...

KARIBCHE- დიახ, მის მშენებლობას მალე დავასრულებთ. ოდნავ მოშორებით გვაქვს კიდევ წმინდა იოსებ მოხევის სახელობის მამათა მონასტერი.

ადამიანმა საკუთარი ცხოვრებით უნდა გამოცადოს და გაითავისოს მონასტრული ცხოვრება. ჩვენი წინაპრები ოჯახებს მცირე ხნით ტოვებდნენ და მარხვის პერიოდში სტუმრობდნენ მონასტერს. მადლობა ღმერთს, რომ მსგავსი რამ დღესაც ხდება. ბევრი ახალგაზრდა მოდის მონასტერში სტუმრად და მერე თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავენ.

- ღმერთის სიყვარული როგორღა ვისწავლოთ?

- თავად ადამიანში უნდა ენთოს სიყვარულის ნაპერწკალი. როცა სულში ღვთის სიყვარული და მადლია, ძალას გვაძლევს კეთილი საქმის კეთებაში. როცა მადლი მიდის, მაშინ ყველაფერი იკარგება. ყველაფრის აღდგენა და განახლება შეიძლება, მადლის აღდგენა კი რთულია. სიყვარული უფლისა რომ ვისწავლოთ, საჭიროა მცირეოდენი მადლის მოპოვება. წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს: "თუკი მცირეოდენ მადლს მოიპოვებ, შენც ცხონდები და შენს გარშემო ათასობით ადამიანიცო". მადლი კი თავმდაბლობით, სიწმინდით, რწმენით, სიყვარულით მოიპოვება. მართლმადიდებელ სარწმუნოებაში მთავარი ის არის, რომ აღვასრულოთ სიყვარული ღვთისა. პავლე მოციქული ამბობს: "უკეთუ აღასრულე სიყვარული ღვთისა, მთელი სჯული ქრისტესი აგისრულებიაო". მთელი სახარებაც ხომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზეა აგებული.

- მოხევეებს განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ?

- მართლაც, თუ შეგიყვარეს, ბოლომდე თავს დადებენ შენთვის... ცდილობენ, ყველანაირად ჩვენს გვერდით იდგნენ... ხოლო თუ აგითვალისწუნეს... მაგრამ მართალსა და მოსიყვარულე ადამიანს არავინ აითვალისწუნებს.

- მამაო, მოძღვრის ფუნქცია სოფლად განსხვავებულია?

- მთავარია, მოძღვარმა სულიერი სამწყსო ღმერთამდე მიიყვანოს, შუამდგომლობა გაუწიოს უფალთან და ქრისტეს სიყვარული ასწავლოს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat