ასურეთი
ასურეთი
საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ხიბლი და ლაზათი აქვს, მაგრამ განსაკუთრებით რაჭა მიყვარს. მიხარია, როცა ჩემი კუთხის შვილს შევხვდები. სისხლით ნათესავები თუ არა, შორეული ახლობელი აუცილებლად აღმოვჩნდებით ერთმანეთისა.

თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ასურეთი მართლაც პატარა რაჭაა. მახსოვს, გივი დვალის ოჯახი რა სიყვარულით გვიღებდა კარს. ამჯერად ასურეთში ნანა დვალმა მიმასპინძლა. აქაურები ისეთი სიხარულით მხვდებოდნენ, რომ თავი შინ მეგონა. რამდენი წელია ეს ხალხი ამ კუთხეში ჩამოასახლეს და მამა-პაპათა წეს-ჩვეულებები, სითბო და სიყვარული დღემდე შეინარჩუნეს. ლამაზი რაჭული კილო და საუბარიც არ დაუკარგავთ. აქ უბნებიც კი რაჭულია - გვარების მიხედვით დასახლებული. ჩემს მოგვარეებს - ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან წამოსულ ცაგურიშვილებსაც შევხვდი.

როცა რაჭველებმა გაიგეს, "კარიბჭიდან", თანაც ჩვენებური გვსტუმრობსო, ყველას მოუნდა გულისნადების გაზიარება.

KARIBCHEბატონ ჩარლი მეტრეველს სოფელში ჭკვიან კაცად და საქართველოს ისტორიის კარგ მცოდნედ იცნობენ. ის პროფესიით არქეოლოგია.

"ისტორიულ წყაროებში სოფელი ასურეთი XVI საუკუნიდან მოიხსენიება. გადმოცემის თანახმად, ამ სოფელში მეთუნეობას, მეჭურჭლეობას მისდევდნენ. საქარავნო გზა გადიოდა კოჯრის გავლით და ჩადიოდა მცხეთაში. ჩვენს ასურეთს შუამდინარეთის ასურეთთან არავითარი კავშირი არა აქვს. თურმე თიხის ჭურჭელი, მათ შორის საუცხოო სურებიც გაჰქონდათ სავაჭროდ, ამიტომ სასურეთს ეძახდნენ. დროთა განმავლობაში ასურეთად იქცა.

ასურეთულას ხეობაში 25 ნასოფლარია. არქეოლოგიური მონაცემებით, ქ.შ.-მდე IV საუკუნიდან ასურეთი სამაჩვეთში იყო გაშენებული. მიკვლეულია მხედრულწარწერებიანი სამარხი, რომელიც 1703 წლით თარიღდება, ასევე თიხის წყალგაყვანილობა. ჩანს, საკმაოდ დიდი და კულტურული სოფელი ყოფილა.

მოგეხსენებათ, ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში მტერი ხშირად თარეშობდა. ამიტომ უამრავი ქართული გვარი, სოფელი აღიგავა პირისაგან მიწისა. ასურეთი გამონაკლისია. ქართველობა მუდამ ცხოვრობდა აქ, მაგრამ გვარები ერთმანეთს ენაცვლებოდა... ჩვენს წმინდა გიორგის პატარა ეკლესიაში იარალაშვილები არიან დაკრძალულნი. ამ გვარის ჩამომავლები ცნობილი სამხედრო პირები იყვნენ.

ამ მხარეში ერთხანს გერმანელები ცხოვრობდნენ. 1941 წელს გაასახლეს და ორიოდ კვირაში რაჭველების ჩამოსახლება დაიწყო. ჩანს, ესეც გეგმაზომიერად იყო მოწყობილი, რადგან ალგეთის ხეობას გადაჯიშება ემუქრებოდა. თურმე მთავრობა დაჰპირდათ - ომში არც ერთ იმ მამაკაცს არ წავიყვანთ, ვისი ოჯახიც ასურეთში გადასახლდებაო. პირობა პირობად დარჩა. ერთი თვის შემდეგ 400 ახალგაზრდა გაიწვიეს სამამულო ომში. მათგან მხოლოდ ასი დაბრუნდა.

KARIBCHEთავიდან გაგვიჭირდა აქაურობასთან შეგუება. რომ ჩამოვედით, თეთრიწყაროს რაიონს პედაგოგები აკლდა და ეს პრობლემაც ჩვენ მოვაგვარეთ. ასურეთში თანდათან გაჩნდა პატარ-პატარა უბნები: ნიკორწმინდის, ზნაკვის, ხოტევის, სხვავის, ქლუხორის, კრიხის, სადმელის...

- გენატრებათ თქვენი ფესვები?

- შვიდი წლის ვიყავი, ასურეთში რომ ჩამოვედი. ზაფხულობით დავდიოდით რაჭაში. იქაურობა ფეხით მაქვს შემოვლილი. რა თქმა უნდა, მენატრება, მაგრამ ამ კუთხემაც შემაყვარა თავი.

- როგორ ცხოვრობდით ადრე?

- დიდი სიყვარული და ნდობა გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ახლა გაცივებულია ხალხი. მთელ რაიონში - თეთრიწყაროსა და ასურეთში მხოლოდ კინოთეატრები იყო. ახალგაზრდები იქ ვერთობოდით ხოლმე. გასართობად და თავშესაყრელად ერთმანეთთან დავდიოდით. ვაჩაღებდით ცეკვა-თამაშს, ვთამაშობდით. მეგობრულ შეკრებებს რაჭველები ღამისთევას, ზეთიფაფობიას ეძახდნენ.

- ასურეთში გერმანელების დროს აშენებული ლუთერანული ტაძარიცაა...

- ასურეთში ეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი 1878 წელს აშენდა. 5 წლის შემდეგ, 25 აგვისტოს გაიხსნა.

ამ ეკლესიაში დიდი ორგანი ჩამოიტანეს. სამი ორგანი იყო საქართველოში: ასურეთში, თბილისის კონსერვატორიასა და ბიჭვინთაში. ჩვენი ორგანი განსაკუთრებული იყო. დღეს იგი აღარ ჩანს... შემორჩენილია მიუნხენელი მღვდლის წერილი: "თქვენი ზიარების ღვინო მივიღეთ. გთხოვთ, კიდევ 300 ლ შეგვიგროვეთ და მალე ორგანს გამოგიგზავნითო".

ასურეთში მოჰყავდათ შავი ჯიშის ყურძენი "შალა". მას დიდი გასავალი ჰქონდა უცხოეთშიც. ჩანს, აქაურ გერმანელებს ღვინო ორგანში გადაუცვლიათ.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- გაჭირვებით გაგვაქვს თავი. კიდევ კარგი, სოფელში სულიერი გამოცოცხლება შეინიშნება. სამების ტაძარი აშენდა. მოძღვარი გვყავს. ტაძრის პროექტის ავტორია ჩვენებური ლოლი ინასარიძე. მის მშენებლობაში ბატონი დავით ბეჟუაშვილი და სხვა კეთილი ადამიანები დაგვეხმარნენ.

ქალბატონმა ლილი გოგილიძემ მიამბო: "რამდენიმე ხნის წინ სოფლის ახალგაზრდებმა: ილია გიორგობიანმა, ნიკო მეტრეველმა და მათმა მეგობრებმა ასურეთის წმინდა გიორგის ძველი, ნანგრევებად ქცეული ტაძარი აღადგინეს. ამ პატარა ტაძარში განსაკუთრებულად გიორგობას - 23 ნოემბერსა და 6 მაისს - აღვნიშნავთ. მივდივართ წმინდა გიორგის ტაძარში და უფალს შემწეობას ვთხოვთ.

წინათ ეს ადგილები დაუსახლებელი ყოფილა. დამნაშავეებს აქ - "სამხრეთის ციმბირში" ასახლებდნენ თურმე. რუსეთის მეფე ალექსანდრე I დროს გუტენბერგის საჰერცოგოდან და ბადენიდან ასურეთში 72 გერმანული ოჯახი ჩამოასახლეს. მეფის რუსეთისგან ამ ხალხს დიდი ფულადი დახმარება მიუღია. სახლებიც აუშენეს. სხვათა შორის, მეზობელი სოფლები - ბოგვი, ენაგეთი, ღოუბანი - ვალდებულნი იყვნენ, მათთვის სახლები აეშენებინათ. თითოეულისთვის მიუციათ 60 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და საქონლის შესაძენი ფული. ძალიან მშრომელები იყვნენ გერმანელები და გაძლიერდა სოფელი, მომრავლდა, მაგრამ 1941 წელს გადაასახლეს... ასურეთიდან 1666 გერმანელი წავიდა.

დროთა განმავლობაში გარჯით ბევრი სასიკეთო შევძინეთ ჩვენს სოფელს. დაახლოებით 54 დასახელების საწარმო დაწესებულება გვქონდა...

ძველ დროს კი მივტირით, მაგრამ მომავალ თაობაზე ცუდს ვერ ვიტყვი. სამების ტაძრის მშენებლობაში თითქმის ყველა ახალგაზრდა მონაწილეობდა. მიხარია, რომ ასურეთში მორწმუნე თაობა მოდის. ეკლესიის მადლით ბევრი ახალგაზრდა დაადგა სწორ გზას.

ასურეთში ერთი საშუალო სკოლა გვაქვს. ჩვენს სკოლაში დადიოდნენ მეზობელი სოფლის ახალგაზრდები. მე გერმანულს ვასწავლი და როგორც შემიძლია, ვზრდი ახალგაზრდებს".

ჩემი მასპინძელი
- ასურეთში დავიბადე და გავიზარდე, - მიამბობს ნანა, - სტუდენტობა თბილისში გავატარე. მერე ოჯახიც შევქმენი, მაგრამ მშობლიური კუთხე არ მიმიტოვებია. აქაურებს ერთმანეთთან მშვიდი და კეთილი დამოკიდებულება გვაქვს. სოფელში ცხოვრობენ: კაციტაძეები, ჯმუხაძეები, კობახიძეები, ჭიჭინაძეები, დონაძეები, წულუკიძეები, დვალები, გოცირიძეები, გორდეზიანები, ცაგურიშვილები, გოგილიძეები, გეგეშიძეები, სირაძეები, ბიბილაშვილები, ლობჟანიძეები, მეტრეველები, გურგენიძეები, მურუსიძეები, ჭელიძეები, მაისაშვილები, შარაბიძეები, ბაკურაძეები, დავლიანიძეები, ინასარიძეები, დოხნაძეები, ნეფარიძეები, ლაშხები, რატიანები, რეხვიაშვილები... მოგვიანებით დასახლდნენ მთიულებიც: წიკლაურები, აფციაურები, ბექაურები... მეზობელი სოფლებიდან შემოვიდნენ: სულხანიშვილები, კენკებაშვილები, შავშიშვილები და სხვა.

ისე რომ, ასურეთი პატარა რაჭად იქცა. შემორჩენილია რაჭული ტრადიციები.

რაჭველების უმეტესობა გერმანელებისეულ გოთური სტილის სახლებში ცხოვრობს. ქვის კედლები თითქმის ნახევარ მეტრზე მეტი სისქისაა. სარდაფები იმდენად გრილია, რომ საუკეთესოდ ინახავს ღვინოს. ჩემი სახლიც გერმანელებისეულია. დაახლოებით ათი წლის წინ ძველი პატრონი შუა აზიიდან ჩამოვიდა და მოინახულა ეს სახლი.

KARIBCHEგერმანელების დროინდელია მარანი, სამკურნალო გოგირდის წყლის აბანო.

რამდენიმე წელია, წმინდა სამების ტაძრის მადლი ტრიალებს ასურეთში. ახალგახსნილ ტაძარში დავესწარი აღდგომის მსახურებას. იმდენად ამაღლებული გრძნობა მქონდა, რომ ეს განცდა კარგა ხანს გამყვა. მეგონა, აღდგომის საგალობელი ადიოდა ზესთა სოფელში. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველ აღდგომას ასურეთში ვხვდები.

მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობელი ვარ იმისიც, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში რელიგიასა და კულტურას ვასწავლი. გამოცდილებამ მიჩვენა, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მოძღვრის გვერდით დგომა. აუცილებელია, ბავშვებმა ისწავლონ რელიგიის ისტორია, აუცილებელია მოძღვართან სიახლოვე. ჩვენი მოძღვარი, მამა მიქაელი მთელი სულითა და გულით ემსახურება ასურეთის მრევლს. სიკეთე და სიყვარული იფრქვევა ამ ადამიანისგან. გული მწყდება, რომ მამა მიქაელს ვერ შევუქმენით სათანადო პირობები, ვერ გამოვუძებნეთ პატარა ადგილი მოსასვენებლად.

ტაძრის ამოქმედებამ ძალიან ბევრი მოაქცია ღვთისაკენ. ადრე თითებზე ჩამოსათვლელი მორწმუნეები იყვნენ. დღეს კი მათი რიცხვი გაიზარდა.

სტუმრად მოგვარეებთან
ცაგურიშვლების სახლის კარი შევაღე და ოჯახის უფროსი შემომეგება. დევიკო ცაგურიშვილის მამა 18 წლის იყო, ასურეთში რომ ჩამოასახლეს ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღიდან. "ყველანაირად ვცდილობ, შევინარჩუნო წინაპართა დანატოვარი. ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი და ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას არ ვკარგავთ. ვხუმრობთ ხოლმე, ასურეთი რაჭის ფილიალიაო. პირველ სადღეგრძელოს ასე ვამბობთ: რაჭის კუთხიდან რაჭის ფილიალს გაუმარჯოსო".

გზად ერთი ქალბატონი გავიცანი, პედაგოგი ლია წულუკიძე. მეუღლე ინასარიძე ჰყავს. "ჩემი მამამთილის მამა სასულიერო პირი გახლდათ. წარმოშობით რაჭიდან, ზემო კრიხიდან იყო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, კვაცხუთში ან ზემო კრიხის ეკლესიაში მსახურობდა. მისი ერთადერთი სურათი შემოგვრჩა. თურმე ვლადიმერი ერქვა. ხუთი შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი შვილის რძალი თავად გახლავართ, - მიამბობს ქალბატონი ლია, - ხნიერ ხალხს ახსოვს, ძალიან კეთილსინდისიერი მოძღვარი იყოო. სურათზე მკერდზე მედალი ჰკიდია, რაც გარკვეული ხარისხის მანიშნებელია. შვილებიდან აღარავინაა ცოცხალი. დიდებული შთამომავლობა დარჩა. ერთ-ერთი მისი შვილიშვილი, კოკა ფრუიძე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეა. წინაპრის მადლი დღემდე მოგვყვება. ასურეთის წმინდა სამების ტაძრის არქიტექტორი გახლდათ ამ მოძღვრის შვილიშვილი ვლადიმერ (ლოლი) ინასარიძე. სამწუხაროდ, ტაძრის დამთავრებას თავად ვერ მოესწრო.

"კარიბჭის" ერთგული მკითხველი ვარ. თითქმის ყველა ნომერი მაქვს. ღმერთმა გაგაძლიეროთ და ბევრი სულის მაცხონებელი მასალა დაგებეჭდოთ".

***
ტაძრამდე გზა ოდნავ შემაღლებულია. შაბათ დღეს მრევლს ლოცვაზე მოუყრია თავი და ბევრს საუბარი ვთხოვე.

დავით ფონჯავიძე, სტიქაროსანი: - ოთხი წელია, ასურეთის ტაძარში ვმსახურობ. აქ დიდი მორჩილებით, ღვთის სიყვარულითა და მამა მიქაელის ლოცვა-კურთხევით მოვედი. დიდი მადლი ვიგრძენი ტაძარში. ერთ წელიწადში მოძღვარმა სტიქაროსნად მაკურთხა. ვცდილობ, ვემსახურო უფალს. მადლობა ღმერთს და მამა მიქაელს.

ზაქარია ირემაშვილი,
მედავითნე: - ვიდრე ასურეთში მოვიდოდი, შავნაბადას მონასტერში დავდიოდი. მთელი მონასტერი ლოცულობდა, აქ ეკლესია აშენებულიყო. უფალმა შეისმინა. უკვე ოთხი წელია, აქ დავდივარ, სამი წელია, მედავითნეობას ვსწავლობ. ღვთის შეწევნით, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. დიდად მადლიერი ვართ მამა მიქაელისა. მისი წყალობით ხალხი ეკლესიისკენ მოექცა.

თეა გულედანი:
- ჩვენი ფესვები სვანეთიდან არის. აქ 21 წლის წინ ჩამოვსახლდით, მაშინ ერთი თვისა ვყოფილვარ. მთელი ასურეთი ეკლესიამ გაგვაერთიანა. სული მთხოვს ეკლესიაში სიარულს, აქ ყველაზე უკეთ ვგრძნობ თავს.

იზოლდა მურუსიძე:
- ძალიან გამიხარდა ჩემი სახლის გვერდით ეკლესიის მშენებლობის დაწყება. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი მოძღვარი გვყავს. ვწუხვართ - ჩვენს მოძღვარს ბინის პრობლემა ვერ მოვუგვარეთ. ეგებ ვინმემ შეისმინოს ჩვენი თხოვნა-საწუხარი და მამა მიქაელს მოკრძალებული საცხოვრებელი ადგილი გამოუყოს. თუ ხშირად იქნება მამაო ჩვენს სოფელში, უფრო მეტი მრევლი ეყოლება წმინდა სამებას, მეტი მოექცევა ღვთისკენ.

ჩემი შვილი აფხაზეთის ომს შეეწირა. ძალიან მორწმუნე იყო და ვცდილობ, მეც ასე ვიცხოვრო.

მოძღვარი
- მანგლისისა და წალკის ეპარქიაში მეუფე ანანიას ჩამობრძანების შემდეგ გავხდი მეუფის მორჩილი, - მიამბობს მამა მიქაელ დევსურაშვილი, - მაშინ ეპარქიაში რამდენიმე ტაძარი მოქმედებდა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, მალე აღდგა ღვთისმსახურება კოდაში. ასურეთის ტაძარი ბატონ დავით ბეჟუაშვილის დახმარებით აიგო. 2002 წლიდან ვმსახურობ ასურეთში. ღვთისმსახურება აღდგა ასევე სოფელ მარაბდის ისტორიულ ტაძარში. ეპარქიაში თანდათან გამრავლდა სამღვდელოება, მაზიარებელი და მორწმუნე. ჩვენი მრევლი უფრო მეტად ახალგაზრდობაა. მრავალრიცხოვანი მრევლი არ გვყავს, მაგრამ ვინც არის, მთელი გულით ემსახურება უფალს, სამშობლოს.

სოფლის მოძღვარს უფრო მეტი სამუშაო აქვს სულიერების თვალსაზრისით. ქალაქისგან განსხვავებით, აქ უფრო მეტი დროა საჭირო მრევლის მოსაქცევად. შედარებით ნაკლებად არიან ინფორმირებულნი. მოსახლეობის უმეტესობა სოფლის საქმეებით არის დაკავებული. შრომობს ხალხი და დროის უქონლობის გამო ცოტა ძნელია ეკლესიური ცხოვრება. მაგრამ თანდათან ერკვევიან, რომ აუცილებელია ზიარება, აღსარება, მუდმივი კავშირი ეკლესიასთან, რათა იცხოვნონ სულები. როცა ნახეს, რომ ერთი ადამიანი დაადგა ამ გზას, მიიღო სიკეთე, მადლი, შეიძინა სიმდაბლე, სიყვარული, სხვებმაც მიბაძეს. ღმერთმა დალოცოს ყველანი. ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა და ვერავის დავაძალებთ ტაძარში მოსვლას.

2002 წელს, როცა ასურეთში ჩამოვედი, ტაძარი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო. თავიდან პარაკლისებს ვიხდიდით. მორწმუნე მეგობრების დახმარებით მგალობლებთან და მედავითნეებთან ერთად ვასრულებდი ღვთისმსახურებას. ტაძრის გახსნას კი მომზადებული მედავითნეებით და მგალობლებით შევხვდით.

- მოძღვარს დიდი როლი აკისრია ხალხის მოქცევაში...

- თავად სიტყვა მოძღვარი ძველქართულად მქადაგებელს ნიშნავს. ასე რომ, მღვდლის მისია ქადაგებაა - ტაძარში, ოჯახებში. ჩვენი ვალია, მოსახლეობამდე მივიტანოთ ღვთის სიტყვა. შემდეგ უკვე ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, რა გზას დაადგეს. უფალი მოციქულებს ეუბნება: შედით სოფლებში, ქალაქებში, იქადაგეთ და ვინც მოგისმენთ, მონათლეთ, ხოლო სადაც არ მოგისმენენ, გამოდით იმ სოფლიდან, დაიბერტყეთ კალთები, რათა იქიდან მტვერიც არ გამოგყვეთო. უფლის დამვიწყებელი ერი დაღუპვის პირას მიდის. მოძღვრის მისიაა, ხალხს ასწავლოს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ჭეშმარიტი დამოკიდებულება მოყვასის მიმართ. ასწავლოს ასევე უფალთან ურთიერთობა და ისიც, რომ მხოლოდ ეკლესიაში ყოფნითაა შესაძლებელი ჩვენი გადარჩენა. უფალი ბრძანებს: "სადაც ჩემი სახელით ორი და სამი შეიკრიბება, მეც იქ ვარო". იმისთვის არსებობს ეკლესია და ამიტომაცაა დადგენილი მღვდელი, რომ ადამიანს ასწავლოს სწორი ცხოვრება, ავ-კარგის გარჩევა. მოძღვარი მწყემსია და ვალდებულია, თითოეულ ცხვარს გაუფრთხილდეს, თავი დადოს თითოეული მათგანისთვის. ასევე სჭირდება მოძღვარს მრევლის ლოცვა, რათა გაძლიერდეს და რაც აკისრია, შეასრულოს. ასე რომ, ერთმანეთის გვერდით დგომით დიდ ძალას წარმოვადგენთ.

KARIBCHE


ასურეთში, სოფლიდან მოშორებით, დედათა მონასტერია. მისი წინამძღვარი პროტოპრესვიტერი გიორგი (გამრეკელი) ბრძანდება. მამა გიორგის ხშირი ურთიერთობა ჰქონდა მოსახლეობასთან. მისი ღვაწლით გარკვეულწილად მომზადებული მრევლი დამხვდა.

მრევლი მეტი იქნებოდა, სოფელში პატარა საცხოვრებელი სახლი რომ მქონდეს. ძირითადად შაბათ-კვირას მიწევს მსახურებაზე ჩამოსვლა. მერე ისევ თბილისში ვბრუნდები. როცა სისტემატურად ხედავს მოსახლეობა მოძღვარს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თავად მოძღვრის შესამოსელიც ერთგვარი ქადაგებაა და ადამიანებში კეთილგანწყობის მაჩვენებელია. მოძღვრის გამოჩენამ ხალხს უფლისა და დედაეკლესიის სიყვარული უნდა გაუღვივოს.

- მამაო, როგორია, თქვენი თვალით დანახული ასურეთი?

- ძალიან კარგი სოფელია. მშრომელი და პატიოსანი ხალხი ცხოვრობს. საუკეთესო მეზობლური და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ეკლესიურ ცხოვრებასაც ნელ-ნელა იწყებენ. იმედი მაქვს, თანდათან მეტი ხალხი მოვა ტაძარში.

- როგორ უნდა იცხოვროს თანამედროვე ადამიანმა?

KARIBCHE

წმინდა სამების ტაძარი

- არანაირმა დრომ არ უნდა შეცვალოს ადამიანის ბუნება, განწყობა. მნიშვნელობა არ აქვს, რა გარემოში გიწევს ცხოვრება. თუ ამან ყველაფერმა მასზე ზემოქმედება მოახდინა, მტკიცე რწმენა და ნებისყოფა არ ჰქონია. ნებისმიერ დროს უნდა შევეცადოთ, ვიცხოვროთ უფლის მცნებებით. რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ასევეა სიტყვაც, რომელსაც ვამბობთ. ვინც მორწმუნე და ჭეშმარიტი ქრისტიანია, ის ქრისტეს მცნებებით ცხოვრობს. უფლის სიყვარული გულში უნდა ჩავიბეჭდოთ და ყველგან უფალი ვადიდოთ. ადამიანის გადარჩენა მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი. ღმერთმა მოგვცეს სწორად ცხოვრების ძალა.

- არ გიჭირთ მოძღვრისა და დიდი ოჯახის მამის ტვირთის შეთავსება?

- შვიდი შვილი მყავს: ხუთი ბიჭი და ორი გოგონა. უფროსი 12 წლისაა, უმცროსი - წლისა და სამი თვის. ახლა მერვეს ველოდებით. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ხელს არ უშლის ეკლესია და ჩემი ოჯახი, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს, ხომ იცით, ოჯახი რამდენ რამეს მოითხოვს (აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მამა მიქაელს არათუ ასურეთში, თბილისშიც კი არა აქვს საკუთარი სახლი. მისი ცხრასულიანი ოჯახი, რომელსაც მალე მეათე წევრი შეემატება, მამაოს ძმისა და დის ოჯახებთან ერთად ოროთახიან ე.წ. ხრუშჩოვკაში ცხოვრობს... - თ.ც.). ყურადღება სჭირდებათ ჩემს სულიერ შვილებსაც. ღვთის წყალობით, როცა უფალი გაძლევს ამხელა ოჯახს და გაძლევს უფლებას, იყო მოძღვარი, ძალასაც გმატებს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ დაძლიო.

ჩვენი მიზანია, ჩვენს სამშობლოში გამრავლდეს მადლი ღვთისა. მადლის გარეშე სიკეთე, სიყვარული არ იქნება. მადლის მიღება კი მხოლოდ ტაძარშია შესაძლებელი. რაც მეტი ეკლესია გვექნება, მადლი უფრო გამრავლდება. მრევლიც მეტი გვეყოლება. მთავარია მივბრუნდეთ ღვთისკენ და უფალი მუდამ ჩვენთან იქნება. ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ.
ბეჭდვაელფოსტა
08.04. 2020
მარინა მაჩკალოვი
მიხარია რომ ასურეთში ისევ გაიხსნა და ამოქმედდა ტაძარი.ჩემს ბავშობაში მახსოვს პატარა ხატები მივიტანეთ ამ ტაძარში.სკოლიდან გამოსულები სანთელს ვანთებდით და ისე მივდიოდით სახლში.
სხვა სიახლეები
16.09.2022
თამარის ხატის საბრძანისი ლაშარის გორის პირდაპირ არაგვის გაღმა მთაზეა აგებული, რომელსაც "ღელე"–ს უწოდებენ.
30.04.2021
მიტოვებული სოფლების სევდა რაჭის მკვიდრს პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ანა ერისთავს წლებია აწუხებს.
08.06.2018
ღვთის ანაბარად დარჩენილი წითელუბნელები
გორის რაიონში მდებარე წითელუბანი ერთ-ერთი საზღვრისპირა სოფელია.
15.04.2016
-სავანის წმინდა გიორგის ტაძარს 1998 წლის სექტემბერიდან ვუწევ წინამძღვრობას. ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, შესასვლელი, სტოა ჩამოინგრა... სოფელს არ მიუტოვებია ეს ტაძარი და მოსახლეობამ საკუთარი ხარჯებით შეძლო ტაძრის აღდგენა.
10.01.2015
სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურას პირას, გაღმა-გამოღმა გორაკებზე.
16.10.2014

შორიდან რომ გახედავ, სოფელი მაღალ მთებს შორის პეშვისოდენა ადგილზეა გაშენებული.

02.01.2014
გასულ ნომერში გიამბეთ არქიმანდრიტ ათანასეს (ზაქარაშვილის) ახლობლებთან სტუმრობის შესახებ.
19.12.2013
ისტორიულ წყაროებში მწირი ცნობებია შემორჩენილი სოფელ გოდოგნის შესახებ, მაგრამ ეს მცირე მასალები და შემორჩენილი ძეგლები
05.12.2013
სოფელ გოდოგნის ტაძრების სიმრავლემ მოლოდინს გადააჭარბა. უძველეს ტაძრებს ახალი ტაძრებიც ემატება და კიდევ უფრო მეტად მადლიანს ხდის იქაურობას.
21.11.2013
ვაღიარებ - სოფელ მეჯვრისხევის შესახებ დღემდე არაფერი ვიცოდი. ღვთისნიერი პიროვნება, ბატონი ტიტიკო გოგიაშვილი რომ არ გამეცნო, ალბათ მეჯვრისხევს მკითხველს ვერ გავაცნობდი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat